განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1-462-19
(№092220419005)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 ივლისი 2019 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მადონა მაისურაძე
სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე
პროკურორი: გიორგი ჯავარაშვილი,დაცვის მხარე:
ბრალდებული მ---------------------–--–---ი, დაბადებული 1----–-–-----------------ს, პირადი N2----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლეობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: მ--------–--------------------–---------–--;
ადვოკატი: რიმა გურგულია,თარჯიმანი: ორხან რამაზანოვი,კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის პირველი ნაწილი - აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა, რეალიზაცია.
სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 22 აპრილს შუადღის საათებში, მ--------–ის რაიონის სოფელ შ---–-----ში, მ---------------------–--–---ი მის მართვის ქვეშ მყოფ ,,ო---–--------ს“ მარკის ავტომობილს სახ. ნომ. N--------, უკანონოდ ინახავდა 46 შეკვრა, 2760 ლარის ღირებულების აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებულ ,,H----” დასახელების უაქციზო სიგარეტს, რომლის რეალიზაციაც მოახდინა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელზე მ-----------------ე.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა, მ---------------------–--–---ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ბ-----------ის გამოკითხვის ოქმს, ხელწერილს, დადგენილებას ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ჩართვის შესახებ, დადგენილება საკონტროლო შესყიდვის ჩატარების თაობაზე, ოქმს ფულადი ნიშნის დაფიქსირების და გადაცემის შესახებ, მ---------------------–--–---ის პირადი ჩხრეკის ოქმს, ი-–---------------–---ის პირადი ჩხრეკის ოქმს, ავტომობილის ჩხრეკის ოქმს, ოქმს სახელმწიფო შესყიდვის შედეგების შესახებ, მოწმეების ს---–---------------–---–ის, ბ-----------ის, მ---------------ის გამოკითხვის ოქმებს, ამოღების ოქმს, მ---------------------–--–---ის გამოკითხვის ოქმს, ი-–----------------–---ის გამოკითხვის ოქმს, ექსპერტიზის დასკვნსა N0-------- და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს, სასამართლოში 2019 წლის 21 ივნისს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, სადავოდ არ გაუხდიათ და დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არცერთი მონაწილე მათ საეჭვოს არ ხდის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ შეფასებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა და მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia).
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვისათვის. აქციზური მარკების რეალიზაციას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, მასვე შემუშავებული აქვს აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის, აგრეთვე ალკოჰოლიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკებით ნიშანდების წესები. ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური ახორციელებს ასევე აქციზური მარკების მომხმარებელთა რეგისტრაციას და გასცემს შესაბამის მოწმობას. განსახილველი დანაშაულის საგანია მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური - მათ შორის თამბაქოს ნაწარმი. ქმედების ჩადენისაგან დაცულია ქვეყნის საფინანსო ინტერესები. ამ მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება მაშინ, როდესაც აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის ღირებულება 2000 ლარს აღემატება.
მოცემულ შემთხვევაში, 2019 წლის 23 აპრილის სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, სს N0----------- საქმეზე დადგენილების თანახმად, მ-----------------------–--–---ს მიერ მ-----------------ე, ბ-----------ეზე და ს---–---------------–---–ზე რეალიზებული 460 ცალი კოლოფი თამბაქოს ნაწარმი წარმოადგენს „I---”-ის მოწყობილობით მოსაწევ ე.წ. „ს-------“ „H-----------------“, რომლის მთლიანი საბაზრო ღირებულება 2019 წლის 23 აპრილის მდგომარეობით შეადგენს 2760 ლარს, რაც 1 კოლოფზე შეადგენს 6 ლარს.
განაჩენში მითითებული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2019 წლის 22 აპრილს შუადღის საათებში, მ--------–ის რაიონის სოფელ შ---–-----ში, მ---------------------–--–---ი მის მართვის ქვეშ მყოფ ,,ო---–--------ს“ მარკის ავტომობილს სახ. ნომ. N--------, უკანონოდ ინახავდა 46 შეკვრა, 2760 ლარის ღირებულების აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებულ ,,H----” დასახელების უაქციზო სიგარეტს, რომლის რეალიზაციაც მოახდინა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელზე მ-----------------ე.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სსკ-ის 200-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
მ---------------------–--–---ის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათს, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი და არ იმხილება სხვა რაიმე კანონდარღვევისთვის, ხოლო ისეთი ხასიათის დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ჩადენილი ქმედების ფარგლებს - არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში; სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, არ არის ნასამართლევი, არ იმხილება სხვა რაიმე კანონდარღვევისთვის, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მისი რესოციალიზაცია შესაძლებელი იქნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის არასაპატიმრო სასჯელის - ჯარიმის დანიშვნის პირობებში. ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის სიმძიმეს, ბრალდებულის პიროვნებას, მის ეკონომიურ მდგომარეობას და მიაჩნია, რომ ჯარიმის ოდენობა უნდა განისაზღვროს 3000 ლარით.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:
მ---------------------–--–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ---------------------–--–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 200-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანით.
2. მ---------------------–--–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე ამოღებული 46 შეკვრა, ,,H----” დასახელების უაქციზო სიგარეტი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო მ---------------------–--–---ის პირადი ჩხრეკისას მოაღებული 3680 ლარი, დაუბრუნდეს შესაბამის სამსახურს. (ინახება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგმოძიებო სამსახურის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში).
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ.მაისურაძე