განაჩენი

სისხლის სამართლის 10.07.2019
საქმის ნომერი
160100118002791058
დავის ტიპი
177 2 ბ , 177 2 ა
თარიღი
10.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N160100118002791058

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

 

#1/32-19 10 ივლისი 2019 წელი ქ. ბოლნისი

(გამოძიების N031241218001)

მოსამართლე - თეა ლეონიძე

სხდომის მდივანი - დიანა ქოჩორაშვილი, ცაცა ებრალიძე,ნათია მიქელაძე

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ზაზა ცქვიტარია

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: მაკა რევია

 

ბრალდებული: გ------- ფ------ე

მამის სახელი: თენგიზი

დაბადებული: 08.09.1983 წელი

პირადი ნომერი: 1----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბოლნისი, წმინდა ნინოს ქუჩა N113

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტები.

 

აღწერილობით – სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 2018 წლის 18 დეკემბერს, დაახლოებით 14.30 საათზე ქ. მარნეულში ე.წ. „მწვანე ბაზრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გ------- ფ------ემ ნ---- კ--–------ის ხელჩანთიდან მოიპარა 150 ლარად ღირებული საფულე, რომელშიც იდო 15 ლარი, რითაც მას მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

1.2 2018 წლის 24 დეკემბერს დაახლოებით 00:40 საათზე გ------- ფ------ემ მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწია შპს „--–-----------ის“ ოფისში, მდებარე მარნეული სულხან-საბას ქუჩა N13-ში, საიდანაც მოიპარა „DELL“-ის ფირმის ლეპტოპი, ღირებული 1149 ლარად, რითაც მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

2.2. ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით.

 

გ------- ფ------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას:

 

საქმეზე უდავოდ ცნობილი 2018 წლის 24 დეკემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანხმად დგინდება, რომ ექსპერიმეტი ჩატარდა გ------- ფ------ესთან, რომელმაც მიუთითა რომ 2018 წლის 18 დეკემბერს მისთვის უცნობს ქალს ბაზრის ტერიტორიაზე ამოაცალა საფულე და ფულის ამოღების შემდეგ საფულე გადააგდო ბაზრის ტერიტორიაზე. ასევ გ------- ფ------ემ მიუთითა შპს ,---–-----------ს"-ის ოფისზე, რომელიც მდებაროებს სულხან-საბას ქუჩა N13-ში და განმარტა თუ რომელი ადგილიდანაც მოიპარა ლეპტოპი. შემდეგ მან მიუთითა რომ ლეპტოპი შეინახა შეინახა ქ. ბოლნისი, იაკობ ხუცესის ქუჩაზე მდებარე N28 სახლის გვერდით მიწაზე. საგამოძიებო ექსპერიმნეტის მიმდინარეობისას ამოღებული იქნა ერთი ცალი შავი ფერის ქალის საფულე და ლეპტოპი, რომლებიც დაილუქა კანონით დადგდენილი წესით.

 

მოწმის სახით გამოკითხულმა დაზარალებულმა ნ---- კ--–------ემ განმარტა, რომ მას 2018 წლის 18 დეკემბერს მისთის უცნობმა მამაკაცმა ჩანთიდან მოჰპარა საფულე. მოწმის მითითებით აღნიშნული საფულე ღირდა 150 ლარი, რომელშიც ედო 15 ლარი, პირადობის მოწმობა, პასპორტი, სოც. დაუცველის სამგზავრო ბარათი და ლიბერთი ბანკის ბარათი.

 

დაზარალებული ალექსანდრე ჯიქიძის გამოკითხვის ოქმის თანხმად დგინდება რომ ქ.მარნეულში სულხან -საბას ქუჩა N13-ში არსებულ ფართში, რომელიც ნაქირავები აქვს შპს ,---–-----------ს“-ს, მუშაობს იურისტად. მოწმის განმარტებით აღნიშნული ოფისიდან მოპარული იქნა ,,DELL” -ის ფრიმის ლეპტოპი ღირებული 1149 ლარად.

 

ოდროლოგიური ექსპერტზის N46/22-59 დასკვნის თანახმად დგინდება რომ 2018 წლის 24 დეკემბერს ქ.მარნეულში სულხან-საბას ქუჩა N13-ში მდებარე შპს ,, ბლექს სი ფარს“-ის ოფისის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ ოფისში კომპიუტერის მაგიდიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია გ------- ფ------ისაგან აღებული სუნის კვლის ნიმუშის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით კრიმინალიზებულია ქურდობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის სახეობითი ობიექტია საკუთრების ურთიერთობა მთლიანად; იგი მოიცავს მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას. კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების დანაშაულად კვალიფიკაცია, კერძოდ, აუცილებელია დადგენილი იქნეს: 1) ნივთის კუთვნილება და სახე (ნივთი უნდა განეკუთვნოდეს მოძრავ ნივთს და უნდა იმყოფებოდეს სხვა სუბიექტის საკუთრებაში/მფლობელობაში); 2) დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორცილებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება - ნივთის ფარული დაუფლება; 3) პირის მიერ განხორციელებული ქმედება უნდა ხელყოფდეს ნივთის მესაკუთრის უფლებას.

 

ზემოაღნიშნული და საქმეში წარმოდგენილი უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ერთობლიობაში გაანალიზებით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------- ფ------ე ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ნ---- კ--–------ის საფულეს და შპს ,---–-----------ის“-ის ლეპტოპს.

 

2.2. მნიშვნელოვანი ზიანი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე თავი - დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ ადგენს, რომ ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის(ნივთების) ღირებულება 150 ლარს ზევით. საქმეზე დადგენილი გარემოებების თანახმად გ------- ფ------ემ ნ---- კ--–------ეს მიაყენა 165 ლარის, ხოლო შპს ,---–-----------ის“-ს 1149 ლარის ზიანი. თანახმად სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე თავისა აღნიშნული ქმედებით ორივე შემთხვევაში გ------- ფ------ემ დაზარალებულებს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2.3. ქმედების ჩადენა საცავში უკანონო შეღწევით.

 

2018 წლის 24 დეკემბრის დათვალიერების ოქმით დგინდება რომ საგამოძიებო მოქმედება ჩატარაებულია ქ.მარნეულში სულხან-საბას ქუჩა N13-ში არსებულ შპს ,---–------------ის“ ოფისში. ოფისი მდებარეობას შემოღობილ ტერიტორიაზე. ოფისის შესასვლელს აქვს ერთ ფრთიანი რკინის კარი. აღიშნული კარით არის დიდ ოთხაში შესასვლელი, სადაც განლაგებულია მაგიდები და სკამები. ასევე ოთხაში მოთავსებულია კომპიუტერის მაგიდა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საცავში შეღწევა უკანონოა, თუ იგი ხორციელდება დადგენილი აკრძალვის მიუხედავად იმ პირის მიერ, რომელსაც ამის უფლება არა აქვს, რაც ხორციელდება წინააღმდეგობის გადალახვის გზით საცავში შესვლით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ------- ფ------ე ოფისის წარმომდგენლების ნებართვის გარეშე უკანონოდ შევიდა ოფისში, რასაც სასამართლო მიიჩნევს საცავში უკანონოდ შეღწევად.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას. ამდენად, სასამართლოს დასკვნა გ------- ფ------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ გ------- ფ------ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების ნ---- კ--–------ის, ალექსანდრე ჯიქიძის, ვაფა გულიევა-კრივოშევას, ვასილ ქველაძის გამოკითხვის ოქმები, 2018 წლის 23 დეკემბრის დათვალიერების ოქმი, 2018 წლის 24 დეკემბრის დათვალიერების ოქმი, 2018 წლის 24 დეკემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ამოღებული ნივთები, 2018 წლის 26 დეკემბრის ამოცნობის ოქმი, 2018 წლის 27 დეკემბრის ნიმუშის აღების ოქმი, ოდოროლოგიური ექსპერტიზის N46/22-59 დასკვნა.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, გ------- ფ------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ გ------- ფ------ეს ჰქონდა განზრახვა, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა დაზარალებულების საკუთრებას.

 

4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ გ------- ფ------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ნ---- კ--–------ის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (შპს ,---–------------ის“-ის ეპიზოდი), რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

სასჯელის დანიშვნის დროს, თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მათ წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს და ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, კერძოდ:

 

5.1. გ------- ფ------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დანაშაულის ჩადენის დროს იყო შეზღუდულ შერაცხადი.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

6.3. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, თანამშრომლობდა გამოძიებასთან.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს გ------- ფ------ის რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ბრალდებულის პიროვნების და იმის გათვალისწინებით, რომ იგი ქმედების ჩადენის დროს იყო შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, იყო განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი, მიიჩნევს რომ მას უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.(ნ---- კ--–------ის ეპიზოდი). მას ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით (შპს ,---–-----------ის“ ეპიზოდი).

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად დანაშაულთა ერთობლიობით გ------- ფ------ეს საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრება თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით.

 

ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გ------- ფ------ემ დანიშნული სასჯელი უნდა მოიხადოს შპს ,,აკადემიკოს ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში’’ (ხონი - ქუტირი) გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა უნდა გაგრძელდეს საერთო წესით, ვინაიდან როგორც საქმეში წარმოდგენილი სტაციონალური სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის N003240719 დასკვნის თანახმად დგინდება, გ------- ფ------ეს აღენიშნება შერეული პერსონოლოგიური აშლილობა (კოდი - F61 დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით), გართულებული ნარკოტიზაციით. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენის დროს (2018 წლის 07 ნოემბერს. 2018 წლის 18 დეკემბერს, 2018 წლის 24 დეკემბერს) გ------- ფ------ე ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით, ფსიქიკის დროებითი აშლილობით ან ჭკუასუსტობით დაავადებული არ იყო. მას აღენიშნებოდა შერეული პერსონოლოგიური აშლილობა, გართულებული ნარკოტიზაციით, და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). ამჟამად გ------- ფ------ეს აღენიშნება შერეული პერსონოლოგიური აშლილობა, გართულებული ნარკოტიზაციით, დეკომპენსაციის მდგომარეობა. ამჟამად თავისი ფსიქიკური მდგომარეობით გ------- ფ------ეს არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებაში. ამჟამად გ------- ფ------ე დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას სასჯელაღსრულების სისტემის პირობებში. ამჟამად თავისი ფსიქიკური მდგომარეობით გ------- ფ------ეს არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისი მხრიდან არსებობს საკუთარი თავისა და სხვა პირისთვის ზიანის, მუქარისა და ძალადობის შემცველი ქცევის რისკი. თავისი ფსიქიკური მდგომარეობისა და ქცევის რისკის ხარისხის მიხედვით ამჟამად გ------- ფ------ე წარმოადგენს სოციალურ საშიშროებას და გამამტყუნებელი განჩენის გამოტანის შემთხვევაში სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი გ------- ფ------ემ უნდა მოიხადოს (არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონალური დახმარება) შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში (რეკომენდებულია აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი; ხონი - ქუტირი), არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონალური დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა შეიძლება გაუგრძელდეს საერთო წესით.

 

საქართველოს სსკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ დანაშაული შერაცხადმა პირმა ჩაიდინა, მაგრამ იგი ფსიქიკურად დაავადდა განაჩენის გამოტანამდე, რის გამოც არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს ან უხელმძღვანელოს მას, პირი სასამართლოს მიერ შეფარდებულ სასჯელს გამოჯანმრთელებამდე მოიხდის შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი იყო, მაგრამ მისი ჩადენის შემდეგ შეურაცხი გახდა, სასამართლოს გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც განსაზღვრავს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდას შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გრძელდება საერთო წესით, რასაც მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი.

 

ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან არ თავისუფლდება სრულწლოვანი, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, ესე იგი ფსიქიკური დაავადების გამო არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ანდა ეხელმძღვანელა მისთვის. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, შეზღუდულ შერაცხადობას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის დროს.

 

7. ნივთმტკიცების საკითხი:

 

7.1. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად დაზარალებულს, გამართლებულს ან სხვა პირს კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს. საქმეზე ამოღებული შავი საფულე უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულ ნ---- კ--–------ეს, ხოლო ლეპტოპი დაუბრუნდება დაზარალებულ შპს ,---–------------ს.“

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ------- ფ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით (ნ---- კ--–------ის ეპიზოდი)

 

გ------- ფ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით (შპს ,---–-----------ის“ ეპიზოდი)

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად დანაშაულთა ერთობლიობით გ------- ფ------ეს საბოლოო სასჯელი დაენიშნოს შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით.

 

გ------- ფ------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომეტიდან 2018 წლის 24 დეკემბრიდან.

 

გ------- ფ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გ------- ფ------ემ დანიშნული სასჯელი მოიხადოს შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში - შპს „აკადემიკოს ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ (ხონი - ქუტირი) გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გაგრძელდეს საერთო წესით.

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

 

შავი საფულე დაუბრუნდეს დაზარალებილ - ნ---- კ--–------ეს.

 

ლეპტოპი დაუბრუნდეს დაზარალებულ შპს ,---–------------ს“

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე