გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2-359-19
(საქმე №190210019002884558)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18 ივლისი, 2019 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მაია შოშიაშვილი
სხდომის მდივანი გიორგი ჩუბინიძე
მოსარჩელე: დ-------- კ-----–---–ი
წარმომადგენელი: ზ--–--- გ------ა, გ------- ქ--------ე
მოპასუხე: გ--–- ქ---–---–ი
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე : ა---- ქ--------–-–---–ი
წარმომადგენელი : დ----- ტ------ე
დავის საგანი: საკუთრების ხელშეშლის აღკვეთა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოსარჩელე ითხოვს დაევალოს მოპასუხეს გაიტანოს სადავო ჯიხური ქ. რუსთავი, კოსტავას ქ. N2- კორპუსის ეზოდან. მოსარჩელე დ-------- კ-----–---–ი განმარტავს, რომ იგი ცხოვრობს მის: ქ. რუსთავში, კოსტავას გამზირი N2--14-ში, მისი საცხოვრებელი სახლის ფანჯრებთან წლების წინ მოპასუხის - გ--–- ქ---–---–ის - მამამ ჩადგა ფეხსაცმლის ჯიხური. მოსარჩელე ცხოვრობს პირველ სართულზე და სარეცხის დასაფენად იყენებდა აღნიშნულ ტერიტორიას, მოპასუხე კი გაფენილ სარეცხს აყრის ნაგავს და აყენებს მოსარჩელეს შეურაცხყოფას. წლების განმავლობაში აღნიშნული ჯიხური არის ნაგავსაყრელად ქცეული, რაც იწვევს მწვავე სუნს და ამით წუხდებიან თავადაც და ქ. რუსთავი, კოსტავას გამზირი N2- კორპუსის მაცხოვრებლებიც.
2.მოპასუხის პოზიცია 2.1. მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, სადავო ჯიხური მამამისმა პ---–- ქ---–---–მა კანონიერად ჩადგა წლების წინ , სადაც ფეხსაცმელებს აკეთებდა, მამის გარდაცვალების შემდგომ მას თავის სახელზე არ აღურიცხავს ჯიხური და არც უშუალოდ ფლობს ჯიხურს, იგი გადასცა ა---- ქ--------–-–---–ს, რომელმაც გააგრძელა იგივე საქმიანობა. 2.2. დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირის პოზიცია ა---- ქ--------–-–---–ის განმარტებით, გ--–- ქ---–---–მა მამის - პ---–- ქ---–---–ის გარდაცვალების შემდეგ მას გადასცა ფეხსაცმელების შესაკეთებელი ჯიხური, რომელიც მოშორებით დგას მოსარჩელის საცხოვრებელი ბინიდან. თავად მოსარჩელეს არა თავის სახლის ფანჯრების წინ , არამედ ჯიხურთან ახლოს შენობის გარეთ, მოწყობილი აქვს სარეცხის დასაფენი თოკები, სარეცხის დასაფენად გამოდის თავისი ბინიდან ეზოში და ფენს ჯიხურის სიახლოვეს სარეცხს, რითაც თავად მას ეშლება ხელი. მოსარჩელე არის კონფლიქტური პიროვნება, მას არანაირად არ ეშლება ხელი თავისი ბინით სარგებლობაში, მოგონილია, სარეცხისთვის ნაგავის დაყრის, ჯიხურის ნაგავსაყრელად გადაქცევის (პირიქით მან დაასუფთავა ჯიხური) ან სხვაგვარი შეურაცხყოფის ფაქტები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 3.1.1. მოსარჩელე დ-------- კ-----–---–ი ცხოვრობს მის: ქ. რუსთავში, კოსტავას გამზირი N2--14, მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ წლების წინ მოპასუხის - გ--–- ქ---–---–ის - მამამ პ---–- ქ---–---–მა ჩადგა ფეხსაცმლის შესაკეთებელი ჯიხური. მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის 2018 წლის 05 ივნისის N02-01/7995 პ წერილი. 3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები: 3.2.1. არ დასტურდება ქ, რუსთავში, კოსტავას 2--ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში განთავსებული საყოფაცხოვრებო მომსახურების ფირმა „სარშიელის“ ფეხსაცმელების შემკეთებელი ჯიხურის განთავსებით და მისი მფლობელის მხრიდან დ-------- კ-----–---–ისთვის ინდივიდუალური საკუთრებით სარგებლობაში ხელშეშლის ფაქტი. ქ, რუსთავში, კოსტავას 2--ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში განთავსებული საყოფაცხოვრებო მომსახურების ფირმა „სარშიელის“ ფეხსაცმელების შემკეთებელი ჯიხური 1993 წლის 12 ნოემბრის # 35 ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე სახელმწიფო ქონების მართვის რუსთავის სამმართველომ საკუთრების უფლებით გადასცა პ---–- ქ---–---–ს, რომლის გარდაცვალების შემდგომ მისმა შვილმა გ--–- ქ---–---–მა გადასცა ა---- ქ--------–-–---–ს, რომელიც ამჟამად აგრძელებს იგივე საქმიანობას. მოსარჩელე დ-------- კ-----–---–ი განმარტავს, რომ იგი ცხოვრობს მის: ქ. რუსთავში, კოსტავას გამზირი N2--14-ში, მისი საცხოვრებელი სახლის ფანჯრებთან წლების წინ მოპასუხის - გ--–- ქ---–---–ის - მამამ ჩადგა ფეხსაცმლის ჯიხური. მოსარჩელე ცხოვრობს პირველ სართულზე და სარეცხის დასაფენად იყენებდა აღნიშნულ ტერიტორიას, მოპასუხე კი გაფენილ სარეცხს აყრის ნაგავს და აყენებს მოსარჩელეს შეურაცხყოფას. წლების განმავლობაში აღნიშნული ჯიხური არის ნაგავსაყრელად ქცეული, რაც იწვევს მწვავე სუნს და ამით წუხდებიან თავადაც და ქ. რუსთავი, კოსტავას გამზირი N2- კორპუსის მაცხოვრებლებიც. ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა განცხადებით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურს, თუმც მათი ბოლო 2018 წლის 05 ივნისის 02-01/7995 პასუხით გარკვევა, რომ ქ, რუსთავში, კოსტავას 2--ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში განთავსებული საყოფაცხოვრებო მომსახურების ფირმა „სარშიელის“ ფეხსაცმელების შემკეთებელი ჯიხური 1993 წლის 12 ნოემბრის 35 ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე სახელმწიფო ქონების მართვის რუსთავის სამმართველომ საკუთრების უფლებით გადასცა პ---–- ქ---–---–ს, რომელიც გარდაიცვალა 2004 წლის 2- იანვარს, რის გამოც სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის საფუძველზე ჯიხურზე საკუთრების უფლება გადადის მის შვილზე - გ--–- ქ---–---–ზე, ასევე ამავე დოკუმენტით ირკვევა რომ „გ--–- ქ---–---–თან გასაუბრების შედეგად დადგინდა, რომ მასა და მოქალაქე ა---- ქ--------–-–---–ს შორის არსებობს სიტყვიერი შეთანხმება იმის თაობაზე, რომ ჯიხურით ფლობისა და განკარგვის უფლებით ისარგებლოს ა---- ქ--------–-–---–მა, რასაც მხარეები სადაოდ არ ხდიან“ და ასევე აცნობეს, რომ არსებობს ქ. რუსთავში კოსტავას გამზირი N2- საცხოვრებელ სახლის ეზოში განთავსებული ჯიხურის 1993 წლის 12 ნოემბრის ყიდვა-გაყიდვის N35 ხელშეკრულება და ამ მიზეზის გამო უარი უთხრეს მოსარჩელეს ჯიხურის აღებაზე. სასამართლო პროცესზე მოსარჩელეს ზემოაღნიშნული გარემოებებისა და ხელშეშლის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, გარდა განმარტებისა, რაც არასაკმარისი მტკიცებულებაა სარჩელის საფუძვლიანობისთვის. მოპასუხე გ--–- ქ---–---–ი უშუალოდ არ ფლობს ჯიხურს, ხოლო მფლობელი ა---- ქ--------–-–---–ი ამგვარი ხელშეშლის ფაქტებს არ ადასტურებს. მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება, დ-------- კ-----–---–ის 2018 წლის 18 მაისის განცხადება, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის 2018 წლის 05 ივნისის N02-01/7995 წერილი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მისი მოთხოვნის საფუძვლიანობა, ვერ დაადასტურა ფაქტები, რომ მოპასუხე მის გაფენილ სარეცხს აყრის ნაგავს და აყენებს მოსარჩელეს შეურაცხყოფას, რომ წლების განმავლობაში აღნიშნული ჯიხური არის ნაგავსაყრელად ქცეული, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. საგულისხმოა, რომ თუნდაც დადასტურებულიყო აღნიშნული გარემოებები , ჯიხურის აღების თაობაზე მოთხოვნა დაუშვებლად ხელყოფდა მეორე მესაკუთრის საკუთრების უფლებას, ხელშეშლის აღკვეთა შესაძლოა გამოხატულიყო ამგვარი მოქმედებების აღკვეთაში და არა ჯიხურის აღებით პრობლემის მოგვარებაში.
სამოტივაციო ნაწილი: 4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ დ-------- კ-----–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 174-ე, 175-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას .უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა, და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 174 -ე მუხლის დანაწესის მიხედვით კი მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება. აღნიშნული კოდექსის 175 -ე მუხლი ადგენს, რომ მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეს არ შეუძლია აკრძალოს მეზობელი ნაკვეთიდან თავის ნაკვეთზე გაზის, ორთქლის, სუნის, ჭვარტლის, კვამლის, ხმაურის, სითბოს, რყევების ან სხვა მსგავს მოვლენათა ზემოქმედებანი, თუკი ისინი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას. მითითებული ნორმების ანალიზისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო დადასტურება, რომ მას საკუთრებით სარგებლობაში ხელი ეშლება ჯიხურის მფლობელის მხრიდან რაიმე არამართლზომიერი ქმედების გამო.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
რადგან სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოპასუხეს სასამართლო ხარჯები არ დაეკისრება, ხოლო მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 49-ე, 55-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. არ დაკმაყოფილდეს დ-------- კ-----–---–ის სარჩელი მოპასუხე გ--–- ქ---–---–ის მიმართ, ქ. რუსთავში, კოსტავას ქ. N2- კორპუსის ეზოდან ჯიხურის გატანის თაობაზე.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია შოშიაშვილი