განაჩენი

სისხლის სამართლის 12.07.2019
საქმის ნომერი
330100119003011095
თარიღი
12.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/2----19

(#0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

12 ივლისი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე

სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - მარინე ლომიძე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - აბ--–---------–----- შა------–--ლი (დაბადებული - 1----–-–----------------რს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ-------–--------------–-----------------------------–ი;), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ქვეშ მყოფი.

 

კვალიფიკაცია: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტები.

 

დისპოზიცია: ა) დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული.

 

სხდომის სახე: ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. რუსთავის საქალქო სასამართლოს 2016 წლის 2------------ის განაჩენით აბ--– შა------–--ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1----------ის განაჩენით აბ--– შა------–--ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით (აღნიშნული გამოსაცდელი ვადა დაუსრულდა 2018 წლის 13 ნოემბერს), რასაც მთლიანად დაემატა რუსთავის საქალქო სასამართლოს 2016 წლის 2------------ის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 2--------–ის წერილის თანახმად, აღსრულებული არ არის. მიუხედავად აღნიშნულისა, 2019 წლის 1--------–ს, 15:38 საათზე, ქ. თბილისში, ზე-------------–ა, კორ----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა რუსთავის საქალქო სასამართლოს 2016 წლის 2------------ის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით ნასამართლევი აბ--– შა------–--ლი, რომელმაც უკანონოდ შეიძინა და შარვლის მარჯვენა ჯიბეში ასევე უკანონოდ ინახავდა - 11 (თერთმეტი) ცალად დაფასოებულ, დიდი ოდენობით, ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, საერთო წონით 0,3845 გრამი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. აბ--– შა------–--ლის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, გარდა თავად ბრალდებულის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: 2019 წლის 1--------–ის აბ--– შა------–--ლს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს, მოწმე ვა-------------ის, კო----------ე ჩი-----ის, თე----- ჯი------–--ას, ირ---–- სა----ს გამოკითხვის ოქმებს, 2019 წლის 1--------–ის ამოღების ოქმს, საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2019 წლის 1--------–ის ნარკოლოგიური გამოკვლევის #------- დასკვნას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 19 აპრილის ქიმიური ექსპერტიზის #---------------- დასკვნას, რუსთავის საქალქო სასამართლოს 2016 წლის 2------------ისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1----------ის განაჩენებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 2--------–ის წერილს და სხვა წერილობით მტკიცებულებებს.

2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ აბ--– შა------–--ლის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

2.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებ--–ი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებ--–ი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

2.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

2.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებ--–ი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებ--–ია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებ--–ი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებ--– მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

3.3. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით კრიმინალიზებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული. აღნიშნული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია მოსახლეობის (საზოგადოების) ზნეობრივი და ფიზიკური ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობ--–ობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებ--– პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით. რაც შეეხება აღნიშნული დანაშაულის იმის მიერ ჩადენას, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული - ამ პუნქტის სუბიექტია ის პირი, ვისაც წინათ ჩადენილი ჰქონდა ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული სხვა - 260-ე მუხლის გარდა - რომელიმე დანაშაული. ამასთან, წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ უნდა იყოს. საქმეში წარმოდგენილი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2------------ის განაჩენით აბ--– შა------–--ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1----------ის განაჩენით აბ--– შა------–--ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით (აღნიშნული გამოსაცდელი ვადა დაუსრულდა 2018 წლის 13 ნოემბერს), რასაც მთლიანად დაემატა რუსთავის საქალქო სასამართლოს 2016 წლის 2------------ის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 2--------–ის წერილის თანახმად, აღსრულებული არ არის, შესაბამისად, აბ--– შა------–--ლი დანაშაულის ჩადენის დროს (2019 წლის 1--------–ს) იმყოფებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით ნასამართლევი პირი და მის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა იძლევა იმ პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის შემადგენლობას, ვისაც წინათ ჩადენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული.

 

3.4. მოცემულ შემთხვევაში 2019 წლის 1--------–ის აბ--– შა------–--ლის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, მოწმეების ვა-------------ის, კო----------ე ჩი-----ის, თე----- ჯი------–--ას და ირ---–- სა----ს გამოკითხვის ოქმებით, 2019 წლის 1--------–ის ამოღების ოქმით, საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2019 წლის 1--------–ის ნარკოლოგიური გამოკვლევის #------- დასკვნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 19 აპრილის ქიმიური ექსპერტიზის #---------------- დასკვნით, რუსთავის საქალქო სასამართლოს 2016 წლის 2------------ისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1----------ის განაჩენებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 2--------–ის წერილით და სხვა წერილობით მტკიცებულებებით დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ რუსთავის საქალქო სასამართლოს 2016 წლის 2------------ის განაჩენით აბ--– შა------–--ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1----------ის განაჩენით აბ--– შა------–--ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით (აღნიშნული გამოსაცდელი ვადა დაუსრულდა 2018 წლის 13 ნოემბერს), რასაც მთლიანად დაემატა რუსთავის საქალქო სასამართლოს 2016 წლის 2------------ის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 2--------–ის წერილის თანახმად, აღსრულებული არ არის. მიუხედავად აღნიშნულისა, 2019 წლის 1--------–ს, 15:38 საათზე, ქ. თბილისში, ზე-------------–ა, კორ----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა რუსთავის საქალქო სასამართლოს 2016 წლის 2------------ის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით ნასამართლევი აბ--– შა------–--ლი, რომელმაც უკანონოდ შეიძინა და შარვლის მარჯვენა ჯიბეში ასევე უკანონოდ ინახავდა - 11 (თერთმეტი) ცალად დაფასოებულ, დიდი ოდენობით, ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, საერთო წონით 0,3845 გრამი.

 

3.5. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ აბ--– შა------–--ლმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებ--–ი და დამამძიმებ--–ი გარემოებები:

4.1. აბ--– შა------–--ლის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებ--–ი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებ--–ი გარემოება ნასამართლობა - დანაშაულის რეციდივი.

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ‘’სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებ--–ი და დამამძიმებ--–ი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

5.3. განაჩენის 5.1. და 5.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

5.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც.

5.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით - ხუთიდან რვა წლამდე ვადით;

5.6. აბ--– შა------–--ლის მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს ხაზგასასმელია, ის გარემოება, რომ მას ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის დროს იგი ნასამართლევი იყო ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებისა და ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობისათვის, რაც ცხადყოფს იმას, რომ პირობითი მსჯავრისა და არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებით ვერ იქნა უზრუნველყოფილი მისი სათანადო ქცევა და თავიდან ვერ იქნა აცილებულიმის მიერ ახალი განზრახი დანაშაულის ჩადენა, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს აბ--– შა------–--ლის მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების მაღალი რისკი.

 

5.7. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1----------ის განაჩენით დგინდება, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაულის ჩადენის დროს - ქმედების ჩადენის დრო - აბ--– შა------–--ლი ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულისათვის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის) და მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა (ქმედების ჩადენის დროსთან დაკავშირებით იხ.: საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისი N1/1/428,477,459 გადაწყვეტილების მე-9 პუნქტი; უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 6 ივნისის N108აგ-16 გადაწყვეტილება; უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 5 დეკემბრის N349აპ-17 გადაწყვეტილება). აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებულ აბ--– შა------–--ლის სამართლებრივი სტატუსი იძლევა მის მიერ განხორციელებული დანაშაულის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლით გათვალისწინებული რეციდივის შემთხვევას, რა დროსაც სასამართლო სასჯელის დანიშვნისას იყენებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ წესს, რომლის თანახმადაც, „დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას“. გამომდინარე აქედან, სასამართლო აბ--– შა------–--ლის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის განსაზღვრისას გაავრცელებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლით კანონმდებლის მიერ იმპერატიულად გამოხატულ დანაწესს.

 

5.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აბ--– შა------–--ლი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ასევე, მის წარსულ ცხოვრებას, ოჯახურ და ეკონომიკურ პირობებს, ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებას და ხასიათს, ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ოდენობას, მის კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო სხდომაზე და მიაჩნია, რომ მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

5.9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 06 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთამ უნდა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, აბ--– შა------–--ლს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 06 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

5.10. ამასთან, აბ--– შა------–--ლს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, უნდა ჩამოერთვას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებები, რომლის ვადის ათვლაც ამავე კანონის მე-5 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა დაეწყოს სასჯელის მოხდის მომენტიდან.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები: პატრულ-ინსპექტორ ვა-------------ისაგან ამოღებული აბ--– შა------–--ლის კუთვნილი ჰეროინის შემცველი ნივთიერება და აღნიშნული ნივთიერების შესაფუთი მასალა (ინახება საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------–-------------------------------–--ში), სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით და,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. აბ--– შა------–--ლი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის გათვალისწინებით, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 06 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1----------ის განაჩენით -დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, აბ--– შა------–--ლს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 06 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

3. მსჯავრდებულ აბ--– შა------–--ლის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 1--------–იდან.

 

4. მსჯავრდებულ აბ--– შა------–--ლს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

5. მსჯავრდებულ აბ--– შა------–--ლს ზ/აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.

 

6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება:

- პატრულ-ინსპექტორ ვა-------------ისაგან ამოღებული აბ--– შა------–--ლის კუთვნილი ჰეროინის შემცველი ნივთიერება და აღნიშნული ნივთიერების შესაფუთი მასალა (ინახება საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------–-------------------------------–--ში), სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე