გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.07.2019
საქმის ნომერი
160210019002991923
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
21.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/372-19

160210019002991923

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 ივნისი, 2019 წელი ქ. ბოლნისი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო თარაშვილი

სხდომის მდივანი ლედი ყულიაშვილი

 

მოსარჩელე - სს ,,ს----------–--------ი”

წარმომადგენელი - გი---------------ე

მოპასუხე - სნ-–--ა მნ-–-------ი

მოპასუხეები - ზა--- ახ--–------ი, მა----ა ახ--–------ი (არ გამოცხადდნენ)

მოპასუხე სნ-–--ა მნ-–-------ის ადვოკატი - ემ----- გე----–---–ი

მოპასუხეების ზა--- ახ--–------ის და მა----ა ახ--–------ის წარმომადგენელი - სნ-–--ა მნ-–-------ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ზა--- ახ--–------ს, მა----ა ახ--–------ს და სნ-–--ა მნ-–-------ს სს "ს----------–--------ის" სასარგებლოდ 2018 წლის 12 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ 53711.28 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 45487.19 ლარი, პროცენტი 2999.16 ლარი, პირგასამტეხლო 5224.93 ლარი.

1.2. მოპასუხე ზა--- ახ--–------ს, მა----ა ახ--–------ს და სნ-–--ა მნ-–-------ს სს "ს----------–--------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მიუღებელი შემოსავლის სახით სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 15.95 ლარის გადახდა. აღნიშნული თანხა წარმოადგენს სესხის ძირ თანხაზე დასარიცხ სარგებელს წლიურ 12.8%-ს.

1.3. მოპასუხე ზა--- ახ--–------ს სს "ს----------–--------ის" სასარგებლოდ 2018 წლის 14 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 3808 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2997.65 ლარი, საკომისიო 10 ლარი, პირგასამტეხლო 800.35 ლარი.

1.4. 2018 წლის 12 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ იექცეს სს "ს----------–--------ის" სასარგებლოდ იპოთეკით დატვრთული, მა----ა ახ--–------ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ბოლნისი, ჭა------ის 28, საკადასტრო კოდით 80.06.6--2---

1.5. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაცის შედეგად ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალაინების დაფარვას, ფულადი ვალდებულების სრულად სესრულების მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონება.

1.6. მოპასუხეებს - ზა--- ახ--–------ს, მა----ა ახ--–------ს და სნ-–--ა მნ-–-------ს სს "ს----------–--------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2250 ლარის ანაზღაურება;

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

2018 წლის 12 იანვარს სს "ს----------–--------სა" და ზა--- ახ--–------ს შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, საკრედიტო ლიმიტმა შეადგინა 1000 000 აშშ დოლარი, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდი განისაზღვრა 240 თვით. აღნიშნული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში, სს "ს----------–--------სა" და ზა--- ახ--–------ს შორის 2018 წლის 12 იანვარს დაიდო საკრედიტო ხაზის შემადგენელი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ზა--- ახ--–------ის სასარგებლოდ გაიცა სესხი 55 000 ლარის ოდენობით, 30 თვის ვადით, წლიური 12% სარგებლის დარიცხვით. საკრედიტო ხელშეკრულებით მხარეთა მიერ გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ის ოდენობით.

 

2018 წლის 12 იანვრის გენერალური საკრედიტო ხაზის და მის ფარგლებში დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით სს "ს----------–--------სა" და მა----ა ახ--–------ს შორის 2018 წლის 12 იანვარს დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სს "ს----------–--------ის" სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მა----ა ახ--–------ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ბოლნისი, ჭა------ის 28, საკადასტრო კოდით 80.06.6--2---

2018 წლის 12 იანვრის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების და მის ფარგლებში დადებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, სს "ს----------–--------ს", მა----ა ახ--–------სა და სნ-–--ა მნ-–-------ს შორის 2018 წლის 12 იანვარს დაიდო სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით სოლიდარული თავდები პირების პასუხისმგებლობა ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში განისაზღვრა 100 000 ლარის ფარგლებში.

2018 წლის 14 ივნისს სს "ს----------–--------სა" და ზა--- ახ--–------ს შორის ასევე დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ზა--- ახ--–------ის სასარგებლოდ გაიცა სესხი 3000 ლარის ოდენობით, 12 თვის ვადით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა საკომისიო ათვისებული თანხის 5.9%. საკრედიტო ხელშეკრულებით მხარეთა მიერ გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ის ოდენობით.

სს "ს----------–--------ის" მიერ საბანკო საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულ იქნა სრულად - მსესხებელზე გაიცა კრედიტი. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკების მიხედვით. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა კრედიტის დაფარვის გრაფიკის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და ვადების დარღვევა. აღნიშნულს ადასტურებს საბანკო მომსახურების ხელშეკრულება და ამონაწერი საბანკო ანგარიშებიდან. მოპასუხემ შეწყვიტა სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დაფარვა. მითითებული საკრედიტო დავალიანების შესახებ მოპასუხეებს წერილობითი შეტყობინება გაეგზავნათ და მიეცათ ორი კვირის ვადა არსებული დავალაინების დასაფარად, მიუხედავად აღნიშნულისა ვალდებულება არ შესრულებულა.

მოპასუხეებს ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება სს "ს----------–--------ის" სასარგებლოდ არ შეუსრულებიათ, კერძოდ, მსესხებლის მიერ 2018 წლის 23 ივლისის შემდეგ არ განხორციელებულა სესხის გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადახდა და მანამდეც სისტემატურად ხდებოდა გრაფიკის დარღვევა. აღნიშნული დასტურდება წარმოდგენილი სესხის დაფარვებით. ამდენად ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო განხორციელდა სესხზე პირგასამტეხლოს დარიცხვა.

სარჩელის სასამართლოში აღძვრის მომენტისათვის (15.02.1019 წელი) მოპასუხეებს 2018 წლის 12 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად ერიცხებათ დავალიანება 53711.28 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 45487.19 ლარი, პროცენტი 2999.16 ლარი და პირგასამტეხლო 5224.93 ლარი. ხოლო, ზა--- ახ--–------ს 2018 წლის 14 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 3808 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხიზ ძირი თანხაა 2997.65 ლარი, საკომისიო 10 ლარი, პირგასამტეხლო 800.35 ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს ,,სა---------–-------ი“ სასარჩელო წარმოების წესით ითხოვს მხარეთა შორის დადებული 2018 წლის 12 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების თანხის - 53711.28 ლარის მოპასუხეებისათვის სოლიდარულად გადახდის დაკისრებას, ასევე მოპასუხე ზა--- ახ--–------ისათვის 2018 წლის 14 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 3808 ლარის გადახდის დაკისრებას და იპოთეკის საგნის რეალიზაციას.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

წარმოდგენილი შესაგებლით მოსარჩელეებმა სარჩელი არ ცნეს, თუმცა სრულად დაეთანხმნენ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხე სნ-–--ა მნ-–-------მა, რომელიც იმავდროულად არის ზა--- ახ--–------ის და მა----ა ახ--–------ს წარმომადგენელი, დააზუსტა თავისი პოზიცია და განმარტა, რომ წარმოდგენილ სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხეებისათვის 53711.28 ლარის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე ეთანხმება ნაწილობრივ, კერძოდ, სასარჩელო მოთხოვნას ცნობს ძირი თანხის - 45487.19 ლარის ნაწილში და არ ცნობს სარჩელს პროცენტის, პირგასამტეხლოს და მიუღებელი შემოსავლის ნაწილში, იგივე პოზიცია დააფიქსირა სასარჩელო მოთხოვნასთან, ზა--- ახ--–------ისათვის 3808 ლარის დაკისრებასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნას ცნობს მხლოდ ძირი თანხის - 2999.65 ლარის ნაწილში. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე სნ-–--ა მნ-–-------მა პირგასამტეხლოს ნაწილში კვლავ დააზუსტა თავისი პოზიცია და განმარტა, რომ მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 0.5%-ის ოდენობით არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს 0.02 %-მდე, როგორც თანხის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში, ასევე ზა--- ახ--–------ისათვის დაკისრების ნაწილში. მოპასუხე სნ-–--ა მნ-–-------ის ადვოკატმა ემ----- გე----–---–მა იგივე პოზიცია დააფიქსირა, როგორც სასამართლოს მოსამზადებელ, ასევე მთავარ სხდომაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 12 იანვარს სს "ს----------–--------სა" და ზა--- ახ--–------ს შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, საკრედიტო ლიმიტმა შეადგინა 1000 000 აშშ დოლარი, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდი განისაზღვრა 240 თვით. აღნიშნული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში, სს "ს----------–--------სა" და ზა--- ახ--–------ს შორის 2018 წლის 12 იანვარს დაიდო საკრედიტო ხაზის შემადგენელი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ზა--- ახ--–------ის სასარგებლოდ გაიცა სესხი 55000 ლარის ოდენობით, 30 თვის ვადით, წლიური 12% სარგებლის დარიცხვით. საკრედიტო ხელშეკრულებით მხარეთა მიერ გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ხელშეკრულება გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ NGCL000254421-7545835 (ს.ფ. 17-21);

- საკრედიტო ხაზის შემადგენელი ხელშეკრულება NGCLCA000254426-5184105-7009054 (ს.ფ. 22-26);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.2 2018 წლის 12 იანვრის გენერალური საკრედიტო ხაზის და მის ფარგლებში დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით სს "ს----------–--------სა" და მა----ა ახ--–------ს შორის 2018 წლის 12 იანვარს დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სს "ს----------–--------ის" სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მა----ა ახ--–------ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ბოლნისი, ჭა------ის 28, საკადასტრო კოდით 80.06.6--2---

 

სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- იპოთეკის ხელშეკრულება N CAH00254428 (ს.ფ. 28-34);

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 35-36)

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.3. 2018 წლის 12 იანვრის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების და მის ფარგლებში დადებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, სს "ს----------–--------ს", მა----ა ახ--–------სა და სნ-–--ა მნ-–-------ს შორის 2018 წლის 12 იანვარს დაიდო სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით სოლიდარული თავდები პირების პასუხისმგებლობა ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში განისაზღვრა 100 000 ლარის ფარგლებში.

სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- განცხადებები სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ. 37,43).

- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება N CAS000254430, N CAS000254432, (ს.ფ. 38-42; 44-48);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.4. 2018 წლის 14 ივნისს სს "ს----------–--------სა" და ზა--- ახ--–------ს შორის ასევე დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ზა--- ახ--–------ის სასარგებლოდ გაიცა სესხი 3000 ლარის ოდენობით, 12 თვის ვადით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა საკომისიო ათვისებული თანხის 5.9%. საკრედიტო ხელშეკრულებით მხარეთა მიერ გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- განვადების განაცხადი (ს.ფ. 49-50)

- საკრედიტო ხელშეკრულება N7888618 (ს.ფ 51-54);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.5. სს "ს----------–--------ის" მიერ საბანკო საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულ იქნა სრულად - მსესხებელზე გაიცა კრედიტი. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკების მიხედვით. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა კრედიტის დაფარვის გრაფიკის, ხელშეკრულებით გათვალისიწნებული პირობებისა და ვადების დარღვევა. აღნიშნულს ადასტურებს საბანკო მომსახურების ხელშეკრულება და ამონაწერი საბანკო ანგარიშებიდან. მოპასუხემ შეწყვიტა სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დაფარვა. მითითებული საკრედიტო დავალიანების შესახებ მოპასუხეებს წერილობითი შეტყობინება გაეგზავნათ და მიეცათ ორი კვირის ვადა არსებული დავალაინების დასაფარად, მიუხედავად აღნიშნულისა ვალდებულება არ შესრულებულა.

სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საკრედიტო ხაზის შემადგენელი ხელშეკრულება N GCLCA000254426-5184105-7009054 (ს.ფ. 22-26);

- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 27);

- საკრედიტო ხელშეკრულება N7888618 (ს.ფ 51-54);

- ნაერთი ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ს.ფ. 55-61)

- სესხის დაფარვის ამონაწერი (ს.ფ. 64)

- გაფრთხილების შეტყობინებები, საფოსტო გზავნილის ქვითრები (ს.ფ. 65-75)

 

3.1.6. მოპასუხეებს ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება სს "ს----------–--------ის" სასარგებლოდ არ შეუსრულებიათ, კერძოდ, მსესხებლის მიერ 2018 წლის 23 ივლისის შემდეგ არ განხორციელებულა სესხის გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადახდა და მანამდეც სისტემატურად ხდებოდა გრაფიკის დარღვევა. აღნიშნული დასტურდება წარმოდგენილი სესხის დაფარვებით. ამდენად ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო განხორციელდა სესხზე პირგასამტეხლოს დარიცხვა.

 

სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საკრედიტო ხაზის შემადგენელი ხელშეკრულება N GCLCA000254426-5184105-7009054 (ს.ფ. 22-26);

- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 27);

- საკრედიტო ხელშეკრულება N7888618 (ს.ფ 51-54);

- ნაერთი ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ს.ფ. 55-61)

- სესხის დაფარვის ამონაწერი (ს.ფ. 64)

 

3.1.7. სარჩელის სასამართლოში აღძვრის მომენტისათვის (15.02.1019 წელი) მოპასუხეებს 2018 წლის 12 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად ერიცხებათ დავალიანება 53711.28 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 45487.19 ლარი, პროცენტი 2999.16 ლარი და პირგასამეტხლო 5224.93 ლარი. ხოლო ზა--- ახ--–------ს 2018 წლის 14 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 3808 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2997.65 ლარი, საკომისიო 10 ლარი, პირგასამტეხლო 800.35 ლარი.

სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანმიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია, მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს.

 

ამდენად, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება. მოცემულ შემთხვევაში იმ შედავების პირობებში, რაც მოპასუხეთა მიერ ზემოაღნიშნულ დავაზე განხორციელდა, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო, მოპასუხის მოთხოვნა პირგასამტეხლოს 0.5 პროცენტის ოდენობით დაკისრებაზე, პროცენტის დაკისრებაზე, მიუღებელი შემოსავლის დაკისრებაზე და იპოთეკის საგნის რეალიზაციაზე მოსარჩელისთვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქმის ნაწილში არ უნდა იქნეს გაზიარებული სასამართლოს მიერ.

 

სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ინფორმაცია ფინანსური ვალდებულებების შესახებ (ს.ფ. 62)

- სეხის დაფარვის ამონაწერი (ს.ფ. 63)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სადავო გარემოებები საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო თვლის, რომ არსებობს სს ,,სა---------–-------ის’’ მიერ აღძრული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 411-412-ე, 414-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 465-ე, 623-ე, 867-868-ე, 873-ე, 891-895-ე, 301-ე, მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ვალდებულების საფუძველია საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის სამართლებრივ რეგულირებაც მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 867-ე და 868-ე მუხლებში. კერძოდ:

 

სკ-ის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სკ-ის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

სკ-ის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდრულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებით აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის საფუძველზე კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს, როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ.

 

მოსარჩელის მოთხოვნა მიმართულია როგორც ზა--- აზვლედიანის მიმართ, რომელთანაც დადებული NGCL000254421-7545835 გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ და NGCLCA000254426-5184105-7009054 საკრედიტო ხაზის შემადგენელი ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად 2018 წლის 12 იანვარს მა----ა ახ--–------თან და სნ-–--ა მნ-–-------თან გაფორმდა N CAS000254430 და N CAS000254432 სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, ასევე, მა----ა ახ--–------ის და სნ-–--ა მნ-–-------ის მიმართ. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით სოლიდარული თავდები პირების პასუხისმგებლობა ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში განისაზღვრა 100 000 ლარის ფარგლებში.

 

ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

6.3 სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში, NGCLCA000254426-5184105-7009054 საკრედიტო ხელშეკრულების 4.13 პუნქტის საფუძველზე, მხარეებმა განსაზღვრეს პირგასამტეხლო ათვისებული კრედიტის თანხების და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაბრუნების ვადის გადაცილებისთვის: ვადაგადაცილებული თანხის 0,5% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

კონკრეტულ შემთხვევაში ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო სასამართლოს მიაჩნია, შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ და მიიჩნევს, რომ სს ,,ს----------–--------ის” მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ - 10 ჯერ შემცირდეს პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობა და მოპასუხეებს პირგასამტეხლოს სახით სს ,,ს----------–--------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად უნდა დაეკისროთ 522.49 ლარი. ხოლო მოპასუხე ზა--- ახ--–------ს პირგასამტეხლოს სახით სს ,,ს----------–--------ის” სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 80.03 ლარი.

 

6.4. სკ-ის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

დავის ფარგლებში, დადგენილია სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, ზა--- ახ--–------ის მიერ ვალდებულების დარღვევის და მისი შეუსრულებლობის ფაქტი (სკ-ის 361-ე, 400-ე მუხლები), რის თაობაზეც იგი თავდებებთან ერთად ბანკის მიერ გაფრთხილებულ იქნა წერილობით და მიეცა ვალდებულების შესასრულებლად დამატებით ვადა, თუმცა უშედეგოდ, რაც თავის მხრივ, წარმოადგენს კრედიტორის მიერ საკრედიტო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტისა და შესაბამისად, ძირითადი თანხისა და ხელშეკრულებით შეთანხმებული პროცენტის ანაზღაურების საფუძველს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ - სესხის ძირითადი თანხის ნაწილში, რაც ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანხმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, აუცილებელია მხედველობაში იყოს მიღებული მოსარჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება ფულადი თანხის გამოყენებას. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით. ამგვარად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება პირს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტის და არც ოდენობის დადგენას, აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით. ამდენად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, ეყრდნობა მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას და განმარტავს, რომ მოპასუხეთა მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიიღებდა სარგებელს, საბანკო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილშიც საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ამდენად, მოპასუხეებს ზა--- ახ--–------ს, მა----ა ახ--–------ს და სნ-–--ა მნ-–-------ს სს ,,ს----------–--------ის" სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მიუღებელი შემოსავლის სახით სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 15.95 ლარის გადახდა. ძირ თანხაზე დარიცხული წლიური სარგებელი 12.8 პროცენტის ოდენობით.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით, პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით. ამავე კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

დადგენილია, რომ სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მა----ა ახ--–------ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, რომლის რეკვიზიტებია: ბოლნისი, ჭა------ის 28, საკადასტრო კოდით 80.06.6--216; იპოთეკის ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. შესაბამისად, მოპასუხეთა მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების ნებაყოფლობით გადაუხდელობის გამო, მოსარჩელეს, სხვა კრედიტორებთან შედარებით, აქვს უპირატესი უფლება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა (თანხის გადახდა) იპოთეკით დატვირთული კონკრეტული ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით. ხოლო თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გადახდევინების მიქცევა, უნდა მოხდეს მოვალის და თავდებების ნებისმიერი ქონებაზე.

 

იპოთეკის ხელშეკრულებების 3.4 პუნქტით განისაზღვრა უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობა: ძირითადი ხელშეკრულებიდან (იგივე გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება) ან/და ძირითად ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)იდან გამომდინარე ბანკის სასარგებლოდ არსებული, სამომავლო ან/და პირობითი მოთხოვნები არსებული ან/და სამომვლო მოვალე(ეებ)-ის მიმართ (მათ შორის ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის დავალიანება, საკომისიო, პირგასამტეხლო/ჯარიმა და ბანკისთვის მიყენებული ზიანი/ზარალი) ასევე სასამართლოს (მათ შორის საარბიტრაჟო სასამართლოს), აღსრულების და სხვა ნებისმიერი ხარჯი.

 

იპოთეკის ხელშეკრულებების მე-8 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების 16.2.1-16.2.3 ქვეპუნტებით გათვალისწინებული ნებისმიერი შემთხვევის ან/და სხვა მსგავსი გარემოებების დადგომა (რაც წარმოადგენს ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის შეწყვეტის საფუძველს) ან/და აღნიშნული მიზეზით ხელშეკრულების შეწყვეტა ან/და ძირითადი ხელშეკრულების ან/და ძირითად ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის დარღვევა (გარდა ბანკის მიერ დარღვევისა) საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ ბანკმა მესაკუთრისგან, მოვალისგან ან/და ნებისმიერი მესამე პირისგან მოითხოვოს ძირითადი ხელშეკრულების, ძირითად ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის (მათ შორის ერთმნიშვნელოვნად, ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე წარმოშობილი მოთხოვნების (მათ შორის ვადამოუსვლელის) დაუყოვნებელი შესრულება ძირითადი ხელშეკრულებით, ძირითად ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით დადგენილი წესით, ბანკის მიერ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევისათვის.

 

იპოთეკის ხელშეკრულებების 8.4 პუნქტის თანახმად, თუ იპო თეკის საგანზე გადხდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული იპოთეკის საგანი ან იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს და მოვალესთან გაფორმებული ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიაქციოს მოვალის ნებისმიერ ქონებაზე. იგივე პირობაა გათვალისწინებული გენ. საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების 4.3 პუნქტში.

 

სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეთა მიერ სარჩელზე წარდგენილი შესაგებელი (პასუხი) არ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს. სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნისა თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია, წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს(შდრ. სუსგ №ას-664-635-2016, 02.03.2017).

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარის მოთხოვნა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ ეფუძნება მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, ხოლო სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილი.

 

გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი მხარეთა შორის შეთანხმებულია საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულებით (იპოთეკის ხელშეკრულებების 5.2 პუნქტი; თავდებობის ხელშეკრულებების 11.2 პუნქტი) და შესაბამისად, არსებობს საფუძველი, რომ წინამდებარე საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, ხოლო ამავე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელზე დავის საგნის ფასი განისაზღვრება გადასახდელი თანხით. ამავე კოდექსის 40-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე 1.1. სასარჩელო მოთხოვნით ითხოვს მოპასუხეებს ზა--- ახ--–------ს, მა----ა ახ--–------ს და სნ-–--ა მნ-–-------ს სს "ს----------–--------ის" სასარგებლოდ 2018 წლის 12 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ 53711.28 ლარის გადახდა. ხოლო მე-2 სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხე ზა--- ახ--–------ისათვის სს "ს----------–--------ის სასარგებლოდ 2018 წლის 14 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 3808 ლარის დაკისრება.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხეებმა მთავარ სხდომამდე ცნეს სასარჩელო მოთხოვნა სესხის ძირი თანხის ნაწილში, ხოლო სასამართლოს სასამართლოს მთავარ სხდომაზე ცნეს სარჩელი პირგასამტეხლოს 0.02 პროცენტის ოდენობით დაკისრების ნაწილში, აღნიშნულის გათვალისწინებით, სს ,,სა---------–-------ს” უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი მოპასუხეთა მიერ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ ცნობის პროპორციულად - 1454.53 ლარის ოდენობით, ხოლო მოპასუხეებს სს ,,სა---------–-------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟი დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად - 626.97 ლარის ოდენობით. ასევე ზა--- ახ--–------ს, რომელთანაც მოსარჩელეს გააჩნდა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა, სს "ს----------–--------ის" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 2.69 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 264-ე, 2681, 365-ე, და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ,,ს----------–--------ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხეებს ზა--- ახ--–------ს, მა----ა ახ--–------ს და სნ-–--ა მნ-–-------ს სს ,,ს----------–--------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 49008.84 ლარის გადახდა საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 45487.19 ლარი, პროცენტი 2999.16 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 522.49 ლარი.

 

3. მოპასუხეებს ზა--- ახ--–------ს, მა----ა ახ--–------ს და სნ-–--ა მნ-–-------ს სს ,,ს----------–--------ის" სასარგებლოდ დაეკისროთ მიუღებელი შემოსავლის სახით სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 15.95 ლარის გადახდა. ძირ თანხაზე დარიცხული წლიური სარგებელი 12.8 პროცენტის ოდენობით.

 

4. 2018 წლის 12 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს მა----ა ახ--–------ის კუთვნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე ბოლნისი, ი.ჭა------ის ქუჩა N28. ს.კ. 80.06.6--2--- იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალიანების დაფარვას, ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონება.

 

5. მოპასუხე ზა--- ახ--–------ს სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ 2018 წლის 14 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 3087.68 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2997.65 ლარი, საკომისიო 10.00 ლარი და პირგასამტეხლო 80.03 ლარი.

 

6. სს ,,ს----------–--------ს” დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1454.53 ლარი, რომელიც გადახდილია 2019 წლის 31 იანვარს შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტი, ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22; სახაზინო კოდი 3000903150 (საგადასახადო დავალება N33166).

 

7. ზა--- ახ--–------ს, მა----ა ახ--–------ს და სნ-–--ა მნ-–-------ს სს ,,ს----------–--------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გაღებული ხარჯის ნაწილის - 626.97 ლარის ანაზღაურება;

 

8. ზა--- ახ--–------ს, სს ,,ს----------–--------ის" სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გაღებული ხარჯის ნაწილის - 2.69 ლარის ანაზღაურება;

 

9. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

10. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

12. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო თარაშვილი