გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N52121001900-931437 (N2/42-19)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 ივლისი, 2--- წელი ქ.ოზურგეთი
შესავალი ნაწილი
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ციცინო როხვაძე
სხდომის მდივანი - მაკა გუჯაბიძე
მოსარჩელე - ლა–-------ა
წარმომადგენელი - ვა---------------–---–ი
მოპასუხე - ი.მ ნე--------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ი.მ. ნე--------------ეს მოსარჩელის ლა–-------ას სასარგებლოდ დაეკისროს, უსაფუძვლოდ გამდიდრებით მიღებული შემოსავალი - 400 აშშ დოლარის გადახდა.
1.2. მოპასუხე ი.მ. ნე--------------ეს მოსარჩელის ლა–-------ას სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით - 400 აშშ დოლარზე 2.5%-ის 15 თვის მიუღებელი სარგებლის - 150 აშშ დოლარის გადახდა.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
ჩოხატაურის მაგისტრატი სასამართლოს 20---–-–-------------რის განჩინებით მხარეთა შორის მორიგები გამო შეწყდა საქმის წარმოება სამოქალაქო საქმეზე N2------ ლა–-------ას სარჩელისა გამო, მოპასუხე ი.მ ნე--------------ის მიმართ, ვალდებლების შესრულების მიღებისა და გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის გადახდის დაკისრების თაობაზე, აღნიშნული განჩინებით დამტკიცდა მორიგება შემდეგი პირობებით: მოპასუხე ი/მ ნე--------------ემ იკისრა ვალდებულება 20---–-–--------------დე მოსარჩელის ლა–-------ას მხრიდან 400 აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში დაებრუნებინა ოქროს ჯაჭვი, სინჯი 585, ოქროს წონა 29.10 გრ ოდენობით.
მორიგების პირობების შესრულების მიზნით ლა–-------ამ 20---–-–--------------დე სცადა ნე--------------ისათვის მორიგებით განსაზღვრული თანხის გადაცემა, თუმცა უშედეგოდ, იგი არ პასუხობდა მის სატელეფონო ზარებს, სს ,,ლიბერთი ბანკმა“ კი უარი განუცხადა ტრანზაქციის შესრულებაზე, მოპასუხის ანგარიშებზე ყადაღის არსებობის მოტივით, მხოლოდ 20---–-–----------------–ს შესძლო მოპასუხისადმი 400 აშშ დოლარი სს ,,თიბისი ბანკში“ არსებულ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა.
მოსარჩელის მითითებით, მიუხედავად ლა–-------ას მხრიდან ვალდებულების შესრულებისა ნე--------------ემ თავი აარიდა ოქროს ჯაჭვის დაბრუნებას, რის გამოც 20---–-–----------------–ს ჩოხატაურის მაგისტრატი სასამართლოს მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც მის მიერ წარდგენილ იქნა აღსრულების ეროვნულ ბიუროში აღსასრულებლად, 20---–-–------------ს დაიწყო სააღსრულებლო წარმოება, კრედიტორის მიერ წარდგენილ განცხადებას თან ახლდა სალაროს შემოსავლის ორდერი, რომლითაც დასტურდებოდა 20---–-–----------------–ს მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ ი.მ. ნე--------------ის ანგარიშზე თანხის 400 აშშ დოლარის გადარიცხვის ფაქტი.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2----–-–---------------------- ბრძანების თანახმად, გაუქმდა აღმასრულებლის მიერ განხორციელებული სააღსრულებლო მოქმედებები შემდეგ გარემოებათა გამო: ბრძანების თანახმად, 20---–-–---------–-სს აღმასრულებელი გამოცხადდა რა მოვალის საცხოვრებელ მისამართზე, რის თაობაზეც შედგა სააღსრულებლო მოქმედების შესახებ ოქმი, მოვალემ უარი განაცხადა კრედიტორისათვის ნივთის დაბრუნებაზე, ვინაიდან კრედიტორმა დაარღვია სააღსრულებლო ფურცლით განსაზღვრული მორიგები პირობა და თანხა გადაიხადა შეთანხმებულ ვადაზე გვიან, აღნიშნული ოქმის მიხედვით, მოვალემ მზადყოფნა განაცხადა კრედიტორისათვის თანხის 400 აშშ დოლარის დაბრუნების თაობაზე.
სააღსრულებო წარმოებისას დადგენილ იქნა, რომ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე არ უნდა დაწყებულიყო სააღსრულებო წარმოება, ვინიადან აღნიშნული სააღსრულებო ფურცლით არ წარმოშობილა აღსასრულებელი მოთხოვნა. ლა–-------ას მოთხოვნის ნივთის დაბრუნების თაობაზე წარმოეშობოდა იმ შემთხვევაში თუ 20---–-–--------------დე გადაიხდიდა სააღსრულებო ფურცელში მითითებულ თანხას, ამდენად 20---–-–-----------------ს ლა–-------ას სააღსრულებო ფურცელი დაუბრუნდა შეუსრულებელი სახით.
ვალდებულება, რომლის შესასრულებლად ლა–-------ამ ნე--------------ეს გადაცა 400 აშშ დოლარი, აღარ არსებობს. მიუხედავად იმისა, 20---–-–---------–-სს სააღსრულებლო მოქმედების შესრულების შესახებ ოქმით ნე--------------ემ უარი განაცხდა კრედიტორისათვის ნივთის დაბრუნებაზე, იმ საფუძვლით, რომ კრედიტორმა დაარღვია სააღსრულებლო ფურცელში განსაზღვრული მორიგების პირობა და თანხა გადაიხადა შეთახმებულ ვადაზე გვიან, ოქმის თანახმად, თანხმობა განაცხადა 400 აშშ დოლარის დაბრუნების თაობაზე, რაც მოსარჩელის არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად არ შესრულებულა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა განმარტებით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, 400 ლარის დაბრუნების ნაწილში, მან არაერთხელ სცადა მორიგების ფარგლებში ჩარიცხული თანხის დაბრუნება მაგრამ უშედეგოდ, რაც შეეხება 15 თვის მიუღებელი სარგებლის სახით 150 აშშ დოლარის გადახდის ნაწილში მოთხოვნა უსაფუძვლობოს გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. ჩოხატაურის მაგისტრატი სასამართლოს 20---–-–-------------რის განჩინებით მხარეთა შორის მორიგების გამო შეწყდა საქმის წარმოება სამოქალაქო საქმეზე N2------ ლა–-------ას სარჩელისა გამო, მოპასუხე ი.მ ნე--------------ის მიმართ, ვალდებლების შესრულების მიღებისა და გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის გადახდის დაკისრების თაობაზე, აღნიშნული განჩინებით დამტკიცდა მორიგება შემდეგი პირობებით: მოპასუხე ი/მ ნე--------------ემ იკისრა ვალდებულება 20---–-–--------------დე მოსარჩელის ლა–-------ას მხრიდან 400 აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში დაებრუნებინა ოქროს ჯაჭვი, სინჯი 585, ოქროს წონა 29.10 გრ ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ. 2-19);
- 06.12.2--- წლის განჩინება (ს.ფ.20-21);
- მხარეთა ახსნა-განმარტება ( იხ. 18.06.2--- წლის სხდომის ოქმი);
3.2.2. დადგენილია, რომ 20---–-–----------------–ს ვა---------------–---–ის მიერ სს ,,თიბისი ბანკში“ ი.მ ნე--------------ის სახლზე არსებულ ანგარიშზე ჩარიცხულ იქნა 400 აშშ დოლარი, მხარეთა შორის ჩოხატაურის მაგისტრატი სასამართლოს 20---–-–-------------რის განჩინებით დამტკიცებული მორიგების საფუძველზე საქმე N2------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ.22)
- მხარეთა ახსნა-განმარტება ( იხ.18.06.2--- სხდომის ოქმი);
3.2.3. დადგენილია, რომ 20---–-–----------------–ს ჩოხატაურის მაგისტრატი სასამართლოს მიერ სამოქალაქო საქმეზე N2------ გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც 2----–-–----------------–ს დაიწყო სააღსრულებლო წარმოება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ.23)
- განცხადება (ს.ფ.24)
- მხარეთა ასხნა-განმარტება ( იხ.სხდომის ოქმი);
3.2.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2----–-–---------------------- ბრძანების თანახმად, გაუქმდა აღმასრულებლის მიერ განხორციელებული სააღსრულებლო მოქმედებები, სამოქალაქო საქმეზე N2------, კრედიტორის მიერ სააღსრულებლო ფურცლით განსაზღვრული მორიგების პირობის დარღვევის გამო, კერძოდ, ლა–-------ას მხრიდან მხოლოდ 20---–-–--------------დე თანხის გადაცემის შემთხვევაში წარმოეშობოდა მოვალე ი.მ. ნე--------------ეს ნივთის დაბრუნების ვალდებულება, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თანხის ჩარიცხვა განხორციელდა შეთანხმებულ ვადაზე გვიან, რის გამოც ი.მ. ნე--------------ემ უარი განაცხადა მორიგებით განსაზღვრული ნივთის დაბრუნებაზე, ამასთან, აღნიშნული ბრძანების თანახმად, მოპასუხემ მზადყოფნა გამოთქვა კრედიტორისათვის თანხის 400 აშშ დოლარის დაბრუნების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის N--------------ა (ს.ფ.27-28)
- მხარეთა ასხნა-განმარტება ( იხ.სხდომის ოქმი);
3.2.5. დადგენილია, რომ 20---–-–-----------------ს კრედიტორ ლა–-------ას წარმომადგენელს ვა---------------–---–ს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის N---- ბრძანების საფუძველზე, სამოქალაქო საქმეზე N2------ დაუბრუნდა სააღსრულებო ფურცელი შეუსრულებელი სახით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილი (ს.ფ.26)
3.2.6. სასამართლო ადგენს, რომ ვალდებულება, რომლის შესასრულებლად მოსარჩელის წარმომადგენელმა ვა---------------–---–მა 20---–-–----------------–ს სს ,,თიბისი ბანკში“ ი.მ ნე--------------ის ანგარიშზე ჩარიცხა 400 აშშ დოლარი აღარ არსებობს, მოვალე ნე--------------ის მეირ მორიგებით განსაზღვრული ნივთის დაბრუნებაზე უარის თქმის გამო, შესაბამისად ი.მ ნე--------------ის მოსარჩელისათვის გადასახდელი აქვს გადაცემული თანხა - 400 აშშ დოლარის ოდენობით;
მოპასუხე მხარემ ფაქტობრივად ვერ წარმოადგინა სარჩელზე არგუმენტირებული პოზიცია, შესაბამისად მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდება სარჩელის უსაფუძვლობა, ხოლო ის გარემოება, რომ მას არ მიუღია რაიმე სახის მატერიალური სიკეთე სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, ანუ არ გამდიდრებულა უსაფუძვლოდ მოსარჩელის მიერ მის საბანკო ანგარიშზე 400 აშშ დოლარის ჩარიცხვით მოკლებულია სამართლებრივ საფუძვლებს.
სასამართლო განმარტებას, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, ამ ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით (მტკიცების საგანი) და ვინ, ე.ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებები (მტკიცების ტვირთი). მტკიცების საგნის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სარჩელს და მოპასუხის შესაგებელს: მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზეც მოსარჩელე და მოპასუხე ამყარებენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებსა და სარჩელის წინააღმდეგ მიმართულ შესაგებელს. კიდევ უფრო მკაფიოდ ეს პოზიცია გამოკვეთილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილში, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამ პრინციპის თანახმად, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რომ მათ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, ამასთან შეჯიბრებითობა გულისხმობს მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე მხარემ ფაქტობრივად ვერ წარმოადგინა სარჩელზე არგუმენტირებული პოზიცია, შესაბამისად მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდება სარჩელის უსაფუძვლობა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
წარმოდგენილი სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა არსებობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინაარმდეგ).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის მიხედვით პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
ამავე კოდექსის 979-ე მუხლის თანახმად, უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით. თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის მდგომარეობის გამო ან, თუ მიმღებს რაიმე მიზეზით არ შეუძლია საგნის უკან დაბრუნება, მაშინ მან უნდა აანაზღაუროს მისი საერთო ღირებულება. ღირებულება განისაზღვრება ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროის მიხედვით.
აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს ან შემდგომში იშლება. ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას.
სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.
უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა ანუ გამდიდრების გათანაბრება. გამდიდრების უსაფუძვლობა კი შეიძლება ემყარებოდეს სხვადასხვა გარემოებებს, მათ შორის მართლზომიერ ქმედებებსაც. უსაფუძვლო გამდიდრების დროს კი მნიშვნელობა არა აქვს ბრალს, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ერთი პირის ქონების გადასვლის ფაქტი მეორე პირის საკუთრებაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე (მოცემულ შემთხვევაში სადავოა მხოლოდ ფულადი სახსრების ნახევარი, რომლებიც დახარჯა მოსარჩელემ თავისად დაგულებული საცხოვრებელი სახლის რემონტში). ასეთ შემთხვევაში, დაზარალებულს აუნაზღაურდება ზიანი იმ ოდენობით, რომლითაც მიმღები გამდიდრდა.
უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება კიდევაც უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არ აქვს აბსოლიტურად არავითარი მნიშვნელობა, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ-კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის იურიდიული საფუძველი არ გააჩნია და აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.
ზემოთ მითითებულიდან გამომდინარე სასამართლო აღნიშნავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიარული ხასიათისაა, რაც ნიშნავს იმას, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი. გარდა ამისა, მითითებული საფუძვლით პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულაციური წინაპირობები, კერძოდ: 1. მოპასუხე უნდა გამდიდრდეს; 2. მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, - ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; 3. მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა, კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ამიტომ, მას შემდეგ რაც მივიჩნევთ, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი არ არსებობს, თითოეული მათგანის არსებობა ერთობლივად უნდა დადგინდეს.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია სადავო გარემოება, იმის თაობაზე, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2----–-–---------------------- ბრძანების თანახმად, გაუქმდა აღმასრულებლის მიერ განხორციელებული სააღსრულებლო მოქმედებები, სამოქალაქო საქმეზე N2------, კრედიტორის მიერ სააღსრულებლო ფურცლით განსაზღვრული მორიგების პირობის დარღვევის გამო, კერძოდ, ლა–-------ას მხრიდან მხოლოდ 20---–-–--------------დე თანხის გადაცემის შემთხვევაში წარმოეშობოდა მოვალე ი.მ. ნე--------------ეს ნივთის დაბრუნების ვალდებულება, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თანხის ჩარიცხვა განხორციელდა შეთანხმებულ ვადაზე გვიან, რის გამოც ი.მ. ნე--------------ემ უარი განაცხადა მორიგებით განსაზღვრული ნივთის დაბრუნებაზე, ამასთან, დადგენილია, რომ ი.მ ნე--------------ის მიერ არ არის დაბრუნებული 20---–-–-------------რის განჩინებით დამტკიცებული მორიგების საფუძველზე საქმე N2------, 20---–-–----------------–ს მოსარჩელის წარმომადგენლის ვა---------------–---–ის მიერ სს ,,თიბისი ბანკში“ მის სახლზე არსებულ ანგარიშზე ჩარიცხულ თანხა 400 აშშ დოლარის ოდენობით. მითითებული თანხა გახდა მოპასუხის საკუთრება, რითაც ფაქტიურად დადასტურდა ზედმეტად მოპასუხის გამდიდრების ფაქტი. აღნიშნული უტყუარად დასტურდება საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებით (0--0-.2--- წლის სალაროს შემოსავლის ორედერით), ასეთი სახის საპასუხო წერილობითი დოკუმენტის გარეშე კი ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული მოპასუხის პოზიცია, ვინაიდან მხოლოდ მოპასუხის ახსნა-განმარტება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ სარჩელი ჩაითვალოს უსაფუძვლოდ და არ მოხდეს სარჩელში მითითებული თანხის დაბრუნება უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით, როცა კანონით დადგენილი მტკიცებულებებით დადასტურებული არის კონკრეტული თანხის მოპასუხის ანგარიშზე ჩარიცხვის ფაქტი.
სასამართლო განმარტავს, რომ უსაფუძვლოდ გამდიდრების ინსტიტუტის მიზანს, როგორც ზემოთ აღინიშნა წარმოადგენს უსაფუძვლოდ, უსამართლოდ შეძენილი ქონების ამოღება ანუ სამართლებრივი წონასწორობის აღდგენა, გაუმართლებლად შეძენილ ქონებაში იგულისხმება შეღავათის, უპირატესობის, უფლების ამოღება, ე.ი. ქონებრივი ნამატის ამოღება იმ პირის სასარგებლოდ, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა და არა ქონებრივი დანაკლისის შევსება. ანუ, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია არსებობდეს ქონების გადაცემის ფაქტი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი) (იხ. საქმე №ას-456-805-07).
კონკრეტულ შემთხვევაში თანხის უსაფუძვლოდ გადაცემის ფაქტი არსებობს ანუ მნიშვნელობა ენიჭება მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გარკვეული ოდენობის თანხის საფუძვლის გარეშე გადაცემის ფაქტის არსებობას, რაც უტყუარად დასტურებულია საქმეში არსებული მასალებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა 400 აშშ დორალის მოპასუხისადმი დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია, ვინაიდან მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია, ხოლო სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოების, მისი დამადასტურებელი მტკიცებულების საწინააღმდეგო ფაქტები და მტკიცებულებები მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, არ არსებობს ანაზღაურების მოვალეობა, თუ მიმღები საგნის მოხმარების, სხვისთვის გადაცემის, დაღუპვის, გაუარესების, ან სხვა საფუძვლის გამო არც საგნით და არც მისი ღირებულებით არ გამდიდრებულა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტის მტკიცების ტვირთი იყო მოსარჩელის მხარეზე, რომლის მიერაც აღნიშნული გარემოება სათანადო მტკიცებულებებით იქნა დადასტურებული, ხოლო საწინააღმდეგოს დამადასტურებელი, რაიმე სახის მტკიცებულება მოპასუხის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი.
როგორც აღინიშნა, მტკიცებულებათა შეფასებისას მნიშვნელოვანია სსს კოდექსის 10--ე მუხლის მესამე ნაწილის დანაწესი, კერძოდ - საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლით მხარემ თვითონ უნდა ამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც უთითებს სარჩელში ან შესაგებელში. მოპასუხეს თავისი არგუმენტების დასამტკიცებლად არ წარმოუდგენია მოსარჩელის ხარჯზე მოპასუხის გამდიდრების საწინააღმდეგო ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება.
შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 10--ე მუხლებით მინიჭებული უფლებათა რეალიზაცია.
სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ არსებობს უსაფუძვლოდ გამდიდრებით მიღებული შემოსავალის სახით, მოსარჩლის სასარგებლოდ მოპასუხისადმი - 400 აშშ დოლარის გადახდის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
6.3. ზემოაღნიშნულის შემდეგ სასამართლო მსჯელობს მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობაზე, რომლითაც მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხე ი.მ. ნე--------------ისადმი მიუღებელი შემოსავლის სახით - 400 აშშ დოლარზე 2.5%-ის 15 თვის მიუღებელი სარგებლის - 150 აშშ დოლარის გადახდის დაკისრებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა ამ ნაწილში უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე, 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსავალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით.
სასამართლო განმარტავს, რომ მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა კრედიტორს უფლებას აძლევს მოითხოვოს, როგორც დამდგარი ზიანის, ისე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება. ამასთან, საყურადღებოა, ასეთ შემთხვევაში მიუღებელ შემოსავლად რა ჩაითვლება. სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლი ნათლად მიუთითებს, რომ ზიანის საზღაურში ჩაითვლება ის მოგება, რაც კრედიტის გამცემს თანხის სხვაგვარი გამოყენებით შეეძლო მიეღო. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიუღებელი შემოსავალი თანხის კრედიტის გამცემისათვის სარეალიზაციოდ დაბრუნებას უკავშირდება და არა ხელშეკრულების შეწყვეტას. კონკრეტული საპროცენტო განაკვეთი მოქმედებს მხოლოდ იმ პერიოდისათვის, როდესაც ფულადი რესურსი კრედიტორის სარგებლობაში არ იმყოფება.
სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისთვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების ერთი მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.
ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორისათვის ანაზღაურებას ექვემდებარება როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანი. ფულადი ვალდებულების შემთხვევაში, ასეთი ზიანის მოცულობას კანონი განსაზღვრავს მხარეთა მიერ შეთანხმებული პროცენტის ოდენობით, რომლის გადახდაც მოვალეს ეკისრება დავალიანების დაფარვამდე. ყველა შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის საფუძველია ის დანაკლისი, რაც კრედიტორმა შეიძლება რეალურად განიცადოს ხელშეკრულების პირობათა შეუსრულებლობით. ზიანის ანაზღაურების აუცილებელ პირობას წარმოადგენს ზიანის რეალურად არსებობა, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ვერ იქნებოდა მოპასუხისათვის სავარაუდო, რომ მის მიერ თანხის დაბრუნების შემთხვევაში, ლა–-------ას მიერ აუცილებლად მოხდებოდა - 400 აშშ დოლარის 2.5%-ში სესხად გაცემა, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ სარწმუნოდ და დამაჯერებლად ვერ მიიჩნია, მოსარჩელის დასაბუთება მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით. აღნიშნული არის ის, რაზედაც რისკის მატარებელი არ შეიძლება იყოს მოპასუხე. ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხისათვის მოსალოდნელი და სავარაუდოც უნდა ყოფილიყო მოსარჩელისათვის შესაბამისი ზიანის მიყენების ფაქტი. ზიანი არის ეკონომიკური დანაკლისი და სწორედ ზიანის ფაქტი უნდა დასაბუთდეს. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა გარემოება მასზედ, რომ სწორედ მოთხოვნილი ოდენობით საპროცენტო სარგებელი შეეძლო მიეღო სესხის სახით 400 აშშ დოლარის გაცემით და რომ ვერ მიიღო, განიცადა ზიანი, ეკონომიკური დანაკარგი.
სასამართლოს აღნიშნულიდან სურს გააკეთოს დასკვნა, რომ ასეთ შემთხვევაში დასაბუთებული უნდა იყოს ზედმიწევნით არგუმენტირებულად და დამაჯერებლად, რომ სწორედ მითითებულ პროცენტად შეძლებდა იგი თანხის გაცემას მისი დაბრუნების შემთხვევაში, რომ მან ვერ გასცა თანხა და ამით განიცადა ზიანი. ”მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს ”წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს”, რომელიც მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ვალდებულება, რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებულ ეჭვის საფუძველს (სუსგ. საქმე №ას-459-438-2015).
ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო მოსარჩელეს გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ იყო გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 263-ე-364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ლა–-------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1 ი.მ. ნე--------------ეს ლა–-------ას სასარგებლოდ დაეკსიროს 400 აშშ დოლარის გადახდა.
2. მოპასუხე ი.მ. ნე--------------ეს დაეკისროს 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ციცინო როხვაძე