გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N030210017002178847
N 2/1165-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23 აპრილი, 2019 წელი ქ. ფოთი
შესავალი ნაწილი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: შოთა სირაძე
სხდომის მდივანი: მარიამ წულაძე
მოსარჩელე: სს „ტ---------“ (ყოფილი სს „კ---- ს----------- ბ----“),წარმომადგენელი: ლ---- ჩ-------,მოპასუხეები: ზ----- დ----------, შ---–--- ა-------,დავის საგანი: საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრება ზიანის ანაზღაურება,აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ზ----- დ----------სა და შ---–--- ა-------ს სს „ტ---------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ:
1.2. N27.0278709.003 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 13147,62 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 11 404,59 ლარი, პროცენტი - 911,12 ლარი და ჯარიმა - 831,91 ლარი;
1.3. საბანკო კრედიტის N27.0278709.003 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 11 404,59 ლარზე, წლიური 18 % სარგებლის გადახდა 2017 წლის 18 ოქტომბრიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე, არაუმეტეს ერთი წლისა;
1.4. N40.0278706.008 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 7867,10 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 7080,64 ლარი, პროცენტი - 383,56 ლარი და ჯარიმა - 402,90 ლარი;
1.5. N40.0278706.008 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 7080,64 ლარზე, წლიური 15% სარგებლის გადახდა 2017 წლის 18 ოქტომბრიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე, არაუმეტეს ერთი წლისა.
2. ზვიად დ----------სა და შ---–--- ა-------ს სოლიდარულად დაეკისროთ სს „ტ---------ს“ მიერ გადახდილი სახ.ბაჟის 826,97 ლარის გადახდა.
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
2016 წლის 24 მაისს სს „კ---- ს----------- ბ-----“ და ზ----- დ----------ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის N27.0278709.003 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბ----- და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 13700 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 18%-ით, კრედიტის ვადა 24.05.2016 წლიდან 27.05.2020 წლამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე ფიქსირებული პირგასამტეხლო 10 ლარის ოდენობით და გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნული ხელშეკრულება უზრუნველყოფილია შ---–--- ა-------ს სოლიდარული თავდებობით, რომლის პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა შეადგენს 19400,10 ლარს.
2015 წლის 29 ოქტომბერს სს „კ---- ს----------- ბ-----“ და შ---–--- ა-------ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის N40.0278706.008 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბ----- და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 10500 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 15%-ით, კრედიტის ვადა 29.10.2015 წლიდან 29.10.2019 წლამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე ფიქსირებული პირგასამტეხლო 10 ლარის ოდენობით და გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნული ხელშეკრულება უზრუნველყოფილია ზ----- დ----------- სოლიდარული თავდებობით, რომლის პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა შეადგენს 14048,48 ლარს.
2014 წლის 30 ოქტომბერს სს „კ---- ს----------- ბ-----“ და შ---–--- ა-------ს შორის დაიდო N40.0278706.005 N--- საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბ----- და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1820 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 29%-ით, საკრედიტო ლიმიტის ვადა განისაზღვრა 30.10.2014 წლიდან 30.10 2016 წლამდე. კრედიტის გადახდა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ერთჯერადი ფიქსირებული თანხა 25 ლარი და ათვისებული თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სს „ტ----ბ-----“ და შ---–--- ა-------ს შორის 2015 წლის 03 ოქტომბერს დაიდო N40.0278706.007 ხელშეკრულება საბარათე ანგარიშზე ოვერდრაფტის დაშვების შესახებ შემდეგი პირობებით: ოვერდრაფტის თანხა 980 ლარი, ოვერდრაფტის ვადა 03.10.2015 წლიდან 03.10.2019 წლამდე, წლიური საპროცენტო განაკვეთი 14 %, ვადაგადაცილების შემთხვევაში მსესხებელს ეკისრება ათვისებული ოვერდრაფტის თანხის 0.5%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სარგებლობის დღეების შესაბამისად გადახდის ფაქტიურ დღემდე.
2017 წლის 20 მაისს შ---–--- ა-------ს ასევე გატანილი აქვს 300 ლარიანი ოვერდრაფტი Atm+ რომელიც გააქტიურებულია ბანკომატის მეშვეობით. ოვერდრაფტის ვადად განსაზღვრული იყო 25 დღე.
სს „კ---- ს----------- ბ-----“ შეიცვალა სახელწოდება და დღეის მდგომარეობით ეწოდება სს „ტ---------“, სხვა საიდენტიფიკაციო რეკვიზიტები დარჩა უცვლელი.
მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და ითხოვს
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ზ----- დ----------სა და შ---–--- ა-------ს სს „ტ---------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ N27.0278709.003 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 13147,62 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 11404,59 ლარი, პროცენტი - 911,12 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო 831,91 ლარი.
1.2. ზ----- დ----------ს და შ---–--- ა-------ს სს „ტ---------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ N40.0278706.008 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 7867,10 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 7080,64 ლარი, პროცენტი - 383,56 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო 402,90 ლარი.
2. სასარჩელო მოთხოვნა :
2.1. ზ----- დ----------ს და შ---–--- ა-------ს სს „ტ---------ს“ სასარგებლოდ N27.0278709.003 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან მიუღებელი შემოსავლის სახით დაეკისროთ 18.10.2017 წლიდან (დავალიანების ცნობის გაცემის თარიღი) ვალდებულების ძირ თანხაზე 11404,59 ლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე არაუმეტეს 1 წლისა, წლიური 18% სარგებლის გადახდა, რაც შეადგენს ყოველთვიურად 171 ლარს (არაუმეტეს 2052ლარი).
2.2. ზ----- დ----------სა და შ---–--- ა-------ს სს „ტ---------ს“ სასარგებლოდ N49.0278706.008 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან მიუღებელი შემოსავლის სახით დაეკისროთ 18.10.2017 წლიდან (დავალიანების ცნობის გაცემიდან) ვალდებულების ძირ თანხაზე 7080,64 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე არაუმეტეს 1 წლისა, წლიური 15% სარგებლის გადახდა, რაც შეადგენს ყოველთვიურად 88,5 ლარს (არაუმეტეს 1062 ლარი).
3. მოპასუხეებს სს „ტ---------ს“ სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის თანხის 723,87 ლარის გადახდა, ხოლო წინასწარ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა დაუბრუნდეს სს „ტ----ბ----“.
მოსარჩელის წარმომადგენელმა სარჩელში მითითებული მე-5 და მე-6 სასარჩელო მოთხოვნები გაიხმო.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე ზ----- დ----------მ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ: ცნო N27.0278709.003 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხა 11404,59 ლარი, პროცენტი - 911,12 ლარი, ხოლო არ ცნო პირგასამტეხლო 831,91 ლარი იმ საფუძვლით, რომ სხვა ბევრი თანხა აქვს გადახდილი ამ სესხზე და მოითხოვა პირგასამტეხლოს შემცირება 300 ლარამდე.
მოპასუხე ზ----- დ----------მ ასევე ნაწილობრივ ცნო N40.0278706.008 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, კერძოდ: ცნო დავალიანების ძირი თანხა 7080,64 ლარი, პროცენტი - 383,56 ლარი, ხოლო არ ცნო პირგასამტეხლო 402,90 ლარი იმ საფუძვლით, რომ სხვა ბევრი თანხა აქვს გადახდილი ამ სესხზე და ითხოვს პირგასამტეხლოს შემცირებას 190 ლარამდე.
მოპასუხე შ---–--- ა------- სხდომაზე მოწვეულ იქნა საჯარო შეტყობინების გზით, იგი სხდომაზე არ გამოცხადდა
3. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. 2016 წლის 24 მაისს სს „ტ----ბ-----“ და ზ----- დ----------ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N27.0278709.003, რომლითაც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 13 700 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 18%-ით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე ფიქსირებული პირგასამტეხლო 10 ლარის ოდენობით და გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნული ხელშეკრულება უზრუნველყოფილია შ---–--- ა-------ს სოლიდარული თავდებობით, რომლის პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა შეადგენს 19400,10 ლარს.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N27.0278709.003, მხარეთა ახსნა-განმარტებებით.
3.2. 2015 წლის 29 ოქტომბერს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N40.0278706.008, რომლითაც შ---–--- ა-------ზე გაიცა კრედიტი 10500 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 15%-ით, კრედიტის ვადა 29.10.2015 წლიდან 29.10.2019 წლამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე ფიქსირებული პირგასამტეხლო 10 ლარის ოდენობით და გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნული ხელშეკრულება უზრუნველყოფილია ზ----- დ----------- სოლიდარული თავდებობით, რომლის პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა შეადგენს 14048,48 ლარს.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- სარჩელის მესამე ფაქტობრივი გარემოებით, საკრედიტო ხელშეკრულებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით.
4. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენს N27.0278709.003 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით - 831,91 ლარის მოცულობა.
4.2. მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენს N40.0278706.008 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით - 402,90 ლარის ანაზღაურება.
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა განმარტებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეებს ზ----- დ----------ს და შ---–--- ა-------ს მოსარჩელე სს ,,ტ---------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ:
1. N27.0278709.003 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 12615,71 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 11404,59 ლარი, პროცენტი - 911,12 ლარი და პირაგასამტეხლო - 300 ლარი.
2. N40.0278706.008 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 7654,2 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 7080,64 ლარი, პროცენტი - 383,56 ლარი და პირგასამტეხლო - 190 ლარი.
3. N27.0278709.003 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან მიუღებელი შემოსავლის სახით, 18.10.2017 წლიდან ვალდებულების ძირ თანხაზე 11404,59 ლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე არაუმეტეს 1 წლისა, წლიური 18% სარგებლის გადახდა, რაც შეადგენს ყოველთვიურად 171 ლარს (არაუმეტეს 2052 ლარი)
4. N40.0278706,008 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან მიუღებელი შემოსავლის სახით, 18.10. 2017 წლიდან ვალდებულების ძირ თანხაზე 7080,64 ლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე არაუმეტეს 1 წლისა, 15% წლიური სარგებლის გადახდა, რაც შეადგენს ყოველთვიურად 88,5 ლარს (არაუმეტეს 1062 ლარი).
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
7. სამართლებრივი შეფასება:
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე (კრედიტორი) ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან (მოვალესთან). ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ ნების გამოვლენის საფუძველზე, მხარეთა შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება და მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებით ყველა არსებით პირობაზე.
7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ მოპასუხეებზე ზ----- დ----------ზე და შ---–--- ა-------ზე გასცა კრედიტი, შესაბამისი საპროცენტო განაკვეთით. მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა კრედიტის დაფარვის პირობები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დადგენილია, რომ მოპასუხე ზ----- დ----------მ და შ---–--- ა-------მ დაარღვიეს საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებები, რის გამოც მოსარჩელის წინაშე წარმოეშვათ დავალიანება, N27.0278709.003 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 12615,71 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 11404,59 ლარი, პროცენტი - 911,12 ლარი და პირგასამტეხლო - 300 ლარი.
N40.0278706.008 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 7654,2 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 7080,64 ლარი, პროცენტი - 383,56 ლარი და პირგასამტეხლო 190 ლარი.
7.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშვნელოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა. სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
ასევე, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებისათვის საჭიროა იკვეთებოდეს მოწინააღმდეგე მხარისათვის მისი დადგომის სავარაუდოობა, ვინაიდან როგორც მითითებული ნორმის დათქმიდან ჩანს, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც სავარაუდო იქნებოდა სამოქალაქო ბრუნვის საშუალო მონაწილისათვის. ზიანის სავარაუდოობა გულისხმობს კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ზიანის მიყენების გონივრულ მოლოდინს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე და 412-ე მუხლების შესაბამისად, ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით, კერძოდ: სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს პირისათვის სარგებლის მოტანის უნარს.
სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ პოზიციას, რომ მოპასუხეთა მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით და ხელშეკრულების შეწყვეტით მოსარჩელემ დაკარგა ის საპროცენტო სარგებელი, რომელიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადაში და რომელსაც მოსარჩელე მიიღებდა ახალი მსესხებლისათვის თანხის გაცემის შედეგად. ამასთან, მოსარჩელის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის ხელშეკრულების დარღვევის დროს სავარაუდო უნდა ყოფილიყო ზიანი, რომელიც დადგებოდა მოსარჩელის მიმართ მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო. ამდენად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას და მიიჩნევს, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების შესახებ მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
აქედან გამომდინარე მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ N27.0278709.003 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან მიუღებელი შემოსავლის სახით 18.10.2017 წლიდან ვალდებულების ძირ თანხაზე 11404,59 ლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე არაუმეტეს 1 წლისა, წლიური 18% სარგებლით, რაც შეადგენს ყოველთვიურად 171 ლარს (არაუმეტეს 2052 ლარი) და N40.0278706,008 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან მიუღებელი შემოსავლის სახით 18.10. 2017 წლიდან ვალდებულების ძირ თანხაზე 7080,64 ლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე არაუმეტეს 1 წლისა, 15% წლიური სარგებლით, რაც შეადგენს ყოველთვიურად 88,5 ლარს (არაუმეტეს 1062 ლარი).
7.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ, პირგასამტეხლოს გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, გადაწყვეტილებას შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ სასამართლო იღებს არა მარტო ქონებრივი, არამედ ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით, ანუ სასამართლოს შეუძლია პირგასამტეხლოს სამართლიანი შემცირება.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ ვალდებულების დარღვევის პირობებში ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, ყოველდღიურ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%-ის ოდენობით, რაც შეადგენს N27.0278709.003 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 831,91 ლარს, შეუსაბამოდ მაღალია და იგი უნდა შემცირდეს 300 ლარამდე, ხოლო N40.0278706.008 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო შეადგენს 402,90 ლარს, რაც ასევე შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს 190 ლარამდე.
7.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის დანაწესით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის შესაბამისად კი, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
დადგენილია, რომ 2016 წლის 24 მაისს და 2015 წლის 29 ოქტომბერს სს „ტ----ბ-----“ და მოპასუხეებს ზ----- დ----------სა და შ---–--- ა-------ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სოლიდარული ვალდებულების შესახებ, რომლის თანახმად, სოლიდარული მოვალე იღებს ვალდებულებას და თანახმა არიან მსესხებელსა და ბ---- შორის გაფორმებული გენერალური ხელშეკრულებით და მის საფუძველზე მოქმედი საკრედიტო ხელშეკრულებებით, მსესხებლის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულებები შეასრულოს სოლიდარულად ისე, რომ მონაწილეობა მიიღოს მსესხებელთან ერთად მთლიანი ვალდებულების შესრულებაში, რის საფუძველზეც ბ---- უფლება ეძლევა თავისი სურვილისამებრ მთლიანი ვალდებულების შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ სოლიდარულ მოვალეს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ძირი თანხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს გადახდა უნდა დაეკისროს სოლიდარულ მოვალეებსაც.
8. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის და დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, მოპასუხეებს: ზ----- დ----------ს და შ---–--- ა-------ს, მოსარჩელე სს ,,ტ---------ს’’ სასარგებლოდ, სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 93,36 ლარის გადახდა, ხოლო მოსარჩელე სს „ტ----ბ----“, უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 608,09 ლარი. მასვე უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 103,1 ლარის ოდენობით.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე და 257-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს „ტ---------ს“ (ყოფილი სს კ----ს----------- ბ----ს) სარჩელი, მოპასუხეების ზ----- დ----------- და შ---–--- ა-------ს მიმართ თანხის დაკისრებისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ.
2. ზ----- დ----------სა და შ---–--- ა-------ს სს „ტ---------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ:
2.1. N27.0278709.003 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 12615,71 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 11404,59 ლარი, პროცენტი - 911,12 ლარი და პირგასამტეხლო - 300 ლარი;
2.2. N40.0278706.008 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 7654,2 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 7080,64 ლარი, პროცენტი - 383,56 ლარი და პირგასამტეხლო 190 ლარი;
2.3. N27.0278709.003 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან მიუღებელი შემოსავლის სახით, 18.10. 2017 წლიდან ვალდებულების ძირ თანხაზე 11404,59 ლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე არაუმეტეს 1 წლისა, წლიური 18% სარგებლის გადახდა, რაც შეადგენს ყოველთვიურად 171 ლარს (არაუმეტეს 2052 ლარი);
2.4. N40.0278706,008 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან მიუღებელი შემოსავლის სახით, 18.10. 2017 წლიდან ვალდებულების ძირ თანხაზე 7080,64 ლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე არაუმეტეს 1 წლისა, 15% წლიური სარგებლის გადახდა, რაც შეადგენს ყოველთვიურად 88,5 ლარს (არაუმეტეს 1062 ლარი).
3. მოსარჩელე სს „ტ----ბ----“ დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი ბაჟიდან (826,97 ლარიდან), სახელმწიფო ბაჟი 608,09 ლარი და ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 103,1 ლარი, (სახ. ბაჟის გადახდის თარიღი 09.11.2017, საგადასახადო დავალება N20, საიდენტიფიკაციო კოდი:204546045).
მოპასუხეებს ზ----- დ----------სა და შ---–--- ა-------ს ,,ტ---------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი ბაჟის თანხიდან - 93,42 ლარი, ხოლო 22,35 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შოთა სირაძე