გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.06.2019
საქმის ნომერი
330210019002893690
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო, სესხი
თარიღი
27.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/5149-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 ივნისი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

სხდომის მდივანი ნათია ჯანხოთელი

მოსარჩელე სს მი----------------------------–----------------------------–-“

წარმომადგენელი კო----------- ნა--------

მოპასუხე ეთ--- ქა--------

დავის საგანი თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ეთ---ი ქა--------ს სს მი----------------------------–----------------------------–-ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 11 417.2 აშშ დოლარის და 365.97 ლარის გადახდა.

 

2.მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ეთ---ი ქა--------მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ გასხვისებული ნივთების ღირებულება გაცილებით აღემატება სასესხო ვალდებულებას, რის გამოც მას დამატებით თანხის გადახდის ვალდებულება მოსარჩელის მიმართ არ გააჩნია.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სს მი----------------------------–-ა „მი----------------------–ს“ და ეთ--- ქა--------ს შორის დაიდო სალომბარდო ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვით მსესხებელს #DDBE.0009831.001 ხელშეკრულების მიხედვით გადაეცა სესხის თანხა 1420 აშშ დოლარი, # DDBE.0009831.002 ხელშეკრულებით 2500 აშშ დოლარი, DDBE.0009831.003 ხელშეკრულებით 4500 აშშ დოლარი, DDBE.0009831.004 ხელშეკრულებით 3300 აშშ დოლარი, DDBE.0009831.008 ხელშეკრულებით 2150 აშშ დოლარი, ხოლო DDBE.0009831.002 ხელშეკრულებით 495 ლარი. ჯამში მოპასუხემ სესხის სახით მიიღო 13 870 აშშ დოლარი და 495 ლარი.

 

3.1.2. სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავებული იქნა მოპასუხის კუთვნილი ძვირფასი ლითონები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სალომბარდო ხელშეკრულებები (ს.ფ 17; 20; 23; 27; 30; 36)

- ფასეულობის შეფასებისა და დაბრუნების მიღება-ჩაბარების აქტები (ს.ფ 18; 21; 24; 28; 31; 37)

 

3.1.3. მოპასუხემ 2017 წლის 14 თებერვლიდან დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რომლის შესახებაც მას ეცნობა წერილობით, თუმცა ეთ--- ქა--------ს მხრიდან ვალდებულება შესრულებული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებს:

- წერილობითი შეტყობინება (ს.ფ 39)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სალომბარდო ხელშეკრულების მე-18 პუნქტში გათვალისწინებული შეთანხმების მიხედვით: თუ მსესხებელი გაფრთხილებიდან ორი კვირის ვადაში, ვერ გადაიხდის კრედიტს, პროცენტს ან/და პირგასამტეხლოს (მისი არსეობისას) ან რომელიმე გადასახდელი თანხის ნაწილს, მსესხებელი ამ ხელშეკრულებით დავალებას აძლევს მისოს მოახდინოს გირავნობის საგნის რეალიზაცია და მიღებული თანხა, მსესხებლის სახელით მიმართოს მისი დავალიანების დასაფარად.

 

2016 წლის 14 დეკემბრის #DDBE.0009831.001 სალომბარდო ხელშეკრულებით, მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნდა დავალიანება 1536.73 აშშ დოლარი. ხელშეკრულების მე-9 პუნქტის შესაბამისად, 2018 წლის 3 აგვისტოს პირდაპირი მიყიდვის გზით, მოსარჩელის მიერ რეალიზებული იქნა დაგირავებული ნივთი (ძვირფასი ლითონი). რეალიზაციის შედეგად მოსარჩელემ მიიღო 1300 ლარი, რომელიც დაკონვერტირდა იმავე დღის კურსით და შეადგინა 530.18 აშშ დოლარი. აღნიშნულმა თანხამ ვერ უზრუნველყო მოპასუხის ვალდებულების სრულად შესრულება, რის შედეგადაც მოპასუხის დავალიანება დარჩა 1006.55 აშშ დოლარი.

 

2016 წლის 14 დეკემბრის #DDBE.0009831.002 სალომბარდო ხელშეკრულებით, მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნდა დავალიანება 2706.25 აშშ დოლარი. ხელშეკრულების მე-9 პუნქტის შესაბამისად, 2018 წლის 3 სექტემბერს პირდაპირი მიყიდვის გზით, მოსარჩელის მიერ რეალიზებული იქნა დაგირავებული ნივთი (ძვირფასი ლითონი). რეალიზაციის შედეგად მოსარჩელემ მიიღო 2400 ლარი, რომელიც დაკონვერტირდა იმავე დღის კურსით და შეადგინა 928.43 აშშ დოლარი. აღნიშნულმა თანხამ ვერ უზრუნველყო მოპასუხის ვალდებულების სრულად შესრულება, რის შედეგადაც მოპასუხის დავალიანება დარჩა 1777.82 აშშ დოლარი.

 

2016 წლის 15 დეკემბრის #DDBE.0009831.003 სალომბარდო ხელშეკრულებით, მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნდა დავალიანება 4871.25 აშშ დოლარი. ხელშეკრულების მე-9 პუნქტის შესაბამისად, 2018 წლის 13 ივლისს ელექტრონული აუქციონის საშუალებით, მოსარჩელის მიერ რეალიზებული იქნა დაგირავებული ნივთი (ძვირფასი ლითონი). რეალიზაციის შედეგად მოსარჩელემ მიიღო 1530 ლარი, რომელიც დაკონვერტირდა იმავე დღის კურსით და შეადგინა 624.49 აშშ დოლარი. აღნიშნულმა თანხამ ვერ უზრუნველყო მოპასუხის ვალდებულების სრულად შესრულება, რის შედეგადაც მოპასუხის დავალიანება დარჩა 4246.76 აშშ დოლარი.

 

2016 წლის 16 დეკემბრის #DDBE.0009831.004 სალომბარდო ხელშეკრულებით, მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნდა დავალიანება 3572.25 აშშ დოლარი. ხელშეკრულების მე-9 პუნქტის შესაბამისად, 2018 წლის 3 აგვისტოს პირდაპირი მიყიდვის გზით, მოსარჩელის მიერ რეალიზებული იქნა დაგირავებული ნივთი (ძვირფასი ლითონი). რეალიზაციის შედეგად მოსარჩელემ მიიღო 2200 ლარი, რომელიც დაკონვერტირდა იმავე დღის კურსით და შეადგინა 897.23 აშშ დოლარი. აღნიშნულმა თანხამ ვერ უზრუნველყო მოპასუხის ვალდებულების სრულად შესრულება, რის შედეგადაც მოპასუხის დავალიანება დარჩა 2675.02 აშშ დოლარი.

 

2016 წლის 20 დეკემბრის #DDBE.0009831.008 სალომბარდო ხელშეკრულებით, მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნდა დავალიანება 2327.38 აშშ დოლარი. ხელშეკრულების მე-9 პუნქტის შესაბამისად, 2018 წლის 13 ივლისს ელექტრონული აუქციონის საშუალებით, მოსარჩელის მიერ რეალიზებული იქნა დაგირავებული ნივთი (ძვირფასი ლითონი). რეალიზაციის შედეგად მოსარჩელემ მიიღო 1510 ლარი, რომელიც დაკონვერტირდა იმავე დღის კურსით და შეადგინა 616.33 აშშ დოლარი. აღნიშნულმა თანხამ ვერ უზრუნველყო მოპასუხის ვალდებულების სრულად შესრულება, რის შედეგადაც მოპასუხის დავალიანება დარჩა 1711.05 აშშ დოლარი.

 

2016 წლის 20 დეკემბრის #DDBE.0009831.002 სალომბარდო ხელშეკრულებით, მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნდა დავალიანება 595.97 ლარი. ხელშეკრულების მე-9 პუნქტის შესაბამისად, 2018 წლის 14 აგვისტოს პირდაპირი მიყიდვის გზით, მოსარჩელის მიერ რეალიზებული იქნა დაგირავებული ნივთი (ძვირფასი ლითონი). რეალიზაციის შედეგად მოსარჩელემ მიიღო 230 ლარი. აღნიშნულმა თანხამ ვერ უზრუნველყო მოპასუხის ვალდებულების სრულად შესრულება, რის შედეგადაც მოპასუხის დავალიანება დარჩა 365.97 ლარი.

 

მოპასუხის განმარტებით, დაგირავებული ძვირფასი ლითონების რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად ფარავს ფულად ვალდებულებას და მას მოსარჩელის მიმართ დავალიანება არ გააჩნია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს, თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს საკუთარი მოთხოვნა.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. დასახელებული ნორმის მიზნებიდან გამომდინარე მოპასუხემ ვერ წარმოადგინა ალტერნატიული მტკიცებულება ვალდებულების სრულად შესრულების შესახებ, ასევე არაა დადასტურებული მოსაზრება მოსარჩელე ორგანიზაციის მიერ დაგირავებული ნივთების ობიექტურ ღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულებები ოქროს ნაკეთობის გადაცემის შესახებ (ს.ფ 19; 22; 25; 29; 38)

- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ 32)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე, 276-ე, 316-ე, 361-ე, 623-ე მუხლები;

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის პირველი ნაწილით სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელს ეკისრება ვალდებულება, დააბრუნოს სესხად მიღებული თანხა, ხოლო გამსესხებელს კი აქვს უფლება მოითხოვოს მის მიერ გადაცემული თანხა.

 

სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს ნასესხების დაბრუნება.

 

სესხის ხელშეკრულების მიზანია საკუთრების უფლების მოპოვება ნასესხებ ფულზე ან ნივთზე. მსესხებელს უფლება აქვს ნასესხები ქონება განკარგოს თავისი შეხედულებისამებრ და მის გამცემს უფლება აქვს უკანვე მოითხოვოს იგი. ამდენად სესხის გაცემისას მსესხებელი ხდება ნასესხები ფულის ან ნივთის მესაკუთრე. აქედან გამომდინარე, სესხის დაბრუნებისას მსესხებელმა უნდა დააბრუნოს არა იგივე ნივთი, რომელიც გაიცა არამედ მსგავი - იგივე სახის, ხარისხისა და რაოდენობის.

 

დადგენილია, რომ სს მი----------------------------–-ა „მი----------------------–ს“ და ეთ--- ქა--------ს შორის დაიდო სალომბარდო ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვით მსესხებელს #DDBE.0009831.001 ხელშეკრულების მიხედვით გადაეცა სესხის თანხა 1420 აშშ დოლარი, #DDBE.0009831.002 ხელშეკრულებით 2500 აშშ დოლარი, DDBE.0009831.003 ხელშეკრულებით 4500 აშშ დოლარი, DDBE.0009831.004 ხელშეკრულებით 3300 აშშ დოლარი, DDBE.0009831.008 ხელშეკრულებით 2150 აშშ დოლარი, ხოლო DDBE.0009831.002 ხელშეკრულებით 495 ლარი. ჯამში მოპასუხემ სესხის სახით მიიღო 13 870 აშშ დოლარი და 495 ლარი.

 

სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის თანახმად, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

 

დადგენილია, რომ სალომბარდო სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავებული იქნა მოპასუხის კუთვნილი ძვირფასი ლითონები.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. მოსარჩელემ სესხის თანხა სრულად გადასცა მოპასუხეს, თუმცა მას სესხის დაფარვის ვალდებულება სრულყოფილად არ შეუსრულებია.

 

საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ მოსარჩელემ სალომბარდო ხელშეკრულების მე-18 პუნქტის საფუძველზე მოახდინა დაგირავებული ძვირფასი ლითონების რეალიზაცია, რომელმაც სრულად ვერ უზრუნველყო სალომბარდო ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება.

 

კერძოდ, გირავნობის საგნების რეალიზაციის შედეგად მოსარჩელე კომპანიის მიერ მიღებული თანხები ჯამში შეადგენს 3596.66 აშშ დოლარს და 230 ლარს, ხოლო დარჩენილი დავალიანება განისაზღვრა 11 417.2 აშშ დოლარის და 365.97 ლარის ოდენობით.

 

სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის თანახმად, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით, ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

ხელშეკრულების მე-10 მუხლის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ ფარავს მოსარჩელის მოთხოვნას, მისო უფლებამოსილია აღსრულება მიაქციოს მსესხებლის სხვა ქონებაზე მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით. იმ შემთხვევაში თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა მეტია მისოს მოთხოვნაზე, მისო ვალდებულია სხვაობა დაუბრუნოს მსესხებელს. სახელშეკრულებო პირობის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის შინაარსის გათვალისწინებით სასამართლო მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებულია დარჩენილი ვალდებულების 11417.2 აშშ დოლარის და 365.97 ლარის დაკისრების თაობაზე და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, შესაბამისად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 931.59 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

1. სს მი----------------------------–----------------------------–-ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;

2. მოპასუხე ეთ---ი ქა--------ს სს მი----------------------------–----------------------------–-ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 11 417.2 აშშ დოლარის და 365.97 ლარის გადახდა.

3. მოპასუხე ეთ---ი ქა--------ს სს მი----------------------------–----------------------------–-ს“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი - 931.59 ლარი.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე