განაჩენი

სისხლის სამართლის 03.07.2019
საქმის ნომერი
160100119002951023
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
03.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N160100119002951023

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/146-19 3 ივლისი 2019 წელი ქ. ბოლნისი

(გამოძიების N019120419001)

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე

სხდომის მდივანი: დიანა ქოჩორაშვილი, თამთა ჩულუხიძე

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: გიორგი ძიძიგური

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: რიმა გურგულია

 

ბრალდებული: ი------ ხ--------ი

მამის სახელი: ს--–-----

დაბადებული: 1----–-–-------------ო

პირადი ნომერი: 1----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: არასრული საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–--------------–--------–------------------

 

თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 2019 წლის 12 აპრილს, დაახლოებით 19:30 საათზე, ბოლნისის რაიონის სოფელ ჭაპალაში მდებარე ი------ ხ--------ის საცხოვრებელ სახლში ი------ ხ--------მა, ეჭვიანობის გამო მომხდარი შელაპარაკები--ს, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ე-–----------------ას, რომელთან ერთადაც მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, არასრულწლოვანი შვილიშვილების - 02 თვის ი------ ხ--------ის, 02 წლის ქარიმ ხ--------ი-- და და 01 წლის აისელ ხ--------ას თანდასწრებით, ჯერ მუშტი ჩაარტყა ზურგში, მარჯვენა მხარეს, ხოლო შემდეგ სკამი ჩაარტყა მუცელში, რის გამოც ე-–----------------ამ ორივე შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამი--დ, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად არასრულწლოვანი არის პირი რომელსაც არ შესრულებია 18 წელი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით, დაიკითხა დაზარალებული ე-–----- ს---------ა. მან განმარტა, რომ ცხოვრობს ბოლნისის რაიონის სოფელ ჭაპალაში. 2019 წლის 12 აპრილს დაახლოებით 7-8 საათზე, მისი მეუღლე ი------ ხ--------ი სახლში დაბრუნდა და იგინებოდა მეუღლის მი--მართით. როდესაც ე-–-----მ მეუღლეს ჰკითხა, თუ რატომ აგინებდა, ისმიხნამა დაარტყა და შემდეგ ესროლა სკამი, რომელიც მოხვდა მუცელში. შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა ე-–-----ს რძალი და შვილიშვილები, რომლებიც ტიროდნენ და ყვიროდნენ. შემდეგ სახლში დაბრუნდა ე-–----------------ას შვილი ი-- ხ--------ი. დაზარალებულმა განმარტა, რომ დარტყმი--ს განიცადა ტკივილი.

 

მოწმის სახით დაიკითხა ა----- ხ--------ა, რომელმაც სასმართლოს უჩვენა რომ 12 აპრილს, დაახლოებით 7-8 საათი იქნებოდა, როდესაც მისი მამამთილი ი------ ხ--------ი სახლში დაბრუნდა და იგინებოდა. ი------ ხ--------მა მეუღლეს ე-–----- ს---------ას (ა----- ხ--------ას დედამთილი) დაარტყა მუშტი და სკამი. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ სახლში ამ დროს იმყოფებოდნენ ა----- ხ--------ას შვილები.

 

მოწმე ი-- ხ--------მა (ბრალდებულის შვილი) ი--რგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმი--თვის გარანტირებული უფლებით (კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

 

2019 წლის 24 იანვრის ი------ ხამეოდვის დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად, ცნობები დედის შესახებ მითითებულია ა----- ხ--------ა, ხოლო ცნობები მამის შესახებ მითითებულია ი-- ხ--------ი.

 

2018 წლის 23 იანვრის აისელ ხამეოდვას დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად, ცნობები დედის შესახებ მითითებულია ა----- ალახვერდიევა, ხოლო ცნობები მამის შესახებ მითითებულია ი-- ხ--------ი.

 

2016 წლის 19 ივლისის ქარიმ ხ--------ის დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად, ცნობები დედის შესახებ მითითებულია ა----- ალახვერდიევა, ხოლო ცნობები მამის შესახებ მითითებულია ი-- ხ--------ი.

 

საქმეზე დგინდება, რომ ი------ ხ--------ი არის ე-–----- ს---------ას მეუღლე, ხოლო ი------ ხამეოდვი, ქარიმ ხ--------ი და აისელ ხამეოდვა არიან მათი არასრულწლოვანი შვილიშვილები.

 

საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: 2019 წლის 13 აპრილის დათვალიერების ოქმით და ამოღებული ნივთმტკიცებით, შემაკავებელი ორდერით N015229 დადგენილია, რომ ი------ ხ--------მა ოჯახის წევრის ე-–----- ს---------ას მიმართ განხორციელა ძალადობა, არასრულწლოვანი შვილიშვილების თანდასწრებით.

 

საქმის არსებითი განხილვი--ს ბრალდებულმა ი------ ხ--------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის განმარტებას მისი უდანაშაულობის შესახებ. დაზარალებულმა ე-–----------------ამ დაკითხვი--ს დაადასტურა ბრალდებულის მიერ მისი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი, აღნიშნული ასევე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხვი--ს ა----- ხ--------ამ. აღნიშნული ჩვენებები სრულ შესაბამისობაშია და მათ სასამართლო სრულად იზიარებს. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად მან განიცადა ტკივილი.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები სრულად არ გამოკვლეულა (გარდა დაზარალებულ ე-–----- ს---------ას და მოწმე ა----- ხ--------ას ჩვენები--), ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. ამდენად, სასამართლოს დასკვნა ი------ ხ--------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებულ ე-–----- ს---------ას გამოკითხვის ოქმი, მოწმე ა----- ხ--------ას გამოკითხვის ოქმი, დაბადების მოწმობები, 2019 წლის 13 აპრილის დათვალიერების ოქმი და ამოღებული ნივთმტკიცება, შემაკავებელი ორდერი N015229.

 

სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მტკიცებულებათა შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკი-- და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აი--ხება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1 სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობი-- და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ი------ ხ--------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.

 

4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობი--თვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ი------ ხ--------მა ე-–----------------ას მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

5 . პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. ი------ ხ--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.

5.2. ი------ ხ--------ი ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენი--თვის.

 

6. სასჯელი-- და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნი--ს ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

6.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაული-- და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამი--დ, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ი------ ხ--------ის პიროვნულ მახასიათებელს, იმ გარემოებას რომ მან ძალადობა განახორციელა მეუღლის მიმართ, ძალადობა გამოხატული იყო მძიმე ფორმებში, კერძოდ კი მან ჯერ მუშტი ჩაარტყა მეუღლეს და შემდეგ სკამი. იგი არ არის შერიგებული დაზარალებულთან.

 

6.3. ბრალდებულის რესოციალიზაციი--თვის, სასჯელის აუცილებლობი-- და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნები--თვის, ი------ ხ--------ს უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, გათვალისწინებული ადექვატური სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.

 

7. ნივთმტკიცების გადაწყვეტის გადაწყვეტა:

 

7.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამი--დ, საქმეზე ამოღებული ხის სკამი და მინის ნამსხვრევები - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ი------ ხ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.

 

ი------ ხ--------ს დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მონეტიდან 2019 წლის 12 აპრილიდან.

 

ი------ ხ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

სისხლის სამართლის საქმეზე დართული ნივთმტკიცებების ბედი საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

ხის სკამი და მინის ნამსხვრევები განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე