გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N0-02100-21193-7
N2-336-12
გადაწყვეტილება
ს----------–--- სახელით
24.0-.20-9 წელი ქ.ოზურგეთი
ო------------ რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარინა კიკნაძე
სხდომის მდივანი მაკა გუჯაბიძე
მოსარჩელე- სს ს----------–---------
მოსარჩელის წარმომადგენელი- თა----------–---
მოპასუხეები- ლი-------–---–-,ლე---------------------–--------–--–-----------------ვა,ზა----------------------–--------–--–-----------–---–იძე
ნი-----------
წარმომადგენელი-და---------------
დავის საგანი- საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გარდაცვლილ ლე--------------ს (პ/ნ 2----------- უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნას გარდაცვლილის შვილი-ნ--------------ვა (პ/ნ 2----------).
დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოახდინოს უძრავ ქონებაზე, მდებარე მ–----------------------- (ს/კ 72.---3-.1--), გარდაცვლილი ლე--------------ს უფლებამონაცვლე ნ--------------ვას საკუთრების უფლების რ--------–-- საჯარო რეესტრში.
1.2. ლ--------–---–ს და ნ--------------ვას დეკისროთ სოლიდარულად მოსარჩელის სს ,,ს----------–---------ს'' სასარგებლოდ დავალიანების - 5- 310.40 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა არის - 22 980.89 აშშ დოლარი, სარგებელიი - 53-3.67 აშშ დოლარი და ჯარიმა - 2-945.84 აშშ დოლარი.
1.3. გარდაცვლილ ზა---------------ს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნას გარდაცვლილის მეუღლე-ქე-------–---–--- (პ/ნ 6------------
დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოახდინოს უძრავ ქონებაზე, მდებარე ბ----------–--------------------- (ს/კ 0-.--.1--0--.--.5--),39.6 კვ.მ ფართზე მოახდინოს გარდაცვლილი ზა---------------ს უფლებამონაცვლე ქე-------–---–---- საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
1.4. გადაწყვეტილების აღსრულება პირველ რიგში განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული შემდეგი ქონების რეალიზაციის გზით:
1. ქ.ბ----------–---------------------–- მდბარე, 39.6 კვ.მ. ფართი. საკადასტო კოდი N0-.--.1--0--.--.5--.
2. ლ----------------–-------------------, 28 კვ.მ. ფართი საკადასტრო კოდი N2-.0-.5-.--1.--.0--.
3. მ–--------------–----------------------. მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი N72.---3-.1--.
იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფაში არსებული ქონების რეალიზაციით ამონაგები თანხა სრულად არ დაფარავს ვალდებულებას, მოთხოვნს სრულად დაკმაყოფილების მიზნით აღსასრულებლად მიქცეულ იქნას სოლიდარულ მოვალეთა კუთვნილი სხვა უძრავ-მოძრავი ქონება.
მოსარჩელე ორგანიზაციის-სს ს----------–---------ს წარმომადგენლის თა----------–---ს განმარტებით 20-0 წლის 2------- ბანკსა და მოპასუხე ლ--------–---–ს შორის გაფრომებული იქნა საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე გაიხსნა საკრედიტო ხაზი 100 000 აშშ დოლარი. ხაზის ფარგლებში ლ--------–---–ზე გაიცა სესხი 26 600 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველსაყოფად ასევე დამატებით გაფორმდა ფიზიკური პირის ლე--------------ს თავდებობა. მოპასუხეთა მხრიდან არ შესრულდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც მოითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეთა წარმომადგენელმა-და---------------მ სარჩელი ცნო ძირითადი თანხის ნაწილში, ხოლო დარიცხული ჯარიმის ნაწილში ითხოვს მის შემცირებას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 20-0 წლის 2------- სს ს----------–--------- და ლ--------–---–ს შორის გაფრომებული იქნა საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულებ N-------
სასამართლო ეყრდონა შემდეგ მტკიცებულებებს:
ხელშეკრულება (ტ.1. ს.ფ.13-22)
3.2.2. 20-0 წლის 2------- სს ს----------–---------, ზა---------------ს და მინდობილ მესაკუთრე თენგიზ ბერიძეს შორის გაფრომებული იქნა იპოთეკის ხელშეკრულება N---------
სასამართლო ეყრდონა შემდეგ მტკიცებულებებს:
ხელშეკრულება (ტ.1.ს.ფ.--)
3.2.3. 20-0 წლის 2------- სს ს----------–--------- და ლ--------–---–ს შორის გაფრომებული იქნა იპოთეკის ხელშეკრულება N---------
სასამართლო ეყრდონა შემდეგ მტკიცებულებებს:
ხელშეკრულება (ტ.1.ს.ფ.28-31)
3.2.4. 20-0 წლის 2------- სს ს----------–--------- და ლ--------–---–ს შორის გაფრომებული იქნა იპოთეკის ხელშეკრულება N-------- და ხელშეკრულება N---------
სასამართლო ეყრდონა შემდეგ მტკიცებულებებს:
ხელშეკრულება (ტ.1.ს.ფ.41-45)
3.2.5. 20-0 წლის 2------- სს ს----------–--------- და ლ--------–---–ს შორის გაფრომებული იქნა იპოთეკის ხელშეკრულება N5-------
სასამართლო ეყრდონა შემდეგ მტკიცებულებებს:
ხელშეკრულება (ტ.1.ს.ფ.67-70)
3.2.6. 20-0 წლის 8 დეკემბერს სს ს----------–--------- და ლე--------------ს შორის გაფრომებული იქნა იპოთეკის ხელშეკრულება N5-------
სასამართლო ეყრდონა შემდეგ მტკიცებულებებს:
ხელშეკრულება (ტ.1.ს.ფ.86-90)
3.2.7. 20-0 წლის 3- დეკემბერს სს ს----------–--------- და ლ--------–---–ს შორის გაფრომებული იქნა შეთანხმება N-------- საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
სასამართლო ეყრდონა შემდეგ მტკიცებულებებს:
შეთხნხემა N-------- (ტ.1.ს.ფ.74-75)
3.2.8. 20-0 წლის 8 დეკემბერს სს ს----------–--------- და ლე--------------ს შორის გაფრომებული იქნა შეთანხმება N5--------1 საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
სასამართლო ეყრდონა შემდეგ მტკიცებულებებს:
შეთხნხემა N-------- (ტ.1.ს.ფ.74-75)
3.2.9. 20-0 წლის 3- დეკემბერს სს ს----------–--------- და ლ--------–---–ს შორის გაფრომებული იქნა 25.0-.20-0 წლის N------ ხელშეკრულების შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება N-------8-----
სასამართლო ეყრდონა შემდეგ მტკიცებულებებს:
ხელშეკრულება (ტ.1.ს.ფ.93-94)
3.2.10. ცნობის თანახმად, მოპასუხე ლ--------–---–ს ერიცხება 16/0-/12 -ის მდგომარეობით სასესხო დავალიანება - 59 929.51 აშშ დოლარი, საიდანაც ძირი თანხა არის - 26.600 აშშ დოლარი, პროცენტი - 53-3.67 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 28134.86 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ცნობა (ტ.1.ს.ფ.120 )
3.2.1-- ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ უძრავი ქონება საკადასტრო კოდით N0-.--.11.--8.--.50- მდებარე ქ.ბ----------–---------------------–-, 39.6 კვ.მ.ფართი, რეგისტრირებულია ზა---------------ს და გ------------------ საკუთრებად.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ამონაწერი (ტ.1.ს.ფ.32)
3.2.12. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ უძრავი ქონება საკადასტრო კოდით N2-.1-.------ მდებარე ლ----------------–----–----------------–----------–----- რეგისტრირებულია ლი-------–---–-ს საკუთრებად.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ამონაწერი (ტ.1.ს.ფ.35-40, 46-47)
3.2.13. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ უძრავი ქონება საკადასტრო კოდით N2-.0-.5-.--1.--.0-- მდებარე ლ----------------–---------- რეგისტრირებულია თენგიზ ბერიძის საკუთრებად.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ამონაწერი (ტ.1.ს.ფ.61-66, 71-72)
3.2.14. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ უძრავი ქონება საკადასტრო კოდით N72.---3-.1-- მდებარე მ–--------------–------------ რეგისტრირებულია აწ გარდაცვლილ ლე--------------ს საკუთრებად.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ამონაწერი (ტ.1.ს.ფ.76-79, 91-92)
3.2.1-. თავდაპირველი სარჩელის მოპასუხე ზა--------------- გარდაიცვალა 20-4 წლის 11 დეკემბერს.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:
გარდაცვალების მოწმობა N----------- (ტ.2. ს.ფ. 94)
3.2.16. N2-2--- ქორწინების მოწმობით დადგენილია, რომ თავდაპირველი სარჩელის მოპასუხის- აწ გარდაცვლილი ზა---------------ს მეუღლე არის ქე-------–---–---.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ქორწინების მოწმობა (ტ.2. ს.ფ. 97)
3.2.1-- თავდაპირველი სარჩელის მოპასუხე ლ---------------- გარდაიცვალა 20-8 წლის 4 ივლისს.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:
გარდაცვალების მოწმობა N4---------- (ტ.2. ს.ფ. 223)
3.2.18. 1----–-–----------------------------------------- ჩანაწერით დადგენილია, რომ აწ გარდაცვლილ ლე--------------ს შვილი არის ნ--------------ვა.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:
დ--------------------- ჩანაწერი (იხ. ტ.2. ს.ფ. 282).
3.2.19. 1----–-–-----------------------–---------–--------- აქტის თანახმად აწ გარდაცვლილ ლე--------------ს მეუღლე არის ლი-------–---–--
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ქ----–---------–--------------- (იხ. ტ.2. ს.ფ. 285)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო გაანალიზა რა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა მხარეებს, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 361-ე, 316-317-ე, 416-419-ე, 420-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ს----------–--- სსკ-ის მე-2 მუხლი ადგენს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპს პირის მიერ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესახებ. აღნიშნული ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილა უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესი სასამართლოს მეშვეობით. აღნიშნული პრინციპი განმტკიცებულია ს----------–--- კონსტიტუცის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით.
როგორც დადგენილია მოსარჩელემ თავისი შესაძლო დარღვეული უფლების დასაცავად მიმართა სასამართლოს 20-2 წლის 17 აგვისტოს.
მოცემულ საქმეზე 20-6 წლის 2- აპრილს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და სს ს----------–---------ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილორივ.
ო------------ რაიონლი სასამართლოს 20-7 წლის 9 ნოემბრის განჩინებით გაუქმდა ო------------ რაიონული სასამართლოს 20-6 წლის 2- აპრილის გადაწყვეტილება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო და განახლდა საქმის წარმოება. აღნიშნული განჩინება ქ--------- სააპელაციო სასამართლოს 20-8 წლის 13 აპრილის განჩინებით დარჩა უცვლელი. შესაბამისად, საქმის განხილვა დაიწყო თავიდან.
სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრობითობის პრინციპზე უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობებით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
6.2. ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ხოლო მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს იმავე სახისა და რაოდენობის ფული. სწორედ აღნიშნული რეგულაციის გათვალისწინებით, ვინაიდან სესხის აღებით პირი იღებს ქონებას, რომელიც უნდა დააბრუნოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში.
სასამართლო განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულება არის ცალმხრივი ხელშეკრულება, რაც იმას ნიშნავს, ერთი მხარე- მოვალე კისრულობს სესხად მიღებული ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის დაბრუნების ვალდებულებას, ხოლო მეორე მხარეს კი, გააჩნია შესაბამისი უფლება-მოვალეს მოსთხოვოს გასესხებული ფულის ან ნივთების უკან დაბრუნება. ამვე დროს სესხის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა და იგი დადებულად მიიჩნევა მსესხებლისათვის თანხის ან გვაროვნული ნივთის გადაცემის მომენტიდან.
დადგენილია, რომ 20-0 წლის 2------- სს ს----------–--------- და ლ--------–---–ს შორის გაფრომებული იქნა საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულებ N------ (იხ. პუნქტი 3.2.1).
იმავე დღეს სს ს----------–--------- და ლ--------–---–ს შორის გაფრომებული იქნა იპოთეკის ხელშეკრულებები (იხ. 3.2.2-.3.2.5)
20-0 წლის 8 დეკემბერს სს ს----------–--------- და აწ გარდაცვლილ ლე--------------ს შორის გაფრომებული იქნა იპოთეკის ხელშეკრულება N5------- (იხ. პუნქტი 3.2.6).
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ უძრავი ქონება საკადასტრო კოდით N0-.--.11.--8.--.50- მდებარე ქ.ბ----------–---------------------–-, 39.6 კვ.მ.ფართი, რეგისტრირებულია თავდაპირველი სარჩელის მოპასუხის აწ გარდაცვლი ზა---------------ს და გ------------------ საკუთრებად (იხ. პუნქტი 3.2.11).
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ უძრავი ქონება საკადასტრო კოდით N72.---3-.1-- მდებარე მ–--------------–------------ რეგისტრირებულია თავდაპირველი სარჩელის მოპასუხის -აწ გარდაცვლილ ლე--------------ს საკუთრებად (იხ. პუნქტი 3.2.14).
თავდაპირველი სარჩელის მოპასუხე -ზა--------------- გარდაიცვალა 20-4 წლის 11 დეკემბერს (იხ. პუნქტი 3.2.1-).
N2-2--- ქორწინების მოწმობით დადგენილია, რომ თავდაპირველი სარჩელის მოპასუხე-აწ გარდაცვლილ ზა---------------ს მეუღლე არის ქე-------–---–--- (იხ. პუნქტი 3.2.16).
თავდაპირველი სარჩელის მოპასუხე-ლ---------------- გარდაიცვალა 20-8 წლის 4 ივლისს (იხ. პუნქტი 3.2.17).
1----–-–----------------------------------------- ჩანაწერით დადგენილია, რომ თავდაპირველი სარჩელის მოპასუხის-აწ გარდაცვლილ ლე--------------ს შვილი არის ნ--------------ვა (იხ. პუნქტი 3.2.18).
1----–-–-----------------------–---------–--------- აქტის თანახმად თავდაპირველი სარჩელის მოპასუხის-აწ გარდაცვლილ ლე--------------ს მეუღლე არის მოპასუხე ლია რამივილი (იხ. პუნქტი 3.2.19).
6.3. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და დათქმულ ადგილას. ამავე კოდექსის 316-317-ე მუხლების თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
6.4. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნით მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი ითხოვს აწ გარდაცვლილ ლე--------------ს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნას გარდაცვლილის შვილი-ნ--------------ვა და აწ გარდაცვლილ ზა---------------ს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნას გარდაცვლილის მეუღლე-ქე-------–---–---.
ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილით - სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.
როგორც დადგენილია ლე-------------- გარდაიცვალა 20-8 წლის 4 ივლისს (იხ. პუნქტი 3.2.17) , ხოლო ზა--------------- გარდაიცვალა 20-4 წლის 11 დეკემბერს (იხ. პუნქტი 3.2.1-).
ამდენად, მოთხოვნა უფლებამონაცვლის დადგენის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან უფლებამონაცვლეობის ფაქტი დასტურდება საქმეზე წამოდგენილი მტკიცებულებებით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში უფლებამონაცვლეობა დასაშვებია და ამასთან, ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა.
6.5. სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს სანივთო უზრუნველყოფის ღონისძიებებს, კერძოდ მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებით საშუალებებს. სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ ისეთი დამატებითი საშუალება როგორიცაა პირგასამტეხლო, რომელიც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებითი საშუალებაა, მხარეთა შეთანხმებით დადგენილი ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის დროს.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის (სკ-ის 417-ე მუხლი). სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დანიშნულება ვალდებულების დარღვევის მინიმალური ზიანის ანგარიშში ამ თანხის ჩათვლაა. ფუნქციური დანიშნულებით, მინიმალური ზიანი არ წარმოადგენს ფაქტობრივად მიღებული ზიანის სრულ ანაზღაურებას, არამედ ესაა თანხა, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის მინიმალურ დაკმაყოფილებას, სწორედ ამითაა გამართლებული პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო ბუნება, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის სავალდებულოა მხარეთა მიერ შესაბამისი ფორმით შეთანხმების მიღწევა, რაც რეგულირებულია სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით ,,სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო”.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ პირგასამტეხლოს თავის არიდების მიზნით კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის წინაშე არსებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ არის მართლზომიერი და იგი უნდა შემცირდეს.
7. საპროცესო ხარჯები
ს----------–--- სსკ-ის 49.2 მუხლის თანახმად, მოსარჩელეს - სს ს----------–--------- უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 30-4.99 (სამი ათას სამოცდაოთხი ლარის და ოთხმოცდაცხრამეტი თეთრის) ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 257-ე, 2591 , 364-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს ს----------–---------ს დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. გარდაცვლილ ლე--------------ს (პ/ნ 2----------- უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნას გარდაცვლილის შვილი-ნ--------------ვა (პ/ნ 2----------).
დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოახდინოს უძრავ ქონებაზე, მდებარე მ–----------------------- (ს/კ 72.---3-.1--), გარდაცვლილი ლე--------------ს უფლებამონაცვლე ნ--------------ვას საკუთრების უფლების რ--------–-- საჯარო რეესტრში.
1.2. ლ--------–---–ს და ნ--------------ვას დეკისროთ სოლიდარულად მოსარჩელის სს ,,ს----------–---------ს'' სასარგებლოდ დავალიანების - 311-9.14 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა არის - 22 980.89 აშშ დოლარი, სარგებელი - 53-3.67 აშშ დოლარი და ჯარიმა - 2-94.58 აშშ დოლარი.
1.3. გარდაცვლილ ზა---------------ს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნას გარდაცვლილის მეუღლე-ქე-------–---–--- (პ/ნ 6------------
დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოახდინოს უძრავ ქონებაზე, მდებარე ბ----------–--------------------- (ს/კ 0-.--.1--0--.--.5--),39.6 კვ.მ ფართზე მოახდინოს გარდაცვლილი ზა---------------ს უფლებამონაცვლე ქე-------–---–---- საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
1.4. გადაწყვეტილების აღსრულება პირველ რიგში განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული შემდეგი ქონების რეალიზაციის გზით:
1. ქ.ბ----------–---------------------–- მდბარე, 39.6 კვ.მ. ფართი. საკადასტო კოდი N0-.--.1--0--.--.5--.
2. ლ----------------–-------------------, 28 კვ.მ. ფართი საკადასტრო კოდი N2-.0-.5-.--1.--.0--.
3. მ–--------------–----------------------. მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი N72.---3-.1--.
იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფაში არსებული ქონების რეალიზაციით ამონაგები თანხა სრულად არ დაფარავს ვალდებულებას, მოთხოვნს სრულად დაკმაყოფილების მიზნით აღსასრულებლად მიქცეულ იქნას სოლიდარულ მოვალეთა კუთვნილი სხვა უძრავ-მოძრავი ქონება.
2. მოსარჩელეს-სს ს----------–--------- დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 30-4.99 (სამი ათას სამოცდაოთხი ლარის და ოთხმოცდაცხრამეტი თეთრის) ლარი, რომელიც შეტანილია საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი 3--------, საგადახდო დავალება №0--, თარიღი 1--0-.20-2 წ. თანხა - 30-4.99 (სამი ათას სამოცდაოთხი ლარის და ოთხმოცდაცხრამეტი თეთრის) ლარი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ--------- სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ო------------ რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 3- დღისა, გამოცხადდეს ო------------ რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 3--ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მარინა კიკნაძე