გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/49-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
2 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
მოსარჩელე - ნ-------------–--ი
წარმომადგენელი - ნ------------–---–ი
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - ე---------–-–---–ი
მესამე პირი - სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია
წარმომადგენელი - დ-------------
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 17 იანვრის №-- ბრძანება;
1.2. დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ნ-------------–--ისათვის იძულებით გადაადგილებულ პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე.
2. მხარეთა პოზიცია:
2.1. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო. მხარი დაუჭირა წარმოდგენილ წერილობით შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს; გასაჩივრებული აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობისა და ზოგადად, სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. მისივე განმარტებით, გასაჩივრებული აქტი შეეხება ნ-------------–--ს, რომელსაც სტატუსი ჩამოერთვა მშობლებისთვის სტატუსის ჩამორთმევის გათვალისწინებით. ამასთან, მოსარჩელის მშობლებისთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილებები სადავოდ არ გამხდარა.
2.2. მესამე პირის პოზიცია:
მესამე პირის, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნებს და განმარტა, რომ მოძიებული ინფორმაციით არ დადასტურდა მოსარჩელის მშობლების - ნ---------–---–-სა და მ--–------------–---ს 1991 წლამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტი შემდეგ მისამართზე: ც------–--------------------. ამასთან, ადმინისტრაციაში კომისია შედგება ცხინვალის მაცხოვრებლებისგან და მათგან მიღებული ინფორმაციის სანდოობის გამო, არ იყო მიზანშეწონილი სხვა პირთა/მოწმეთა გამოკითხვა. მისივე განმარტებით, ვინაიდან მ--–------------–--მა და ნ---------–---–მა ადმინისტრაციას არ წარუდგინეს ყველა საჭირო დოკუმენტი, მათ შორის, ოჯახის შემადგენლობისა და შვილების დაბადების დამადასტურებელი მოწმობები, მათ შვილებთან მიმართებით კომისიას ცალკე არ უმსჯელია.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მ--–------------–--ს (დ---------------–.), ნ---------–---–ს (დ---------------–.), ნ-------------–--ს (დ---------------–.), დ---------------–--ს (დ---------------–.), მ------------–--ს (დ---------------–.), მ------------–--ს (დ---------------–.), რ--------------–--ს (დ---------------–.) და გ------------–--ს (დ---------------–.) ჰქონდათ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი, შესაბამისად, მათ მიმართ გაცემული იყო იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობები. დევნილის მოწმობების თანახმად, მათ მუდმივ საცხოვრებელ ადგილს იძულებით გადაადგილებამდე წარმოადგენდა ქ. ც------–--------------------, ხოლო დროებითი საცხოვრებელი (რეგისტრაციის) ადგილს - ქ-----------------–----------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობები (ს.ფ.26-33);
- იძულებით გადაადგილებული პირთა (დევნილთა) ოჯახური ანკეტა (ს.ფ. 46).
3.2. ნ-------------–--ი დაიბადა 1----–-–----------------ს, ცხინვალში. მისი მშობლები არიან მ--–------------–--- და ნ---------–---–-.
საბინაო წიგნით დგინდება, რომ ნ-------------–--ი (და--------------–.) მშობლებთან, ასევე, დ-----------–--თან (დ--------–.) და რ-----------–--თან (დ--------–.) ერთად რეგისტრირებული იყო მისამართზე: ქ--–------–------------------------. მ--–------------–--- ს------–------------დან, ხოლო ნ---------–---–- ს------–---------დან ცხინვალში ჩავიდნენ სამუშაოდ 1989 წლიდან.
სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში დაცული მონაცემებით, ნ-------------–--ი 2007 წლის 13 ივნისიდან რეგისტრირებულია ც------––---------------------ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სანოტარო წესით დამოწმებული დაბადების მოწმობა (ს.ფ. 35-36);
- სანოტარო წესით დამოწმებული საბინაო წიგნი (ს.ფ. 54-55);
- ქორწინების მოწმობა №4----- (ს.ფ. 158);
- სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 12 აპრილის საინფორმაციო ბარათი (ს.ფ. 232-233).
3.3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში მ--–------------–--თან და ნ---------–---–თან 2017 წლის 6 დეკემბერს ჩატარდა გასაუბრება, აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გასაუბრების კითხვარი.
კითხვარის თანახმად, იძულებით გადაადგილებამდე ოჯახის შემადგენლობაში იყვნენ: მ--–------------–---, ნ---------–---–-, დ---------------–--ი, რ-------------–--ი და ნ-------------–--ი. მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, მდებარე: ც------–--------------------, წარმოადგენდა ლ----------–----ის საკუთრებას. რეალურად კი ბინა ეკუთვნოდა ნ---------–---–-ს ბიძას - ს------------–---–ს, რომლის სიდედრიც იყო ლ----------–----ე და სახლი მასზე იყო რეგისტრირებული. იძულებით გადაადგილებამდე, 1985-1990 წლებში, მ--–------------–--- მუშაობდა ქ. ცხინვალში, ს--–-----–-----------–-------------------, ხოლო ნ---------–---–- - ქ. ცხინვალის ს----–-------------------–------–---------------–---–-, მ--------. ოჯახს გ--------------ზე მიღებული ჰქონდა ბინა, ე-–---------–---- კორპუსში, ვინაიდან მ--–------------–--- არის ვეტერანი. ისინი ელოდებოდნენ ორდერების დარიგებას, რაც ომის გამო ვერ მოესწრო. ოჯახმა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი დატოვა 1991 წლის 4 იანვარს. რამდენიმე დღეში ქართველებმა დატოვეს ცხინვალი, შესაბამისად, ისინი ცხინვალში ვეღარ დაბრუნდნენ. იძულებით გადაადგილების შემდეგ, ოჯახი ცხოვრობს ს------–--------ში, მ--–------------–---ს მამის საკუთრებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე 2017 წლის 6 დეკემბრის გასაუბრების კითხვარები (ს.ფ. 97-100, 105-108).
3.4. ს-------------------------მ და ლ---–-------–---–მა სანოტარო წესით დაადასტურეს, რომ მ--–------------–--- და ნ---------–---–- 1985 წლიდან 1991 წლის ქართულ-ოსური კონფლიქტის დაწყებამდე მუდმივად ცხოვრობდნენ მისამართზე - ქ--–------–-----------------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სანოტარო წესით დამოწმებული ს------------------------- და ლ---–-------–---–ის 2017 წლის 13 დეკემბრის აქტი (ს.ფ. 25).
3.5. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის 2017 წლის 15 დეკემბრის №1------ წერილით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 4 დეკემბრის №0------------- წერილის პასუხად ეცნობა, რომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში შექმნილმა დროებითმა კომისიამ განიხილა ნ---------–---–-სა და მ--–------------–---ს 1991 წლამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტი, შემდეგ მისამართზე: ც------–-------------------- (ოქმი №--- 14.12.2017წ.). კომისიის გადაწყვეტილებით, არ დადასტურდა ნ---------–---–-სა და მ--–------------–---ს მითითებულ მისამართზე 1991 წლამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის 2017 წლის 15 დეკემბრის №1------ წერილი (რეგ. №--------) (ს.ფ.109);
- ამონაწერი 2017 წლის 14 დეკემბრის №-- სხდომის ოქმიდან (ს.ფ. 21-24).
3.6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე მომზადდა დასკვნა. დასკვნის თანახმად, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის №-------- წერილის და გასაუბრების მასალების გათვალისწინებით, მ--–------------–--თან და ნ---------–---–თან მიმართებაში არ დადასტურდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობა. ამასთან, მ--–------------–---ს სარეგისტრაციო ნომერზე რეგისტრირებულები არიან მისი შვილები და შვილიშვილები: გ------------–--ი, დ---------------–--ი, ნ-------------–--ი, რ--------------–--ი, მ------------–--ი, მ------------–--ი, თ---------------–---–- და ნ-----–---------------–---–-, რომლებსაც დევნილის სტატუსი მინიჭებული აქვთ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე. შესაბამისად, ამავე კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მითითებული პირებისათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევა.
დევნილთა საკითხების დეპარტამენტის 2017 წლის 21 დეკემბრის №0------------- მოხსენებითი ბარათით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს წარედგინა დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 17 იანვრის №-- ბრძანებით, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის 2017 წლის 21 დეკემბრის №0------------- მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი ჩამოერთვა ნ-------------–--ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე დასკვნა (ს.ფ. 43-45);
- დევნილთა საკითხების დეპარტამენტის 2017 წლის 21 დეკემბრის №0------------- მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 42);
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 17 იანვრის №-- ბრძანება (ს.ფ. 41).
3.7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულმა ლ---–-------–---–მა განმარტა, რომ არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. მისი ინფორმაციით, მოსარჩელის ოჯახი ცხოვრობდა ქ. ც------––---------------------ში. მოსარჩელის დედას ჰქვია ნ---, რომელიც 1991 წლამდე მუშაობდა ს--------------–-, მ--------. მოსარჩელის მამა არის მისი მეუღლის დედის ნათესავი. თავად ლ---–-------–---–მა ცხინვალი დატოვა 1991 წლის 9 იანვარს და მოსარჩელის ოჯახიც დაახლოებით იმავე პერიოდში გახდა იძულებული დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. როგორც მისთვის ცნობილია, მოსარჩელის მშობლები ცხინვალში მუშაობდნენ, რის გამოც იქ მუდმივად უწევდათ ცხოვრება. თავად მოსარჩელე დაიბადა 1990 წელს, ომამდე ცოტა ხნით ადრე და პატარას მოუწია ტერიტორიის დატოვება. ლ---–-------–---–ის ინფორმაციით, იძულებით გადაადგილების შემდეგ, ოჯახი ცხოვრობს ს------–--------ში.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულმა ს-------------------------მ განმარტა, რომ ცხოვრობს გორში, ა-–-----–------------ და არის დევნილი. იძულებით გადაადგილებამდე, 1980 წლიდან 1990 წლამდე მუშაობდა ც------––----------–--------–----------–-----------–--------. მას ჩაბარებული ჰქონდა მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ქუჩები. მოსარჩელის მშობლებს იცნობს სამსახურიდან გამომდინარე. დაახლოებით თვეში ორჯერ მათთან ოჯახში მიდიოდა ტელეფონის შესაკეთებლად, ამასთან მათ ქუჩაზე ყოველდღიურად მოძრაობდა და ეზოში ხედავდა ოჯახს, მათ შორის, ბავშვებს. ს------------------------ის განმარტებით, მოსარჩელის დედას ჰქვია ნ---, მამის სახელი არ ახსოვს, თუმცა ორივეს იცნობს პირადად. მართალია, მათთან არ აქვს ახლო ურთიერთობა, მაგრამ შეხვედრისას იცნობენ ერთმანეთს, რაც გახდა საფუძველი სანოტარო აქტზე ხელმოწერისა. მისი ინფორმაციით, ოჯახს მესამე შვილი შეეძინა არეულობის დაწყებამდე. ამჟამად ცხოვრობენ ს------–--------ში. მათ ცხინვალის ტერიტორია დატოვეს 90-იან წლებში, როდესაც ცხინვალიდან ყველა წამოვიდა. ცხინვალში, მოსარჩელის დედა მუშაობდა ს--------------–-, მ--------, ხოლო მამა სხვადასხვა ადგილას, რომლის შესახებაც დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს. ამასთან, იცის, რომ ოჯახს სახლზე ჰქონდა პრობლემა და ელოდებოდნენ მის მიღებას, რაც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ვერ მოასწრეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოწმეთა ჩვენება, 16.04.2019წ. სასამართლო სხდომის ოქმი (ს.ფ. 211-228).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის N287 ბრძანებით დამტკიცებული „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესი“.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 17 იანვრის №-- ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალდებულებასაც ითხოვს მოსარჩელე მოპასუხე მხარისაგან.
6.2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებს და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.
დევნილის ცნებას განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
ამავე კანონის მე-4 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) თანახმად, დევნილის სტატუსის მაძიებელი არის პირი, რომელმაც დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო); ხოლო ,,გ” ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.
ამდენად, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მისანიჭებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ანუ იმ გარემოებას, რომ პირს იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევისა და საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ცხადია, რომ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი ნიშნავს შესაძლებლობას, პირს ჰქონდეს ამ საცხოვრებელ ადგილებთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები.
„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილი მიზეზების გამო. პირი რამდენიმე საცხოვრებელი ადგილიდან ირჩევს ძირითადად, უმთავრეს საცხოვრებელ ადგილს, რომელიც მიიჩნევა პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად. შესაბამისად მუდმივი საცხოვრებელი ადგილი პირის ძირითადი, უმთავრესი ადგილსამყოფელია, სადაც უპირატესად ცხოვრობს. მუდმივი საცხოვრებელის არსიდან გამომდინარეობს, რომ პირი იქ არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს, თუმცა ამავდროულად ეს არ გამორიცხავს დროის გარკვეული მცირე მონაკვეთით ამ პირის სხვა ადგილას ცხოვრების ფაქტს.
6.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის N287 ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესი.
აღნიშნული წესის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხის შესწავლას და შესაბამისი დასკვნის მომზადებას ახორციელებს დეპარტამენტი. პირისთვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე დასკვნას ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი და რეგისტრაციის სამმართველოს უფროსი, ხოლო დევნილის სტატუსის ჩამორთმევის, აღდგენის ან აღდგენაზე უარის თაობაზე დასკვნას – ასევე მოხელე, რომელმაც პირს ჩაუტარა გასაუბრება და შეავსო დადგენილი ფორმის კითხვარი. პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევის, აღდგენის ან აღდგენაზე უარის თაობაზე დასკვნა დეპარტამენტის უფროსის მიერ წარედგინება მინისტრს.
სასამართლო ასევე მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხებს წყვეტს სამინისტრო.
ამასთან, ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე; ხოლო „დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესის“ მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ მშობელი (მშობლები) არის დევნილის სტატუსის მაძიებელი პირი და განცხადებაში ითხოვს არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებას, როგორც მშობლის (მშობლების), ასევე, არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხი წყდება ერთობლივად.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე.
მითითებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ არასრულწლოვანი პირისთვის დევნილის სტატუსის მინიჭება, შეწყვეტა, ჩამორთმევა და აღდგენა პირდაპირ არის დაკავშირებული მშობლ(ებ)ის სტატუსთან და საკითხი წყდება ერთობლივად, თუმცა პირს სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ შეუძლია სტატუსის მოსაპოვებლად პირადი განცხადების წარდგენა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე წარმოადგენს მ--–------------–---ს და ნ---------–---–-ს შვილს, რომელიც დაიბადა 1----–-–----------------ს, ქ. ცხინვალში. მ--–------------–---ს ოჯახს - მეუღლეს და შვილებს, მათ შორის, ნ-------------–--ს ჰქონდათ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი. ამასთან, იძულებით გადაადგილებამდე ოჯახი 1989 წლიდან ჩაწერილი იყო მისამართზე ქ--–------–------------------------, კერძოდ, საბინაო წიგნის თანახმად, მ--–------------–--- ს------–------------დან, ხოლო ნ---------–---–- ს------–---------დან ცხინვალში ჩავიდნენ სამუშაოდ 1989 წლიდან.
დადგენილ გარემოებებს წარმოადგენს, რომ მ--–------------–--თან და ნ---------–---–თან 2017 წლის 6 დეკემბერს დამატებით ჩატარდა გასაუბრება, რასთან დაკავშირებითაც შედგა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გასაუბრების კითხვარი. კითხვარის თანახმად, იძულებით გადაადგილებამდე ოჯახის შემადგენლობაში იყვნენ: მ--–------------–---, ნ---------–---–-, დ---------------–--ი, რ-------------–--ი და ნ-------------–--ი. მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, მდებარე: ც------–--------------------, წარმოადგენდა ლ----------–----ის საკუთრებას, თუმცა რეალურად ბინა ეკუთვნოდა ნ---------–---–-ს ბიძას - ს------------–---–ს, რომლის სიდედრიც იყო ლ----------–----ე და მასზე ჰქონდა საკუთრება რეგისტრირებული. იძულებით გადაადგილებამდე, 1985-1990 წლებში, მ--–------------–--- მუშაობდა ქ. ცხინვალში, ს--–-----–-----------–-------------------, ხოლო ნ---------–---–- - ქ. ცხინვალის ს----–-------------------–------–---------------–---–-, მ--------. ოჯახს გ--------------ზე მიღებული ჰქონდათ ბინა, ე-–---------–---- კორპუსში. მ--–------------–--- არის ვეტერანი და ელოდებოდა ორდერების დარიგებას, რაც ომის გამო ვერ მოესწრო. ოჯახმა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი დატოვა 1991 წლის 4 იანვარს. რამდენიმე დღეში ქართველებმა დატოვეს ცხინვალი, რის გამოც ისინი ცხინვალში ვეღარ დაბრუნდნენ. იძულებით გადაადგილების შემდეგ, ოჯახი ცხოვრობს ს------–--------ში, მ--–------------–---ს მამის საკუთრებაში.
ამასთან, ს-------------------------მ და ლ---–-------–---–მა სანოტარო წესით დაადასტურეს, რომ მ--–------------–--- და ნ---------–---–- 1985 წლიდან 1991 წლის ქართულ-ოსური კონფლიქტის დაწყებამდე მუდმივად ცხოვრობდნენ მისამართზე - ქ--–------–-----------------------.
ასევე დადგენილია, რომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის 2017 წლის 15 დეკემბრის №1------ წერილით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეცნობა, რომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში შექმნილი დროებითი კომისიის გადაწყვეტილებით, არ დადასტურდა ნ---------–---–-სა და მ--–------------–---ს 1991 წლამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტი, შემდეგ მისამართზე: ც------–-------------------- (ოქმი №--- 14.12.2017წ.).
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე მომზადდა დასკვნა, რომლის თანახმად, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის №-------- წერილის და გასაუბრების მასალების გათვალისწინებით, მ--–------------–--თან და ნ---------–---–თან მიმართებაში არ დადასტურდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობა. ამასთან, მ--–------------–---ს სარეგისტრაციო ნომერზე რეგისტრირებულები იყვნენ მისი შვილები და შვილიშვილები: გ------------–--ი, დ---------------–--ი, ნ-------------–--ი, რ--------------–--ი, მ------------–--ი, მ------------–--ი, თ---------------–---–- და ნ-----–---------------–---–-, რომლებსაც დევნილის სტატუსი მინიჭებული ჰქონდათ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე. შესაბამისად, ამავე კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მითითებული პირებისათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევა.
დევნილთა საკითხების დეპარტამენტის 2017 წლის 21 დეკემბრის №0------------- მოხსენებითი ბარათით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს წარედგინა დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 17 იანვრის №-- ბრძანებით, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის 2017 წლის 21 დეკემბრის №0------------- მოხსენებითი ბარათით წარდგენილი დასკვნის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი ჩამოერთვა ნ-------------–--ს.
სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, მშობლ(ებ)ის სტატუსიდან გამომდინარე, არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე.
ამრიგად, იმ შემთხვევაშიც კი თუ არასრულწლოვან პირს მშობლის სტატუსიდან გამომდინარე უარი ეთქვა დევნილის სტატუსის მინიჭებაზე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მისი სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, პირის მოთხოვნის შესაბამისად, კვლავ იმსჯელოს მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
სასამართლო მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს მოსარჩელის დაბადების თარიღზე და ადგილზე, კერძოდ, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ იგი დაიბადა 1----–-–-----------------------------------ს, ქ. ცხინვალში. ასევე სადავო არ არის ის გარემოებაც, რომ მშობლები 1989 წლიდან მუშაობდნენ ცხინვალში და ჩაწერილები იყვნენ მისამართზე: ქ--–------––------------------------------------------. მშობლების გამოკითხვის თანახმად, მათ ცხინვალი დატოვეს 1991 წლის 4 იანვარს. აღნიშნული ასევე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულმა პირებმა, რომელთაც განმარტეს, რომ ნ-------------–--ის ოჯახმა ცხინვალის ტერიტორია დატოვა იმ დროს, როდესაც მოსარჩელე მცირეწლოვანი იყო. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის დაბადებიდან კონფლიქტის დაწყებამდე ძალიან მცირე დრო იყო გასული, სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა ნ-------------–--ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის იძულებით დატოვებასთან დაკავშირებით.
ამასთან, მართალია ნ-------------–--ს იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი მინიჭებული ჰქონდა მშობლების სტატუსიდან გამომდინარე, ასევე, სტატუსი ჩამოერთვა მშობლებისათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შემდეგ, მაგრამ საქმეში არსებული მასალების ერთობლიობაში შეფასების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ-------------–--ს, როგორც სადავო საკითხის გადაწყვეტისას სრულწლოვან პირს ჰქონდა შესაძლებლობა მშობლებისგან დამოუკიდებლად მოეპოვებინა დევნილის სტატუსი, რაც სასამართლოს მოსაზრებით სარჩელის დაკმაყოფილებისა და მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის აღდგენის საკმარის საფუძვლებს ქმნის.
6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლო აქვე მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის №01-14/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულება. მითითებული დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრულია სააგენტოს მიზნები, ფუნქციები, უფლებამოსილებები და საქმიანობის პრინციპები, კერძოდ, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტოს ფუნქციებში და უფლებამოსილებებში შედის: ს) კომპეტენციის ფარგლებში, დევნილთა და ეკომიგრანტთა, მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებზე მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; წ) დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება და კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტაციისა და ბაზის წარმოება.
მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 17 იანვრის №-- ბრძანება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ამასთან, უკანონოდ ზღუდავს მას. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე ბათილად უნდა იქნეს იგი ცნობილი და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ნ-------------–--ისათვის იძულებით გადაადგილებულ პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე.
7. საპროცესო ხარჯები:
მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ასევე, მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.
განსახილველ შემთხვევაში, ნ-------------–--ის სარჩელზე ნ------------–---–-- მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილია სახელწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ მოსარჩელე ნ-------------–--ს უნდა დაუბრუნდეს ნ------------–---–-- მიერ 2019 წლის 4 იანვარს №1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 100 (ასი) ლარის ოდენობით (სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“; მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში, სხვა შემოსულობები (თვითმმართველი ქალაქი თბილისი), მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 300773150, ბანკის კოდი - TRESGE22; გადახდის დანიშნულება - სახელმწიფო ბაჟი სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, 22-ე-23-ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ-------------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 17 იანვრის №-- ბრძანება;
3. დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ნ-------------–--ისათვის იძულებით გადაადგილებულ პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე;
4. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
5. მოსარჩელეს ნ-------------–--ს უკან დაუბრუნდეს ნ------------–---–-- მიერ 2019 წლის 4 იანვარს №1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 100 (ასი) ლარის ოდენობით (სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“; მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში, სხვა შემოსულობები (თვითმმართველი ქალაქი თბილისი), მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 300773150, ბანკის კოდი - TRESGE22; გადახდის დანიშნულება - სახელმწიფო ბაჟი სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6), მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე