განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე020100118002791152(1/655-2018)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ივნისი, 2019 წელი ქ. ზუგდიდი
ზ უ გ დ ი დ ი ს რ ა ი ო ნ უ ლ ი ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო
მოსამართლე - ნატრული აკობიამ
სხდომის მდივანი - მარიამ თოდუას
ბრალდების მხარე: პროკურორი - ილ------------ს
ადვოკატ - თა-----–-------–-----ას
ბრალდებული- ბა------------------ის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
1.ბრალდებული: ბა------------------ის მიმართ
მამის სახელი: ვლ--------ი
დაბადებული: 2-.0-.1--- წელს
პირადი ნომერი: 62--------6
საქართველოს მოქალაქე
საშუალო განათლების მქონე
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: ზუ--------------------------–--------ი
რეგისტრირებული: ოჩ--------------------------–----------ია
აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებული
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბა------------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი და ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ბა------------------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.
20---–-–---------------ს, დაახლოებით 00:05 საათზე, ზუ--------------------------–-------ში მდებარე რესტორან „სა------“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე ბა------------------ემ, ურთიერთშე-–-პარაკების ნიადაგზე დაარტყა დანა გულმკერდის არეში გი---------–-----ას, რის შედეგად მან მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება.
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
მოწმე იზ----–--------ა განმარტავს, რომ 20---–-–---------------ს მისმა მეუღლემ გე-–---------–----იამ, ბე------------ამ და მამამთილმა გი---------–-----ამ სოფელ ორ------იდან მოიტანეს შეშა, გაუშალეს სუფრა და სვამდნენ, რა დროსაც მოვიდა ბე------------ა და თქვა, რომ ცემა ბე-----–---ამ, შემდეგ ყვე-–-ნი ერთად წავიდნენ, დაახლოებით ერთ საათში მეუღლემ დაურეკა და შეატყობინა გი---------–-----ას რესტორან სა------სთან დაჭრის შესახებ.
კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით დაკითხულმა არასრუწლოვანმა მოწმემ ბე------------ამ განმარტა, რომ მან არ იცის რა მოხდა 20---–-–---------------ს რესტორან სა------სთან, ვინ დაჭრა ბიძამისი გი---------–-----ა, ხოლო გამოძიების დროს გამოკითხვასთან დაკავშირებით მიუთითა, რომ მას არ ახსოვს მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, ზეწოლას და იძულებას ადგილი არ ჰქონია, ხოლო კანონიერმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მის მიმართ ხორციელდებოდა ზეწოლა ჩვენების შეცვლის მიზნით.
მოწმე მა----------–-ა განმარტავს, რომ გი---------–-----ას დაჭრის ფაქტზე დაიწყო გამოძიება, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში გავლილი ჰქონდა სპეციალი- ზაცია და კანონიერი წარმომადგენლის და---------------–----იას მონაწილეობით დაკითხა დაზარალებულის დისშვილი, არასრულწლოვანი მოწმე, ბე------------ა, მან შესაბამის გარემოში, თავისუფალი თხრობით ჩამოაყალიბა ჩვენება.
მოწმის სახით დაკითხული ბე------------ა განმარტავს, რომ 2019 წლის 26 ნოემბერს გი---------–-----ა იმყოფებოდა მის საცხოვრებელ სახლში, შემდეგ შეშა წაიღეს სოფელ ინ----ში და გი---------–-----ასთან დალიეს ალკოჰოლური სასმელი, შემდეგ წავიდნენ რესტორან სა------სთან წინა დღეს მომხდარი ჩხუბის გამო შესარიგებლად, მათთან ერთად იმყოფებოდნენ ბა----------ა, ია---------------ა და გე-–---------–----ია, რესტორანთან დახვდნენ უცნობი ბიჭები, მათ შორის მოხდა ჩხუბი, რა დროსაც გი---------–-----ამ თქვა, რომ იყო დაჭრილი, იგი ავტომანქანით წაიყვანეს საავადმყოფოში. მას არ უნახავს ვინ მიაყენა გი---------–-----ას ჭრილობა, გამოძიების დროს რა ჩვენება მისცა არ ახსოვს, რადგან იყო ნასვამი.
მოწმე თე-------------ა განმარტავს, რომ 20---–-–---------------ს ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება გი---------–-----ას ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე. გამოძიების ფარგლებში გამოკითხა მოწმე ბე------------ა, ამოუბეჭდა ოქმი, გააცნო და მან ჩვენების სისწორე დაადასტურა ხელმოწერით.
მოწმე კა----------ა განმარტავს, რომ ბა------------------ის ბრალდების საქმეზე დანიშნა ტრასოლოგიური და ბიოლოგიური ექსპერტიზა, გამოკითხა დაზარალებული გი---------–-----ა, მოწმეები იზ----–--------ა და გე-–---------–----ია, სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის მიზნით სამედიცინო დოკუმენტაცია გამოითხოვა სს „ევ----ს“ ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლიდან და დანიშნა სამედიცინო ექსპერტიზა, მისი ინფორმაციით ბა------------------ის დედა ცხოვრობდა თუქეთში, მამასთან არ ჰქონდა ურთიერთობა და ცხოვრობდა ბიძასთან - ლე---------–--ასთან და უწყებებს აბარებდა მას, მაგრამ არ მოვიდა გამოძიების ორგანოში და გამოაცხადეს ძებნა.
მზ--------–--ნმა მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა, რომ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ემერჯენსის განყოფილების შოკის დარბაზში 20---–-–---------------------0 საათზე შემოიყვანეს პაციენტი, რომელსაც ტანსაცმელი ჰქონდა სისხლიანი, იყო კომატოზურ მდგომარეობაში, შემოაჭრა ტანსაცმელი და მოათავსა პოლიეთილენის პარკში, მას ჰქონდა დაზიანება ჭრილობის სახით და გაუწიეს პირვე-–-დი დახმარება, შემდეგ გადაიყვანეს საოპერაციოდ. გი---------–-----ას ჯინსის შარვალი შავი ქამრით, ნაცრისფერი მაისური და ჯემპრი გადასცა გამომძიებელ გი---------ნს, რომელმაც დალუქა აღნიშნული ნივთები.
მოწმე ირ---–----------ი განმარტავს, რომ 20---–-–---------------ს ლე----–----ასთან ერთად მიიღო მონაწილეობა სოფელ ინ----ში რესტორან სა------ს წინა ტერიტორიაზე შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, სტერილიზებული ტამპონის მეშვეობით ამოიღეს სისხლის ლაქა და სიგარეტის ნამწვი, რომელიც დალუქეს ორ პაკეტად და გადასცეს გამომძიებელს, რომელმაც შეადგინა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და მოაწერეს ხელი.
ანალოგიური განმარტება მისცა სასამართლოს მოწმე ლე----–----ამ და აღნიშნა, რომ 20---–-–---------------ს ზუ--------------------------–-------ში, 04:00 საათზე მიიღო მონაწილეობა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რომელიც რესტორან ,,სა------ს“, წინა ტერიტორიაზე მდებარეობდა, ამოიღეს სისხლის ნიმუში და სიგარეტის ნამწვი, დალუქეს და გადასცეს გამომძიებელს, შემთხვევის ადგილის დათვალიერება გაგრძელდა დაახლოებით ერთი საათი.
მოწმე მი----–-–-----–ია განმარტავს, რომ 20---–-–---------------ს ზუ---------------------–---------------–იდან შემოსული შეტყობინების საფუძველზე გი---------–-----ას სხეულის დაზიანების ფაქტზე დაიწყო გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების მიზნით შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი და ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით სოფელ ინ----ში რესტორან ,,სა------ს“ წინა ტერიტორიაზე დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. ღობიდან დაახლოებით 13 მეტრში ასფალტის ზედაპირიდან ექსპერტებმა ამოიღეს სისხლისმა- გვარი ლაქა და სიგარეტის ნამწვი, რომელიც ადგილზე დაილუქა, მოხდა ფოტოგრაფირება, შეადგინა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი.
მოწმე გი---------ნი განმარტავს, რომ გი---------–-----ას სხეულის დაზიანების ფაქტზე მოწმის სახით გამოკითხა მედდა მზ--------–--ნი, დაზარალებული იმყოფებოდა რეფერალურ ჰოსპიტალში. გამოკითხვის შემდეგ მზ--------–--ნისგან ამოიღო გი---------–-----ას გასისხლიანებული ტანსაცმელი-ჯინსის შარვალი, ნაცრისფერი მაისური, რომელსაც სახელოსთან აღენიშნებოდა ნახვრეტი და ჯემპრი, ასევე სამმართველოს შენობაში მოწმის სახით გამოკითხა ბა----------ა, რომელიც იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, ლურჯი ფერის ჯინსის შარვალზე მას აღენიშნებოდა სისხლის კვალი და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მისგან ამოიღო შარვალი.
მოწმე ირ---–--------–---ია განმარტავს, რომ 20---–-–---------------ს გი---------–-----ას ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოკითხა ექიმი ფი------------–--ა, რომელმაც აღწერა დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ ის იყო უგონო მდგომარეობაში და მასთან საგამოძიებო მოქმედების ჩატარება იყო შეუძლებელი, რის შემდეგ გი---------–-----ასგან აიღეს სისხლის ნიმუში.
მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის შო------------ის განმარტებით დადასტურე- ბულია, რომ სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე ჩაატარა სამედიცინო ექსპერტიზა და დაასკვნა, რომ გი---------–-----ას ჰქონდა დაზიანება გულმკერდის მარცხენა ნახევარში შემავალი ჭრილობის სახით ფილტვის დაზიანებით-ჰემოპნევმო თორაქსი, ჰემორაგიული შოკი. დაზიანება განვითარებული იყო მჩხვლეტავ-მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებოდა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებათა მძიმე ხარისხს.
მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის ნა----------–---–ის განმარტებით დადასტუ- რებულია, რომ ჩაატარა ბიოლოგიური ექსპერტიზა და დაასკვნა, რომ ასფალტის ზედაპირიდან აღებული დოლბანდის ფრაგმენტზე არსებული მოწითალო - მოყავისფრო ლაქები წარმოადგენდა ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნოდა გი---------–-----ას, ასფალტის ზედაპირიდან ამოღებულ ერთი ცალ სიგარეტის ნამწვზე წარწერით „SO-----E” არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი განსხვავდებოდა გი---------–-----ას და ბა------------------ის გენეტიკური პროფილებისგან, ხოლო ბა----------ასგან ამოღებულ ჯინსის შარვალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები ეკუთვნოდა გი---------–-----ას.
მოწმე პა---------------ა განმარტავს, რომ ჩატარა გი---------–-----ას ტანსაცმლის ტრასოლოგიური გამოკვლევა, მის კუთვნილ უმკლავო მაისურზე აღინიშნებოდა დაზიანება ფიზიკური ზემოქმედების შედეგად გახევის სახით, მუქ იასამნისფერ პულოვერს უკანა მარცხენა მხარეს გააჩნდა გამჭოლი დაზიანება, მიყენებული მჩხვლეტავ - მჭრელი საგნის ზემოქმედებით, ექპერტიზის ჩატარების შემდეგ ტანსაცმელი დალუქა და გადასცა გამომძიებელს.
საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყვე-–- გონივრული შესაძლებლობა, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება.
ვინაიდან მოწმეების გე-–---------–----იას, ია---------------ას და დაზარალებულ გი---------–-----ას სასამართლოში წარმოდგენის გონივრული შესაძლებლობა ამოწურული იყო, ხოლო მოწმე ბა----------ა იმყოფებოდა საზღვარგარეთ, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე მათი ჩვენება საჯაროდ იქნა წაკითხული.
2018 წლის 18 ნოემბერს დაზარალებულის გამოკითხვის ოქმში გი---------–-----ა უთითებს, რომ 20---–-–---------------ს ზუგდიდის რაიონის სოფელ ორ------აში დაამზადეს შეშა და ბა----------ასთან, ია---------------ასთან, ბე------------ასთან და გე-–---------–----იასთან ერთად „კამ----ს“ მარკის ავტომანქანით წაიღეს სოფელ ინ----ში, სადაც სუფრასთან დალიეს ალკოჰოლური სასმელი, ცოტახანში მოვიდა მისი დისშვილი ბე------------ა, რომელსაც ბე-----–---ასთან მოუვიდა ჩხუბი და შერიგების მიზნით ყვე-–-ნი წავიდნენ რესტორან სა------ს წინა მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დახვდათ ბა------------------ე და სამი მისთვის უცნობი პიროვნება, მან გვერდით გაიხმო ბა----ი და უთხრა, რომ საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა მათი შერიგება, ამ დროს ხელი ჰქონდა გადადებული მხარზე, ბა------------------ემ მარჯვენა ხელი მოუქნია გულ-მკერდის მიმართულებით და მარცხენა მხარეს იგრძნო ძლიერი ტკივილი, წამოუვიდა სისხლი, დაიყვირა, რომ ბა----იმ დაჭრა და იგი ავტომანქანით წაიყვანეს საავადმყოფოში, ხოლო ბა------------------ე გაიქცა.
20---–-–---------------ს გამოძიებისათვის მიცემულ ჩვენებაში მოწმე გე-–---------–----ია განმარტავს, რომ 20---–-–---------------ს მამასთან გი---------–-----ასთან, ასევე ბა----------ასთან, ია---------------ასთან და ბე------------ასთან ერთად ზუგდიდის რაიონის სოფელ ორ------იდან სოფელ ინ----ში მის საცხოვრებელ სახლში მოიტანა შეშა, სადაც გაშლილ სუფრას მიუსხდნენ, მათ შეუერთდა მამიდაშვილი ბე------------ა, მამამისმა ბე------------ას უსაყვედურა, თუ რატომ არ უთხრა ბე-----–---ასთან ჩხუბის შესახებ, დაახლოებით 23:50 საათზე მობილური ტელეფონით დაურეკა ბა------------------ეს, მეტსახე-–-დ „ცა---ს“ და უთხრა, რომ უნდოდა ბე-----–---ასთან საუბარი, ისინი ავტომანქანით მივიდნენ რესტორან სა------სთან, სადაც დახვდათ ბე-----–---ა, ბა------------------ე და ორი უცნობი პიროვნება, ბა------------------ესა და გი---------–-----ას შორის მოხდა შე-–-პარაკება და გაწევ-გამოწევა, რა დროსაც დაინახა ბა------------------ემ მარჯვენა ხელში არსებული დანა თუ როგორ დაარტყა ერთხელ მამამისს მარცხენა მხარეს იღლიასთან, ის ჩაიკეცა, ხოლო ბა------------------ე გაიქცა.
მოწმე ია---------------ა განმარტავს, რომ 20---–-–---------------ს 23:45 საათზე გე-–---------–----ია მობილური ტელეფონით ე-–-პარაკებოდა მისთვის უცნობ პიროვნებას, საუბრის დასრულების შემდეგ გე-–-მ თქვა, რომ უნდა წასულიყვნენ ინ----ის ჩაის მეურნეობაში და ყვე-–-ნი ერთად წავიდნენ რესტორან სა------ს წინა მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დახვდათ ოთხი უცნობი პიროვნება, ერთერთთან გი---------–-----ამ დაიწყო ცალკე საუბარი, რაც რამდენიმე წამში გადაიზარდა კონფლიქტში, რა დროსაც ახალგაზრდა დაბალმა ბიჭმა მარჯვენა ხელი მოუქნია გე-–---------–----იას და იგი ჩაიკეცა, გე-–-მ დაიყვირა, რომ მამამისი დაჭრეს, მას მხარი ჰქონდა სისხლიანი და წაიყვანეს საავადმყოფოში, ხოლო ბა------------------ე გაიქცა.
მოწმე ბა----------ას გამოკითხვის ოქმში უთითებს, რომ 20---–-–---------------ს ,,კამ----ს“ მარკის ავტომანქანით წამოიღეს შეშა ზუ--------------------------–-------ში, გი---------–-----ას საცხოვრებელ სახლში, სადაც გაუშალეს სუფრა, მის გარდა ყვე-–-მ მიიღო ალკოჰოლური სასმელი, 23:45 საათზე გი---------–-----ა, გე-–---------–----ია, ია---------------ა, ბე------------ა და ბე------------ა მივიდნენ რესტორან სა------სთან, სადაც დახვდნენ უცნობი ბიჭები, გე-–---------–----იას ერთერთთან მოუვიდა შე-–-პარაკება, რომელიც ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა, ამ პიროვნებას თვითონაც დაარტყა რამდენჯერმე ხელი, დაიწყო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, გაწევ-გამოწევის დროს ია---------------ამ დაიყვირა, რომ გი---------–-----ა იყო დაჭრილი და მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით წაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარეს ოპერაცია.
ბრალდებული ბა------------------ე საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში თავს არ ცნობს დამნაშავედ და განმარტავს, რომ მას არ ჩაუდენია გი---------–-----ას მიმართ დანაშაული, 20---–-–---------------ს არ იმყოფებოდა ზუ--------------------------–-------ში და საერთოდ სამეგრელოში, რადგან 10 ნოემბერს გადმოვიდა აფხაზეთიდან და პირდაპირ გაემგზავრა ქ. თბილისში ბიძასთან, რომელსაც შეეძინა ბავშვი და იქ იმყოფებოდა 3 დეკემბრამდე, სადაც დააკავეს პოლიციის მუშაკებმა და მაშინ გაიგო გი---------–-----ას დაჭრის შესახებ და რომ მის მიმართ გამოცხადებული იყო ძებნა. გი---------–-----ას ოჯახთან ახლობლობდა, იყვნენ შორეული ნათესავები და ასეთ ადამიანს დანას არ ჩაარტყამდა, ან სად არიან ის მოწმეები, რომლებიც გამოძიების დროს უთითებდნენ თითქოს მან ჩაიდინა დანაშაული, საბოლოო სიტყვაში ითხოვს გამართლებას.
ბრალდების მხარის მიერ ასევე გამოკვლეული იქნა საქმეზე მოპოვებული და დასაშვებად ცნობილი წერილობითი მტკიცებულებები.
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით დადასტურებულია, რომ 20---–-–---------------ს დაიწყო გამოძიება გი---------–-----ას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე (ს.ფ 1)
20---–-–------------რის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადასტუ- რებულია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ზუ--------------------------–-------ში და წარმოადგენს რესტორან „სა------ს“ წინა მიმდებარე ტერიტორიას, რომელიც შემოკავებულია რკინის კონსტრუქციით, შესასვლელი ჭიშკრის წინა ტერიტორიაზე მდებარეობს აუზი, აუზსა და ჭიშკარს შორის აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა, რომელიც მარლის ტამპონის საშუალებით იქნა ამოღებული და დაილუქა. ასევე შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია სიგარეტის ნამწვი წარწერით „SO-----E”.(ს.ფ. 43-52, ტ1)
გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღების ჩატარების შესახებ 20---–-–------------რის ოქმით დასტურდება, რომ მედდა მზ--------–--ნმა ნებაყოფლობით წარმოადგინა გი---------–-----ას კუთვნილი ტანსაცმელი, „BO-S“-ის ფირმის ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, შავი ფერის ტყავის ქამრით, რომელსაც შარვლის ორივე ტოტზე აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქების კვალი. ასევე ამოღებულია გრძელსახელოებიანი ჯემპრი, უკანა მხარეს სახელოსთან ნახვრეტით, წინა და უკანა მხარეს მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით და გახეული ნაცრისფერი მოკლესახელოიანი მაისური, რომელზეც აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. (ს.ფ 7-12, ტ1)
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 20---–-–------------რის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მედდა მზ--------–--ნის მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება-ამოღება ცნობილია კანონიერად (ს.ფ. 16-18, ტ1)
გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღების ჩატარების შესახებ 20---–-–------------რის ოქმით დასტურდება, რომ ბა----------ამ ნებაყოფლობით წარმოადგინა მისი კუთვნილი ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, რომელიც მას ეცვა 20---–-–---------------ს „NI-------A”-ს მარკის ავტომანქანით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში დაჭრილი გი---------–-----ას მიყვანის დროს (ს.ფ 59-63, ტ1)
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 20---–-–------------რის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ბა----------ას მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება-ამოღება ცნობილია კანონიერად (ს.ფ. 67-69, ტ1)
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2018 წლის 22 ნოემბრის №0-------- სამედიცინო-ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გი---------–-----ას აღენიშნებოდა გულმკერდის მარცხენა ნახევრის შემავალი ჭრილობა მარცხენა ფილტვის დაზიანებით, ჰემოპნევმოთორაქსი, ჰემორაგიული შოკი. დაზია- ნება განვითარებულია მჩხვლეტავ-მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. (ს.ფ. 140-143, ტ1)
საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 20---–-–-------------რის ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გი---------–-----ას ნაცრისფერ უმკლავო მაისურზე არსებული დაზიანებები, ნაკერი ძაფის და ქსოვილის გახევის სახით, თავისი ფორმით, წარმოქმნის მექანიზმით და განვითარების ხასიათით განვითარებულია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.
მუქი იასამნისფერი გრძელმკლავიან პულოვერზე არსებული ირიბად განლაგებული გამჭოლი დაზიანება 20 მმ სიგრძეზე, თავისი ფორმით და განვითარების ხასიათით წარმოქმნილია მჩხვლეტავი-მჭრელი საგნის ზემოქმედების შედეგად. (ს.ფ. 20--211, ტ1)
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20---–-–------------ის №00------9 ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ასფალტის ზედაპირიდან აღებული მოწითალო სისხლისმაგვარი ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გი---------–-----ას;
ასფალტის ზედაპირიდან აღებულ ერთი ცალ სიგარეტის ნამწვზე, წარწერით „SO-----E“, არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება გი---------–-----ასა და ბა------------------ის გენეტიკური პროფილებისგან;
ბა----------ასგან ამოღებულ ჯინსის შარვალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გი---------–-----ას (ს.ფ 42-48, ტ2)
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა საქართველოს კონსტიტუციით დაცული სამართლებრივი სიკეთეა და მისი ხელყოფისათვის გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
ადამიანის სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანების მიყენება დასჯადია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით, ამ დანაშაულის ობიექტს წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობა, ხოლო მისი ობიექტური მხარე გამოიხატება ძალადობრივ მოქმედებაში, რომელიც მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგთან. მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარე ედავება ბა------------------ეს, რომ მან 20---–-–---------------ს გი---------–-----ას გულმკერდის არეში დანის დარტყმით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება, თუმცა ამ ქმედების ბა------------------ის მიერ ჩადენა უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნებით და ძირითადი პრინციპებით:
საქმის განხილვის შედეგად სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე, ამასთან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის არსებითად მნიშვნელოვანი მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში, საქმეზე უნდა არსებობდეს ისეთი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც მიუკერძოებელ პირს არ გაუჩენს ეჭვს პირის მსჯავრდების შესახებ, ასევე აუცილებელია, რომ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას თუ კი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად ყვე-–- მაღალი დამაჯერებლობით არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
ბრალდების მხარემ ვერ მოახერხა მოწმეების ბა----------ას, გე-–---------–----იას, ია---------------ას და დაზარალებულ გი---------–-----ას წარმოდგენა სასამართლოში და საჯაროდ იქნა წაკითხული გამოძიების დროს გამოკითხვისას მიცემული ინფორმაცია, სადაც ისინი უთითებენ ბა------------------ის მიერ გი---------–-----ასთვის დანის ჩარტყმით ჭრილობის მიყენების შესახებ. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლი დასაშვებად მიიჩნევს მოწმის ჩვენების საჯაროდ წაკითხვას კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობისას, მაგრამ იმ დათქმით, რომ მხოლოდ ეს მტკიცებულება ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი.
სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებელი მოწმის საჯაროდ წაკითხული ჩვენება შეიძლება თუ არა იყოს ბრალდებულის მსჯავრდების ერთადერთი და გადამწყვეტი საფუძველი, აღნიშნულის თაობაზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებაში არის მითითებული. 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებაში Al-Khawaja and Tahery ჩეხეთის წინააღმდეგ სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა კონვენციის 6.3. d მუხლი მოიცავს პრინციპს იმის თაობაზე, რომ ბრალდებულის მსჯავრდებამდე მის წინააღმდეგ არსებული ყვე-–- მტკიცებულება წარმოდგენილი უნდა იყოს მისი თანდასწრებით, საჯარო განხილვაზე, შეჯიბრობითი პრინციპის უზრუნველსაყოფად.
ასევე საქმეზე 2012 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება Gabrielyan-ი სომხეთის წინააღმდეგ, მითითებულია, რომ საქმის განმხილველ სასამართლოს ყვე-–- გონივრული საშუალება უნდა ჰქონდეს გამოყენებული მოწმის გამოცხადების უზრუნველსაყოფად, რათა ბრალდებულს შესაძლებლობა მისცეს თავად დაკითხოს ან დააკითხვინოს მის წინააღმდეგ წარმოდგენილი მოწმე, ხოლო საქმეზე 2015 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება SCHATSCHASCHWILI გერმანიის წინააღმდეგ, ევროსასამართლომ განმარტა, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ სიფრთხილით შეაფასა დაუსწრებელ მოწმეთა სანდოობა და მათი ჩვენებების ნამდვილობა, რითაც სცადა მოწმეთა ჯვარედინი დაკითხვის შესაძლებლობის არ არსებობის კომპენსირება მოეხდინა და განმცხადებელს შესაძლებლობა ჰქონდა წარმოედგინა მომხდარის მისეული ვერსია, თუმცა მისთვის ბრალად დადგენილი დანაშაულის ერთადერთი მოწმეების ჩვენებების მნიშვნელობის გათვალისწინებით გატარებული დამაბალანსებელი ღონისძიებები არ იყო საკმარისი გადაუმოწმებელი მტკიცებულების სანდოობის სამართლიანი და სათანადო შეფასებისთვის, შესაბამისად ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გარემოებებში განმცხადებლის მხრიდან მოწმეების ო.-სა და პ.-ს დაკითხვის შეუძლებლობამ საქმის სასამართლო განხილვა მთლიანობაში უსამართლო გახადა და ჩათვალა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის 6.1 და 6.3.d მუხლის დარღვევას.
ამდენად, ბა------------------ის ბრალეულობის დასადასტურებლად წარმოდგენილი ირიბი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქართველოს კონსტიტუციით, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ მტკიცებულებით სტანდარტს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილე-
ბაში ირიბი მტკიცებულებებთან მიმართებაში აღნიშნა, რომ ირიბი ჩვენების შემთხვე- ვაში მოწმე გამოძიებას ან სასამართლოს აწვდის ინფორმაციას ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების ან სხვა გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად არ ყოფილა, ხოლო ამ გადაწყვეტილების 22-ე პუნქტის შესაბამისად დადგენილება ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ და საბრალდებო დასკვნა უნდა ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს, ირიბი ჩვენება სანდოობის თვალსაზრისით ნაკლებად ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს, რამდენადაც ირიბი ჩვენების მიმცემ პირს არ შეუძლია დაადასტუროს, თუ რამდენად უტყუარია სხვა პირის მიერ გავრცელებული ინფორმაცია.
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის შესაბამისად საქმის სამართლიან სასამართლოში განხილვის ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას ან შერაცხულ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ამ პრინციპთან სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი, რის მიხედვით ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პირის ბრალეულობას.
ამდენად, მხარეთა მიერ გამოკვლეული მოწმეთა ჩვენებების და საქმეზე მოპოვებული და დასაშვებად ცნობილი წერილობითი მტკიცებულებების ანალიზის და შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბა------------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად არ არსებობს რელევანტური და ურთიერთშეთანხმებული პირდაპირი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.
სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტი- ტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყვე-–- დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
პირის ბრალდების დასადასტურებლად და გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის აუცილებლობასთან დაკავშირებით იგივე მიდგომა გააჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს: (გადაწყვეტილება Barbera, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. The Czech Republic საქმეებზე)
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფცი-
იდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულებების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. (ALLen v The United kingdom N25424/09 12/0-/2013)
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, კონკრეტულ შემთხვევაში კი ბა------------------ის მიერ დანაშაულის ჩადენა მხოლოდ ეჭვს და ვარაუდს ეფუძნება, ხოლო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის 1/1/548 გადაწყვეტილების („საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) 44-ე პუნქტის მიხედვით საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით და საქართველოს უზენაე- სი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით არაერთ გადაწყვეტილებაშია მითითება მხოლოდ გონივრულ ეჭვს მიღმა მაღალი სამართლებრივი სტანდარტით მტკიცებულებათა არსებობის აუცილებლობის შესახებ პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს ეჭვს ქვეშ არ უნდა აყენებდეს დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ გაანალიზა გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი დამოკიდებულებისა და უტყუარობის, დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზ- რისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ბა------------------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცე- ბულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბა------------------ის ბრალეულობაში, რის გამოც ის ზემოთაღნიშნულ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 276-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად გამართლებულს გააჩნია მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
ნივთიერი მტკიცებულების საკითხი უნდა გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველის ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება.
ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყვე-–- ნივთი და დოკუმენტი, ბრალდე- ბულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
ნივთიერი მტკიცებულება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღე- ბული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქის ანაწმენდი და სიგარეტის ნამწვი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.
ბა----------ასგან ამოღებული შარვალი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ბა----------ას.
გი---------–-----ას ტანსაცმელი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს გი---------–-----ას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანე-–- საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-280-ე, 2-2-2-3-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ცნობილ იქნას უდანაშაულოდ ბა------------------ე (პირადი ნომერი 62--------6) საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
2.ბა------------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
3.ნივთიერი მტკიცებულება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგადა ამოღე- ბული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქის ანაწმენდი და სიგარეტის ნამწვი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტა- მენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.
4.ბა----------ასგან ამოღებული შარვალი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ბა----------ას.
5.გი---------–-----ას ტანსაცმელი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს გი---------–-----ას.
6.ბა------------------ეს განემარტოს, რომ საქართველოს სსსკ-ის 276-ე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
7.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპე-–-ციო წესით ქუთაისის სააპე-–-ციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპე-–-ციო პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით. (ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქუჩა №12)
მოსამართლე: ნატრული აკობია