გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.07.2019
საქმის ნომერი
050310019003046879
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
30.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N050310019003046879 (N3/89-19)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

30 ივლისი, 2019 წელი ქ.ოზურგეთი

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ციცინო როხვაძე

სხდომის მდივანი მაკა გუჯაბიძე

 

მოსარჩელე - ვი----–-------------

წარმომადგენელი - თი------------–-–---–ი

 

მოპასუხე - სს--------------------------------------–ა

წარმომადგენელი - ნუ---------–-–---–ი, ზი--------------–---–ი

 

მესამე პირი - სს--------–-–-----------------------------------------ო

 

დავის საგანი - სამართლებრივი ურთიერთობის აღიარება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა: (დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნა იხ. 2019 წლის 30 ივლისის სასამართლოს სხდომის ოქმი)

 

1.1. აღიარებულ იქნეს ვი----–------------ის მიერ 19-- წელს ოზ----------------------–---–--------–-ს (ამჟამად სს------–------------------------------ო სკოლა) საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - სს------–-------------------------------------–ამ წარმოდგენილი შესაგებელით ცნო სარჩელი.

 

2.1. მესამე პირის პოზიცია:

 

მესამე პირის - სს--------–-–-----------------------------------------ოს წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და არც შესაგებელი წარმოუდგენია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სს--------------------------------------–ის დირექტორის 20---–-–------------------------------ წერილის თანახმად, ვი----–-------------მ (სკოლაში სწავლის პერიოდში ვი----–-----------ი) ოზურგეთის საღამო საშუალო სკოლის ატესტატების გაცემის ჟურნალის საფუძველზე, 19-- წელს დაამთავრა ქ.ოზ----------------------–---–--------–ა და მასზე გაიცა საშუალო სკოლის დამტავრების ატესტატი N1----4. 19-- წლისათვის სკოლა იწოდებოდა როგორც ქ.ოზურგეთის საღამოს საშუალო სკოლა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სს--------------------------------------–ის დირექტორის 20---–-–------------------------------ წერილი (ს.ფ 20);

- სს--------------------------------------–ის 19-- სასწავლო წლის სრული ზოგადი განათლების ატესტატის სარეგისტრაციო ჟურნალის ასლი (ს.ფ. 12-19);

 

3.1.2. სს--------------------------------------–ის 19-- სასწავლო წლის სრული ზოგადი განათლების ატესტატის სარეგისტრაციო ჟურნალით დასტურდება, რომ ვი----–------------ის (ვი----–-----------ი) სახელზე 19-- სასწავლო წელს გაცემულია სრული ზოგადი განათლების ატესტატი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სს--------------------------------------–ის 19-- სასწავლო წლის სრული ზოგადი განათლების ატესტატის სარეგისტრაციო ჟურნალის ასლი (ს.ფ. 12-19);

 

3.1.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 20---–-–------------------------- გადაწყვეტილებით ვი----–-------------ს უარი ეთქვა სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ სკოლაში იძებნება მხპლოდ ვი----–------------ის (ვი----–-----------ი) ატესტატების გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალი. საგანმათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია სკოლაში არ ინახება და არც სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივში გადაცემულა ცენტრალიზებულ დაცვაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 20---–-–------------------------- (ს.ფ. 22-23);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვი----–------------ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანება ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ხოლო მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე - სს--------------------------------------–ამ, რომელიც წარმოადგენს ქ.ოზურგეთის საღამოს საშუალო სკოლის უფლებამონაცვლეს ცნო სარჩელი. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალქო სამათალწარმეობისაგან განსხვავებით, ადმინისტრაციულ სასამართლოს ენიჭება დამატებითი ფუნქცია, შეამოწმოს რამდენად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, ანუ რამდენად კანონშესაბამისია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სარჩელის ცნობა. განსახილეველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს და მისი მოქმედება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას შემდეგ გარემოებათა გამო:

 

7.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის დამატებით წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა, კერძოდ სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არ არსებობაში). გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის. ამდენად, სასამართლოს მიერ აღიარებით სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი უნდა მდგომარეობდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის დადგენაში.

 

განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ვი----–------------ის მიერ 19-- წელს ქ.ოზურგეთის საღამოს საშუალოს კოლაში (ამჟამად სს--------------------------------------–ა) საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტის აღიარება. ამასთან, მოსარჩელის მიერ აღიარებითი სარჩელის აღძვრის კანონიერი ინტერესია ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის მიღება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის პირობებში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადგენა ხდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სს--------------------------------------–ის დირექტორის 20---–-–------------------------------ წერილის თანახმად, ვი----–-------------მ (ვი----–-----------ი) სკოლაში სწავლის პერიოდში ოზურგეთის საღამო საშუალო სკოლის ატესტატების გაცემის ჟურნალის საფუძველზე, 19-- წელს დაამთავრა ქ.ოზ----------------------–---–--------–ა და მასზე გაიცა საშუალო სკოლის დამტავრების ატესტატი N1----4, 19-- წლისათვის სკოლა იწოდებოდა როგორც ქ.ოზურგეთის საღამოს საშუალო სკოლა. სს--------------------------------------–ის 19-- სასწავლო წლის სრული ზოგადი განათლების ატესტატის სარეგისტრაციო ჟურნალით დასტურდება, რომ ვი----–------------ის სახელზე 19-- სასწავლო წელს გაცემულ იქნა სრული ზოგადი განათლების ატესტატი.

 

7.3. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, სკოლამდელი აღზრდა და განათლება უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო. მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება.

 

საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საბაზო განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს სკოლის გამოსაშვები გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სახელმწიფოს მიერ შესაბამისი დოკუმენტით ამის დადასტურებას. სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშს და სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი”. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება: ა) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი; ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული ზოგადი განათლების ატესტატი; გ) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო განმარტავს, რომ საქმეზე დადგენილია მოსარჩელის მიერ 19-- წელს ოზურგეთის საღამო საშუალო სკოლაში (ამჟამად სს--------------------------------------–ა) საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და ვი----–------------ის სახელზე სრული ზოგადი განათლების ატესტატის გაცემის ფაქტი.

 

7.4. ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი მისი უფლების აღიარების თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს. აღნიშნულ უფლებას კი მოსარჩელეს ანიჭებს ზემოაღნიშნული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. ამასთან, სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო იხილავს სარჩელს და გამოაქვს გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ვი----–------------ის მიერ 19-- სასწავლო წელს ოზურგეთის საღამოს საშუალო სკოლაში (ამჟამად სს--------------------------------------–ა) საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი, რაც ვი----–------------ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი. დადგენილია ასევე, რომ საქმის მომზადების ეტაპზე მოპასუხემ ცნო სარჩელი. იმის გათვალსწინებით, რომ ასეთ პირობებში მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ვი----–-------------ს უნდა დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ვი----–------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

1.1. აღიარებულ იქნეს ვი----–------------ის (პ/ნ 3----------, დაბ. 15.06.1---–.) მიერ 19-- წელს ოზ----------------------–---–--------–-ს (ამჟამად სს------–-------------------------------------–ა) საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი.

 

2. ვი----–-------------ს (პ/ნ 3----------) დაუბრუნდეს გრ-----–------–--------ას მიერ 2----–-–----------სს სს ,,სა---------–--------ში’’ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი; (მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში; სხვა შემოსულობები, თბილისი; მიმღების ბანკის კოდი - TRESGE 22; მიმღების ბანკი - ქ.თბილისი, ,,სახელმწიფო ხაზინა’’; საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 3--------; გადახდის დანიშნულება - სახელმწიფო ბაჟი სასამართლოში განსახილველ საკითხებზე).

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქუთაისი, ნიუ პორტის N32) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს (მდებარე ოზურგეთი, ი.სიორიძის ქ.N14) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ციცინო როხვაძე