გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.07.2019
საქმის ნომერი
120310019002972994
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა დავები
თარიღი
16.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2972994-3/075-19წ

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16.07.2019 ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე გია ბერაია

სხდომის მდივანი თამარ ტეფნაძე

მოსარჩელე -შ--------------------–--"

მოსარჩელის წარმომადგენელი -ლ---------------–---

მოპასუხე ს----------–-----–--------------------–---------–------------–---–---------–----------------------------–---–-----------------------------------

წარმომადგენელი -მ--------------

დავის საგანი: აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალდებულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს 2018 წლის 10 დეკემბრის #-------- წერილი, ასევე ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ს--–---–--------------------------------- 2019 წლის 02 აპრილის N0------- წერილი.

2. მოპასუხეს დაავალოთ უკანონოდ ჩამოჭრილი თანხების 189 394 ლარის და 40 თეთრის შპს ,,----------------–--------- უკან დაბრუნება.

 

მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2017 წლის 09 ოქტომბერს სსიპ ს--–---–--------------------------------- მიერ შედგენილი იქნა „–-------------------–---“ ბ----------- მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ,გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობისა და სსიპ ს--–---–--------------------------------- 2017 წლის 05 ივნისის №-------- წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის თემატური შემოწმების აქტი №----------,აქტის თანახმად ჩვენი ორგანიზაციის მიმართ გამოყენებული საჯარიმო სანქციების ოდენობა შეადგენდა 284 377 ლარს და 40 თეთრს, მათ შორის უკან დაბრუნებას ექვემდებარება 94 983 ლარი, დამატებითი ფინანსური ჯარიმა შეადგენს 189 394 ლარს და 40 თეთრს.

 

მათ მიერ 2017 წლის 09 ოქტომბრის თემატური შემოწმების აქტი N---------- ადმინისტრაციული საჩივრით 2017 წლის 06 ნოემბერს გასაჩივრებულ იქნა სსიპ ს--–---–--------------------- სააგენტოში სსიპ ს--–---–--------------------------------- 2017 წლის 06 დეკემბრის N--------- წერილით ეცნობა სსიპ. ს--–---–--------------------- დირექტორის 2015 წლის 04 ივნისის N--------- ბრძანებით შექმნილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2017 წლის 27 ნოემბრის N2--------- საოქმო გადაწყვეტილების შინაარსი რომლითაც შ--------------------–---- 2017 წლის 06 ნოემბრის საჩივარი (სააგენტოში რეგისტრირებული #1-----) ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

2017 წლის 09 ოქტომბრის თემატური შემოწმების აქტი №----------,ასევე სსიპ ს--–---–--------------------------------- 2017 წლის 06 დეკემბრის წერილი და მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2017 წლის 27 ნოემბრის №2--------- საოქმო გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა სასამართლოში დადგენილი წესით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე მ---------–---–---–-- მიერ 2017 წლის 21 დეკემბერს მიღებულ იქნა განჩინება საქმეზე №3/8458-17, რომლის სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით დადგინდა შემდეგი: „შეჩერდეს სსიპ ს--–---–--------------------------------- შპს „----------------–-- ბ----------- მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მიერ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, „გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობის და სსიპ ს--–---–--------------------------------- 2017 წლის 5 ივნისის 0------- წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის 2017 წლის 9 ოქტომბრის 2017/09/10 თემატური შემოწმების აქტის და სსიპ ს--–---–--------------------------------- დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის 0-------- ბრძანებით შექმნილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2017 წლის 27 ნოემბრის 2--------- საოქმო გადაწყვეტილების მოქმედება მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე.

 

მათვის ცნობილი გახდა რომ მიუხედავად განჩინებისა, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანომ მოახდინა თანხების ჩამოჭრა, რის გამოც მიმართეს განცხადებით აღეკვეთათ აღნიშნული ქმედება და გადმოერიცხათ უკანონოდ ჩამოჭრილი თანხები, რაზედაც რაზედაც მოპასუხის 2018 წლის 10 დეკემბრით დათარიღებული #-------- წერილით ეთქვა უარი.

 

2018 წლის 10 დეკემბრის #-------- წერილი დადგენილი წესით გასაჩივრებულ იქნა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში, მოპასუხის 2019 წლის 02 აპრილის #0------- წერილით უარი ეთქვა მათი საჩივრის განხილვაზე.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით შპს. ჯ--------------–--- სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახრების სააგენტოს 2017 წლის 09 ოქტომბერის და ებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2017 წლის 27 ნოემბრის №2--------- საოქმო გადაწყვეტილება.

 

მიაჩნიათ, რომ სსიპ. ს--–---–--------------------------------- 2018 წლის 10 დეკემბრის #-------- წერილი,სსიპ ს--–---–--------------------------------- 2019 წლის 02 აპრილის #0------- წერილი ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და აღნიშნული აქტები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, ასევე მოპასუხეს უნდა დაევალოს უკანონოდ ჩამოჭრილი თანხების 189 394 ლარის და 40 თეთრის შპს,, ჯ--------------–---------" დაბრუნება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სსიპ. სოციალური მომსახურეობის სააგენტომ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ შპს "ჯ--------------–--------- სახელმწიფოს სასარგებლოდ თანხის ჩამოჭრა. განხორციელდა "საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელი ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-19 პრიმა მუხლის მე-2 პუნქტის "დ" ქვეპუნქტის თანახმად, საჯარიმო სანქციების დაკისრების თაობაზე პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და/ან მასთან დაკავშირებული მიმწოდებლის ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს დადგენილი წესით საერთო სასამართლოებში. აღნიშნულთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ცნობილია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 აგვისტოს საქმე 3/082-I8 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს "ჯ--------------–---- სარჩელი. რაც შეეხება სსიპ ს--–---–--------------------------------- 2018 წლის 10 დეკემბრის №--------- წერილის, ასევე 2019 წლის 2 აპრილის №--------- გადაწყვეტილების, ბათილად ცნობას მოახსენებენ, რომ სსიპ ს--–---–--------------------------------- 2018 წლის 10 დეკემბრის №0------- წერილი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად არ წარმოადგენს სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეს. ხოლო სსიპ ს--–---–--------------------------------- 2019 წლის 2 აპრილის №--------- გადაწყვეტილება სრულიად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს შესაბამისად არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი იმ შემთხვევაშია ბათილი თუ ის ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად არღვევს მისი მომზადების ან გამოცემის კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით ანდა კანონის ისეთი დარღვევა რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. 2017 წლის 09 ოქტომბერს სსიპ ს--–---–--------------------------------- მიერ შედგენილი იქნა „–-------------------–---“ ბ----------- მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობისა და სსიპ ს--–---–--------------------------------- 2017 წლის 05 ივნისის №-------- წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის თემატური შემოწმების აქტი №----------,აქტის თანახმად მათი ორგანიზაციის მიმართ გამოყენებული საჯარიმო სანქციების ოდენობა შეადგენდა 284 377 ლარს და 40 თეთრს, მათ შორის უკან დაბრუნებას ექვემდებარებოდა 94 983 ლარი, დამატებითი ფინანსური ჯარიმა შეადგენს 189 394 ლარს და 40 თეთრს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

თემატური შემოწმების აქტი(იხ.სფ.14-19).

 

3.2. შპს. ,,ჯ--------------–---- მიერ 2017 წლის 09 ოქტომბრის თემატური შემოწმების აქტი N---------- ადმინისტრაციული საჩივრით 2017 წლის 06 ნოემბერს გასაჩივრებულ იქნა სსიპ ს--–---–--------------------- სააგენტოში. სსიპ ს--–---–--------------------------------- 2017 წლის 06 დეკემბრის N--------- წერილით ეცნობა სსიპ. ს--–---–--------------------- დირექტორის 2015 წლის 04 ივნისის N--------- ბრძანებით შექმნილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2017 წლის 27 ნოემბრის N2--------- საოქმო გადაწყვეტილების შინაარსი, რომლითაც შპს. ჯ--------------–--- 2017 წლის 06 ნოემბრის საჩივარი (სააგენტოში რეგისტრირებული #1-----) ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ ს--–---–--------------------------------- 2017 წლის 06 დეკემბრის N--------- წერილი(იხ.სფ.20-24).

 

3.3. 2017 წლის 09 ოქტომბრის თემატური შემოწმების აქტი №----------,ასევე სსიპ ს--–---–--------------------------------- 2017 წლის 06 დეკემბრის წერილი და მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2017 წლის 27 ნოემბრის №2--------- საოქმო გადაწყვეტილება შპს. ჯ--------------–--- მიერ გასაჩივრებულ იქნა სასამართლოში დადგენილი წესით და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს. ,,ჯ--------------–---- სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის 2019 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება(იხ.სფ.35-68).

 

3.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 2017 წლის 21 დეკემბერს მიღებულ იქნა განჩინება საქმეზე №3/8458-17, რომლის სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით დადგინდა შემდეგი: „შეჩერდეს სსიპ ს--–---–--------------------------------- შპს „----------------–-- ბ----------- მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მიერ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, „გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობის და სსიპ ს--–---–--------------------------------- 2017 წლის 5 ივნისის 0------- წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის 2017 წლის 9 ოქტომბრის 2017/09/10 თემატური შემოწმების აქტის და სსიპ ს--–---–--------------------------------- დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის 0-------- ბრძანებით შექმნილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2017 წლის 27 ნოემბრის 2--------- საოქმო გადაწყვეტილების მოქმედება მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება(იხ.სფ.25-31).

 

3.5. შპს. ,,ჯ--------------–---ვის'' ცნობილი გახდა, რომ მიუხედავად განჩინებისა, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანომ მოახდინა თანხების ჩამოჭრა, რის გამოც მიმართეს განცხადებით აღეკვეთათ აღნიშნული ქმედება და გადაერიცხათ უკანონოდ ჩამოჭრილი თანხები, რაზედაც სოციალური მომსახურეობის სააგენტოს 2018 წლის 10 დეკემბრით დათარიღებული N0------- წერილით ეთქვა უარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სოციალური მომსახურეობის სააგენტოს 2018 წლის 10 დეკემბრით დათარიღებული N0------- წერილი(იხ.სფ.32).

 

3.6. 2018 წლის 10 დეკემბრის N0------- წერილი დადგენილი წესით გასაჩივრებულ იქნა მოპასუხე სოციალური მომსახურეობის სააგენტოში, რომლის 2019 წლის 02 აპრილის N0------- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მათი საჩივრის განხილვაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სოციალური მომსახურეობის სააგენტოს 2019 წლის 02 აპრილის N0------- გადაწყვეტილება(იხ.სფ.32).

 

3.7 თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება და შპს. ჯ--------------–--- სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახრების სააგენტოს 2017 წლის 09 ოქტომბრის შემოწმების აქტი N---------- და სსიპ ს--–---–--------------------------------- დირექტორის 2015 წლის 04 ივნისის N--------- ბრძანებით შექმნილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლს მხრიდან წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს(კომისიის) 2017 წლის 27 ნოემბრის N2--------- საოქმო გადაწყვეტილება, შ---------------------–--" 2017 წლის 06 ნოემბრის ადმინსიტრაცული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი თქმის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება(იხ.სფ.36-68).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს. ჯეო ,,ჰ---------–--ს" სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს: ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლი10 დეკემბრის N0------- და სსიპ ს--–---–--------------------------------- 2019 წლის 02 აპრილის N0------- ინდივიდუალურ ადმინისტარციულ სამართლებრივი აქტები. მოპასუხე სსიპ ს--–---–--------------------------------- უნდა დაეკისროს 1-----4 ლარის და 40 თეთრის დაბრუნება შპს. ,-----------------–---------

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს კონსტიტუცია;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

საქართველოს ორგანული კანონის ,,საერთო სასამართლოების შესახებ";

 

6. სამართლებრივი შეფასება.

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქ/პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

ამავე კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა წერილობით ან ზეპირად.

 

ამავე კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს:

ა) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახეს;

ბ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ორგანოს;

გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაურს;

დ) უფლებამოსილი თანამდებობის პირის გვარს, სახელსა და ხელმოწერას;

ე) გამოცემის დროსა და ადგილს;

ვ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს მიერ მინიჭებულ სარეგისტრაციო ნომერს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს 2018 წლის 10 დეკემბრის N0------- წერილი, მიუხედავად იმისა, რომ არ აკმაყოფილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს, რადგან აღნიშნულმა ,,წერილმა" წარმოშვა სამართლებრივი შედეგი შპს. ,,ჯ--------------–-----თვის, რადგან უარი უთხრეს თანხის დაბრუნებაზე, ასევე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს წარმოადგენს სსიპ ს--–---–--------------------------------- 2019 წლის 02 აპრილის N0------- გადაწყვეტილება, რომელთა შესაბამისაობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს კანონდებლობასთან მიმართებაში.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 09 ოქტომბერს სსიპ ს--–---–--------------------------------- მიერ შედგენილი იქნა შპს ,,ჯ--------------–---“ ბ----------- მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობისა და სსიპ ს--–---–--------------------------------- 2017 წლის 05 ივნისის №-------- წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის თემატური შემოწმების აქტი №----------,აქტის თანახმად შპს. ,,ჯ--------------–----- მიმართ გამოყენებული საჯარიმო სანქციების ოდენობა შეადგენდა 284 377 ლარს და 40 თეთრს, მათ შორის უკან დაბრუნებას ექვემდებარებოდა 94 983 ლარი, დამატებითი ფინანსური ჯარიმა შეადგენდა 189 394 ლარს და 40 თეთრს.

 

დადგენილია, რომ შპს. ჯ----------------–---" მიერ 2017 წლის 09 ოქტომბრის თემატური შემოწმების აქტი N---------- ადმინისტრაციული საჩივრით 2017 წლის 06 ნოემბერს გასაჩივრებულ იქნა სსიპ ს--–---–--------------------- სააგენტოში. სსიპ ს--–---–--------------------------------- 2017 წლის 06 დეკემბრის N--------- წერილით ეცნობა სსიპ. ს--–---–--------------------- დირექტორის 2015 წლის 04 ივნისის N--------- ბრძანებით შექმნილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2017 წლის 27 ნოემბრის N2--------- საოქმო გადაწყვეტილების შინაარსი, რომლითაც შპს. ჯ--------------–--- 2017 წლის 06 ნოემბრის საჩივარი (სააგენტოში რეგისტრირებული #1-----) ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 09 ოქტომბრის თემატური შემოწმების აქტი №---------- ,ასევე სსიპ ს--–---–--------------------------------- 2017 წლის 06 დეკემბრის წერილი და მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2017 წლის 27 ნოემბრის №2--------- საოქმო გადაწყვეტილება შპს. ჯ--------------–--- მიერ გასაჩივრებულ იქნა სასამართლოში დადგენილი წესით და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს. ,,ჯ--------------–---- სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დადგენილია, რომ სოციალური მომსახურეობის სააგენტომ მოახდინა შპს. ჯ--------------–---თვის თანხების ჩამოჭრა 1-----4 ლარის და 40 თეთრის ოდენობით, რის გამოც შპს. ,,ჯ--------------–-----მა მიმართა განცხადებით აღეკვეთათ აღნიშნული ქმედება და გადმოერიცხათ უკანონოდ ჩამოჭრილი თანხები, რაზედაც სოციალური მომსახურეობის სააგენტოს 2018 წლის 10 დეკემბრით დათარიღებული N0------- წერილით/ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით ეთქვა უარი, რაც მათ მიერ გასაჩივრებულ იქნა მოპასუხე სოციალური მომსახურეობის სააგენტოში, რომლის 2019 წლის 02 აპრილის N0------- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მათი საჩივრის განხილვაზე.

 

,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების 19-ე პრიმა მუხლის მეორე პუნქტის ,,დ" ქვეპუნქტის თანახმად საჯარიმო სანქციების დაკისრების თაობაზე პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და/ან მასთან დაკავშირებული, მიმწოდებლის ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს დადგენილი წესით, საერთო სასამართლოებში. აღნიშნულთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად", მაგრამ სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, სასამართლოს მიერ სასამართლო გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრარულებლად მიქცევის შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს თანხების ჩამოჭრის უფლება ექნებოდა თუკი არ იქნებოდა გამოყენებული სასამართლოს მიერ ადმინისტრაციულ ორგანოსათვის აღნიშნული მოქმედების- თანხების ჩამოჭრის ამკრძალავი ღონისძიება, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სარჩელის წარდგენა არ წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის დამაბრკოლებელ/ამ შემზღუდველ ფაქტორს. სარჩელის სასამართლოს მიერ წარმოებაში მიღებით მხარეებს არ ერთმევათ უფლება გაყიდონ, ან სხვა გზით გაასხვისო/ან უფლებრივად დატვირთონ უძრავი ქონება, ან სხვაგვარი ქმედება, მათ შორის თანხების ჩამოჭრა განახორციელოს მხარემ, მაგრამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ითვალისწინებს გამონაკლის შემთხვევებს, როდესაც მოპასუხე მხარეებს ერთმევათ აღნიშნული უფლებები, კერძოდ თუ მოსარჩელის მიერ გამოყენებული იქნება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, კერძოდ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლი 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის, რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

 

ამასთან ამავე კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაუდებელ შემთხვევაში შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში სარჩელის აღძვრამდეც.

 

ამასთან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი გარდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად გარდა ზემო აღნიშნული ღონისძიებისა ითვალისწინებს ინდივიდულაურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერებას, კერძოდ:

 

საქართველოს ადმინისტერაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელის მიღება სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას.

 

ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად მხარის მოთხოვნით, სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას. სასამართლო უფლებამოსილია განსაზღვროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედების შეჩერების ვადა.

 

ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ მხარის შუამდგომლობა შეიძლება წარდგენილ იქნეს სარჩელის აღძვრამდეც.

 

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 2017 წლის 21 დეკემბერს მიღებულ იქნა განჩინება საქმეზე №3/8458-17, რომლის სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით დადგინდა შემდეგი: „შეჩერდეს სსიპ ს--–---–--------------------------------- შპს. „----------------–-- ბ----------- მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მიერ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, „გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობის და სსიპ ს--–---–--------------------------------- 2017 წლის 5 ივნისის 0------- წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის 2017 წლის 9 ოქტომბრის 2017/09/10 თემატური შემოწმების აქტის და სსიპ ს--–---–--------------------------------- დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის 0-------- ბრძანებით შექმნილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2017 წლის 27 ნოემბრის 2--------- საოქმო გადაწყვეტილების მოქმედება მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში:

ა) გამოცხადებისთანავე, თუ დაუშვებელია სააპელაციო წესით გასაჩივრება;

ბ) სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული;

გ) სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.

დ) თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარეები წერილობითი ფორმით განაცხადებენ უარს მის სააპელაციო წესით გასაჩივრებაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას სახეზე არ იყო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოება, უფრო მეტიც ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შ---------------------–---" სარჩელი, გასაჩივრებული იქნა შ---------------------–---" მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, რომლის 2019 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით შპს. ,,ჯ--------------–---- სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახრების სააგენტოს 2017 წლის 09 ოქტომბრის შემოწმების აქტი N---------- და სსიპ ს--–---–--------------------------------- დირექტორის 2015 წლის 04 ივნისის N--------- ბრძანებით შექმნილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლს მხრიდან წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს(კომისიის) 2017 წლისბ 27 ნოემბრის N2--------- საოქმო გადაწყვეტილება, შ---------------------–--" 2017 წლის 06 ნოემბრის ადმინსიტრაცული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი თქმის შესახებ(რომელიც მხარეთა განმარტებით კანონერ ძალაში შესული არ არი).

 

საქართველოს კონსტიტიციის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და მას ახორციელებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და საქართველოს საერთო სასამართლოები.

 

ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად მართლმსაჯულებას ახორციელებენ საერთო სასამართლოები. სპეციალიზებული სასამართლოები შეიძლება შეიქმნას მხოლოდ საერთო სასამართლოების სისტემაში. სამხედრო სასამართლოს შემოღება შეიძლება საომარი მდგომარეობის დროს და მხოლოდ საერთო სასამართლოების სისტემაში. საგანგებო სასამართლოების შექმნა დაუშვებელია. საერთო სასამართლოებში საქმეებს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. საერთო სასამართლოების სისტემა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით.

 

საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით. სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით. სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით.

 

საქართველოს ორგანული კანონის ,,საერთო სასამართლოების შესახებ" 4-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს აქტი, აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მოთხოვნა და განკარგულება სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10-ე მუხლის თანახმად კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

საქართველოს ზოგადი ამდინისტრაციული 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების განსაზღვრისათვის, იგი არა მხოლოდ ფორმალური გამართულობის, არამედ მისი შინაარსობრივი, არსებითი მხრივაც უნდა იქნას შემოწმებული.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 2017 წლის 21 დეკემბერს მიღებულ იქნა განჩინება საქმეზე №3/8458-17, რომლითაც შეჩერდა სსიპ ს--–---–--------------------------------- შპს „----------------–-- ბ----------- მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მიერ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, „გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობის და სსიპ ს--–---–--------------------------------- 2017 წლის 5 ივნისის 0------- წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის 2017 წლის 9 ოქტომბრის 2017/09/10 თემატური შემოწმების აქტის და სსიპ ს--–---–--------------------------------- დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის 0-------- ბრძანებით შექმნილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2017 წლის 27 ნოემბრის 2--------- საოქმო გადაწყვეტილების მოქმედება მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე, ამასთან მიუხედავად იმისა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული იყო გადაწყვეტილება სარჩელის არ დაკმაყოფილების შესახებ, მაგრამ აღნიშნული გადაწყვეტილებით არ იყო გაუქმებული თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოყენებული აქტის მოქმედების შეჩერება და რომელიც ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაშიც ვერ გაუქმდებოდა, რადგან თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აქტის მოქმედება შეჩერდა ,,მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე" , რაც ახალციხის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას სახეზე არ იყო, სსიპ. ს--–---–--------------------------------- უფლება არ გააჩნდა სასამართლოს მიერ უკვე შეჩერებული აქტის საფუძველზე მოეხდინა მოპასუხე შპს. ,-----------------–--------- 1-----4 ლარის და 40 თეთრის ჩამოჭრა, ამიტომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 10 დეკემბრის N0------- და 2019 წლის 02 აპრილის N0------- ინდივიდუალურ ადმინისტარციულ სამართლებრივი აქტები ეწინააღმდეგება კანონს და არსებითად დარღვეულია მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ სახეზე კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, შესაბამისად არსებობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილობის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი, ამიტომ შპს. ,,ჯ--------------–---“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს: ბათილად იქნეს უნდა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 10 დეკემბრის N0------- და 2019 წლის 02 აპრილის N0------- ინდივიდუალურ ადმინისტარციულ სამართლებრივი აქტები და მოპასუხე სსიპ ს--–---–--------------------------------- უნდა დაეკისროს 1-----4 ლარის და 40 თეთრის დაბრუნება შპს. ,-----------------–---------.

 

7. საპროცესო ხარჯები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილს ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.

 

ამავე კოდექსის უხლი 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

რადგან სარჩელი დაკმაყოფილდა, ამიტომ მოპასუხე სსიპ ს--–---–--------------------------------- უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 200 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-5, 22-ე, 32-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257- 258-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შპს ,,ჯ--------------–---“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის

10 დეკემბრის N0------- ინდივიდუალურ ადმინისტარციულ სამართლებრივი აქტი.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ს--–---–--------------------------------- 2019 წლის 02

აპრილის N0------- ინდივიდუალურ ადმინისტარციულ სამართლებრივი აქტი.

 

1.3. მოპასუხე სსიპ ს--–---–--------------------------------- დაეკისროს 1-----4 ლარის

და 40 თეთრის დაბრუნება შპს. ,-----------------–---------

 

2. მოპასუხე სსიპ ს--–---–--------------------------------- დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 200 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ.№7ა) ახალციხის რაიონული სასამართლოს (ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№62) მეშვეობით;

 

მოსამართლე გია ბერაია