განაჩენი

სისხლის სამართლის 23.07.2019
საქმის ნომერი
010100119002804367
დავის ტიპი
108
თარიღი
23.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119002804367

საქმეN1-29/19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

23.07.2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - რა-----–---ძე

 

დაცვის მხარე

1. ბრალდებული: ჯუ---------–-ძე

მამის სახელი: და-----

დაბადებული: 1--0--1--- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არ მქონე

მისამართი: ქობულეთის მუნიციპალიტეტი სოფელი ჩა-------ი

 

ადვოკატის - და---------–--–--ლი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 108-ე მუხლი.

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №170281118001

 

1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის 28 ნოემბერს, დაახლოებით 12 საათზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩა--–ი, სოფელ ჩაისუბნის საავტომობილო გზაზე, ჯუ---------–-ძემ, წინათარსებული უთანხმოების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან- თოფიდან, მა----–-–--–--ის მიმართულებით განახორციელა მრავალჯერადი გასროლები, რითაც თავისა და ზურგის არეში მიაყენა მრავლობითი დაზიანებები, მიყენებული დაზიანებების შედეგად ეს უკანასკნელი ადგილზევე გარდაიცვალა.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა,განზრახ მკვლელობა

 

2.1 მხარეები არსებითი განხილვის სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები, გარდა ბრალდებულის ჩვენებისა, სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (იხ. სხდომის ოქმი);

 

2.2 ბრალდებულმა ჯუ---------–-ძემ აღიარა ჩადენილი ქმედება, განმარტა, რომ აწ გარდაცვლილმა მა----–-–--–--ემ მას რამდენიმე წლის წინ მიაყენა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაზიანება, რის შედეგადაც მიუხედავად მკურნალობისა, მან დაკარგა ფეხი; ბოლოს წასული იყო საფრანგეთში და იქ გადიოდა მკურნალობის კურსს; ფეხის შენარჩუნება ვერ შეძლეს; გახდა ნერვიული, ჩაიკეტა, ექიმის დანიშნულებით იღებდა დამამშვიდებლებს, ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, იმ დღესაც წამალი არ ჰქონდა მიღებული და ქცევასაც ვერ იმორჩილებდა; არ ახსოვს რა დაემართა; თავიდან, როცა დაინახა მა----–-–--–--ე, მას არც გამოელაპარაკა და მისთვის არც არაფერი დაუშავებია; ცეცხლსასროლი იარაღი რამდენიმე წლის წინ შეიძინა მისთვის უცნობის პირისაგან და სახლში ინახავდა; ოჯახის წევრებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ; მისი ძმის მანქანით წავიდა სახლიდან, მისი ძმისთვის არ იყო ცნობილი, რომ მას იარაღი თან ჰქონდა; როცა დაინახა, უკვე სურდა მისთვის შემთხვევა აეცილებინა და მა----–-–--–--ის ავტომანქანისთვის სწრაფი სვლით განიზრახა გვერდი აევლო და გაცლოდა, ამ დროს როცა გაუსწორდა მა----–-–--–--ის ავტომანქანას, ის ძალიან ნელა მოძრაობდა, თითქოს ავტომანქანის რადიოს ასწორებდა და დახრილი იყო, იმ დროს როცა ავტომანქანას ჩაუარეს, მან მაინც მოახერხა იარაღის მომარჯვება და გასროლა მისი მიმართულებით, მისი ძმა სწრაფად წავიდა და ვერც დაინახა, მიაყენა თუ არა რაიმე სახის დაზიანება; შემდეგ გახდა მისთვის ცნობილი, რომ გარდაიცვალა მიყენებული დაზიანებების შედეგად; აღიარებს, რომ მან გაისროლა მა----–-–--–--ის მიმართულებით, თუმცა მისი მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, მაგრამ შედეგი სახეზეა, აღიარებს და ინანიებს, იმ დროს ვერ ხვდებოდა, რას აკეთებდა; გასროლის შემდეგ მისი იარაღი მანქანაში დატოვა და გაიქცა; თურქეთის საზღვარზე მოაბრუნეს თურქეთის მხრიდან მესაზღვრე კონტროლიორებმა; დღესაც მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს; ინანიებს ჩადენილს და სასამართლოს თხოვს გაითვალისწინოს ყველა გარემოება; არ უნდა ჩაედინა; ინანიებს, რომ მისი მოქმედებით გარდაიცვალა პირი; შეშინება ნამდვილად უნდოდა, მაგრამ მისი სიკვდილი არა, იმ დროს არ ფიქრობდა რას აკეთებდა; როგორ მოხდა ყველაფერი ამაზე შემდეგ დაფიქრდა; როგორც ახსოვს ორჯერ გაისროლა; მაგრამ თუ სხვაგვარად დასტურდება, ანუ უფრო მეტის გასროლა, არ გამორიცხავს, თუმცა ახსოვს ორი; (იხ ოქმი);

 

2.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ ჯუ---------–-ძის სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებს (გარდა ბრალდებულის ჩვენებისა) მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

2.4. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

2.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

2.6. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016). აღნიშნულიდან გამომდინარე მტკიცების სტანდარტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

2.7. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

2.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით; ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი უდავო მტკიცებულებებით კი სასამართლოს უდასტურდება შემდეგი:

 

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით №0--------; 11.01.2019 წ. დადგენილია, რომ გვამის სასამართლო სამედიცინო და დამატებითი გამოკვლევების მონაცემებით, ექსპერტიზის წინაშე დასმული კითხვების შესაბამისად: მა-----–-–--–--ის გვამის გამოკვლევისას ნანახი იქნა თავის ქალას ცეცხლსასროლი, ქალას ღრუში შემავალი ჭრილობა/ჭრილობა N3/, ტერფის ძირიდან 173 სმ. დაშორებით თხემ-კეფის საზღვარზე, შემავალი ხვრელით კეფის ძვლის ზედა მარჯვენა კუთხეში, კეფის ძვლის მთლიანობის დარღვევით, ტავის ტვინის ქსოვილების, ქალას ფუძეზე სასმენი ხვრელის შემაღლების და შუა ფოსოს წინა კიდეზე სოლისებური ძვლის დაზიანებით, მოტეხილი ძვლის ფრაგმენტების გადანაცვლებით ჭრილობის არის მიმართულებით, ჭრილობის არხის მიმართულებით-უკნიდან წინ, ოდნავ ზემოდან ქვემოთ, ოდნავ მარჯნიდან მარცხნივ, ჭრილობის არხი სიგრძით 16.00 სმ თავის ტვინის ნივთიერების დაზიანებით, ჭრილობის არხის გასწვრივ სისხლჩაქცევები თავის ტვინის ნივთიერებაში, დიფუზური სისხლჩაქცევებით მაგარი და რბილი გარსების ქვეშ. ცეცხლსასროლი გამჭოლი ჭრილობები - შემავალი ხვრელით მარჯვენა ყურის უკანა ქვემო მიდამოში, გამოსავალი ხვრელით მარჯვენა ყურის ნიჟარის ქვემო არეში/ჭრილობა N4- ჭრილობა N4ა/, ჭრილობის არხის მიმართულებით უკნიდან წინ, თითქმის ჰორიზონტალურად, მარცხნიდან ოდნავ მარჯვნივ და შემავალი ხვრელით ქვედა ყბის მარჯვენა კუთხეში და გამოსავალი ხვრელით ნიკაპის არეში ჭრილობა N5-ჭრილობა5ა/, კანის კანქვეშა ქსოვილების დაზიანებისა და სისხლჩაქცევებით, ჭრილობის არხის მიმართულებით უკნიდან წინ, ოდნავ ზემოდან ქვემოთ, ოდნავ მარჯვნიდან მარცხნივ, ცეცხლნასროლი შემხები ჭრილობა თხემის მიდამოში ცენტრალურად და მარცხნივ/ჭრილობა N1/ კანის , ქვეშა ქსოვილების დაზიანებითა და სისხლჩაქცევებით, ჭრილობის მიმართულებით უკნიდან წინ, მარჯვნიდან მარცხნივ, ქვემოდან ოდნავ ზემოთ, ცეცხლსასროლი ჭრილობა ზურგის მიდამოში/ჭრილობა N6/, მარცხენა ბეჭის ძვლის შიგნითა ზემო კუთხის საპროექტო მიდამოში - კანის, კანქვეშა ქსოვილების და კუნთების დაზიანებით, ჭრილობის არხის მიმართულებით უკნიდან წინ, ჰორიზონტალურად, მარცხნიდან ოდნავ მარჯვნივ. დაჟეჟილი ჭრილობა თხემის არეში, მარცხენა კუთხეში, უკანა მეასედში/ჭრილობა N2/, კანის და კანქვეშა ქსოვილების დაზიანებით. სისხლნაჟღენთები შუბლისა და მარცხენა ტვინის არეში.

ჭრილობები თხემის არეში ცენტრალურად ჭრილობა N1/. თხემ-კეფის საზღვარზე მარჯვნივ /ჭრილობა N3/, მარჯვენა ყურის უკანა ქვემო მიდამოში /ჭრილობა N4/ , ქვედა ყბის მარჯვენა უკანა კუთხის საპროექციო მიდამოში /ჭრილობა N5/ და ზურგის არეში, მარცხენა ბეჭის ძვლის შიგნითა ზემო კუთხის საპროექციო მიდამოში /ჭრილობა N6/- განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვების ზემოქმედებით, ხოლო დაჟეჟილი ჭრილობა თხემის არეში, მარცხენა უკანა კუთხეში ჭრილობა N2/ და სისხლნაჟღენთები შუბლისა და მარცხენა მტევნის მიდამოში- განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედებით. აღნიშნული დაზიანებები სიცოცხლის დროინდელია, ერთობლიობაში ცოცხალ პირებში მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

მა----–-–--–--ის სიკვდილის მიზეზია თავის ტვინის ქსოვილების დაზიანება, სისხლჩაქცევები მაგარი და რბილი გარსების ქვეშ, ჭრილობის არხის მიმართულებით, თავის ტვინზე ზეწოლით-განვითარებული თავის ქალას ცეცხლნასროლი, ქალას ღრუში შემავალი ჭრილობის /ჭრილობა N3/, კეფის ძვლის მთლიანობის დარღვევის ქალას ფუძის ძვლების მრავლობითი მოტეხილობის შედეგად. გვამის გამოკვლევისას ნანახი ნაადრევი გვამური მოვლენების გათვალისწინებით, სიკვდილიდან გვამის გამოკვლევამდე გასულია დროის შუალედი არაუმეტეს 12 საათისა.

მა----–-–--–--ის გვამიდან აღებული კანის პრეპარატის გამოკვლევის მონაცემებით, სროლა ნაწარმოებია არა ახლო მანძილიდან, სროლის თანმხლები ფაქტორების მოქმედების ზონის გარეთ. სროლის მანძილის დაზუსტების მიზნით, მიზანშეწონილია იმ ტანსაცმლის (არსებობის შემთხვევაში) გამოკვლევა, რომელიც მიყენების მომენტში ფარავდა აღნიშნულ მიდამოს და წარმოადგენდა დაზიანების პირველ გარეთა შრეს. დაზიანების მიყენების შემდეგ სიკვდილი დადგა დროის გარკვეულ პერიოდში.

დაზიანების მიყენების თანმიმდევრობისა და მდგომარეობის განსაზღვრა დაზიანების მიყენების მომენტში ექსპერტიზისათვის შეუძლებელია. (იხ დასკვნა; ს.ფ.80-91, ტ-1);

 

ნა-----–------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით 29.11.2018 დადგენილია, რომ ქ. ბათუმში ჯა----–---–-ს ქ. #---–-----------ში ჩხრეკის დროს საძინებელი ოთახში საწოლის ქვემოდან ამოღებული იქნა ჭრელ ზეწარში გახვეული ხის კონდახით სანადირო თოფი, გლუვლულიანი;(იხ ს.ფ.286-298, ტ-1)

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით 28.11.2018წ დადგენილია, რომ ბრალდებულმა ჯუ---------–-ძემ თანხმობა განაცხადა გამოკითხვისას მიცემული ჩვენების სისწორე ადგილზე გასვლით დაედასტურებინა; აჩვენა ადგილი, სადაც შეხვდა მა----–-–--–--ეს, ასევე ადგილი თავის საცხოვრებელ სახლში, სადაც ინახავდა მის მიერ შეძენილ თოფს და ადგილი საიდანაც მისი ძმის ავტომანქანიდან განახორციელა გასროლა მა----–-–--–--ისკენ, რომელიც გადაადგილდებოდა „O----------” ს მარკის ავტომანქანით; ასევე მიუთითა ადგილი, სადაც მის მიერ განხორციელებული გასროლის შემდეგ მა----–-–--–--ე თავისი ავტომანქანით შეეჯახა ხეს; ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულმა აჩვენა ადგილი, თუ სად და როგორ დატოვა მისი ძმის ავტომანქანა და როგორ მოახდინა გადაადგილება სარფის მიმართულებით (იხ ს.ფ.244-285 ტ-1);

 

სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით #10----, 09.01.2019წ დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ავტომანქანის „O----------” O------ დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს 2400 ლარს; (იხ ტ-12 , ს.ფ.215-217);

 

2.10. ზემოთაღნიშნულ მტკიცებულებებთან ერთად, საქმეში არსებული მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო მტკიცებულებებით: შეტყობინებით დანაშაულის ჩადენის შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოტაბულით, ინფორმაციული პატაკებით, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული ჩხრეკისა და ამოღების ოქმებით და ამოღებული ნივთებით, დათვალიერების ოქმებით, ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმებით, ემზარ დევაძის მიერ ჯუ---------–-ძის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი, ჯუ---------–-ძის ბრალდებულად დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ბრალდებულ ჯუ---------–-ძის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, მოწმეების: კახ-------------------------–--–--------------------------------------------------–-–--–------------------–-------–---–-----–------------------------------–------------------–------–------------–---------–-----------–---------------------–----------------–--------------–---------–--ის გამოკითხვის ომებით, ბრალდებულ ჯუ---------–-ძის ჩვენებით, და საქმეში არსებული სხვა ფაქტების და ინფორმაციათა ერთობლიობით სასამართლო ახდენს რა მათ შეფასებას - დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ჯუ---------–-ძის მიმართ წარდგენილი ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 108 მუხლით, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას;

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1.საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.2. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციის მე-2 მუხლის თანახმად - ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული და არავის სიცოცხლე არ შეიძლება განზრახ იყოს ხელყოფილი.

 

სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განსაკუთრებულ მიდგომას სიცოცხლის უფლებისადმი, კერძოდ, კონვენციის მე-2 მუხლში გათვალისწინებულია ევროპის საბჭოში შემავალი დემოკრატიული ქვეყნების ერთ-ერთი ყველაზე ფუძემდებლური ფასეულობა და, შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განსაკუთრებული ყურადღებით იხილავს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე HAÁSZ AND SZABÓ v. HUNGARY №1327/14 და №11613/14; 13.10.2015; §49). სიცოცხლის უფლება არის კონვენციაში განსაზღვრულ უფლებათა და თავისუფლებათაგან ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი და ფუნდამენტური ღირებულება დემოკრატიულ საზოგადოებაში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1995 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე McCann and others v. the United Kingdom).

 

3.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია განზრახი მკვლელობისათვის. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია სუბიექტის განზრახი ქმედების (მოქმედება ან უმოქმედობა) შედეგად დანაშაულებრივი შედეგის დადგომა - სიკვდილის სახით. ასევე აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, იგი მრავალფეროვანია და შესაძლებელია აღმოცენდეს მაგალითად: შურისძიების, ეჭვიანობის, შელაპარაკების ნიადაგზე.

 

3.4.სასამართლო იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განმარტებას, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, ამასთან, ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იქნება. (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე №142აპ-13).

 

3.5. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა შეიძლება ჩადენილ იქნეს მხოლოდ განზრახ (პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით), კერძოდ: პირს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდეს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდეს ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდეს ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. შესაძლებელია დამნაშავეს არ სურდეს ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდეს ან გულგრილად ეკიდებოდეს მის დადგომას. ამდენად, სასამართლომ უნდა დაადგინოს რამდენად მოიცავდა ჯუ---------–-ძის განზრახვა მა----–-–--–--ის სიცოცხლის მოსპობას;

 

ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაციისთვის სასამართლო ითვალისწინებს, დანაშაულის ჩადენის ხერხსა და საშუალებას, სხეულის დაზიანებათა/ჭრილობათა რაოდენობას, ხასიათსა და ლოკალიზაციას, დანაშაულის ჩადენამდე და მის შემდეგ ბრალდებულის ქცევას, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულებას;

 

3.6. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ჯუ---------–-ძის მიერ იკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ჯუ---------–-ძეს ჰქონდა განზრახვა, ხელეყო დაზარალებულ მა----–-–--–--ის სიცოცხლე; ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ ერთი პირის მიერ მეორე პირის მიმართ ძალადობა გულისხმობს პირის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას; სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველეს ყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.

 

3.7. ამდენად, მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ჯუ---------–-ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - წინათარსებული უთანხმოების ნიადაგზე განზრახ მოკვლის მიზნით მა----–-–--–--ეს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, მრავალჯერადი გასროლებით, თავისა და ზურგის არეში, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანების მიყენებით, - ჩაიდინა დანაშაული რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და იგი ამ კვალიფიკაციით ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, თანამშრომლობა გამოძიებასთან.

 

პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ იკვეთება.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

5.1საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სსკ-ის 108 მუხლი სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 დან 15 წლამდე ვადით;

 

თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ასევე ჯუ---------–-ძემ ითანამშრომლა გამოძიებასთან, მან ნებაყოფლობით მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედებებში, ხელი შეუწყო გამოძიების წარმოებისას მტკიცებულებათა მოძიება - შეგროვებას;

 

ასევე მხედველობაშია მისაღები, რომ საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნით #0--------, 10.07.2019წ დადგენილია, რომ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ჯუ---------–-ძეს აღენიშნებოდა არაფსიქოლოგიური დონის ფსიქიკური აშლილობა - ორგანული პიროვნული აშლილობა (კოდი F07.0 დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით), არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხაობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს სწორი ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებაში. ის იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. ის თავის ფსიქიკური მგომარეობით იძულებით მკურნალობას, ან არანებაყოფლობით სტაციონალურ ან ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. მას აქვს ფსიქიკური ნაკლი, რომელიც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი თავის დაცვის განხორციელებას. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ის შეიძლება წარსდგეს მართმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებისათვის. (იხ დასკვნა)

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სასამართლომ საქმეში Olsson v. Sweden განავითარა დაადგინა: „... აუცილებლობის ცნება გულისხმობს, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.

 

საქმეში Soering v. the United Kingdom სასამართლომ განაცხადა: „ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.“

 

იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება;

 

სასამართლო ჯუ---------–-ძის მიმართ სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას; მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების მიზნით;

 

ამდენად, ჯუ---------–-ძეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;

 

ჯუ---------–-ძის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მისი პიროვნული მახასიათებლების, მიყენებული ზიანის, ქმედების ჩადენის შემდგომი ქცევის გამოძიებასთან თანამშრომლობის გათვალისწინებით უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელი - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ზ/მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით გამართლებულია და ის სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის, ან სხვა საკითხები

 

მოცემულ საქმეზე ნივთიერი მტკიცებულებებს წარმოადგენს: შ.პ.ს. რ-------ან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, სულ ცალ DVD-R დისკზე,შემოსავლების სამსახურის სარფის საბაჟო დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, 1 (ერთ) ცალ CD-R დისკზე,შემთხვევის ადგილზე ავტო მანქანიდან ამოღებული მა----–-–--–--ის დოკუმენტები დალუქული 1 (ერთ) სპეც პაკეტში FC-------,შემთხვევის ადგილზე არსებული ავტო მანქანის გასაღები

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მა----–-–--–--ის კუთვნილი O------ სახელმწიფო ნომრის მქონე, „O----------”ს მარკის ავტომანქანა,ქუბულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ--–-ში ამოღებული, ბო---------–--ის მართვის ქვეშ მყოფი, W------ სახელმწიფო ნომრის მქონე, „მ---------ის“ მარკის ავტომანქანა

ბრალდებულ ჯუ---------–-ძის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა, მობილური ტელეფონი, დოკუმენტები,მა----–-–--–--ის გვამის დათვალიერების დროს ამოღებული ხურდა ფული, დალუქული 1 (ერთ) სპეც პაკეტში N 1--------,შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მასრის მსგავსი საგნები, რომლის უკანა ნაწილი არის მოყვითალო ფერის მეტალის, მასრას უკანა ნაწილზე გააჩნია წარწერა *--- ხოლო მასრის წინა მხარეს არის პლასტმასი, რომელსაც გააჩნია წარწერა ,,B--------------“

შემთხვევის ადგილიდან ამოღებული პოლიეთილენის გამჭირვალე პარკში პლასტმასის თეთრი ფერის საგანი,შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, „O----------” O------ მარკის ავტომანქანიდან ამოღებული მოყვითალო ფერის „ჰ------ს“ ფირმის მობილური ტელეფონი,შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, „O----------” O------ მარკის ავტომანქანიდან ამოღებული იქნა ხის ცილინდრისებული ხელკეტი, სპეციალური ბამბის ჩხირით აღებული მოწითალო ფერის ლაქების ანაწმენდები, პლასტმასის ცილინდრისებური საგანი, ამოღებული ანაწმენდები ,სპეციალური ბიოლოგიური ბამბის ჩხირით ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები, ვერცხლის ფერი ლითონის უსწორმასწორო საგნი-ფრაგმენტი ,ვერცხლისფერი ლითონის უსწორმასწორო საგანი-ფრაგმენტი, ორი ცალი უსწორმასწორო ლითონის საგანის ფრაგმენტი , სავარძლის თავის მისაყრდნობი,მა----–-–--–--ის გვამის დათვალიერების დროს ამოღებული მა----–-–--–--ის შავი ფერის პიჯაკი, ფერადი ჯემპრი, ცისფერი პერანგი, შავი ჯინსის შარვალი, შავი ტყავისმაგვარი ქამარი, შავი წინდები, შავი ტყავის ფეხსაცმელი, დალუქული 1 (ერთ) სპეც პაკეტში N 0------. გვამის დათვალიერების დროს აღებული თმის ნიმუშები, ხელის მტევნიდან ანაწმენდები, ფრჩხილის ნიმუშები; გვამის დათვალიერების შემდგომ ამოღებული ორი ცალი მეტალის უცხო

W------ სახელმწიფო ნომრის მქონე, „მ---------ის“ მარკის ავტომანქანის ჩხრეკის დროს სპეციალური ბიომეტრიული ჩხირით აღებული ანაწმენდის ნიმუშები ,სპეციალური მწებავი ლენტით აღებული მიკრონაწილაკების ნიმუში, თეთრი ფერის ორი ცალი სამედიცინო ხელთათმანი,ბრალდებულ ჯუ---------–-ძის ტანსაცმელი, სისხლის ნიმუში, სახისა და ორივე ხელის ანაწმენდების ნიმუში,ნა-----–------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული თოფი,ბო---------–--ისგან აღებული სისხლის ნიმუში,საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად ზემოთაღნიშნული ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი საგნებისა და ნივთების განკარგვა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული ჯუ---------–-ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ჯუ---------–-ძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.

 

მსჯავრდებულ ჯუ---------–-ძის სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 28 ნოემბრიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულება - შ.პ.ს. რ-------ან“ მიმართვით გადმოგზავნილი ინფორმაცია, 1 (ერთ) ცალ DVD-R დისკზე, 1 (ერთ) პაკეტად, დალუქულ მდგომარეობაში, ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - შ.პ.ს. რ-------ან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, 1 (ერთ) ცალ DVD-R დისკზე, 1 (ერთ) პაკეტად, დალუქულ მდგომარეობაში, ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - შემოსავლების სამსახურის სარფის საბაჟო დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, 1 (ერთ) ცალ CD-R დისკზე, 1 (ერთ) პაკეტად, დალუქულ მდგომარეობაში, ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილზე მა----–-–--–--ის ავტომანქანიდან ამოღებული დოკუმენტები დალუქული 1 (ერთ) სპეც პაკეტში FC-------, ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილზე არსებული ავტო მანქანის გასაღები დალუქული მუყაოს კონვერტში, 1 (ერთ) პაკეტად, ბეჭდის ანასახით პაკეტებისათვის ბეჭდის ანასახით ,,პაკეტებისათვის 2---“, ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მა----–-–--–--ის კუთვნილი O------ სახემწიფო ნომრის მქონე, O----------” ს მარკის ავტომანქანა, დალუქულ მდგომარეობაში, ლუქით ,,პაკეტებისათვის 2---“, ინახება შ.ს.ს აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის ეზოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ქუბულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ--–-ში ამოღებული, ბო---------–--ის მართვის ქვეშ მყოფი, W------ სახელმწიფო ნომრის მქონე, „მ---------ის“ მარკის ავტომანქანა დალუქული მდგომარეობაში, ლუქით ,,პაკეტებისთვის 2---“, ინახება შ.ს.ს აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის ეზოში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ბრალდებულ ჯუ---------–-ძის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა, დალუქული 1 (ერთ) პაკეტად, ლუქის ნომრით ,,პაკეტებისათვის 2---“ ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ბრალდებულ ჯუ---------–-ძის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული მობილური ტელეფონი, დალუქული მუყაოს კონვერტში, 1 (ერთ) პაკეტად, ,,პაკეტებისთვის 2---“. ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ბრალდებულ ჯუ---------–-ძის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული დოკუმენტები, დალუქული მუყაოს კონვერტში 1 (ერთ) პაკეტად, ლუქით ,,პაკეტებისთვის 2---“ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - მა----–-–--–--ის გვამის დათვალიერების დროს აღებული ხურდა ფული, დალუქული 1 (ერთ) სპეც პაკეტში N 1--------, ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მასრის მსგავსი საგანი, რომლის უკანა ნაწილი არის მოყვითალო ფერის მეტალის, მასრას უკანა ნაწილზე გააჩნია წარწერა *--- ხოლო მასრის წინა მხარეს არის პლასტმასი, რომელსაც გააჩნია წარწერა ,,B--------------“ რაც დალუქული 1 (ერთ) სპეც პაკეტში FCI------, საექსპერტო კვლევის მიზნით გადაგზავნილია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მასრის მსგავსი საგანი, რომლის უკანა ნაწილი არის მოყვითალო ფერის მეტალის, მასრას უკანა ნაწილზე გააჩნია წარწერა *--- ხოლო მასრის წინა მხარეს არის პლასმასი, რომელსაც გააჩნია წარწერა ,,B--------------“ რაც დალუქული 1 (ერთ) სპეც პაკეტში FCI------, საექსპერტო კვლევის მიზნით გადაგზავნილია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილიდან ამოღებული პოლიეთილენის გამჭირვალე პარკში პლასმასის თეთრი ფერის საგანი, დალუქული 1 (ერთ) სპეც პაკეტში FCI------, საექსპერტო კვლევის მიზნით გადაგზავნილია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, O----------” მარკის ავტომანქანიდან ამოღებული მოყვითალო ფერის „ჰ------ს“ ფირმის მობილური ტელეფონი, დალუქული 1 (ერთ) სპეც პაკეტში FCI4-----. საექსპერტო კვლევის მიზნით გადაგზავნილია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, O----------” მარკის ავტომანქანიდან ამოღებული იქნა ხის ცილინდრისებული ხელკეტი, დალუქული 1 (ერთ) სპეც პაკეტში FCI------. საექსპერტო კვლევის მიზნით გადაგზავნილია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, „O----------” სახ. ნომრით O------ მარკის ავტომანქანიდან, სპეციალური ბამბის ჩხირით აღებული მოწითალო ფერის ლაქების ანაწმენდები, დალუქული 1 (ერთ) სპეც პაკეტში FCI------, საექსპერტო კვლევის მიზნით გადაგზავნილია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, „O----------” სახ. ნომრით O------ მარკის ავტომანქანიდან ამოღებული პლასტმასის ცილინდრისებური საგანი, დალუქული 1 (ერთ) სპეც პაკეტში FCI------, საექსპერტო კვლევის მიზნით გადაგზავნილია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, „O----------” სახ. ნომრით O------ მარკის ავტომანქანიდან ამოღებული ანაწმენდები დალუქული 1 (ერთ) სპეც პაკეტში FCI4-----, საექსპერტო კვლევის მიზნით გადაგზავნილია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, „O----------” სახ. ნომრით O------ მარკის ავტომანქანიდან სპეციალური ბიოლოგიური ბამბის ჩხირით ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები, დალუქული 1 (ერთ) სპეც პაკეტში FCI4-----, საექსპერტო კვლევის მიზნით გადაგზავნილია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, „O----------” სახ. ნომრით O------ მარკის ავტომანქანიდან ამოღებული ვერცხლის ფერი ლითონის უსწორმასწორო საგნი-ფრაგმენტი დალუქული 1 (ერთ) სპეც პაკეტში FCI4------ საექსპერტო კვლევის მიზნით გადაგზავნილია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, სახ. ნომრით O------ „O---------” მარკის ავტომანქანიდან ამოღებული ვერცხლისფერი ლითონის უსწორმასწორო საგანი-ფრაგმენტი დალუქული 1 (ერთ) სპეც პაკეტში FCI40----, საექსპერტო კვლევის მიზნით გადაგზავნილია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, სახ. ნომრით O------ „O---------” მარკის ავტომანქანიდან ამოღებული ორი ცალი უსწორმასწორო ლითონის საგანის ფრაგმენტი დალუქული 1 (ერთ) სპეც პაკეტში FCI------, საექსპერტო კვლევის მიზნით გადაგზავნილია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, სახ. ნომრით O------ „O---------” მარკის ავტომანქანიდან ამოღებული სავარძლის თავის მისაყრდნობი, დალუქული 1 (ერთ) სპეც პაკეტში FCI------, საექსპერტო კვლევის მიზნით გადაგზავნილია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - მა----–-–--–--ის გვამის დათვალიერების დროს ამოღებული მა----–-–--–--ის შავი ფერის პიჯაკი, ფერადი ჯემპრი, ცისფერი პერანგი, შავი ჯინსის შარვალი, შავი ტყავისმაგვარი ქამარი, შავი წინდები, შავი ტყავის ფეხსაცმელი, დალუქული 1 (ერთ) სპეც პაკეტში N 0------. საექსპერტო კვლევის მიზნით გადაგზავნილია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - მა----–-–--–--ის გვამის დათვალიერების დროს აღებული თმის ნიმუშები, დალუქული 1 (ერთ) სპეც პაკეტში N 1--------, საექსპერტო კვლევის მიზნით გადაგზავნილია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - მა----–-–--–--ის გვამის დათვალიერების დროს ხელის მტევნიდან აღებული ანაწმენდები, დალუქული 1 (ერთ) სპეც პაკეტში N 1--------- საექსპერტო კვლევის მიზნით გადაგზავნილია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - მა----–-–--–--ის გვამის დათვალიერების დროს აღებული ფრჩხილის ნიმუშები დალუქული 1 (ერთ) სპეც პაკეტში N 1--------. საექსპერტო კვლევის მიზნით გადაგზავნილია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - გვამის დათვალიერების შემდგომ ამოღებული ორი ცალი მეტალის უცხო სხეული, დალუქული 1 (ერთ) სპეც პაკეტში 1--------- საექსპერტო კვლევის მიზნით გადაგზავნილია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - W------ სახელმწიფო ნომრის მქონე, „მ---------ის“ მარკის ავტომანქანის ჩხრეკის დროს სპეციალური ბიომეტრიული ჩხირით აღებული ანაწმენდის ნიმუშები დალუქული 1 (ერთ) სპეც პაკეტში FCI4-----, საექსპერტო კვლევის მიზნით გადაგზავნილია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - W------ სახელმწიფო ნომრის მქონე, „მ---------ის“ მარკის ავტომანქანიდან, სპეციალური მწებავი ლენტით აღებული მიკრონაწილაკების ნიმუში, დალუქული 1 (ერთ) სპეც პაკეტში FCI4------ საექსპერტო კვლევის მიზნით გადაგზავნილია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - W------ სახელმწიფო ნომრის მქონე, „მ---------ის“ მარკის ავტომანქანიდან ამოღებული თეთრი ფერის ორი ცალი სამედიცინო ხელთათმანი, დალუქული სპეც პაკეტში FCI------- საექსპერტო კვლევის მიზნით გადაგზავნილია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ბრალდებულ ჯუ---------–-ძის ტანსაცმელი, დალუქული 1 (ერთ) სპეც პაკეტში FCI 4-----. საექსპერტო კვლევის მიზნით გადაგზავნილია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ბრალდებულ ჯუ---------–-ძის სისხლის ნიმუში, დალუქული 1 (ერთ) პაკეტად, შსს აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტის ბეჭდის ანასახით ,,პაკეტებისთვის 2---“, საექსპერტო კვლევის მიზნით გადაგზავნილია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ბრალდებულ ჯუ---------–-ძისგან აღებული სახისა და ორივე ხელის ანაწმენდების ნიმუში, დალუქული 1 (ერთ) სპეც პაკეტში FCD4-----. საექსპერტო კვლევის მიზნით გადაგზავნილია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ნა-----–------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული თოფი, დალუქული 1 (ერთ) სპეც პაკეტში FCD8-----, საექსპერტო კვლევის მიზნით გადაგზავნილია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს შსს შეიარაღების განყოფილებას.

 

ნივთიერი მტკიცებულება - მოწმე ბო---------–--ისგან აღებული სისხლის ნიმუში, დალუქული 1 (ერთ) პაკეტად, შსს აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტის ბეჭდის ანასახით ,,პაკეტებისთვის 2---“, საექსპერტო კვლევის მიზნით გადაგზავნილია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას, საქართველოს შსს აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტს და საქართველოს შსს შეიარაღების განყოფილებას.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე