გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.07.2019
საქმის ნომერი
200210018002527254
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე, ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ, მშობლის უფლების ჩამორთმევის შესახებ
თარიღი
18.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/649-18

N200210018002527254

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 ივლისი, 2019 წ. ქ. თელავი

შესავალი ნაწილი

თელავის რაიონული სასამართლო

მოსამართლე: მარინე ცერცვაძე

სხდომის მდივანი: სოფიკო ჩაფურიშვილი

მოსარჩელე - ი----ა ს-–-----ი

მოსარჩელის წარმომადგენელი - თ----- მ---------–ი

მოპასუხე - დ----- გ------ი

მოპასუხის წარმომადგენელი - ი----- ბ----–-ა

დაინერესებული პირი - ს-------–---–----------------------------------------------–---–---------------------------------–------ი

წარმომადგენელი - გ------ი გ-------ე

დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)

 

1.1. შეწყდეს ი----ა ს-–-----სა და დ----- გ------ს შორის 2016 წლის 5 ნოემბერს, საქართველო, თ---–--ი, სსგს ქ. თ---–--ის N- ქორწინების სახლში რეგისტრირებული ქორწინება, ქორწინების სააქტო ჩანაწერი N8----------.

1.2. 2--- წლის 1-------------ს დაბადებული ლ-------–ა გ------ას (პირადი N0----------) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის - ი----ა ს-–-----ის საცხოვრებელი ადგილი.

1.3. მოპასუხე დ----- გ------ს (პირადი N2----------) მცირეწლოვანი შვილის 2--- წლის 1-------------ს დაბადებული ლ-------–ა გ------ას (პირადი N0----------) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის 250.00 ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2018 წლის 04 ივლისიდან, მის სრულწლოვანებამდე.

1.4. მოპასუხეს დ----- გ------ს (პირადი N2----------) შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მისი მცირელწლოვანი შვილის - 2--- წლის 1-------------ს დაბადებული ლ-------–ა გ------ას (პირადი N0----------) მიმართ, კერძოდ: 1) საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღებისას და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას თანხმობის გაცემის/მიცემის უფლებაზე.

 

1. სარჩელის საფუძვლები:

 

მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს, რომ მოსარჩელე ი----ა ს-–-----ი არის რ------ის ფ-------–იის მოქალაქე. მან და საქართველოს მოქალაქე დ----- გ------მა რეგისტრირებული ქორწინებით იქორწინეს საქართველოში, თ---–--ში, რაზედაც 2016 წლის 5 ნოემბერს სსგს ქ. თ---–--ის N- ქორწინების სახლში შესრულდა ქორწინების სააქტო ჩანაწერი N8----------. მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში, 2--- წლის 1-------------ს შეეძინათ შვილი ლ-------–ა გ------ა.ი----ა ს-–-----სა და დ----- გ------ს შორის მხოლოდ მცირე ხნით იყო ნორმალური ოჯახური ურთიერთობა. მოსარჩელის განმარტებით იგი ოჯახს ანუ მას და ბავშვს არ აქცევდა ყურადღებას და მხოლოდ პირადი ცხოვრებით ცხოვრობდა, რასაც მოჰყვა მათ შორის ურთიერთობის დაძაბვა. ეს ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა უკვე ყოფილი მეუღლის სხვა წევრების ნეგატიურმა აქტიურმა ჩარევებმაც. აღნიშნულის გამო ი----ა ს-–-----ი იძულებული გახდა ბავშვთან ერთად ოჯახიდან წასულიყო და დროებით საცხოვრებლად გადმოსულიყო ქ. თ--–--ში, მამიდის ოჯახში, დ-------ი თ------------–ის ქ. 1-----ში. ი----ა ს-–-----ს სურდა ქორწინება შეწყვეტილიყო სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში მხარეთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე და ბავშვთან ერთად დროებით მაინც წასულიყო რ------ის ფ-------–იაში, სადაც ქორწინებამდე მუშაობდა და აქვს მუდმივი სამსახური, მაგრამ იმის გამო, რომ ბავშვი მციტრე წლოვანია, ამასთან სხვა ქვეყანაში გასაყვანად ესაჭიროება როგორც პასპორტი, ისე მეორე მშობლის თანხმობა, რაზედაც მოპასუხე მხარე წინააღმდეგია, ვერ მოხერხდა ვერც ქორწინების შეწყვეტა და ვერც ბავშვთან ერთად თავის მუდმივ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნება. ი----ა ს-–-----ი ქორწინებამდე ცხოვრობდა მშობლებთან ი----–---ის რესპუბლიკაში, ქალაქი მ-----, დ. მ--–--------------------------, სადაც კვლავ აპირებს დაბრუნებას და შვილთან ერთად ცხოვრებას და რა თქმა უნდა მშობლების და ბინის მესაკუთრის - დედის - ხ------ა ს-–-----ის თანხმობით, სადაც ცხოვრების და ბავშვის აღზრდის დამაკმაყოფილებელი პირობებია. გარდა იმისა, რომ ი----ა ს-–-----ი მუშაობდა სახელმწიფო ბიუჯეტურ საგანმანათლებლო დაწესებულების - ქ. ნ-------ის N4------–--------ში ა-----------–ის დ-------ედ, ჯერ კიდევ ფეხმძიმობიდან იმყოფებოდა აღრიცხვაზე საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.2--- წლის 17 სექტემბრიდან კი აღრიცხულია როგორც 1.5 წლამდე ასაკის ბავშვის ყოველთვიური ბენეფიციარის მიმღებად, რაც ხელს შეუწყობს ბავშვის ნორმალურ პირობებში აღზრდა-განვითარებას თუ მოსარჩელე დაბრუნდება თავის ქვეყანაში. ი----ა ს-–-----ს ფეხმძიმობის და მშობიარობის შედეგად გაუჩნდა ჯანმრთელობის რიგი პრობლემები, აქვს ორივე ქვედა კიდურის ვარიკოზული დაავადება, რის სრულ მკურნალობასაც ვერ ახერხებს სწორედ იმ მოტივით, რომ არაა საქართველოს მოქალაქე, არ აქვს ბინადრობის უფლება და იმის გათვალისწინებით ვერ მუშაობს, არ აქვს საქართველოში საკმარისი სახსრები სრულყოფილი მკურნალობისთვის. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ ალიმენტის მოთხოვნის ნაწილში შეამცირა მოთხოვნა და ნცვლად 500 ლარისა ითხოვა მოპასუხეზე ალიმენტის სახით 250 ლარის დაკისრება.

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ სცნო და განმარტა, რომ ქორწინებამდე, ი. ს-–-----ს ახასიათებდა არაადეკვატური ქცევები, მაგრამ პიროვნული დამოკიდებულების გამო, აღნიშნულზე ყურადღებას არ ამახვილებდა. ასეთი საქციელი მან გააგრძელა ქორწინების შემდეგაც, რამაც მიიღო შემაშფოთებელი ხასიათი, ეს გარემოება შეამჩნიეს სხვა პირებმაც. მოპასუხის მშობლები ესაუბრნენ ი. ს-–-----ის მშობლებს აღნიშნულის შესახებ. მათ შესთავაზეს შეთანხმებული გამოკვლევა და მკურნალობა. ი----ას მშობლებმა მათი არგუმენტები შეურაცხყოფად მიიღეს, რის შემდეგ უპირობოდ წინააღმდეგნი არიან მათი შერიგების. მათ არ უმკურნალეს ი----ას, არც მათ გვაძლევენ ამის საშუალებას. ი----ას მშობლები ხელს უშლიდნენ ურთიერთობაში, მალავდნენ, რომ ი----ას ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. ნიშნობა ჰქონდა 14 აპრილს. ამის შემდეგ, მოკლე დროში, მშობლებმა ორი კვირით წაიყვანეს ი----ა რ------ში, მაგრამ ჩამოიყვანეს ქორწილამდე ერთი კვირით ადრე. დაემუქრნენ, რომ შვილს გადაიყვანდნენ უკანონოდ ცხინვალის გავლით და ამის შემდეგ შვილს ნახავდა. მათი დაშორება მოხდა 2018 წლის 31 მარტს, მშვიდ ვითარებაში, მშობლებს უნდა წაეყვანათ დასასვენებლად 10 დღით. ი----ას წაყვანა მოხდა საზეიმო ვითარებაში, ხოლო მეორე დღეს მისწერა არასოდეს დამირეკოო. არ აჩვენებენ შვილს, მის მიერ მიტანილი საჩუქრები დემონსტრაციულად გადაყარეს ნაგავში. მოპასუხემ შესაგებელით განმარტა რომ მოსარჩელის ოჯახის წევრები არიან ნასამართლევები და ამიტომ არასანდოები.

მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო განქორწინებისა და ასევე ალიმენტის 250 ლარის გადახის ნაწილში, ხოლო სარჩელის დანარჩენ მოთხოვნას მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა.

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია:

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ წარმოდგენილი დასკვნა N4----ის (18.10.2018წ. ს--–---–---------–--ი ე-–--ა ტ------–---–ი) მიხედვით, განჩინების საფუძველზე შესრულდა ბავშვის, ლ-------–ა გ------ას და მისი ახლანდელი საცხოვრებელი ადგილის, დედამისის, ი----ა ს-–-----ის ბიძის, ჯ----–-----------ის ოჯახის შეფასება.ი----ა ს-–-----ის ინფორმაციით, ის არის რ------ის ფ-------–იის მოქალაქე. გათხოვებამდე ცხოვრობდა რ------ის ფ-------–იის ქალაქ მ-----ში, დ. მ--–-------ს ქუჩაზე. მუშაობდა ქალაქ ნ-------ის #4------–--------ში ა-----------–ის დ-------ედ. ამჟამად იმყოფება დეკრეტულ შვებულებაში. ი----ა ს-–-----მა 2016 წლის 5 ნოემბერს იქორწინა საქართველოს მოქალაქეზე, მოპასუხე დ----- გ------ზე (ქორწინების სააქტო ჩანაწერი #8----------), რომელიც მშობლებთან და ძმის ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქალაქ თ---–--ში (გ-–-------------------------------------------------------). 2--- წლის 1-------------ს მათ შეეძინათ ქალიშვილი, ლ-------–ა გ------ა. ცოლ-ქმარს შორის ბავშვის დაბადებამდე ურთიერთობა დაიძაბა. ისინი ვერ უგებდნენ ერთმანეთს. ბავშვის დაბადების შემდეგ მდგომარეობა არ შეცვლილა. ი----ას მარტო უხდებოდა ბავშვის მოვლა. იგი ვერ გრძნობდა მხარდაჭერას ვერც ოჯახის წევრების და ვერც მეუღლის მხრიდან. თავს გრძნობდა დაუცველად. ოჯახის წევრების ჩარევით მდგომარეობა უფრო გართულდა. განსაკუთრებით შეურაცხმყოფელი იყო მისთვის, ის რომ მას ფსიქიკურად გაუწონასწორებელ ადამიანად მიიჩნევდნენ და ცილს სწამებდნენ სხვადასხვა ქმედებების ჩადენაში. 2018 წლის 31 მარტს ი----ა ბავშვთან ერთად სტუმრად წამოვიდა თ--–--ში, ბიძასთან, ჯ----–-----------თან და მეუღლის ოჯახში აღარ დაბრუნდა. ი----ა ს-–-----მა გადაწყვიტა მეუღლესთან განქორწინება და ბავშვთან ერთად რ------ის ფ-------–იაში, კერძოდ, ი----–---ის რესპუბლიკაში მშობლებთან წასვლა, სადაც შეძლებს ბავშვის ყოველმხრივ უზრუნველყოფას. ი----ა ს-–-----ს არ გააჩნია საქართველოში საკუთარი სახლი. მას არ აქვს ბინადრობის უფლება, ვერ ფლობს ქართულ ენას და შესაბამისად, ვერ შეძლებს მუშაობის დაწყებას და ბავშვის სასიცოცხლო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. გათხოვებამდე იგი მუშაობდა ქალაქ ნ-------ის #4------–--------ში ა-----------–ის დ-------ედ. ამჟამად იმყოფება დეკრეტულ შვებულებაში და სურს კვლავ გააგრძელოს მუშაობა აღნიშნულ ადგილზე. ამავე დროს ი----ა ს-–-----ს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა #4-100/ა-ს მიხედვით ფეხმძიმობის და მშობიარობის შემდეგ ი----ა ს-–-----ს დაემართა ორივე ქვედა კიდურის ვარიკოზული დაავადება. ჩატარებული დუპლექს-სკანირების შედეგად დადგინდა, რომ ორივე ბარძაყის საერთო ვენაში ფიქსირდება რეფლუქსი, სარქვლოვანი უკმარისობა, რეტიკულური ვენები. ავადმყოფობის მიმდინარეობა პროგრესირებადია. სჭირდება სრულყოფილი მკურნალობა, რასაც შეძლებს იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეც არის. ამჟამად ი----ა ს-–-----ი და მისი ერთი წლის ქალიშვილი ცხოვრობენ თ--–--ში, ბიძის, ჯ----–-----------ის ოჯახში, დ-------ი თ------------–ის ქ. #1-----ში, საკუთარ ორსართულიან სახლში. სახლში დამაკმაყოფილებელი საცხოვრებელი პირობებია. ოჯახს უწყვეტად აქვს ელქტროენერგია, ბუნებრივი აირი, ცივი და ცხელი წყალი. ბავშვისათვის შექმნილია მშვიდი და კეთილსაიმედო გარემო. ოთახი, სადაც ბავშვს სძინავს, არის ნათელი და კარგად მოწყობილი. ჯ----–-----------ი და მისი მეუღლე მუშაობენ, მათი ყოვეთვიური შემოსავალია 900 ლარი. ი----ა ს-–-----ს დედამისი ყოველთვიურად უგზავნის 500 დოლარს ბავშვის საჭიროებებისათვის და ამავე დროს უგზავნის ტანსაცმელს, კვების პროდუქტებს და ჰიგიენის საშუალებებს. ლ-------–ა გ------ა ერთი წლისაა. მისი ფიზიკური განვითერაბ ნორმის ფარგლებშია. იგი ჯანმრთელი, მხიარული გოგონაა. კარგად დახოხავს, დამოუკიდებლად დგება, ეყრდნობა ტახტის და სავარძლის კიდეებს და შეუძლია გადაადგილება. ბავშვი ასაკის შესაბამისადაა განვითარებული. ემოციებს ადეკვატურად გამოხატავს. იგი კარგი გონებრივი განვითარების მქონე გოგონაა. მას კვებავენ ასაკის შესაბამისი საკვებით, ბოსტნეულით, ხორცის პროდუქტებით, თევზით, რძის ნაწარმით და ხილით, ბავშვი უზრუნველყოფილია სეზონის შესაფერისი, კარგად მორგებული ტანსაცმლით და ფეხსაცმლით, განვითარებისათვის საჭირო მრავალფეროვანი სათამაშოებით. გოგონას ურთიერთობა აქვს დედის ნათესავებთან, მამა მხოლოდ სამჯერ ნახა ოჯახიდან წამოსვლის შემდეგ. 1-------------ს დ----- გ------ი თავის მშობლებთან ერთად მოვიდა ბავშვის დაბადების დღის მისალოცად და ერთი საათით გაასეირნა იგი. ბავშვი მუდმივად დედასთან იმყოფება. დედა კარგად მეთვალყურეობს ბავშვს. გოგონა დაცულია ძალადობისა და უგულებელყოფისაგან.ჯ----–-----------ს და მის მეუღლეს ლ-------–ა გ------ა საკუთარი შვილიშვილივით უყვართ. მას მზრუნველობას და სიყვარულს არ აკლებენ, ეფერებიან და ანებივრებენ. ბავშვი სიყვარულს გამოხატავს მათ მიმართ. ბავშვს ხშირად ნახულობენ ი----ა ს-–-----ის მშობლები, რომლებიც ი----–---ის რესპუბლიკაში ცხოვრობენ. მათ თავის თავზე აქვთ აღებული ბავშვის ძირითადი საჭიროებებით დაკმაყოფილება .განხორციელებული ვიზიტებისა და მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე იკვეთება ოჯახში ბავშვისათვის შექმნილია უსაფრთხო და კეთილსაიმედო გარემო. გოგონას ყველა საჭიროება დაკმაყოფილებულია. ის იზრდება მზრუნველ და მოსიყვარულე გარემოში. ოჯახში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მის უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას და განვითარებას. ი----ა ს-–-----ს არ სურს თავისი გადაწყვეტილების შეცვლა და მეუღლის ოჯახში დაბრუნება, მაგრამ შეგნებული აქვს, რომ ბავშვისათვის აუცილებელია მამასთან ურთიერთობა და მასთან შეხვედრები. ს--–---–---------–--ის პოზიცია/დასკვნა/რეკომენდაცია: ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე სასურველია, იგი იზრდებოდეს სრულფასოვან ოჯახში, მშობლების გვედით. მაგრამ რადგანაც ამ შემთხვევაში ეს არ ხერხდება, ბავშვი უნდა გაიზარდოს დედასთან და მამას, დ----- გ------ს განესაზღვროს მისი ნახვის დღეები.

 

თ---–--ის ს--–---–---------------------------–-----–------ის ს--–---–---------–--ის ა---------ის მიერ 2018 წლის 26 დეკემბერს მომზადებული N2---- დასკვნის თანახმად, თ--–--ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 ოქტომბრის განჩინების საფუძველზე, რომელიც შეეხება საოჯახო დავას მოქალაქე ი----ა ს-–-----ის მიერ მოპასუხე დ----- გ------ის მიმართ განქორწინების, ალიმენტის დაკისრების, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის, მცირეწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საკითხში, ს--–---–---------–--ის მიერ განხორციელდა ვიზიტი მოქალაქე დ----- გ------ის საცხოვრებელ მისამართზე: ქ. თ---–--ი, გ-–----------------------------------, სადაც მოპასუხე მხარე ცხოვრობს დედასთან, მამასთან, ძმასთან, რძალთან და 2 მცირეწლოვან ძმისშვილებთან ერთად საკუთარ ოთხ ოთახიან ბინაში, სადაც დაკმაყოფილებულია ჰიგიენური სანიტარული ნორმები და უსაფრთხო არასრულწლოვანის საცხოვრებლად. დ----- გ------ის ინფორმაციით, ის მუშაობს ს----------ო კომპანიაში და მისი შემოსავალია თვეში დაახლოებით 700 ლარი, ხოლო ოჯახის შემოსავალს წარმოადგენს მამის და ძმის თვიური ანაზღაურებადი სარგო.მოქალაქე დ----- გ------ის და მისი ოჯახის წევრების (დედის და მამის) ინფორმაციით, მოქალაქე ი----ა ს-–-----ს ჰქონდა ხშირი კონფლიქტი ოჯახის წევრებთან, ის არ ენდობოდა არავის და ხშირად იწერდა ოჯახის წევრების საუბარს. ასევე უმიზეზოდ ეჭვიანობდა მეუღლეზე. ბ-ნი დ-----ისა და მისი ოჯახის წევრების გადმოცემით, ი----ას ჰქონდა ფსიქოლოგიური პრობლემები, ამის შესახებ ბ-ნი დ-----ი ესაუბრა მეუღლის ძმას - ბ--- ს-–-----ს, ი----ას ოჯახი ცხოვრობდა რ------ში, ისინი ჩამოვიდნენ და წაიყვანეს ქ-ნი ი----ა ბავშვთან ერთად თ--–--ში ი----ას ოჯახის კუთვნილ სახლში, ისინი მოლაპარაკებულები იყვნენ, რომ უნდა დალაპარაკებოდნენ საკუთარ შვილს და დაახლოებით ორ კვირაში უკან უნდა დაბრუნებულიყო ი----ა ბავშვთან ერთად. თუმცა დ-----ის დედა ტელეფონით ესაუბრა ი----ას დედას არსებული პრობლემების შესახებ და ამის შემდეგ ქ-მა ი----ამ არაერთი შეურაცხმყოფელი შეტყობინება გაუგზავნა მეუღლეს, ამის შემდეგ ჩამოვიდა ი----ას დედა და წაიღო ი----ას მიერ ქორწინების შემდეგ მოტანილი ნივთები. ბ-ნი დ-----ის გადმოცემით, ის შეძლებისდაგავრად ხშირად აკითხავს ბავშვს, ჩასული იყო ბავშვის დაბადების დღეზე მთელი ოჯახით. მას სურს ოფიციალურად განესაზღვროს ნახვის დღეები. მან კარგად იცის, რომ დედის და მამის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ცხოვრებაში. ბ-ნ დ----- არ სურს და ვერ ხედავს საჭიროებას წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის. მას სურს, რომ მაქსიმალურად იყოს ჩართული ბავშვის აღზრდის პროცესში. არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების გატვალისწინებით მნიშვნელოვანია, რომ მშობლები იყვნენ ჩართული შვილის აღზრდა-განვითარების პროცესში და ინაწილებდნენ პასუხისმგებლობას, თუმცა ორივე მხარე უნდა მორიგდეს არასრულწლოვანის ასაკობრივი ინტერესების და საჭიროებების გათვალისწინებით და არ უნდა იყოს დარღვეული ბავშვის ბიოლოგიური გარემო და განათლების უწყვეტობა.

 

კ-----------–---–---------------------------------–------ის ს--–---–---------–--ის ე-–--ა ტ------–---–ის 2019 წლის 15 მარტის N1--- ლ-------–ა გ------ას და მისი ბიოლოგიური დედის ი----ა ს-–-----ის ურთიერთობაზე დაკვირვების ანალიზის თანახმად, 2019 წლის 4 მარტს თ--–--ის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის საოქმო განჩინების (საქმე #2/649-18) საფუძველზე, ი----ა ს-–-----ის და დ----- გ------ის მიმდინარე ოჯახური დავის საქმესთან დაკავშირებით, მოხდა მცირეწლოვანი ბავშვის, ლ-------–ა გ------ას და მისი ბიოლოგიური დედის, ი----ა ს-–-----ის ურთიერთობაზე დაკვირვება შესაბამისი დასკვნის წარდგენის მიზნით.ი----ა ს-–-----თან და ლ-------–ა გ------ასთან ს--–---–---------–--ის შეხვედრები ხდებოდა ბიძის ჯ----–-----------ის ოჯახში, ნათესავების გარემოცვაში და კ-----ის სამხარეო ცენტრში. ერთ-ერთ შეხვედრას ესწრებოდა კ-------------------–-----------------–----------------–---–ი. ლ-------–ა გ------ა ერთი წლისა და ექვსი თვისაა. იგი კარგი გონებრივი განვითრების ბავშვია. ესმის მარტივი, ასაკის შესაბამისი ინსტრუქციები. ასრულებს დედის მშვიდად, ტონის აუწევლად ნათქვამ მითითებებს - მოიტანე, წაიღე, დადე, მოდი, დაჯექი და ა.შ. ბავშვმა იცის ოჯახის წევრების და ნათესავების ვინაობა და სახელების გაგონებისთანავე უთითებს მათკენ. არჩევს რამდენიმე ფერს - წითელს, ყვითელს, თეთრს. ყოველი შეხვედრის დროს შესამჩნევი იყო, რომ გარემო, სადაც ბავშვი იზრდება კარგად მუშაობს მის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე. ბავშვს დედის მიმართ აქვს მყარი, ჯანსაღი მიჯაჭვულობა. მის მიმართ ამჟღავნებს დიდ სიყვარულს. დედა ადეკვატური და მგრძნობიარეა ბავშვის საჭიროებების მიმართ. იგი ერთი წუთით არ სტოვებს მას უყურადღებოდ. ბავშვი ასაკიდან გამომდინარე არის ძალიან მოძრავი და მოუსვენარი. დედა საუბრის დროს ყურადღებიანია თანამოსაუბრის მიმართ და ამავე დროს თვალს ადევნებს მის ყოველ მოძრაობას და მზად არის დასახმარებლად. ბავშვი დაცულად გრძნობს თავს დედის გვერდით და მასთან ერთად ადვილად ადაპტირდება უცხო გარემოში. აღსანიშნავია ისიც, რომ ი----ა ს-–-----ი მისთვის მძიმე თემებზე საუბრის დროსაც კი არ კარგავს წონასწორობას, არ გამოხატავს ბრაზს, აგრესიას, ინარჩუნებს სიმშვიდეს.ინტენსიური შეხვედრების შემდეგ უფრო მეტად გამოიკვეთა, რომ ი----ა ს-–-----ი კარგი დედაა. შვილის საჭიროებებს სრულად აკმაყოფილებს. იგი არის მშვიდი, ყურადღებიანი, გაწონასწორებული, ადეკვატური და კომუნიკაბელური. შვილს უქმნის თბილ, მშვიდ, უსაფრთხო, კეთილსაიმედო და მოსიყვარულე გარემოს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ი----ა ს-–-----მა და საქართველოს მოქალაქე მოპასუხე დ----- გ------მა რეგისტრირებული ქორწინებით იქორწინეს საქართველოში, თ---–--ში, რაზედაც 2016 წლის 5 ნოემბერს სსგს ქ. თ---–--ის #3 ქორწინების სახლში შესრულდა ქორწინების სააქტო ჩანაწერი #8----------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა, პასპორტის ასლი (ს.ფ. 30, 32-35)

 

3.1.2. ი----ა ს-–-----ს და დ----- გ------ს თანაცხოვრების პერიოდში, 2--- წლის 1-------------ს, შეეძინათ შვილი ლ-------–ა გ------ა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 31);

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ი----ა ს-–-----სა და დ----- გ------ს შორის ოჯახის შექმნის შემდეგ მალევე დაიძაბა ურთიერთობა,ხოლო ბავშვის დაბადების შემდეგ კიდევ უფრო გართულდა მათი თანაცხოვრება, რის გამოც ი----ა ს-–-----ი იძულებული გახდა ბავშვთან ერთად ოჯახიდან წასულიყო და დროებით საცხოვრებლად გადასულიყო ქ. თ--–--ში, მამიდის ოჯახში, დ-------ი თ------------–ის ქ. #1-----ში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.2.2. დ----- გ------ი მუშაობს შპს ,,თ-----------–-----ში“ და ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 500 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სამეწარმეო რეესტრიდან ამოღებული დოკუმენტაცია, ამონარიდი საჯარო რეესტრის ვებგვერდიდან (ს.ფ. 49-51, ს.ფ. 62-69);

-ცნობა სამუშაო ადგილიდან(ს.ფ.106)

 

3.2.3. ი----ა ს-–-----ი არის რ------ის ფ-------–იის მოქალაქე, ქორწინებამდე ცხოვრობდა მშობლებთან ი----–---ის რესპუბლიკაში, ქალაქი მ-----, დ. მა-–---------------------------ში, სადაც ჩაწერილია, კვლავ აპირებს დაბრუნებას და შვილთან ერთად ცხოვრებას,მამის და დედის - ხ------ა ს-–-----ის თანხმობით, სადაც ცხოვრების და ბავშვის აღზრდის დამაკმაყოფილებელი პირობებია. ი----ა ს-–-----ი ქ. ნ-------ის #4------–--------ში ა-----------–ის დ-------ედ. ფეხმძიმობიდან იმყოფებოდა აღრიცხვაზე საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 2--- წლის 17 სექტემბრიდან კი აღრიცხულია როგორც 1.5 წლამდე ასაკის ბავშვის ყოველთვიური ბენეფიცარის მიმღებად და იგი იმყოფება დეკერეტულ შევებულებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერი უძრავი ქონების ერთიანი სახელმწიფო რეესტრიდან ხ------ა ს-–-----ის კუთვნილი ქონების შესახებ; აქტი საცხოვრებელი პირობების შემოწმების შესახებ; ცნობა ი----ა ს-–-----ის სამუშაო ადგილიდან; ცნობა ი----ა ს-–-----ის აღრიცხვაზე ყოფნის შესახებ. (ს.ფ. 47-51, ს.ფ. 52-56, ს.ფ. 36-46);

 

3.2.4. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის თანახმად, არასრულწლოვანი ბავშვი დედის მიმართ ამჟღავნებს სითბოსა და სიახლოვეს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, ბავშვის ასაკის სიმცირიდან გამომდინარე, ვინაიდან ბავშვს აქვს მიჯაჭვულობა დედასთან, მიზანშეწონილია და შეესაბამება არასრულწლოვანის ინტერესებს რომ ლ-------–ა გ------ას საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის - ი----ა ს-–-----ის საცხოვრებელი ადგილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სოც.მუშაკის დასკვნა (ს.ფ. 119-121;188)

-მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის პოზიცია პექრობის დროს(იხ.ოქმი)

 

3.2.5. ი----ა ს-–-----ს ფეხმძიმობის და მშობიარობის შემდეგ გაუჩნდა ჯანმრთელობის პრობლემები, აქვს ორივე ქვედა კიდურის ვარიკოზული დაავადება, რის სრულ მკურნალობასაც ვერ ახერხებს იმ მოტივით, რომ არაა საქართველოს მოქალაქე, არ აქვს ბინადრობის უფლება და იმის გათვალისწინებით, რომ ვერ მუშაობს, არ აქვს საქართველოში საკმარისი სახსრები სრულყოფილი მკურნალობისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ჯანმრთელობის ცნობა, ფორმა N100 (ს.ფ.61);

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას ი----ა ს-–-----ის ოჯახის წევრების: მამის, ძმისა და დედის ნასამართლობასთან დაკავშირებით ვინაიდან სასამართლოში მხარემ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტები, რომლის თანახმადაც ი----ა ს-–-----ის არც დედა, არც მამა და არც ძმა ნასამართლევები არ არიან (ს.ფ. 257-260).

ასევე სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ი----ა ს-–-----ი თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლებს ბავშვის მოვლა-პატრონობას და მას აქვს ფსიქიკური პრობლემები, ვინაიდან თვით მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებით (დ----- გ------ისა და ვ-–--------ის ჩვენებებით, იხ. სხდომის ოქმი, 02.07.2019წელი, 16:41:58-17:39:51) და ასევე სოცილაური მომსახურების სააგენტოს დასკვნის და ი----ა ს-–-----სა და მის შვილს ლ-------–ა გ------ას ურთიერთობაზე დაკვირვების ანალიზის, ასევე ს--–---–---------–--ის ჩვენების თანახმად (2018 წლის 26 დეკემბერს მომზადებული N2---- დასკვნა, 2019 წლის 15 მარტის N1--- დაკვირვების ანალიზი, ე-–--ე ტ------–---–ის ჩვენება) დადგენილია, რომ ,,ი----ა ს-–-----ი კარგი დედაა. შვილის საჭიროებებს სრულად აკმაყოფილებს. იგი არის მშვიდი, ყურადღებიანი, გაწონასწორებული, ადეკვატური და კომუნიკაბელური. შვილს უქმნის თბილ, მშვიდ, უსაფრთხო, კეთილსაიმედო და მოსიყვარულე გარემოს“.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1 დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან მოპასუხემ ქორწინების შეწყვეტის და შემცირებული ალიმენტის თაობაზე სარჩელი ცნო, სასარჩელო მოთხოვნა ქორწინების შეწყვეტისადა ალიმენტის დაკისრები თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს. ასევე, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის, ბავშვის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და დედასთან მიჯაჭვულობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და მშობლის უფლების შეზღუდვის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1199-ე , 1200-ე, 1202-ე, მუხლები.;

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-5, მე-8, მე-9 მე-18 და 27-ე მუხლები;

 

ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარი #14 (2013 წ.)

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1127-ე, ,,სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის “ 23-ე, 1106-ე, 1198-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1222-ე, 1234-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსისი 1122-ე მუხლის “გ” პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით, ხოლო 1127-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს შესარიგებელი ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია, რომ განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

ქორწინება ოჯახის საფუძველია. მასში, პირველ ყოვლისა, ასახვას პოულობს სულიერი, ზნეობრივი, ასევე პირადი და ქონებრივი ურთიერთობების გაერთიანება. ქორწინებისათვის დამახასიათებელი იურიდიული ნიშნების გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, კანონმდებელს საშუალება მიეცა შემოეთავაზებინა ქორწინების შემდეგნაირი განსაზღვრება: ქორწინება მამაკაცისა და ქალის თავისუფალი, ნებაყოფლობითი და თანასწორუფლებიანი კავშირია, ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც მყარდება კანონით დადგენილი წესისა და პირობების დაცვით, წარმოშობს მეუღლეთა შორის პირად და ქონებრივ უფლებებს და მოვალეობებს. როგორც კანონმდებელი განმარტავს, ქორწინების ერთ-ერთი საფუძველია ,,ოჯახის შექმნის მიზანი”. ქორწინება დაფუძნებულია ნებაყოფლობითობის პრინციპზე და ამასთან, საოჯახო სამართალი განამტკიცებს განქორწინების თავისუფლების პრინციპს. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ როგორც დაქორწინებისათვის ასევე ოჯახის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენაა საჭირო, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს.

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე დაეთანხმა მოსარჩელე ი----ა ს-–-----ის სარჩელის მოთხოვნას ქორწინების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, ვინაიდან ი----ა ს-–-----ისა და დ----- გ------ის ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, სარჩელი ქორწინების შეწყვეტის შესახებ, მითუმეტეს რომ მოპასუხე მხარემ ცნო ამ ნაწილში, უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ თუ ვისთან უნდა იცხოვროს შვილმა. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება ჰქონდეთ ურთიერთობა შვილებთან.

 

სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად: მშობლებს თანაბრად აქვთ უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.

 

მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინაამღდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.

 

აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, კანონი არ იცნობს რომელიმე მშობლის უპირატესობას შვილების მიმართ. ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საკითხი უნდა გადაწყდეს მშობლების უფლება-მოვალეობათა სრული თანასწორობისა და ბავშვის უპირატესი ინტერესის შესაბამისად.

 

,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-5 მუხლის თანახმად: “მონაწილე სახელმწიფოები პატივს მიაგებენ მშობლებისა და შესაბამის შემთხვევებში ადგილობრივი ადათ-წესების შესატყვისად ფართოდ გაგებული ოჯახის წევრების ან თემის, მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც კანონის მიხედვით პასუხისმგებელნი არიან ბავშვზე, იმაზე, რომ სათანადოდ ხელმძღვანელობდნენ ბავშვს წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა განხორციელებაში და აკეთებდნენ ამას ბავშვის უნართა განვითარების გათვალისწინებით.” საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის, ბავშვის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, დედასთან მიჯაჭვულობისა გათვალისწინებით, სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად: მშობლები უფლებამოსილნი არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ი----ა ს-–-----ი და დ----- გ------ი ცხოვრობენ ცალ-ცალკე, მხარეებს შორის საქორწინო ურთიერთობა შეწყვეტილია. ბავშვის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დედის საცხოვრებელი ადგილი. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, ორივე მშობელი ვალდებულია არჩინოს არასრულწლოვანი შვილი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანხმად: თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. მოცემულ სემთხვევაში მოპსაუხე მხარე დაეთანხმა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ შემცირებული ალიმენტის თანხას.

 

„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ პრეამბულის მიხედვით, ყველა შემთხვევაში, არსებობს ბავშვის უფლებების განსაკუთრებული დაცვის აუცილებლობა.

 

„ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

 

“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის, მათ რჩენაზე მყოფი პირების, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვების ასაკის, ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, ბავშვის სასარგებლოდ იქნება თვეში 250(ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეს სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2018 წლის 04 ივლისიდან უნდა დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტის სახით თვეში 250(ორასორმოცდაათი) ლარის გადახდა ბავშვის სასარგებლოდ, მის სრულწლოვნებამდე.

 

6.4.“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.

 

“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

 

მოსარჩელე ი----ა ს-–-----მა მოითხოვა მოპასუხე დ----- გ------ისათვის მცირეწლოვანი შვილის, ლ-------–ა გ------ას (დაბადებული 2--- წლის 1------------რს) მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში.

 

სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1199-ე მუხლის მიხედვით, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლიც: 1. მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. 2. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.

 

სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის თანახმად, 1. მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.

 

კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს უფლებას შეზღუდოს მშობლის ერთ-ერთი უფლება. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა ბავშვის პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ, მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გაყვანის ნაწილში. მოპასუხე მხარე აღნიშნულ მოთხოვნას არ დაეთანხმა.

 

დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ბავშვები, ლ-------–ა გ------ა ცხოვრობს დედასთან, ი----ა ს-–-----თან, რომელიც ასევე საქართველოში ცხოვრობს დროებით ქ. თ--–--ში, მამიდის ოჯახში, დ-------ი თ------------–ის ქ. #1-----ში. ს--–---–---------–--ის პოზიციის/დასკვნის/რეკომენდაციის თანახმად: ,,ოჯახში ბავშვისათვის შექმნილია უსაფრთხო და კეთილსაიმედო გარემო. გოგონას ყველა საჭიროება დაკმაყოფილებულია. ის იზრდება მზრუნველ და მოსიყვარულე გარემოში. ოჯახში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მის უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას და განვითარებას. ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე სასურველია, იგი იზრდებოდეს სრულფასოვან ოჯახში, მშობლების გვედით. მაგრამ რადგანაც ამ შემთხვევაში ეს არ ხერხდება, ბავშვი უნდა გაიზარდოს დედასთან...“

 

,,საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, 16 წლამდე ბავშვის, აგრეთვე ქმედუუნარო პირის საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით. 2. 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვნის, თუ იგი არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, საქართველოდან დროებითი გასვლისათვის საჭიროა მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. 3. არასრულწლოვანს, აგრეთვე ქმედუუნარო პირს, რომელსაც საზღვარგარეთ დროებით გამგზავრებისას თან არ ახლავს კანონიერი წარმომადგენლები, ამ უკანასკნელთა შუამდგომლობის საფუძველზე მიეცემა პასპორტი. 31. საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა საკმარისია, თუ: ა) მეორე კანონიერი წარმომადგენელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით; ბ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი გარდაცვლილი, ქმედუუნარო ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია; გ) მეორე კანონიერი წარმომადგენლის მძიმე ავადმყოფობის გამო შეუძლებელია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით; დ) არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია; ე) არასრულწლოვანი მარტოხელა დედის შვილია. 4. არასრულწლოვანი ან ქმედუუნარო პირის საქართველოდან გასვლის საკითხზე კანონიერ წარმომადგენელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავა გადაწყდება სასამართლოს წესით.

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არასრულწოვანი(მცირეწლოვანი) ბავშვის საცხოვრებელ ადგილად სასამართლომ განსაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი, ხოლო დედა არის რ------ის ფ-------–იის მოქალაქე, რომელსაც მუდმივი საცხოვრებელი ადგილი აქვს ი----–---ის რესპუბლიკაში, ქალაქი მ-----, დ. მა-–---------------------------ში და მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის მოთხოვნას, ხოლო სოციალური მომსახურების სააგნეტოს წარმომადგენელი ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით არ არის წინააღმდეგი მშობლის უფლების შეზღუდვისა, მოცემულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და დავის საგანთან მიმართებით მხარეთა განმარტებების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიციის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ი----ა ს-–-----ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე დ----- გ------ისათვის არასრულწლოვანი შვილის, ლ-------–ა გ------ას (დაბადებული 2--- წლის 1-------------ს) მიმართ მშობლის წარმომადგენლობით უფლებამოსილების, კერძოდ საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღებისას და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას თანხმობის გაცემის/მიცემის უფლების ნაწილში შეზღუდვის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, რაც შეესაბამება არასრულწლოვანის ჭეშმარიტ ინტერესებს და კანონით დაცულ უფლებებს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილი „ე“ ქვეპუნქტის დანაწესის მიხედვით, სასამართლო ხარჯების გადახდისაგან განთავისუფლება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები – არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე.

 

7.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

8.უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

8.1. უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4, მე-8, 46-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ი----ა ს-–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:

2. შეწყდეს ი----ა ს-–-----სა (პასპორტის N7--------) და დ----- გ------ს (პირადი N0----------) შორის 2016 წლის 05 ნოემბერს, N8---------- სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება;

3. მოსარჩელე ი----ა ს-–-----ისა (პასპორტის N7--------) და მოპასუხე დ----- გ------ის (პირადი N0----------) არასრულწლოვანი შვილის - 2--- წლის 1-------------ს დაბადებული ლ-------–ა გ------ას (პირადი N0----------) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის - ი----ა ს-–-----ის საცხოვრებელი ადგილი.

4. მოპასუხე დ----- გ------ს (პირადი N0----------) დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის: 2--- წლის 1-------------ს დაბადებული ლ-------–ა გ------ას (პირადი N0----------) სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 250.00(ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 04 ივლისიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.

5. მოპასუხე დ----- გ------ს (პირადი N0----------) შეეზღუდოს არასრულწლოვანი შვილის: 2--- წლის 1-------------ს დაბადებული ლ-------–ა გ------ას (პირადი N0----------) მიმართ მშობლის წარმომადგენლობით უფლებამოსილება, კერძოდ საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღებისას და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას თანხმობის გაცემის/მიცემის უფლების ნაწილში.

6. მოსარჩელე ი----ა ს-–-----ს დაუბრუნდეს თ----- მ---------–ის(პირადი N2----------) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 150 ლარიდან - 50 ლარი, რომელიც გადახდილია 2018 წლის 04 ივლისს (გადამხდელის ბანკი: სს ,,ბაზის ბანკი“, ბანკის კოდი: CBASGE22, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 300863150, ბანკის კოდი: TRESGE22, გადახდის დანიშნულება: სახელმწიფო ბაჟი სასამართლოში განსახილველ საკითხებზე).

7. დ----- გ------ს (პირადი N0----------) დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100.00 ლარის ანაზღაურება.

8. განემარტოთ მხარეებს, რომ ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10-ე პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მარინე ცერცვაძე