გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/30200-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - თინა ვაშაყმაძე
სხდომის მდივანი - ნინო სიდამონიძე
მოსარჩელე - მ--------------–---–ი
წარმომადგენლები - შ----------------ე, ა---–----------ი
მოპასუხე - ნ--------–------------–-----ი, ც-–---------------ი, მ---------------ე
წარმომადგენელი - მ-----------–---–ი
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. გამოთხოვილი იქნას ნ--------–------------–-----ის, ც-–---------------ის და მ---------------ის უკანონო მფლობელობიდან მ--------------–---–ის საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, ჩ------ის ქუჩა №3--–- მდებარე საკუჭნაო, ფართით 6.87 კვ.მ. რომელიც მოქცეულია მოპასუხეთა კუთვნილი შუშაბანდის ქვეშ და მესაკუთრეს გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში. მოსარჩელემ ასევე იშუამდგომლა, რომ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული ყოფილიყო დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
(იხ. სარჩელი ს.ფ. 2-32, მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტება 2019 წლის 07 მაისის სხდომის ოქმი 13:22:01, მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება, 2019 წლის 30 მაისის სასამართლოს სხდომის ოქმი 17:26:45, სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტება 17:11:14).
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელე მ--------------–---–ი ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქ. თბილისში, ჩ------ის ქუჩა №3--–-. მასთან ერთად ასევე ცხოვრობს მისი და - ნ---------- და დისშვილი. უძრავი ქონება, რომელიც დღეისათვის რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე, არის ძველთაძველი თბილისური იტალიური ეზოს ტიპის სახლი, რომელიც 150 წლის წინ ეკუთვნოდათ მ--------------–---–ის წინაპრებს და არის მამა–პაპისეული სახლი.
2018 წლის 15 მარტის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, მოსარჩელე მ--------------–---–ის საკუთრებაში რეგისტრირებულია საერთო ფართი 77.95 კვ.მ. აქედან საცხოვრებელი ფართია 50.70 კვ.მ. ასევე მოსარჩელე მითითებული გახლავთ, როგორც მესაკუთრე 25.01.2010 წლის ტექ. ბიუროს ცნობა–დახასიათებაში.
მოსარჩელე მ--------------–---–მა 1998 წლის 31 აგვისტოს გააფორმა ხელშეკრულება ქ. თბილისის ნ----–------ს რ----------------ის საბინაო სექტორის უფროსთან გ--------------–-–---–---ნ, როგორც მუნიციპალიტეტის საბინაო გაერთიანების წარმომადგენელთან. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 2 აპრილის 114 დადგენილების თანახმად, მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქ. თბილისში, ჩ------ის №3--–- მდებარე სახლში 77.95 კვ.მ. საცხოვრებელი ბინა საკუთრებაში გადაეცა მოსარჩელე მ--------------–---–ს, მათ შორის: ფართი 50,7. კვ.მ. ლიტ. "ა" პირველი სართული ოთახი №3 – 14 კვ.მ; ოთახი №4 - 13,2 კვ.მ; ოთახი №6 – 27, 20 კვ.მ; სათავსო ოთახი №3, 4, - 8 კვ.მ; ოთახი №6-1 - 11,02 კვ.მ; სარდაფი - ოთახი №19–4,66 კვ.მ; საკუჭნაო №2–6,87 კვ.მ.
გარდა იმისა, რომ მოპასუხეებს დაკავებული აქვთ მოსარჩელე მხარის პირად საკუთრებაში არსებული ფართი და იყენებენ მას ისე, როგორც საკუთარს, დაცლასა და დათმობას არც კი ფიქრობენ და არც კი აპირებენ, არიან ძალზედ აგრესიული და წლების განმავლობაში ზიანს აყენებენ და ავიწროვებენ მოსარჩელეს. მოპასუხე მხარის მიუღებელი და აგრესიული ქმედებების გამო, იძულებულნი ხდებიან დახმარებისათვის გამოიძახონ საპატრულო ეკიპაჟები.
2008 წლის 14 იანვრის №-- განკარგულების თანახმად, ქ. თბილისის გ-–------------–-----ის რ----------------ის მიერ გაიცა განკარგულება მოპასუხე მ---------------ის ოჯახზე ბინის საკუთრებაში გადაცემის შესახებ და საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07 წლის №-- ბრძანებულების საფუძველზე დაკმაყოფილდა მოპასუხის მოთხოვნა: შესაბამისად, მათ საკუთრებაში გადაეცათ ოროთახიანი საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. თბილისში, ჩ------ის ქუჩა №3--–- საერთო ფართით 48,74 კვ.მ. მათ შორის საცხოვრებელი ფართით 26,95 კვ.მ. ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. ხოლო 2008 წლის 22 იანვრით დათარიღებულია ქ. თბილისის გ-–-----–ნ----–------ს რ----------------ის №---- საკუთრების უფლების მოწმობა 2008 წლის 14 იანვრის №-- განკარგულების თანახმად.
მითითებული უძრავი ქონება, 2012 წლის 05 მარტამდე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული გახლდათ მოპასუხე ც-–---------------ისა და მისი მეუღლის, მოპასუხე მ---------------ის სახელზე.
მოპასუხე ც-–---------------მა და მოპასუხე მ---------------ემ - მოპასუხე ნ--------–------------–----ნს ყიდვა–გაყიდვის ხელშეკრულება დაუდეს 2012 წლის 05 მარტს. მოპასუხე ნ--------–------------–-----ის საკუთრებაშია 2018 წლის 15 მარტის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით უძრავი ქონება ფართით 48,74 კვ.მ. (მათ შორის საცხოვრებელი ფართია 26,95 კვ.მ. ფართი). საკადასტრო კოდი №0---------------; მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე მ---------------ემ და მოპასუხე ც-–---------------მა დიდი ხანია გაყიდეს საცხოვრებელი სახლი, ისინი არსად წასულან და განაგრძობენ ყოფილი სახლის მფლობელობას.
მოპასუხეებს მოსარჩელე მხარის კუთვნილი ფართი საკუჭნაო დაკავებული აქვს 2006 წლიდან. მოსარჩელეს მის კუთვნილ ფართში ჰქონდა სველი წერტილი და ონკანი. მოპასუხე მხარემ საკუჭნაოს ფართის ნაწილი მიითვისა ძალადობრივი გზით, ხოლო ამ სხვის მითვისებულ ფართზე გაკეთებული აქვთ სველი წერტილი.
ქ. თბილისში, ჩ------ის ქუჩა №--–ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე, ოფიციალური ნებართვის საფუძვლის გარეშე განხორციელდა მიშენება. უკანონო მიშენებასთან დაკავშირებით 2010 წლის №1---------- წერილის თანახმად, მიშენების ლეგალიზებასთან დაკავშირებით ქ. თბილისის მერიის სსიპ „თბილისის არქიტექტურის სამსახურში“ მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმის წარმოება, მაგრამ გადაწყვეტილება „უკანონო მშენებლობასთან“ დაკავშირებით, ჯერ მიღებული არ არის. უკანონო მიშენების განხორციელებისას მოპასუხეებმა დაუზიანეს მოსარჩელეს ის კუთვნილი ფართი საკუჭნაო, სადაც მოსარჩელეს განთავსებული აქვს სველი წერტილი. მნიშვნელოვნად დაზიანებული კედლიდან ცვივა აგურები, რაც სერიოზულ სასიცოცხლო საფრთხეს უქმნის იქ მყოფთ. ასევე ჩაუჭრეს გარეთ მყოფი სამზარეულოსათვის გამოყვანილი გაზის მილი, რითაც მიაყენეს ასევე ზიანი. სწორედ ამ უკანონო მშენებლობისას მოახერხეს მოპასუხეებმა ჩუმად, ღამით შეჭრა მოსარჩელის კუთვნილი სარდაფის ნაწილშიც. ც-–---------------მა და მამუკა ნოზაძემ თითქოსდა მილის გამოცვლის მოტივით გაანგრიეს კედელი და ღამით მალულად შეიჭრნენ და დაიკავეს მოსარჩელის კუთვნილი სარდაფის, საკუჭნაოს ნაწილი.
2005-2006 წლამდე მოსარჩელესა და მოპასუხე მხარეებს არანაირი შეხება და ურთიერთობა ერთმანეთში არ ჰქონიათ, არც სარდაფთან დაკავშირებით და არც კიბეებთან და არც საკუჭნაოსთან მიმართებაში. კონფლიქტური სიტუაციები დაიწყო და წარმოიშვა მხოლოდ უკანონო მშენებლობის განხორციელების შემდეგ, როცა მოხდა ნაგებობების უკანონოდ დაშენება და მოპასუხეებმა ჩუმად, უკითხავად, ყოველგვარი ნებართვის გარეშე მიისაკუთრეს მოსარჩელე მხარის კუთვნილი ფართის ნაწილი და მოსარჩელე მხარის ფართის ხარჯზე და არა ეზოს ხარჯზე გაიფართოვეს თავისი ე.წ. შუშაბანდი უკანონო მშენებლობისას.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე ნ--------–------------–-----მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე ნამდვილად არის ქ. თბილისში, ჩ------ის ქუჩა №3--–- მდებარე უძრავი ქონების, ფართით 77,95 კვ.მ. მესაკუთრე. აქვე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მოსარჩელის მიერ დასახელებული 6.87 კვ.მ. ფართი არ წარმოადგენს ზემოთხსენებული უძრავი ქონების შემადგენელ ნაწილს. ც-–---------------მა და მ---------------ემ ნამდვილად მიჰყიდეს მას მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისში, ჩ------ის ქუჩა №3--–-, მიუხედავად აღნიშნულისა ისინი დღემდე ცხოვრობენ ხსენებულ ფართში, რამდენადაც ამის თანხმობა მათ მისცა ნ--------–------------–-----მა. ამასთან, საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად სადავო უძრავი ქონება - 6.87 კვ.მ. წარმოადგენს უპირობოდ მის საკუთრებას, ც-–---------------ის და მ---------------ისგან უძრავი ქონება სწორედ აღნიშნულ ფართთან ერთად შეიძინა. შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
(იხ. შესაგებელი ს.ფ. 85-94).
2.2. მოპასუხე ც-–---------------მა და მ---------------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მოსარჩელე ნამდვილად არის ქ. თბილისში, ჩ------ის ქუჩა №3--–- მდებარე უძრავი ქონების, ფართით 77,95 კვ.მ. მესაკუთრე. აქვე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მოსარჩელის მიერ დასახელებული 6.87 კვ.მ. ფართი არ წარმოადგენს ზემოთხსენებული უძრავი ქონების შემადგენელ ნაწილს. აღნიშნული ფართი არის ნ--------–------------–-----ის საკუთრება.
მართალია მ---------------ემ და ც-–---------------მა გაასხვისეს უძრავი ქონება ნ--------–------------–-----ზე, მაგრამ უმძიმესი ეკონომიური მდგომარეობის გამო ისინი დღემდე გასხვისებულ ფართში ცხოვრობენ, რაზედაც ახლანდელი მესაკუთრის თანხმობა გააჩნიათ. მოპასუხეების მიერ არ მომხდარა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საკუჭნაოს დაკავება და შემდგომ აღნიშნული ფართის დაზიანება. მათ არც მოსარჩელის სხვა კუთვნილი მოძრავი ნივთები დაუზიანებიათ.
შესაბამისად, მოსარჩელე არ წარმოადგენს მოცემული სასარჩელო მოთხოვნის დაყენებაზე უფლებამოსილ პირს, რამდენადაც ის არ არის სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე, შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხე ასევე არ დაეთანხმა მოსარჩელის შუამდგომლობას მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებით.
(იხ. შესაგებელი, ს.ფ. 98-108, მოპასუხეების წარმომადგენლის ახსნა-განმარტება, 2019 წლის 30 მაისის სხდომის ოქმი 17:37:46).
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ქ. თბილისში, ჩ------ის ქუჩა №3--–- მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ 0---------------) რეგისტრირებულია ბ--–--------–---–-ს, თ-------–--ის, მ--------------–---–ის და ნ--------–------------–-----ის საკუთრების უფლება.
ბ--–--------–---–-ს სახელზე რეგისტრირებულია: საერთო ფართობი 61,01 კვ.მ. (მათ შორის საცხოვრებელი ფართობი 41.19 კვ.მ);
თ-------–--ის სახელზე რეგისტრირებულია: საერთო ფართობი 42,04 კვ.მ. (მათ შორის საცხოვრებელი ფართობი 32 კვ.მ);
ნ--------–------------–-----ის სახელზე რეგისტრირებულია: საერთო ფართობი 48.74 კვ.მ. (მათ შორის საცხოვრებელი ფართობი 26.95 კვ.მ);
მ--------------–---–ის სახელზე რეგისტრირებულია: საერთო ფართი 77.95 კვ.მ. აქედან საცხოვრებელი ფართი 50.70 კვ.მ.
ნაკვეთის საკუთრების ტიპი-თანასაკუთრება; ნაკვეთი დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 371 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 91; შენობა-ნაგებობის სართო ფართი 210.95; საცხოვრებელი ფართი: 143.08; დამხმარე ფართი: 38.04; სამეურნეო ფართი: 29.83
უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ხელშეკრულება №2-529, დამოწმების თარიღი 3---------, ნოტარიუსი ე. ყურაშვილი.
უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 05/03/2012, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება №1--------, დამოწმების თარიღი 0---------, ნოტარიუსი მ. ბუბაშვილი.
უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება №0--------, დამოწმების თარიღი 1---------, ნოტარიუსი თ. ბუღაძე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 01 მაისის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 141-142).
3.1.2. მოსარჩელე მ--------------–---–მა 1998 წლის 31 აგვისტოს გააფორმა ხელშეკრულება ქ. თბილისის ნ----–------ს რ----------------ის საბინაო სექტორის უფროსთან გ--------------–-–---–---ნ, როგორც მუნიციპალიტეტის საბინაო გაერთიანების წარმომადგენელთან, რომლის თანახმად მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 2 აპრილის 114-ე დადგენილების თანახმად თბილისის მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქ. თბილისში, ჩ------ის №3--–- მდებარე სართულიანი სახლის - 77.95 კვ.მ. მათ შორის: ფართი 50,7კვ.მ. ლიტ."ა" პირველი სართული ოთახი №3 - 14კვ.მ. ოთახი №4 - 13,2 კვ.მ. ოთახი №6 - 27, 20 კვ.მ. სათავსო ოთახი №3 №4 - 8 კვ.მ. ოთახი №6-1 - 11,02 კვ.მ. სარდაფი ოთახი №19-4,66კვ.მ. საკუჭნაო №2–6,87 კვ.მ. საკუთრებაში გადაეცა მოსარჩელე მ--------------–---–ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-პრივატიზაციის ხელშეკრულება (ს.ფ. 38-39)
3.1.3. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის 2010 წლის 25 იანვრის ცნობა-დახასიათების თანახმად ქ. თბილისში, ჩ------ის ქუჩა №3--–- მდებარე უძრავი ნივთის (ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო, მიწის ნაკვეთის საერთო ფართი: 387 კვ.მ, ლიტერ ,,ა’’ (საცხოვრებელი), სართული: 1, საერთო ფართი:181.12 კვ.მ.; საცხოვრებელი - 143.08 კვ.მ; სარდაფი - 29.83 კვ.მ. დამხმარე - 38.04 კვ.მ. ინდივიდუალური საკუთრება - ლიტერი ,,ა’’ საცხოვრებელი, საერთო ფართი 77.95 კვ.მ. საცხოვრებელი - 50.70 კვ.მ. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი პრივატიზაციის ხელშეკრულება, ნოტარიუსი ყურაშვილი, 31.08.1998 წელი) მესაკუთრეს წარმოადგენს - მ--------------–---–ი
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა დახასიათება (ს.ფ. 35).
3.1.4. 2008 წლის 14 იანვრის 29 განკარგულების თანახმად, ქ. თბილისის გ-–-----–ნ----–------ს რ----------------ის მიერ გაიცა განკარგულება მოპასუხე მ---------------ის ოჯახზე - მოპასუხე ც-–---------------ზე და მოპასუხე მ---------------ეზე ბინის საკუთრებაში გადაცემის შესახებ და საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07 წლის №-- ბრძანებულების საფუძველზე დაკმაყოფილდა მოპასუხის მოთხოვნა: შესაბამისად, მათ საკუთრებაში გადაეცათ ოროთახიანი საცხოვრებელი ბინა მდებარე ქ. თბილისში, ჩ------ის ქუჩა №3--–- საერთო ფართით - 48,74 კვ.მ. მათ შორის საცხოვრებელი ფართით 26,95 კვ.მ. ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. ხოლო, ქ. თბილისის გ-–-----–ნ----–------ს რ----------------ის 2008 წლის 14 იანვრის №-- განკარგულების თანახმად 2008 წლის 22 იანვარს გაიცა №---- საკუთრების უფლების მოწმობა. ზემოაღნიშნული უძრავი ქონება, საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იქნა მოპასუხე ც-–---------------ისა და მოპასუხე მ---------------ის სახელზე.
მოპასუხე ც-–---------------ი არის მ---------------ის მეუღლე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2008 წლის 14 იანვრის 29 განკარგულება (ს.ფ. 36);
- 2008 წლის 22 იანვრის ქ.თბილისის გ-–-----–ნ----–------ს რ----------------ის 1643 საკუთრების უფლების მოწმობა (ს.ფ. 37).
3.1.5. მოსარჩელემ ქორწინების შემდგომ გვარი სტრელნიკოვა შეიცვალა გვარით როინიშვილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 49);
- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 50).
3.1.6. 2012 წლის 05 მარტს ც-–---------------ი, მ---------------ეს და ნ--------–------------–-----ს შორის დაიდო ყიდვა–გაყიდვის ხელშეკრულება, ქ, თბილისში, ჩ------ის ქუჩა №3--–- მდებარე უძრავ ქონებაზე ფართით 48.74 კვ.მ. და ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 20 000 (ოცი ათასი) ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 61)
3.1.7. დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტი, რომ ნ--------–------------–-----ის საკუთრებაში არსებულ ქ. თბილისში, ჩ------ის ქუჩა №3--–- მდებარე უძრავ ქონებას მართლზომიერად, მესაკუთრის ნებართვით ფლობენ დაც სარგებლობენ მოპასუხეები მ---------------ე და ც-–---------------ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.8. საქმეში წარმოდგენილი შპს ,,აბრისი’’-ს მიერ შესრულებული შენობის შიდა აზომვითი ნახაზის მიხედვით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ჩ------ის ქუჩა №3--–- მდებარე ნ--------–------------–-----ის საკუთრებაში არსებული უძრავ ქონება საერთო ფართით 48.74 კვ.მ. შედგება შემდეგი ფართისგან:
1- სართული: 1 - 13,97 კვ.მ
2 - 12.98 კვ.მ.
3 - 14.93 კვ.მ
4 - 4.20 კვ.მ
5 - 2.66 კვ.მ.
აქედან საცხოვრებელი ფართია:
1 - 13.97 კვ.მ
2 - 12.98 კვ.მ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,აბრისი’’-ს მიერ შესრულებული შენობის შიდა აზომვითი ნახაზი (ს.ფ. 143).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოში სამოქალაქო საქმეებზე სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, რაც ასახვას ჰპოვებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე და 102.1 მუხლებში, რომელთა მიხედვითაც მოსარჩელე განსაზღვრავს თუ სარჩელში მითითებული სასარჩელო მოთხოვნა რომელ ფაქტობრივ გარემოებაზე დაამყაროს, ხოლო მხარეებს ევალებათ დაამტკიცონ სარჩელში და შესაგებელში მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
მტკიცებულებათა კვლევის ეტაპზე სასამართლოს უპირველესი ვალი მტკიცებულებათა იურიდიული ძალის, მათი სანდოობის განსაზღვრა, ღირებულებითი ძალის დადგენაა, რომელიც მათი შინაარსობრივი კვლევის შედეგად უნდა განხორციელდეს. სწორედ ამ კრიტერიუმით გამორჩეული თანაბარი ძალის მქონე მტკიცებულებების ინდივიდუალურად და ერთობლიობაში შეფასებით ექმნება სასამართლოს შინაგანი რწმენა მტკიცების საგანში შემავალი გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ (სსკ-ს 105.3 მუხლი).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის, საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე, 170-ე, 172-ე,183-ე, 312-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან შემდეგ გარემოებებზე:
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის, პირველი მუხლი იცავს საკუთრების უფლებას, კერძოდ, ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით. არავის არ შეიძლება წაერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოების ინტერესები მოითხოვს და იმ პირობით, რაც გათვალისწინებულია კანონით და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით.
აღნიშნული მუხლის პირველი წინადადებიდან ჩანს, რომ საკუთრების უფლება დაცულია როგორც კერძო, ასევე იურიდიული პირებისათვის. ამასთან, საკუთრების უფლების დარღვევის შემთხვევების განხილვისათვის ევროპის სასამართლომ აღნიშნული მუხლი გაყო სამ ნაწილად. საქმეში ,,სპორონგი და ლონროთი შვედეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა: „აღნიშნული დებულება მოიცავს სამ განსხვავებულ ნორმას: პირველი ნორმა, რომელიც მუხლის პირველ წინადადებაშია ჩამოყალიბებული, არის საერთო ხასიათის და იცავს საკუთრებით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლებას. მეორე ნორმა, რომელსაც მუხლის მეორე წინადადება ეხება, ითვალისწინებს საკუთრების ჩამორთმევის უფლებას და ამას უკავშირებს კონკრეტულ გარემოებებს. მესამე ნორმა, რომელიც მოცემულია მუხლის მეორე ნაწილში, აცხადებს, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ აკონტროლონ საკუთრებით სარგებლობის უფლება საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ,,მარქსი ბელგიის’’ წინააღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამატებით ოქმის პირველი მუხლი, არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება’’ (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, CASE OF MARCKX v. BELGIUM, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება; განაცხადი - 6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).
სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ან/და, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს საკუთრების კანონისმიერ და სახელშეკრულებო ბოჭვას, რომელსაც გააჩნია თავისი ფარგლები, კერძოდ, არ შეიძლება, რომ საკუთრების ბოჭვამ, შეზღუდვამ მოსპოს საკუთრება.
საკუთრების სუბსტანცია, რომელშიც იგულისხმება საკუთრების ინსტიტუტით გათვალისწინებული შინაარსის რეალიზაცია, უნდა შენარჩუნდეს, ე.ი. კერძო საკუთრების შეზღუდვა არ უნდა ნიშნავდეს საკუთრების უფლების რეალიზაციის მოსპობას. არ შეიძლება, რომ პირს ფორმალურად გააჩნდეს საკუთრების უფლება, ხოლო ფაქტობრივად არა, ანუ ვერ სარგებლობდეს საკუთრების უფლებით.
იმავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის (მფლობელთა) ხელთაა. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა)მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ანუ, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.
ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ეკისრება, საჯარო რეესტრის ამონაწერზე დაყრდნობით დაამტკიცოს ნივთზე საკუთრების უფლების არსებობა (რაც მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა), ასევე, ნივთის მოპასუხის მიერ ფლობის ფაქტი, რაც შეეხება მფლობელს, ამავე ნორმიდან გამომდინარე, მისი შესაგებელი შეიძლება, ემყარებოდეს, როგორც ფლობის ნამდვილი, მართლზომიერი უფლების არსებობას, ისე _ საკუთრების უფლების ნამდვილობას და, როგორც ერთი, ისე _ მეორე ფაქტის სათანადო მტკიცებულებით დადასტურება მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენს.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ჩ------ის ქუჩა №3--–- მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ 0---------------) რეგისტრირებულია ბ--–--------–---–-ს, თ-------–--ის, მ--------------–---–ის და ნ--------–------------–-----ის საკუთრების უფლება. ბ--–--------–---–-ს სახელზე რეგისტრირებულია: საერთო ფართობი 61,01 კვ.მ. (მათ შორის საცხოვრებელი ფართობი 41.19 კვ.მ); თ-------–--ის სახელზე რეგისტრირებულია: საერთო ფართობი 42,04 კვ.მ. (მათ შორის საცხოვრებელი ფართობი 32 კვ.მ); ნ--------–------------–-----ის სახელზე რეგისტრირებულია: საერთო ფართობი 48.74 კვ.მ. (მათ შორის საცხოვრებელი ფართობი 26.95 კვ.მ); მ--------------–---–ის სახელზე რეგისტრირებულია: საერთო ფართი 77.95 კვ.მ. აქედან საცხოვრებელი ფართი 50.70 კვ.მ.
ასევე დადგენილია, რომ საქმეში წარმოდგენილი შპს ,,აბრისი’’-ს მიერ შესრულებული შენობის შიდა აზომვითი ნახაზის მიხედვით ქ. თბილისში, ჩ------ის ქუჩა №3--–- მდებარე ნ--------–------------–-----ის საკუთრებაში არსებული უძრავ ქონება საერთო ფართით 48.74 კვ.მ. შედგება შემდეგი ფართისგან:1- სართული: 1 - 13,97 კვ.მ; 2 - 12.98 კვ.მ. 3 - 14.93 კვ.მ. 4 - 4.20 კვ.მ. 5 - 2.66 კვ.მ. აქედან საცხოვრებელი ფართია: 1 - 13.97 კვ.მ. 2 - 12.98 კვ.მ. წარმოდგენილი აზომვითი ნახაზით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ დასახელებული 6.87 კვ.მ. ფართი სწორედ ნ--------–------------–-----ის მიერ შეძენილ 48,74 კვ.მ. ფართში შედის და წარმოადგენს მის შემადგენელ ნაწილს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ ფართი რომლის გამოთხოვასაც ითხოვს მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან, არის მისი საკუთრება. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დადგენილება ვერ გამოდგება იმის მტკიცებულებად, რომ სადავო ფართის მესაკუთრეს წარმოადგენს მოსარჩელე და მოპასუხეები სწორედ მოსარჩელის კუთნილ ფართს ფლობენ არამართლზომიერად. არ არის წარმოდგენილი აზომვითი ნახაზი, რომლითაც დადგინდებოდა კონკრეტულად რა ფართს მოიცავს მოსარჩელის კუთვნილი 77,95 კვ.მ. უძრავი ქონება.
აქვე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ნ--------–------------–-----ის საკუთრებაში არსებულ ქ. თბილისში, ჩ------ის ქუჩა 3--–- მდებარე უძრავ ქონებას მართლზომიერად, მესაკუთრის ნებართვით ფლობენ და სარგებლობენ მოპასუხეები მ---------------ე და ც-–---------------ი. ამდენად სახეზე არ არის სარჩელის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი წინაპირობები:ა)მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება, შესაბამისად, მ--------------–---–ს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ამასთან, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, ვერ დაკმაყოფილდება შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებით.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V თავი ეძღვნება პროცესის ხარჯებს. კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული მათგანი, კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მოგებული მხარის სასარგებლოდ წაგებული მხარისათვის პროცესის ხარჯების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია საპროცესო კოდექსის 53-ე და 54-ე მუხლებში. ზოგადი პრინციპი ასეთია _ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 187- მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა. სასამართლო ასევე მიუთითებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, შესაბამისად, დავის საგნის ფასი 4000 ლარია, რის გამოც ნახევრდება გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა და შეადგენს - 60 ლარს, რაც უნდა გადახდეს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 120 ლარის ოდენობით, ვინაიდან გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განსახილველ საქმეზე შეადგენს - 60 ლარს, შესაბამისად, მ--------------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 60 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 120 ლარიდან 60 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
რაც შეეხება მოპასუხეთა მიერ წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებას, უნდა აღინიშნოს, რომ იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება, მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით სამოქალაქო კოდექსის 907-ე მუხლით გათვალისწინებული გარიგებაა, რომელიც ფორმათავისუფალია და შეიძლება დაიდოს, როგორც წერილობით, ისე _ ზეპირი ფორმით. ამავე კოდექსის 710-ე მუხლის თანახმად კი, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. გასამრჯელო ჩაითვლება უსიტყვოდ შეთანხმებულად, თუ გარემოებათა მიხედვით მოქმედების შესრულება მხოლოდ გასამრჯელოთი არის მოსალოდნელი. თუ გასამრჯელოს ოდენობა არ არის განსაზღვრული, მაშინ რაიმე ნიხრის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სანიხრო გასამრჯელო, ისევე, როგორც ნიხრის არარსებობისას – ჩვეულებრივი გასამრჯელო.
საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები, საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებული მინდობილობა/რწმუნებულება და ქვითარი, რომლის თანახმადაც, მოპასუხეებს წარმომადგენლის მომსახურებისთვის გადახდილი აქვთ - 350 ლარი.
სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). ამდენად, სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ სასამართლოს შეხედულებით ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ცენზის დადგენა გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს (იხ. სუსგ №ას-792-1114-07, 11 თებერვალი, 2008 წელი).
განსახილველი დავის საგანი უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა/ხელშეშლის აღკვეთაა. ამ კატეგორიის დავის საგნის ღირებულება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 4 000 ლარით განისაზღვრება, ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ამ თანხის 4% შეადგენს - 160 ლარს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მ--------------–---–ს უნდა დაეკისროს მოპასუხეების სასარგებლოდ 160 ლარის ანაზღაურება, წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ. მასვე უნდა დაეკისროს სასამართლოს გარეშე ხარჯის ანაზღაურება 47 ლარის ოდენობით, საიდანაც 32 ლარი არის საჯარო რეესტრიდან დოკუმენტების გამოთხოვის საფასური, ხოლო 15 ლარი - ნოტარიუსის მიერ რწმუნებულების გაცემის ხარჯი.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 39-ე, 41-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ--------------–---–ის სარჩელი უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელე მ--------------–---–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 120 ლარიდან - 60 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
3. მოსარჩელე მ--------------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს, ა---–----------ის მიერ, 2018 წლის 05 ივნისს, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან ზედმეტად გადახდილი - 60 (სამოცი) ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში 30077-150, ბანკის კოდი TRESGE22 (საგადასახდო დავალება №0);
4. მოსარჩელე მ--------------–---–ს დაეკისროს მოპასუხეების სასარგებლოდ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება - 160 ლარის ოდენობით; მასვე დაეკისროს მოპასუხეთა სასარგებლოდ სასამართლოს გარეშე ხარჯის ანაზღაურება 47 ლარის ოდენობით, საიდანაც 32 ლარი არის საჯარო რეესტრიდან დოკუმენტების გამოთხოვის საფასური, ხოლო 15 ლარი - ნოტარიუსის მიერ რწმუნებულების გაცემის ხარჯი.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თინა ვაშაყმაძე