გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3/0--18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
05 ივნისი, 2019 წელი ქ. მცხეთა
მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე
ყ-------ს მუნიციპალიტეტში სოფიო ლეჟავა
სხდომის მდივანი ეკა გაბიდაური
მოსარჩელე - ა-–-------------–---–ი
წარმომადგენელი - ა-----–---------–---–ი
მოპასუხე - ყ--------------–----–--------------ა
წარმომადგენელი - ა-–----------------–--ე, მ--------------ე;
მესამე პირი - მ---------------ე;
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება; დისკრიმინაციის გამო მორალური ზიანის ანაზღაურება;
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 0--------- წლის ყ--------------–----–--------------ს #2-- ბრძანება და ყ--------------–----–--------------ის 0--------- წლის სადისციპლინო კომისიის სხდომის ოქმი მოსარჩელე ა-–-------------–---–ის თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში;
1.2. ა-–-------------–---–ი აღდგეს ყ--------------–----–--------------ის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე (ან სხვა, ტოლფას თანამდებობაზე);
1.3. ყ--------------–----–--------------ას ა-–-------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს განაცდური ხელფასის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენის დღემდე სრულ პერიოდში თვეში 1200 ლარის ოდენობით;
1.4. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს დისკრიმინაციის გამო მორალური ზიანის ანაზღაურება 1000 ლარის ოდენობით;
დავის შინაარსი: მოსარჩელის განმარტებით 2014 წლის 11 ნოემბრიდან მუშაობდა ყ--------------–----–-------ს მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. ყ--------------–----–--------------ს #2-- ბრძანებით ა-–-------------–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. 2017 წლის ოქტომბერში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების პერიოდში ა-–-------------–---–ი მხარს არ უჭერდა მერობის კანდიდატს ა-–----------------–---–ს. 2017 წლის ნოემბერში გაიმართა არჩევნების მე-2 ტური, სადაც საბოლოო გამარჯვება მოიპოვა ა-–-----------------–---–მა, რომელიც განაწყენებული იყო მოსარჩელის მისამართით და უფლებამოსილების განხორციელების შემდეგ განუცხადა მას, რომ ,,ერთად ვერ იმუშავებდნენ“; ამის შემდეგ, მოსარჩელე გახდა არათანაბარი მოპყრობის მსხვერპლი, პერიოდულად ხდებოდა მის მიმართ გამომწვევი განცხადებების გაკეთება და ის არაფორმალურად ყოველთვის გრძნობდა, რომ იყო დისკრიმინაციის მსხვერპლი. ხან თხოვნით, ხან რჩევით და ხანაც დარიგებით თხოვდა ხელმძვანელი სამსახურიდან წასვლას. 2----–-–------------–ს იყო ჩვეულებრივი სამუშაო დღე, დაახლოებით 16 საათზე ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა მოსარჩელეს წარუდგინა წერილი, რომლის მიხედვითაც იმავე დღეს 02 აპრილს მოსარჩელე უნდა გამოცხადებულიყო სადისციპლინო კომისიის სხდომაზე. დაახლოებით 15-20 წუთში ა-–----------------–---–მა ტელეფონის საშუალებით მოიხმო მოსარჩელე კომისიის სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის ოთახში, სადაც მოსარჩელეს დახვდნენ კომისიის წევრები და ყ-------------ი, რომლებიც უსვამდნენ სხვადასხვა კითხვებს მოსარჩელეს, რაზედაც იღებდნენ შესაბამის პასუხებს. 05 აპრილს მოსარჩელემ მიიღო გათავისუფლების ბრძანება და 02 აპრილის სხდომის ოქმი. 2----–-–------------–ამდე მოსარჩელეს არ მიუღია რაიმე შენიშვნა და არ დაკისრებია პასუხისმგებლობის რაიმე ზომა მთელი მუშაობის პერიოდში, პირიქით, 2017 წლის 29 დეკემბერს საახალწლო პრემიის სახით მოსარჩელემ მიიღო 812 ლარი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე უსაფუძვლოდ იქნა გათავისუფლებული სამსახურიდან, რაც დასაბუთებულია შესაბამისი მტკიცებულებებით.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე - ყ--------------–----–--------------ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო; სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლები დაეთანხმნენ შესაგებელში მითითებულ გარემოებებს და მიიჩნიეს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, ვინაიდან ა-–-------------–---–მა ჩაიდინა მძიმე დისციპლინური გადაცდომა, რითიც მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ყ--------------–----–-------ს ადმინისტრაციულ ორგანოს, ზიანი მიადგა საჯარო ინტერესს, შეილახა საჯარო დაწესებულების რეპუტაცია, იმდენად რამდენადაც სახელმწიფო აუდიტის დასკვნებში დარღვევათა ჩამონათვალი არის საკმაოდ ვრცელი და აუდიტის სამსახურის გამართული მუშაობის პირობებში ეს დარღვევები მინიმუმადე იქნებოდა დაყვანილი. დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია ა-–-------------–---–ის რეპუტაციის შელახვა, იმ დროს როცა თანამდებობიდან გამომდინარე მას მოეთხოვებოდა საჯარო მოხელისათვის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი კომპეტენციისა და პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტის დაცვა.
3. მესამე პირის პოზიცია:
3.1. მ---------------ემ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი; მიაჩნია, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს;
4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. ა-–-------------–---–ი 2----–-–-------------------------–-–------------–----- მუშაობდა ყ--------------–----–--------ს მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
- 2--- წლის 0--------–-ს ყ--------------–----–--------------ს #2-- ბრძანება ა-–-------------–---–ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;
4.2. 2--- წლის 02 მარტს შედგა ყ--------------–----–--------------ის სადისციპლინო კომისიის სხდომა, რომელზეც დღის წესრიგის პირველ საკითხად განისაზღვრა ყ--------------–----–--------------ს პირველი მოადგილის თ--------–-----–---–-სა და სოფლის მეურნეობის, ქონების მართვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსის მ-------------–---–-ს მოხსენებითი ბარათების განხილვა. ამავე კომისიის გადაწყვეტილებით სხდომაზე წარმოდგენილი ყ--------------–----–--------------ს პირველი მოადგილის მოხსენებთი ბარათები ჩაითვალა დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საფუძვლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ყ--------------–----–--------------ის სადიციპლინო კომისიის სხდომის #- ოქმი( 02.0-.2--- წ.)
- ყ--------------–----–--------------ს პირველი მოადგილის თ----–-----–---–-ს მოხსენებითი ბარათები
- სოფლის მეურნეობის, ქონების მართვისა და სტატისტიკის განყოფიულების უფროსის მ-------------–---–-ს მოხსენებითი ბარათები
4.3. ყ--------------–----–--------------ს 2--- წლის 1---------ს #-60 ბრძანების საფუძველზე ა-–-------------–---–ის მიმართ დაიწყო დისციპლინური წარმოება და ამავე დღეს ჩატარდა ყ--------------–----–--------------ის სადიციპლინო კომისიის #- სხდომა, რომელზეც დადგინდა ზეპირი მოსმენის ჩატარება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის ა-–-------------–---–ის მონაწილეობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ყ--------------–----–--------------ის სადისციპლინო კომისიის თავმჯდომარის თ----–-----–---–-ს 2--- წლის 09 მარტის წერილი ყ--------------–----–--------------ს სახელზე
- სადიციპლინო კომისიის #- სხდომის ოქმი(12.0-.2--- წ.)
- ყ--------------–----–--------------ს 2--- წლის 1---------ს #-60 ბრძანება.
4.4. ა-–-------------–---–ს ყ--------------–----–--------------ის სადისციპლინო კომისიის თავმჯდომარისგან წერილით ეცნობა 2----–-–------------–ის სადისციპლინო კომისიის სხდომისა და მასში მონაწილეობის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ყ--------------–----–--------------ის სადისციპლინო კომისიის თავმჯდომარის თ----–-----–---–-ს წერილი ა-–-------------–---–ისადმი
- მხარეთა ახსნა-განმარტება
- ამონაწერი ჟურნალიდან
მოსარჩელე მხარის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ იგი სადისციპლინო კომისიის სხდომის თარიღის შესახებ არ იქნა გაფრთხილეული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით და მას მხოლოდ 2----–-–------------–ს ეცნობა სხდომის შესახებ, გაზიარებულ იქნა სასამართლოს მიერ, ვინაიდან საწინააღმდეგო არგუმენტის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება მოპასუხე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი, ამასთან, აღნიშნული არ წარმოადგენს იმ სახის დარღვევას, რაც შესაძლოა საფუძველი გახდეს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისთვის, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა თავად ა-–-------------–---–ი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ იგი უშუალოდ ესწრებოდა 2----–-–------------–ის კომისიის სხდომას; ამავე სხდომის ოქმის თანახმად, ეს უკანასკნელი გაეცნო დისციპლინური გადაცდომის საფუძვლებს, მას განემარტა ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 92-ე მუხლით დადგენილი უფლებები და მიეცა შესაძლებლობა გამოეთქვა მოსაზრება განსახილველ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, ასევე წარადგინა შესაგებელი კომისიის სხდომის ოქმთან დაკავშირებით;
4.5. 2----–-–------------–ს ჩატარდა ყ--------------–----–--------------ის სადიციპლინო კომისიის #- სხდომა, რომელზეც დადგინდა ა-–-------------–---–ის მიერ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ფაქტი და ამავე კომისიის სხდომაზე მიღებულ იქნა დასკვნა ყ--------------–----–--------------ის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის ა-–-------------–---–ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - სამსახურიდან გათავისუფლების შეფარდების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ყ--------------–----–--------------ის სადიციპლინო კომისიის სხდომის #- ოქმი ( 0--------- წ.)
4.6. ა-–-------------–---–ი ყ--------------–----–--------------ს 2--- წლის 0--------–-ს #2-- ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან; 2----–-–------------–ის სხდომის #- ოქმი და ყ--------------–----–--------------ს ბძანება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ა. მარსაგიშვილს ჩაბარდა 2--- წლის 05 პარილს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ყ--------------–----–--------------ის სადისციპლინო კომისიის თავმჯდომარის თ----–-----–---–-ს წერილი ყ--------------–----–--------------სადმი
- ყ--------------–----–--------------ს 0--------- წ. N#2-- ბრძანება;
- ყ--------------–----–--------------ის სადისციპლინო კომისიის თავმჯდომარის თ----–-----–---–-ს წერილი ა-–-------------–---–ისადმი
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.7. 2----–-–------------–ამდე ა-–-------------–---–ს არ მიუღია რაიმე სახის შენიშვნა და არ დაკისრებია პასუხისმგებლობის ზომა. 2017 წლის 29 დეკემბერს საახალწლო პრემიის სახით ამ უკანასკნელმა მიიღო 812 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი ა. მ-------–---–-ს ანგარიშიდან;
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.8. ყ--------------–----–-------ის მერის 2--- წლის 0- ივლისის ბრძანებით ყ--------------–----–--------------ის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის ვაკანტურ პოზიციაზე დაინიშნა მ---------------ე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ყ--------------–----–-------ის მერის 2--- წლის 0- ივლისის ბრძანება;
4.9. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად; (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/0-; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32). ''ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის'' მე-6-მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ. საქმე Nას-178-167-2017).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ა-–-------------–---–ის სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია, ევროპის სოციალური ქარტია;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
,,საჯარო სამსახურის’’ შესახებ საქართველოს კანონი
საქართველოს კანონი ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“;
საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ’’
ყ--------------–----–-------ს გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულება
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე და 23-ე მუხლების მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება უშუალოდ მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვა-გამგეობაში და თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში; აგრეთვე, ყველას აქვს შრომის სამართლიანი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება, რაც გულისხმობს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, მათ შორის არ დაუშვას პირის შრომითი პირობების იმგვარად დადგენა, რომელიც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. იმავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
წინამდებარე სარჩელის საგანს წარმოადგენს მძიმე დისციპლინური გადაცდომის გამო ა-–-------------–---–ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 0--------- წლის სადისციპლინო კომისიის სხდომის ოქმისა და ყ--------------–----–--------------ს ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება, რომელსაც მოსარჩელე უკავშირებს მის მიმართ განხორციელებულ დისკრიმინაციას პოლიტიკური ნიშნით, და იმავდროულად, მის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენას და ზიანის ანაზღაურების დაკისრებას მოითხოვს.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ წინამდებარე დავის არსებითად სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, ა-–-------------–---–ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება განპირობებული იყო მის მიერ დისციპლინურ გადაცდომათა ჩადენით, სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობით, თუ, რეალურად, სახეზეა დისკრიმინაციის ფაქტი, რაც გულისხმობს ქვეყნის მმართველი პოლიტიკური ძალის ცალკეული წარმომადგენლის მიერ ისეთ მიდგომას, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებული მოხელეების მიმართ იწვევს უთანასწორობას და პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციას, მათი შრომითი უფლებების შელახვასა და სამსახურიდან გათავისუფლებას პოლიტიკური გემოვნებისა თუ კუთვნილების გამო. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველ რიგში უნდა შემოწმდეს მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას ხომ არ უდევს საფუძვლად მის მიმართ გაუმართლებელი განსხვავებული მოპყრობა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის თანახმად, ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით;
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის თანახმად, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით. შრომის კონსტიტუციური უფლება გარანტირებულს ხდის პირის თავისუფლებას შრომითი საქმიანობის არჩევანსა და მის განხორციელებაში, ამასთან, აწესებს სახელმწიფოს ვალდებულებას დასაქმებული მოქალაქის შრომითი უფლებების დაცვაში.
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის (საქართველოსათვის ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) მე-6 მუხლის თანახმად, მისი მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან თავისუფლად დათანხმდება ან განახორციელებენ სათანადო ღონისძიებებს ამ უფლების უზრუნველყოფისათვის.
ადამიანის სოციალურ უფლებებთან დაკავშირებით მნიშვნელოვან დანაწესს ადგენს 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლი, რომლის თანახმად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის. ამავე დეკლარაციის 23-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ყველა ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება; ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარი შრომის თანაბრად ანაზღაურებისა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი, ასევე ევროპის სოციალური ქარტია კრძალავს დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმით გამოყენებას. ამ მხრივ მნიშნველოვანია საქმე CASE OF savez CRKAVA “RIJEČ ŽIVOTA” AND OTHERS v. CROATIA, სადაც სასამართლომ მიუთითა, რომ დისკრიმინაცია ფართო განმარტებას ექვემდებარება, კერძოდ, მე-12 ოქმის პირველი მუხლი დისკრიმინაციის ზოგად აკრძალვას ითვალისწინებს და მისი დაცვა არ შემოიფარგლება მხოლოდ ,,კანონით დადგენილი კონკრეტული უფლებით“. სასამართლოს შეფასებით, სწორედ ამგვარ ფართო განმარტებას ემსახურება ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტები.
,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.
ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია; პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. რაც შეეხება ირიბ დისკრიმინაციას, იგი სახეზე მაშინ, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს დისკრიმინაციის რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს. თუმცა, როგორც ერთ, ისე-მეორე შემთხვევაში არ უნდა არსებობდეს განსხვავებული მოპყრობის გამამართლებელი გარემოებები.
ამავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ამ კანონის მოთხოვნები ვრცელდება საჯარო დაწესებულებების, ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიული პირების ქმედებებზე ყველა სფეროში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქმედებები არ რეგულირდება სხვა სამართლებრივი აქტით, რომელიც შეესაბამება ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებს. ხოლო მე-10 მუხლის თანახმად, პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს.
ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს განმარტებით, პირდაპირი დისკრიმინაციაა არსებითად მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირთა განსხვავებული მოპყრობა, თუ ამ მოპყრობას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება. უნდა დადგინდეს, რომ სხვა პირებს, რომლებიც ანალოგიურ მდგომარეობაში იმყოფებიან, უკეთესად ეპყრობიან და ეს განსხვავება დისკრიმინაციულია. განსხვავებული მოპყრობის ობიექტური და გონივრული გამართლება ნიშნავს იმას, რომ მოპყრობა ლეგიტიმურ მიზანს უნდა ისახავდეს და უნდა არსებობდეს გონივრული თანაზომიერება ჩარევის ღონისძიებასა და დასახულ მიზანს შორის (იხ. Willis v. the United Kingdom; Konstantin Markin v. Russia). ირიბი დისკრიმინაცია კი ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს მიერ განიმარტება როგორც განსხვავებული მოპყრობის იმ ზოგადი ქმედების ან ღონისძიების მავნე შედეგის სახით არსებობა, რომელიც მართალია ნეიტრალურადაა წარმოჩენილი, მაგრამ დისკრიმინაციულია ერთ გარკვეულ ჯგუფზე მნიშვნელოვნად უარყოფით გავლენას ახდენს, ვიდრე მსგავს მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებზე (იხ.D.H. and others v. Czech republic). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის საკმარის წინაპირობად ვერ ჩაითვლება კანონით გათვალისწინებული აბსტრაქტული ელემენტის მხოლოდ მითითება. დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისათვის უნდა არსებობდეს დაცული სფერო - უფლება, რომელშიც ხდება ჩარევა, კომპარატორი - ანალოგიური ან არსებითად მსგავს ურთიერთობაში მყოფი პირი და ამ ორ პირს შორის მთავარი განსხვავება, ე.წ. ,,დაცული სფერო“. ამ ფაქტების საპირისპიროდ, ჩარევის გამართლება გონივრული და წონადი არგუმენტით ეკისრება განსხვავებული მოპყრობის ინიციატორს, შესაბამისად, მნიშვნელობას იძენს დისკრიმინაციის საქმეზე მტკიცების ტვირთის განაწილების წესი.
,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად, ყველა საჯარო მოსამსახურე თანასწორია კანონის წინაშე. დაუშვებელია სამოხელეო სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილე საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის კანონიერი უფლებების, თავისუფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ან საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.
სასამართლო მიუთითებს დისკრიმინაციული მოპყრობის თაობაზე მტკიცების ტვირთის მხარეებზე გადანაწილების შესახებ ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე საქმეზე ,,ნაჩოვა და სხვები ბულგარეთის წინააღმდეგ“ (განაცხადები N43577/98 და 43579/98; Nachova and Others v. Bulgaria [GC] - 43577/98 and 43579/98 Judgment 6.7.2005 [GC]). აღნიშნულ საქმეში განხილული იყო მტკიცების ტვირთისა და შესაბამისი ხარისხის ასპექტები დისკრიმინაციის დადგენასთან დაკავშირებით. სასამართლომ განმარტა, რომ წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო ადგენს ყველაზე მაღალ სტანდარტს ,,გონივრული ეჭვის ზღვარს მიღმა“. ევროპულმა სასამართლომ მიუთითა: აღნიშნული აუცილებელია იმისათვის, რომ განხილულ იქნეს ხელშემკვრელი სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი და არა სისხლის ან სამოქალაქო პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც განიხილება ხოლმე სახელმწიფოებში ეროვნულ დონეზე და რომელიც ხშირად არ ითხოვს მტკიცებულებათა წარდგენის ასეთ მაღალ სტანდარტს.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც სრულად გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. მითითებული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშული მითითებულია როგორც ადმინისტრაციულ, ისე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში.
დისკრიმინაციის საქმეზე მტკიცების ტვირთის განაწილებისას სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633-ე მუხლით, რომლის თანახმად, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომელიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლ---, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.
აღნიშნული ნორმა სარჩელის აღმძვრელ პირს ავალდებულებს სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები და მიუთითოს ფაქტებზე, რომელთა ანალიზი იძლ--- გარკვეული ნიშნით პირის მიმართ არათანაბარი მოპყრობის ვარაუდის საფუძველს. ამ საპროცესო სტანდარტის დაცვის შემთხვევაში მოპასუხეს ეკისრება ვალდებულება გაამართლოს განსხვავებული მოპყრობა ობიექტური და გონებრივი არგუმენტებით, რომელიც გადაწონის განსხვავებულ მოპყრობას ან/და ამტკიცოს განსხვავებული მოპყრობის არარსებობა.
მოცემულ დავაში მოსარჩელე აცხადებს, რომ იგი სამსახურიდან დაითხოვეს განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების გამო. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მოსარჩელის არგუმენტზე სამსახურიდან მისი პოლიტიკური ნიშნით დათხოვნასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული არგუმენტი, რომ იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს მხოლოდ იმის გამო, რომ 2017 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში მხარი არ დაუჭირა ყ-------ს მუნიციპალიტეტში მერობის ახალ კანდიდატს, რის გამოც ეს უკანასკნელი განაწყენებული იყო ა-–-------------–---–ზე და უფლებამოსილების დაწყების შემდეგ განუცხადა, რომ ,,ერთად ვერ იმუშავებდნენ’’, არ არის გამყარებული კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებით და არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები. მოსარჩელის მიერ მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ პერიოდულად ხდებოდა მის მიმართ გამომწვევი განცხადებების გაკეთება და ის არაფორმალურად გრძნობდა, რომ იყო დისკრიმინაციის მსხვერპლი, ვერ გამოდგება საკმარის საფუძვლად, რათა სასამართლომ ირწმუნოს და დადგენილად მიიჩნიოს ის გარემოება, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებას საფუძვლად დისკრიმინაცია დაედო. მოსარჩელე მხარის შუამდგომლობით სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მოსარჩელის ძმა - ლ---ნ მ-------–---–-, რომელმაც განმარტა, რომ ა-–-------------–---–ისგან გადმოცემით იცის ახალი მერის მოსვლის შემდეგ ძმის სამსახურში დაძაბული ურთიერთობისა და მერთან დაპირისპირების შესახებ, თუმცა არათანაბარი მოპყრობის დამადასტურებელი რაიმე კონკრეტული ფაქტის შესახებ ინფორმაცია მოწმემ სასამართლოს ვერ მიაწოდა; შესაბამისად, მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულება და ვერ მიუთითა რაიმე ობიექტურ გარემოებაზე ან შესაბამის მტკიცებულებაზე, რომელთა ინდივიდუალური ან ერთობლივი ანალიზი სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას დაედგინა დისკრიმინაციის ფაქტი. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ სასამართლოს ვერ მიუთითა იმგვარ გარემოებაზე, რომელთა ერთობლიობა სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას გაეზიარებინა მოსარჩელის მტკიცება მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის შესახებ.
მოსარჩელის მტკიცების საპირისპიროდ მოპასუხემ განმარტა, რომ ა-–-------------–---–მა ჩაიდინა მძიმე დისციპლინური გადაცდომა შიდა აუდიტის სამსახურის დებულებით გათვალისწინებული სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების გამო, რამაც შედეგად გამოიწვია მისი სამსახურიდან გათავისუფლება.
დისციპლინური გადაცდომის გამო ა-–-------------–---–ისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სამსახურიდან გათავისუფლების შეფარდებასთან დაკავშირებით სასამართლო იზიარებს მოპასუხის შედავებას და მიიჩნევს, რომ ყ--------------–----–-------ს სადისციპლინო კომისიის სხდომაზე გამოტანილი დასკვნა მიღებულია საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად და შესაბამისობაშია კანონთან, რაც საბოლოოდ საფუძვლად დაედო ყ--------------–----–--------------ს 2--- წლის 0--------–-ს #2-- ბრძანებას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად - ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად განსაზღვრულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონიერება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა აქტის ადრესატისთვის, რამდენადაც მძიმე სამართლებრივ შედეგებს იწვევს მისთვის, შესაბამისად, მისი მომზადება, მიღება და გამოცემა უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს და ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება, ანუ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება, დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ყ--------------–----–--------------ს 2--- წლის 0--------–-ს #2-- ბრძანება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს, რაც შეეხება სადისციპლინო კომისიის სხდომის ოქმს, ამასთან დაკავშირებით სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას, რომლის თანახმად, სადისციპლინო კომისიის სხდომის ოქმი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არ შეიცავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის დეფინიციის ნიშნებს, რადგან არ გააჩნია სამართლებრივი რეგულირების დანიშნულება და შესაბამისად მიეკუთვნება შემოწმებისას გამოვლენილი გარემოებების ფიქსაციის საშუალებას. ამასთან, ხსენებული დოკუმენტი დამოუკიდებლად აღებული არ იწვევს პირდაპირ სამართლებრივ შედეგს, არ წარმოშობს პირის უფლება-მოვალეობებს და მიმართულია მხოლოდ კონკრეტული სამართლებრივი შედეგის წარმომშობი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისაკენ (იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 11 მაისის განჩინება საქმეზე № ბს-47-47(გ-06).
შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ სადისციპლინო სხდომის ოქმის კანონიერების საკითხის განხილვა უნდა მოხდეს ყ--------------–----–--------------ს 2--- წლის 0--------–-ს #2-- ბრძანების კანონშესაბამისობის საკითხის განხილვისას, ვინაიდან იგი საფუძვლად დაედო სადავო ბრძანებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული სამსახურებრივი მოვალეობების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობამ შესაძლოა გამოიწვიოს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, რომელიც არის საჯარო სამსახურისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში გამოვლენილი დარღვევებისათვის დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმა. დისციპლინური ზომის გამოყენება, როგორც ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენა, მართლზომიერად უნდა განხორციელდეს. ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა განხორციელდეს პროპორციულობის მოთხოვნათა დაცვით, საჯარო სამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება ხდება დამდგარი შედეგის სიმძიმის, ვალდებულების დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობების და სხვა ფაქტორების გათვალიწინებით. ამდენად, სამსახურიდან გათავისუფლება, როგორც უკიდურესი ღონისძიება, უნდა იყოს ადეკვატური და დარღვევის სიმძიმის პროპორციული. თავის მხრივ საჯარო მოსამსახურე ვალდებულია სწორად და კოორდინირებულად წარმართოს საჯარო სამსახურში ორგანიზაციული პროცესი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად და ქვეყნის წინაშე დამდგარი ამოცანების წარმატებით შესასრულებლად (საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მე-2 თავი).
,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 85-ე მუხლის პირველის ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას. იმავე კანონის 98-ე მუხლის თანახმად, სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, ხოლო ქმედება მძიმე დისციპლინურ გადაცდომა ითვლება, როდესაც ა) დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის რეპუტაციის შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას; ბ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულების რეპუტაციას; გ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებას; დ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებაში მომუშავე სხვა საჯარო მოსამსახურეს, მესამე პირს ან საჯარო ინტერესს; ე) მოხელემ უარი თქვა ამ კანონით გათვალიწინებულ შეფასებაზე; ვ) დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე პირმა ჩაიდინა ახალი დისციპლინური გადაცდომა;
წარმოდგენილი საქმის მასალების თანახმად, ყ--------------–----–--------------ის 2----–-–------------–ის სადისციპლინო კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით ყ--------------–----–--------------ის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსს ა-–-------------–---–ს დაუდგინდა მძიმე დისციპლინური გადაცდომა, რაც გამოიხატა შიდა აუდიტის სამსახურის დებულებით გათვალისწინებული მოვალეობების არაჯეორვან შესრულებაში; ამასთან, ამავე სხდომაზე მიღებულ იქნა დასკვნა ა-–-------------–---–ისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომის შეფარდების შესახებ; ყ--------------–----–--------------ს 2--- წლის 0--------–-ს #2-- ბრძანებით კი ეს უკანასკნელი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან; შესაბამისად, განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები, კერძოდ, არსებული ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებები ამართლებდა თუ არა პირის შრომითი უფლების შეზღუდვას - სამსახურიდან გათავისუფლებას, დამსაქმებელი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განხორციელებული ქმედება არის თუ არა ადეკვატური შექმნილ ვითარებაში და ხომ არ მოხდა დასაქმებულის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების - შრომის თავისუფლების უსაფუძვლო შეზღუდვა. ამდენად, სასამართლო შეაფასებს ა-–-------------–---–ის მხრიდან პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში ჰქონდა თუ არა ადგილი მძიმე დისციპლინურ გადაცდომას.
დადგენილია, რომ 2014 წლის 11 ნოემბრიდან ა-–-------------–---–ი იყო ყ--------------–----–-------ს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი; შესაბამისად იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად საჯარო მოსამსახურე ვალდებულია თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება საჯარო სამსახურის პრინციპებისა და საჯარო ინტერესების დაცვის საფუძველზე განახორციელოს. ხოლო მე-14 მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურე თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობისთვის პირადად აგებს პასუხს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, შიდა აუდიტის სუბიექტი არის დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფი (ერთეული) ან დაწესებულებისადმი დაქვემდებარებული ერთეული, რომელიც უფლებამოსილია განახორნციელოს შიდა აუდიტი ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად; ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, შიდა აუდიტი – დაწესებულების საქმიანობის გაუმჯობესებისკენ, მისი მიზნების მიღწევის უზრუნველყოფისა და მისი ამოცანების სრულყოფილად შესრულებისკენ მიმართული დამოუკიდებელი, ობიექტური, მარწმუნებელი და საკონსულტაციო საქმიანობა, რომელიც სისტემატიზებული, დისციპლინებული და ორგანიზებული მიდგომით აფასებს და აუმჯობესებს რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესის ეფექტიანობას;
ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შიდა აუდიტორი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, შიდა აუდიტის სტანდარტების, შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსისა და სხვა ინსტრუქციებისა და სამართლებრივი აქტების შესაბამისად. დაუშვებელია შიდა აუდიტორის საქმიანობაში ჩარევა ან მასზე სხვაგვარი ზემოქმედება.
,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად, შიდა აუდიტის სუბიექტი საქმიანობას ახორციელებს ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, შიდა აუდიტის სტანდარტების, შიდა აუდიტის ეთიკის კოდექსის, შიდა აუდიტის დებულების დაცვით. ხოლო მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად შიდა აუდიტი ეხმარება დაწესებულებას მიზნების მიღწევაში შემდეგი საქმიანობების განხორციელებით:
ა) დაწესებულების წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;
ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
გ) დაწესებულების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება;
დ) დაწესებულების საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ე) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;
ვ) დაწესებულების აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;
ზ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს დაწესებულების საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ამ კანონის მიზნებს და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს;
,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი წარმართავს შიდა აუდიტის სუბიექტის საქმიანობას ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად, ხოლო მე-3 მუხლის თანახმად, შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი:
ა) შეიმუშავებს და დაწესებულების ხელმძღვანელს დასამტკიცებლად წარუდგენს შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს;
ბ) კოორდინაციას უწევს შიდა აუდიტორთა საქმიანობას და უნაწილებს მათ ფუნქციებს ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
გ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე;
დ) უზრუნველყოფს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის, ასევე დაწესებულების ორგანიზაციული სტრუქტურისა და ფუნქციების შეფასებას;
ე) უზრუნველყოფს შიდა აუდიტორების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას;
ვ) თანამშრომლობს ჰარმონიზაციის ცენტრთან და მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის დოკუმენტაციასა და ინფორმაციას;
ზ) ითვალისწინებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში გაცემულ შესაბამის რეკომენდაციებსა და მითითებებს;
თ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის ობიექტისთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულებაზე;
ი) შეიმუშავებს და ახორციელებს შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამას.
ყ--------------–----–-------ს გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების მე-3 მუხლი შეიცავს იმ ვალდებულებათა ჩამონათვალს, რომელიც ამავე დებულებით დაკისრებული ჰქონდა შიდა აუდიტის სამსახურის უფროსს. კერძოდ, დასახელებული დებულების მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სამსახურის ფუნქციებია: სამსახურის მიერ შემუშავებული და გაცემული რეკომენდაციების შემდგომი შესრულების მონიტორინგი და კონტროლი. მე-9 პუნქტის თანახმად, - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პერებში ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალური ფასეულობების და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების შესწავლა, ანალიზი, შეფასება და შესაძლო დარღვევების, ხარვეზებისა და რისკების განსაზღვრის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება. მე-11 პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო სახსრების გამოყენების, ვალდებულებების აღების, შესყიდვების პროცედურის განხორციელების, ხელშეკრულების გაფორმების, გადახდების განხორციელების შესწავლა და შეფასება. ამავე დებულების მე-7 მუხლის ,,ვ’’ პუნქტის თანახმად, სამსახურის უფროსი სამსახურის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს გამგებელს, ,,ო’’ პუნქტის თანახმად, შეიმუშავებს და ახორციელებს შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამას.
დადგენილია, რომ 2--- წლის 02 მარტს შედგა ყ--------------–----–--------------ის სადისციპლინო კომისიის სხდომა, რომელზეც დღის წესრიგის პირველ საკითხად განისაზღვრა ყ--------------–----–--------------ს პირველი მოადგილის თ--------–-----–---–-ს და სოფლის მეურნეობის, ქონების მართვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსის მ-------------–---–-ს მოხსენებითი ბარათების განხილვა. ყ--------------–----–--------------ის სადისციპლინო კომისიის გადაწყვეტილებით სხდომაზე წარმოდგენილი ყ--------------–----–--------------ს პირველი მოადგილის თ----–-----–---–-ს #-6------------ და #-7------------ მოხსენებთი ბარათები ჩაითვალა დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საფუძვლად, ვინაიდან გამოითქვა დასაბუთებული ეჭვი შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის ა-–-------------–---–ის მხრიდან დებულებით გათვალისწინებული სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეოვანი შესრულების გამო სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის თაობაზე;
,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძვლებია:
ა) მოხელის ან ყოფილი მოხელის განცხადება დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე;
ბ) სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის თაობაზე დასაბუთებული ეჭვის არსებობა;
გ) საჯარო დაწესებულებაში განხორციელებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აუდიტის, ინსპექტირების ან/და მონიტორინგის შედეგები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი გამოსცემს დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ ბრძანებას, რომელშიც აღინიშნება დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის ვინაობა (მისი არსებობის შემთხვევაში), დისციპლინური წარმოების ვადა და გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო დისციპლინური წარმოების დაწყებას.
დადგენილია, რომ ყ--------------–----–--------------ს 2--- წლის 1---------ს ბრძანების საფუძველზე ა-–-------------–---–ის მიმართ დაიწყო დისციპლინური წარმოება და ამავე დღეს ჩატარდა ყ--------------–----–--------------ის სადიციპლინო კომისიის #- სხდომა, რომელზეც დადგინდა ზეპირი მოსმენის ჩატარება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის ა-–-------------–---–ის მონაწილეობით.
დადგენილია, რომ 2----–-–------------–ს ა-–-------------–---–ის მონაწილეობით ჩატარდა ყ--------------–----–--------------ის სადიციპლინო კომისიის #- სხდომა, რომელზეც დადგინდა ა-–-------------–---–ის მიერ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი, კერძოდ, ამავე კომისიის სხდომის ოქმის თანახმად, დისციპლინური გადაცდომა გამოიხატა შემდეგში:
- დებულების მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად არ ხორციელდება შიდა აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შემდგომი შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;
- დებულების მე-3 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად არ შეასრულა მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო სახსრების გამოყენების, ვალდებულებების აღების, შესყიდვების პროცედურების განხორციელების, ხელშეკრულების გაფორმების, გადახდების განხორციელების შესწავლა და შეფასება.
- დებულების მე-7 მუხლის ,,ვ“ პუნქტის თანახმად სამსახურის უფროსს ა-–--------------–---–ს 2014 წლიდან დღემდე გამგებლისათვის/მერისათვის არ წარუდგენია სამსახურის საქმიანობის ანგარიში;
- დებულების მე-7 მუხლის ,,ო“ პუნქტის შესაბამისად წლების განმავლობაში არ შეუმუშავებია შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამა;
- არ განახორციელა გამგეობის/მერიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საიჯარო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემოწმება და კონტროლი, წლების განმავლობაში მოიჯარეების მხრიდან ადგილი ჰქონდა საიჯარო ქირის გადაუხდელობას, რითაც მატერიალური ზიანი მიადგა ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობებს, რაზედაც ასევე არანაირი რეაგირება არ მოუხდენია;
- სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის ანგარიშიდან ირკვევა, რომ გამგეობაში 2015-2016 წლებში ჩატარებული არ არის ინვენტარიზაცია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის #6-- ბრძანებით დამტკიცებული ,,საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ თანახმად, რაზედაც შიდა აუდიტის სამსახურის უფროსს არ მოუხდენია რაიმე სახის რეაგირება;
- არ განუხორციელებია მონიტორინგი და შემოწმება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის ანგარიშში დაფიქსირებულ სხვა დარღვევებზე:
- მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილებაში არ ინახება 2014 წლიდან დღემდე მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარდგენილი გამგებლისა, საკრებულოსა და ჰარმონიზაციის ცენტრისათვის.
- მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დღემდე დამტკიცებული არ არის სამსახურის 2--- წლის სამუშაო გეგმა. ამდენად, გაურკვეველია სამსახურის უფლებამოსილების განხორციელების პროცესის მიმდინარეობა. მითუმეტეს შემოწმება მერიის სოფლის მეურნეობის ქონების მართვის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურში რის საფუძველზე ჩაატარა შიდა აუდიტის სამსახურის უფროსმა? რა ფორმით წარადგინა შემოწმების ინდივიდუალური გეგმა?
- შიდა აუდიტის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, არც ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებში და არც მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში არ შეუმოწმებია სახელფასო დანამატის გაცემის კანონიერება, მაშინ როდესაც საკითხის ყოველგვარი შესწავლის გარეშე, სამართლებრივი საფუძვლის არარსებობისას და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გამგეობის თანამდებობის პირებზე, მათ შორის აუდიტის სამსახურის უფროსზე ა-–-------------–---–ზე 2016-2017 წლებში გაიცემოდა სახელფასო დანამატი ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით სისტემატიურად. ამრიგად არ მოუხდენია თანხების ხარჯვების კანონიერების შესწავლა და შეფასება:
- არც მოთხოვნის შემთხვევაში და არც პირადი ინიციატივით ფინანსთა სამინისტროში წარდგენილი არ არის შიდა აუდიტის სამსახურის წლიური და სტრატეგიული გეგმები:
- არ ხდებოდა სამსახურის მიერ შემუშავებული და გაცემული რეკომენდაციების შემდგომი შესრულების მონიტორინგი და კონტროლი.
- არ ხდებოდა მუნიციპალიტეტის როგორც გამგეობის/მერიის, ისევე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების ვალდებულებების აღების, შესყიდვის პროცედურების, მიზანშეწონილობის შესწავლა, ანალიზი და შეფასება.
დადგენილია, რომ ყ--------------–----–--------------ის სადისციპლინო კომისიის მიერ მიღებულ იქნა დასკვნა ყ--------------–----–--------------ის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის ა-–-------------–---–ის მიერ მძიმე დისციპლინური გადაცდომის გამო დისციპლინური პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომის - სამსახურიდან გათავისუფლების შეფარდების შესახებ. ყ--------------–----–--------------ის სადისციპლინო კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს კომისიის ხუთივე წევრი;
სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის შედავებას იმ ნაწილში, რომ ა-–-------------–---–ი, როგორც შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი, წლების განმავლობაში არ ახდენდა გამგეობის/მერიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საიჯარო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემოწმებასა და კონტროლს; წლების განმავლობაში მოიჯარეების მხრიდან ადგილი ჰქონდა საიჯარო ქირის გადაუხდელობას, რითაც მატერიალური ზიანი მიადგა ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობებს, რაზეც ა-–-------------–---–ს რეაგირება არ მოუხდენია; აღნიშნული ნაწილობრივ დაადასტურა კიდეც ა-–-------------–---–მა როგორც მის მიერ წარმოდგენილ შესაგებელში კომისიის სხდომის ოქმთან დაკავშირებით, ასევე სასამართლო სხდომაზე. მან ვერ შეძლო უტყუარი წერილობითი მტკიცებულების სასამართლოსთვის წარმოდგენა, რომელიც გააბათილებდა მოპასუხე მხარის პოზიციას. მისი არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ ზეპირ მოლაპარაკებებს აწარმოებდა მოიჯარეებთან და ვინაიდან მოიჯარეების მხრიდან დაიწყო დავალიანებების დაფარვა, არ ჩათვლა საჭიროდ წერილობითი რეკომენდაციის გაცემა საიჯარო დავალიანებების ამოღების შესახებ, არ არის საკმარისი საფუძველი მისი ბრალეულობის გამოსარიცხად. შესაბამისაად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ შიდა აუდიტის სამსახურის უფროსს არ შეუსრულებია დებულებით გათვალისწინებული სამსახურებრივი ვალდებულება, კერძოდ, სამსახურს რეაგირება არ მოუხდენია კომპანიების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების (საიჯარო ქირის გადაუხდელობა) შეუსრულებლობის ფაქტებზე და არ გაუცია შესაბამისი დასკვნები, რაც რეკომენდაციებთან ერთად გაგზავნილი უნდა ყოფილიყო ხელმძღვანელობისთვის სათანადო რეაგირებისათვის; საწინააღმდეგო პოზიციის დამადასტურებელი კომპეტენტური მტკიცებულების წარმოდგენა მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე ვერ უზრუნველყო.
საქმეში წარმოდგენილი მასალების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შიდა აუდიტის სამსახურის უფროსს 2015-2016 წლებში არ ჩაუტარებია მუნიციპალიტეტის მერიის ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია. აღნიშნული დასტურდება 2017 წლის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშით, რომლის თანახმად, ყ--------------–----–-------ს ფინანასური ანგარიშგება 2017 წლის 01 იანვრის მდგომარეობით, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით შესაბამისობაში არ არის მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან - საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 06 თებერვლის #70 ბრძანებულება ,,საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ’’ დებულების დამტკიცების თაობაზე; საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის #-3-- ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია ,,ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა დ აადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ’’; საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის #-6- ბრძანება ,,ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაცეიბის ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ’’;
,,ყ------- მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივებისა და მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის შესახებ’’ შპს ,,აუდიტ-ბიზნეს-კონსალტინგის’’ 2017 წლის 31 მარტის აუდიტორული დასკვნის თანახმად, ყ--------------–----–-------ს გამგეობის ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივებისა და მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარების პროცესში წამოჭრილმა სირთულეებმა აჩვენა, რომ მიუხედავად საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის ბრძანება #6-- მოთხოვნისა დადგენილი წესების შესაბამისად ყოველი საანგარიშო წლის ბოლოსთვის მუნიციპალიტეტის მიერ ჩატარებულიყო ძირითადი აქტივებისა და მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია, წლების მანძილზე ინვენტარიზაციის ჩაუტარებლობამ სრული ქაოსი შექმნა ყ--------------–----–-------ს გამგეობის ძირითადი აქტივებისა და მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვისა და მოვლა-პატრონობის კუთხით. ამავე დასკვნაში მითითებულია ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად 144.000 ლარის ოდენობით დანაკლისის შესახებ, რის გამოც გაიცა რეკომენდაციები, გამოვლენილ სხვაობებს მისცემოდა სათანადო შეფასება, რასაც მოსარჩელე მხარეც ადასტურებს; სასამართლო იზიარებს მოპასუხის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის მიერ დასახელებულ რეკომენდაციებზეც არ განხორციელებულა რეაგირება; მართალია, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია 28.05.2015 წლით დათარიღებული საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის აუდიტორული შემოწმების ანგარიში და 08.08.2016 წლით დათარიღებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ყ--------------–----–-------ს მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში’’ აუდიტორული შემოწმების ანგარიში, სადაც შიდა აუდიტის სამსახურის უფროსს გაცემული აქვს ინვენტარიზაციის ჩატარების რეკომენდაცია, თუმცა შემდეგში რა ქმედითი ღონისძიებები იქნა გატარებული ამ კუთხით და ახდენდა თუ არა შიდა აუდიტის სამსახური შემდგომ მონიტორინგს, შესაბამისი მტკიცებულება მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.
დადგენილია, რომ შიდა აუდიტის სამსახურს არ განუხორციელებია შემდგომი შემოწმება და მონიტორინგი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის 06 ოქტომბრის ანგარიშში დაფიქსირებულ სხვა დარღვევებზეც და მოსარჩელის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ ჩაბარებია დასახელებული ანგარიში, უსაფუძვლო და არადამაჯერებელია;
დადგენილია, რომ შიდა აუდიტის სამსახურის დებულების მე-7 მუხლის ,,ვ’’ პუნქტის თანახმად, ა-–-------------–---–ს 2014 წლიდან გამგებლისთვის/მერისთვის არ წარუდგენია სამსახურის საქმიანობის ანგარიში; მოსარჩელის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მას გამგებლისთვის წარდგენილი აქვს 2015-2016 წლების წლიური და ინდივიდუალური შემოწმების ანგარიშები, ასევე 2017 წლის ინდივიდუალური ანგარიში, გარდა წლიურისა, რასაც ობიექტური გამართლება აქვს, ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, რადგან დებულების თანახმად, დასახელებული დოკუმენტები არ წარმოადგენს სამსახურის საქმიანობის ანგარიშს. ასევე მოსარჩელემ დაადასტურა, რომ მას წლების მანძილზე არ შეუმუშავებია შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამა.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ მისთვის დისციპლინური საქმისწარმოების დაწყებამდე არ იყო ცნობილი წლიური და სტრატეგიული გეგმების დამტკიცების შესახებ და ისე მოახდინა ინფრასტრუქტურის სამსახურის შემოწმება. მართალია, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ა-–-------------–---–მა 2017 წლის დეკემბრის თვეში მერს დასამტკიცებლად წარუდგინა 2--- წლის წლიური და 2----2--- წლების სტრატეგიური გეგმები, თუმცა შემდეგ ისე მოახდინა სამსახურების შემოწმება, რომ არ გაურკვევია, დამტკიცებული იყო თუ არა დასახელებული გეგმები მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; ის არგუმენტი, რომ 2017 წლის ნოემბრიდან ყ-------ს მუნიციპალიტეტს ჰყავს ახალი მერი და მასთან დაძაბული ურთიერთობის გამო გამორჩა ამ საკითხის გარკვევა, ა-–-------------–---–ს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან.
სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელის განმარტებას იმ ნაწილში, რომ ა-–-------------–---–ი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების პროცესში ახდენდა სხვადასხვა სამსახურების მიმართ გაცემული რეკომენდაციების შემდგომ მონიტორინგსა და კონტროლს, რაც მას დებულებით ევალებოდა. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა საკმაოდ ვრცელი დოკუმენტაცია იმის საილუსტრაციოდ, რომ იგი სხვადასხვა სამსახურების მიმართ გასცემდა რეკომენდაციებსა და ახდენდა ამ რეკომენდაციების შესრულებაზე შემდგომ მონიტორინგს. ასევე სასამართლო იზიარებს მოსარჩელის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ მას, როგორც შიდა აუდიტის სამსახურის უფროსს უფლება ჰქონდა თავისი შეხედულებით განესაზღვრა იმ საკითხთა წრე, რომელზეც სამსახურს რეაგირება უნდა მოეხდინა, თუმცა მოსარჩელის არგუმენტი იმ ნაწილში, რომ მას ასევე შეეძლო არ გაეცა შესაბამისი რეკომენდაციები და ამის უფლებას მას კანონი ანიჭებს, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია; მართალია, ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, შიდა აუდიტორი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და დაუშვებელია მის საქმიანოაში რაიმე ფორმით ჩარევა, ან მასზე სხვაგვარი ზემოქმედება, თუმცა აღნიშნული იმთავითვე გულისხმობს სამსახურის უფროსის პასუხისმგებლობას მასზე დაკისრებული ვალდებულებები შეასრულოს კანონის მოთხოვნათა განუხრელი დაცვით და მოვალეობებისადმი გულგრილმა დამოკიდებულებამ შედეგად არ უნდა გამოიწვიოს საჯარო ინტერესის და რეპუტაციის ხელყოფა;
სასამართლო განმარტავს, რომ დებულებით პირდაპირ გათვალისწინებული სამსახურებრივი ვალდებულებების შეუსრულებლობამ, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი, არა მარტო მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა საჯარო დაწესებულებას, არამედ გარკვეული ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულების რეპუტაციას; აღნიშნული ერთობლიობაში სასამართლოს შეფასებით წარმოადგენს მძიმე დისციპლინურ გადაცდომას, რაც გახდა ა-–-------------–---–ის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი. სასამართლო განმარტავს, რომ რეპუტაციის შელახვაში და რეპუტაციისათვის ზიანის მიყენებაში მოიაზრება ისეთი ქმედებები, როდესაც მოხელე კანონის დარღვევით მოქმედებს, ან ისეთ რამეს განახორციელებს, რაც მის მიმართ დაკისრებული ფუნქციების მიმართ არაჯეროვან ან/და გულგრილ დამოკიდებულებაზე მიანიშნებს. ასეთ შემთხვევაში, ნდობა მოხელის თუ საჯარო დაწესებულების მიმართ ქრება და მისი ავტორიტეტიც კლებულობს. შესაბამისად, შედეგი, რასაც იწვევს მოხელის ქმედება საკმაოდ მძიმეა, იმდენად, რამდენადაც რეპუტაციის აღდგენა დიდ ძალისხმევას მოითხოვს;
მოცემულ შემთხვევაში ის გარემოება, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას საქმე არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული საფუძვლიანად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დისციპლინური წარმოების ფარგლებში დისციპლინური წარმოების კომისიის მიერ ჯეროვნად, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად იქნა შესწავლილი ყველა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება და სწორი შეფასება მიეცა დამდგარ შედეგს. კერძოდ, ა-–-------------–---–ი უშუალოდ მონაწილეობდა ადმინისტრაციულ წარმოებაში, მას განემარტა ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 92-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები, კომისიის სხდომაზე მისცა ახსნა-განმარტება სადავო საკითხებთან დაკავშირებით, ამასთან მიეცა შესაძლებლობა წარედგინა წერილობითი შესაგებელი კომისიის სხდომაზე დასმულ თითოეული გამოსაკვლევი საკითხის ირგვლივ და წარედგინა მისი პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებები; ამდენად, მოსარჩელის არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ იგი კანონით დადგენილი წესით არ იქნა გაფრთხილებული მის მიმართ მიმდინარე დისციპლინური წარმოების თაობაზე და მხოლოდ სხდომის დღეს აცნობეს ამის თაობაზე, არ არის საკმარისი არგუმენტი სადისციპლინო კომისიის სხდომის ოქმისა და მის საფუძველზე გამოცემული მერის ბრძანების ბათილად ცნობისთვის. ასევე დაუსაბუთებელია და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ა-–-------------–---–ის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ ყ-------ს მუნიციპალიიტეტის მერი დაინტერესებული იყო მის მიმართ მიმდინარე დისციპლინური წარმოების შედეგებით და უშუალოდ მონაწილეობდა კომისიის სხდომაზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება. კერძოდ, წარდგენილი მოხსენებითი ბარათების საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება კონკრეტული საკითხის, კერძოდ, ა-–-------------–---–ის დებულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შესწავლის მიზნით, რის თაობაზეც მოხდა დაინტერესებული პირის ინფორმირება და მისი ჩართვა ადმინისტრაციულ წარმოებაში. სასამართლო მიიჩნევს, რომ სადისციპლინო კომისიამ მოცემულ შემთხვევაში უფლებამოსილი პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შემდეგ შეადგინა დასკვნა დისციპლინური გადაცდომის არსებობისა და ა-–-------------–---–ისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომის - სამსახურიდან გათავისუფლების შეფარდების შესახებ;
,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 93-ე მუხლის თანახმად, დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული დისციპლინური წარმოების დროს მოპოვებული მასალების ანალიზის შედეგად ადგენს დასკვნას:
ა) დისციპლინური გადაცდომის არსებობისა და პირისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომის შეფარდების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შეუძლებლობის შესახებ;
ბ) დისციპლინური გადაცდომის არარსებობის შესახებ.
მე-2 ნაწილის მიხედვით ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დასკვნაში უნდა აღინიშნოს:
ა) დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის სახელი და გვარი, დაკავებული თანამდებობა;
ბ) სამსახურებრივი ფუნქციები და მოვალეობები, რომლებიც არ შეასრულა დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენმა პირმა;
გ) დისციპლინური გადაცდომის აღწერა, ჩადენის დრო და ადგილი;
დ) დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის მიერ დისციპლინურ გადაცდომასთან დაკავშირებით მოპოვებული სხვა ინფორმაცია;
ე) პირისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის კონკრეტული ზომის შეფარდების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შეუძლებლობის შესაბამისი დასაბუთება.
,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქრთველოს კანონის 94-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის დასკვნის მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში მიიღებს გადაწყვეტილებას მოხელისათვის დასკვნით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ან უფრო მსუბუქი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების თაობაზე.
ყ--------------–----–-------ს 2----–-–------------–ის სადისციპლინო კომისიის დასკვნის საფუძველზე ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 94-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად ყ--------------–----–--------------ს 2--- წლის 0--------–-ს ბრძანებით ა-–-------------–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან;
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა - ყ--------------–----–--------------ს ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ასევე ვერ გაზიარებს მოსარჩელის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ მერის ბრძანება ა-–-------------–---–ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ არ შეიცავს დასაბუთებას, რის გამოც ბათილად უნდა იქნას ცნობილი, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი იძლ--- შესაძლებლობას ბრძანება გამოცემულ იქნას შესაბამისი დასაბუთების გარეშე იმ შემთხვევაში, როდესაც მხარისთვის ცნობილი იყო ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60I-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული გარემოებების შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ყ--------------–----–--------------ს 2--- წლის 0--------–-ს ბრძანება მიღებულია კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი საფუძვლები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632 მუხლით, ასევე ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლით გათვალიწინებულია, რომ ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, შეუძლია მოითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება.
ამდენად, იმისათვის, რომ მოპასუხეს დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება, აუცილებელია დადგინდეს მისი მხრიდან მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია; საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დადასტურდა მოპასუხე მხარის მიერ ა-–-------------–---–ის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა.
ყოველივე ზომოაღნიშნული გარემოებების გათვალიწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, დისკრიმინაციის გამო მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-6, მე-9, მე-12, 22-ე, 23-ე, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 36--ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა-–-------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მცხეთის რაიონული სასამართლოს ყ-------ს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს (მდებარე: დაბა სტეფანწმინდა, ალ.ყ-------ს ქ. №76) მეშვეობით (მდებარე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქუჩა №17) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;
მოსამართლე სოფიო ლეჟავა