გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№2/373-18
1-0210118-02375595
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 ივნისი, 2019 წელი ქ.ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ნინო თარაშვილი
სხდომის მდივანი ცაცა ებრალიძე
მოსარჩელე – შპს ,,------------ი“ (კა------რ მა--------ს უფლებამონაცვლე)
წარმომადგენელი – არ----რ გა----ი, ვე-----ა ჩი------ი
მოპასუხე - შპს ,,GU----t“
წარმომადგენელი - ილ-–-ა მი–----ო, ზუ---- ლო----ე
დავის საგანი - სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული სახის)
1.1. შპს ,,GU----t-ისთვის’’ შპს ,,------------ის” სასარგებლოდ 277 320 ლარის, 8630 ევროს და 460 აშშ დოლარის დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, 201- წლის 29 აპრილს, მან მოპასუხე შპს ,,GU----t-თან“ გააფორმა უპროცენტო სესხის N7 ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე გამსეხებელი მსესხებელს გადაცემდა ფულად სახსრებს, ხოლო, მსესხებელი იღებდა ვალდებულებას სრულად გამოეყენებინა ისინი მიზნობრივი დანიშნულებით და დაებრუნებინა სრული მოცულობით სამეურნეო საქმიანობის განხორციელების შესაბამისად. ხსენებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, კა------რ მა-------მა 29.04.2019 წლიდან 01.08.2018 წლამდე უნაღდო ანგარიშსწორების გზით საბანკო ანგარიშზე გადახდით შპს ,,GU----t-ს’’ სესხის სახით გადასცა ჯამში 277320 ლარი, 8630 ევრო და 460 აშშ დოლარი.
01.08.2017 წელს მხარეთა შორის გაფორმდა შედარების აქტი, ფიზიკურ პირ კა------რ მა-------სა და მოპასუხე შპს ,,GU----t-ს’’ შორის 01.08.2017 წლის მდგომარეობით ურთიერთანგარიშსწორების შესახებ. 01.08.2017 წლის მდგომარეობით მსესხებლის მხრიდან კა------რ მა--------სთვის ფულადი სახსრების დაბრუნება არ განხორციელებულა.
15.09.2017 წელს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა შეთანხმება 29.04.201- წლის N7 უპროცენტო სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. მიუხედავად გონივრული ვადის გასვლისა მსესხებელის - შპს ,,GU----t-ის’’ მხრიდან სესხის დაბრუნება არ ხორციელდება. შესაბამისად, მოსარჩელემ მომართა სასამართლოს თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის საფუძველი - 29.04.201- წლის ე.წ. უპროცენტო სესხის N7 ხელშეკრულება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 114-ე მუხლისა არის კანონსაწინააღმდეგო და შესაბამისად ბათილი გარიგება, რადგან იგი კა------რ მა-------ს საკუთარ თავთან აქვს დადებული. თავდაპირველი მოსარჩელე კა------რ მა--------, რომელმაც ცესიის ხელშეკრულების საფუძველზე მოთხოვნის უფლებას დაუთმო შპს ,,------------ს’’, სადავო ხელშეკრულების დადებისას, (თუკი იგი ნამდვილად იქნებოდა მიჩნეული), პარტნიორთა გადაწყვეტილების საფუძველზე, იკავებდა საწარმოს დირექტორის თანამდებობას. შესაბამისად, თუკი იგი მსგავსი შინაარსის ხელშეკრულებას გააფორმებდა კომპანიასთან, მას როგორც კომპანიის დირექტორს უნდა ჰქონოდა პარტნიორთა თანხმობა, ვინაიდან შპს ,,GU----t-ის’’ წესდების 8.2.7. პუნქტის თანახმად პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა სესხებისა და კრედიტების აღება, რომლებიც ცალკე ან მთლიანად აღემატება პარტნიორთა კრების მიერ დადგენილ ოდენობას. ზემოხსენებული სესხზე ნებართვასთან დაკავშირებით პარტნიორთა კრებას გადაწყვეტილება არ მიუღია.
მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ კა------რ მა--------ს მიერ თავდაპირველად წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა შეეხებოდა მოპასუხისთვის 286420 ლარის, დაკისრებას, თუმცა შემდეგ დაზუსტებულ იქნა აღნიშნული თანხა, ვინაიდან სს სა---------–--ს ბანკის მიერ გაცემულ იქნა ინფორმაცია მასზედ, რომ კა------რ მა--------ს მიერ შპს ,,GU----t-ის’’ ანგარიშზე თანხის შეტანასთან დაკავშირებით გაცემულ იქნა არაზუსტი ინფორმაცია და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბანკის მიერ დაზუსტდა თანხის ოდენობა, შემცირდა მოსარჩელის უფლებამონაცვლის მოთხოვნაც. ამდენად ურთიერთანგარიშსწორების შესახებ შედარების აქტიც ეყრდნობა არაზუსტ ინფორმაციას, რაც ასევე მიუთითებს, რომ ეს დოკუმენტი შედგენილია არა მასზე მითითებულ დროს, არამედ მოგვიანებით, როდესაც კა------რ მა-------ს დაეძაბა ურთიერთობა საწარმოს დირექტორთან და გადაწყვიტა საწარმოს დომინანტ პარტნიორზე ზეწოლის განხორციელება. ამასთან სადავო ხელშეკრულება, შეთანხმება უპროცენტო სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ და ურთიერთანგარიშსწორების აქტი არის ყალბი დოკუმენტი, რადგან იგი შედგენილია არა იმ დროს, რაც დოკუმენტებზეა მითითებული, არამედ საზოგადოების ყოფილი დირექტორის კა------რ მა--------ს თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ. ამასვე ადასტურებს საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ გამოსაკვლევად წარდგენილ დოკუმენტებზე, ანაბეჭდის დატანის ხანდაზმულობა ვერ იქნა დადგენილი, რადგან გამოსაკვლევად წარდგენილი ბეჭედი ბეჭედის ანაბეჭდი, არ შეესაბამებოდა შპს ,,GU----t-ის’’ ბეჭედს.
მოპასუხის მტკიცებით, სადავო ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა სესხის თანხის ოდენობას ან ლიმიტს და ის შესაძლოა მიჩნეული ყოფილიყო საბანკო საკრედიტო ხაზის ტიპის ხელშეკრულებად. თავისი სულისკვეთებით ეს ხელშეკრულება წარმოადგენდა მოსარჩელის მხრიდან საზოგადოების დაფინანსების კეთილი ნების გამოხატულებას, რათა ხელი შეეწყო საკუთარი მონაწილეობით დაფუძნებული და საკუთარი მართვის ქვეშ მყოფი საზოგადოების წარმატებული განვითარებისთვის. ვინაიდან, ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა სესხის დაბრუნების ვადას, სესხის გამცემმა და იმავდროულად საზოგადოების პარტნიორმა იცოდა სესხის თანხის დაბრუნების დროში მკაცრად განუსაზღვრელობის რისკის და ასევე იმ გარემოების შესახებ, რომ შესაბამისი თავისუფალი სახსრების გაცემამდე მოპასუხისგან თანხას ვერ დაიბრუნებდა.
კა------რ მა--------ს მიერ შპს ,,GU----t-ის’’ საბანკო ანგარიშზე შეტანილი თანხები არის მის მიერ ერთ-ერთი თავდაპირველი პარტნიორის და დამფუძნებლის ვალერი მი–----ოსაგან (რომელიც იმავდროულად ილ-–-ა მი–----ოს მამაა) მიღებული და კ. მა--------ს მიერ უკანონოდ მითვისებული ფულადი თანხები. თავდაპირველ მოსარჩელეს N7 უპროცენტო სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთარი ფულადი სახსრებიდან არაფერი შეუტანია შპს-ს ანგარიშზე, რადგან მას შესაბამისი ოდენობის თანხა პირადად საერთოდ არ გააჩნდა. შენატანების დანიშნულებად კა------რ მა--------ს მიერ განგებ არის მითითებული თანხის შეტანა N7 სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, რაც რეალურად დამფუძნებელ ვალერი მი–----ოს მიერ ასევე, შპს ,,GU----t-თან’’ გაფორმებული სესხის ხელშეკრულების შესაბამისად გამოგზავნილი თანხაა, რომლის ნაწილიც კ.მა-------ს ანგარშზე შეჰქონდა - დანიშნულებით დამფუძნებელი ვალერი მი–----ო აძლევს სესხს შპს ,,GU----t-ს“, ხოლო ნაწილი, როგორც ზემოთ აღინიშნა - თითქოს N7 ხელშეკრულების საფუძველზე. კა------რ მა-------ს, როგორც საზოგადოების დირექტორს თავისუფალი წვდომა ჰქონდა საზოგადოების ანგარიშებზე, იგი ბანკის შესაბამის მოხელეს თავადვე უთითებდა თანხის დანიშნულებას, ამასთან, მის მიერ მეწარმე სუბიექტის ანგარიშზე განხორციელებული შენატანები ქრონოლოგიურად ზუსტად ემთხვევა კ.მა--------ს მიერ დანიშნულებით - ,,დამფუძნებელი ვალერი მი–----ო აძლევს სესხს (შპს ,,GU----t“), განხორციელებულ შენატანებს, რაც მიუთითებს მათ საერთო წყაროზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 2012 წლის 6 დეკემბერს დაფუძნდა შპს ,,GU----t“. საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო კა------რ მა--------, რომელიც აღნიშნული საზოგადოების დირექტორის თანამდებობას იკავებდა 2018 წლის 12 იანვრამდე. ამჟამად საწარმოს დირექტორია ილ-–-ა მი–----ო, რომელიც იმავდროულად საწარმოს დომინანტ პარტნიორს (67 პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით) წარმოადგენს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ. 1, ს.ფ. 109-110, 29-30)
3.1.2. 2018 წლის 15 მაისს კა------რ მა-------ს და შპს ,,------------ს" შორის გაფორმებული უფლების დათმობის (ცესიის) ხელშეკრულების საფუძველზე კა------რ მა-------მა სრული მოცულობით გადასცა შპს ,,------------ს" 201- წლის 26 აპრილს დადებული უპროცენტო სესხის N7 ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნის უფლებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- უფლების დათმობის (ცესიის) ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 228-237)
3.1.3. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ N7 ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ 201- წლის 29 აპრილს, ბოლნისის რაიონის სოფელ ფა-----ში, საქართველოს მოქალაქე კა------რ მა-------სა და მეორეს მხრივ შპს ,,GU----t-ის“ დირექტორს კა------რ მა-------ს შორის, რომელიც მოქმედებდა კომპანიის წესდების საფუძველზე, დაიდო ხელშეკრულება, მასზედ, რომ გამსესხებელი ფიზიკური პირი კა------რ მა--------, მსესხებელს შპს ,,GU----t-ს“ წარმოდგენილს ასევე კა------რ მა--------თ, გადასცემდა ფულად სახსრებს, ხოლო მსესხებელი იღებდა ვალდებულებას თანხა გამოეყენებინა მიზნობრივი დანიშნულებით და დაებრუნებინა სრული მოცულობით სამეურნეო საქმიანობის განხორციელების შესაბამისად. სესხის ხელშეკრულება არის უპროცენტო. სესხის გაცემის დაბრუნების და აღრიცხვის წესში აღნიშნულია, რომ ყოველი პერიოდისთვის გამსესხებლის მიერ მსესხებლისთვის გადაცემული ასევე, მსესხებლისგან გამსესხებლისთვის დაბრუნებული ფულადი სახსრების აღრიცხვა ხორციელდება გამსესხებელსა და მსესხებელს შორის შედგენილი და ხელმოწერილი ფულადი სახსრების აღრიცხვის აქტით, რაც ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად იქნა მიჩნეული. მასში ასევე აღნიშნულია, რომ ფულადი სახსრების დროული და ზუსტი აღრიცხვის მიზნით დგება აქტი არაუგვიანეს 6 თვეში ერთხელ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- უპროცენტო სესხის ხელშეკრულება N7 (ტ 1. ს.ფ. 23)
3.1.4. N7 სესხის ხელშეკრულების 3.5. პუნქტი ფულადი სახსრების დროული და ზუსტი აღრიცხვის მიზნით ითვალისწინებდა 6 თვეში ერთხელ აქტის შედგენას. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ფულადი სახსრების აღრიცხვის აქტი, დათარიღებული 201- წლის 20 ოქტომბრით და მასში მითითებულია, რომ კა------რ მა-------მა, შპს ,,GU----t-ს“ 3.1.3. პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, უნაღდო ანგარიშსწორების გზით 04.05.201- წელს გადასცა 3360 ლარი და 130 ევრო, 18.05.201- წელს 460 აშშ დოლარი, 30.05.201- წელს 17500 ლარი, 14.06.201- წელს 5000 ლარი, 01.07.201- წელს 19600 ლარი, 15.07.201- წელს 400 ლარი, 01.08.201- წელს 12500 ლარი, 1-.08.201- წელს 1100 ლარი, 30.08.201- წელს 8600ლარი, 07.09.201- წელს 6000 ლარი, 1-.09.201- წელს 2300 ლარი, 30.09.201- წელს 11-00 ლარი, 07.10.201- წელს 6000 ლარი, 17.10.201- წელს 700 ლარი, 20.10.201- წელს 183260 ლარი.
ამავე აქტში აღნიშნულია, რომ 201- წელის 10 ოქტომბრის მდგომარეობით მსესხებლის შპს ,,GU----t-ის“ მიერ ფიზიკურ პირ კა------რ მა-------ზე სესხის დაბრუნება არ განხორციელებულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ფულადი სახსრების აღრიცხვის აქტი (ტ 1. ს.ფ. 24)
3.1.5. მოსარჩელის მიერ ასევე წარმოდგენილ იქნა იმავე ტიპის დოკუმენტი, რაც 3.1.4 პუნქტშია მითითებული, თუმცა, იგი დათარიღებულია 28.04.2017 წლით და მასში აღნიშნულია, რომ კა------რ მა-------მა, შპს ,,GU----t-ს“ 3.1.3. პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, უნაღდო ანგარიშსწორების გზით გადასცა 02.11.201- წელს გადასცა 8500 ევრო და ასევე 8500 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ფულადი სახსრების აღრიცხვის აქტი (ტ 1. ს.ფ. 25)
3.1.6. მოსარჩელის მიერ ასევე წარმოდგენილ იქნა ფიზიკურ პირს კა------რ მა-------სა და შპს ,,GU----t-ს“ შორის 2017 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით ურთიერთანგარიშსწორების შესახებ შედარების აქტი, სადაც აღნიშნულია, რომ 29.04.201- წლის N7 უპროცენტო ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან გამსესხებელმა კა------რ მა-------მა უნაღდო ანგარიშსწორების სახით შპს ,,GU----t-ს“ სესხის სახით გადასცა ფულადი სახსრები საერთო მოცულობით 286420 ლარი, 8630 ევრო და 460 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 1 აგვისტოს შედარების აქტი (ტ 1. ს.ფ. 27)
3.1.7. მოსარჩელის მიერ ასევე წარმოდგენილ იქნა ფიზიკურ პირს კა------რ მა-------სა და შპს ,,GU----t-ის“ დირექტორს კა------რ მა-------ს შორის 2017 წლის 15 სექტემბერს შედგენილი შეთანხმება, უპროცენტო სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, ამ შეთანხმების მიხედვით, შპს ,,GU----t-მა“ აიღო ვალდებულება N7 უპროცენტო სესხის ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი სახსრები სრულად დაებრუნებინა 01.08.2017 წელს შედგენილი ურთიერთანგარიშსწორების შესახებ შედარების აქტის თანახმად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეთანხმება 29.04.201- წლის N7 უპროცენტო სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ
3.1.8. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობის თანახმად, სარჩელის აღძვრის მომენტში შპს ,,GU----t-ის’’ (ს/კ 42------9 ) საკუთრებაში იყო უძრავი ქონება: 1) ბოლნისის რაიონი, თა-------ს საკრებულო, საკადასტრო კოდი 8-.01.63.155. უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენდა 25.10.2017 წელს დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება; 2) ბოლნისის რაიონის სოფელი ფა-----ი, საკადასტრო კოდი 8-.01.63.153. უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენდა 25.10.2017 წელს დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება; 3) ბოლნისის რაიონის სოფელი ფა-----ი, საკადასტრო კოდი 8-.01.63.259. უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენდა 25.10.2017 წელს დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება 4) ბოლნისის რაიონის სოფელი ფა-----ი, საკადასტრო კოდი 8-.01.63.1-0. უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენდა 25.10.2017 წელს დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება 5) ბოლნისის რაიონის სოფელი ფა-----ი, საკადასტრო კოდი 8-.01.63.181. უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენდა 25.10.2017 წელს დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება 6) ბოლნისის რაიონის სოფელი ფა-----ი, საკადასტრო კოდი 8-.01.63.1-2. უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენდა 25.10.2017 წელს დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება 7) ბოლნისის რაიონის სოფელი ფა-----ი, საკადასტრო კოდი 8-.01.63.1-3. უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენდა 25.10.2017 წელს დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება 8) ბოლნისის რაიონის სოფელი ფა-----ი, საკადასტრო კოდი 8-.01.63.174. უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენდა 25.10.2017 წელს დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება 9) ბოლნისის რაიონის სოფელი ფა-----ი, საკადასტრო კოდი 8-.01.63.1-1. უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენდა 29.05.2013 წელს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება 10) ბოლნისის რაიონის სოფელი ფა-----ი, საკადასტრო კოდი 8-.01.63.053. უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენდა 25.10.2017 წელს დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება 11) ბოლნისის რაიონის სოფელი ფა-----ი, საკადასტრო კოდი 8-.01.63.159.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ინფორმაცია (ტ. 1. ს.ფ. 45-47)
3.1.9. შპს კომპაუდის მიერ გაცემული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შეფასების დასკვნის თანახმად, 2018 წლის 26 მარტის მდგომარეობით შპს ,,GU----t-ის’’ საკუთრებაში არსებული მთლიანი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებაა 352 500 ლარი. იმ ერთადერთი უძრავი ქონების საკადასტრო კოდით 8-.01.63.1-1, საბაზრო ღირებულება, რომელიც შპს ,,GU----t-ს’’ საკუთრებაში გააჩნდა 29.05.2013 წლიდან, ანუ იმ დროს როდესაც მოსარჩელის მტკიცებით მოპასუხესთან გაფორმებულ იქნა სესხის ხელშეკრულება, ზემოაღნიშნული უძრავი ქონების ღირებულება განსაზღვრულია 628- ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შეფასების დასკვნა (ტ.1. ს.ფ. 48-67)
3.1.10.,,სა---------–--ს ბანკის" ს/ც მმართველის მოადგილის მიერ 2018 წლის 1- ოქტომბერს შპს ,,GU----t-ის“ დირექტორის ილ-–-ა მი–----ოს სახელზე გაცემულ იქნა მიმართვა, საიდანაც ირკვევა, რომ სს ,,სა---------–--ს ბანკში’’ 2018 წლის 13 თებერვალს კა------რ მა--------ს (პ.ნ 10------455) სახელზე გაცემულ იქნა ცნობა შპს ,,GU----t-ის“ (ს/კ 42------9) ანგარიშებზე -1/01/2012 წლიდან 25/01/2018 წლამდე პერიოდში კა------რ მა--------ს (პ.ნ 10------455) მიერ შეტანილი თანხების შესახებ. ცნობის ავტორის ინფორმაციით დგინდება, რომ კა------რ მა-------ზე გაცემული ინფორმაციაში დაშვებულ იქნა შეცდომა ანგარიშებზე გაცემული ბრუნვის შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით 2018 წლის 12 ოქტომბერს გაიცა ახალი ცნობა 0CSC18231386, რომელშიც გასწორებულ იქნა ხარვეზი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს ,,სა---------–--ს ბანკის" ცნობა N OCSC18252441, 14/12/2018 (ტომი4, ს.ფ. 107);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.დაზუსტებული შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი.)
- ამონაწერი შპს ,,GU----t-ის“ ანგარიშიდან (ტომი 1, ს.ფ. 31-36);
3.1.11. სს ,,სა---------–--ს ბანკის’’ მიერ 2018 წლის 13 თებერვალს გაცემული ცნობის თანახმად, შპს ,,GU----t-ის“ დირექტორის კა------რ მა--------ს მიერ შპს ,,GU----t-ის“საბანკო ანგარიშებზე 2013-2017 წლების პერიოდში შეტანილია სხვადასხვა ოდენობის ფულადი თანხები, დანიშნულებით ,,თანხის შემოტანა“ და ,,სხვადასხვა შემოსავალი’’, მათ შორის ,,კა------რ მა-------- უპროცენტო სესხის ხელშეკრულება N7’’. ამონაწერში ფიქსირდება, რომ ამ უკანასკნელი ხელშეკრულების შესაბამისად, შპს ,,GU----t-ის“ დირექტორის კა------რ მა--------ს მიერ შპს ,,GU----t-ის“ საბანკო ანგარიშებზე ნაღდი ანგარიშსწორების გზით შეტანილია 20.10.201- წელს 183260 ლარი, 02.11.201- წელს 8500 ევრო და ასევე 8500 ლარი.
ასევე ,,ვი---------------------ას’’ მიერ გაცემული შპს ,,GU----t-ის“ ამგარიშზე განხორციელებული შენატანების შესახებ ამონაწერის თანახმად, შპს ,,GU----t-ის“ დირექტორის კა------რ მა--------ს მიერ შპს ,,GU----t-ის“ საბანკო ანგარიშებზე 2015-2017 წლების პერიოდში შეტანილია სხვადასხვა ოდენობის ფულადი თანხები, სხვადასხვა დანიშნულებით, მათ შორის ,,კა------რ მა-------- უპროცენტო სესხის ხელშეკრულება N7’’. ამონაწერში ფიქსირდება, რომ ამ უკანასკნელი ხელშეკრულების შესაბამისად, შპს ,,GU----t-ის“ დირექტორის კა------რ მა--------ს მიერ შპს ,,GU----t-ის“ საბანკო ანგარიშებზე ნაღდი ანგარიშსწორების გზით შეტანილია 04.05.201- წელს 3360 ლარი და 130 ევრო, 18.05.201- წელს 460 აშშ დოლარი, 30.05.201- წელს 17500 ლარი, 14.06.201- წელს 5000 ლარი, 01.07.201- წელს 19600 ლარი, 15.07.201- წელს 400 ლარი, 01.08.201- წელს 12500 ლარი, 1-.08.201- წელს 1100 ლარი, 30.08.201- წელს 8600ლარი, 07.09.201- წელს 6000 ლარი, 1-.09.201- წელს 2300 ლარი, 30.09.201- წელს 11-00 ლარი, 07.10.201- წელს 6000 ლარი, 17.10.201- წელს 700 ლარი
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი შპს ,,GU----t-ის“ ანგარიშიდან (ტომი 1, ს.ფ. 31-36, 37-44);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი.)
3.1.12. სს ,,სა---------–--ს ბანკის’’ მიერ 2018 წლის 31 ოქტომბერს გაცემული ამონაწერის თანახმად შპს ,,GU----t-ის“ დირექტორის კა------რ მა--------ს მიერ შპს ,,GU----t-ის“ საბანკო ანგარიშებზე 2013-2017 წლების პერიოდში შეტანილია სხვადასხვა ოდენობის ფულადი თანხები, დანიშნულებით ,,თანხის შემოტანა“ და ,,სხვადასხვა შემოსავალი’’, მათ შორის ,,კა------რ მა-------- უპროცენტო სესხის ხელშეკრულება N7’’. ამონაწერში ფიქსირდება, რომ ამ უკანასკნელის ხელშეკრულების შესაბამისად, შპს ,,GU----t-ის“ დირექტორის კა------რ მა--------ს მიერ შპს ,,GU----t-ის“ საბანკო ანგარიშებზე ნაღდი ანგარიშსწორების გზით შეტანილია 20.10.201- წელს 183260 ლარი, 02.11.201- წელს 8500 ევრო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი შპს ,,GU----t-ის“ ანგარიშიდან (ტომი 4, ს.ფ. 108-113);
-მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, დაზუსტებული შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი.)
3.1.13. შპს ,,GU----t-ის’’ თავდაპირველმა პარტნიორმა ვალერი მი–----ომ შპს ,,GU----t-ს“ უპროცენტო სესხის სახით 2013-201- წლებში გადასცა ფულადი თანხები. სესხის თანხას ვალერი მი–----ო შპს ,,GU----t-ს“ გადასცემდა დირექტორის კა------რ მა--------ს მეშვეობით, საბანკო გადარიცხვით ურიცხავდა კა------რ მა-------ს, რომელსაც შემდეგ შპს ,,GU----t-ის“ ანგარიშზე ნაღდი ანგარიშსწორებით შეჰქონდა თანხები. შპს ,,GU----t-ის“ მიერ მოწვეული იქნა აუდიტორი, ზემორე ხელშეკრულების ფარგლებში ვალერი მი–----ოს მიერ განხორციელებული შენატანების დასადგენად. აუდიტი დაეყრდნო რა დამკვეთის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, საბანკო ამონაწერებსა და სალაროს მოძრაობის უწყისებს, კა------რ მა--------ს მიერ შპს ,,GU----t-ის“ ანგარიშზე შეტანილი თანხები, მათ შორის 04.05.201- წელს შეტანილი 3360 ლარი, 14.06.201- წელს 5000 ლარი, 01.07.201- წელს 19600 ლარი, 15.07.201- წელს 400 ლარი, 01.08.201- წელს 12500 ლარი, 1-.08.201- წელს 1100 ლარი, 07.09.201- წელს 6000 ლარი, 1-.09.201- წელს 2300 ლარი, 30.09.201- წელს 11-00 ლარი, 07.10.201- წელს 6000 ლარი, 17.10.201- წელს 700 ლარი, მიიჩნია ვალერი მი–----ოს მიერ შპს ,,GU----t-თან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში გადაცემულ თანხად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი შპს ,,GU----t-ის“ ანგარიშიდან (ტომი 4, ს.ფ. 108-113);
- აუდიტორული დასკვნა (ტომი IV, ს.ფ. 77-79);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი)
3.1.14. ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ტექნიკური ექსპერტიზის N000990019 დასკვნით, 201- წლის 29 ოქტომბრით დათარიღებულ ფულადი სახსრების აღრიცხვის აქტზე, 2017 წლის 28 აპრილით დათარიღებულ ფულადი სახსრების აღრიცხვის აქტზე, შედარების აქტზე, 2017 წლის 15 სექტემბრით დათარიღებულ შეთანხმებაზე და 201- წლის 29 აპრილით დათარიღებულ N7 უპროცენტო სესხის ხელშეკრულებაზე განთავსებული ბეჭდები დატანილია ერთი და იმავე ბეჭდით. 201- წლის 29 ოქტომბრით დათარიღებულ ფულადი სახსრების აღრიცხვის აქტზე, 2017 წლის 28 აპრილით დათარიღებულ ფულადი სახსრების აღრიცხვის აქტზე, შედარების აქტზე, 2017 წლის 15 სექტემბრით დათარიღებულ შეთანხმებაზე და 201- წლის 29 აპრილით დათარიღებულ N7 უპროცენტო სესხის ხელშეკრულებაზე განთავსებული ბეჭდის ანაბეჭდები არ არის დატანილი არც ერთი შპს ,,GU----t-ის“ ბეჭდით, რომელიც ექსპერტისთვის იქნა წარდგენილი ნიმუშად. დადგენა იმისა, 201- წლის 29 ოქტომბრით დათარიღებულ ფულადი სახსრების აღრიცხვის აქტზე, 2017 წლის 28 აპრილით დათარიღებულ ფულადი სახსრების აღრიცხვის აქტზე, შედარების აქტზე, 2017 წლის 15 სექტემბრით დათარიღებულ შეთანხმებაზე და 201- წლის 29 აპრილით დათარიღებულ N7 უპროცენტო სესხის ხელშეკრულებაზე განთავსებული ბეჭდის ანაბეჭდები დატანილია თუ არა იმ დროს რომელიც საბუთებზეა მითითებული, შეუძლებელია, ვინაიდან აღნიშნულ საბუთებზე განთავსებული ბეჭდის ანაბეჭდები არ არის დატანილი არც ერთი შპს ,,GU----t-ის“ ბეჭდით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა N 001064919 (ტომი 4. ს.ფ. 3-23)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. კა------რ მა-------თან 201- წლის 29 აპრილს დადებული ხელშეკრულება არ წარმოადგენს სესხის ხელშეკრულებას, იგი არის სესხის ხელშეკრულების დადების დაპირება. თავად დოკუმენტის შინაარსიდან გამომდინარე იგი წარმოადგენს არა სესხს, არამედ, სესხის შეპირებას, მასში არ არის გადმოცემული ხელშეკრულების არსებითი პირობები, სესხის ოდენობა, გაცემის წესი, დაბრუნების ვადა, მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება და სხვა. სესხის დაპირებისა და უშუალოდ სესხის ხელშეკრულების გამიჯვნის თვალსაზრისით სასამართლოს მხედველობაში აქვს ის გარემოება, რომ დოკუმენტში საუბარია ზოგადად შეპირებული თანხის ნაწილ-ნაწილ მიწოდებაზე, ხოლო სესხის დადებულად მიჩნევისათვის, სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, სავალდებულოა ხელშეკრულების საგნის უშუალოდ მსესხებლისათვის საკუთრებაში გადაცემა.
სასამართლო სრულად უარყოფს მოსარჩელის პრეტენზიებს, რომელიც მოპასუხის მხრიდან სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის აღიარებას შეეხება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება, საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. მოცემულ შემთხვევაში, შესაგებლით მოპასუხემ არათუ დაადასტურა დავალიანების ოდენობა, არმედ აქცენტირდა მასზე, რომ საბანკო ამონაწერების თანახმად კა------რ მა--------ს მიერ საწარმოს ანგარიშზე თანხა შეტანილი იქნა არა უნაღდო, არამედ ნაღდი ანგარიშსწორებით, თუმცა, იმავე შესაგებლით და ასევე დაზუსტებულ შესაგებელით სრულად გამორიცხა ვალდებულების არსებობა. შესაბამისად, სასამართლო მოპასუხის ამ პოზიციას და ასევე საწარმოს ბუღალტრის ტა---------------ს (რომელიც არ არის საზოგადოების წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი) მიერ გაცემულ ცნობას, რომლითაც იგი კა------რ მა-------ს 2018 წლის 30 მაისის განცხადების დასტურად აცნობებს, რომ შპს ,,GU----t-ს“ და კა------რ მა-------ს შორის 201- წლის 29 აპრილს გაფორმებული N7 სესხის ხელშეკრულებით თანახმად მან საწარმოს ასესხა 277320 ლარი, 8630 ევრო და 460 აშშ დოლარი, ვერ მიიღებს მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის დადასტურებად (აღიარებად), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- უპროცენტო სესხის ხელშეკრულება N7 (ტომი 1. ს.ფ. 23)
- ტა---------------ს მიერ გაცემული ცნობა (ტომი 2. ს.ფ. 11-)
- მხარეთა ხსნა განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, დაზუსტებული შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ. 1, ს.ფ. 109-110, 29-30)
3.2.2. 201- წლის 29 აპრილის დათარიღებული უპროცენტო სესხის ხელშეკრულების დადების შესახებ შპს ,,GU----t-ის“ პარტნიორთა კრებას თანხმობა არ განუცხადებია. შესაბამისად, საწარმოს დირექტორი და ამავდროულად 1-.5 პროცენტის წილის მქონე პარტნიორი კა------რ მა-------- ხელშეკრულების დადების დროს საწარმოს წესდების შესაბამისად, პარტნიორთა მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე არ მოქმედებდა.
სესხის სახელშეკრულებო სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებზე, როგორც წესი, სადავოა სესხის ხელშეკრულების დადების, სესხის ხელშეკრულებაში მითითებული თანხის მსესხებლისათვის გადაცემისა და ამ უკანასკნელის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულებით და საბანკო ჩარიცხვებით ცდილობს განახორციელოს მხარეთა შორის სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობის (თანხის მოვალისათვის გადაცემა) დადასტურება.
სასამართლო განმარტავს, რომ სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. თითოეულ მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. არცერთ მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. მის დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. ამიტომ მათ მიერ წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და მას ენიჭება გარკვეული მნიშვნელობა. ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ხშირად კონკრეტული ფაქტის დამადასტურებელია და ხშირად ასეთი ფაქტის დადასტურებისთვის უვარგისია. სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს მტკიცებულებები და გადაწყვიტოს მხარეთა მიერ მითითებული მტკიცებულება, არის თუ არა ის მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელე ან მოპასუხე უტყუარად დაადასტურებს თავის არგუმენტებს.
სასამართლო დასაბუთებულ პრეტენზიად განიხილავს მოპასუხის არგუმენტს, იმის თაობაზე, რომ სესხი აუცილებელი თანხმობის გარეშე იყო დადებული. დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ კა------რ მა-------ს შპს ,,Gufruit“-ის პარტნიორების თანხმობა არ ჰქონდა, პარტნიორებს არც შემდეგში გამოუთქვამთ თანხმობა. მხარე ამ პრეტენზიას ამყარებს მსესხებელი კომპანიის წესდების 8.2.7. პუნქტზე, რომლის თანახმადაც პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე როგორიცა სესხების და კრედიტების აღება რომელიც ცალკე ან მთლიანად აღემატება პარტნიორთა კრების მიერ დადგენილ ოდენობას. მოსარჩელემ დაადასტურა, რომ სეხის ხელშეკრულების დადებაზე არ არსებობდა პარტნიორთა გადაწყვეტილება, თუმცა, მოპასუხის მითითებული არგუმენტის გასაქარწყლებლად მოსარჩელემ წარმოადგინა ამავე საწარმოს მიერ ვალერი მი–----ოსთან დადებული სესხის ხელშეკრულება, რომელი ხელშეკრულებაც არასოდეს გამხდარა სადავო მოპასუხის მიერ, ამასთან, მითითებული ხელშეკრულების ფარგლებში გადაცემული თანხმები მთლიანად იქნა ათვისებული საწარმოს მიერ.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე’’ პუნქტზე, რომლის თანახმად პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებას შემდეგ საკითხზე, ვალდებულებათა აღება, რომლებიც ცალკე ან მთლიანად აღემატება საზოგადოების აქტივების ღირებულების 50%-ს.
ვინაიდან, სესხის ნამდვილობის უარყოფის მიზნით მოპასუხემ სწორედ თანხმობის აუცილებლობაზე მიუთითა, აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობას, რომლის მიხედვით იმ ერთადერთი უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით 8-.01.63.1-1 საბაზრო ღირებულება, რომელიც შპს ,,GU----t-ს’’ საკუთრებაში გააჩნდა 29.05.2013 წლიდან, ანუ იმ დროს როდესაც მოსარჩელის მტკიცებით მოპასუხესთან გაფორმებულ იქნა ნასყიდობის ხელშეკრულება, ღირებულება განსაზღვრულია 628- ლარით. შესაბამისად, დადასტურებულია, რომ საზოგადოების აქტივი ბევრად ნაკლებია, ვიდრე ის თანხა, რაც მოსარჩელის მტკიცებით კა------რ მა-------მა გადასცა მოპასუხე საზოგადოებას. ამდენად, მოსარჩელის მიერ კანონის ზემოაღნიშნული მუხლისა და ასევე საზოგადოების წესდების მოთხოვნის უარსაყოფად ასევე ვალერი მი–----ოსთან სესხის ხელშეკრულების დადება, სასამართლოსთვის ვერ გახდება მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე’’ პუნქტის მოთხოვნიდან გადახვევის საფუძველი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- უპროცენტო სესხის ხელშეკრულება N7 (ტომი 1. ს.ფ. 23)
- შპს ,,GU----t-ის’’ წესდება (ტომი 4. ს.ფ. 44-56)
- მხარეთა ხსნა განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, დაზუსტებული შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ. 1, ს.ფ. 109-110, 29-30)
- საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ინფორმაცია (ტ. 1. ს.ფ. 45-47)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,,------------ის“ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 31--317-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 59-ე, 61-ე, 114-ე მუხლები, ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9-ე, 91-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, GarciaRuiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
6.2. ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება (316.1 მუხლი).
ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის ნაწარმოებია ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან (317.1 მუხლი).
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მითითებით მხარეებს შორის სადაო ურთიერთობა წარმოშობილია სესხის ხელშეკრულებების საფუძველზე. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე შეედავა მოსარჩელეს რამდენიმე გარემოებაზე მითითებით. მათ შორისაა გარიგების ბათილობა როგორც თავისთან დადებული გარიგებასა, ასევე როგორც შესაბამისი თანხმობის გარეშე დადებული გარიგება, რადგან მის დადებაზე საზოგადოების პარტნიორთა კრების მიერ არ ყოფილა გაცემული თანხმობა. ამასთანავე, მოპასუხემ ასევე მიიჩნია, რომ რეალურად სადავო ხელშეკრულებები კა------რ მა-------მა შეადგინა მას შემდეგ, რაც კა------რ მა-------სა და საზოგადოების ამჟამინდელ დირექტორის ილ-–-ა მი–----ოს შორის დაიძაბა ურთიერთობები.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის ამ უკანასკნელ ვარაუდს ამყარებს შემდეგი გარემოება: მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ფულადი სახსრების აღრიცხვის აქტი, დათარიღებული 201- წლის 20 ოქტომბრით და 2017 წლის 28 აპრილით, სადაც მითითებულია, რომ კა------რ მა-------მა, შპს ,,GU----t-ს“ უნაღდო ანგარიშსწორების გზით 04.05.201- წელს გადასცა 3360 ლარი და 130 ევრო, 18.05.201- წელს 460 აშშ დოლარი, 30.05.201- წელს 17500 ლარი, 14.06.201- წელს 5000 ლარი, 01.07.201- წელს 19600 ლარი, 15.07.201- წელს 400 ლარი, 01.08.201- წელს 12500 ლარი, 1-.08.201- წელს 1100 ლარი, 30.08.201- წელს 8600ლარი, 07.09.201- წელს 6000 ლარი, 1-.09.201- წელს 2300 ლარი, 30.09.201- წელს 11-00 ლარი, 07.10.201- წელს 6000 ლარი, 17.10.201- წელს 700 ლარი, 20.10.201- წელს 183260 ლარი. 02.11.201- წელს გადასცა 8500 ევრო და ასევე 8500 ლარი. მას შემდეგ რაც სს ,,სა---------–--ს ბანკის’’ მიერ დაზუსტდა, რომ 2018 წლის 13 თებერვალს კა------რ მა-------ზე გაცემული ინფორმაციაში დაშვებულ იქნა შეცდომა ანგარიშებზე გაცემული ბრუნვის შესახებ, ამ ინფორმაციის შესაბამისად დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნაც, თუმცა, რაიმე ლოგიკური განმარტება, რატომ მოხდა ფულადი სახსრების აქტებში იმ თანხის მითითება, რაც ნაღდი ანგარიშსწორებით კა------რ მა-------ს საწარმოს ანგარიშზე არ შეუტანია, სასამართლომ ვერ მოისმინა, აღნიშნული გარემოება სასამართლოს უმყარებს რწმენას სადავო დოკუმენტაციის მოგვიანებით შედგენის შესახებ.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 114-ე მუხლის მიხედვით, თუ თანხმობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წარმომადგენელს არ შეუძლია წარმოდგენილი პირის სახელით საკუთარ თავთან თავისი სახელით, ან, როგორც მესამე პირის წარმომადგენელმა, დადოს გარიგება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გარიგება უკვე არსებობს რაიმე ვალდებულების შესასრულებლად.
სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 114-ე მუხლის მოთხოვნები ვრცელდება იურიდიული პირის წარმომადგენლებზეც, იურიდიული პირის წარმომადგენელი არ შეიძლება ხელშეკრულების ორივე მხარეს განასახიერებდეს, თუ არ არსებობს შესაბამისი თანხმობა. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ თუკი წარმოდგენილი მხარე მოიწონებს გარიგებას, იგი ნამდვილად მიიჩნევა მისი დადების მომენტიდან.
სამოქალაქო კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება ბათილად ითვლება მისი დადების მომენტიდან. თუ პირი, რომელიც დებს უცილოდ ბათილ გარიგებას, ადასტურებს მას, მაშინ მისი მოქმედება განიხილება, როგორც გარიგების ხელახლა დადება. თუ გარიგებას ადასტურებს შეცილების უფლების მქონე პირი, მაშინ იგი ამით კარგავს შეცილების უფლებას.
სასამართლო აცხადებს, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით შეგებებული სარჩელი აღძრული არ ყოფილა, თუმცა, მხარეს არ ერთმევა შესაგებლით ამ გარემოებებზე აპელირების უფლება (შესაგებლისა და შეგებებული სარჩელის ურთიერთგამიჯვნს საკითხზე მრავალთა შორის იხ. სუსგ №ას-367-348-2015, 15 მაისი, 2017 წელი). მოპასუხემ მიუთითა, რომ აღნიშნული გარიგება არის უკანონო, რადგან როგორც საზოგადოების წესდება, ასევე, მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე’’ პუნქტის მოთხოვნაა პარტნიორთა მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით, კრებაზე გადაწყვეტილების მიღება.
სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი ნორმის დანაწესის დაუცველობამ შეიძლება გამოიწვიოს გარიგების ბათილობა, მაგრამ აღნიშნული კატეგორიის გარიგებები არ წარმოადგენენ უცილოდ ბათილ გარიგებებს. მისი ბათილად ცნობის ერთერთ სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს კრედიტორის შეცილება, რისთვისაც უნდა არსებობდეს შეცილების საფუძველი. მოპასუხემ მიუთითა, რომ მან წინამდებარე დავის შესახებ მხოლოდ სარჩელით შეიტყო. ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს რა იმ გარემოებას, რომ შპს ,,GU----t-ის“ მიერ მოწვეული აუდიტორის მიერ გაცემულ იქნა აუდიტის დასკვნა, სადაც აუდიტი დაეყრდნო დამკვეთის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, საბანკო ამონაწერებსა და სალაროს მოძრაობის უწყისებს, კა------რ მა--------ს მიერ შპს ,,GU----t-ის“ ანგარიშზე შეტანილი თანხები, მათ შორის 04.05.201- წელს შეტანილი 3360 ლარი, 14.06.201- წელს 5000 ლარი, 01.07.201- წელს 19600 ლარი, 15.07.201- წელს 400 ლარი, 01.08.201- წელს 12500 ლარი, 1-.08.201- წელს 1100 ლარი, 07.09.201- წელს 6000 ლარი, 1-.09.201- წელს 2300 ლარი, 30.09.201- წელს 11-00 ლარი, 07.10.201- წელს 6000 ლარი, 17.10.201- წელს 700 ლარი, მიიჩნია ვალერი მი–----ოს მიერ შპს ,,GU----t-თან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში გადაცემულ თანხად. ამდენად, ამ მოქმედებითაც დადასტირებულია არა შპს ,,GU----t-ის“ იმჟამინდელი დირექტორის კა------რ მა--------ს მიერ, ფიზიკურ პირ კა------რ მა-------თან დადებული ხელშეკრულების ნამდვილობა, არამედ ამ ქმედებას უარყოფა.
6.4. სა---------–--ს სამოქალაქო კოდექსის 976- მუხლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე ამტკიცებდა რომ კა------რ მა-------- სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდა რა მოპასუხე შპს ,,GU----t-თან“ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მას უნდა დაეკისროს 277 320 ლარის, 8630 ევროს და 460 აშშ დოლარის ანაზღაურება. სასამართლომ მიაჩნია, რომ სესხის აღებაზე საზოგადოების პარტნიორთა თანხმობის არარსებობის პირობებში, სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს ბათილ გარიგებას, შესაბამისად, ვალდებულება გარიგების ბათილობის გამო არ წარმოშობილა.
სასამართლო იზიარებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას ერთ-ერთ საქმეზე, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ იმისათვის, რომ სასამართლომ იმსჯელოს უსაფუძვლო გამდიდრებით წარმოშობილი ვალდებულების არსებობის შესახებ, აუცილებელია, მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა, სწორედ, ამ ფაქტს დააყრდნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით, შეცვალოს სარჩელის სამართლებრივი საფუძველი. ეს დაარღვევს, არა მარტო, დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებს, არამედ მთლიანად შეცვლის მხარეთა პროცესუალურ მდგომარეობას _ თუ ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულებისას მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აკისრია, ხოლო მოპასუხეს, მხოლოდ, ფაქტების მითითების ტვირთი აქვს _ უსაფუძვლო გამდიდრებით წარმოშობილ ურთიერთობებში, ვალდებულების არსებობის მითითებისა და მისი მტკიცების ტვირთიც მოპასუხეს ეკისრება. თუ მოსარჩელე მოთხოვნის საფუძვლად ვალდებულებას უთითებს, თავად არის ამ მითითებისა და, აქედან გამომდინარე, შესაბამისი სამართლებრივი შედეგების რისკის მატარებელი, თუმცა, აღნიშნული არ გამორიცხავს მის უფლებას აღძრას ახალი სარჩელი სხვა საფუძვლით. (სუსგ, საქმე Nას-177-170-201-, 29 ივლისი, 201- წელი.
ამდენად, ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა მხარეთა კანონთან შესაბამისად გარიგების დადების ფაქტი, შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის თანხის დაკისრების შესახებ უსაფუძვლოა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დამხარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ მხარეს არ შეუძლია ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება, სასამართლოს უფლება აქვს ამ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოიწვიოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, თუ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გამო ადვოკატის მონაწილეობა ამ საქმის განხილვაში მიზანშეწონილია. ასეთ შემთხვევაში ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით. არაქონებრივი დავის დროს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 000 ლარამდე ოდენობით.
ამ ნორმათა შესაბამისად მოსარჩელისათვის სარჩელზე გაწეული სასამართლო ხარჯების ანაზღაურების წინაპირობაა სარჩელის დაკმაყოფილება. შპს ,,------------ს’’ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა, რის გამოც მას სახელმწიფო ბაჟი 3050 ლარი ოდენობით არ აუნაზღაურდება. ასევე არ აუნაზღაურდება წარმომადგენლის დამხარებისათვის გაწეულ ხარჯი 14000 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც გასაჩივრდება ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. გამომდინარე იქიდან, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის განჩინებით გამოენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე შპს ,,GU----t-ს’’ (ს/კ 42------9) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების მდებარე: 1) ბოლნისის რაიონი, თა-------ს საკრებულო, საკადასტრო კოდი 8-.01.63.155. 2) ბოლნისის რაიონის სოფელი ფა-----ი, საკადასტრო კოდი 8-.01.63.153. 3) ბოლნისის რაიონის სოფელი ფა-----ი, საკადასტრო კოდი 8-.01.63.259. 4) ბოლნისის რაიონის სოფელი ფა-----ი, საკადასტრო კოდი 8-.01.63.1-0. 5) ბოლნისის რაიონის სოფელი ფა-----ი, საკადასტრო კოდი 8-.01.63.181. 6) ბოლნისის რაიონის სოფელი ფა-----ი, საკადასტრო კოდი 8-.01.63.1-2. 7) ბოლნისის რაიონის სოფელი ფა-----ი, საკადასტრო კოდი 8-.01.63.1-3. 8) ბოლნისის რაიონის სოფელი ფა-----ი, საკადასტრო კოდი 8-.01.63.174. 9) ბოლნისის რაიონის სოფელი ფა-----ი, საკადასტრო კოდი 8-.01.63.1-1. 10) ბოლნისის რაიონის სოფელი ფა-----ი, საკადასტრო კოდი 8-.01.63.053. 11) ბოლნისის რაიონის სოფელი ფა-----ი, საკადასტრო კოდი 8-.01.63.159. გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 1991 243-244-ე, 247-248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს ,,------------ის’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს:
2. გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის განჩინებით გამოენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე შპს ,,GU----t-ს’’ (ს/კ 42------9 აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების მდებარე: 1) ბოლნისის რაიონი, თა-------ს საკრებულო, საკადასტრო კოდი 8-.01.63.155. 2) ბოლნისის რაიონის სოფელი ფა-----ი, საკადასტრო კოდი 8-.01.63.153. 3) ბოლნისის რაიონის სოფელი ფა-----ი, საკადასტრო კოდი 8-.01.63.259. 4) ბოლნისის რაიონის სოფელი ფა-----ი, საკადასტრო კოდი 8-.01.63.1-0. 5) ბოლნისის რაიონის სოფელი ფა-----ი, საკადასტრო კოდი 8-.01.63.181. 6) ბოლნისის რაიონის სოფელი ფა-----ი, საკადასტრო კოდი 8-.01.63.1-2. 7) ბოლნისის რაიონის სოფელი ფა-----ი, საკადასტრო კოდი 8-.01.63.1-3. 8) ბოლნისის რაიონის სოფელი ფა-----ი, საკადასტრო კოდი 8-.01.63.174. 9) ბოლნისის რაიონის სოფელი ფა-----ი, საკადასტრო კოდი 8-.01.63.1-1. 10) ბოლნისის რაიონის სოფელი ფა-----ი, საკადასტრო კოდი 8-.01.63.053. 11) ბოლნისის რაიონის სოფელი ფა-----ი, საკადასტრო კოდი 8-.01.63.159. გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო თარაშვილი