გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.07.2019
საქმის ნომერი
050210019002795450
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე, ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
05.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 050210019002795450

N2/3-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

05.07.2019 წ. ქ. ოზურგეთი

შესავალი ნაწილი

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მარინა კიკნაძე

სხდომის მდივანი მაკა გუჯაბიძე

მოსარჩელე- მა------------- (შეგებეული სარჩელის მოპასუხე)

წარმომადგენელი- კო----------,მოპასუხე- გუ-----–----–----ე (შეგებეული სარჩელის მოსარჩელე)

წარმომადგენელი-აკ-----------

მესამე პირი -სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო)

მესამე პირის წარმომადგენელი-ეკ----------------–-–--ლი, ნი--- ს--–-------

ფსიქოლოგი-თა--------–--ძე

დავის საგანი თავდაპირველი სარჩელით -განქორწინება და ალიმენტის დაკისრება

დავის საგანი შეგებებული სარჩელით- ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. სასარჩელო მოთხოვნა თავდაპირველი სარჩელით

 

-შეწყდეს ქორწინება გუ-----–----–----ეს და მა-----------ეს შორის, რეგისტრირებული 2----–-–--------–---, სააქტო ჩანაწერის N4-----------

 

-2--- წლის 1- თებერვალს დაბადებული და----–-–----–----ის ნორმალური რჩენა-აღზრდის ხელშეწყობის მიზნით სასამართლოს მიერ სარჩელის წარმოებაში მიღების დღიდან მოპასუხე გუ-----–----–----ეს სარჩო ალიმენტის სახით ყოველთვიურად დაეკისროს 200 ლარის გადახდა.

 

მა-----------ის წარმომადგენლის-კო----------ს განმარტებით გუ-----–----–----ე და მა-----------ე რეგისტრირებულ ქორწინებში იმყოფებიან 2014 წლის 3 ივლისიდან. 2017 წლის მაისიდან მათ შორის დაიძაბა ურთიერთობა, რის გამოც მოსარჩელე თავის მცირეწლოვან შვილთან-და----–-–----–----ესთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა მისი მშობლების სახლში, ქ. ოზურგეთი, ჩ--------------------, სადაც დღემდე ცხოვრობს. მოპასუხემ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოში ერთობლივი განცხადების შეტანაზე განქორწინებასთან დაკავშირებით უარი განაცხადა, რის გამოც მოსარჩელე ითხოვს სასამართლოს მეშვეობით მოპასუხესთან განქორწინებას, ასევე ითხოვს და----–-–----–----ის რჩენა აღზრდისათვის მოპასუხე-გუ-----–----–----ეს დაეკისროს ალიმენტის თანხა - 200 ლარის ოდენობით.

 

მა-----------ე ეთანხმება მის წარმომადგენელს.

 

1.2. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა

 

1.2.1. მოსარჩელე გუ-----–----–----ეს მიეცეს ნება შეუზღუდავად ინახულოს შვილი-და----–-–----–----ე, დაბ. 1-.02.2--- წელს, კვირის სამუშაო დღეებში საღამოს 18:00 საათიდან 21:00 საათამდე დროის შუალედში და ამავე პერიოდში, მოპასუხე მა-----------ის წინასწარვე ინფორმირებით მოიკითხოს, თავისთან წაიყვანოს და უკანვე დააბრუნოს შვილი. ასვე კვირის სამშაბათს და ხუთშაბათს 18:00 საათიდან მეორე დღის 11:00 საათამდე პერიოდში, ხოლო შაბათ დღეს კი 11:00 საათიდან კვირა დღის 11:00 საათამდე პერიოდში, ანუ ღამისთევით წაიყვანოს შვილი თავისთან სახლში და მითითებულ დროს დააბრუნოს მოპასუხესთან.

 

ამასთან მოსარჩელეს, ზაფხულისა და ზამთრის არდადეგების პერიოდში, იმ შემთხვევაში თუ, მოპასუხე გარკვეულ მიზეზთა გამო ვერ წაიყვანს შვილს დასასვენებლად, მოსარჩელე უფლებამოსილია წაიყვანოს იგი მოპასუხის წინასწარვე ინფორმირებით ორი კვირის ვადით შესაბამის კურორტებზე დასავენებლად, რა პერიოდშიც მხარეებს (იმისდამიხედვით, რომელ მათგანსაც ეყოლება შვილი წაყვანილი) უფლება მიეცეთ შეუზღუდავად ინახულოს შვილი.

 

გუ-----–----–----ის წარმომადგენლის აკ----------ის განმარტებით მოსარჩელეები გუ-----–----–----ე და მა-----------ე არიან და----–-–----–----ის მშობლები, ისინი 2014 წლიდან იმყოფებოდა საქორწი--- ურთიერთობაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში, შეეძინათ შვილი და----–-–----–----ე. მეუღლეებს შორის დაძაბული ურთიერთობის გამო, მოპასუხე მა-----------ე 2017 წლის მაისიდან არასრულწლოვან ბავშვთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა მშობლების საცხოვრებელ მისამართზე. მას შემდეგ მის მარწმუნებელს იშვიათად ეძლევა ბავშვის ნახვის საშუალება. გუ-----–----–----ის მიზანია არასრულწლოვან დ-----–- გაუწიოს კარგი მამობა. იზრუნოს ბავშვის კეთილდღეობისათვის, მაგრამ მას ნებაყოფლობით არ აძლევენ ბავშვის ნახვის საშუალებას. ბავშვი უნდა იზრდებოდეს ორივე მშობლის მზრუნველობის და სიყვარულის გარემოცვაში. ბავშვის საუკეთესო ინტერესია ურთიერთობა ჰქონდეს როგორც დედასთან, ასევე მამასთან და მისი ოჯახის წევრებთან. ბიოლოგიურ მშობლებს შეუძლიათ, ცალ-ცალკე ცხოვრების პირობებშიც, ერთობლივად, ღირსეულ პირობებში აღზარდონ შვილები. ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

გუ-----–----–----ე ეთანხმება მის წარმომადგენელს.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია (თავდაპირველი სარჩელის)

 

მოპასუხე გუ-----–----–----ე ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას განქორწინების ნაწილში, თუმცა დიდი სურვილი აქვს შერიგების, ხოლო მოთხოვნას ალიმენტის დაკისრების თაობაზე ეთანხმება ნაწილობრივ და თანახმაა არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდის მიზნით ყოველთვიურად გადაიხადოს 100 (ასი) ლარი, ვინაიდან მისი მარწმუნებლის ხელფასი ხელზე ასარები შეადგენს 800 ლარს,ხოლო მოსარჩელის შემოსავალი არის 2500 ლარი

 

2.2. მოპასუხის პოზიცია (შეგებებული სარჩელის)

 

მოპასუხე მა-----------ე არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას არასრულწლოვანი ბავშვის ნახვის დღეებთან დაკავშირებით. იგი წინააღმდეგია ღამისთევით წაიყვანოს მამამ ბავშვი, ვინაიდან ბავშვი მიჯაჭვულია მასთან და ფიქრობს, რომ ბავში არ ისურვებს მამასთან ღამით დარჩენას და ბავშვს შეექმნება პრობლემები ჯანრმთელობასთან დაკავშირებით.

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა-ნი--- ს--–-------მ განმარტა, რომ არასრულწლოვანი ბავშვის სრულყოფილი განვითარებისათვის და მისი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელია მას ურთიერთობა ჰქონდეს ორივე მშობელთან. მოცემულ შემთხვევაში, სოციალური სამსახურის მიერ მოსარჩელეების საცხოვრებელი პირობების შეფასებისას, არ გამოიკვეთა მამის ბავშვთან ურთიერთობისათვის რაიმე ხელისშემშლელი, დამაბრკოლებელი გარემოება. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი მხარს უჭერს სასარჩელო მოთხოვნას მამამ არასრულწლოვანი ნახოს რამდენიმე საათით, ასევე არ გამორიცხავს მამის მიერ ღამის თევითაც ბავშვის წაყვანას. მისი განმარტებით ბავშვს უყვარს ორივე მშობელი, უპირატესობას ანიჭებს დედას, მაგრამ პოზიტიური მიჯაჭვულობა აქვს ასევე მამასთან და მასთან თავს უცხოდ არ გრძნობს. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ დ-----–- მეტი ურთიერთობა უნდა ქონდეს მამასთან.

 

ფსიქოლოგ-თა--------–--ძის პოზიცია

 

ფსიქოლოგის განმარტებით და----–ი თავიდან არის ჩაკეტილი, მერე აქვს კონტაქტი მამასთან. მამასთან ურთიერთობის დროს ბავშვს აქვს დადებითი ემოცია და ხდება მისი გარდასახვა ორივე მშობელთან ურთიერთობის დროს დადებითად. ქცევითი და მეტყველებითი ურთიერთობა კარგი ქონდა ბავშვს, რასაც სხეულის ენაც გამოხატავდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელე მა-----------ე და მოპასუხე გუ-----–----–----ე იმყოფებოდნენ ქორწინებაში 2014 წლის 3 ივლისიდან. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2--- წლის 1- თებერვალს შეეძინათ შვილი და----–-–----–----ე;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N7---------- (ს.ფ. 15);

-ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N4---------- (ს.ფ. 14);

 

3.2.2.მა-----------ე და გუ-----–----–----ე ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ 2017 წლის აპრილის თვიდან. მითითებული პერიოდიდან, მა-----------ე არასრულწლოვან და----–-–----–----ესთან ერთად ცხოვრობს დედის საცხოვრებელ სახლში;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

 

3.2.3. გუ-----–----–----ე მუშაობს ოზურგეთის მ----–----–---------------- ს--------–--------------------–---------------------------–----------------–-------------- სპეციალისტად და მისი თანამდებობრივი სარგო შეადგენს 900 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ოზურგეთის მ----–----–---------------- 2019 წლის 2-----------–----- (ს.ფ. 42);

 

3.2.4. საქმეშია სოციალური მუშაკის ნი--- ს--–------ის 2019 წლის 10 აპრილის დასკვნა, რომლიდანაც ირკვევა, რომ სოციალურმა მუშაკმა ვიზიტი განახორციელა გუ-----–----–----ის საცხოვრებელ მისამართზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სოციალური მუშაკის-ნი--- ს--–------ის 2----–-–------------–----------------- (ს.ფ. 150-151);

 

3.2.5. საქმეშია სოციალური მუშაკის ნი--- ს--–------ის 2019 წლის 14 მაისის დასკვნა, რომლიდანაც ირკვევა, რომ სოციალურმა მუშაკმა ვიზიტი განახორციელა მა-----------ის საცხოვრებელ მისამართზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სოციალური მუშაკის-ნი--- ს--–------ის დასკვნა (ს.ფ. 187-188);

 

3.2.6. საქმეშია ფსიქოლოგის თა--------–--ძის 2019 წლის 5 ივნისის დასკვნა მა-----------ის და გუ-----–----–----ის შვილის-და----–-–----–----ის ფსიქოლოგიურ გამოკვლევასთან დაკავშირებით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგის-თა--------–--ძის 2----–-–------------------- დასკვნა (ს.ფ. 198-200);

 

3.2.7. საქმეშია შემაკავებელი ორდერი N0----- გუ-----–----–----ის მიმართ შედგენილი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

შემაკავებელი ორდერი N0-----

 

სასამართლო სრულად ვერ გაიზიარებს მოსარჩელისა და მოპასუხის მოსაზრებას ბავშვთან ურთიერთობის განსაზღვრის ნაწილში, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ითვალისწინებს არასრულწლოვანი და----–-–----–----ის ასაკობრივ მაჩვენებლებს და რეჟიმს, ასევე გარემო-სოციალურ პირობებს, აგრეთვე მშობლების დატვირთულობას და შვილის მიმართ მზრუნველობა-დამოკიდებულებას. არასრულწლოვანი ბავშვის უფლებების უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ბავშვის ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელია, მასზე იზრუნოს ორივე მშობელმა და მათ შორის არსებულმა უთანხმოებამ გავლენა არ მოახდი---ს მის განვითარებაზე, მიზანშეწონილია საკითხი გადაწყდეს ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, რაც მოცემულ შემთხვევაში გულისხმობს ბავშვთან ურთიერთობისათვის დროის განსაზღვრას მამასთან და არ გამოირიცხება მამის მიერ ბავშვის ღამისთევით წაყვანის ფაქტორიც.

სასამართლო ასევე სრულად ვერ გაიზიარებს მხარეთა მოსაზრებებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, ისე არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდის ინტერესებს. სასამართლომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გაითვალისწინა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლომ განიხილა მხარეთა მოთხოვნები, მოისმინა მხარეთა და წარმომადგენელთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივ გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვნის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების და შვილის რეალური მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ასევე, უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნა განქორწინების ნაწილში.

 

4.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არასრულწლოვან ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სასამართლომ გამოიყენა:

- ’’ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-3, მე-8, მე-18-ე და 27-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1200-ე, 1202-ე, 1203-ე, 1205-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მა-----------ემ სარჩელით ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი და----–-–----–----ე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩი---ნ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ და----–-–----–----ე (დაბადებული 2--- წლის 1- თებერვალს) წარმოადგენს მა-----------ის და გუ-----–----–----ის შვილს. მხარეები ამ ეტაპზე ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და არასრულწლოვანი იზრდება დედასთან. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, გუ-----–----–----ე მუშაობს ოზურგეთის მ----–----–---------------- ს--------–--------------------–---------------------------–----------------–-------------- სპეციალისტად და მისი თანამდებობრივი სარგო შეადგენს 900 ლარს (იხ. პუნქტი 3.2.3).

 

მა-----------ე ეწევა კერძო პრაქტიკას, არის სტომატოლოგი და მისი შემოსავალი ყოველთვიურად შეადგენს დაახლოებით 2500 ლარს, მაგრამ აქვს სხვადასვა ვალდებულებები და აღნიშნული თანხით სრულად ვერ სარგებლობს (იხ. მხარის ახსნა-განმარტება).

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, მშობლის შესაძლებლობები, ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან.

 

არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები. ბავშვის ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება მისი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. განსახილველ შეთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს იმას, რომ არასრულწლოვანი და----–-–----–----ე ცხოვრობს დედასთან და იმყოფება მის რჩენა-კმაყოფაზე. მოპასუხე მიუთითებს, რომ თავისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის სახით გადაიხადოს თვეში 100 ლარი. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. მშობლის ვალდებულების არსებობა, არჩი---ს თავისი შვილი. ალიმენტის ოდენობის დადგენისას, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით. ალიმენტის ოდენობა მინიმალურად მაინც უნდა უზრუნველყოფდეს არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს ანუ - საარსებო მინიმუმს. აღსანიშნავია ისიც, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. ასევე, მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის გარდა სხვა პირების რჩენის ვალდებულება არ აკისრია. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების პირობების სტაბილურად შენარჩუნება.

 

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. ამდენად, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის და ქვეყანაში დადგენილი საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხე გუ-----–----–----ეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 120 (ას ოცი) ლარი.

 

რაც შეეხება მოსარჩელის-მა-----------ის მეორე მოთხოვნას გუ-----–----–----ესთან განქორწინების თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე გუ-----–----–----ე თანახმაა მოხდეს განქორწინება მხარეთა შორის, თუმცა მისი სურვილი იყო მომხდარიყო მხარეთა შორის შერიგება.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 1122-ე და 1106-ე მუხლებით და აღნიშნავს, რომ ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. ქორწინება დაფუძნებულია ნებაყოფლობითობის პრინციპზე და ამასთან, საოჯახო სამართალი განამტკიცებს განქორწინების თავისუფლების პრინციპს. საქორწი--- ურთიერთობის ერთ-ერთ მხარეს, მოსარჩელეს, არა აქვს ოჯახის შენარჩუნების სურვილი და მისი ნების არ არსებობა მოპასუხესთან ქორწინების შენარჩუნებისა ცხადია საქმის განხილვის სრული პერიოდის განმავლობაში. სამოქალაქო კანონმდებლობა განამტკიცებს მხარის თავისუფალ ნებას ქორწინებაში ყოფნისა თუ ამ ქორწინების შეწყვეტის თაობაზე. მოსარჩელე მხარე არ უშვებს მოპასუხესთან ოჯახური ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას და კატეგორიული წინააღმდეგია საოჯახო მეურნეობის მასთან ერთად გაძღოლისა. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მიმდინარეობისას მოპასუხე მხარე არ იყო თანახმა განქორწინების, მაგრამ შემდგომ გუ-----–----–----ეც დაეთანხმა მოთხოვნას განქორწინების თაობაზე. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი განქორწინების შესახებ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

 

6.2. მოპასუხე გუ-----–----–----ემ მოითხოვა არასრულწლოვან და----–-–----–----ესთან (დაბადებული 2--- წლის 1- თებერვალს) ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთის განსაზღვრა ბავშვთან არსებული ურთიერთდამოკიდებულების და მისი ასაკობრივი მაჩვენებლების გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ, ხოლო ამავე კოდექსის 1198-ე მუხლით დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე მა-----------ე და მოპასუხე გუ-----–----–----ე 2017 წლის აპრილის თვიდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. მოსარჩელე ცხოვრობს მშობლების ოჯახში არასრულწლოვან შვილთან, და----– შარაშენიძესთან ერთად.

 

სოციალურმა სამსახურმა შეისწავლა გუ-----–----–----ის საცხოვრებელი პირობები. დადგენილია, რომ იგი ცხოვრობს მშობლებთან ერთად, რომლებიც დასაქმებულები არიან და აქვთ სტაბილური შემოსავალი. სახლში საცხოვრებელი პირობები დამაკმაყოფილებელია, დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. გუ-----–----–----ე აღნიშნავს, რომ ეცდება ყველანაირი პირობის შექმნას არასრულწლოვანი და----–-–----–----ის აღზრდა-განვითარებაში დადებითი წვლილის შესატანად. სახლში ყველა პირობაა, რომ და----–მა თავი კარგად იგრძნოს და კომფორტულად იყოს, მამის საძინებელ ოთახში დგას და----–ის საკუთარი ლოგინი და განთავსებულია სათამაშოები.

 

სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლიდან გამომდინარე, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.

 

მოსარჩელე მა-----------ე არ არის წინააღმდეგი მამას ურთიერთობა ჰქონდეს არასრულწლოვან შვილთან. იგი მოცემულ ეტაპზე ბავშვის ასაკის გათვალისწინებით, თანახმაა მოპასუხემ ბავშვი წაიყვანოს თავის საცხოვრებელ ადგილას რამოდენიმე საათით, მაგრამ წინააღმდეგია ღამისთევით მოხდეს ბავშვის დრჩენა მამასთან.

 

“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ამავე კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით სახელმწიფოს მიერ აღიარებულია ვალდებულება, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. საოჯახო ურთიერთობებში ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. კანონი პატივს სცემს მშობლის უფლებას ურთიერთობა იქონიოს შვილებთან, მაგრამ აღნიშნული უფლების განხორციელების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს. მშობელს უფლება აქვს ურთიერთობა იქონიოს შვილთან, მიუხედავად იმისა, მონაწილეობს თუ არა მის აღზრდაში, ხოლო სასამართლო უფლებამოსილია, დაავალდებულოს მშობელი, საშუალება მისცეს მეორე მშობელს ურთიერთობა იქონიოს შვილთან და ამ მიზნით იგი განსაზღვრავს და ადგენს არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესს. სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის მშობლების მიმართ, სწორედ ამიტომ ამ უფლების განსაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა ხდება სასამართლოს მიერ მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით.

 

საქმეში წარმოდგენილი სოციალური მუშაკის დასკვნებიდან ვლინდება არასრულწლოვან ბავშვის ორივე მშობლის ოჯახში შექმნილი აქვთ მეტ-ნაკლებად ნორმალური საცხოვრებელი პირობები და ორივე შემთხვევაში, შექმნილია არასრულწლოვანთათვის კეთილსაიმედო და უსაფრთხო გარემო. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიციის შესაბამისად, ორივე მშობელი არასრულწლოვანი ბავშვებისათვის ერთნაირად აუცილებელი და საჭიროა. ბავშვის სრულფასოვანი აღზრდა-განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ორივე მშობელი თანაბრად მონაწილეობდეს მისი აღზრდა-განვითარების პროცესში. ხოლო ამ ეტაპზე არ გამოვლენილა მამასთან ურთიერთობის ხელისშემშლელი გარემოება, რამაც შესაძლოა ცუდი გავლენა მოახდი---ს არასრულწლოვანზე. მშობლებს შორის უთანხმოებამ არ უნდა ჰპოვოს ასახვა ბავშვებთან დამოკიდებულებაზე, სოციალური მუშაკი ასევე არ გამორიცხავს ბავშვის ღამისთევით დარჩენას მამასთან ოჯახში. საქმის განხილვისას მოხდა არასრულწლოვან და----–-–----–----ესთან გასაუბრება და მან თანხმობა განაცხადა მამასთან ღამით დარჩენაზე.

 

სასამართლო პატივს სცემს ორივე მშობლის უფლებას თანაბარი ურთიერთობა ჰქონდეთ არასრულწლოვან შვილთან. დადგენილია, რომ ორივე მშობლის სახლში შექმნილია ნორმალური საცხოვრებელი პირობები, რაც უზრუნველყოფს ბავშვების მშვიდ, უსაფრთხო და კეთილსაიმედო გარემოში აღზრდას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს, ბავშვის ასაკს, შესაბამის თავისებურებებს, მშობლებთან ურთიერთდამოკიდებულებას და მიიჩნევს, რომ შეგებეული სარჩელის მოსარჩელის გუ-----–----–----ის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს დავის სპეციფიკური ხასიათიდან გამომდინარე ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების მხარდაჭერის საჭიროებას და სოციალური სამსახურის კანონით დაკისრებულ ფუნქციას, რათა ეფექტიანად და დროულად განხორციელდეს წინამდებარე გადაწყვეტილების აღსრულება. სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება მხარეთათვის კონკრეტულ სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს, რომელიც აღსრულებადი უნდა იყოს. მხარეებსა და ბავშვს შორის არსებული გაუცხოვების აღმოფხვრის და მათი ურთიერთობის ხელშეწყობის მიზნით, სასამართლო ადგენს ბავშვის ნახვის დღეებსა და საათებს, რომელთა გონივრულად, უპირატესად, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით გამოყენება, ორივე მშობლის პასუხისმგებლობის საკითხია. არასრულწლოვანი ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე, გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა დეტალი, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ბავშვის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ცხოვრებას. საქმის მასალებით არ გამოიკვეთა გუ-----–----–----ის არასრულწლოვანი ბავშვთან მიმართებით ურთიერთობისა და კონტაქტის ხელისშემშლელი გარემოება, რაც ზიანის მომტანი შეიძლებოდა ყოფილიყო ბავშვისათვის. არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბავშვის მამასთან ურთიერთობისათვის უნდა განისაზღვროს გარკვეული საათები და ასევე კვირაში ერთი ღამით შესაძლბელია ბავში- და----–-–----–----ე დარჩეს მამის საცხოვრებელ ადგილზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ე” ქვეპუნქტის მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. ამავე მუხლით, ამავე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან ასევე მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მა-----------ის თავდაპირველი სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ასევე, ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული გუ-----–----–----ის შეგებებული სარჩელი. სასარჩელო მოთხოვნების შესაბამისად, გუ-----–----–----ეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 43.20 ლარის ოდენობით.

 

გუ-----–----–----ეს მა-----------ის სასარგებლოდ უნდა გადახდეს სახ. ბჟის თანხა -50 ლარის ოდენობით.

 

მა-----------ეს გუ-----–----–----ის სასარგებლოდ უნდა გადახდეს სახ. ბაჟის თანხის -100 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 46-ე, 49-ე, 53-55-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მა-----------ის თავდაპირველი სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1 შეწყდეს მა-----------ესა (პ/ნ 3----------) და გუ-----–----–----ეს (პ/ნ 3----------- შორის სსგს ოზურგეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2----–-–--------–--- რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერის N4-----------

1.2. დაეკისროს გუ-----–----–----ეს (პ/ნ 3----------- მა-----------ის (პ/ნ 3----------) სასარგებლოდ მცირეწლოვანი შვილის-და----–-–----–----ის (პ/ნ 6----------- დაბადებული 2--- წლის 1- თებერვალს) რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 120 ლარის ოდენობით მის სრულწლოვანებამდე, სარჩელის შეტანის დღიდან- 2----–-–-----------------

1.3. დაკისროს გუ-----–----–----ეს მა-----------ის სასარგებლოდ სახ. ბჟის თანხა -50 ლარის ოდენობით.

1.4. დაეკისროს გუ-----–----–----ეს სახ. ბაჟის თანხა -43.20 ლარის ოდენობით სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

2. დაკმაყოფილდეს გუ-----–----–----ის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ.

 

2.1. გუ-----–----–----ეს (პ/ნ 3----------- მიეცეს ნებართვა მა-----------ის წინასწარვე ინფორმაციით მოიკითხოს და თავისთან წაიყვანოს შვილი -და----–-–----–----ე (პ/ნ 6----------- დაბადებული 2--- წლის 1- თებერვალს) ყოველი კვირის სამშაბათს და ხუთშაბათს 18.00 საათიდან 21.00 საათამდე.

 

გუ-----–----–----ეს მიეცეს უფლება ყოველი კვირის შაბათ დღეს წაიყვანოს თავისთან მისი შვილი-და----–-–----–----ე ღამისთევით (შაბათის) დილის 11.00 საათიდან და დააბრუნოს მეორე დღის (კვირის) 11.00 საათამდე.

 

გუ-----–----–----ეს მიეცეს უფლება ყოველი ზაფხულის პერიოდში მა-----------ესთან წინასწარვე ინფორმაციით და შეთანხმებით წაიყვანოს მისი შვილი -და----–-–----–----ე კორორტზე დასასვენებლად 15 დღით, რა პერიოდშიც (მა-----------ეს ან გუ-----–----–----ეს, რომელთაც ეყოლებათ წაყვანილი ბავშვი დასასვენებლად) მიეცეთ უფლება შეუზღუდავად ინახულონ შვილი-და----–-–----–----ე.

 

3. დაეკისროს მა-----------ეს გუ-----–----–----ის სასარგებლოდ სახ. ბაჟის თანხის -100 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მარინა კიკნაძე