გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N 101210119002892383
2/75 -19 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17.07.2019 წელი ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე
მოსარჩელე- ს------------------------------–---
წარმომადგენელი- დ-----------–--ე, ა-–-----------–------–--ე
მოპასუხე: ე-----–----------ე (არ გამოცხადდა)
მოპასუხე: თ------------ე
დავის საგანი : სესხი. ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
ჭიათურის მაგისტრატი სასამართლოს წარმოებაშია სამოქალაქო საქმე №2/75-19 წ. ს---------------------------–--ს“ (ს/კ 2-------2) სარჩელისა გამო, მოპასუხეების ე-----–----------ისა (პ.№ 5---------8) და თ------------ის (პ№ 0---------4) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე;
მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს, 2018 წლის 25 აპრილის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ე-----–----------ემ ს---------------------------–---გან“ აიღო სესხი 2000 ლარის ოდენობით, სესხი გაიცა 25.04.2018 წლიდან 27.04.2020 წლამდე ანუ 733 დღის ვადით; საპროცენტო განაკვეთად განისაზღვრა 49%-ით წლის განმავლობაში; სესხისა და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, რაც პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 10 ლარს, ხოლო შემდეგ გადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 1.00%-ს; ამასთან საურავის ხორციელდება 60 კალენდარული დღის განმავლობაში;
მოპასუხის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც მოსარჩელე იძულებული გახდა მიემართა სასამართლოსთვის;
როგორც აღინიშნა მოპასუხე ე-----–----------ემ სესხი აიღო 2018 წლის 25 აპრილს, ხოლო 26 აპრილს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება საკადასტრო კოდებით: 3----------8; 3----------2; 38---------7 და 3----------3 აჩუქა თ------------ეს, ხოლო სესხზე თანხის შემოტანა დაფიქსირდა მხოლოდ ერთჯერ 6.64 ლარის ოდენობით; რაც იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ე-----–----------ეს სესხის აღების დროს გადაწყვეტილი ჰქონდა ხელშეკრულების დარღვევა და სესხის არ გადახდა, ხოლო აღსრულების დაწყების შემდეგ მის ქონებას საფრთხე რომ არ შექმნოდა და მათზე აღსრულება არ განხორციელებულიყო, ოთხი უძრავი ქონება აჩუქა თ------------ეს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ სახეზეა მოჩვენებითი გარიგება, ვინაიდან ჩუქების ხელშეკრულების რეალურ მიზანს წარმოადგენს არა თ------------ის დასაჩუქრება, არამედ ე-----–----------ის უძრავი ქონების დაცვა;
სასარჩელო მოთხოვნაა მოპასუხე ე-----–----------ეს 2018 წლის 25 აპრილის სესხის ხელშეკრულების მიხედვით დაეკისროს 3296.69 ლარის გადახდა, (საიდანაც ძირი თანხაა 2000 ლარი, სარგებელი 1171,94 ლარი, საურავი 120.83 ლარი და სიცოცხლის დაზღვევა 3.92 ლარი) მოსარჩელე ს.ს „ფინკა ბანკი საქართველოს“ (ს/კ 2052355262) სასარგებლოდ;
ასევე მოსარჩელე ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი 2018 წლის 26 აპრილის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც ე-----–----------ემ თ------------ეს აჩუქა უძრავი ქონება საკადასტრო კოდებით: 3----------8; 3----------2; 38---------7 და 3----------3;
მოსარჩელე ითხოვს მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას და სახელმწიფო ბაჟის დაკისრებას მოპასუხეებზე 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
2.1. მოცემულ სარჩელზე მოპასუხე თ------------ემ შემოიტანა შესაგებელი. მოპასუხე თ------------ემ მოსამზადებელ სხდომაზე განმარტა, რომ იგი ცნობს სარჩელს ნაწილობრივ, კერძოდ მისთვის ცნობილი არ იყო ძმის - ე-----–----------ის მიერ სესხის აღების შესახებ, და არც ეხლა შეუძლია მისი პირობების დადასტურება ან უარყოფა; და არც იმის საშუალება აქვს, რომ ე-----–----------ისგან მიიღოს დაზუსტებული ინფორმაცია სესხის შესახებ, რადგან მისი ადგილსამყოფელი უცნობია; ხოლო რაც შეეხება ე-----–----------ისაგან ქონების ჩუქებას, იმ პერიოდისათვის მისთვის არ იყო ცნობილი სესხის შესახებ; ამასთანავე ქონება, რომელიც აწ გარდაცვლილი დედის შრომითაა შექმნილი, აჩუქა როგორც მის შვილს და მოსახელეს; რადგან ე-----–----------ემ გადაწყვიტა საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასვლა, სადაც განზრახული აქვს დარჩეს დიდი ხნით; აღნიშნულიდან გამომდინარე, ეს გარიგება არ მიეკუთვნება თვალთმაქცურ გარიგებათა კატეგორიას, რადგან იგი უძრავი ქონების ფლობასა და სარგებლობას არ ახდენს;
მოპასუხე ე-----–----------ე სხდომაზე არ გამოცხადდა, მასზე სასამართლო უწყების ჩაბარება ვერ მოხერხდა, ვინაიდან გასულია საქართველოს ფარგლებს გარეთ და სხდომის დრო და თარიღი ეცნობა საჯარო შეტყობინების გავრცელების გზით;
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .
3.1.1. მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა დავის მორიგებით დასრულებისათვის, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ 2018 წლის 25 აპრილის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ე-----–----------ემ ს---------------------------–---გან“ აიღო სესხი 2000 ლარის ოდენობით, სესხი გაიცა 25.04.2018 წლიდან 27.04.2020 წლამდე ანუ 733 დღის ვადით; საპროცენტო განაკვეთად განისაზღვრა 49%-ით წლის განმავლობაში; სესხისა და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, რაც პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 10 ლარს, ხოლო შემდეგ გადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 1.00%-ს; ამასთან საურავის ხორციელდება 60 კალენდარული დღის განმავლობაში; სესხზე თანხის შემოტანა დაფიქსირდა მხოლოდ ერთჯერ 6.64 ლარის ოდენობით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი
- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ17-21)
- გრაფიკი (ს.ფ22)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.2 დადგენილია, რომ ე-----–----------ემ სესხი აიღო 2018 წლის 25 აპრილს, ხოლო 26 აპრილს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების წილი საკადასტრო კოდებით: 3----------8; 3----------2; 38---------7 და 3----------3 აჩუქა თ------------ეს, კერძოდ 2018 წლის 26 აპრილის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებით ე-----–----------ემ აჩუქა და თ------------ემ მიიღო ჭიათურა სოფელ ზოდში მდებარე უძრავი ქონების- ს/კ 38---------8 წილი. შესაბამისად უძრავი ქონების წილი-ს/კ 38---------8 დაზუსტებული ფართობი 3200 კვადრატული მეტრი აღირიცხა თ------------ის სახელზე(მესაკუთრის გრაფაში მითითებულია თ------------ე და თანამესაკუთრე სახელის მითითების გარეშე.)
2018 წლის 26 აპრილის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებით ე-----–----------ემ აჩუქა და თ------------ემ მიიღო ჭიათურა სოფელ ზოდში მდებარე უძრავი ქონების- ს/კ 3----------2 წილი. შესაბამისად უძრავი ქონების წილი-ს/კ ს/კ 3----------2 დაზუსტებული ფართობი 520 კვადრატული მეტრი აღირიცხა თ------------ის სახელზე(მესაკუთრის გრაფაში მითითებულია თ------------ე და თანამესაკუთრე სახელის მითითების გარეშე.)
2018 წლის 26 აპრილის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებით ე-----–----------ემ აჩუქა და თ------------ემ მიიღო ჭიათურა სოფელ ზოდში მდებარე უძრავი ქონების- ს/კ 38---------7 წილი. შესაბამისად უძრავი ქონების წილი-ს/კ ს/კ ს/კ 38---------7 დაზუსტებული ფართობი 800 კვადრატული მეტრი აღირიცხა თ------------ის სახელზე (მესაკუთრის გრაფაში მითითებულია თ------------ე და თანამესაკუთრე სახელის მითითების გარეშე.)
2018 წლის 26 აპრილის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებით ე-----–----------ემ აჩუქა და თ------------ემ მიიღო ჭიათურა სოფელ ზოდში მდებარე უძრავი ქონების- ს/კ 3----------3 წილი. შესაბამისად უძრავი ქონების წილი-ს/კ ს/კ ს/კ ს/კ 3----------3 დაზუსტებული ფართობი 1500 კვადრატული მეტრი, შენობა -ნაგებობის ჩამონათვალი N01/2, აღირიცხა თ------------ის სახელზე(მესაკუთრის გრაფაში მითითებულია თ------------ე და თანამესაკუთრე სახელის მითითების გარეშე.) ამჟამად აღნიშნული ქონება ირიცხება თ------------ის სახელზე, რაც დადასტურებულია ჩუქების ხელშეკრულებით და შესაბამისი რეესტრის ამონაწერით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი
- ჩუქების ხელშეკრულებები და რეესტრის ამონაწერები (ს.ფ32-47)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.3. სესხის ხელშეკრულებას თან ახლავს სიცოცხლის დაზღვევის პოლისი, რომლითაც დამზღვევი დაზრვეულია ს.ს. ,,სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგში“(ს/კ204426674) საწყისი სადაზღვევო თანხა 2000 ლარია.
დავალიანების ცნობით 2019 წლის 25 თებერვლის მდგომარეობით გადასახდელი აქვს ძირი 2000 ლარი, 1178 ლარი და 58 თეთრი პროცენტი და 120ლარი და 83 თეთრი პირგასამტეხლო, სიცოცხლის დაზღვევის თანხა კი არის 3 ლარი და 92 თეთრი. დავალიანების ცნობისმიხედვით გადასახდელია სარჩელის შემოტანამდე პროცენტი-763 ლარის და 17 თეთრის ოდენობით და მიუღებელი შემოსავალი 415 ლარისა და 41 თეთრის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები.
- დაზღვევის პოლისი (ს.ფ24)
-დავალიანების ცნობა (ს.ფ28)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის, რომ ს---------------------------–---“ სარჩელი მოპასუხეების ე-----–----------ისა (პ.№ 5---------8) და თ------------ის (პ№ 0---------4) მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ამ შემთხვევაში სასამართლო თვლის რომ პროცენტი უნდა განისაზღვროს სარჩელის შემოტანის თარიღის მიხედვით, სარჩელის შემოტანამდე ე.ი ხელშეკრულების შეწყვეტამდე, ხოლო მიუღებელი შემოსავალი უნდა განისაზღვროს ძირი თანხის ათი პროცენტით.. მოპასუხეს უნდა დაეკისროს ასევე სადაზღვევო შენატანი. პირგასამტეხლო გონივრულია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლო თვლის ბათილად უნდა იქნას ცნობილი ჩუქების ხელშეკრულება უძრავ ქონების- ს/კ3----------3 შესაბამისი წილის ე-----–----------ის მიერ ჩუქების ნაწილში მოჩვენებით ნების გამოვლენის გამო. დანარჩენი ხელშეკრულებების ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 417-ე, 420-ე, 623-ე, 867-ე, 868-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია რომ მხარეთა შორის დადებულია ხელშეკრულება, რომლის თანახმად მხარეებმა აიღეს ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.
6.2. დადგენილია, რომ 2018 წლის 25 აპრილის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ე-----–----------ემ ს---------------------------–---გან“ აიღო სესხი 2000 ლარის ოდენობით, სესხი გაიცა 25.04.2018 წლიდან 27.04.2020 წლამდე ანუ 733 დღის ვადით; საპროცენტო განაკვეთად განისაზღვრა 49%-ით წლის განმავლობაში; სესხისა და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, რაც პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 10 ლარს, ხოლო შემდეგ გადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 1.00%-ს; ამასთან საურავის ხორციელდება 60 კალენდარული დღის განმავლობაში;
მოპასუხე ე-----–----------ემ სესხი აიღო 2018 წლის 25 აპრილს, ხოლო 26 აპრილს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება საკადასტრო კოდებით: 3----------8; 3----------2; 38---------7 და 3----------3 აჩუქა თ------------ეს, ხოლო სესხზე თანხის შემოტანა დაფიქსირდა მხოლოდ ერთჯერ 6.64 ლარის ოდენობით; მოსარჩელის პოზიციით აღნიშნული ფაქტი იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ე-----–----------ეს სესხის აღების დროს გადაწყვეტილი ჰქონდა ხელშეკრულების დარღვევა და სესხის არ გადახდა, ხოლო აღსრულების დაწყების შემდეგ მის ქონებას საფრთხე რომ არ შექმნოდა და მათზე აღსრულება არ განხორციელებულიყო, ოთხი უძრავი ქონება აჩუქა თ------------ეს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ სახეზეა მოჩვენებითი გარიგება, ვინაიდან ჩუქების ხელშეკრულების რეალურ მიზანს წარმოადგენს არა თ------------ის დასაჩუქრება, არამედ ე-----–----------ის უძრავი ქონების დაცვა;
სასარჩელო მოთხოვნაა მოპასუხე ე-----–----------ეს 2018 წლის 25 აპრილის სესხის ხელშეკრულების მიხედვით დაეკისროს 3296.69 ლარის გადახდა, (საიდანაც ძირი თანხაა 2000 ლარი, სარგებელი 1171,94 ლარი, საურავი 120.83 ლარი და სიცოცხლის დაზღვევა 3.92 ლარი) მოსარჩელე ს.ს „ფინკა ბანკი საქართველოს“ (ს/კ 2052355262) სასარგებლოდ;
6.3.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი.
სასამართლო განმარტავს, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამოდინარე დადგენილია რომ 2018 წლის 25 აპრილის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პროცენტი, ამასთან საგულისხმოა, რომ მოპასუხე თ------------ე არ ცნობს მოთხოვნას თანხის დაკისრების ნაწილში, თუმცა იგი მსესხებელი არაა. სასამართლო თვლის, რომ პროცენტი მხოლოდ მოპასუხე ე-----–----------ეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულების ფარგლებში კერძოდ სარჩელის შემოტანამდე-763 ლარის და 17 თეთრის ოდენობით.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად „ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით.“
სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად „ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.“
6.5.სსკ-ის 394.1-ე მუხლის თანახმად: „მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება“. ვალდებულების დარღვევა ზოგადი ფორმულირებაა და იგი შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მათ შორის, არაჯეროვან შესრულებაში. მტკიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლიანად განაწილების პირობებში, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის (კრედიტორის) მხარეზეა. სსკ-ის 408.1-ე მუხლის თანახმად, „პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა“. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. სსკ-ის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემული ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.
6.6.სსკ-ის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდოობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.
ზემოხსენებული ნორმების შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორისათვის ანაზღაურებას ექვემდებარება, როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანი (მიუღებელი შემოსავალი). ამდენად, მოხმობილ ნორმათა ერთობლივი ანალიზის შედეგად, სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელე მხარის მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში და თვლის, რომ მიუღებელ შემოსავლად იმ სარგებლის მიჩნევა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული და რაც საბანკო დაწესებულებას უნდა მიეღო, მართებულია, ვინაიდან საკრედიტო დაწესებულების ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა. შესაბამისად, საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის (მოსარჩელის) უსაფუძვლო გამდიდრება. (საქმე №ას-681-652-2016 17 თებერვალი, 2017 წელი,)
6.7.სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუღებელი შემოსავლის ფარგლებში ე-----–----------ეს უნდა განესაზღვროს ძირი თანხის ათი პროცენტის გადახდა 200 ლარის ოდენობით.
6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის შესაბამისად დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.
სარჩელის შემოტანით ხელშეკრულება შეწყდა, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ, ე-----–----------ეს (პ.№ 5---------8) უნდა დაეკისროს ს.ს. ,, ფინკა ბანკი საქართველო“-ს სასარგებლოდ დაზღვევა 3.92 ლარის (მოთხოვნის ფარგლები) გადახდა.
6.9. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლო წერილობით არის შეთანხმებული და განსაზღვრულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხებოდა დაგვიანებული თანხის სხვადასხვა პროცენტი.
6.10.სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. საქმე #.ას 848-814-16, #ას-816-767-15, #ას-953-918).
ამასთან, სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება; დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.“ (შდრ. საქმე №ას-176-157-2014);
6.11.დადგენილია რომ დადგენილია, ს.ს. ,, ფინკა ბანკი საქართველო“-ს და ე-----–----------ეს შორის დადებული 2018 წელის 24 აპრილის სესხის ხელშეკრულებაში, გათვალისწინებულია, რომ სესხისა და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, რაც პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 10 ლარს, ხოლო შემდეგ გადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 1.00%-ს; ამასთან საურავის ხორციელდება 60 კალენდარული დღის განმავლობაში;
სასამართლო თვლის , რომ პირგასამტეხლოს სახით-120 ლარის და 83 თეთრის მოთხოვნა გონივრულია და ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
6.12.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის შესაბამისად ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).
დადგენილია, რომ მოპასუხეებს ე-----–----------ესა და თ------------ეს შორის 2018 წლის 26 აპრილს გაფორმებულ იქნა ჩუქების ხელშეკრულება. 2018 წლის 24 აპრილისათვის უძრავი ქონება საკადასტრო კოდებით: 3----------8; 3----------2; 38---------7 და 3----------3 საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო მოპასუხე ე-----–----------ის სახელზე. ამჟამად აღნიშნული ქონება ირიცხება თ------------ის სახელზე, რაც დადასტურებულია ჩუქების ხელშეკრულებით და შესაბამისი რეესტრის ამონაწერით;
დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, და მოპასუხე ე-----–----------ემ შეწყვიტა სასესხო ურთიერთობის შესრულება; ჩუქების ხელშეკრულების გაფორმება მოხდა სესხის ხელშეკრულების გაფორმებიდან მეორე დღეს 2018 წლის 26 აპრილს; თ------------ე არის ე-----–----------ის და და მას უნდა სცოდნოდა ე-----–----------ის მდგომარეობის შესახებ სესხთან მიმართებაში. ასევე ერთმნიშვნელოვანია, რომ გარიგების გაფორმება მოხდა პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით. სესხზე თანხის შეტანა დაფიქსირდა მხოლოდ ერთჯერ 6.64 ლარის ოდენობით; თ------------ე და ე-----–----------ე არიან ახლო ნათესავები . სასამართლოს მიაჩნია , რომ არსებობს რეალური საეჭვო გარემოება სესხის აღებასა და მოკლე დროში უძრავი ქონების გასხვისებას შორის.
6.13.სასამართლო თვლის, რომ მითითებული პრეზუმირებული ფაქტები ქმნიან სადავო გარიგების მოსაჩვენებლად დადების ვარაუდს, რაც სსკ-ის 56.1 მუხლის მიხედვით, ამ გარიგების ბათილობის საფუძველი იყო. სსკ-ის 56.1-ე მუხლის მიხედვით გარიგების ბათილობის საფუძველი ხელშეკრულების მონაწილე მხარეების ის ფარული (და არა აშკარა) ნებაა, რაც ფორმალურად ხელშეკრულების გაფორმების სურვილს გამოხატავს, რეალურად კი არ ემსახურება იმ მიზანს, რაც გარიგების დადებას უნდა მოჰყვეს შედეგად. სწორედ ამიტომ იწოდება ამგვარი გარიგებები მოჩვენებითად. ე-----–----------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე გარიგების დადგება, კერძოდ ჩუქება დისათვის ზუსტად იმ დროის მონაკვეთში, როდესაც მას წარმოეშვა სასესხო დავალიანებები, აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ე-----–----------ე სწორედ იმ განზრახვით მოქმედებდა, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული ვალდებულების შესრულებისაგან თავი აერიდებინა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩუქების ხელშეკრულების ბათილობის მოთხოვნა იმ ფარგლებშია შესაძლებელი , რაზედაც არსებობს იურიდიული ინტერესი მოსარჩელის მხრიდან.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობასთან დაკავშირებით დადგენილ პრაქტიკაზე: „საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში არ არსებობს გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდნენ ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება), ამრიგად, განსახილველი ნორმით იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი. სასამართლო პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ). ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. (იხ.სუსგ #-ას-789-754-2015 6.11.2015 წელი).
ხელშეკრულების ბათილობა თავისი იურიდიული ბუნებით აღიარებითი ხასიათისაა და შესაბამისად მოთხოვნას უნდა ახლდეს იურიდიული ინტერესი. იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. სსსკ-ის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.
6.14. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის იურიდიული ინტერესის ფარგლები უნდა განისაზღვროს სასესხო მოთხოვნის დაკმაყოფილებული ოდენობის შესაბამისად, კერძოდ სასამართლო თვლის, რომ ბათილად უნდა იქნას ცნობილი ე-----–----------ესა და თ------------ეს შორის 2018 წლის 26 აპრილს დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, რომლითაც ე-----–----------ემ აჩუქა და თ------------ემ მიიღო ჭიათურა სოფელ ზოდში მდებარე უძრავი ქონების- ს/კ 3----------3 წილი. შესაბამისად უძრავი ქონების წილი- ს/კ 3----------3 დაზუსტებული ფართობი 1500 კვადრატული მეტრი, შენობა -ნაგებობის ჩამონათვალი N01/2, აღირიცხა თ------------ის სახელზე(მესაკუთრის გრაფაში მითითებულია თ------------ე და თანამესაკუთრე სახელის მითითების გარეშე.) . სასარჩელო მოთხოვნა დანარჩენი ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
6.15.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის შესაბამისად 1. “სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ა) ალიმენტის მიკუთვნების შესახებ; ბ) დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ; გ) მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; დ) უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ; ე) ამოღებულია (13.07.2006. N3435) ე1) უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ; (11.12.2015. N4626 ) ვ) თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებები; ზ) ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.
ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც. (29.06.2007. N5124)
გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების დაშვებისას სასამართლოს შეუძლია მოსთხოვოს მოსარჩელეს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში.
6.16.გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს,რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას. “ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად “გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი აღნიშნულ სხდომაზე არ იქნა განხილული, იგი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ მისი ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.”
წარმოდგენილი ნორმები დისპოზიციური ხასიათისაა და სასამართლო ვალდებული არ არის მიიღოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების სამართლებრივი რეჟიმიდან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად არ უნდა იქნეს მიქცეული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლის შესაბამისად „გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, რომელიც არ შეაჩერებს ამ განჩინების შესრულებას.“
აღნიშნულიდან გამომდინარე უარი უნდა ეთქვას მოსარჩელე-ს.ს. ,,ფინკა ბანკი საქართველო“-ს (ს/კ2-------2) გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე.
6.17. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ
გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
7. საპროცესო ხარჯები
7.1.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 %-სა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
7.2.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
დადგენილია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე თ------------ე სარჩელს არ ცნობს, ხოლო მოპასუხე ე-----–----------ის გამოცხადება სასამართლო სხდომაზე ვერ მოხერხდა (იმყოფება საზღვარგარეთ) შესაბამისად ამ სამართლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით ე-----–----------ეს (პ.№ 5---------8) ს.ს. ,, ფინკა ბანკი საქართველო“-ს (ს/კ2-------2) სასარგებლოდ დაეკისროს 46 ლარისა და 83 თეთრის გადახდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან.
ე-----–----------ეს (პ.№ 5---------8) და თ------------ეს (პ№ 0---------4) ს.ს. ,, ფინკა ბანკი საქართველო“-ს (ს/კ 2-------2) სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროს 12 ლარისა და 50 თეთრის გადახდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან.
ე-----–----------ეს (პ.№ 5---------8) და თ------------ეს (პ№ 0---------4) ს.ს. ,, ფინკა ბანკი საქართველო“-ს (ს/კ 2-------2) სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფის 25 ლარი, ამონაწერის განახლების საფასური 11 ლარი და აკრძალვის რეგისტრაციის საფასური 21 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს.ს. ,, ფინკა ბანკი საქართველოს“-ს (ს/კ2-------2) სარჩელი ე-----–----------ისა (პ.№ 5---------8) და თ------------ის (პ№ 0---------4) მიმართ, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. ე-----–----------ეს (პ.№ 5---------8) დაეკისროს ს.ს. ,, ფინკა ბანკი საქართველო“-ს (ს/კ 2-------2) სასარგებლოდ 3087 (სამიათასოთხმოცდაშვიდი) ლარისა და 92 (ოთხმოცდათორმეტი) თეთრის გადახდა (საიდანაც 2000 ლარი არის ძირი, პროცენტი სარჩელის შემოტანამდე 763.17 ლარი, 200 ლარი მიუღებელი შემოსავალი, 3,92 დაზღვევა, ხოლო 120,83 ლარი არის პირგასამტეხლო).
1.2. ბათილად იქნას ცნობილი უძრავი ნივთის-ს/კ 3----------3 ე-----–----------ის საკუთრებაში არსებული შესაბამისი წილის, ჩუქების ხელშეკრულება დადებული ე-----–----------ესა და თ------------ეს შორის 2018 წლის 26 აპრილს .
1.3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. ე-----–----------ეს (პ.№ 5---------8) ს.ს. ,, ფინკა ბანკი საქართველო“-ს (ს/კ2-------2) სასარგებლოდ დაეკისროს 46 (ორმოცდაექვსი) ლარისა და 83 (ოთხმოცდასამი) თეთრის გადახდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან.
3. ე-----–----------ეს (პ.№ 5---------8) და თ------------ეს (პ№ 0---------4) ს.ს. ,, ფინკა ბანკი საქართველო“-ს (ს/კ 2-------2) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს 12(თორმეტი) ლარისა და 50(ორმოცდაათი) თეთრის გადახდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან.
4. ე-----–----------ეს (პ.№ 5---------8) და თ------------ეს (პ№ 0---------4) ს.ს. ,, ფინკა ბანკი საქართველო“-ს (ს/კ 2-------2) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფის 25 (ოცდახუთი) ლარი, ამონაწერის განახლების საფასური 11 (თერთმეტი) ლარი და აკრძალვის რეგისტრაციის საფასური 21(ოცდაერთი) ლარი.
5. უარი ეთქვას მოსარჩელე-ს.ს. ,,ფინკა ბანკი საქართველო“-ს (ს/კ2-------2) გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე.
6.დაუყოვნებელი აღსრულების ნაწილში გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32) საჩხერის რაიონულ სასამართლოში (მდებარე: საჩხერე, დ. აღმაშენებლის №3) კერძო საჩივრის შეტანის გზით.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. N3).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: /ივანე ყიფიანი/