განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1/2794-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
“ 04 “ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა,თამთა გაჩეჩილაძის მდივნობით,სახელმწიფი ბრალმდებლის - თ--------------–----,ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ----------------,ბრალდებულ ი-----–------------–-–---–--
მონაწილეობით, არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:
ი-----–---–--------------------–-–---–-- (დაბადებული 1----–-–----------------, პ/ნ 0----------, საქართველოს მო- ქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლევი, მცხოვრები ქ--–--------–--–----------------–---–----------------------------------–-) მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართვე- ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 01 აპრილს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი-----------------------------–--------- განყოფილებაში გამოძიება დაიწყო №------------ სისხლის სამართლის საქმეზე, ი-----–------------–-–---–-- მიერ მცენარე კანაფის უკანონო შეძენის, შენახვის, გადაზიდვისა და გადაგზავნის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალის-წინებული დანაშაულის ნიშნებით.
2019 წლის 30 აპრილს, ი-----–------------–-–---–- წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 ივნი-სის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო - 1000 ლარის ოდენობით.
ი-----–------------–-–---–- ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა.
ბრალდების შესახებ დადგენილებისა და საქმის მასალების მიხედვით, ი-----–-------------–-–---–-- მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგ გარემოებებში:
2019 წლის 20 იანვარს, დაახლოებით 20:10 საათზე, ქ--–--------–--–---------------–---–--------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, ი-----–------------–-–---–- უკანონოდ ინა-ხავდა მის მიერ დაუდგენელ ვითარებაში ასევე უკანონოდ შეძენილ, შავი ფერის ოქროს-ფერი ზოლებით პოლიეთილენის პარკში მოთავსებულ, სპეციფიკური სუნის მქონე მომწვანო ფერის მცენარეულ მასას, საერთო წონით - 11,59 გრამი, რაც წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას.
დასკვნითი სიტყვის წარმოდგენისას სახელმწიფო ბრალმდებელმა თ--------------–---- აღნიშნა, რომ სასამართლოში წარმოდგენილი და წინასასამართლო სხდომაზე მხარეთა შეთანხმებით უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადგენილი პრეიუდიციული მნიშვნელობის ფაქტებითა და გარემოებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ი-----–------------–-–---–-------- წაყენებული ბრალდება. აღნიშნულიდან გამომდი- ნარე, პროკურორმა იშუამდგომლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ი-----–-------------–-–---–-- დამნაშავედ ცნობა, (2019 წლის 04 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი).
ი-----–------------–-–---–-- წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ. აღნიშნული გარემოების, ბრალდებულის პიროვნების,მისი სოციალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით ადვოკატმა ნ---------------- იშუამდგომლა ი-----–------------–-–---–-- მიმართ სასჯელად მინიმალური ოდენობით ჯარიმის გამოყენება, რასაც დაეთანხმა ბრალდებულიც, (2019 წლის 04 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ ი-----–-------------–-–---–- მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, უტყუარად არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილ და ერთმანეთთან შეთანხმებულ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა მიერ მიჩნე- ულია ი-----–------------–-–---–-- ბრალდების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულე-ბებად, კერძოდ:
- მოწმე თ-------–--–--–-–---–-- გამოკითხვის ოქმებით, (ს.ფ. 67-69; 96-98);
- ერ---–- თ---------–-- გამოკითხვის ოქმებით, (ს.ფ. 70-72; 102-104);
- პირადი გასინჯვის და ნივთების გასინჯვის ოქმით, (ს.ფ. 4);
- ქიმიური ექსპერტიზის N-------------- დასკვნით (ს.ფ. 7-12), რაც სხვა მტკიცებულე- ბებსა და საპროცესო დოკუმენტებთან (იხ. საქმის მასალები) ერთობლიობაში უტყუარად ადასტურებს ი-----–------------–-–---–-- მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება ი-----–------------–-–---–-- მიერ მისთვის ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. კერძოდ, დადგენილია, რომ ი-----–------------–-–---–-- ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწი- ნებული დანაშაული - მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა.
სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს - ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვ-ლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.
კერძოდ, როგორც ბრალდებულის პასუხისმგებლობისა და სასჯელის შემამსუბუქებელი გარემოება, სასმართლომ მხედველობაში მიიღო, რომ ი-----–------------–-–---–- აღია-რებს ჩადენილ დანაშაულს, მან აგრეთვე ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.
სასჯელის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ ასევე გაითვალისწინა ბრალდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე.
ერთობლიობაში ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სანქციის (ჯარიმა ან საზოგადოები- სათვის სასარგებლო შრომა ვადით ას სამოციდან ორას ოც საათამდე) ფარგლებში ი-----–------------–-–---–- სასჯელად უნდა დაენიშნოს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლა-რის ოდენობით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-----–------------–-–---–-- მიმართ სასჯელად ჯარიმის გამოყენება სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას - სამართლი-ანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექ- სის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 278-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი-----–------------–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშა-ულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამი-სად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასა-მართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობ-ლიობით ი-----–------------–-–---–- სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
3. ი-----–------------–-–---–-- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;
4. “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ი-----–------------–-–---–-, როგორც ნარ-კოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, 5(ხუთი) წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმარ-თველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადე-ბის, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; მასვე 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერ- თვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
მითითებული შეზღუდვების მოქმედების ვადის დენა ი-----–------------–-–---–- დაეწყოს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან; უფლებების ჩამორთმევის თაობაზე ეცნობოს “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძო- ლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტში მითითებულ ორგა-ნოებს;
5. ნივთიერი მტკიცებულება - ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრუ-ლებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამარ- თლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე
ნიკოლოზ მარსაგიშვილი