განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 020100119003105479
№1/404-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
05 აგვისტო, 2019 წელი ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - დავით კეკენაძე
სხდომის მდივანი - სალომე ქობალია
ბრალდების მხარე
პროკურორი - მ-----------
დაცვის მხარე
ბრალდებული: პ----------------;
დაბადებული: 0--04.1--- წელი;
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე;
განათლება: საშუალო;
ნასამართლობა: მქონე;
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული;
პირადი ნომერი: 1-----------
რეგისტრირებული: ზ---------------------------–------–-------–--
მცხოვრები : ქ--–------------------–--------------------
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №-------------
კვალიფიკაცია:
საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
პ----------------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
კერძოდ, 2----–-–------------ დღის მეორე ნახევარში, ზ----------------------------–-----–------–- პ---------------- დაემუქრა არასრულწლოვან შ---–-----–-–--------------------- სიცოცხლის მოსპობის მუქარით, კერძოდ უთხრა, რომ „მოკლავდა და მის სისხლს დალევდა“, რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2. ბრალდებულმა პ----------------მ სასამართლოს წინაშე თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
4. პ----------------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ: ა------------ განცხადებით, არასრულწლოვანი დ--------–-----–---------------------- გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების ა------------, მა---------–--–---------–----------–-----------------------------------------------------------------------------–--------------- გამოკითხვის ოქმებით, ბრ--–-------–---------------------------------–-------------–----–------–-----------------------–----------------–---------–-–------------ განაჩენით და საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობით;
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის "გ' ქვეპუნქტით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგენილია დანაშაულისათვის, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში, დამნაშავის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.
6. სსკ-ს 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან. ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან; მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ აღნიშნულ სტანდარტს;
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საგულისხმოა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მასზედ რომ, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად უნდა დაედოს პირდაპირი მტკიცებულებები ( და არა ირიბი);
ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოში წარმოდგენილია უდაოდ მიჩნეული პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გადალახავს საქმის ბედით დაინტერესებული პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის განხორციელებას, რის გამოც ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში (საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი) გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
7. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2----–-–------------ დღის მეორე ნახევარში, ზ----------------------------–-----–------–- პ---------------- დაემუქრა არასრულწლოვან შ---–-----–-–--------------------- სიცოცხლის მოსპობის მუქარით, კერძოდ უთხრა, რომ „მოკლავდა და მის სისხლს დალევდა“, რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
სამართლებრივი შეფასება:
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებული არასრულწლოვანი მ-----------------, რომლის მიმართაც მართლმსაჯულების მიზანია არ განხორციელდეს ხელახალი ან/და მეორეული ვიქტიმიზაცია;
ამასთან დაკავშირებით, „ბავშვის უფლებათა კონვენციის” მე-2 და მე-3 მუხლების შესაბამისად მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ და უზრუნველყოფენ მათი იურისდიქციის ფარგლებში მყოფი თითოეული ბავშვის ყველა უფლებას, რომელიც წინამდებარე კონვენციითაა გათვალისწინებული, ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის გარეშე, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, ბავშვის, მისი მშობლებისა და კანონიერი მეურვეების ჯანმრთელობისა და დაბადების მდგომარეობის ან სხვა რამ ვითარების განურჩევლად.
მონაწილე სახელმწიფოები ყოველგვარ აუცილებელ ზომას ღებულობენ დისკრიმინაციის ყველა იმ ფორმისა და სასჯელისაგან ბავშვის დაცვის უზრუნველსაყოფად, რომლებიც უკავშირდება ბავშვის, ბავშვის მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ოჯახის სხვა წევრთა სტატუსს, საქმიანობას, მათ მიერ გამოთქმულ შეხედულებებს და მათ გამჟღავნებულ მრწამსს.
ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.
მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვისათვის ზრუნვაზე ან მის დაცვაზე პასუხისმგებელი დაწესებულებები, სამსახურები ან ორგანოები შეესაბამებოდნენ კომპეტენტური ორგანოების მიერ დაწესებულ ნორმებს, კერძოდ, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მათი პერსონალის რიცხობრიობისა და ვარგისიანობის, აგრეთვე კომპეტენტური ზედამხედველობის თვალსაზრისით.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მიზანია მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი მოწმის უფლებათა დაცვა, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი მოწმის მეორეული ვიქტიმიზაციისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა.
ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კოდექსი გამოიყენება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი მოწმის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობისას.
ამავე კოდექსის მე-3 მუხლის პირველი, მე-4, მე13, მე-15 და მე-16 ნაწილის თანახმად არასრულწლოვანია – 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი დაზარალებული, არასრულწლოვანი მოწმე, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი.
არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებია − არასრულწლოვნის უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და სხვა ინტერესები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებისა და არასრულწლოვნის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, აგრეთვე მისი აზრის გათვალისწინებით განისაზღვრება.
არასრულწლოვანი დაზარალებულია – არასრულწლოვანი, რომელსაც მორალური, ფიზიკური ან ქონებრივი ზიანი მიადგა უშუალოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან დანაშაულის შედეგად.
მეორეული ვიქტიმიზაციაა − არასრულწლოვანი დაზარალებულისთვის /არასრულწლოვანი მოწმისთვის შესაძლო ზიანის მიყენება მისი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობის შედეგად.
ხელახალი ვიქტიმიზაციაა − არასრულწლოვანი დაზარალებულისთვის ზიანის მიყენება ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან დანაშაულის შედეგად.
აღნიშნული გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის მიმართ სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას;
8. პ----------------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით;
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
9. პ----------------ს მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება; 2008 წლის ომის მონაწილეა;
10. პ----------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა მთვრალ მდგომარეობაში, პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში;
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილით სასჯელად გათვალისწინებულია ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაო ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
11. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების( 2008 წლის ომის მონაწილეა), ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების აღიარების და მონანიების გათვალისწინებით, ოჯახური და სოციალური მდგომარეობის მხედველობაში მიღებით, სასამართლო თვლის, რომ პ----------------ს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ქვედა ზღვართან მიახლოებული ზომით - ჯარიმა2500 ლარი, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს პ----------------ს მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ პ----------------ს მიმართ (ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით) სასჯელის ამდაგვარად განსაზღვრა შეესაბამება საერთაშორისო ნორმების, საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის მოთხოვნებს;
ამასთან საგულისხმოა, რომ სსკ-ს 42-ე მუხლის 3-ე ნაწილის თანახმად ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა (ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული) და ბრალდებულის ოჯახური (კმაყოფაზე ყავს ორი არასრულწლოვანი შვილი), სოციალურ-მატერიალური (თუნდაც, ის რომ უმუშევარია) მდგომარეობის გათვალისწინებით; მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ პ----------------ს მიმართ ამ სახით და ზომით (ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით) სასჯელი იქნება სამართლიანი;
ბრალდებულისთვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა სასჯელად ვერ იქნება განსაზღვრული, რამეთუ ბრალდებული ბ--------------–----------------–---------–-–------------ განაჩენით ნასამართლევია 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით 1(ერთი) წლის და 06(ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით, თუმცა მან კვლავ ჩაიდინა 111 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება; ამდენად, ბრალდებულ პ----------------ს მიმართ სასჯელად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შეფარდება არაეფექტური იქნებოდა;
სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით; მოცემულ შემთხვევაში პ----------------ს მიმართ უნდა გაუქმდეს ბა-------------–-----------------–---------–-–------------ განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი, რამეთუ ბრალდებულმა გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა განზრახი დანაშაული;
სსსკ-ს 59 მუხლის 5-ე ნაწილის თანახმად განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს; პ----------------ს მიმართ მისი პიროვნებიდან და ბრალის ხასიათისა და ხარისხიდან გამომდინარე ( აღიარა დანაშაულის ჩადენა, მოინანია, 2008 წლის საომარი მოქმედებების მონაწილეა) ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს უნდა მიემატოს ბ--------------–----------------–---------–-–------------ განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 06 თვე თავისუფლების აღკვეთა;
ბრალდებულის პიროვნებისა და ბრალდების ხასიათიდან გამომდინარე მიზანშეუწონელია დამატებითი სასჯელის-იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გამოყენება;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42, 58, 59, 67-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე,268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პ---------------- (---------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-ე 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე;
2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად გაუქმდეს ბ--------------–----------------–---------–-–------------ განაჩენით პ----------------ს (---------------- მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი;
3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მიემატოს ბ--------------–----------------–---------–-–------------ განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილი-თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი ) თვის ვადით და საბოლოოდ პ----------------ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მსჯავრდებული პ---------------- მოთავსდეს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში;
4. მსჯავრდებულ პ----------------ს მიმართ სასჯელის, 06 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის ნაწილში, მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების დღიდან 2----–-–-----------------
5. მსჯავრდებულ პ----------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;
6. განაჩენი აღსასრულებლად გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულ პ----------------ს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
8 .განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე დავით კეკენაძე