განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/1441-18
(--------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 ივნისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნინო ელიეშვილმა
სოფიკო უგრეხელიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ - გ---------------–---–-----–-–---------------,ბრალდებულების - ე------------------, ზ-------–---–------- მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულების: ე--------------------------------- (დაბადებული------–-–-----------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები:------–-------–----------–---------------------------------–-) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდების გამო,ზ-----------------–---–------- (დაბადებული------–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული:-----------------------------–-----------–-–-, ფაქტობრივად მცხოვრები:------–----------------------–-----------------------------------–-- მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდების გამო,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
2----–-–----------------- ქ------–-----------------------------------------–--––- დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის #------------ საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლი პირველი ნაწილით და სსკ-ის 369-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მსჯავრდებულების - ზ-------–---–------- და ე------------------ 2----–-–---------------- ერთობლივი განცხადება, სადაც უთითებდნენ, რომ პროკურორმა ხ-------------–---–-- და გამომძიებელმა გ------------------- გააყალბეს ოქმი შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ და არ გადასცეს ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა.
2----–-–--------------, სისხლის სამართლის #------------ საქმეზე, ე----------------- და ზ-------–---–------ გაფრთხილებული იქნენ დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენისათვის საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. მიუხედავად ამისა, იმავე დღეს მოწმის სახით გამოკითხვისას ზემოაღნიშნულმა პირებმა განმარტეს, რომ 2----–-–----------------–- დააკავეს შ------------------------–---------–-–------------------------–-----------–--------------------–--- თანამშრომლებმა, რის შემდგომაც მტკიცებულებების გაცვლის დროს, ბრალდების მხარემ არ გადასცა 2----–-–---------------–-- ოდოროლოგიური ექსპერტიზის #-------- დასკვნა. რაც შეეხება სისხლის სამართლის #------------ საქმეზე, 2----–-–------------- შედგენილ - შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის ოქმებს - ე------------------ და ზ-------–---–------- განმარტეს, რომ მათზე შესრულებული ხელწერა, ასევე ხელმოწერა არ ეკუთვნით და გაყალბებულია ბრალდების მხარის მიერ. აღნიშნულით ზ-------–---–------- და ე------------------ სამსახურებრივი სიყალბის ჩადენაში ცრუდ დაასმინეს პროკურორი ხ-------------–---–- და გამომძიებელი გ-------------------
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დანაშაულის შესახებ ცრუ დასმენა.
1. ა). ბრალდების მხარის მტკიცებულებები:
დაზარალებულ ხ-------------–---–-ს ჩვენებით, 2----–-–------------–-- თვეში მუშაობდა---–-----------–------------------– პროკურატურაში და ზედამხედველობას უწევდა---–-----------–------------–-–-----------–-----------–----. 2----–-–----------------–- გ-–-----------–------------–-–-------–------------–---- თანამშრომლების მიერ, მ-----------–---- საცხოვრებელი სახლის დამხმარე სათავსოს ქურდობის მცდელობის ფაქტზე დაკავებული იქნენ ზ-------–---–------ და ე-----------------. ჩატარდა ყველა საგამოძიებო მოქმედება და ბრალდებულებს ზ-------–---–------ და ე----------------- გადაეცათ საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება. პირველი წარდგენის სხდომის შემდეგ მოპოვებული იქნა ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად შემთხვევის ადგილზე აღებული სუნის ნიმუშები არაიდენტური იყო ზ-------–---–------- და ე------------------ სუნის ნიმუშის. აღნიშნულიდან გამომდინარე, წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ არ მოითხოვა დასკვნის საკუთარ მტკიცებულებად დამტკიცება, თუმცა 2----–-–-------------, ბრალდებულებს ზ-------–---–------ და ე----------------- სხვა მტკიცებულებებთან ერთად, გამომძიებელ გ------------------- მიერ გადაეცათ ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რასთან დაკავშირებითაც შედგენილი იქნა ოქმი შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ, რასაც ხელი მოაწერეს ზ-------–---–------- და ე------------------ და ოქმზე მინაწერით აღნიშნეს, რომ სრულად გადაეცათ მტკიცებულებათა ასლები. მოწმის განმარტებით, ბრალდებულებთან მტკიცებულებათა გაცვლის პროცესს თავად არ დასწრებია, თუმცა ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობდა, რომ ოქმებზე არსებული ხელმოწერები არ იყო შესრულებული ზ-------–---–------- და ე------------------ მიერ. წინასასამართლო სხდომაზე, ე------------------ დაადასტურა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების გადაცემის ფაქტი, თუმცა ზ-------–---–------ აცხადებდა, რომ არ გადასცემია ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის ასლი, რის შემდეგაც ე------------------ შეცვალა პოზიცია და ისიც აცხადებდა, რომ დასკვნის ასლი გადაცემული არ ჰქონდა. ბრალდებულების ზ-------–---–------- და ე------------------ მიმართ ყველა ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამამტყუნებელი განაჩენი და მათი უფლებების დარღვევის კუთხით არცერთი ფაქტი არ ყოფილა დადასტურებული.
დაზარალებულ გ------------------- ჩვენებით,-------–-–------------–-- თვეში მუშაობდა---–-----------–------------–-–-----------–-----------–---–---------------------–--–-------------–-- თანამდებობაზე. გამოძიებაზე საპროცესო ზედამხედველობას ახორციელებდა პროკურორი ხ-------------–---–-. 2----–-–------------–-- თვეში, მ-----------–---- საცხოვრებელი სახლის ქურდობის მცდელობის ფაქტზე დაკავებული იყვნენ ზ-------–---–------ და ე-----------------. წინასასამართლო სხდომის გამართვამდე 5 დღით ადრე, მის მიერ შედგენილი იქნა ოქმი შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ, ხოლო პროკურორ ხ-------------–---–-ს მიერ შედგენილი იქნა სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხა. ვინაიდან ზ-------–---–------ და ე----------------- მოთავსებული იყვნენ პენიტენციურ დაწესებულებაში, მტკიცებულებათა გადაცემის მიზნით შეხვდა მათ და გადასცა საქმის მასალები სრულად და გააცნო საქმეში არსებული ნივთიერი მტკიცებულებების შესახებ ინფორმაცია, რაზეც 2----–-–------------- შედგენილი იქნა შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის ოქმი, რასაც ხელი მოაწერეს ზ-------–---–------- და ე------------------, რის შემდეგაც საქმე არსებითად განსახილველად წარიმართა სასამართლოში.----------- შედგენილ ოქმში, მტკიცებულებათა ნუსხის ჩამონათვალში მითითებული იყო დადგენილება ოდოროლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად შემთხვევის ადგილიდან აღებული სუნის ნიმუშები შედარებული იქნა ბრალდებულების სუნის ნიმუშებს, რაც არ აღმოჩნდა იდენტური. მოწმის განმარტებით, ზ-------–---–------ და ე----------------- სრულად გაეცვნენ როგორც შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის ოქმს, ისე სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, რის დასტურადაც გააკეთეს ოქმზე აღნიშვნა და მოაწერეს ხელი. იმ შემთხვევაში თუ მათი მხრიდან არ მოხდებოდა ოქმებზე ხელის მოწერა, აღნიშნული ფაქტი არ იქნებოდა მისთვის ხელის შემშლელი გარემოება, ვინაიდან შემოიფარგლებოდა ოქმზე შენიშვნის გაკეთებით.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ-------------------- ჩვენებით,------–-–------------- მის მიერ გაცემული იქნა ხელწერის ექსპერტიზის #--------- დასკვნა, რომლის თანახმად, 1. ა). ტექსტობრივი ჩანაწერი: „ჩავიბარე ოქმი და მასში მითითებული მტკიცებულებები სრულად“, განლაგებული, ოქმზე შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ,----------- წლის თარიღით, მეორე გვერდზე, ნაბეჭდი ტექსტის ბოლოს შესრულებულია არა გ-------------------, არამედ შესრულებულია ე------------------ მიერ. ბ). ხელმოწერები, ე------------------ სახელით, განლაგებული, „ა“ პუნქტში აღწერილ დოკუმენტზე: ოქმზე შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ,----------- წლის თარიღით, პირველ გვერდზე, ნაბეჭდი ტექსტის ქვემოთ და მეორე გვერდის ბოლოს, გრაფაში: „მონაწილე პირის ხელმოწერა“, შესრულებულია არა გ-------------------, არამედ შესრულებულია ე------------------ მიერ.
2. ა). ტექსტობრივი ჩანაწერი: „ჩავიბარე ოქმი და მასში მითითებული მტკიცებულებები სრულად“, განლაგებული, ოქმზე შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ,----------- წლის თარიღით, მეორე გვერდზე, ნაბეჭდი ტექსტის ბოლოს შესრულებულია არა გ-------------------, არამედ შესრულებულია ზ-------–---–------- მიერ. ბ). ხელმოწერები, ზ-------–---–------- სახელით, განლაგებული „მე-2ა“ პუნქტში აღწერილ დოკუმენტზე: ოქმზე შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ,----------- წლის თარიღით, პირველ გვერდზე, ნაბეჭდი ტექსტის ქვემოთ და მეორე გვერდის ბოლოს, გრაფაში: „მონაწილე პირის ხელმოწერა“ შესრულებულია არა გ------------------- მიერ, არამედ შესრულებულია ზ-------–---–------- მიერ.
მოწმე მ--------------- ჩვენებით,------–-–------------- თვეში შესასრულებლად დაეწერა #-----------–----- დაწესებულებაში მოთავსებული ზ-------–---–------- და ე------------------ ერთობლივი განცხადება, რომლებიც უთითებდნენ, რომ---–-----------–------------------–--------------------- პროკურორ ხ-------------–---–-- და გამომძიებელმა გ------------------- გაუყალბეს ხელმოწერა. კერძოდ, მტკიცებულებათა გაცვლის ოქმში არსებული ჩანაწერი „მტკიცებულებები ჩავიბარე სრულად“ და ხელმოწერა არ ეკუთვნოდათ მათ. ე------------------ და ზ-------–---–------- განცხადების საფუძველზე დაწყებული იქნა გამოძიება, მოწმის სახით გამოკითხა ბრალდებული პირები, რომლებსაც გამოკითხვის დაწყებამდე განუმარტა ცრუ დასმენის შემთხვევაში მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. დანიშნა კალიგრაფიული ექსპერტიზა, რითაც დადასტურდა, რომ ოქმზე არსებული ხელმოწერა და ჩანაწერი შესრულებული იყო მათ მიერ და არ სხვა პირის მიერ, რის შემდეგაც წარდეგინათ მათ ბრალის შესახებ დადგენილება, სსკ-ის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ ოქმის თანახმად, აღნიშნული ოქმი შედგენილი იქნა 2----–-–-------------, შ-----------------------–---------–-–------------------------–-----------–--------------------–-------–------------–-----------------------------------------------–-- გ------------------- მიერ. „საგამოძიებო მოქმედების ჩატარების პირობები, მიმდინარეობა და შედეგები“-ს გრაფაში მითითებულია, რომ საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის გამართვამდე არაუგვიანეს ხუთი დღით ადრე ბრალდებულებს ზ-------–---–------ და ე----------------- მიეცათ შესაძლებლობა გასცნობოდნენ იმ მასალასა და ინფორმაციას, რომელთა სასამართლოში მტკიცებულებად წარდგენასაც ბრალდების მხარე აპირებდა, ასევე გადაეცათ შესაძლო მტკიცებულებათა ყველა ასლი, მათ შორის 49-ე პუნქტში მითითებული 2----–-–---------------–-- მიმართვა-–--------------------------–---------------------------, დადგენილება ოდოროლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, 2----–-–---------------–-- მიმართვა და ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რაზეც პროცესის მონაწილე პირების - ზ-------–---–------- და ე------------------ მიერ გაკეთდა მინაწერი „ჩავიბარე ოქმი და მასში მითითებული მტკიცებულებები სრულად“, რისი სისწორეც დადასტურებული იქნა ორივე მათგანის ხელმოწერით.
#----------–------ დაწესებულებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ე-------------------- და ზ-------–---–---------------–-–-----------------------–-–---------------------–------- დაწესებულების ს---------------------–---------------–- ბრალდებულების და მსჯავრდებულების აღრიცხვის ჟურნალის მონაცემებით, 2----–-–------------- შეხვედრაზე იმყოფებოდა-–-----–-----------–---------------–------------–-----------------–- გ-------------------
2----–-–-------------- გაფრთხილების ოქმების თანახმად, გამოკითხვის დაწყებამდე, გამომძიებლის მიერ ე----------------- და ზ-------–---–------ გაფრთხილებული იქნენ დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენისათვის, სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლით გათვალისწიებული პასუხისმგებლობის შესახებ, რაც დაადასტურეს ხელმოწერით.
ბ). დაცვის მხარის მტკიცებულება:
2----–-–-------------- წინასასამართლო სხდომის ოქმის თანახად, მოსამართლის შეკითხვაზე ბრალდებული ე----------------- განმარტავს, რომ მას სრულად გადაეცა შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის ოქმში მითითებული საქმის მასალები, რის დასტურადაც ხელი მოაწერა----------- შედგენილ ოქმს და გააკეთა მინაწერი, რომ „ჩაიბარა ოქმი და მასში მითითებული მტკიცებულებები სრულად“. ანალოგიურად ზ-------–---–------ ადასტურებს საქმის მასალების გადაცემის ფაქტს და დამატებით განმარტავს, რომ 2----–-–------------- პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდების მხარის მხრიდან გადაეცა საქმის მასალები, რის დასტურადაც ხელი მოაწერა ოქმს მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ, გააკეთა მინაწერი, რომ ჩაიბარა ოქმში მითითებული მტკიცებულებები სრულად, თუმცა გადაცემულ საქმის მასალებში არ იყო ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ე------------------ და ზ-------–---–------- მიმართ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულების უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება საპირისპირო ფაქტობრივი გარემოებები.
სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, სასამართლო განმარტავას, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების, სისხლისსამართლებრივი დაცვის ძირითადი ობიექტია მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესი, დამატებითი ობიექტი კი - ადამიანის პირადი თავისუფლება, მისი პატივი და ღირსება. ქმედების ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს აქტიურ მოქმედებას, რადგან კონკრეტული პირის დასმენა დანაშაულის ჩადენაზე შეუძლებელია განხორციელდეს უმოქმედობით.
ცრუ დასმენა ქმნის დანაშაულის ფორმალურ შემადგენლობას. იგი დამთავრებულია შეტყობინების მიღების მომენტიდან. მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ რა რეაგირება მოახდინა სამართალდამცავმა ორგანომ შეტყობინებაზე, დაეყრდნო მას სამართალწარმოების განხორციელებისას თუ თავიდანვე უარყო იგი.
მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ზ-------–---–------- და ე------------------ მხრიდან სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რომლის მიზანს წარმოადგენდა, სამსახურებრივი სიყალბის ჩადენაში პროკურორ ხ-------------–---–-ს და გამომძიებელ გ------------------- ცრუ დასმენა.
წარმოდგენილი საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მსჯავრდებულების ზ-------–---–------- და ე------------------ 2----–-–---------------- ერთობლივი განცხადება, სადაც ისინი უთითებდნენ, რომ პროკურორმა ხ-------------–---–-- და გამომძიებელმა გ------------------- გააყალბეს ოქმი შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ და არ გადასცეს ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა.
2----–-–--------------, სისხლის სამართლის #------------ საქმეზე, ე----------------- და ზ-------–---–------ გაფრთხილებული იქნენ დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენისათვის საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. მიუხედავად ამისა, იმავე დღეს მოწმის სახით გამოკითხვისას ზემოაღნიშნულმა პირებმა განმარტეს, რომ 2----–-–----------------–- დააკავეს შ-----------------------–---------–-–------------------------–-----------–-------------------–--- თანამშრომლებმა, რის შემდგომაც მტკიცებულებების გაცვლის დროს, ბრალდების მხარემ არ გადასცა 2----–-–-------------- ოდოროლოგიური ექსპერტიზის #-------- დასკვნა, ხოლო რაც შეეხება 2----–-–------------- შედგენილ შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის ოქმებს, ე------------------ და ზ-------–---–------- უარყვეს ოქმზე შესრულებული ხელწერის და ხელმოწერის კუთვნილება და განმარტეს, რომ აღნიშნული გაყალბებული იყო ბრალდების მხარის მიერ.
იმის დასადგენად, თუ ვის მიერ იყო შესრულებული 2----–-–------------- შედგენილი შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის ოქმზე არსებული ხელწერა და ხელმოწერა, რითაც დასტურდებოდა ზ-------–---–-------- და ე------------------- 2----–-–-------------- ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გადაცემის ფაქტი, დანიშნული იქნა ხელწერის ექსპერტიზა, რაზეც გაცემული იქნა #--------- დასკვნა, რომლის თანახმად, 1. ა). ტექსტობრივი ჩანაწერი: „ჩავიბარე ოქმი და მასში მითითებული მტკიცებულებები სრულად“, განლაგებული, ოქმზე შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ,----------- წლის თარიღით, მეორე გვერდზე, ნაბეჭდი ტექსტის ბოლოს შესრულებულია არა გ-------------------, არამედ შესრულებულია ე------------------ მიერ. ბ). ხელმოწერები, ე------------------ სახელით, განლაგებული, „ა“ პუნქტში აღწერილ დოკუმენტზე: ოქმზე შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ,----------- წლის თარიღით, პირველ გვერდზე, ნაბეჭდი ტექსტის ქვემოთ და მეორე გვერდის ბოლოს, გრაფაში: „მონაწილე პირის ხელმოწერა“, შესრულებულია არა გ-------------------, არამედ შესრულებულია ე------------------ მიერ.
2. ა). ტექსტობრივი ჩანაწერი: „ჩავიბარე ოქმი და მასში მითითებული მტკიცებულებები სრულად“, განლაგებული, ოქმზე შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ,----------- წლის თარიღით, მეორე გვერდზე, ნაბეჭდი ტექსტის ბოლოს შესრულებულია არა გ-------------------, არამედ შესრულებულია ზ-------–---–------- მიერ. ბ). ხელმოწერები, ზ-------–---–------- სახელით, განლაგებული „მე-2ა“ პუნქტში აღწერილ დოკუმენტზე: ოქმზე შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ,----------- წლის თარიღით, პირველ გვერდზე, ნაბეჭდი ტექსტის ქვემოთ და მეორე გვერდის ბოლოს, გრაფაში: „მონაწილე პირის ხელმოწერა“ შესრულებულია არა გ------------------- მიერ, არამედ შესრულებულია ზ-------–---–------- მიერ. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა--------------------.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულების ხ-------------–---–-ს და გ------------------- ჩვენებებზე, რომლებმაც სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებში განმარტეს, რომ 2----–-–-------------, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ზ-------–---–------ და ე----------------- შეხვდა გამომძიებელი გ------------------, რომელმაც საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათ შორის ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა სრულად გადასცა მათ, რასთან დაკავშირებითაც შედგენილი იქნა ოქმი შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ, რასაც ხელი მოაწერეს ზ-------–---–------- და ე------------------ და ოქმზე მინაწერით დაადასტურეს, რომ სრულად გადაეცათ მტკიცებულებათა ასლები. ჩვენების მიცემისას მოწმე ხ-------------–---–-- დამატებით განმარტა, რომ წინასასამართლო სხდომაზე ე------------------ დაადასტურა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების გადაცემის ფაქტი, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ზ-------–---–------- უარყო ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გადაცემის ფაქტი, ე------------------ც შეიცვალა პოზიცია, რომ დასკვნის ასლი გადაცემული არ ჰქონდა.
2----–-–-------------, #----------–------ დაწესებულებაში გამომძიებელ გ------------------- შესვლის ფაქტი გარდა დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებისა ასევე დასტურდება პენიტენციური დაწესებულებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით. კერძოდ, ს---------------------–---------------–- ბრალდებულების და მსჯავრდებულების აღრიცხვის ჟურნალის მონაცემების თანახმად, 2----–-–------------- მსჯავრდებულებთან ზ-------–---–--------- და ე-------------------- შეხვედრაზე იმყოფებოდა-–-----–-----------–---------------–------------–-----------------–- გ-------------------
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ ოქმით დასტურდება, რომ აღნიშნული ოქმი შედგენილი იქნა 2----–-–-------------, შ-----------------------–---------–-–------------------------–-----------–--------------------–-------–------------–-----------------------------------------------–-- გ------------------- მიერ. „საგამოძიებო მოქმედების ჩატარების პირობები, მიმდინარეობა და შედეგები“-ს გრაფაში მითითებულია, რომ საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის გამართვამდე არაუგვიანეს ხუთი დღით ადრე ბრალდებულ ზ-------–---–------ და ე----------------- მიეცათ შესაძლებლობა გასცნობოდნენ იმ მასალასა და ინფორმაციას, რომელთა სასამართლოში მტკიცებულებად წარდგენასაც ბრალდების მხარე აპირებდა, ასევე გადაეცათ შესაძლო მტკიცებულებათა ყველა ასლი, მათ შორის 49-ე პუნქტში მითითებული 2----–-–---------------–-- მიმართვა-–--------------------------–---------------------------, დადგენილება ოდოროლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, 2----–-–---------------–-- მიმართვა და ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რაზეც პროცესის მონაწილე პირების - ზ-------–---–------- და ე------------------ მიერ გაკეთდა მინაწერი „ჩავიბარე ოქმი და მასში მითითებული მტკიცებულებები სრულად“, რისი სისწორეც დადასტურებული იქნა ორივე მათგანის ხელმოწერით.
რაც შეეხება გამოკითხვის დაწყებამდე, ბრალდებულთა გაფრთხილებას ცრუ დასმენის შესახებ მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხიმსგებლობის თაობაზე, საქმეში წარმოდგენილი 2----–-–-------------- გაფრთხილების ოქმებით უტყუარად დგინდება ის ფაქტი, რომ გამოკითხვის დაწყებამდე, გამომძიებლის მიერ ე----------------- და ზ-------–---–------ გაფრთხილებული იქნენ დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენისათვის, სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ, რაც დაადასტურეს ხელმოწერით. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების - წინასასამართლო სხდომის ოქმის შინაარსზე, რომლის თანახმად ბრალდებულები ზ-------–---–------ და ე----------------- ადასტურებენ 2----–-–------------- შედგენილ შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის ოქმზე მტკიცებულებათა გადაცემის დასტურად ხელმოწერის და მინაწერის მათ მიერ შესრულების ფაქტს, რაც წინააღმდეგობაში მოდის თავად ბრალდებულების ზ-------–---–------- და ე------------------ მიერ სასამართლოზე დაფიქსირებულ პოზიციასთან, რითაც ორივე მათგანმა კატეგორიულად უარყო------------ მტკიცებულებების გაცვლის ოქმზე ხელმოწერის და მინაწერის მათ მიერ შესრულების ფაქტი და განმარტეს, რომ ოქმზე არსებული ხელმოწერა და ხელწერა არ ეკუთვნით მათ და გაყალბებულია ბრალდების მხარის მიერ.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები პირდაპირ მიუთითებს ზ-------–---–------- და ე------------------ დანაშაულებრივ განზრახვაზე, სამსახურებრივი სიყალბის ჩადენაში ცრუ დასმენა განეხორციელებინათ პროკურორ ხ-------------–---–-ს და გამომძიებელ გ------------------- მიმართ. ზ-------–---–------- და ე------------------ მიერ 2----–-–-------------- წინასასამართლო სხდომაზე და მიმდინარე საქმის არსებით განხილვის სხდომაზე დაფიქსირებული პოზიცია არის წინააღმდეგობრივი და ურთიერთგამომრიცხავი. ამასთან, მათი პოზიცია წინააღმდეგობაში მოდის, როგორც დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებთან, ისე საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობასთან, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულთა პოზიცია მათი უდანაშაულობის შესახებ არის არასარწმუნო, არათანმიმდევრული და სასამართლოს მიერ იგი ვერ იქნება გაზიარებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ბრალდებულების დამნაშავედ ცნობის საკმარისობის თვალსაზრისით, საქმეში არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდებულების ზ-------–---–------- და ე------------------ მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტს.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ცრუ დასმენა - ე.ი. დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა - ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, დამნაშავის მიერ ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი მონაწილეობის ხარისხსა და როლს ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მის ქცევას, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელზე. სასამართლო აგრეთვე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულების სიმძიმესთან.
საქმის მასალების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------- განაჩენით, ე----------------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. ამავე განაჩენით, ზ-------–---–------ ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
იმის გათვალისწინებით, რომ ზ-------–---–------ და ე----------------- ნასამართლევი არიან განზრახი დანაშაულების ჩადენისთვის და მათ ახლაც ბრალად ედებათ განზრახი დანაშაულის ჩადენა, სახეზეა დანაშაულის რეციდივი, შესაბამისად მათ მიმართ სასჯელი განსაზღვრული უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანაშაულის რეციდივის მხედველობაში მიღებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ-------–---–------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 10 (ათი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მოცემული განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------- განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვე. საბოლოოდ, ზ-------–---–------ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 4 (ოთხი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ზ-------–---–------ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2019 წლის 18 ივნისიდან.
ე----------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 10 (ათი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მოცემული განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------- განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვე. საბოლოოდ, ე----------------- განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 4 (ოთხი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ე----------------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2019 წლის 18 ივნისიდან.
სისხლის სამართლის საქმეზე დართული ერთი ცალი DVD-R დისკი, რომელზეც ჩაწერილია სისხლის სამართლის N------------ საქმის მასალები და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ერთი ცალი CD დისკი შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი მხარეების მიერ შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის განმავლობაში.
მოსამართლე ნ.ელიეშვილი