განაჩენი

სისხლის სამართლის 10.07.2019
საქმის ნომერი
330100119002940918
თარიღი
10.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/1597-19

(--------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

10 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - იზა კელენჯერიძე

სხდომის მდივანი - თეა ვარდოშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორები - ლ-------------ე, ნ------------–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ე--------------ი (დაბადებული - 1----–-–--------------, რ------------------–-ის მოქალაქე, პირადი №-----------), ნასამართლევი, რეგისტრირებული მისამართზე: ქ------–---ი, მ-----–------------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: თბილისი, ვ---------–--------------------------------------------------ში)

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის წევრის ნივთის დაზიანება/განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).

 

ადვოკატები - ი-------–---ი, ვ------------–-----ე,თარჯიმანი - ე-–---------–--ე

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 19 თებერვალს, ღამის 02:00 სთ-ზე, ქ. თბილისში, ვ---------–--------------------------------------------------ში, ე--------------მა ყოფილ მეუღლეს - ვ---------------ეს, მის საცხოვრებელ ბინაში სიტყვიერი შელაპარაკების დროს, გამოართვა მობილური ტელეფონი და ესროლა კედელს, რის შედეგადაც ტელეფონი განადგურდა. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულს მიადგა ქონებრივი სახის ზიანი 500 ლარის ოდენობით.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის წევრის ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია

 

2.1. დაზარალებულ ვ---------------ის ჩვენების თანახმად, ე--------------ი მისი ყოფილი მეუღლეა. ისინი ერთად არ ცხოვრობენ, თუმცა ჰყავთ ერთი საერთო შვილი, რომელსაც მამა ხშირად აკითხავს. 2019 წლის 19 თებერვალს, ვ---------------ე, ე--------------თან და მეგობართან ერთად იმყოფებოდა რესტორანში, საიდანაც ე--------------ი და ვ---------------ე ამ უკანასკნელის საცხოვრებელ სახლში დაბრუნდნენ დაახლოებით 02:00 საათზე. ე--------------ი მობილურ ტელეფონზე ეკამათებოდა მისთვის უცნობ პიროვნებას. ბრალდებულმა საუბრის დასრულების შემდეგ აგრესია დაზარალებულზე გადაიტანა და ჩხუბი დაუწყო. დაზარალებულმა გადაწყვიტა საპატრულო პოლიციის გამოძახება, რა დროსაც ე--------------მა ხელიდან გამოსტაცა მობილური ტელეფონი და კედელს მიანარცხა. აღნიშნულის შედეგად დაზარალებულის კუთვნილი „------------ მოდელის მობილური ტელეფონი დაიმტვრა. ვ---------------ის ჩვენების თანახმად, მან საპატრულო პოლიცია დედამისის - ა-–------------------ის მობილური ტელეფონით გამოიძახა. პოლიციის გამოძახებისთანავე, ე--------------მა ყოფილი მეუღლის საცხოვრებელი სახლი დატოვა. კამათის დროს დაზარალებულის დედა სახლში იმყოფებოდა. დაზარალებულმა განმარტა, რომ მას არ ახსოვს კონკრეტულად რა თანხა გადაიხადა მობილური ტელეფონის ყიდვისას და დაადასტურა, რომ ე---------------------–--–- გასამართლებულ იქნა მის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ბრალდებით.

 

2.2. მოწმე ა-–------------------ის განმარტებით, მისი ქალიშვილი - ვ---------------ე და ე--------------ი 2014 წელს დაქორწინდნენ. მეუღლეებს თავიდან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ერთი საერთო შვილიც შეეძინათ, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ განქორწინდნენ. ბავშვი ვ---------------ესთან იზრდებოდა, თუმცა მამა ხშირად აკითხავდა შვილს. 2019 წლის 11 თებერვალს, საღამოს საათებში, ვ---------------ემ ბავშვი დაუტოვა მას (დედას) და უთხრა, რომ რამდენიმე საათში დაბრუნდებოდა. დაახლოებით 2-3 საათში, ვ---------------ემ დაურეკა დედას და ბავშვის სახლში მიყვანა სთხოვა. ვინაიდან, მოწმე ვ-------- ბინასთან ახლოს (დაახლოებით 300 მეტრში) ცხოვრობს, მან ბავშვი მალევე მიუყვანა დედას და სახლში გაბრუნდა. რამდენიმე წუთში ვ---------------ემ დედას გაუგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება, სადაც დაზარალებული წერდა, რომ ე--------------ი ეჩხუბა, რის გამოც სურდა პოლიციის გამოძახება და სთხოვდა, ა-–------------------ე ბინაში მალე მისულიყო. მოწმე მალევე მივიდა ვ---------------ესთან, რომელიც ტიროდა და ამბობდა, რომ ე--------------მა კამათისას მობილური ტელეფონი დაუმტვრია და პოლიციის გამოძახების საშუალება არ მისცა. ვ---------------ემ ა-–------------------ის მობილური ტელეფონით გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რის შემდეგაც ე--------------ი ბინიდან წავიდა. მოწმემ დაადასტურა, რომ იგი ქართულ ენას კარგად ფლობს და თარჯიმნის დახმარებას არ საჭიროებს. ბინაში მისულს ვ---------------ესთვის რაიმე განსაკუთრებული არ შეუმჩნევია; მოწმის განმარტებით, ვ---------------ეს არ ემჩნეოდა, რომ იგი იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ.

 

2.3. 2019 წლის 12 თებერვლის ამოღების ოქმის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს, ი----------------------–-–-------------------–--ის გამომძიებელ ვ---------------------ს მიერ, დაზარალებულ ვ---------------ისგან ამოღებულ იქნა ამ უკანასკნელის მიერ გამოძიებისთვის ნებაყოფლობით წარდგენილი მობილური ტელეფონი დაზიანებულ მდგომარეობაში, რომლის ეკრანიც განცალკევებულია მობილური ტელეფონის კორპუსისგან.

 

2.4. საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს, ი----------------------–-–-------------------–--ის გამომძიებელმა - ვ---------------------მ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და დამატებით განმარტა, რომ აღიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო შეტყობინების საფუძველზე, თუმცა 112-ის ოპერატორი აფიქსირებდა, რომ დაზარალებულთან საუბარი შეწყდა და სრული კომუნიკაცია ვერ დაამყარა. გამოძიების მიმდინარეობისას კანონმდებლობის დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ვ---------------------მ დაზარალებულისგან ამოიღო „---------- ფირმის მობილური ტელეფონი დაზიანებულ მდგომარეობაში. გამომძიებელმა ასევე დაადასტურა, რომ მოწმე ა-–------------------ე კარგად ფლობს ქართულ ენას და გამოკითხვისას მისთვის მეტყველებაში რაიმე პრობლემა არ შეუნიშნავს.

 

2.5. საქართველოს შ----------------------------------------–-----------------------------------–-–---------------–--------- საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი მობილური ტელეფონი - „-----------ის დაზიანებით მიყენებული მატერილური ზიანის ოდენობა განისაზღვრება დაზიანებამდე მისი საბაზრო ღირებულებით, რაც შეადგენს 500 ლარს.

 

2.6. მოწმე მ-----------------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

2.7. 2----–-–---------------–-თ დათარიღებული №------ შემაკავებელი ორდერის ოქმის თანახმად, 2019 წლის 12 თებერვალს, ე--------------მა მეუღლეს - ვ---------------ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაუმტვრია მობილური ტელეფონი.

 

2.8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–---------------------------- განაჩენით, ე--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც შეეცვალა პირობით - 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

2.9. სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის სასამართლოში წარსადგენ ნუსხაში, საქმეზე დართული საგნებისა და ნივთების ნაწილში 5.1. პუნქტად მითითებული „---------- ფირმის მობილური ტელეფონი. აღნიშნული ნივთიერი მტკიცებულება დათვალიერდა რა მხარეთა უშუალო მონაწილეობით, სასამართლო და მხარეები დარწმუნდნენ, რომ მას დაზიანებული აქვს ეკრანი, რომელიც განცალკევებულია კოსპუსისგან.

 

2.10. ბრალდებულმა ე--------------მა სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მისთვის წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მას ვ---------------ის მობილური ტელეფონი არ დაუმტვრევია. 2019 წლის 12 თებერვალს, ყოფილ მეუღლესთან და მეგობართან ერთად იმყოფებოდა რესტორანში, სადაც ვ---------------ემ მიიღო დიდი ოდენობით ალკოჰოლური სასმელი. დაახლოებით 2 საათზე დაბრუნდნენ ვ---------------ის საცხოვრებელ ბინაში, სადაც დახვდათ სიდედრი - ა-–------------------ე. მშვიდად შევიდნენ სახლში, რის შემდეგაც ა-–------------------ე წავიდა ბინიდან. რამდენიმე წუთის შემდეგ ვ---------------ემ ეჭვიანობის ნიადაგზე მოაწყო სკანდალი და თავს დაესხა. დაზარალებულის დარტყმების თავიდან აცილების მიზნით, ბრალდებულმა სახეზე ხელი აიფარა, რა დროსაც მობილური ტელეფონი მოხვდა მკლავზე და იატაკზე დავარდა. ბრალდებულს არ შეუმჩნევია, რომ მოცემულ მომენტში დაზიანდა ვ---------------ის მობილური ტელეფონი. ბრალდებულის ჩვენების თანახმად, იგი კონფლიქტის დაწყებისთანავე წავიდა ვ---------------ის სახლიდან და სიცრუეა, თითქოს მან კედელს ესროლა მობილური ტელეფონი და დაამტვრია.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

3.3. საქმეში - Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], №o. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, no. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).ქ

 

3.4. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

3.5. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

3.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და საქმეში არსებულ სხვა, პრეიუდიციულად მიჩნეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.7. სასამართლომ ზემოხსენებული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იქნა დადასტურებული ე--------------ის მიერ ოჯახის წევრის ნივთის დაზიანება/განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, კერძოდ: მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, 2019 წლის 19 თებერვალს, ღამის 02:00 სთ-ზე, ქ. თბილისში, ვ---------–--------------------------------------------------ში სიტყვიერი შელაპარაკების დროს, ყოფილ მეუღლეს - ვ---------------ეს გამოართვა მობილური ტელეფონი და ესროლა კედელს, რის შედეგადაც ტელეფონი განადგურდა, რითაც დაზარალებულს მიადგა ქონებრივი სახის ზიანი 500 ლარის ოდენობით.

 

3.8. განსახილველ შემთხვევაში, ზემოხსენებული დასკვნის მიღებამდე სასამართლომ მიმოიხილა დაცვის მხარის არგუმენტაცია და არ გაიზიარა მისი პოზიცია ე--------------ის უდანაშაულობის თაობაზე, კერძოდ:

 

· სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა ე--------------ის მიერ ყოფილი მეუღლის კუთვნილი მობილური ტელეფონის განადგურების ფაქტს. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებები წინააღმდეგობრივია და მათ მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაციით შეუძლებელია სისხლის სამართლის საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების უტყუარად დადგენა. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აღნიშნულ პოზიციას შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა - ვ---------------ემ ცალსახად დაადასტურა, რომ შეკამათებისას, ყოფილმა მეუღლემ - ე--------------მა, ხელიდან გამოართვა მობილური ტელეფონი და კედელს ესროლა, რა დროსაც ნივთი განადგურდა. მართალია, დაზარალებულის დედას - ა-–------------------ეს უშუალოდ მობილური ტელეფონის კედლისთვის სროლის ფაქტი არ დაუნახავს, თუმცა იგი მყისიერად აღმოჩნდა შემთხვევის ადგილზე და დაინახა მტირალი ვ---------------ე, რომელიც ამბობდა, რომ ყოფილმა მეუღლე დაუმტვრია მობილური ტელეფონი. დაზარალებულმა ა-–------------------ის მობილური ტელეფონით გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რის შემდეგაც ე--------------მა დატოვა ვ---------------ის საცხოვრებელი ბინა. საქმის არსებითი განხილვისას არ დადგენილა ვ---------------ისა და ა-–------------------ის მხრიდან იმდაგვარი დაინტერესება ბრალდებულის პიროვნებით, რაც მათი ჩვენებების სანდოობას ეჭვქვეშ დააყენებდა. გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებული და დაზარალებული რამდენიმე წლის წინ დაშორდნენ ერთმანეთს. ვ---------------ე ფინანსურად ან სხვა კუთხით ყოფილ მეუღლეზე დამოკიდებული არ არის. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან დაკავშირებით, ვ---------------ისა და ა-–------------------ის ჩვენებები თანმიმდევრულია. შესაძლო მცირე უზუსტობები, რაც მათ ჩვენებებში შეინიშნება, სანდოობას ვერ დაუკარგავს დაზარალებულისა და მოწმის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებულ ინფორმაციას. დაცვის მხარის მტკიცება - ვ---------------ისა და ა-–------------------ის ჩვენებებში არსებითი წინააღმდეგობების არსებობის თაობაზე, წარმოადგენს დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებების დისკრედიტაციის მცდელობას და არ გააჩნია მყარი სამართლებრივი არგუმენტი. სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ---------------ისა და ა-–------------------ის ჩვენებები, შემაკავებელი ორდერი, ექსპერტიზის დასკვნა და გამომძიებლის ჩვენება, ქმნიან მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რაც აუცილებელია პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ცალკე აღებული თითოეული მათგანი შესაძლოა საკმარისი არ იყოს პირის ბრალდების დადასტურების თვალსაზრისით, თუმცა ერთობლიობაში ისინი ქმნიან საკმაოდ მაღალ, კანონმდებლობით დადგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობის სტანდარტს.

3.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მოცემული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობა. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...“. ამასთან, ნივთის განადგურებაში იგულისხმება ქონების თვისობრიობის ისეთი შეცვლა, რომლის დროსაც იკარგება ნივთის სასარგებლო თვისებები და შეუძლებელია ნივთის აღდგენა შეკეთების, რესტავრაციის და სხვა საშუალებით. დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ პირის მიერ ქონების დაზიანების შედეგად დაზარალებულს მიადგეს მნიშვნელოვანი ზიანი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. მოცემულ შემთხვევაში სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ვ---------------ის მობილური ტელეფონის ღირებულება შეადგენს 500 ლარს, რაც აღემატება კანონმდებლობით, მნიშვნელოვანი ზიანის განსაზღვრისთვის დადგენილ 150 ლარიან ნიშნულს.

 

3.10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.

 

3.11. სასამართლოს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ე--------------ი და ვ---------------ე რამდენიმე წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში, ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას და შესაბამისად იყვნენ ოჯახის წევრები (მეუღლეები). აღნიშნული გარემოება მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ საქმის არსებითი განხილვისას, შესაბამისად, სასამართლო აღნიშნულ საკითხზე დამატებით ყურადღებას არ შეაჩერებს.

 

3.12. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციაზე (სტამბოლის კონვენცია), რომელიც მოუწოდებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს, გაატარონ ყველა საჭირო საკანონმდებლო თუ სხვა ზომები იმისთვის, რომ ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის დანაშაულები იყოს დასჯადი „ეფექტური, თანაზომიერი და დამაფიქრებელი“ სანქციის მეშვეობით, მათი სიმძიმიდან გამომდინარე.

 

3.13. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, კერძოდ: საქმეში ოფუზი თურქეთის წინააღმდეგ (Opuz v. Turkey, No. 33401/02, 9.06.09), სასამართლომ ხაზი გაუსვა ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეს: ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან, ..რეალურად ამ ფენომენის შედეგად ხშირად ზარალდებიან ბავშვებიც, პირდაპირ თუ არაპირდაპირ.

 

3.14. სასამართლო ასევე მიუთითებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2002 წლის 30 აპრილის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაზე (რეკ(2002)5), სადაც აღნიშნულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმარების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრმა სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა; რეკომენდაცია ასევე მიუთითებს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ - ძალადობის ყველა მსხვერპლს შეეძლოს სამართალწარმოების დაწყება, უნდა არსებობდეს დებულებანი, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლის სამართალწარმოების დაწყებას პროკურორის მიერ, მოუწოდებს პროკურორებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მიიჩნიონ გადამწყვეტ გარემოებად იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად საჭიროა საქმის აღძვრა, უზრუნველყონ, რომ მსხვერპლთა დასაცავად მიღებულ იქნას ეფექტიანი ზომები მუქარისა და შურისძიების შესაძლო შემთხვევების წინააღმდეგ და გადადგმულ იქნას კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად სამართალწარმოების მიმდინარეობისას.

 

3.15. ამდენად, სასამართლო, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტებებს, გაითვალისწინებს ე--------------ის მიმართ განაჩენის გამოტანისას.

 

3.16. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას; ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო, სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების, მათ შორის მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას, ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია, რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

 

3.17. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

3.18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ე--------------მა ჩაიდინა - ოჯახის წევრის ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით; ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ე--------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა, წარსულში ნასამართლობა განზრახი დანაშაულისათვის (დანაშაულის რეციდივი).

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

5.3. განაჩენის 5.1. და 5.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით - ერთიდან სამ წლამდე. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო, სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ასევე იმ ფაქტს, რომ ე--------------ს არ გააჩნია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება. სასჯელის ზომის დამძიმების კუთხით, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ე--------------ი გასამართლებულ იქნა ოჯახური დანაშაულის (ყოფილ მეუღლეზე ძალადობის გამო) ბრალდებით და პირობით მსჯავრის ქვეშ მყოფმა ჩაიდინა ახალი დანაშაული; ვინაიდან, სახელმწიფოს მიერ გამოყენებულმა შეღავათმა ვერ განაპირობა ე--------------ის სათანადო ქცევა, სასამართლო არ მსჯელობს სასჯელის ალტერნატიული ფორმის გამოყენებაზე.

 

5.5. სასჯელის ზომის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის რეციდივს. დანაშაულის რეციდივი განმარტებულია საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის პირველ ნაწილში, რომლის მიხედვით, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. საქმის მასალებით დადგინდა, რომ ე--------------ი, დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის იყო ნასამართლევი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის. რაც შეეხება უშუალოდ სასჯელის განსაზღვრას დანაშაულის რეციდივის დროს, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

5.6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–----------------- განაჩენით ე--------------ი მსჯავრდებულ იქნა 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რომელიც ჩაეთვალა პირობითად - 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

5.7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

 

5.8. ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, ე--------------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, დანაშაულებრივ ქცევაში მისი მონაწილეობის ხასიათისა და ხარისხის, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მისი ქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ე--------------ის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სანქციის ფარგლებში, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განისაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 2 (ორი) წლის ვადით; ამასთან, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას გამოყენებული უნდა იქნეს სასჯელთა შთანთქმის პრინციპი.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

- ვ---------------ისგან ამოღებული მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–--ში - უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ე--------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–---------------- განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;

3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–---------------- განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე--------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 2 (ორი) წლის ვადით;

4. ე--------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 27 მარტის 11:40 საათიდან.

5. მსჯავრდებულ ე--------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

6. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- ვ---------------ისგან ამოღებული მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–--ს - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს.

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე იზა კელენჯერიძე