განაჩენი

სისხლის სამართლის 15.07.2019
საქმის ნომერი
060100119003055322
დავის ტიპი
151 , 120
თარიღი
15.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/94-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 ივლისი, 20-9 წელი ქ. სამტრედია.

 

სამტრედიის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ლევან მეშველიანი

სხდომის მდივ--- - ქეთევან მეიშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - მა----- მე-–--ე.

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - მი–- მე-–---ე.

მამის სახელი: მი–-.

დაბადებული: 0-.0-.1--- წელი

დაბადების ადგილი: საქართველო

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უმაღლესი.

ოჯახური მდგომარეობა: დაუოჯახებელი

პირადი ნომერი: 3----------

მცხოვრები: ქ. სამტრედია, 9-------–----------ში.

 

ადვოკატი - თე----- ჟვ---ა.

 

სხდომის სახე - ღია

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 120-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალის ფორმა (მი–- მე-–---ე):

 

- ჯამრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვი--ც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

- 20-8 წლის 04 ივლისს, მი–- მე-–---ემ ქ. სამტრედია, 9-------–-------------–-, მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე ფიზიკურად იძალადა მამაზე მი–- მე-–---ეზე. კერძოდ ამ უკანასკნელს თავის არეში დაარტყა ნარდი, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.

 

- 20-9 წლის 06 აპრილს, დაახლოებით 11 საათზე მი–- მე-–---ე იმყოფებოდა ქ. სამტრედია 9-------–-------------–- მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, რა დროსაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამას მი–- მე-–---ეს ესროლა ქვა (რაც ამ უკანასკნელს არ მოხვედრია) და წალდის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნულის შედეგად მი–- მე-–---ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მი–- მე-–---ის მიერ ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვი--ს მოწმეებმა მი–- მე-–---ემ (დაზარალებული), და მე---- მე-–---ემ ი--რგებლეს მათთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - მი–- მე-–---ის მიმართ.

 

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.2. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა მი–- მე-–---ემ ი--რგებლა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით.

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.3. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა შ----- თა-----ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების სისწორე და განმარტა, რომ მ. მე-–---ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩაატარა გამომძიებელ ზ. თე-----ის დადგენილების საფუძველზე შპს „ჯეო ჰოსპიტალის“ სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათის N4331 და ცნობა N5902 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გაცემული 04.07.20-8 წელი) მიხედვით და გასცა შესაბამისი დასკვნა.

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სამტრედიის შს რაიონული სამმართველოს დეტექტივ გამომძიებელმა ზვ---- თე-----ემ განაცხადა, რომ 20-9 წლის 6 აპრილს დაიწყო გამოძიება მი–- მე-–---ის მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტზე. მან გამოკითხა ბრალდებული, დაზარალებული, მოწმეები, ჩაატარა შემთხვევის ადგილის დათვალიერება რაზეც შედგა შესაბამისი ოქმი. ასევე დანიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა.

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შსს სამტრედიის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა გ--- მი-----–---–მა განაცხადა, რომ მითითებულ საქმეზე, მი–- მე-–---ეს წარუდგინა დაზუსტებული ბრალი და დაცვის მხარეს გაუცვალა მტკიცებულებები.

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.6. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20-9 წლის 30 აპრილის N0-------- ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტის (შპს „ჯეო ჰოსპიტალსი“-ს სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N4331-ის ასლი და ამავე საავადმყოფოს ცნობა N5902 ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ (გაცემის თარიღი 04.07.20-8წ)) -მონაცემები--: მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით მოქ: მი–- მე-–---ემ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 04.07.20-8წ-ს 22:25სთ-ზე საიდანაც გაეწერა იმავე დღეს 23:55სთ-ზე დიაგნოზით: ნახეთქი ჭრილობა ნიკაპის ქვედა ზედაპირზე. ნაფლეთოვ--- ჭრილობა მარჯვენა მტევნის არეში.

 

- მარჯვენა მტევნის არეში არსებული დაზიანების - ნაფლეთოვ--- ჭრილობის მიმყენებელი საგნის განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებული არ არის მისი (ჭრილობის) სრულყოფილი მორფოლოგიური სურათი.

 

- ნიკაპის ქვედა ზედაპირზე არსებული ნახეთქი ჭრილობა განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯამრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

(ს.ფ. 110–114).

 

2.7. 20-9 წლის 07 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. სამტრედია 9-------–----------ში. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული არ ყოფილა.

 

(ს.ფ. 46–54).

 

3. ქმედების სამართლებრივი შეფასება

 

3.1. სასამართლომ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, გამოიკვლია და შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობი-- და უტყუარობის თვალსაზრისით მიაჩნია, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ მი–- მე-–---ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენას, რაც მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანის საფუძველი გახდებოდა, კერძოდ:

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამასიად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს, განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედებაა დანაშაულებრივი, და აწესებს შესაბამის სასჯელს ან სხვა სახის სისხლის-სამართლებრივ ღონისძიებას.

 

3.3 ამავე კოდექსის მეშვიდე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ესე იგი ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

3.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექისის 151-ე მულხის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული გულისხმობს - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვი--ც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

3.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექისის 120-ე მულხის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული გულისხმობს - ჯამრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

3.6. მი–- მე-–---ეს ბრალი დაედო მასში, რომ:

 

- „...ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამას მი–- მე-–---ეს ესროლა ქვა (რაც ამ უკანასკნელს არ მოხვედრია) და წალდის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნულის შედეგად მი–- მე-–---ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში ...“ .

 

- „... 20-8 წლის 04 ივლისს, ქ. სამტრედია, 9-------–-------------–-, მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე ფიზიკურად იძალადა მამაზე მი–- მე-–---ეზე. კერძოდ ამ უკანასკნელს თავის არეში დაარტყა ნარდი, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით...“

 

3.7. სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევი-- და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედები--თვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

3.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილით, სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“. ცხადია, რომ ამ პროცესში ყალბი, არასანდო ან საეჭვო მტკიცებულების გამოყენების შესაძლებლობა, იმავდროულად, უდანაშაულო პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობის დაშვებას გულისხმობს, რაც არა მხოლოდ კონსტიტუციით დაცულ უფლებას, არამედ სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნებსაც უპირისპირდება.

 

3.9. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუცია, კერძოდ კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ მხოლოდ უტყუარი მტკიცებულება შეიძლება გახდეს პირის ბრალდების და შემდგომში მისი დამნაშავედ ცნობის საფუძველი და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

3.10. ყოველი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებასა თუ განაჩენს საფუძვლად ედება, შესაძლოა იწვევდეს დავას. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, როგორც წესი, მხარეთა განსხვავებული შეფასები-- და კამათის საგანს წარმოადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპზე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეამოწმონ მტკიცებულებათა ნამდვილობა, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს ან უარყოფს ბრალდებული პირის კავშირს ჩადენილ დანაშაულთან.

 

3.11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე პუნქტის შესაბამი--დ, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

 

3.12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად სასამართლოში ჩვენების მიცემი--ს მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრებათ დაზარალებულს. 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამი--დ კი, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს;

 

3.13. სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვი--ს დაზარალებულმა მი–- მე-–---ემ და მოწმე მე---- მე-–---ემ ი--რგებლეს მათთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - მი–- მე-–---ის მიმართ.

 

3.14. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოწმი--თვის მინიჭებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, რომლის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს დუმილის და საკუთარი თავის თვითინკრიმინაციაზე უარის უფლებას (nemo tenetur). საქართველოს კონსტიტუცია განავრცობს ამ უფლებას ახლობელთა მიმართ და 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით აცხადებს - ”არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა . ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს”. მითითებული უფლება სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვ--- ელემენტია. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებელია და წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. შესაბამი--დ ასევე დაუშვებელია მათი პოზოციის - დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის - ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.

 

3.15. შესაბამიმი--დ სასამართლო მოწმის (დაზარალებულის) მიერ გამოძიები--ს სხვა საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის დროს მიწოდებული ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.

 

3.16. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ქმედების დაკვალიფიცირები--თვის აუცილებელია მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. თუ მსხვერპლს ასეთი შიში არ გაუჩნდა, დანაშაულის შემადგენლობა არ იარსებებს.

 

3.17. ამ კუთხით სასამართლო მოიშველიებს და მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20-6 წლის 25 ივლისის განაჩენზე (საქმე №141აპ.-16) სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი: „ ... სისხლის სამართლის მატერიალური კანონმდებლობა შეიცავს მუხლებს, რომლით დაკვალიფიცირები--ს განმსაზღვრელია დაზარალებულის სუბიექტური აღქმა მის მიმართ განხორციელებული ქმედები--დმი. მაგალითად, მუქარის დანაშაულის (საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლი) დასადგენად დაზარალებულმა მუქარის განხორციელება რეალურად უნდა აღიქვას ...“

 

3.18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ შიში (ამ შემთხვევაში მუქარის განხორციელების), სუბიექტური აღქმაა და დაზარალებული ერთადერთი სუბიექტია, ვი--ც შეუძლია სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია აღიქვა თუ არა მუქარა რეალურად და განიცადა თუ არა შიში. ყველა სხვა პირის განმარტება კი, არის მხოლოდ ვარაუდი.

 

3.19. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით კვალიფიკაციი--თვის აუცილებელია სახეზე იყოს ქმედება, შედეგი და მიზეზობრივი კავშირი.

 

3.20. სასამართლო განმარტავს, გამოძიების პროცესი მიზანი, მისი მნიშვნელობა გამოიხატება საპროცესო მოქმედებების ჩატარებასა და ისეთი ტიპის მტკიცებულებების მოპოვებაში, რომელიც მაქსიმალურად მოიცავს ინფორმაციას დანაშაულის ჩადენის შედეგად განვითარებული მოვლენების შესახებ, შესაბამი--დ მტკიცებულებათა მოცულობაც და მათი შინაარსიც უნდა ემსახურებოდეს შემთხვევის ვითარების გადმოცემას და მხარის მიერ მტკიცების პროცესში ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენას, რომლითაც უნდა დადასტურდეს პირის ბრალეულობა, ამასთან საქმის გარემოებები, რომლებიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად შეიძლება რომ დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

3.21. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა გულისხმობს, მტკიცებულებებს შორის შინაარსობრივი კავშირის არსებობას და გამორიცხავს მათ შორის წინააღმდეგობას. ისინი უნდა მიუთითებდნენ და ადასტურებდნენ ერთსა და იმაივე გარემოებებსა და ფაქტებს და ადგენდნენ ბრალდებულის ბრალეულობას, დანაშულის ჩადენის ფაქტს და მტკიცების საგანში შემავალ სხვა გარემოებებს ისე, რომ არ ტოვებდნენ არსებით გარემოებებში დაეჭვების გონივრულ საფუძველს. ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სახეზეა მაშინ, თუ საქმის არსებითი განხილვის დროს მხარეთა მიერ გამოკვლეული სულ მცირე, ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. კერძოდ, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ვერ ადასტურებენ ბრალდებულ მი–- მე-–---ის მიერ დაზარალებულ მი–- მე-–---ის ჯანმრთელობის დაზიანების და მის მიმართ მუქარის განხორციელების ფატებს.

 

3.22. რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებებს, საპროცესო დოკუმენტაციას, ისინი არ შეიცავენ რაიმე ინფორმაციას რაც მნიშვნელოვ--- იქნებოდა ბრალის დადასტურების ან უარყოფის თვალსაზრისით.

 

3.23. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

3.24. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამი--დ, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

3.25. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მიხედვით კი: „მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“, ხოლო სსსკ-ის 259-ე მუხლის III ნაწილის თანახმად: „სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს“.

 

3.26. ამდენად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა მი–- მე-–---ის დამნაშავედ ცნობი-- და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანი--თვის. კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუვნებელი განაჩენის გამოტანი--თვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, მი–- მე-–---ის ბრალეულობაში.

 

3.27. ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული მი–- მე-–---ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 120-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 280-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მი–- მე-–---ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

მი–- მე-–---ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

მი-- მე-–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან, სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

განემარტოს გამართლებულ მი–- მე-–---ეს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მისი გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა №1).

 

მოსამართლე ლევან მეშველიანი