გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110210118002589786
№ 2/763-2018 წელი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
4 ივლისი 2019 წელი ქ. ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე შოთა ნიკურაძე
სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი
მოსარჩელე _მ----- დ----ე,წარმომადგენელი- გ------- გ--------ე,მოპასუხე _ ი-----–- ჩ-------ი,მ------- დ----ე,წარმომადგენელი ნ----- ს------ე
სს ,,თ-----------'', წარმომადგენელი კ---- ქ------ე,დავის საგანი _ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა, უძრავი ნივთის ყადაღისაგან გათავისუფლება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა.
მოსარჩელის მოთხოვნა:
1. ბათილად იქნას ცნობილი 2010 წლის 18 მაისს ი-----–- ჩ-------სა და მ------- დ----ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება თერჯოლის რაიონის სოფელ ა---–----------–-ში მდებარე უძრავ ქონებზე ს. კოდებით 3------------ 3------------ 3------------ 3------------ და აღნიშნულ ქონების მესაკუთრედ ცნობილ იქნას მოსარჩელე მ----- დ----ე;
2. ყადაღისაგან გათავისუფლდეს თერჯოლის რაიონის სოფელ ა---–----------–-ში მდებარე 3------------ 3------------ 3------------ 3------------ ს. კოდის მქონე მ. დ----ის კუთვნილი უძრავი ქონებები.
სარჩელის გარემოებები:
2010 წლის 18 მაისს, მოპასუხეებს - ი-----–- ჩ-------ს, როგორც გამყიდველს და მ------- დ----ეს, როგორც მყიდველს შორის, გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულებები უძრავ ნივთებზე მდებარე - თერჯოლის რაიონი, სოფელი ა---–----------–-,ს. კოდებით 3------------ 3------------ 3------------ 3------------ ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმებისას გამყიდველს ი-----–- ჩ-------ს წარმოადგენდა მოსარჩელე მ----- დ----ე სანოტარო წესით დამოწმებული უძრავი ქონების განკარგვის შესახებ მინდობილობით. (რეესტრის #--------------------- წ., ნოტარიუსი ნ. ფ-----ე).გარიგების საფუძველზე ხსენებული უძრავი ნივთები საჯარო რეესტრში აღირიცხა მოპასუხე მ------- დ----ის საკუთრებად. ზემოხსენებულ ნასყიდობის გარიგებებში ნასყიდობის საგნების რეალური მყიდველი იყო არა ხელშეკრულებებში მყიდველად მითითებული მ------- დ----ე, არამედ - მოსარჩელე მ----- დ----ე. სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეები (მოპასუხეები) მიზნად არ ისახავდნენ და არ სურდათ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შედეგების დადგომა და ნასყიდობის საგნებზე მ------- დ----ის საკუთრების უფლების წარმოშობა. ნასყიდობის მხარეები (მოპასუხეები) მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე ნათლად აცნობიერებდა თავიანთ ქმედებას. ი-----–- ჩ-------ს ნასყიდობის საფასური გადაუხადა არა მოპასუხე მ------- დ----ემ, არამედ მოსარჩელე მ----- დ----ემ; ანუ გარიგება თვალთმაქცურია. საცხოვრებელი სახლითა და მიწის ნაკვეთებით სარგებლობს მ----- დ----ე, ის ფლობს ამ ქონებას და მასზე იხდის გადასახადებს. ხოლო მ------- დ----ეს ერთი წუთითაც არ უსარგებლია ამ ქონებით. ამჟამად სადავო საცხოვრებელ სახლში (ს/კ 3-----------) ცხოვრობენ მ----- დ----ის შვილი ნ---- დ----ე და მ----- დ----ის ავადმყოფი სიდედრი - ე-–--- მ-------ე და სიმამრი - რ----- მ-------ე, რომელთაც უვლის მ----- დ----ის მეუღლე - ნ----- მ-------ე, კომუნალურ გადასახადებსაც იხდის მ----- დ----ე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივლისის 2-------- განჩინებით ცნობილ იქნა შპს ,,დ--------------–---–--–-------ს“ 1----------–------- გადაწყვეტილება და დაექვემდებარა აღსრულებას იმგვარად, რომ სს ,,ბ--------------–----“ (ამჟამად სს ,,თ-----------“) სასარგებლოდ შპს ,,მ-------“, გ---- ს------ეს, კ---- ს------ეს, დ---------–----------სა და მ------- დ----ეს სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ საკრედიტო დავალიანება. 2017 წლის 03 აპრილს კი ხსენებულ განჩინებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი. ხსენებული საკრედიტო ურთიერთობის ძირითადი მოვალე არის გ---- ს------ე, ხოლო მ------- დ----ე არის თავდები. განჩინება მიექცა აღსასრულებლად და დააყადაღა მოპასუხე მ------- დ----ის სახელზე აღრიცხული სადავო უძრავი ქონებები მდებარე თერჯოლის რაიონის, სოფ. ა---–----------–-ში საკადასტრო კოდებით: N 3------------ N 3------------ N 3------------ N 3------------
უძრავი ქონების განკარგვის უფლებით მინდობილობის საფუძველზე, სადავო გარიგებებში ქონების გამყიდველს - ი-----–- ჩ-------ს წარმოადგენდა მ----- დ----ე, რომელსაც მინიჭებული ჰქონდა - თერჯოლის რაიონის სოფ. ა---–----------–-ში მდებარე ი-----–- ჩ-------ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთების განკარგვის უფლებამოსილება. მინდობილობის მიხედვით ამ ქონების განკარგვა მოიცავდა: გაყიდვას, გაცვლას, ჩუქებას, გაქირავებას, იჯარით გაცემას, იპოთეკით დატვირთვას და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმებას და ამ მოქმედებებთან დაკავშირებით წარმომადგენლობას ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებთან.შესაბამისად, მინდობილობის მიხედვით, მ----- დ----ეს მინიჭებული არ ჰქონდა ი-----–- ჩ-------ის სახელით საკუთარ თავთან გარიგების დადების უფლებამოსილება. სწორედ ეს გარემოება იყო უმთავრესი განმაპირობებელი ფაქტორი, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებებში ქონების შემძენად მ------- დ----ე არის დაფიქსირებული, თუმცა რეალურად ქონების შემძენი არის მ----- დევიძე და მას, როგორც საჯარო მოხელეს ამ ქონების შეძენით რაიმე პრობლემა რომ არ შექმნოდა, იგი ფიქტიურად გააფორმა მისი დის მ------- დ----ის საკუთრებად. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ქონების რეალური შემძენი და მესაკუთრე არის მ----- დ----ე და ქონება უნდა გათავისუფლდეს სს,, თ-----------'' სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან.
2. მოპასუხის პოზიცია.
2.1. მოპასუხე ი-----–- ჩ-------ს სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენია, ხოლო სასამართლოს სხდომაზე ცნო სარჩელი.
2.2. მოპასუხე მ------- დ----ეს სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენია, ხოლო სასამართლოს სხდომაზე მან ცნო სარჩელი.
2.3. მოპასუხე სს,,-------------ა'' სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი მინდობილიბით მ----- დ----ეს გააჩნდა უფლებამოსილება გაეყიდა ი-----–- ჩ-------ის უძრავი ქონებები და საქმეში წარმოდგენილი არც ერთი დოკუმენტით არ დასტურდება, რომ ქონების რეალური შემძენი მ----- დ----ეა. ასევე არ დასტურდება მ----- დ----ის მიერ ქონების ფლობის ფაქტი. რწმუნებულება გაფორმებულია 2010 წლის 17 მაისს, ქონებები კი გაყიდულია 2010 წლის 18 მაისს, რწმინებულების გაფორმებიდან მეორე დღეს, შესაბამისად, თუ მ----- დ----ეს ამ ქონებისადმი ჰქონდა ინტერესი, მას ანალოგიური წარმატებით შეეძლო რწმუნებულების ნაცვლად გაეფორმებინა ნასყიდობის ხელშეკრულებები, რითაც მ----- დ----ე მოიპოვებდა საკუთრების უფლებას ამ ნივთებზე. მ. დევიძეს მათზე საკუთრების უფლება კანონით დაგენილი წესით არ შეუძენია. ამსთანავე, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1 2010 წლის 18 მაისს, მოპასუხეებს ი-----–- ჩ-------ს, როგორც გამყიდველს და მ------- დ----ეს, როგორც მყიდველს შორის, გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულებები უძრავ ნივთებზე მდებარე - თერჯოლის რაიონი, სოფელი ა---–----------–-:
1)საკადასტრო კოდი N 3-----------, მიწის ნაკვეთი ფართით 1019 კვ.მ., მასზე არსებული საცხოვრებელი სახლით;
2)საკადასტრო კოდი N 3-----------, მიწის ნაკვეთი ფართით 1988 კვ.მ;
3) საკადასტრო კოდი N 3------------ მიწის ნაკვეთი ფართით 3259 კვ.მ;
4) საკადასტრო კოდი N 3------------ მიწის ნაკვეთი ფართით 3067 კვ.მ;
ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმებისას გამყიდველს - ი-----–- ჩ-------ს წარმოადგენდა მოსარჩელე მ----- დ----ე სანოტარო წესით დამოწმებული უძრავი ქონების განკარგვის შესახებ მინდობილობით. (რეესტრის #--------------------- წ., ნოტარიუსი ნ. ფ-----ე).
გარიგების საფუძველზე ხსენებული უძრავი ნივთები საჯარო რეესტრში აღირიცხა შემძენის - მოპასუხე მ------- დ----ის საკუთრებად.
სასამართლო დაეყრდნო ნასყიდობის ხელშეკრულებებს, ამონაწერებს საჯარო რეესტრიდან, მინდობილობას.
3.2. ქონების გამყიდველს - ი-----–- ჩ-------ს ნასყიდობის საფასური გადაუხადა მოსარჩელე მ----- დ----ემ.
სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელის ახსნა-განმარტებას; მოწმეების ნ----- მ-------ის, რ---------------ის, გ------- ც------ის, ლ--–- გ------ის, ე------ დ----ის ჩვენებებს.
3.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივლისის 2-------- განჩინებით ცნობილ იქნა შპს ,,დ--------------–---–--–-------ს“ 1----------–------- გადაწყვეტილება და დაექვემდებარა აღსრულებას იმგვარად, რომ სს ,,ბ--------------–----“ (ამჟამად სს ,,თ-----------“) სასარგებლოდ შპს ,,მ-------“, გ---- ს------ეს, კ---- ს------ეს, დ---------–----------სა და მ------- დ----ეს სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ საკრედიტო დავალიანება. 2017 წლის 03 აპრილს კი ხსენებულ განჩინებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი. ხსენებული საკრედიტო ურთიერთობის ძირითადი მოვალე არის გ---- ს------ე, ხოლო მ------- დ----ე არის თავდები. განჩინება მიექცა აღსასრულებლად, რაც წარმოებაში აქვს კერძო აღმასრულებელ ზ---– ფ---–---–-–---–ს.
სასამართლო დაეყრდნო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივლისის 2-------- განჩინებას, სააღსრულებო ფურცელს, წინადადებას გადაწყვეტილების შესრულების შესახებ 21.05.2017.
3.4. სააღსრულებო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, 2018 წლის 14 ივლისს, კერძო აღმასრულებელმა ზ---– ფ---–---–-–---–მა, აღწერა და დააყადაღა მოპასუხე მ------- დ----ის სახელზე აღრიცხული სადავო უძრავი ქონებები მდებარე თერჯოლის რაიონის, სოფ. ა---–----------–-ში საკადასტრო კოდებით: N 3------------ N 3------------ N 3------------ N 3------------ ასევე, აღმასრულებლის მოთხოვნით, ხსენებული უძრავი ქონებები შეფასებული იქნა აუდიტის მიერ.
სასამართლო დაეყრდნო უძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტებს 14.07.2018წ; აუდიტ შ. გ-----–-–---–-- დასკვნებს.
3.5. 2018 წლის 02 აგვისტოს, კერძო აღმასრულებელმა ზ---– ფ---–---–-–---–მა განცხადებით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს სააუქციონო მომსახურების გაწევის თაობაზე მოვალე მ------- დ----ის მიმართ მიმდინარე აღსრულების ფარგლებში. განაცხადის მიხედვით, მოვალე მ------- დ----ის მიმართ კრედიტორის მოთხოვნა შეადგენს 13623,39 აშშ დოლარს.
სასამართლო დაეყრდნო განაცხადს სააუქციონო მომსახურების გაწევის თაობაზე 02.08.2018 წ.
3. 6. 2018 წლის 08 აგვისტოს, თბილისის სააღსრულებო ბიურომ მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომლითაც შეატყობინა, რომ მ------- დ----ისა და სხვათა მიმართ მიმდინარე სააღსრულებო წარმოების ფარგლებში უახლოეს ვადაში დაინიშნება იძულებითი აუქციონი მ------- დ----ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებზე მდებარე: თერჯოლის რაიონი, სოფ. ა---–----------–-, ს/კ N 3------------ ს/კ N 3------------ ს/კ 3------------ ს/კ 3----------- და მოითხოვა ინფორმაცია მ------- დ----ის საგადასახადო დავალიანების შესახებ.
სასამართლო დაეყრდნო თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართვა შემოსავლების სამსახურს A------------------------------
3.7. სადაო უძრავი ქონებას - საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთებს ფლობს და სარგებლობს მ----- დ----ე. იგი მიწის ნაკვეთებს ამუშავებს და მოჰყავს მასზე მოსავალი. ამჟამად სადავო საცხოვრებელ სახლში (ს/კ 3-----------) ცხოვრობენ მ----- დ----ის შვილი ნ---- დ----ე და მ----- დ----ის სიდედრი - ე-–--- მ-------ე და სიმამრი - რ----- მ-------ე, ყველა კომუნალურ გადასახადებს იხდის მ----- დ----ე, ხოლო მ------- დ----ე არც ფლობს და არც სარგებლობს აღნიშნული უძრავი ქონებით.
სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელის ახსნა-განმარტებას; მოწმეების ნ----- მ-------ის, რ---------------ის, გ------- ც------ის, ლ--–- გ------ის, ე------ დ----ის ჩვენებებს, კომუნალური გადასახადის ქვითრებს.
3.8 სადავო ქონებების ნასყიდობის თაობაზე მ----- დ----ესა და ქონების გამყიდველს შორის არ დადებულა წერილობითი ხელშეკრულება და მას უძრავი ქონება თავის საკუთრებად არ აღურიცხავს საჯარო რეესტრში.
სასამართლო დაეყრდნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
მხარეთა ახსნა-განმარტებების, აგრეთვე მათ მიერ საქმის მასალებად წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებათა სასამართლოს შინაგანი რწმენის საფუძველზე ერთობლიობაში შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მ----- დ----ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლებით;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე,56-ე, მე-60, 68-ე, 183-ე, 477-ე მუხლებით;
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ'' საქართველოს კანონის 32-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება.
6.1 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა და სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის იურიდიული ინტერესი. აღნიშნული ნორმის მიხედვით იურიდიული ინტერესის არსებობა არსებითად უკავშირდება სარჩელის აღძვრის შესაძლებლობასა და დასაშვებობას.
_ მოცემულ შემთხვევაში, პროცესუალურ-სამართლებრივი ხედვით, თავისი სამართლებრივი ბუნებით სახეზეა აღიარებითი სარჩელი, ვინაიდან მოსარჩელე მოითხოვს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელით უნდა მიიღწეოდეს იმ სამართლებრივი სიკეთის (უფლების) აღდგენა, რაც კანონმდებლობის მიხედვით მინიჭებული ჰქონდა მოსარჩელეს. მხარემ უნდა დაასაბუთოს ის გარემოება, რომ მხოლოდ ამგვარი სარჩელით აღწევს იგი იმ შედეგს, რასაც მიზნად ისახავს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის ამგვარი დანაწესი უპირობოდ უკავშირდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის და კონსტიტუციის უმნიშვნელოვანეს პრინციპს, რომელთა მიხედვითაც ყველასათვის გარანტირებულია საკუთარი დარღვეული თუ სადაოდ ქცეული უფლების სასამართლო წესით დაცვა. სწორედ ამგვარი უფლების ან ინტერესის დაცვა უნდა მოიპოვოს მხარემ აღიარებითი სარჩელის განხილვის შედეგად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის სამართლებრივ საშუალებად აღიარებით სარჩელს ითვალისწინებს, თუმცა ამ სახის სარჩელები, როგორც წესი, შეზღუდულია იურიდიული ინტერესით, ანუ სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს იმ იურიდიული შედეგების მიღწევადობა, რისი დადგომაც სურს სარჩელის ავტორს ამგვარი აღიარებით.
აღიარებითი სარჩელის სასამართლოში წარდგენისას მხარე ვალდებულია სარწმუნოდ დაასაბუთოს ის იურიდიული ინტერესი, რომლიდან გამომდინარეც იგი მოახდენს თავის დარღვეული თუ სადავოდ გამხდარი უფლების რეალიზებას. იურიდიული ინტერესის არსებობისათვის საჭიროა ა) არსებობდეს დავა მხარეთა შორის უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ, ე.ი. მოპასუხე უნდა ეცილებოდეს (ედავებოდეს) მოსარჩელეს უფლებაში (მაგალითად საკუთრების უფლებაში, მოთხოვნის უფლებაში და ა.შ). ბ)ასეთი დავა უნდა ქმნიდეს ამ უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას. გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა, დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, ანუ ამ გადაწყვეტილებას სრულიად გარკვეული სარგებლობა უნდა მოჰქონდეს მოსარჩელისათვის. ის უნდა ქმნიდეს უფლების თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც დაირღვა მხარეთა შორის წამოჭრილი დავის გამო.
აღიარებითი სარჩელის აღძვრისას მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს აღიარებითი სასარჩელო მოთხოვნის, მოცემულ შემთხვევაში ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის მიმართ მისი იურიდიული ინტერესი, ანუ ის იურიდიული შედეგები, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს ხელშეკრულების ბათილობის შედეგად, ის კონკრეტული სიკეთე, რაც მან უნდა მიიღოს ხელშეკრულების ბათილობის შემდგომ.
მოცემულ შემთხვევებში, მოსარჩელეს აღიარებითი სარჩელის ბათილობასთან დაკავშირებით მითითებული აქვს ის იურიდიული ინტერესი, რომ თვალთმაქცური გარიგების ბათილობის შედეგად დადგება ის იურიდიული შედეგი, რომ მოსარჩელე სადაო უძრავ ქონებას მიიღებს საკურებაში და მისი საკუთრება გათავისუფლდება ყადაღისაგან. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ინტერესი შესაძლოა მიღწეულ იქნას აღიარებით სარჩელთან ერთად მიკუთნებითი მოთხოვნის აღძვრით და მოსარჩელეს სარჩელში დაყენებული აქვს კიდეც მიკუთვნებითი მოთხოვნა, რომლითაც სადაო ნასყიდობის ბათილად აღიარების შემდგომ, მოითხოვს სადაო უძრავი ქონების მისთვის მიკუთვნებას, მათზე მესაკუთრედ ცნობას.
აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება დამოკიდებულია იმაზე, მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში, მიღწევადია თუ არა ის იურიდიული შედეგები, რაც მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს შეადგენს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია განისაზღვროს რამდენად საფუძვლიანია და შესაძლებელია თუ არ დაკმაყოფილდეს იურიდიულ შედეგებთან დაკავშირებით აღძრული მისი მიკუთვნებითი მოთხოვნა.
6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 68-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი. ამავე კოდექსის 69-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე კი, გარიგება წერილობითი ფორმით შეიძლება დაიდოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით.
_ სასამართლო განმარტავს, რომ გარიგების ფორმა ნების გამოვლენის ფორმაა. სამოქალაქო კოდექსი ამკვიდრებს ფორმის არჩევის თავისუფლებას, თვითონ მხარეები თანხმდებიან გარიგების ფორმაზე, თუ კანონით არაა იგი განსაზღვრული. ესა თუ ის ფორმა ყველა შემთხვევაში აუცილებელია. თუმცა ზოგჯერ კანონით, თუ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული კონკრეტული ფორმა წარმოადგენს გარიგების აუცილებელ ელემენტს, ურომლისოდაც ეს გარიგება არ არსებობს. სწორედ აქაა გარიგების სავალდებულო ფორმა, სხვა დროს კი, როცა ნების გამოხატვა შეიძლება ნებისმიერი ფორმით, მაშინ ნებისმიერი მათგანია საკმარისი საფუძველი გარიგების ნამდვილობისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
_ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს მხარეები ავლენენ, ერთის მხრივ, ნივთის გაყიდვის, მეორეს მხრივ _ შეძენის ნებას და ამგვარი ნება მიმართული უნდა იყოს სამართლებრივი შედეგის დადგომისკენ.
სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
_ მოცემულ შემთხვევაში, საქმე ეხება უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადებას. შესაბამისად სახეზეა გარიგების სავალდებულო, იმპერატიული ფორმა, რომელიც ყოველთვის წერილობითია, ანუ უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება.
სადავოობის შემთხვევაში, ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებდა გარიგების დადებულად ცნობაზე. აღნიშნული გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის პირველი ნაწილიდან, რომლის მიხედვითაც, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ანუ, მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილ ურთიერთობათა დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია გარიგების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ წერილობითი სახის მტკიცებულებაა, რომელიც ვერ წარმოადგინა მოსარჩელე მხარემ. რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებს და იმ მტკიცებულებებს, რომლებიც მოწმობენ სადაო უძრავი ქონების მოსარჩელის მიერ ფლობისა და საცხოვრებელ სახლში ცხოვრების ფაქტს, აღნიშნულნი არ წარმოადგენენ კანონით გათვალისწინებულ საფუძვლებს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საცილო გარიგება ბათილია მისი დადების მომენტიდან, თუკი იგი შეცილებული იქნება. შეცილება ხორციელდება ხელშეკრულების მეორე მხარის მიმართ.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, თერჯოლის რაიონის სოფელ ა---–----------–-ში მდებარე 3------------ 3------------ 3------------ 3------------ ს.კოდის მქონე, სადავო ქონებებზე მ----- დ----ესა და ქონების გამყიდველს შორის არ დადებულა წერილობითი ხელშეკრულება და მას უძრავი ქონება თავის საკუთრებად არ აღურიცხავს საჯარო რეესტრში. შესაბამისად, მ----- დ----ეს მათზე საკუთრების უფლება არ შეუძენია.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).
სამოქალაქო კოდექსის მე-60 მუხლის თანახმად, თუ ბათილი გარიგება აკმაყოფილებს სხვა გარიგებისათვის გათვალისწინებულ მოთხოვნებს, გამოიყენება ეს უკანასკნელი, თუკი გარიგების ბათილობის შეტყობისას მხარეებს სურთ მისი ნამდვილობა. (გარიგების კონვერსია).
მოსარჩელე მიუთითებს ი-----–- ჩ-------სა და მ------- დ----ეს შორის დადებული გარიგების თვალთმაქცურობაზე, თუმცა ეს გარიგება ბათილადაც რომც იქნას ცნობილი, ვერ იქნება მიღწეული მოსარჩელის იურიდიული ინტერესი-ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვება, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 59-ე და 183-ე მუხლების მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო, ის ვერ აკმაყოფილებს სხვა გარიგების - მოსარჩელის მიერ უძრავი ნივთის შეძენის გარიგების პირობებს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მ----- დ----ის სარჩელი როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.
6.4. ,, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ'' საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ყადაღადადებული ქონება უკვე რეალიზებულია, მესამე პირი უფლებამოსილია მოვალეს, რომლის ვალდებულების გამოც მოხდა მესამე პირის ქონების გასხვისება, მოსთხოვოს ზიანის ანაზღაურება.
ვინაიდან მოხსარჩელე მ----- დ----ემ ვერ დაადასტურა თავისი საკუთრების უფლება სადაო, დაყადაღებულ უძრავ ქონებაზე, მისი მოთხოვნა ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი და ასევე უზრუნველყოფისათვის გადახდილი ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.
სსკ-ის 199.1 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მ----- დ----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს სარჩელზე ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდა კერძო აღმასრულებელ ზ---– ფ---–---–-–---–ის წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმის (სააღსრულებო წარმოება A--------- აღსრულება მოვალე მ------- დ----ის მიმართ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 248-ე, 243-ე, 244-ე, 247-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. მოსარჩელე მ----- დ----ის (პ/ნ 2----------- სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
5.პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: შოთა ნიკურაძე