გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N2-368-19
130210019002993887
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25.ივლისი 2019 წ. ქ. ხაშური
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნაირა გიგიტაშვილი
სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი
მოსარჩელე- შ-----------------------ო"
წარმომადგენელი - ს--–-----------–--ნი
მოპასუხე- შ----------------ლი
დავის საგანი: თანხის დაკისრება.
სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა მოცემული საქმე
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა: მოპასუხე შ----------------ლს მოპასუხე შ-----------------------ოს" სასარგებლოდ დაეკისროს შპს"ტ------თან" 2016 წლის 03 აგვისტოს გაფორმებული N2------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2671,49 ლარის გადახდა. საიდანაც ძირი თანხაა 850 ლარი; სარგებელი 113 ლარი; პირგასამტეხლო 1708,49 ლარი.
მოპასუხე შ----------------ლს მოპასუხე შ-----------------------ოს" სასარგებლოდ დაეკისროს შპს"ტ------თან" დადებული 2016 წლის 03 აგვისტოს N7---- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2218,82 ლარის გადახდა. საიდანაც ძირითადი თანხაა 600 ლარი; სარგებელი 415,39 ლარი; პირგასამტეხლო 1203,43 ლარი.
შ----------------ლს შპს ,,ფ-----------------ოს” სასარგებლოდ დაეკისროს 146,70 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და იურიდიული მომსახურების სახით 195,60 ლარის გადახდა.
სარჩელის მიხედვით, შ----------------ლმა 2016 წლის 03 აგვისტოს შეავსო სასესხო განაცხადი შპს "ტ------" ერთერთ ვებ გვერდ n------------ზე. მსესხებლის იდენტიფიცირების შემდეგ კომპანიამ იმავე დღეს მას ანგარიშზე გადაურიცხა სესხის თანხა 850 ლარის ოდენობით. რის საფუძველზეც მხარეებს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N 1--------, რომლითაც მსესხებელმა იკისრა მიღებული თანხის, 850 ლარისა და საკომისიოს 113 ლარის ერთი თვის ვადაში დაბრუნების ვალდებულება. თუმცა მას არაერთგზისი გაფრთხილების მიუხედავად არცერთი გადახდა არ განუხორციელებია, რის გამოც მხარეს დამატებით დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება ხელშეკრულების 7.3. პუნქტის თანახმად. შესაბამისად შ----------------ლის ვალდებულება კომპანიის მიმართ შეადგენდა ძირ თანხას 850 ლარს, საკომისიოს 113 ლარს და ჯარიმას 1708,49 ლარს.
2016 წლის 03 აგვისტოს შ----------------ლმა შპს "ტ------"-თან ონლაინ გვერდ -m---------ს მეშვეობით გააფორმა სესხის ხელშეკრულება N 7----, 600 ლარის ოდენობით, რა თანხაც საკომისიოსთან ერთად უნდა დაეფარა ხელშეკრულების გრაფიკის შესაბამისად, ჯამში 1016 ლარი. მაგრამ მას არაერთგზისი გაფრთხილების მიუხედავად არცერთი გადახდა არ განუხორციელებია, რის გამოც მხარეს დამატებით დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ხელშეკრულებიდან გამომდინარე. სასარჩელო მოთხოვნის თანახმად აღნიშნული ვალდებულებიდან გამომდინარე შ----------------ლს კომპანიის მიმართ შეადგენდა ძირ თანხას 600 ლარს, საკომისიოს 415,39 ლარს და ჯარიმას 1203,43 ლარს.
2017 წლის 10 დეკემბერს და 2018 წლის 10 აგვისტოს შპს "ტ-----მ" მსესხებლის, შ----------------ლის სასესხო ვალდებულებების თაობაზე დათმო მოთხოვნის უფლება შ-----------------------ოს" სასარგებლოდ, რის თაობაზეც ინფორმირებული იქნა მსესხებელი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ შ----------------ლმა სარჩელი ცნო ძირი თანხის და სარგებლის ფარგლებში, რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, აღნიშნული მიიჩნია კაბალურად, შეუსაბამოდ მაღლად, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა ამ ნაწილში შეთანხმების ბათილად ცნობა და პირგასამტეხლოს გადახდისაგან მისი გათავისუფლება.
3. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. შ----------------ლმა 2016 წლის 03 აგვისტოს შეავსო სასესხო განაცხადი შპს "ტ------" ერთერთ ვებ გვერდ n------------ზე. მსესხებლის იდენტიფიცირების შემდეგ კომპანიამ იმავე დღეს მას ანგარიშზე გადაურიცხა სესხის თანხა 850 ლარის ოდენობით. რის საფუძველზეც მხარეებს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N 1--------, რომლითაც მსესხებელმა იკისრა მიღებული თანხის, 850 ლარისა და საკომისიოს 113 ლარის ერთი თვის ვადაში დაბრუნება, თუმცა მას არაერთგზისი გაფრთხილების მიუხედავად არცერთი გადახდა არ განუხორციელებია, რის გამოც მხარეს დამატებით დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება ხელშეკრულების 7.3. პუნქტის თანახმად. შესაბამისად შ----------------ლის ვალდებულება კომპანიის მიმართ შეადგენდა ძირ თანხას 850 ლარს, საკომისიოს 113 ლარს და ჯარიმას 1708,49 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი,- მხარეთა განმარტება
- სასესხო განაცხადი.
-საკრედიტო ხელშეკრულება N1--------
-საგადასახადო დავალება N2------
-ტრანზაქციის ისტორია
-ცნობა დავალიანების შესახებ
3.1.2. 2016 წლის 03 აგვისტოს შ----------------ლმა შპს "ტ------"-თან ონლაინ გვერდ -m---------ს მეშვეობით გააფორმა სესხის ხელშეკრულება N 7----, 600 ლარის ოდენობით, რა თანხაც საკომისიოსთან ერთად უნდა დაეფარა ხელშეკრულების გრაფიკის შესაბამისად, ჯამში 1016 ლარი. სასარჩელო მოთხოვნის თანახმად აღნიშნული ვალდებულებიდან გამომდინარე შ----------------ლს კომპანიის მიმართ დავალიანება შეადგენს ძირ თანხას 600 ლარს, საკომისიოს 415,39 ლარს და ჯარიმას 1203,43 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
--საკრედიტო ხელშეკრულება N1--------
-საგადასახადო დავალება N7----
-ტრანზაქციის ისტორია
-ცნობა დავალიანების შესახებ
3. 1. 3 2017 წლის 10 დეკემბერს და 2018 წლის 10 აგვისტოს შპს "ტ-----მ" მსესხებლის, შ----------------ლის სასესხო ვალდებულებების თაობაზე დათმო მოთხოვნის უფლებები შ-----------------------ოს" სასარგებლოდ, რის თაობაზეც ინფორმირებული იქნა მსესხებელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- უფლების დათმობა (დანართი N1)
-შეტყობინება (დანართი N2
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1. რაერთგზისი გაფრთხილების მიუხედავად შ----------------ლს არცერთი გადახდა არ განუხორციელებია, რის გამოც მხარეს დამატებით დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება ხელშეკრულების 7.3. პუნქტის თანახმად. შესაბამისად შ----------------ლის ვალდებულება საკრედიტო N1--------ხელშეკრულებიდან გამომდინარე კომპანიის მიმართ შეადგენს ძირ თანხას 850 ლარს, საკომისიოს 113 ლარს და ჯარიმას 1708,49 ლარს. ხოლო საკრედიტო ხელშეკრულება N1---------დან გამომდინარე დავალიანება შეადგენს ძირ თანხას 600 ლარს, საკომისიოს 415,39 ლარს და ჯარიმას 1203,43 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი,- საგადასახადო დავალებები,-ტრანზაქციის ისტორია,-საკრედიტო ხელშეკრულებები
სამოტივაციო ნაწილი
სასამართლო მიიჩნევს, რომ შ-----------------------ოს" სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ, უნდა შემცირდეს პირგასამტეხლო, როგორც შეუსაბამოდ მაღალი.
კანონები, რომლითაც იხელმძღანელა სასამართლომ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, მე-400, 403-ე,404-405-ე, 417-418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე, 867-ე, 873-ე, მუხლები.
4.სამართლებრივი შეფასება
4.1. მოსარჩელემ თანხის გადახდის დაკისრების მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა იმ არსებით გარემოებაზე, რომ მიუხედავად გაფრთხილებისა მოპასუხის მხრიდან საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადახდის ვალდებულება ჯეროვნად არ შესრულდა.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა, ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 625-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი; სესხისათვის მხარეებმა შეიძლება გაითვალისწინონ პროცენტი.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დადგენილია რომ შ----------------ლმა 2016 წლის 03 აგვისტოს შეავსო სასესხო განაცხადი შპს "ტ------" ერთერთ ვებ გვერდ n------------ზე. მსესხებლის იდენტიფიცირების შემდეგ კომპანიამ იმავე დღეს მას ანგარიშზე გადაურიცხა თანხა 850 ლარის ოდენობით. რის საფუძველზეც მხარეებს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N 1--------, რომლითაც მსესხებელმა იკისრა მიღებული თანხის, 850 ლარისა და საკომისიოს 113 ლარის ერთი თვის ვადაში დაბრუნება, თუმცა მას არაერთგზისი გაფრთხილების მიუხედავად არცერთი გადახდა არ განუხორციელებია, რის გამოც მხარეს დამატებით დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება ხელშეკრულების 7.3. პუნქტის თანახმად. შესაბამისად შ----------------ლის ვალდებულება კომპანიის მიმართ შეადგენდა ძირ თანხას 850 ლარს, საკომისიოს 113 ლარს და ჯარიმას 1708,49 ლარს.2016 წლის 03 აგვისტოს შ----------------ლმა შპს "ტ------"-თან ონლაინ გვერდ -m---------ს მეშვეობით გააფორმა სესხის ხელშეკრულება N 7----, 600 ლარის ოდენობით, რა თანხაც საკომისიოსთან ერთად უნდა დაეფარა ხელშეკრულების გრაფიკის შესაბამისად, ჯამში 1016 ლარი. მაგრამ მას არაერთგზისი გაფრთხილების მიუხედავად არცერთი გადახდა არ განუხორციელებია, რის გამოც მხარეს დამატებით დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება ხელშეკრულებიდან გამომდინარე. სასარჩელო მოთხოვნის თანახმად აღნიშნული ვალდებულებიდან გამომდინარე შ----------------ლს კომპანიის მიმართ შეადგენდა ძირ თანხას 600 ლარს, საკომისიოს 415,39 ლარს და ჯარიმას 1203,43 ლარს.
2017 წლის 10 დეკემბერს და 2018 წლის 10 აგვისტოს შპს "ტ-----მ" მსესხებლის, შ----------------ლის სასესხო ვალდებულებების თაობაზე დათმო მოთხოვნის უფლება შ-----------------------ოს" სასარგებლოდ, რის თაობაზეც ინფორმირებული იქნა მსესხებელი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის "ა" პუქნტის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება, ამავე მუხლის "ბ"პუნქტის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება აგრეთვე თუ შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც მოვალე არ ასრულებს ვალდებულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 402-ე მუხლის შესაბამისად, მოვალე ვადის გადაცილების დროს პასუხს აგებს ყოველგავრი გაუფრთხილებლობისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
როგორც დადგენილია მოპასუხის მხრიდან დარღვეული იქნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოთმითითებული მუხლების მთხოვნები, რაც საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, ბანკს აძლევს უფლებას მოითხოვოს საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-873 მუხლებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით ,,საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით”. ამ ნორმის შესაბამისად მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა სასყიდლიანი კრედიტი სესხის სახით.
მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, კერძოდ, ვალდებულების შეუსრულებლობა, შესრულების ვადის გადაცილება ან არაჯეროვანი შესრულება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს. განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სესხად მიღებული თანხა გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში არ დაუბრუნა მოსარჩელეს. მოპასუხე ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად. კერძოდ, მას გრაფიკით გათვალისწინებული შესატანიუნდა შეეტანა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში. მოცემულ შემთხვევაში ნაკისრი ვალდებულება არ შესრულდა, რითაც დაირღვა ხელშეკრულება.
სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
მოპასუხეს სადავო არ გაუხდია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მას ვალდებულება არ შეუსრულებია. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ შპს "ფინანსურ ბიუროს" წარმოეშვა უფლება შეეწყვიტა მოპასუხესთან საკრედიტო ურთიერთობა და მოეთხოვა ვალის დაბრუნება.
4.2 მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა. პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნის უფლება გამომდინარეობს სსკ-ის 416-417-ე მუხლების დანაწესიდან, რომელიც თავისი არსით წარმოადგენს მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან. ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იგივე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან.
პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
სსკ 420 მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო თვლის. რომ პირგასამტეხლო აშკარად შეუსაბამოა, პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას და არა დასჯის ღონისძიებას, რომ პირგასამტეხლომ არ უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრება.
07. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელზეც მოსარჩლეს უარი ეთქვა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე და 365-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შ-----------------------ოს " სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე შ----------------ლს (პ/ნ 0----------) შ-----------------------ოს" (ს/ნ 4--------)სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 03 აგვისტოს N 2------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების სახით 1040 (ერთი ათას ორმოცი) ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 850 (რვაასორმოცდაათი) ლარი, სარგებელი 113(ასცამეტი) ლარი და პირგასამტეხლო 77 (სამოცდაჩვიდმეტი) ლარი.
3.მოპასუხე შ----------------ლს (პ/ნ 0----------) შ-----------------------ოს" (ს/ნ 4--------) სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 03 აგვისტოს N 7---- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების სახით 1066,61 (ერთი ათას სამოცდახუთი) ლარის და 61 თეთრის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 600 (ექვსასი) ლარი, სარგებელი 415 (ოთხასთხუთმეტი) ლარი და პირგასამტეხლო 50 (ორმოცდაათი) ლარი და 61 თეთრი.
4. შ----------------ლს შ-----------------------ოს" (ს/ნ 4--------)სასარგებლოდ ” დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილის 63 (სამოცდასამი) ლარის და 18 თეთრის გადახდდა და იურიდიული მომსახურების ხარჯის სახით 84 ლარის და 24 თეთრის გადახდა.
5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე
ნაირა გიგიტაშვილი