განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2967395-1/103-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
25 ივლისი 2019 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გია ბერაია
სხდომის მდივანი - თამარ ტეფნაძე
ბრალდების მხარე: პროკურორი – მამუკა ქომოშვილი;
დაცვის მხარე: ბრალდებული – გალუსტ მკრტჩიან პ/ნ 32001007490, დაბ. 03.04.1986წ, მის:ნინოწმინდის რაიონი სოფ.ფოკა;
ადვოკატი - ავთანდილ თელიაშვილი;
თარჯიმანი-დავით კირაკოსიან
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით.
სხდომის სახე - ღია;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1.2018 წლის 03 დეკემბერს, დაახლოებით 14:00 საათიდან -15:00 საათამე პერიოდში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში მდებარე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, გალუსტ მკრტჩიანმა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მისი კუთვნილი TISAS-KANUNI 16 მოდელის, 9x19 კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ხაჟაკ ტოროსიანს გულმკერდის და სახის არეში მიაყენა ცეცხლნასროლი ჭრილობები, რის შედეგად ხაჟაკ ტოროსიანი გარდაიცვალა.
1.2.2018 წლის 03 დეკემბერს, დღის საათებში გალუსტ მკრტჩიანი ნინოწმინდის რაიონის სოფ.ფოკაში გადაადგილდებოდა და მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა მის სახელზე შენახვის უფლებით რეგისტრირებულ TISAS-KANUNI 16 მოდელის, T 0620-06 B 07744 9x19 კალიბრის ცეცხლსასროლ იარაღს, რაც იმავე დღეს 14:50 საათზე ქალაქ ნინოწმინდისაკენ მიმავალ საავტომობილო გზაზე მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით.
მტკიცებულებები რომლებიც ადასტურებენ რომ გალუსტ მკრტჩიანმა ჩაიდინა განზრახ მკველელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება.
მოწმე აიდა მკრტჩინის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 3 დეკემბერს დილით მაღაზიაში წავიდა მეზობელთან ერთად, წინდები უნდა ეყიდა რომ მთაში წასულიყვნენ მეუღლე და შვილი...უკვე გამზადებულები იყვნენ წასასვლელად, ნათესავის დაკრძალვა იყო და ჩამოვიდნენ..სანამ მაღაზიაში წავიდოდა მანამდე სახლში იყო რძალთან-ოლიკასთან და შვილიშვილებთან ერთად. მაღაზიაში იყო მეუღლემ დაურეკა და უთხრა სასწრაფოდ სახლში მისულიყო და ისეთი ტონით უთხრა შეეშინდა და სწრაფად გაიქცა, სახლში, რომ მივიდა რძალმა უთხრა, რომ გალუსტა ბაღში იყო წასული ბავშვის გამოსაყვანად,. მოწმე, ბავშვები და მისი რძალი სახლში ჩაიკეტნენ, სახლში მისვლის შემდეგ ნურიკა მივიდა მათთან, სლავიკა და უბნის ინსპექტორი. ნურიკა, რომ მივიდა სახლი ჩაკეტილი ქონდათ, კითხა თუ რატომ იყვნენ ჩაკეტილი, რაზეც მოწმემ განუმარტა რომ მეუღლემ უთხრა, რომ კარი ჩაეკეტათ. ლუდვიკ და სლავიკ მიკრტიჩიანები, რომ მივიდნენ მათთან სახლში ამბობდნენ სოფელში არეულობა იყო. ცოტახანში მისი შვილიშვილი აღმზრდელმა მიიყვანა სახლის ჭიშკრამდე. მოწმე განმარტავს რომ პოლიციელი მივიდა მასთან და უთხრა სასწრაფოდ დაეტოვებინათ სახლი და გარეთ გასულიყვნენ. ისე რომ არაფერი არ აუხსნიათ. აიდა მკრტჩანის განმარტებით შვილი გალუსტ მკრტჩიანი ბოლოს 3 დეკემბერს დილით 9 საათზე ნახა, როდესაც მან ყავა დალია და შემდეგ საქონელი გაიყვანა მას შემდეგ არ უნახავს.
შემდეგ გაიგო, რომ მისმა შვილმა გარდაცვლილს ესროლა ფეხში, ეს გარდაცვლილი მის შვილს ყოველთვის ემუქრებოდა ყველანაირად ჩაგრავდა და ალბათ მაგიტომ მოხდა ეს შემთხვევა, გარდაცვლილი, რომ ემუქრებოდა მის შვილს მათმა ნათესავმა არტაკამ უთხრა. იცოდა, რომ მის შვილს იარაღი ქონდა თავის ოთახში სეიფში ინახავდა, მოწმობაც ქონდა. მეუღლეს სანადირო თოფი ქონდა საქონელის დასაცავად. როგორც იცის ხაჯაგ თოროსიანი მის შვილს ემუქრებოდა და ცემა, რომ ცემა თვითონ ნახა სისხლიანი ასვალტზე ეგდო და მუქარის შესახებ კი მისმა შვილმა მოუყვა.
მუქარის შესახებ სამართალდამცველებისათვის არ მიუმართავთ, მისი შვილი შიშით დადიოდა 2013 წლიდან შიშით ცხოვრობდნენ. გალუსტა ნასვამი არასდროს არ უნახავს, შრომისმოყვარე პიროვნებაა საქონელს უვლიდა, განათლებულია და ვერასდროს წარმოიდგენდა ასეთ სიტუაციაში თუ აღმოჩნდებოდა. როცა გალუსტას და ხაჟაკას შორის ზაფხულში კონფლიქტი მოხდა მას მერე ბავშვი სულ მის მეუღლეს და გალუსტას გამოყავდათ, რძალს იმიტომ არ გამოყავდა, რომ შეშინებული იყო და 4 თვის ბავშვის მოვლით იყო დაკავებული, შიშით ცხოვრობდნენ კარი სულ ჩაკეტილი ქონდათ, როცა მეუღლეს ეცალა მას გამოყავდა, როცა არა გალუსტას, მაგ დღეს მეუღლე სამძიმარზე იყო წასული, ამიტომ გალუსტა წავიდა გამოსაყვანად.ზაფხულში ჩხუბი, რომ მოხდა ოჯახები არ შეხვედრილან, გალუსტა ეგრევე წაიყვანეს კომაში ცუდ მდგომარეობაში იყო, ხაჟაკას ოჯახი არ მოსულა, მხოლოდ დედა იყო მოსული გალუსტა მოიკითხა. ზაფხულის ჩხუბის მერე გალუსტა სოფელ ფოკაში, რამდენჯერ ჩამოვიდა, მაგრამ როცა ჩამოდიოდა ხაჟაკა სულ ემუქრებოდა. დეკემბერში გასვენებისთვის რომ ჩამოვიდა, რიცხვი არ ახსოვს მაგრამ მაგ დღეს უნდა ასულიყო საღამოთი, ცხვარ ყავდათ, რომელსაც ასფარაში ინახავენ, დაახლოებით 4-5 კმ სოფლიდან და ხანდახან ღამეც რჩებოდა იქ გალუსტა.
მოწმე განმარტავს, რომ 2-ჯერ ნახა საპყრობილეში შვილი, რომელმაც უთხრა რომ სახლის გადაწვით ემუქრებოდნენ ოჯახიანად.
ოლინკა მადოიანის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 3 დეკემბერს სახლში იყო მამამთილთან, დედამთილთან მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად. დაახლოებით დილის 9 საათი იყო როცა მისმა მეუღლემ საქონელი წაიყვანა საძოვარზე და დაახლოებით ნახევარ საათში დაბრუნდა უკან. გალუსტა რომ დაბრუნდა სახლში მოწმე პირველ სართულზე იყო. ბავშვი 11 საათზე მამამთილმა წაიყვანა ბაღში და იქიდან ნათესავის შვიდზე უნდა მისულიყო. ბავშვი ბაღში მამამთილს და გალუსტას მიყავთ ხოლმე. დედამთილი დაახლოებით 12 საათისთვის მაღაზიაში გავიდა და მამამთილის დარეკვის შემდეგ დაახლოებით 3-ის ნახევარი- 3 საათი იყო სახლში, რომ დაბრუნდა, როცა დედამთილი სახლში დაბრუნდა გალუსტა სახლში არ იყო ბავშვის გამოსაყვანად იყო წასული ბაღში. დედამთილმა უთხრა, რომ მამამთილმა დაურეკა და უთხრა სასწრაფოდ სახლში წამოსულიყო და კარი ჩაეკეტა. შემდეგ ჩაპანიან არკადი და ნური მივიდნენ, რომელმაც უთხრა რომ ჩხუბი მომხდარა. შემდეგ მკრტჩიანები მივიდნენ და თქვეს, რომ გალუსტამ და ხაჟაგ თოროსიანმა იჩხუბესო. შემდეგ არკადი მოვიდა და მანაც თქვა, რომ ჩხუბი მომხდარა, მერე ერთმანეთში საუბრობდნენ რომ ხაჟაგ თოროსიანი გარდაიცვალა. პოლიციელმა ისინი ბოგდანოვკაში წაიყვანა.
მოწმე განმარტავს რომ მეუღლეს იარაღი ქონდა ოღონდ, როდის შეიძინა არ იცის, ეს იარაღი არც სახლში უნახავს შენახული და არც ის უნახავს, რომ მის მეუღლეს იარაღი თან ეტარებინოს. 2013 წლიდან დაიწყეს მათი ოჯახის დევნა, შურდათ მათ ქონება, რომ ქონდათ და არ სურდათ სოფელში, რომ ეცხოვრათ. გალუსტა უყვებოდა, რომ ემუქრებოდნენ და ბოლოს, რომ იყო გასვენებისთვის ჩამოსული უთხრა, რომ ჯობდა საქონელი გადაეყვანათ და წასულიყვნენ, ბავშვები წაეყვანათ თბილისში ან მარნეულში, წასვლის მიზეზი ის იყო, რომ ზღუდავდნენ არ აცდიდნენ ცხოვრებას სულ წნეხის ქვეშ იყვნენ და მაგიტომ უნდოდა გადასვლა. გალუსტამ უთხრა, რომ სახლ-კარის გადაწვა უნდოდათ, ასევე უთხრა, როცა ფარაში იყო ვიღაცეები მიდიოდნენ პივის ბოთლებით და ესროდნენ აშინებდნენ და ემუქრებოდნენ. როცა პოლიციამ სახლიდან წაიყვანა უკვე იცოდა თოროსიანი გარდაცვლილი, რომ იყო. მეუღლე პოლიციას არ წაუყვანია თვითონ მივიდა და ჩაბარდა. მამამთილი არავის დამუქრებია სოფელში, არც მას და არც დედამთილს არ ქონიათ არავისთან კონფლიქტი. ძალიან ბევრი მტრები ყავდათ და სულ შიშში ცხოვრობდნენ.
ლევონ მკრტჩიანის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 3 დეკემბერს დილის საათებში შვიდზე იყო წასული, გარდაცვლილი იყო მისი ნათესავი, 11 საათზე წავიდა, ბავშვი წაიყვანა საბავშვო ბაღში და იქ მასწავლებელმა უთხრა, რომ 2 საათზე მშობელთა კრება იყო ბაღში და კრებას უნდა დასწრებოდა. შვიდის შემდეგ მანქანით წამოვიდა საბავშვო ბაღში კრებისათვის კრებაზე საუბრობდნენ ზეიმზე, საბავშვო ბაღის ეზოს გაწმენდაზე, როდესაც ამ საკითხებს განიხილავდნენ დაურეკა შვილმა გალუსტ მკრტჩიანმა, უთხრა რომ რაღაც მოხდა, რადგან სახლში 4 თვის ბავშვი ყავდათ და ავად იყო, მოწმე იფიქრა, რომ ბავშვს მოუვიდა რაღაც, მაშინვე ადგა, მის გვერდზე იყო მშობელი მადოიანი, მადოიანის გავლით გავიდა გარეთ, და მანქანით წავიდა, რა გზითაც უნდა წასულიყო ეს გზა გადის შემთხვევის ადგილიდან, გაიარა შემთხვევის ადგილი, წავიდა მისი სახლისკენ, მისი სახლი არის შემოღობილი მაღალი ღობით, ჭიშკარი ღია იყო, შევიდა სახლის ეზოში და დაინახა, რომ მის შვილ გალუსტ მკრტჩიანს ხელში ეჭირა იარაღი და ეზოში დაბნეულად დადიოდა წინ და უკან, რომ მივიდა სახლში, მანქანიდან გადმოვიდა, ძრავა ჩამქვრალი არ იყო, კარები გააღო, გადმოვიდა დაინახა მისი შვილი იყო ძალიან დაბნეული, უაზროდ დადიოდა, გიჟს გავდა, კითხა თუ რა ხდებოდა, რაზეც გალუსტმა მიუგო, რომ ,,ხაჯაკ თოროსიანი მოვკალიო“, მოწმემ ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და რეკავდა 112-ში, შვილმა უთხრა, რომ უკვე დარეკილი ჰქონდა, გალუსტმა უთხრა, რომ იქიდან წაეყვანა, რომ სახლს გადაუწვავენ, მოწმემ გალუსტი ძალით ჩასვა მანქანაში, მას არ სურდა მანქანაში ჩაჯდომა, ამბობდა რომ აიდიკას მოკლავდნენ, მოწმე აწყნარებდა, ეუბნებოდა, რომ პოლიციელები მივიდოდნენ და ყველაფერი კარგად იქნებოდა. განძაშია პოლიციის განყოფილება, ძალიან იყო აღელვებული და შეურაცხადს ჰგავდა, რადგან აღელვებული იყო ვერ გააჩერა, ჩასვა მანქანაში, დაძრა მანქანა, წავიდა განძის მიმართულებით, ფოკადან განძამდე არის 6 კმ, გაუარა შემთხვევის ადგილს და მეუღლეს დაურეკა სახლში, კითხა აიდიკა სად იყო, უთხრა სახლში დარჩენილიყო და ჩაეკეტა სახლი და პოლიციელების მოსვლას დალოდებოდა, მან უთხრა, რომ მაღაზიაში იყო და მივიდოდა სახლში. გალუსტი კიდევ იმეორებდა, რომ აიდიკას მოკლავდნენ. 5 წუთში განძაში იყვნენ, განყოფილებასთან მარცხნივ გადაუხვია, რომ მივიდა იქ იდგა პოლიციის ,,პიკაპი“, განძის პოლიციის უფროსი ედგარი იყო, მოწმემ ედგარს უთხარა წაყოლოდა და გალუსტი ჩაეყვანათ ნინოწმინდაში, როდესაც მიდოდა ,,ხაჯაკის" გვამი წაღებული ჰქონდათ უკვე განძის მიმართულებით და მოწმეს ეშინოდა, რადგან დაინახეს, რომ გალუსტი ჩასვა მანქანაში და წავიდნენ, ეშინოდა, რომ შეხვდებოდნენ გარდაცვლილის ნათესავები და რამეს დაუშავებდნენ, ფოკაშიც ვეღარ წავიდოდა, მისი მიზანი იყო, რომ გალუსტი ცოცხალი და უვნებელი მიეყვანა პოლიციაში, კიდევ ეშინოდა, რომ სახლში პატარა ბავშვი აიდიკა ყავდათ და მას არაფერი დამართნოდა. ჩაჯდა მანქანაში, ნინოწმინდის მიმართულებით წავიდა, უკან, რომ გაიხედა დაინახა, რომ ედგარი არ გაჰყვა, ის ჩაჯდა მანქანაში და წავიდა ფოკის მიმართულებით.
გალუსტისგან გაიგო შემთხვევის ადგილი სადაც იყო, სადაც ,,ხაჯაკი" მოკლა და მანდ რომ გაიარა გზაზე ხაჯაკი იქ აღარ იყო და იფიქრა, რომ წაყვანილი ჰყავდათ განძისკენ. განძიდან წამოვიდა და მივიდა სოფელ არაგიანთან, განძიდან სოფელ არაგიანამდე არის მანძილი 15 კმ, როდესაც მივიდა სოფელ არაგიანთან მარჯვენა მხარეს იდგა სასწრაფო, ძალიან ბევრი ხალხი იყო შეკრებილი, ბევრი მანქანები იყო, დაახლოებით 50-100 ადამიანი იქნებოდა და იყვნენ სოფელ ფოკის მაცხოვრებლები, ახალგაზრდები, მოწმემ მაქსიმალურად სწრაფად ჩაუარა მათ მანქანით, რომ ჩაეყვანა გალუსტი ნინოწმინდაში, გზაში შეხვდა პოლიციის ,,პიკაპი“, რომელმაც ფარებით ანიშნა, რომ გაჩერებულიყო, მოწმემ უთხარა, რომ უკნიდან გაყოლოდნენ ნინოწმინდაში, თვითონ გაჩერდა ნინოწმინდისკენ მიმავალ გზაზე მარჯვენა მხარეს, მან კი გააჩერა მარცხენა მხარეს, მანქანა, რომ გააჩერა ,,პიკაპის“ გვერდზე, საჭესთან იჯდა ნინოწმინდის საგამოძიებო განყოფილების უფროსის მოადგილე და უკანა მხარეს კიდევ მისი უფროსები ისხდნენ, მაგრამ ვერ დაინახა ვინ. მოწმის გვერდზე იჯდა გალუსტი, ტელეფონი და იარაღი იდო მანქანის ,,პანელზე“, ,,ბარდაჩოკის“ ქვეშ რომ თაროა იქ იდო იარაღი, უფროსმა გადმოიყვანა გალუსტი და ჩასვა ,,პიკაპის’ უკანა მხარეს, უნდოდა იარაღის წაღება და მიიტანა ხელი იარაღთან, მაგრამ შემდეგ გამოწია ხელი, თავის თანამშრომელს, რომელიც საჭესთან იჯდა უთხრა, რომ ტილო მიეწოდებინა, მან მიაწოდა ტილო, ტილოთი აიღო იარაღი და ტელეფონი და დაჯდა ,,პიკაპის“ უკანა სავარძელში და წავიდნენ, ,,პიკაპის“ მანქანა მიდიოდა ნინოწმინდის მიმართულებით და თვითონ უკან მიყვებოდა, გაიარეს 3 კმ, მივიდნენ პოლიციის შენობასთან, იქ კამერებიც არის და კამერებში ჩანს, რომ მივიდნენ იქ, მოწმე თხოვდა, რომ სწრაფად შეეყვანათ გალუსტი შენობაში, რადგან ეშინოდა არ მოსულიყო ხალხი, ესენი კი სხვა პოლიციელებს ურეკავდნენ რატომღაც, შემდეგ უფროსი შევიდა პოლიციის შენობაში და ავიდა მეორე სართულზე, მეორე კი ურეკავდა ისევ ვიღაც პოლიციელს. როგორც გალუსტისგან გაიგო მას უნდოდა, რომ შეეშინებინა და შემთხვევით გაისროლა იარაღი და მოკლა, მოწმე უფროსს გაყვა შემთხვევის ადგილზე, რადგან აინტერესებდა იქ რა მოხდა და როგორ მოხდა, უნდოდა გაეგო დაზარალებული დაჭრილი იყო თუ გარდაცვლილი, პოლიციელს კითხა თუ რატომ არ შეყავდათ გალუსტი პოლიციის შენობაში, მან უთხრა, რომ იქ ვერ შეიყვანდნენ, რადგან გარეთ უფრო უსაფრთხოდ იყო. გაემართნენ ახალქალაქის მიმართულებით, ჩავიდნენ ახალქალაქში, ,,პიკაპის“ მანქანა შევიდა პოლიციის შენობის ეზოში, მოწმეც შევიდა პოლიციის შენობაში ნებართვით, მას შემდეგ გალუსტი აღარ უნახავს. შენობაში მორიგეს ოთახში ჩაკეტეს, უთხრეს, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, წამალი დაალევინეს, უსაფრთხოების მიზნით ჩაკეტეს, კარგად ექცეოდნენ.
მოწმის განმარტებით მის შვილს გალუსტ მკრტჩიანს საკუთრებაში ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი, ეს იარაღი დაინახა პირველად მაშინ, როდესაც შეიძინა და მეორედ, როდესაც გალუსტი ეზოში დაბნეული ამ იარაღით ხელში დადიოდა, 5 წლის განმავლობაში იარაღი სად იყო შენახული არ იცის. იარაღი, რომ მიუტანონ ვერ ამოიცნობს, რომელი იარაღი ჰქონდა გალუსტს ხელში. მოწმე განმარტავს, რომ მის შვილს იარაღი შენახვის უფლებით ჰქონდა . გალუსტ მკრტჩიანი ამ იარაღს ინახავდა სახლში, არასოდეს, არ ატარებდა ამ იარაღს.
მოწმე განმარტავს, რომ მტრები ყავდათ, იმ მტრებმა ხაჯაკ თოროსიანი გამოიყენეს, ეს დაკავშირებული იყო 2013 წელთან, მაშინ მოწმემ ეკლესია ააშენა, შემდეგ დაპირისპირება იყო, მაგასთან დაკავშირებით მტრებიც შეიძინა და ხაჯაკ თოროსიანი მტრების ხელში იარაღი იყო და მეტი არაფერი, გალუსტა და ხაჯაკი არც მეგობრები იყვნენ და არც არაფერი და მოგვიანებით გაიგო, რომ მისი შვილი გალუსტ მკრტჩიანი სთავაზობდა ხაჯაკ თოროსიანს ცხვრების გაპარსვას
2018 წლის 7 ივლისს სასაფლაოს შემოღობვით იყო დაკავებული, გალუსტს შეხვდა რომელმაც უთხრა, რომ უნდა წასულიყო იმ ადგილას სადაც სამუშაო მიმდინარეობდა უნდა შეემოწმებინა, რომ ხელსაწყოები, ცემენტი და მასალები იყო ადგილზე თუ არა, შემდეგ გალუსტა თავის მანქანაში ჩაჯდა და წავიდა, მოწმე კი სახლში დაბრუნდა. ტელევიზორს უყურებდა როდესაც ტელეფონზე დაურეკეს და უთხრეს, რომ გალუსტს რაღაც შეემთხვა, წავიდა სასაფლაოს მიმართულებით, როდესაც მივიდა მარცხენა მხარეს დაინახა, რომ სისხლის გუბე იყო, რამდენიმე ადამიანი იყო შეკრებილი, გალუსტი კი ძირს ეგდო, ეგონა გალუსტი გარდაცვლილი იყო, არ ემჩნეოდა სიცოცხლის ნიშნები,უთხრეს რომ ხაჯაკმა სცემა.
ხაჯაკ თოროსიანმა, რომ სცემა გალუსტ მკრტჩიანი, ამის გამო ის პიროვნება გაასამართლეს, 2 თვე როდესაც გავიდა, გალუსტის გამოჯანმრთელების შემდეგ, როდესაც იყო სოფელ ასფარაში ფერმაში, გალუსტმა უთხრა, რომ ხაჯაკ თოროსიანი თავის სიძესთან ვაბჟან აივაზიანთან ერთად მთვრალი მისული იყო და გალუსტს ემუქრებოდნენ, შემდეგ ასფარაში როდესაც იყო წასული გაიგო,რომ დაბრუნებისას შურისძიებაც უნდა განეხორცილებინა ხაჯაკ თოროსიანს,.
როდესაც გალუსტი გადაურჩა სიკვდილს, გახდნენ ქველმოქმედები, სოფელ ფოკაში დადგეს ჯვარი და ამ ჯვარმა უშველა მის შვილს და მაგიტომაა ახლა ცოცხალი. მისმა შვილმა, რომ მიიღო განათლება, დამთავრების შემდეგაც კი თავისით სწავლობდა, მდიდარი ადამიანია, ეს ფერმა კრედიტის საშუალებით აღადგინა, ფეხზე დააყენა, ის და მისი შვილი უვლიდნენ ფერმას, მტრები შეიძინეს იმ მომენტიდან, როდესაც ასფარაში ეკლესია ააშენა, ის ახალგაზრდები, რომლებიც ფოკაში არიან და გონება არ აქვთ, ისინი არიან მათი ოჯახის მტრები, ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც არიან ხულიგნები და საერთოდ ვერაფერს ვერ გებულობენ, ეგენი იყვნენ მათ წინააღმდეგ.
მოწმე განმარტავს, რომ ისინი მართლმადიდებლები არიან, ახალქალაქში როდესაც აშენებდა ეკლესიას, მშენებლობის დროს თავს დაესხნენ იმ პიროვნებას, რომელიც მატერიალურად ეხმარებოდა ამ მშენებლობას და ხელი მოტეხეს
ხაჯაკი იყო დაჯგუფების წევრი, ამ დაჯგუფებაში გამგებელიც, გუბერნატორიც შედიოდა, 2013 წელს თავდასხმა, როდესაც მოხდა ჩაპანიანმა 2013 წელს როდესაც მოხდა თავდასხმა, მისი დახმარებით დაიჭრა გალუსტი. დღესდღეობით დაცვის პროგრამის ქვეშ არიან ის და მისი პატარა შვილიშვილები, ეუბნებოდნენ. რომ საქართველო დაეტოვებინა, წავსულიყო, მაგრამ უარი უთხრა და გადაუწვეს სახლი.
გალუსტ მკრტჩიანის ჩვენებით დადგენილია რომ სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული, მამამისს ფერმა აქვს და მასთან ერთად ფერმაში მუშაობდა, ცხვრის ფარა ყავთ, რომელიც წაყვანილი ყავდათ მარნეულში, იქ იყო თვითონაც, მაგრამ მათი ნათესავი გარდაიცვალა და მოუწია სოფელში ჩამოსვლა, 1 ან 2 დეკემბერი იქნებოდა ის და მამამისი ჩამოვიდნენ და უკან უნდა დაბრუნებულიყვნენ ისევ მარნეულში.
3 დეკემბერს დილის საათებში წავიდა საქონელს აჭამა და შემდეგ დაბრუნდა სახლში, დაღლილი იყო და დაწვა, რომ დაესვენა, მამამისი გასული იყო სახლიდან, მისი მეუღლე იყო სახლში. მოგვიანებით გარეთ გავიდა საბავშვო ბაღიდან უნდა წამოეყვანა შვილი. ბაღი დაახლოებით 150 მეტრის მანძილზეა სოფლის ცენტრის გავლით, სადაც საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრია, რომ მივიდა საზოგადოებრივ ცენტრამდე, შევიდა მაღაზიაში, იყიდა თამბაქო და კევი ბავშვისთვის, როდესაც გამოვიდა მაღაზიიდან შეხვდა ხაჯაკ ტოროსიანი, რომელმაც დაუწყო დაცინვა, შემდეგ სიგარეტის ნამწვი რამდენიმეჯერ ესროლა, შეურაცხყოფა მიაყენა, აღგზნებული წავიდა სახლში, ის ადრეც ეუბნებოდა და ახლაც უთხრა, რომ ,,ყოველთვის მე გამცირებდი, შენ დამცირებული ხარ და კიდევ მოხვედი და შემხვდიო „იმ დროს ფიზიკური შეხება ჩხუბი, დარტყმა არ ყოფილა, მაგრამ ძალიან ახლოს იდგა და შეეხო თუ არა რამენაირად არ ახსოვს. მისი სიტყვების შემდეგ ძალიან აღგზნებული იყო და თავს ვერ აკონტროლებდი, არ ესმოდა არაფერი. ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ ვერ აკონტროლებდა თავს სახლში, როგორ მივიდი და იარაღი, როგორ გამოიტანა არ ახსოვს, მოწმე განმარტავს, რომ საკუთრებაში აქვს ცეცხლსასროლი იარაღი, აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი, როდესაც სახლიდან გავიდა საბავშვო ბაღში ბავშვის გამოსაყვანად თან არ ჰქონდა და კანონის შესაბამისად სახლში ინახავდა. რომელ სართულზე ავიდა ეგ არ ახსოვს, ალბათ მეორე სართულზე, რადგან მეორე სართულზე ინახავდა იარაღს, ცუდ მდგომარეობაში იყო, ვერ აკონტროლებდა თავს და ტირილით წავიდა სახლისკენ. როგორც ახსოვს საბავშვო ბაღში წავიდა, ისევ შეხვდა ხაჯაკ ტოროსიანი, არ უნდოდა რომ მისთვის ესროლა, თვითონ გამოვიდა და დაუწყო დაცინვა, დანა ამოიღო, ხსნიდა და კეცავდა და აშინებდა, დასაკეცი დიდი დანა იყო, ბრალდებულმა პისტოლეტი ამოიღო და უნდოდა რომ შეეშინებინა და როგორ და რამდენჯერ ესროლა არ ახსოვს.
გარდაცვლილმა ცუდი სიტყვებით მიმართა, 7 ივლისის ფაქტს უმეორებდა, ეუბნებოდა რომ როდესაც დაარტყა და ბრალდებული გათიშული ძირს ეგდო გარყვნილად ექცეოდა, ხაჯაკ ტოროსიანი და მისი ჯგუფი ეუბნებოდნენ, რომ გაყიდული იყო. ცოლს ეუბნებოდა ყოველთვის, რომ დაეტოვებინათ ეს სოფელი და წასულიყვნენ, სამართალდამცავ ორგანოებში, როგორ მივიდოდა როდესაც ხაჯაკმა ცემა, კინაღამ მოკლა და მხოლოდ პირობითი მისცეს. თბილისში, რომ იყო რეანიმაციაში გაოცებულები იყვნენ, როგორ გადარჩა ცოცხალი. როდესაც ჩამოვიდა სოფელში აქეთ ამწარებდა ხაჯაკი ,,შენს გამო პირობითი ავიკიდე და მე შენ განახებო“, ემუქრებოდა ეს პიროვნება, რომ მოკლავდა, გადაუწვავდა სახლ-კარს.
როდესაც ესროლა თვითონვე დარეკა 112-ში, მერე არ ახსოვს, სად წავიდა რა გააკეთა, ისიც არ ახსოვს მამამისს მანქანაში, როგორ ჩაუჯდა და როგორ წავიდნენ, იარაღი ხელში ეჭირა ეს ახსოვს და როდესაც დააკავეს ნინოწმინდისკენ მიმავალ საავტომობილო გზაზე, ეს იარაღი წარუდგინა გამომძიებელს. ხელები მაღლა აწია, იარაღი მანქანაში იყო დადებული, მიუთითა იარაღი სადაც იდო.
ბრალდებული განმარტავს რომ კონფლიქტი 2013 წლიდან მომდინარეობს, მათი შურდათ, შურით და ბოროტებით სავსე იყვნენ, შესაძლოა მართლმადიდებლები რომ იყვნენ მაგის გამო იყო, თუ საპატრიარქოს რომ ეხმარებოდნენ, მაგრამ სოფელში ძალიან შურდათ და ბოროტებით იყვნენ სავსე მათ მიმართ. ეუბნებოდნენ, რომ ამ სოფლის საძოვარზე არ შეეყვანათ ცხვარი. თავადაც ცემეს, მამამისიც და მწყემსიც. ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, თვალებზე ჭრილობები ქონდა, ჯგუფში ხაჯაკ ტოროსიანიც იყო, როდესაც პირველად დაესხნენ თავს.
2018 წლის ივლისში კონფლიქტის განახლების ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ ხაჯაკი დაცინოდა, დამამცირებელ სიტყვებს ეუბნებოდა, პირველი კონფლიქტის დროს, როდესაც მათ შორის დამთავრდა კონფლიქტი, წაიყვანეს თბილისში, საავადმყოფოში იწვა 10 დღე ან მეტი, შემდეგ კი 2 თვის განმავლობაში სახლში მკურნალობდა. ხაჯაკი სოფელში ლაპარაკობდა მასზე, რომ ,,კიდევ ცოცხალი დარჩა, რით ვერ მოკვდაო“.
სოფელ ასფარას საძოვარზე როცა ყავდა ცხვარი, მანდ მანქანით ამოიარა და ფანჯრიდან გადმოისროლა ფარაში ბოთლი და უშვერი სიტყვით მიმართა.
პოლიციაში არ განუცხადებია ხაჟაკის მხრიდან ფიქრობდა, რომ გაივლიდა ეს ყველაფერი, რომ მისულიყო სამართალდამცავ ორგანოში დააჯარიმებდნენ, მაგრამ შემდეგ უფრო მტრად მოეკიდებოდა. პირველად როდესაც დაამცირა უკან წამოვედი და იარაღი აიღო, მეორედ რომ მიდიოდა არ ქონდა მიზნად რომ მისულიყო და მოეკლა ან დაეშინებინა ტოროსიანი, საბავშვო ბაღში მიდიოდა ბავშვის გამოსაყვანად და როცა შეხვდა არ უნდოდა მოკვლა, დასაშინებლად ამოიღო იარაღი.
ბრალდებული განმარტავს, რომ როცა დააკავეს სახლ-კარის და ოჯახის განადგურებით ემუქრებოდა, შემდეგ გადაუწვეს სახლი, ემუქრებოდა რომ გადააშენებდნენ.
აკოპ ზოროღლიანის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 3 დეკემბერს დილის საათებში სახლში იყო, დაახლოებით 3 საათისთვის მანქანით მოვიდა სოფლის ცენტრში სადაც ხალხი იყო შეკრებილი, ამბავის გასაგებად, რომ მივიდა მაგ დროს მანქანაში ნაირი ტონაკანიანი ჩაუჯდა და უთხრა ბოგდანოვკაში წასულიყვნენ რადგან ხაჯაკა ცუდათ იყო, გზაზე სოფელ განძასთან რომ მივიდა საწვავი გამოელია და უკან დაბრუნდა სახლში საწვავის ჩასასხმელად. სანამ სახლიდან საწვავი გამოიტანა ნაირი ტონაკანიანი წასული დახვდა. საწვავი ჩაასხა და ნინოწმინდაში წავიდა, საავადმყოფოში გაიგო რომ გალუსტამ ხაჯაკას ესროლა რომელიც გარდაიცვალა. მაგრამ ფაქტს გალუსტამ, როგორ ესროლა არ შესწრებია, მიზეზიც არ იცის რატომ ესროლა. გაუგია რომ ამ ფაქტამდე ხაჯაკამ და გალუსტამ იჩხუბეს და გალუსტა საავადმყოფოში წაიყვანეს, მაგრამ მიზეზი არ იცის.
მოწმე განმარტავს, რომ გალუსტ მკრტჩიანი ნორმალური ადამიანია, შრომისმოყვარე, თავხედი და ხულიგანი არაა, ვისაც დახმარება დასჭირვებია დახმარებია.
მოწმე ვარუჟან აივაზიანის ჩვენებით დადგენილია, რომ ხაჯაკ ტოროსიანი იყო ცოლის ძმა, ძმებივით იყვენენ, ყოველდღე თევზაობდნენ ფარავნის ტბაზე. ხაჟაკმა მოუყვა 2018 წლის ზაფხულის თვეში გალუსტ მკრტჩიანთან არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, რომ ერთხელ მანქანით, როდესაც მიდიოდა მანქანას ფანჯარა ჩაწეული ჰქონდა და გალუსტ მკრტჩიანმა დაარტყა ხაჯაკს, შემდეგ ხაჯაკ ტოროსიანი გადმოვიდა მანქანიდან და სცემა გალუსტი. ხაჯაკი გაასამართლეს და პირობითი მისცეს. 2018 წლის 3 დეკემბერს როგორც ყოველთვის ისევ ტბაზე იყვნენ ის და ხაჯაკ ტოროსიანი, ორშაბათი დღე იყო. ფოკაში 1 საათზე დაბრუნდნენ, სახლში ჩამოსვა ხაჯაკ ტოროსიანი და თავადაც სახლში წავიდა. 2 საათი, რომ გავიდა, შემდეგ დრასტამატ არაქელიანმა უთხრა, რომ გალუსტ მკრტჩიანმა ესროლა ხაჯაკ ტოროსიანს, რომელიც წაყვანილი ყავდათ, ამის მერე სიმამრს აღაშაკ ტოროსიანს დაურეკა და ერთად წავიდნენ მანქანით, სოფლის ცენტრთან ბევრი ხალხი იყო მოგროვილი და პოლიციაც იყო და ხაჯაკ ტოროსიანი უკვე გარდაცვლილი იყო არარატ არაქელიანის მანქანაში. ხაჯაკთან კარგი ურთიერთობა ქონდა, ხაჯაკს კონფლიქტი არავისთან ჰქონია, გალუსტთან ქონდა მხოლოდ სალმის დონეზე ურთიერთობა.
მოწმე ვაღარშაკ თოროსიანის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 3 დეკემბერს ის და მისი მეუღლე სახლში იყვნენ, მთელი დღის განმავლობაში. მისი შვილი ხაჯაკ თოროსიანი ყოველდღე ტბაზე სათევზაოდ დადიოდა. მაგ დღესაც სათევზაოდ იყო წასული სიძესთან ვარუჟან აივაზიანთან ერთად. დაახლოებით პირველი საათი იყო მისი შვილი რომ დაბრუნდა თევზაობიდან. გამოიცვალა ჭამა და რახან ორშაბათი იყო პირობითი ჰქონდა და ნინოწმინდაში წავიდა ხელისმოსაწერად. ზუსტად არ ახსოვს ივნისი თუ ივლისი იყო გალუსტ მკრტჩიანთან, რომ იჩხუბა მაგიტომ იყო პირობითში. გალუსტას უთქვამს ცხვარი მაქვს გასაპარსი და დამეხმარეო, ხაჯაკას უთქვამს არ ვიცი ცხვარის გაპარსვა და ვერ დაგეხმარებიო, გალუსტას კი უთქვამს მე აქ უფროსი დიდი კაცი ვარ და რასაც გეტყვი უნდა გააკეთოო. ამას საუბრობდნენ მანქანაში თან გალუსტა ნასვამი იყო. გალუსტამ დაარტყა ხაჯაკას. მერე მანქანიდან გადავიდა და გარედანაც დაარტყა ამის გამო ხაჯაკას თითი ქონდა მოტეხილი, და მერე ხაჯაკამაც დაარტყა გალუსტას .
2018 წლის 3 დეკემბერს დაურეკა სიძემ ვარუჟან აივაზიანმა და უთხრა სასწრაფოდ მისულიყო ნინოწმინდის სამედიცინო ცენტრში და უთხრა რომ გალუსტამ ესროლა ხაჟაკს. როცა ნახა მისი შვილი უკვე გარდაცვლილი იყო. სროლიდან 10 წუთში მომკვდარა. მისი შვილი სროლის შემდეგ უნან არაქელიან და მარტიროს არაქელიანს მიუყვანიათ მანქანაში.
გალუსტას და ხაჯაკას პირველი ჩხუბი-კამათი, რომ მოუვიდათ სროლამდე ერთმანეთს აღარც შეხვედრილან არც ჩხუბი მოსვლიათ. მერე გაიგო რომ გალუსტას ქონია პრეტენზია პირობითი ცოტა მისცესო და მაგიტო ესროლაო. ივნისის ჩხუბთან დაკავშირებით შვილმა მოუყვა, ხაჯაკას ცუდი არ უთქვამს არაფერი ეს პიროვნება იყო ნასვამი და დასცინა ხაჯაკას. მათ ერთმანეთი თანაბრად ცემეს.
რაზმიკ თოროსიანის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 3 დეკემბერს სოფელში 3-ზე -3-ის ნახევარზე დაბრუნდა. გზაში სოფლამდე შეხვდა ბევრი ხალხი და მანქანები დაინტერესდა გადავიდა და ნახა წითელ ფორდში ხაჯაკა ესვენა და იქ გაიგო გალუსტ მკრტჩიანმა, რომ ესროლა ხაჯაკ თოროსიანს. 3 დეკემბრამდე გალუსტას და ხაჯაკას რაღაც ჩხუბი მოუვიდათ, მანქანით იყო საღამოს საათები იყო და მანქანიდან დაინახა 2 პიროვნება ერთი ძირს ეგდო მეორე ჩაკუზული იყო და რომ მივუახლოვდი კითხა რა ხდებოდა, ხაჯაკამ უთხრა გალუსტას ვეჩხუბეო, მანდ ახლოს ცხოვრობს ვიღაცა მკრტჩიანი და ეგ და მისი ქალიშვილი, რომ გამოვიდნენ, მკრტიჩიანმა უთხრა მას ხაჯაკა წაეყვანა და თვითონ გალუსტას უპატრონებდა, მოწმემ ხაჯაკა მანქანაში ჩაისვა ხაჯაკა მანქანაში, რომ ჩაუჯდა ხელი სისხლიანი ქონდა, მოწმემ უთხრა რომ სახლში წაიყვანდა, მაგრამ მან უთხრა რომ სათევზაოდ უნდა წასულიყო და გადმოვიდა მანქანიდან და წავიდა.
ნაირი ტონაკანიანის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 3 დეკემბერს დილის საათებში ლიბერთი ბანკში იყო ფულის ასაღებად. ლიბერთი ბანკი მდებარეობს ფოკის ცენტრში. ბანკში ხაჯაკ თოროსიანს შეხვდა. ბანკიდან როდის გავიდა არ ახსოვს. დენთის აფეთქების ხმა გაიგო, გაგებიდან 10 წუთის შემდეგ გავიდა და დაინახა ხაჯაკ თოროსიანი ძირს ეგდო. დაზიანებები არ შეუმჩნევია ცხვირზე ნაკაწრივით ქონდა რაღაცა და ხრიალებდა. იქ უნან და მარტუნ არაქელიანები იყვნენ მოწმემ და არაქელიანმა გვამი მანქანაში გადაიტანეს. მერე გაიგო რომ გალუსტამ ესროლა ხაჯაკას. თავად ამ ფაქტს არ შესწრებია.
უნან არაქელიანის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 3 დეკემბერს სოფელში ვიყავი. მარტიროს არაქელიანთან ერთად ტბაზე იყო, ბიძაშვილის ავტომანქანით წავიდნენ, საჭესთან ის იჯდა. ტბა ნახევრად გაყინული იყო. იქიდან რომ წამოვიდნენ მეგობართან გაიარეს, ცენტრში ხალხი იყო შეკრებილი ამბის გასაგებად რომ მივიდნენ ზურგზე იწვა ხაჯაკ თოროსიანი გარდაცვლილი. გადაასვენეს მანქანაში. მანქანაში მოწმე და მარტიროს არაქელიანი იყვნენ და საავადმყოფოსკენ წავიდნენ. დაჭიმული ქონდა ხელები და ხრიალებდა, სახეზე ნასროლი ქონდა. 112-ში დარეკა და უთხრა მიდიოდნენ და გზაზე დახვედროდენ, გზაში შეხვდათ სასწრაფო, ექიმმა ნახა და თქვა რომ გარდაცვლილი იყო უკვე. მოწმე ფაქტს არ შესწრებია მაგრამ ხალხისგან გაიგო, რომ გალუსტამ ესროლა. ამ ფაქტამდე გალუსტას და ხაჯაკ თოროსიანს შორის არსებულ უთანხმოებაზე არაფერი არ იცის. მოწმე განმარტავს რომ გალუსტ მკრტჩიანი ნორმალური ადამიანია, იარაღით ხელში არასდროს არ უნახავს.
ლილიტ ანანიკიანის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს სასწრაფო დახმარებაში მუშაობდით, 2018 წლის 3 დეკემბერს 112-ზე შეტყობინება შევიდა, რომ სოფელ ფოკაში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს ადამიანი და წითელი ფერის ,,ფორდით“ მოჰყავთ საავადმყოფოში, ფოკამდე არ იყვნენ მისული, რომ შევხვდა წითელი ფორდი, მანქანის ფარებით ანიშნეს რომ ისინი იყვნენ, მივიდნენ მანქანაში, ეს პიროვნება სავარძლის უკანა მხარეს იწვა, გული გაუსინჯეს, პულსი, თვალის გუგები და არაფერი სიცოცხლის აღარ ეტყობოდა. ცხვირთან ჰქონდა ნახვრეტი, ამ პიროვნებას ზედ ეცვა ქურთუკი და კაპიშონი ჰქონდა თავზე აფარებული, კაპიშონი რომ უკან წამოუწია სულ სისხლიანი იყო, თავის ქალი ძვლები იყო და რაღაც პატარა საგანი იყო და მე შემდეგ გაიგო მასრა იყო თუ ვაზნა იყო ეს საგანი.
ედგარ პეტროსიანის ჩვენებით დადგენილია, რომ მეთორმეტე წელია რაც მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში. 2017 წლის დეკემბრის თვიდან მუშაობს განძის პოლიციის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. 2018 წლის 3 დეკემბერს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, იმყოფებოდა განყოფილებაში. განყოფილების სამორიგეო ნაწილში 112-ის ოპერატორისაგან შევიდა შეტყობინება, რომ სოფელ ფოკაში უგონო მდგომარეობაშია ხაჯაკ თოროსიანი. მალევე შევიდა მეორე შეტყობინება, რომ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი იყო ხაჯაკ თოროსიანი და წითელი ფერის ,,ფორდით“ მიჰყავთ ნინოწმინდის საავადმყოფოში. შეტყობინების შესვლისთანავე ედგარ პეტროსიანი ოპერატიულ ჯგუფთან ერთად გავიდა და აპირებდა წასვლას ფოკის მიმართულებით, რომ გაერკვია დეტალები კონკრეტულად რა მოხდა, ვინ ესროლა დაჭრილს ცეცხლსასროლი იარაღი და როგორ მდგომარეობაში იყო. გარეთ როდესაც გამოვიდნენ და უნდა ჩამსხდარიყვნენ მანქანაში, შეამჩნია, რომ ფოკის მხრიდან მოდიოდა თეთრი ფერის მანქანა, რომელიც იყო სოფელ ფოკაში მცხოვრები ლეონ მკრტჩიანის მანქანა, მას პირადად იცნობს და მანქანაც თეთრი ფერის ,,ნივა“ იცოდა რომ მისი იყო. დანახვისთანავე ეჭვი გაუჩნდა, რომ შეიძლებოდა კავშირი ჰქონოდა დაჭრის ფაქტთან. გააჩერა მანქანა და ნახა, რომ მანქანაში იყო ლეონ მკრტჩიანის შვილი გალუსტ მკრტჩიანი, დიდი სიჩქარით მიდიოდა, გააჩერა მანქანა თუ არა ლეონ მკრტჩიანმა გააჩერა მანქანა და უთხრა, რომ შვილი მიჰყავდა ნინოწმინდის პოლიციაში, ნერვიულობდა და წავიდა ნინოწმინდის მიმართულებით. ეჭვი გაუმძაფრდა, რომ ესე იგი მათ რაღაც კავშირი ჰქონდათ იმ შეტყობინებასთან და მაშინვე თავისი სამსახურებრივი ტელეფონით დაუკავშირდა სამმართველოს უფროსის მოადგილეს და უთხრა, რომ შეტყობინება შევიდა დაჭრით, ხაჯაკ ტოროსიანია დაჭრილი და შესაძლებელია მის დაჭრასთან კავშირი ჰქონდეს მამა-შვილ ლეონ და გალუსტ მკრტჩიანებს და მიდიოდნენ ნინოწმინდის მიმართულებით თეთრი ,,ნივით“ და გაეჩერებინათ და გაერკვიათ რა ხდებოდა, ხოლო თვითონ მიდიოდა სიტუაციის გასარკვევად სოფელ ფოკაში. როდესაც მივიდა სოფელ ფოკაში ხალხი იყო შეკრებილი სოფლის ცენტრში, ხალხის საუბრიდან გაიგო, რომ გაჩერებასთან, გზის გვერდზე გალუსტ მკრტჩიანმა ცეცხლსაროლი იარაღის გამოყენებით რამდენიმე გასროლით დაჭრა ხაჯაკ ტოროსიანი და წითელი ფერის მანქანით,, ფორდით“ წაიყვანეს ნინოწმინდის საავადმყოფოში. რომ დაადგინეს სად მოხდა შემთხვევა, დაიწყეს შემთხვევის ადგილის დაცვა გამომძიებლის მოსვლამდე, გამომძიებელი რომ მივიდა ადგილზე, აჩვენეს შემთხვევის ადგილი და დაიწყეს დათვალიერება. ედგარ პეტროსიანი როდესაც მივიდა შემთხვევის ადგილზე ხაჯაკ თოროსიანი იქ არ დახვდა, არც გზაში შეხვედრიათ წითელი ფერის ,,ფორდი“. ხაჯაკ თოროსიანს და გალუსტ მკრტჩიანს ადრე არ ურთიერთობა ჰქონდათ არ იცის, ხოლო 2018 წლის ივნისის დასაწყისში კონფლიქტი მოხდა და საქმეზე გამოძიება იყო დაწყებული მის განყოფილებაში და პასუხისგებაში იყო მიცემული ხაჯაკ თოროსიანი, მას არსებითი განხილვის შედეგად სასამართლომ ერთი წელი პირობითი სასჯელი განუსაზღვრა. კონფლიქტი მოხდა გალუსტ მკრტჩიანს და ხაჯაკ თოროსიანს შორის და დაიწყეს გამოძიება გალუსტ მკრტჩიანის ცემის ფაქტზე. იცნობდა როგორც გალუსტ მკრტჩიანს, ასევე ხაჯაკ თოროსიანს და არც ერთზე არ შეუძლია ცუდის თქმა, მხოლოდ ის ერთი ფაქტი იყო, რომ 2018 წლის ივლისის დასაწყისში მოხდა კონფლიქტი მათ შორის, არც მანამდე და არც მას შემდეგ მათ არანაირი კონფლიქტი არ ჰქონიათ ერთმანეთთან, ამასთან დაკავშირებით არც განცხადება ან საჩივარი არ დაფიქსირებულა პოლიციაში ერთმანეთის მიმართ, არც მოსახლეობის მიმართ, ისინი იყვნენ წყნარი, მუშა პიროვნებები და დაკავებული იყვნენ სოფლის მეურნეობით. მათ შესახებ არანაირი ფაქტი არ დაფიქსრებულა პოლიციაში. ლეონ მკრტჩიანის იცნობს, რადგან ისინი დაკავებული არიან სოფლის მეურნეობით და საზაფხულო ბინები აქვთ მის ტერიტორიაზე, ამის გამო ხშირად აქვთ ურთიერთობა და განცხადებაც ჰქონდა მიწებთან დაკავშირებით ლეონ მკრტჩიანის შეტანილი მათთან და აქედან გამომდინარე კარგად იცნობს მას. ედგარ პეტროსიანი არის განძის პოლიციის განყოფილების უფროსი და ჰყავს 7 თანამშრომელი. 2018 წლის კონფლიქტის დროს განძის განყოფილებაში არ მუშაობდა, შესაბამისად დეტალები არ იცის, იცის ის, რომ გამოძიება იყო დაწყებული რაღაცაზე. მისი ამ განყოფილებაში მუშაობის პერიოდში არ ყოფილა არანაირი კონფლიქტი გალუსტ მკრტჩიანს და ხაჯაკ თოროსიანს შორის. იცოდა კონფლიქტის შესახებ, მაგრამ მათ შორის არ იყო დაძაბული ურთიერთობა და არანაირი ეჭვი არ ყოფილა, რომ მათ შორის შეიძლება რაღაც მომხდარიყო, ხაჯაკ თოროსიანი ყოველდღიურად მიდიოდა სოფელ ასფარაში და არანაირი ინფორმაცია არ ყოფილა, რომ მათ შორის რამე დაპირისპირება მომხდარიყო. ედგარ პეტროსიანს როდესაც გზაში შეხვდა ლეონ მკრტჩიანი, რომელიც მანქანით მიდიოდა გალუსტ მკრჩტჩიანთან ერთად ეჭვი გაუჩნდა, რომ შეიძლებოდა კავშირში ყოფილიყო ხაჯაკ მკრტჩიანის დაჭრის ფაქტთან, ეს ეჭვი გაუჩნდა იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი სიჩქარით მიდიოდა მათი მანქანა და თან იცოდა, რომ რამდენიმე თვის წინ რაღაც მოხდა მათ შორის და ეტყობოდა, რომ ნერვიულობდა, ლეონ მკრტჩიანმა რომ ჩაწია ფანჯარა და თქვა, რომ შვილი მიჰყავს პოლიციის განყოფილებაში, ამ დროს გამიმძაფრდა ეჭვი, ის მაშინვე ნინოწმინდის მიმართულებით წავიდა. როდესაც მივიდა ფოკაში და იქ ხაჯაკ თოროსიანი არ დახვდა დაიცვა შემთხვევის ადგილი, სანამ იქ გამომძიებელი მივიდოდა. გამომძიებელი რამდენ ხანში მივიდა ადგილზე არ ახსოვს. ხაჯაკ თოროსიანის ნათესავებიდან ადგილზე ვინ იყო მისული არ ახსოვს, რადგან იქ ბევრი ხალხი იყო. გალუსტ მკრტჩიანის ოჯახი სახლიდან გაიყვანა ედგარ პეტროსიანმა, რადგან სოფლის მოსახლეობა გაბრაზებული იყო მასზე და შეიძლებოდა ნათესავები მოსულიყვნენ სახლში და ცუდი შედეგი რომ არ გამოეწვია, გავიყვანეთ სოფლიდან და წავედით სადაც თავის ოჯახს სურდა წასვლა. მათი წაყვანა აუცილებელი იყო, რადგან ედგარ პეტროსიანმა იცის სოფელ ფოკაში როგორი ხალხი ცხოვრობს, ის კარგად იცნობს სოფლის მოსახლეობას და შესაძლებელი იყო, რომ საფრთხე დამუქრებოდა ოჯახს. აღნიშნავს, რომ რამდენადაც შესაძლებელი იყო მიიღო იმდენი ზომები. ოპერატიულად რაც შესაძლებელი იყო დაადგინეს რა მოხდა ადგილზე. მათ მიერ დაწყებული საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ აღსრულდა ის მუქარა, რაც მკრტჩიანების ოჯახის მიმართ იყო, კერძოდ მათ ოჯახის გადაწვით ემუქრებოდნენ და მალევე გადაწვეს კიდეც, ამასთან დაკავშირებით ედგარ პეტრიოსიანი განმარტავს, რომ მისი მხრიდან რაც იყო შესაძლებელი ყველაფერი გააკეთა. ედგარ პეტროსიანი განმარტავს, რომ მკვლელობის მიზეზი იყო შურისძიება, რაც შემდეგ შეიტყვეს.
სასამართლო სხდომაზე ასევე დაკითხულნი იქნენ საზოგადოებრივი ცენტრის თანამშრომლები და მეზობლები რომლებმაც განმარტეს, რომ ფაქტს არ შესწრებიან და მხოლოდ გადმოცემით იციან რომ გალუსტ მკრტიჩიანმა მოკლა ხაჟაკ თოროსიანი.~
პეტროს ერემიანის ჩვენებით დადგენილია, რომ გალუსტ მკრტჩიანის სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული აქვს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დადგენილების საფუძველზე ნიმუშის ამოღება, ამოღებული აქვს ავტომანქანა, რომლითაც საავადმყოფოში მიჰყავდათ, გარდაცვლილი ხაჯაკ ტოროსიანის ტანსაცმელი აქვს ამოღებული, ანაწმენდების ნიმუში, სისხლის ნიმუში და ფრჩხილების ნიმუში. ასევე ჩატარებული აქვს დათვალიერება, ინფორმაცია გამოითხოვა მობილური ოპერატორებიდან, ასევე გალუსტ მკრტჩიანის ტელეფონი აქვს დათვალიერებული და ზარი აქვს განხორციელებული გალუსტ მკრტჩიანის ტელეფონის ნომრის დადგენის მიზნით და მის ტელეფონში არსებული ნომრების მფლობელების დადგენის მიზნით, რაზეც შედგენილი აქვს ოქმები. 2019 წლის 27 მარტს მოსამართლის განჩინების საფუძველზე და ინფორმაციის გასაიდუმლოების შესახებ პროკურორის დადგენილების საფუძველზე გალუსტ მკრტჩიანის ტელეფონი, რომელიც იყო დალუქული, ინახებოდა სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში, გამოგზავნილი იყო ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან, ექსპერტის მონაწილეობით გახსნა აღნიშნული ტელეფონი, დაათვალიერა განხორციელებული ზარები, ამოიწერა ზარები და ასევე დაათვალიერა რა პროგრამები ჰქონდა ჩაწერილი იმისათვის, რომ დაედგინათ და გაერკვიათ იყო თუ არა ხმის ჩამწერი დარეკვის შემთხვევაში საუბრის ჩამწერი პროგრამები. დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ საუბრის შემნახველი პროგრამა არ ჰქონდა აღნიშნულ ტელეფონს. ტელეფონის ნომერი, რომელიც იდო ტელეფონში დაუდგენელი იყო, ამიტომ განახორციელა თავის ტელეფონის ნომერზე ზარი მისი ნომრიდან და დაადგინა ნომერი, რის შემდეგაც აღნიშნული მობილური ტელეფონი დაილუქა შესაბამისი წესით. დათვალიერების დროს ექსპერტ-კრიმინალისტის მიერ ხორციელდებოდა თითოეულ მოქმედებაზე სურათების გადაღება. მის მიერ დათვალიერებული იქნა შემავალი და გამავალი ზარები, გამოტოვებული ზარები, რის შემდეგაც რა ნომრების ფიქსირდებოდა გალუსტ მკრტჩიანის ტელეფონში მის მიერ ნომრების მფლობელების დადგენის მიზნით პეტროს ერემიანმა თავის კუთვნილებაში არსებულ მობილურის ნომრით განახორციელა ზარები აღნიშნული ნომრების მეპატრონეებთან და დაადგინა მფლობელების ვინაობა. აქედან ერთ-ერთი დარჩა დაუდგენელი, რადგან ვერ დაუკავშირდნენ იმ პიროვნებას. მეორე ნომერი იყო გალუსტ მკრტჩიანის მამის. ერთ-ერთი ნომერი იყო გალუსტ მკრტჩიანის მეუღლის, ეს იყო 3 დეკემბრის მონაცემები სხვა და სხვა ნომრებთან კავშირის შედეგად. ასევე, გამოთხოვილი იქნა ინფორმაციები შესაბამისი მობილური ოპერატორებიდან მაგთიკომიდან და ბილაინიდან, აღნიშნული ინფორმაციის გამოთხოვა მოხდა მოსამართლის განჩინების საფუძველზე მაგთიკომის და ბილაინის ოფისებიდან. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გამოძიებით დადგენილი იყო, რომ გალუსტ მკრტჩიანს არ ჰქონდა დარეკილი მამამისთან მკვლელობის შემდეგ, 112-ში ჰქონდა დარეკილი, როგორც თვითონ განმარტავდა. გალუსტ მკრტჩიანის მამის ლეონ მკრტჩიანს ჰქონდა დარეკილი ნინოწმინდის პოლიციაში უფროსის მოადგილესთან, ამიტომ მოსამართლის განჩინების საფუძველზე გამოითხოვეს დეტალური ინფორმაცია, დათვალიერებული იქნა მის მიერ დეტალური ინფორმაცია მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებების დაზუსტების მიზნით. 2018 წლის 3 დეკემბერს გალუსტ მკრტჩიანის მობილური ტელეფონიდან განხორციელებულიყო 112-ში ზარი, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ 112-დან გამოთხოვილი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ასევე, მისი ტელეფონის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მას ჰქონდა განხორციელებული ზარი 2018 წლის 3 დეკემბერს 14:26 საათზე, ასევე მისი ტელეფონის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მისი ტელეფონი 8 წუთით იყო წინ, ვიდრე საქართველოს რეალური დრო, საუბრის შინაარსი მის მიერ არა, მაგრამ სხვა გამომძიებლის მიერ ექსპერტიზა იქნა დანიშნული, შინაარსი იწყება ასე: ოპერატორი ამბობს ერთი ერთი ორი გისმენთ, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ გალუსტ მკრტჩიანი საუბრობს. გალუსტ მკრტჩიანის მიერ 112-სათვის არანაირი ინფორმაცია არ არის მიწოდებული, გალუსტ მკრტჩიანის მიერ განხორციელებულია ზარი, რომელიც არის 14 წამიანი, 112-ის ოპერატორი ქალბატონი უებნება ერთი ერთი ორი გისმენთო, მაგრამ შინაარსი არის გალუსტ მკრტჩიანის წარმოთქმული ასე: ,,ჩემი აიდიკა სად არის, რატომ, მოვკალი ეგრევეო“. სხვა არანაირი ინფორმაცია არ არის მიწოდებული 112-სთვის გალუსტ მკრტჩიანს.
თამაზ ფაილოძის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 3 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში დაიწყო გამოძიება ნინოწმინდის რაიონის სოფელ ფოკაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე. აღნიშნულ საქმეზე ჩაატარა რიგი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის ახალციხის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2019 წლის 28 მარტს გამოითხოვა გალუსტ მკრტჩიანის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომრიდან შსს-ს სსიპ 112-ში განხორციელებული სატელეფონი ზარის აუდიო-ჩანაწერი ჩაწერილი ერთ ცალ DVD დისკზე, რომელიც დაილუქა სათანადო წესით, შეადგინა შესაბამისი ოქმი, რაზეც მან და მონაწილე პირმა მოაწერეს ხელი. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდა სსიპ 112-ის ოპერატიული მართვის სამსახურის თანამშრომელი ნატო ბუცხრიკიძე. ამის შემდგომ სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში მოახდინა აღნიშნული DVD დისკის გახსნა-დათვალიერება უფროსი ექსპერტის რაინდი კაპანაძის და ქართული ენის თარჯიმნის მაია კაკაჩიშვილის მონაწილეობით. დათვალიერების შედეგად გაირკვა, რომ გალუსტ მკრტჩიანის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომრიდან 112-ში შედის ზარი, რომელსაც პასუხობს 112-ის ოპერატორი ქართულად ერთი ერთი ორი (112) გისმენთ. ბრალდებული კომუნიკაციას ვერ ამყარებს ოპერატორთან და მესამე პირთან საუბრობს სომხურ ენაზე და ეკითხება ჩემი აიდიკა სად არისო, არ ისმის მესამე პიროვნების პასუხი, რის შედეგადაც ოპერატორი ისევ იმეორებს 112 გისმენთ, შემდეგ აგრძელებს გალუსტ მკრტჩიანი სომხურ ენაზე საუბარს უწმაწური სიტყვით ,,ხომ მოვ...ნი ეგრევე კარგი ვქენი“ და წყდება სატელეფონი კავშირი. ასევე 2019 წლის 12 აპრილს ტყვიის მასრების აღმოჩენის მიზნით თამაზ ფაილოძის მიერ დამატებით დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი ნინოწმინდის რაიონის სოფელ ფოკის რწმუნებულ ვაჩაგან ალვანჯიანის, თარჯიმნის მარიანა ერანოსიანის და ექსპერტის ლევან ნებაძის მონაწილეობით. შემთხვევის ადგილიდან მიმდებარე ტერიტორია 30 მეტრის რადიუსში დეტალურად იქნა დათვალიერებული სპეციალური ტექნიკური საშუალების გამოყენებით. დათვალიერების შედეგად საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ნივთი აღმოჩენილი და ამოღებული ვერ იქნა, რაზედაც ასევე შედგენილი იქნა, შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი მის მიერ და მან და მონაწილე პირებმაც მოაწერეს ხელი. ის პიროვნება, რომელიც112-ში განხორცილებეული ზარის ჩანაწერში ამბობს ჩემი აიდიკა სად არისო არის გალუსტ მკრტჩიანი, პასუხად ისმის ხმა, მაგრამ სიტყვები რა ირჩევა, ეს იყო მამამისის ხმა. ტყვიის მასრის მოძებნას დიდი დრო დასჭირდა, რადგან იძებნებოდა ლითონ მძებნის გამოყენებით და ამიტომ, დასჭირდა დაახლოებით 2 საათი. ამოღებული იქნა 1 მასრა. თამაზ ფალოძემ გამოიკვლია ერთი კონკრეტული საუბარი, 112-ში განხორციელებული ზარის შინაარსი. სხვა ზარების შინაარსობრივი გამოკვლევა არ ჩაუტარებია. ამ კონკრეტული ზარის ჩანაწერში იკვეთება სამი ადამიანის საუბარი, ოპერატორი საუბრობს და გალუსტ მკრტჩიანი არ ამყარებს კომუნიკაციას და მესამე პირია მამაკაცი.
2018 წლის 03 დეკემბრის სოფელ ფოკის ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ნინოწმინდის რაიონ სოფელ ფოკაში და წარმოადგენს სოფელ ფოკის ტერიტორიულ ორგანოს ადმინისტრაციული შენობის წინ გზის სავალ ნაწილთან განთავსებულ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელის მარცხენა მხარეს გრუნტთან მონაკვეთს, ტერიტორიული ორგანოს შენობის გარე ფასადი არის მინის, ასევე შენობის შესასვლელი კარიდან მარცხენა მხარეს კედელზე დამონტაჟებულია ლიბერთი ბანკის ბანკომატი, შენობის გარე პერიმეტრზე ვიდეო სათვალთვალო კამერები არ გააჩნია, შენობის წინ გზის სავალ ნაწილთან განთავსებული მოწითალო ფერის აგურით ნაშენები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელი შენობა, რომელიც გადახურული არის წითელი ფერის თუნუქით, აღნიშნული მოსაცდელი შენობის მარცხენა მხარეს, შენობის კუთხიდან ორ მეტრში გრუნტიან მიწა-ნიადაგზე დაგდებული არის ერთი ცალი მასრა, მომწვანო-მოყავისფრო ფერის, აღნიშნული მასრიდან 25 (ოცდახუთი) სმ-ში მიწა-ნიადაგზე შეინიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდეო სათვალთვალო კამერები დამონტაჟებული არ არის, ექსპერტების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული იქნა ქვის კენჭები, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, რომელიც მოთავსდა სპეციალურ პაკეტში პაკეტზე გაკეთდა მონაწილე პირთა ხელმოწერები, დაისვა თარიღი და სისხლის სამართლის საქმის ნომერი, ასევე ამოღებული იქნა ერთი ცალი მასრა, რომელიც მოთავსდა სპეციალურ პაკეტში, პაკეტზე გაკეთდა მონაწილე პირთა ხელმოწერები, დაისვა თარიღი და სისხლის სამართლის საქმის ნომერი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ექსპერტის მიერ გადაღებული იქნა ,,43“ ფოტოსურათი ,,ნიკონის“ ფირმის ციფრული ფოტოაპარატით, ფოტოსურათები ამობეჭდილი სახით დაერთვება შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს.( ტ.1.ს.ფ.5-21).
2018 წლის 3 დეკემბრის ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ, პირადი ჩხრეკის დროს აღმოჩენილი და ამოღებული იქნა: ქუდი მუქი ფერის წარწერით ,,NIKE“, შავი ფერის ქურთუკი წარწერით ,,Columbia”, Sportswear Campany”. მუუქი ფერის სვიტრი ღია ფერის წერტილებით, მუქი ფერის ჯინსის შარვალი წინ მუხლებზე გახეხილი და ტოტები შიდა მხარეს დასვრილია სავარაუდოდ ტალახით. შავი ფერის მაღალყელიანი ზამთრის ფეხსაცმელი, დასვრილია სავარაუდოდ ტალახით. სიგარეტი ,,AKNTAMAR“, რომელშიც არის 12 ღერი სიგარეტი, ერთი კოლოფი ,,WINSTON” XS, რომელშიც არის 16 ღერი სიგარეტი, ორი ცალი გასაღები ჩამოკიდებულია მეტალის რგოლზე და მოწითალო ფერის ნაჭრის ზონარზე . ფისტოლეტის შავი ფერის ლულაზე ერთ მხარეს შესრულებულია წარწერა ,,TISAS 9X19mm TO620-06 B 07744, მეორე მხარეს ლულას აწერია ,,KANUNI 16”, მასში აღმოჩნდა შავი ფერის მჭიდი და შვიდი ცალი ვაზნა. სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, შავი ფერის იმეი კოდებით 356303080623968, 356304080623466, რომელიც გამორთული იყო. ფისტოლეტი და მობილური ტელეფონი თავად დაკავებულმა ამოიღო ა/მანქანის ე.წ ,,ბარდაჩოკიდან“, რის შემდგომ მისგან ამოღებული იქნა. ამოღებული ნივთები და საგნები აღწერის შემდეგ დაილუქა და შეიფუთა ( ტ.1.ს.ფ.31-52)
2018 წლის 3 დეკემბრის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ამოღება მიმდინარეობდა საღამოს ხელოვნური და ბუნებრივი განათების პირობებში ყოველგვარი იძულების წესის გამოყენების და დაზიანების გარეშე. ამოღებული იქნა: ქ.ნინოწმინდა თავისუფლების ქ.N48-შიმდებარე პროზექტურის შენობის მთავარ შესასვლელთან მდგარი ა/მანქანა, ფორდ ტრანზიტი სახელმწიფო სანომრე ნიშნებით WZW-882,რომელიც არის წითელი ფერის. ა/მანქანის წინა აორი კარი არის დახურულ მდგომარეობაში, ხოლო მარჯვენა მხარეს გვერდითა კერები არის ღია მდგომარეობაში. ა/მანქანის დათვალიერებისას გვერდითა ღია კარიდან პირდაპირ სამ ადგილიან სავარძელზე დასვენებული არის მამაკაცის გვამი, რომელიც მარტიროს არაქელიანის განმარტებით არის ხაჯაკ ტოროსიანის გვამი, ფეხები აქვს მოხრილ მდგომარეობაში, ხოლო ტანით გადაწოლილი არის სავარძელზე სახით ზემოთ მხარეს, თავი უდევს მძღოლის სავარძლის უკანა მხარეს. გვამს აცვია შავი ფერის ფეხსაცმელი, შავი შარვალი, შავი ქურთუკი გახსნილ მდგომარეობაში, შიგნიდან აცვია ასევე სხვა ტანსაცმელი. სს ექსპერტთან ერთად დათვალიერებული იქნა გვამი, ვიზუალურად გვამს ცხვირზე მარჯვენა მხარეს აღენიშნება დაზიანება, ასევე მარცხენა ყურზე აქვს მოწითალო ფერსი სისხლისმაგვარი ლაქები და ასევე მარცხენა ყურის უკან ქვედა ნაწილში აღენიშნება დაზიანება. გვამის მარცხენა ყურის გვერდით ქურთუკის ე.წ. ,,კაპიშონზე“ დევს ნახევრად იდეალური ფორმის სპილენძის ფერის მეტალი, ექსპერტ კრიმინალისტის განმარტებით, აღნიშნული მეტალი არის ტყვიის გულა.
დათვალიერების შემდეგ აღნიშნული ტყვიის გულა ამოღებული იქნა, რომელიც დაილუქა ერთ პაკეტად სპეციალურ შსს პოლიეთილენის პაკეტში ლუქით, ხოლო ხაჯაკ ტოროსიანის გვამი გადასვენებული იქნა ქ.ნინოწმინდის პროზექტურაში სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით. გვამის გადასვენების შემდეგ სავარძლიდან, რომელზეც დასვენებული იყო გვამი ამოღებული იქნა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები და სავარძლის ანაწმენდი, რომლებიც დაილუქა ერთ პაკეტად, აღნიშნულის შემდეგ ა/მანქანა ფორდ ტრანზიტი ამოღებული და გადაყვანილი იქნა ქ.ნინოწმინდის პოლიციის ადმინისტრაციული შენობის ეზოში, სადაც დაილუქა( ტ.1.ს.ფ.82-102).
2018 წლის 03 დეკემბრის დენთის ანაწმენდის ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ ნიმუშის აღება მიმდინარეობდა საღამოს ხელოვნური განათების პირობებში, მშრალ ამინდში, ყოველგვარი იძულების წესის გამოყენების და დაზიანების გარეშე. ხაჯაკ ტოროსიანის გვამიდან სს ექსპერტის მიერ სტერილური ბინტების გამოყენებით აღებული იქნა დენთის ანაწმენდის ნიმუში, რომელიც მოთავსდა სპეციალურ შსს პოლიეთილენის პაკეტში და დაილუქა ერთ პაკეტად, რომელზეც დაესვა თარიღი და გაკეთდა მონაწილე პირების ხელმოწერები.( ტ.1.ს.ფ.111-115).
2018 წლის 3 დეკემბრის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ამოღება მიმდინარეობდა საღამოს ხელოვნური და ბუნებრივი განათების პირობებში ყოველგვარი იძულების წესის გამოყენების და დაზიანების გარეშე. ამოღებული იქნა: ქ.ნინოწმინდა თავისუფლების ქ.N48-შიმდებარე პროზექტურის შენობაში სს ექსპერტ დავით მერაბიშვილისგან ამოღებული იქნა ხაჯაკ ტოროსიანის ტანსაცმელი. 1) შინდისფერი მკლავიანი მაისური მკერდზე წარწერით BOSS, 2) ნაცრისფერი ჟაკეტი ელვა შესაკრავით, შავი ზოლებით გაწყობილი, 3) შავი ფერის ქურთუკი ე.წ. ,,კაპიშონით“, ელვა შესაკრავით, 4) ნაცრისფერი მოკლესახელოებიანი მაისური, 5) შავი ფერის გრძელსახელოებიანი მაისური მკლავებზე ნაცრისფერი ზოლებით, 6)მოყავისფრო გრძელსახელოებიანი მაისური წარწერით Maxi Jeans. ზემოთ ჩამოთვლილ ტანსაცმელს როგორც წინა, ისე უკანა მხარეს აღენიშნებათ მოწითალო ფერის ლაქები, ასევე მარცხენა მკლავზე იღლიასთან, იღლიის ქვეშ, მარცხენა მკერდის მხარეს, მარცხენა ფერდის და ზურგის მხარეს აღენიშნება მცირე ზომის ნახვრეტი დაზიანებები, 7) შავი ფერის ნაჭრის შარვალი და შავი ქამარი, 8) შავი ფერის საცვალი, 9) შავი ფერის ტრუსი ნაცრისფერებში, გაწყობილი წარწერით BUM, 10) ორი წყვილი შავი და ნაცრისფერი წინდები, 11) ერთი წყვილი შავი ფერის ფეხსაცმელი ბათინკი სავი ფერის ზონრებით, რომლებიც დაილუქა სპეციალურ შსს პოლიეთილენის პაკეტში ერთ ფუთად, რომელზეც დაესვა თარიღი და გაკეთდა მონაწილე პირების ხელმოწერები. ასევე გადაღებული იქნა ფოტოსურათები და თან ერთვის ოქმს.( ტ.1.ს.ფ.117-129).
2018 წლის 04 დეკემბრის ოქმით საინფორმაციო ვებ გვერდი pol.ge-ს დათვალიერების შესახებ დადგენილია, რომ დათვალიერდა საინფორმაციო ვებ გვერდი pol.ge და შევამოწმე გალუსტ მკრტჩიანის პ/ნ 32001007490 მონაცემები, სადაც დაფიქსირებული არის, რომ გალუსტ მკრტჩიანის პ/ნ 32001007490 რეგისტრირებული აქვს TISAS – KANUNI 16 მოდელის, T 0620-06 B 07744 ნომრით 9x19 კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღი, A უფლება აქვს შეინახოს საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღი, ნებართვით, ნებართვა გაცემული არის 30.09.2014 წელს. ასევე დავათვალიერე გალუსტ მკრტჩიანის პ/ნ 32001007490 საზღვრის კვეთის მონაცემები, რომელსაც ბოლო გასვლა და შემოსვოლა საქართველოში უფიქსირდება 2017-10-27 წელს გასვლა და 2017-10-28 შემოსვლა გამშვები პუნქტი ნინოწმინდის გავლით. ოქმს თან ერთვის ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციის და საზღვრის კვეთის მონაცემები გალუსტ მკრტჩიანის შესახებ.( ტ,.1.ს.ფ.176).
2019 წლის 13 იანვრის N000063819 კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია:
1.ექსპერტის წინაშე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ობიექტი არის 1(ერთი) ცალი ,,SAMSUNG“-ის წარმოების ტელეფონი მოდელი ,,SM A30F/DS”(IMEI) კოდებით 35633080623968/01 და 356304080623966/01),აღნიშნული მოწყობილობა არის ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში, მითითებულიდან გამომდინარე ტელეფონი ვარგისია დანიშნულებისამებრ ექსპლუატაციისათვის.
2 – 4. ტელეფონის და მასში მოთავსებული სიმ ბარათის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მოწყობილობებში 2018 წლის 03 დეკემბრის 10:00 საათიდან 2018 წლის 03 დეკემბრის 18:00 საათამდე პერიოდით დათარიღებული ინფორმაცია ფიქსირდება: 7 (შვიდი) ერთეული განხორციელებული სააბონენტო ზარი, 4 (ოთხი) ერთეული გამოტოვებული სააბონენტო ზარი. ტელეფონში ინსტალირებული საკომუნიკაციო პროგრამა ,,Viber“-დან განხორციელებული 1 (ერთი) ერთეული ზარი და ამავე პროგრამულ უზრუნველყოფაში მიღებული 2 (ორი) ერთეული ფოტო სურათი. აღნიშნულის ფარგლებში არსებული დეტალური ინფორმაცია ამოღებული და გადატანილი იქნა საქაღალდეში სახელწოდებით ,,phone“ , რომელიც შემდგომ ჩაწერილი იქნა ,,Verbatim“-ის წარმოების დისკზე სერილული ნომრით ,,6281547-REF14556“.
5. ექსპერტიზის წინაშე გამოსაკვლევად წარმოდგენილ ტელეფონში მოთავსებული იყო 1 (ერთი) ცალი სიმ ბარათი ,,ICCID იდენტიფიკატორით 899904140125812420“. მითითებული მოწყობილობის - ბიუროს ხელთ არსებული სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფების გამოყენებით სკანირების შედეგად სიმ ბარათის სააბონენტო ნომრის დადგენა ვერ განხორციელდა. ზემოთ აღნიშნული ,,ICCID იდენტიფიკატორი“-ს მიხედვით სააბონენტო ნომრის ფარგლებში არსებული ინფორმაციის გამოთხოვა შესაძლებელია პროვაიდერისაგან.
შენიშვნა: გამოსაკვლევად წარმოდგენილი ტელეფონის და მასში მოთავსებული სიმ ბარათის - ბიუროს ხელთ არსებული სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფებით დამუშავების შედეგად, მოწყობილობებიდან 2018 წლის 03 დეკემბრის 10:00 საათიდან 2018 წლის 03 დეკემბრის 18:00 საათამდე პერიოდით დათარიღებული შესაძლო წაშლილი ინფორმაციის აღდგენა ვერ განხორციელდა.( ტ.3. ს.ფ.18-24).
2019 წლის 18 თებერვლის ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 18 თებერვალს შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, დღისით ბუნებრივი განათების პირობებში, მშვიდ ვითარებაში გახსნილი იქნა სს საქმეზე სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან კომპიუტერული ექსპერტიზის (დასკვნა 000063819) შედეგად ამოღებული ინფორმაცია ჩაწერილი ერთ ცალ დისკზე, დალუქული ერთ ფუთად ,ლუქის მთლიანობა არ არის დარღვეული, ფუთაში აღმოჩნდა 1 (ერთი) ცალი DVD დისკი, რომელიც მოთავსებული იქნა კომპიუტერში და გახსნის შედეგად მასზე აღმოჩნდა ერთი ფაილი წარწერით Phone, აღნიშნული ფაილის გახსნის შედეგად მასში აღმოჩნდა სამი ფაილი წარწერით SimCard, Viber, Calls. ფაილში წარწერით SimCard განთავსებულია სიმბარათის შესახებ არსებული ინფორმაცია ინგლისურენოვანი ტექსტით, რომელშიც სიმბარათის ნომერი მითითებული არ არის, აღნიშნულია სიმბარათის იდენტიფიკატორი 8999504140125812420, პროვაიდერი Belline GE. ფაილში წარწერით Viber განთავსებულია ფოტოსურათები, როემლზეც აღბეჭდილია ინფორმაცია, სოციალური ქსელით ვეიბერით განხორციელებული ზარისა ედა მიღებული ორი ცალი ფოტოსურათის შესახებ. ექსსელის ფაილში წარწერით Calls განთავსებულია ინფორმაცია მობილურ ტელეფონში შემოსული და გასული ზარების შესახებ, კერძოდ:
2018 წლის 03 დეკემბრის 14:19:05 საათზე გასული უპასუხო ზარი აბონენტის ნომერზე +995574 07 27 69.
2018 წლის 03 დეკემბრის 14:00:26 საათზე გასული ზარი აბონენტის ნომერზე +995574 07 27 69, ზარის ხანგრძლივობა 33 წამი.
2018 წლის 03 დეკემბრის 15:21:12 საათზე გასული ზარი აბონენტის ნომერზე +995574 07 27 69, ზარის ხანგრძლივობა 15 წამი.
2018 წლის 03 დეკემბრის 15:30:28 საათზე გასული ზარი აბონენტის ნომერზე +995568 40 01 05 ბაბუა ბილაინი, ზარის ხანგრძლივობა 29 წამი.
2018 წლის 03 დეკემბრის 15:33:20 საათზე გასული ზარი ნომერზე +995568 40 01 05 ზარის ხანგრძლივობა 14 წამი.
2018 წლის 03 დეკემბრის 15:41:26 საათზე გასული უპასუხო ზარი აბონენტის ნომერზე +995579 08 07 53 აიდიკა.
2018 წლის 03 დეკემბრის 15:51:24 საათზე შემოსული უპასუხო ზარი აბონენტის ნომრით +995579 08 07 53 აიდიკა.
2018 წლის 03 დეკემბრის 15:54:07 საათზე შემოსული უპასუხო ზარი აბონენტის ნომრით +995579 08 07 53 აიდიკა.
2018 წლის 03 დეკემბრის 17:08:44 საათზე შემოსული უპასუხო ზარი აბონენტის ნომრით +995574 07 27 69.
2018 წლის 03 დეკემბრის 17:19:19 საათზე შემოსული უპასუხო ზარი აბონენტის ნომრით +995574 07 27 69.
ზემოთ აღნიშნულ სამივე ფაილში მოთავსებული ინფორმაცია დაბეჭდილი იქნა 10 (ათი) ცალ თაბახის ფურცელზე, რომელიც დაერთო ოქმს. აღნიშნული დისკიდან 1 (ერთი) ცალ ახალ DVD დისკზე გადაწერილი იქნა მასზე არსებული ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია დაცვის მხარეზე გადასაცემად, რის შემდეგაც ზემოთ აღნიშნული დისკი და ძველი პაკეტი დაილუქა ერთ ცალ სპეცპაკეტში შტრიხკოდით FCD 1083572, ხოლო გადაწერილი 1 (ერთი) ცალი DVD დისკი დაილუქა ერთ ცალ სპეცპაკეტში გადაღებული იქნა ფოტოსურათები, რომელიც თან ერთვის ოქმს.
გამოყენებული იქნა ტექნიკური საშუალებები: კომპიუტერი, ნიკონის ფირმის ფოტოაპარატი და 1 (ერთი) ცალი DVD დისკი, რომლის თაობაზეც ეცნობა საგამოძიებო მოქმედების მონაწილეებს.( ტ.3.ს.ფ.34-49).
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებლებმა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.
2019 წლის 28 თებერვლის N93/05/9-1 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, სასამართლო მედიკური დიაგნოზი: მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები სხეულზე, ღვიძლის, გულის და ფილტვების არეში ცეცხლნასროლი ჭრილობები, თავისუფალი სისხლი ორივე პლევრალურ და მუცლის ღრუში. ცხვირის ძვლების, დვრილისებური მორჩისა და ქალაფუძის მოტეხილობა. შინაგანი ორგანოების სისხლნაკლებობა:
დასკვნა:
1. ხაჯაკ ტოროსიანის სიკვდილის მიზეზია მწვავე ზოგადი ანემია გულის, ღვიძლის, ფილტვების გაგლეჯვის შედეგად განვითარებული ცეცხლნასროლი ჭრილობების გამო.
2. სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასულია არა ნაკლებ 2-4 საათისა და არა უმეტეს 12-14 საათისა.
3.ხაჯაკ ტოროსიანის გვამს აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი ჭრილობები გულმკერდის არეში ფილტვების, გულისა და ღვიძლის დაზიანებით; ცხვირის არეში რომელიც შედის ქალას ღრუში და იწვევს ქალაფუძის მოტეხილობას და მარცხენა დვრილისებური მორჩის ფრაგმენოვან მოტეხილობას. ასევე აღენიშნებოდა შემავალი ჭრილობა მარცხენა მხრის შუა მესამედის წინა ზედაპირზე და შემხები ჭრილობა მარცსხენა მხრის სარტყელის შუა მესამედში. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია ცეცხლსასროლი იარაღით, სროლა ნაწარმოებია არა ახლო მანძილიდან, სროლის თანმხლები ფაქტორების მოქმედების ზონის გარეთ; სროლის მიმართულება იხილეთ აღწერილობით ნაწილში, ყველა დაზიანება სიცოცხლისდროინდელია.
4.ხაჯაკ ტოროსიანის სხეულში ვერ იქნა ნანახი უცხო სხეული.
5.სისხლის ქიმიური გამოკვლევით მასში ალკოჰოლი, ნარკოტიკები და ფსიქოტროპული ნივთიერებები არ აღმოჩნდა. ( ტ.3.ს.ფ.78-95).
2019 წლის 11 თებერვლის N000932319 ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ გალუსტ მკრტჩიანი ფსიქიკურად დაავადებული არ არის, ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს გალუსტ მკრტჩიანი ფსიქიკურად დაავადებული არ იყო და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით გალუსტ მკრტჩიანს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს სწორი ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. გალუსტ მკრტჩიანი რაიმე ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს შეუშლიდა სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. გალუსტ მკრტჩიანს აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. გალუსტ მკრტჩიანი იძულებით ან არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. გალუსტ მკრტჩიანს არ აქვს ფსიქიკური ნაკლი.
მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს გალუსტ მკრტჩიანი არ იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში.
გალუსტ მკრტჩიანი დანაშაულის ჩადენის დროს არ იმყოფებოდა სხვა არაპათოპლოგიურ მდგომარეობაში, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ბრალდებულის ცნობიერებაზე და ქცევაზე.( ტ.1.ს.ფ. 96-117).
2019 წლის 28 მარტის ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 28 მარტს შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, დღისით ბუნებრივი განათების პირობებში, მშვიდ ვითარებაში სომხური ენის თარჯიმნის მაია კაკაჩიშვილისა და უფროსი ექსპერტის რაინდი კაპანაძის მონაწილეობით გახსნილი იქნა, სს საქმეზე 2019 წლის 28 მარტს შსს სსიპ ,,112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოდან გამოთხოვნილი ინფორმაცია, 2018 წლის 03 დეკემბერს 14:26 საათზე შსს სსიპ „112“-ში მობილური ტელეფონის ნომრიდან 592-31-51-42-დან განხორციელებული ზარისა და საუბრის აუდიო ჩანაწერი, ჩაწერილი ერთ ცალ DVD დისკზე დალუქული სპეცპაკეტში. ლუქის მთლიანობა არ არის დარღვეული, ლუქზე აღნიშნულია სისხლის სამართლის საქმის, დასმულია თარიღი 28.03.2019წმ ობიექტი: 1 (ერთი) ცალი DVD დისკი, ხელმოწერილია თამაზ ფაილოძის და ნატო ბუცხრიკიძის მიერ. სპეცპაკეტში აღმოჩნდა 1 (ერთი) ცალი DVD დისკი, რომელიც მოთავსებული იქნა კომპიუტერში და გახსნის შედეგადმასზე აღმოჩნდა ერთი აუდიოფაილიწარწერით 592315142, დათარიღებული 03.12.2018. აღნიშნული აუდიო ფაილის გახსნის შედეგად დადგინდა რომ აუდიოჩანაწერის ხანგრძლივობა არის 11 წამი, სადაც ისმის 112-ის ოპერატორი ქალის ხმა ქართულად ,,ერთი, ერთი, ორი გისმენთ“, შეტყობინების ინიციატორი ოპერატორთან ვერბალურ კონტაქტს არ ამყარებს და ყურმილს მიღმა ისმის მამაკაცის ხმამაღალი სომხურენოვანი საუბარი მესამე პირთან: ჩემი აიდიკა სად არის? მესამე პირი რაღაცას პასუხობს (სიტყვები არ ირჩევა), ზარის ინიციატორი მამაკაცი გაურკვეველ მოკლე ბგერებს წარმოთქვამს ,,გიი??“, ოპერატორი ქალი კვლავ იმეორებს ,,ერთი, ერთი, ორი გისმენთ“, ინიციატორი მამაკაცი ასევე სომხურ ენაზე აგრძელებს ,,ხო მოვ..ანი ეგრევე... კარგი ვქენი“, რითიც წყდება სატელეფონო კავშირი.
ზემოთ აღნიშნული დისკიდან 1 (ერთი) ცალ ახალ DVD დისკზე გადაწერილი იქნა მასზე არსებული აუდიოჩანაწერი დაცვის მხარეზე გადასაცემად, რის შემდეგაც ზემოთ აღნიშნული დისკი და ძველი სპეცპაკეტი დაილუქა სათანადო წესით სპეცპაკეტში გადაღებული იქნა ფოტოსურათები, რომელიც თან ერთვის ოქმს.( ტ.4.ს.ფ.3-6).
2019 წლის 04 აპრილის ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია:
1.ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პაკეტში წარწერით ,,ხაჯაკ ტოროსიანის გვამის ორივე ხელიდან აღებული ანაწმენდი“ , მოთავსებულ მარჯვენა ხელის ანაწმენდზე და მარცხენა ხელის ანაწმენდზე დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები არ აღინიშნება.
ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გალუსტ მკრტჩიანის : მარჯვენა ხელის ანაწმენდზე, მარცხენა ხელის ანაწმენდზე, სახის მარჯვენა მხრიდან აღებულ ანაწმენდზე, მარჯვენა და მარცხენა ყურიდან და ცხვირის მარჯვენა და მარცხენა ნესტოდან აღებულ სპეც. დანიშნულების ბამბისთავიან ჩხირებზე დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილეკები არ აღინიშნება.
2. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პაკეტში წარწერით ,,ხაჯაკ ტოროსიანის ტანსაცმელი“ (FCI459181), მოთავსებულ: ქურთუკის, მოწითალო ფერის სვიტერის და შარვლის ზედაპირებზე აღინიშნება დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები, ჟაკეტის, მოშავო ფერის სვიტერის, გრძელსახელოებიანი მაისურის, მოკლესახელოებიანი მაისურის, გრძელტოტებიანი ქვედა საცვლის, ტრუსის, ორი წყვილი წინდის და წყვილი ფეხსაცმლის ზედაპირზე დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები არ აღინიშნება.
ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გალუსტ მკრტჩიანის: ჯინსის შარვლის ზედაპირზე აღინიშნება დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები: ქურთუკის, სვიტრის, ნაქსოვი ქუდის და წყვილი ფეხსაცმლის ზედაპირებზე დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები არ აღინიშნება. ( ტ.4.ს.ფ.78-89).
2019 წლის 03 აპრილის N002167519 ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ სეროლოგიური და გენეტიკური კვლევის შედეგად სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგენილია, რომ პაკეტში წარწერით: ,,...პისტოლეტი N TO620-06BO7744 მოდელი ,,TISAS-KANON116” მოთავსებულ იარაღზე (N1-3) და ვაზნებზე (ობ N5) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ N1,3-ის მაჟორული წილი გალუსტ მკრტჩიანის (ობ. N31; პაკეტი წარწერით: ,,... გალუსტ მკრტჩიანისაგან აღებული სისხლის ნიმუშები...“) გენეტიკური პროფილის იდენტურია. ხოლო ობ.N1,3-ის მინორული წილი და ობ.N2,5-ის შერეული გენეტიკური პროფილები იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია.
ამავე პაკეტში მოთავსებულ მჭიდზე (ობ.N4) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.
პაკეტში წარწერით: ,,...1 (ერთი) ცალი მასრა...“ მოთავსებულ მეტალის საგანზე (ობ.N6) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.
პაკეტში წარწერით: ,,...ა/მანქანა ,,ფორდ ტრანზიტის’ სავარძლიდან ამოღებული ერთი ცალი ტყვიის გულა...“ მოთავსებულ მეტალის საგანზე (სავარაუდოდ ტყვიაზე) არსებული მოწითალო-მოყავისფრო დანაშრევები (ობ.N7) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N7-ის გენეტიკური პროფილი ხაჯაკ ტოროსიანის (ობ.N30; პაკეტი წარწერით: ,,...ხაჯაკ ტოროსიანის გვამიდან აღებული სისხლის ნიმუში...“) გენეტიკური პროფილის იდენტურია.
პაკეტში წარწერით: ,,...ა/მანქანა ,,ფორდ ტრანზიტის“ სახ. NVZW-882 მგზავრის სავარძლიდან ამოღებული წითელი ფერის სისხლისმაგვარი ლაქა-გვერდიდან ანაწმენდის ნიმუშით...“ მოთავსებულ დოლბანდის ფრაგმენტზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ.N8) და პაკეტში წარწერით: ,,...ქვის კენჭები მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით...“ მოტავსებულ ქვისმაგვარ ფრაგმენტებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო მბზინავი ზედაპირის მქონე დაბაშრევები (ობ. N9) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, ობ.N8,9-ის გენეტიკური პროფილი ხაჯაკ ტოროსიანის (ობ.N30) გენეტიკური პროფილის იდენტურია.
პაკეტში წარწერით: ,,...ხაჯაკ ტოროსიანის გვამის ხელის ფრჩხილებიდან აღებული ნიმუშები 2 პაკეტად...“ მოთავსებული ფრჩხილების ფრაგმენტებიდან გაკეთებული ანაწმენდები (ობ.N10,11) სისხლს არ შეიცავს. ობ.N10,11)-ის გენეტიკური პროფილი ხაჯაკ ტოროსიანის (ობ.N30) გენეტიკური პროფილის იდენტურია.
პაკეტში წარწერით: ,,გალუსტ მკრტჩიანის მარჯვენა და მარცხენა ხელების ათივე თითის ფრჩხილებიდან აღებული ანაწმენდები“ მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირების ბამბიან ბოლოებზე არსებული ბიომასალის (ობ.N12,13) გენეტიკური პროფილი გალუსტ მკრტჩიანის (ობ.N31) გენეტიკური პროფილის იდენტურია.
პაკეტში წარწერით: ,,...ხაჯაკ ტოროსიანის ტანსაცმელი...“ მოთავსებულ ქურთუკზე (ობ.N14, 15), მოშავო ფერის (ობ.N16), მოყავისფრო (ობ.N19) და მონაცრისფრო (ობ.N20) მაისურებზე, ქურთუკის სტილის ზედა ჩასაცმელზე (ობ.N17,18) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები და ამავე პაკეტში მოთავსებულ ჯემპრზე არსებული მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები და ამავე პაკეტში მოთავსებულ ჯემპრზე არსებული მოყავისფრო უბნებიდან გაკეთებული ანაწმენდები (ობ.N21,22) წარმოადგენენ ადამიანის სისხლს. ობ. N14-22-ის გენეტიკური ფროფილი ხაჯაკ ტოროსიანის (ობ.N30) გენეტიკური პროფილის იდენტურია.
პაკეტში მოთავსებულ შავი ფერის ნაჭრის შარვალზე არსებული ღია მოყავისფრო ლაქები (ობ.N23,24) სისხლს არ წარმოადგენს.
ამავე პაკეტში მოთავსებულ ქვედა საცვალზე, ორ წყვილ წინდაზე, შავი ფერის ნაქსოვ, რეიტუზის სტილის შარვალზე და ერთ წყვილ ფეხსაცმელზე სისხლზე საეჭვო ლაქები არ აღენიშნება.
პაკეტში წარწერით; ,,...გალუსტ მკრტჩიანის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი...“ მოთავსებულ ქურთუკზე არსებული ღია მოყავისფრო ლაქები (ობ.25,26), შარვალზე არსებული ღია მოყავისფრო-მოყვითალო ფერის ლაქა (ობ.N27) მარჯვენა ფეხსაცმლის ენის შიდა ზედაპირზე არსებული მოყავისფრო ლაქები (ობ.N28) და ჯემპრზე არსებული მოყავისფრო-მონაცრისფრო ლაქა (ობ.N29) სისხლს არ წარმოადგენს.
ამავე პაკეტში მოთავსებულ ქუდზე და მარცხენა ფეხსაცმელზე სისხლზე საეჭვო ლაქები არ აღენიშნება( ტ.4.ს.ფ.90-101).
2019 წლის 04 აპრილის N002291719 ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ 1.ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გალუსტ მკრტჩიანის: ქურთუკის, ჯინსის შარვლის და მარჯვენა ფეხსაცმლის ზედაპირებზე აღინიშნება მოწითალო-მოყავისფრო პოლიაკრილის ბოჭკოები, ასევე ქურთუკის და ჯინსის შარვლის ზედაპირებზე აღინიშნება მოშავო-მოყავისფრო პოლიაკრილის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება პაკეტში წარწერით: ,,ხაჯაკ ტოროსიანის ტანსაცმელი , მოთავსებული მოწითალო ფერის სვიტერის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესანამის ბოჭკოებთან.
ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პაკეტში წარწერით: ,,ხაჯაკ ტოროსიანის ტანსაცმელი , მოთავსებულ: ქურთუკის და შარვლის ზედაპირებზე აღინიშნება არათანაბრად შეღებილი მოშავო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება გალუსტ მკრტჩიანის ჯინსის შარვლის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.
2. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პაკეტში წარწერით: ,,ხაჯაკ ტოროსიანის გვამის ხელის ფრჩხილებიდან აღებული ნიმუშები“ (FCI396480) მოტავსებულ: მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილების გადანაჭრებში ბოჭკოების მიკრონაწილაკები არ აღინიშნება.
3. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პაკეტში წარწერით: ,,გალუსტ მკრტჩიანის მარჯვენა და მარცხენა ხელების ათივე თითის ფრჩხილებიდან აღებული ანაწმენდები“ მოთავსებულ სპეც. დანიშნულების ბამბისთავიანი ჩხირები ბოჭკოების მოკრონაწილაკების გამოსაკვლევად უვარგისია კვლევით ნაწილში მითითებული მიზეზის გამო( ტ.4.ს.ფ.102-117).
2019 წლის 12 აპრილის შემთხვევის ადგილის და სხვა ადგილის დამატებით დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილზე მივდივართ სს საქმეზე 2018 წლის 03 დეკემბერს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, რომელიც წარმოადგენს ნინოწმინდის რაიონის სოფელ ფოკის ტერიტორიულ ორგანოს ადმინისტრაციული შენობის წინ განთავსებულ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების მოსაცდელი შენობის მიმდებარე ტერიტორიას. მოსაცდელი შენობის წინ არის მოასფალტებული საავტომობილო გზა. მარჯვენა და მარცხენა მხარეს ტერიტორია არის გრუნტით დაფარული, ხოლო უკან განთავსებულია სოფ.ფოკის ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაციული შენობა. მოსაცდელი შენობის მარცხნივ, მარჯვნივ და წინ მიმდებარე ტერიტორია 30 (ოცდაათი) მეტრის რადიუსში დამატებით დათვალიერებული იქნა დეტალურად სპეციალური ტექნიკური საშუალების Fisher-ის ფირმის ლითონმძებნის გამოყენებით, რის შედეგადაც საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ნივთი, საგანი ან ნივთიერება აღმოჩენილი ვერ იქნა. გადაღებული იქნა ფოტოსურათები, რომელიც ერთვის ოქმს( ტ.4.ს.ფ.139-150).
2019 წლის 11 აპრილის N 002434119 ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, 1(12). გამოსაკვლევი იარაღი წარმოადგენს სტანდარტულ, ქარხნული წესით დამზადებულ უცხოური (თურქული) წარმოების, 9მმ (9x19) კალიბრის ცეცხლსასროლ ირაღთა კატეგორიაში შემავალ ,,Kanuni 16“ მოდელის NT0620-06B07744 პისტოლეტს. იგი ვარგისია სროლისათვის და მისგან ნაწარმოებია გასროლა (გასროლები) ბოლო გაწმენდის შემდეგ;
-გამოსაკვლევი 7 (შვიდი) ვაზნა წარმოადგენს მრვალი ერთეული, შესაბამისი კალიბრის და კონსტრუქციის იარაღისადმი, მათ სორის წარმოდგენილი ,,Kanuni 16“ მოდელის პისტოლეტებისთვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას - 1908 წლის ნიმუშის ,,P 08 ე.წ ,,ლუგერის“ ვაზნებს. ისინი ვარგისი იყო გამოსაყენებლად - სროლისათვის.
2(13). 5(16). გამოსაკვლევი მასრა და ტყვია წარმოადგენს სტანდარტულ, ქარხნული წესით დამზადებულ, მრავალი ერთეული, შესაბამისი კალიბრისა და კონსტრუქციის იარაღისადმი, მათ შორის წარმოდგენილი ,,Kanuni 16“ მოდელის პისტოლეტებისთვის განკუთვნილ საბრძოლო მასალის, 9მმ კალიბრის, 1908 წლის ნიმუშის ,,ლუგერის“ ,,P 08“ ვაზნის შემადგენელ კომპონენტებს.
3.(14). გამოსაკვლევი ტყვია და მასრა ნასროლია წარმოდგენილი ,,Kanuni 16“ მოდელის NT0620-06B07744 პისტოლეტიდან.
6.(17). გამოსაკვლევად წარმოდგენილ ,,ხაჯაკ ტოროსიანის“ ნივთებიდან ქურთუკზე (სშესაბამისად ნაცრისფერ ქურთუკზე ჟაკეტი), მოშაო ფერის ჯემპრზე, ნაქსოვ შინდისფერ ჯემპრზე, გრძელსახელოებიან ღია ყავისფერ მაისურზე და მონაცრისფრო მოკლესახელოებიან მაისურზე), კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალურ მონაკვეთებზე არსებული N1 და N4 დაზიანება ცეცხლნასროლი წარმოშობისაა და განვითარებულია სპილენძის შემცველი ჭურვების მოქმედებით, N1 დაზიანების შემთხვევაში ახლო - სროლის დამატებითი აფქტორების მოქმედების ზონაში დაახლოებით 80სმ-1მ, ხოლო N4 დაზიანების შემთხვევაში არაახლო დაახლოებით 1 – 1,5 მ-ის ზემოთ მანძილიდან, ტანსაცმლის მიმართ როგორც წინიდან ასევე უკნიდან სროლისას.
N2, 3 და 5 დაზიანება მორფოლოგიური მახასიათებლებითა და დაზარალებულის N93/05/9-1 დასკვნის მონაცემების მიხედვით წარმოადგენს შემავალ-გამავალ ცეცხლნასროლ დაზიანებებს( ტ.4.ს.ფ. 150-165).
2019 წლის 01 იანვრის ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 22 აპრილს შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, დღისით ბუნებრივი განთების პირობებში, მშვიდ ვითარებაში გახსნილი იქნა სს 1 საქმეზე შპს ,,ვიონი საქართველო“-დან გამოთხოვნილი ინფორმაცია ჩაწერილი ერთ ცალ დისკზე, დალუქული ერთ პაკეტად, ლუქის მთლიანობა არ არის დარღვეული, პაკეტში აღმოჩნდა 1 (ერთი) ცალი CD-R დისკი, რომელიც მოთავსებული იქნა კომპიუტერში და გახსნის შედეგად მასზე აღმოჩნდა ორი ცალი ფაილი წარწერით 11d-56-s-19 და andzebis adgilmd, პირველი ფაილის გახსნის შემდეგ მასში აღმოჩნდა ტელეფონის ნომრების 592 77 33 51, 592 31 51 42 და 568 40 01 05 დეტალური ინფორმაცია, ხოლო მეორე ფაილში აღმოჩნდა ანძების კოდები, ადგილმდებარეობა და მათი დასახელება.
ზემოთ მითითებული ნომრების დეტალური ინფორმაციის დათვალიერებისას ფიქსირდება ინფორმაცია, საიდანაც ამოწერილი იქნა გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია, კერძოდ:
2018 წლის 03 დეკემბრის 14:14:33 საათზე გამავალი ზარი 592 31 51 42 ნომრიდან 574 07 27 69 ნომერზე, საუბრის ხანგრძლივობა არის 16 წამი.
2018 წლის 03 დეკემბრის 14:23:50 საათზე გამავალი ზარი 592 31 51 42 ნომრიდან 568 40 01 05 ნომერზე, საუბრის ხანგრძლივობა არის 34 წამი.
2018 წლის 03 დეკემბრის 14:25:55 საათზე გამავალი ზარი 592 31 51 42 ნომრიდან 568 40 01 05 ნომერზე, საუბრის ხანგრძლივობა არის 31 წამი.
2018 წლის 03 დეკემბრის 14:26:44 საათზე გამავალი ზარი 592 31 51 42 ნომრიდან 112 ნომერზე, საუბრის ხანგრძლივობა არის 14 წამი.
2018 წლის 03 დეკემბრის 14:33:59 საათზე გამავალი ზარი 568 40 01 05 ნომრიდან 568 84 85 04 ნომერზე, საუბრის ხანგრძლივობა არის 16 წამი.
2018 წლის 03 დეკემბრის 14:34:48 საათზე გამავალი ზარი 592 31 51 42 ნომრიდან 579 08 07 53 ნომერზე, საუბრის ხანგრძლივობა არის 15 წამი.
2018 წლის 03 დეკემბრის 14:34:49 საათზე გამავალი ზარი 592 77 33 51 ნომრიდან 568 79 97 43 ნომერზე, საუბრის ხანგრძლივობა არის 37 წამი.
2018 წლის 03 დეკემბრის 14:44:40 და 14:47:25 საათზე შემავალი ზარები 592 31 51 42 ნომერზე, 579 08 07 53 ნომრიდან, საუბრის ხანგრძლივობა არის 94 და 61 წამი.
გამოძიებით დადგენილია, რომ 592 31 51 42 ნომერი ეკუთვნის ბრალდებულ გალუსტ მკრტჩიანს, 568 40 01 05 ნომერი ეკუთვნის ბრალდებულის გალუსტ მკრტჩიანის მამას ლევონ მკრტჩიანს, 592 77 33 51 ნომერი ეკუთვნის გარდაცვლილის ხაჯაკ ტოროსიანის სიძეს ვარუჟან აივაზიანს, 568 79 97 43 ნომერი ეკუთვნის გარდაცვლილის ხაჯაკ ტოროსიანის მამას ვაღარშაკ თოროსიანს, 579 08 07 53 ნომერი ეკუთვნის ბრალდებულის გალუსტ მკრტჩიანის მეუღლეს ოლინკა მადოიანს.
ზემოთ აღნიშნულ ორივე ფაილში მოთავსებული ინფორმაცია დაბეჭდილი იქნა 10 (ათი) ცალ თაბახის ფურცელზე, რომელიც დაერთო ოქმს. აღნიშნული დისკიდან 1 (ერთი) ცალ ახალ CD-R დისკზე გადაწერილი იქნა მასზე არსებული ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია დაცვის მხარეზე გადასაცემად, რის შემდეგაც ზემოთ აღნიშნული დისკი და ძველი პაკეტი დაილუქა ერთ ცალ მუყაოს კონვერტში, ხოლო გადაწერილი 1 (ერთი) ცალი CD-R დისკი დაილუქა ერთ ცალ მუყაოს კონვერტში
გამოყენებული იქნა ტექნიკური საშუალებები: კომპიუტერი, რომლის თაობაზეც ეცნობა საგამოძიებო მოქმედების მონაწილეებს(ტ.4.ს.ფ.186-197).
2019 წლის 17 იანვრის სასამართლო ექსპერტიზის N23/05/9-4 დასკვნით დადგენილია, რომ გალუსტ მკრტიჩიანის სხეულზე ტრამვული დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.( ტ.5.ს.ფ.12-14)
2019 წლის 17 მაისის ფონოსკოპიური ექსპერტიზის N150/ფ დასკვნის თანახმად 1.ჩატარებული კომპლექსური ანალიზის შედეგად გამოსაკვლევად შემოსულ აუდიოგრამებზე მონტაჟის ნიშნები არ აღინიშნება.
2.ექსპეტრიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი სადავო ჩანაწერი ნათარგმნია სომხური ენიდან ქართულ ენაზე თარჯიმნის მიერ ად წარმოდგენილია ცალკე დანართის სახით.
3.ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ჩანაწერების გამოკვლევისას სპექტრული მაქსიმუმების თანხვედრა აშკარაა, რაც გვაძლევს საფუძველს დავასკვნათ, რომ სადავო და ეტალონური ფონოგრამები ტექნიკური თვალსაზრისით ერთმანეთის თავსებადია დიქტორისათვის:
გალუსტ მკრტჩიანი-ფონოგრამაში: 592315142 03.12.2018 ( ტ.6.ს.ფ.4-17)
სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტებმა დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნების სისწორე.
2018 წლის 04 დეკემბრის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ დადგენილების მიხედვით ვაღარშაკ ტოროსიანი ცნობილი იქნა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ სსსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით ისჯება განზრახ მკვლელობა. მართალია, აღნიშნული მუხლი საკანონმდებლო კონსტრუქციის თვალსაზრისით ე.წ. მარტივი შემადგენლობის სახითაა წარმოდგენილი, თუმცა სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნაწილის მუხლების მოშველიებით შესაძლებელია ამ დანაშაულის ნიშნების გამოვლენა. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის უნდა არსებობდეს სუბიექტური მხრივ, სხვისი სიცოცხლის მოსპობის (ნებისმიერი ფორმის) განზრახვა, ობიექტური მხრივ - აღნიშნულისკენ მიმართული (ნებისმიერი სახის) ქმედება, სასიკვდილო შედეგი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და სიკვდილს შორის. სსკ-ის 108-ე მუხლის ობიექტია სხვა ადამიანის სიცოცხლე. მკვლელობის ობიექტური შემადგენლობა მოიცავს როგორც მოქმედებას, ასევე უმოქმედობას. სსკ-ის 108-ე მუხლი მიეკუთვნება მატერიალურ დანაშაულებს, რის გამოც მისი დამთავრებულად ცნობისთვის აუცილებელია შედეგი. ეს, თავის მხრივ, მოითხოვს მიზეზობრივი კავშირის არსებობას ქმედებასა და შედეგს შორის.
სუბიექტური მხრივ სსკ-ის 108-ე მუხლი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ განზრახ. ამასთან, ის შეიძლება განხორციელდეს, როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი (ევენტუალური) განზრახვით. მკვლელობისთვის დამახასიათებელია როგორც წინასწარ მოფიქრებული, ასევე უეცრად წარმოშობილი განზრახვა. ამასთან, მნიშვნელოვანია უშუალოდ ქმედების ჩადენის დროს არსებული განზრახვა და არა წინმსწრები ან ქმედების შემდგომი სუბიექტური მდგომარეობა ქმედების სუბიექტისა.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებული დაზარალებულ ხაჟაკ ტოროსიანის სიცოცხლის მოსპობისას მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით.
აღნიშნულთან ერთად განზრახ მკვლელობის დადგენა მოითხოვს, არ არსებობდეს მართლწინააღმდეგობისა და ბრალის გამომრიცხველი გარემოებები. ამდენად, უნდა გაირკვეს, ხომ არ იმყოფებოდა ბრალდებული მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ გარემოებებში.
ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნორმათა ერთობლიობა, რომელიც მიმართულია ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლში მითითებულია, რომ ,,სიცოცხლე ადამიანის ხელშეუხებელი უფლებაა და მას იცავს კანონი’’, ასევე, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-3 მუხლში აღიარებულია ადამიანის უფლება სიცოცხლეზე.
ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მატერიალური შემადგენლობისაა და იგი დამთავრებულად ითვლება მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ანუ სიცოცხლის მოსპობის მომენტიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი აქვს მკვლელობის მცდელობას ან მის მომზადებას.
იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულის სწორი კვალიფიკაცია, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის ქმედებაში დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობის დადგენას, ანუ, კანონით გათვალიწინებული დანაშაულებრივი ნიშნების დამთხვევას, განსახილველი ქმედების ფაქტობრივი გარემოებებთან. სასამართლომ ერთობლიობაში გააანალიზა სისხლის სამართლის საქმის განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულ გალუსტ მკრტჩიანის მიერ ჩადენილი ქმედება, ზუსტ შესაბამისობაშია, მის მიმართ, წარდგენილი ბრალდებებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებთან შემდეგ გარემოებათა გამო:
ბრალდებულის განზრახვის შინაარსის საკითხის გადაწყვეტისათვის, მნიშვნელოვანია მხედველობაში იქნეს მიღებული ჩადენილი დანაშაულის ყველა გარემოების ერთობლიობა, მათ შორის ბრალდებულისა და დაზარალებულის ქცევა დანაშაული ჩადენამდე და მათი ურთიერთდამოკიდებულება. მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია და ამას თავად ბრალდებულიც ადასტურებს, რომ გარდაცვლილ ხაჟაკ ტოროსიანი მას მუდმივად აყენებდა შეურაცხყოფას, ამცირებდა, ერთხელ ისე ცემა, რომ საავადმყოფოში მოხვდა, არბევდა მის ოჯახს, შიშით ცხოვრობდნენ. მკვლელობის დღესაც მიაყენა შეურაცხოფა მაღაზიიდან გამოსულ გალუსტ მკრტჩიანს. ამის შემდეგ ბრალდებული მიდის სახლში, იღებს შენახვის უფლებით არსებულ იარაღს, ბრუნდება ისევ იმ ადგილას სადაც ნახა დაზარალებული, რომელსაც კვლავ ხვდება და ესვრის იარაღს. შესაძლებელია იმ მომენტისათვის, ბრალდებულის მიზანი, ან მიზნის მიღწევის საშუალება არ იყო ხაჟაკ ტოროსიანის სიკვდილი, მაგრამ ბრალდებულმა იცოდა, რომ მის მოქმედებას აუცილებლად მოყვებოდა ხაჟაკ ტოროსიანის სიკვდილი და შეგნებულად უშვებდა მის დადგომას. აქედან გამომდინარე, ბრალდებულ გალუსტ მკრტჩიანის მიერ, უეცრად წარმოშობილი განზრახვის შედეგად, შურისძიების მოტივით, იარაღიდან გასროლა გახდა დაზარალებულის გარდაცვალების მიზეზი, რადგანაც, ბრალდებულის ამ მოქმედების განხორციელების გარეშე მისი სიკვდილი არ დადგებოდა.
ბრალდებულის მამის ჩვენებით დადგენილია, რომ მის შვილ გალუსტ მკრტჩიანს ხელში ეჭირა იარაღი და ეზოში დაბნეულად დადიოდა წინ და უკან, კითხა თუ რა ხდებოდა, რაზეც გალუსტმა მიუგო რომ ხაჯაკ თოროსიანი მოკლა. მოწმის განმარტებით ხაჟაკ ტოროსიანი გამუდმებით ავიწროვებდა მათ ოჯახს, შიშით ცხოვრობდნენ , ბევრი მტერი ყავდათ და გარდაცვლილი მათ ხელში იარაღი იყო.
აიდა მკრტჩიანის ჩვენებით დადგენილია, რომ შიშით ცხოვრობდნენ კარი სულ ჩაკეტილი ქონდათ, ზაფხულში ჩხუბი რომ მოხდა ოჯახები არ შეხვედრილან, გალუსტა წაიყვანეს კომაში ცუდ მდგომარეობაში იყო, ზაფხულის ჩხუბის მერე გალუსტა სოფელ ფოკაში რამდენჯერ ჩამოვიდა, მაგრამ როცა ჩამოდიოდა ხაჟაკა სულ ემუქრებოდა.
ოლენკა მადოიანი განმარტავს რომ მის მეუღლეს იარაღი ქონდა ოღონდ როდის შეიძინა არ იცის, ეს იარაღი არც სახლში უნახავს შენახული და არც ის უნახავს რომ მის მეუღლეს იარაღი თან ეტარებინოს. 2013 წლიდან დაიწყეს მათი ოჯახის დევნა, შურდათ მათ ქონება რომ ქონდათ და არ სურდათ სოფელში რომ ეცხოვრათ. გალუსტა უყვებოდა რომ ემუქრებოდნენ და ბოლოს რომ იყო გასვენებისთვის ჩამოსული უთხრა რომ ჯობდა საქონელი გადაეყვანათ და წასულიყვნენ, ბავშვები წაეყვანათ თბილისში ან მარნეულში, წასვლის მიზეზი ის იყო რომ ზღუდავდნენ არ აცდიდნენ ცხოვრებას სულ წნეხის ქვეშ იყვნენ და მაგიტომ უნდოდა გადასვლა. გალუსტამ უთხრა რომ სახლ-კარის გადაწვა უნდოდათ ასევე უთხრა როცა ფარაში იყო ვიღაცეები მიდიოდნენ პივის ბოთლებით და ესროდნენ აშინებდნენ და ემუქრებოდნენ.
რაც შეეხება დაცვის მხარის განმარტებას იმასთან დაკავშირებით რომ გალუსტ მკრტჩიანის მეირ ჩადენილია განზრახ მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რაც გამოიწვია დამნაშავის მიმართ მსხვერპლის მართლსაწინააღმდეგო ძალადობამ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის პირველი ნაწილით, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს რომ 2019 წლის 11 თებერვლის N000932319 ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, გალუსტ მკრტჩიანი ფსიქიკურად დაავადებული არ არის, ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს გალუსტ მკრტჩიანი ფსიქიკურად დაავადებული არ იყო და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით გალუსტ მკრტჩიანს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს სწორი ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. გალუსტ მკრტჩიანი რაიმე ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს შეუშლიდა სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. გალუსტ მკრტჩიანს აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. გალუსტ მკრტჩიანი იძულებით ან არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. გალუსტ მკრტჩიანს არ აქვს ფსიქიკური ნაკლი.
მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს გალუსტ მკრტჩიანი არ იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში.
გალუსტ მკრტჩიანი დანაშაულის ჩადენის დროს არ იმყოფებოდა სხვა არაპათოპლოგიურ მდგომარეობაში, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ბრალდებულის ცნობიერებაზე და ქცევაზე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილი დასჯად ქმედებად აცხადებს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებას. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის უნდა დადგინდეს:
1. დანაშაულის სუბიექტი ანუ პირი, რომელმაც განახორციელა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო ტარება;
2. ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალაზე მფლობელობის მოპოვება უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესის დარღვევით;
3. დანაშაულის სუბიექტი კანონიერი უფლების გარეშე უნდა ატარებდეს ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას.
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება:
1. იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულის სწორი კვალიფიკაცია, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის ქმედებაში დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობის დადგენას, ანუ, კანონით გათვალიწინებული დანაშაულებრივი ნიშნების დამთხვევას, განსახილველი ქმედების ფაქტობრივი გარემოებებთან. სასამართლომ ერთობლიობაში გააანალიზა სისხლის სამართლის საქმის განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულ გალუსტ მკრტჩიანის მიერ ჩადენილი ქმედება, ზუსტ შესაბამისობაშია მას მიმართ წარდგენილი ბრალდებებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებთან, შემდეგ გარემოებათა გამო:
- იარაღის კანონიერი ტარების უფლება აქვს იარაღის მესაკუთრეს და იარაღით მოსარგებლეს.
,,იარაღის შესახებ“ კანონის თანახმად, იარაღის მესაკუთრეა პირი, რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს იარაღის ფლობის, განკარგვისა და იარაღით სარგებლობის უფლება.
იარაღით მოსარგებლე კი არის პირი, რომელსაც იარაღი გადაცემული აქვს დროებითი სარგებლობისათვის, სამსახურებრივ მოვალეობათა შესასრულებლად.
იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება, გამოიხატება იარაღთან ერთად გადაადგილებაში, როდესაც, პირს ამის კანონიერი უფლება არ აქვს. ეს შეიძლება განხორციელდეს ტანსაცმლით, ჩანთით, მანქანით, რომლითაც იგი მოძრაობს და ა.შ.
იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება უფრო მომეტებული საშიშროების შემცველია, ვიდრე მისი მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა. ტარების დროს პირს აქვს ფაქტობრივი შესაძლებლობა დაუყონებლივ გამოიყენოს იგი.
იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება არის იმ შემთხვევაშიც, როცა იარაღს ატარებს ის პირი, ვისაც მართალია, აქვს მისი შენახვის კანონიერი უფლება, მაგრამ არ აქვს ტარების უფლება.
სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული დამთავრებულად ითვლება მასში ჩამოთვლილი ნებისმიერი მოქმედების-შეძენის, შენახვის, ტარების ჩადენისთანავე და მძიმე შედეგის დადგომა არაა საჭირო.
ჩამოთვლილი ქმედებათაგან შენახვის და ტარების ჩადენა იწყება მოქმედებით (მაგალითად პირმა შინიდან გასვლის წინ ჯიბეში ჩაიდო ცეცხლსასროლი იარაღი), და შემდეგ უწყვეტად ხორციელდება. იარაღის უკანონო შენახვა ან ტარება დამთავრებულია ამ ქმედების შეწყვეტის მომენტიდან.
ეს დანაშაული განზრახი დანაშაულია, რადგანაც პირს შეგნებული აქვს, რომ კანონიერი ნებართვის გარეშე ატარებს ცეცხლსასროლ იარაღს.
სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ნებისმიერ განზრახ დანაშაულს გააჩნია თავისი მოტივი და მიზანი. პირის მიერ განხორციელებული ნებისმიერი მოქმედება ხასიათდება თავისთვის დამახასიათებელი ნებელობითი ხასიათით, რის გამოც, პირველ რიგში დადგენილი უნდა იქნეს თუ რა მიზანი ამოძრავებდა ქმედების ჩამდენს, სად და რა ვითარებაში ახორციელებდა თავის ქმედებას და რისი მიღწევა სურდა მას. ამ გარემოებების დადგენა ხელს შეუწყობს სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სწორად შეფასებას.
ბრალდებულს წარდგენილი აქვს იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარება, რომლის ჩადენაც აუცილებლად მოითხოვს მოქმედების განხორციელებას, რადგან ცეცხლსასროლი იარაღის ტარება ყოველთვის გამოიხატება იარაღთან ერთად გადაადგილებაში, როდესაც პირს ამის კანონიერი უფლება არ აქვს და იგი დამთავრებულად ითვლება ჩადენისთანავე და მძიმე შედეგის დადგომა, ან კონკრეტული საფრთხის შექმნა საჭირო არ არის. ამასთან ამ შემთხვევაში პირს გაცნობიერებული აქვს, რომ კანონიერი ნებართვის გარეშე ატარებს ცეცხლსასროლ იარაღს და სურს ასეთი ქმედების ჩადენა.
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების დადგენისათვის მნიშვნელოვანია, როგორც პირის განზრახვის შინაარსის გარკვევა, ასევე, იმ რეალური გარემოებების შეფასებაც, სადაც მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა ჩადენილი. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გალუსტ მკრტჩიანი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს. ბრალდებულის მამის განმარტებით მის შვილს გალუსტ მკრტჩიანს საკუთრებაში ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი, ეს იარაღი დაინახა პირველად მაშინ, როდესაც შეიძინა და მეორედ როდესაც გალუსტი ეზოში დაბნეული ამ იარაღით ხელში დადიოდა, 5 წლის განმავლობაში იარაღი სად იყო შენახული არ იცის. იარაღი რომ მიუტანონ ვერ ამოიცნობს, რომელი იარაღი ჰქონდა გალუსტს ხელში. მოწმე განმარტავს რომ მის შვილს იარაღი შენახვის უფლებით ჰქონდა. გალუსტ მკრტჩიანი ამ იარაღს ინახავდა სახლში, არასოდეს, არ ატარებდა ამ იარაღს. თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ჩადენა აუცილებლად მოითხოვს მოქმედების განხორციელებას ასეთი მოქმედება ბრალდებულმა უკვე განახორციელა საცხოვრებელი ბინიდან გამოსვლამდე და მხოლოდ ამის შემდგომ დატოვა საცხოვრებელი სახლი და გამოვიდა ქუჩაში. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია შეფასდეს შეუქმნა თუ არა ბრალდებულმა ამ მოქმედებით საფრთხე საზოგადოებრივ უშიშროებას, რასაც სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რადგანაც, ბრალდებული საცხოვრებელი ბინიდან გამოსვლის შემდგომ შეიარაღებული იყო ცეცხლსასროლი იარაღით და მოძრაობდა ქუჩაში, რაც გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენდა საზოგადოებისათვის, მითუმეტეს, რომ ცეცხლსასროლი იარაღის ტარების შემადგენლობისათვის განხორციელებულ ქმედებასა და არსებულ საფრთხეს შორის მიზეზობრიობის დადგენა საჭირო არ არის, რადგანაც, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც ზოგადად შეექმნა საფრთხე საზოგადოებრივ უშიშროებას.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ..
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამტკიცდა, რომ 2018 წლის 03 დეკემბერს, დაახლოებით 14:00 საათიდან -15:00 საათამდე პერიოდში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში მდებარე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, გალუსტ მკრტჩიანმა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მისი კუთვნილი TISAS-KANUNI 16 მოდელის, 9x19 კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ხაჟაკ ტოროსიანს გულმკერდის და სახის არეში მიაყენა ცეცხლნასროლი ჭრილობები, რის შედეგად ხაჟაკ ტოროსიანი გარდაიცვალა.
ასევე 2018 წლის 03 დეკემბერს, დღის საათებში გალუსტ მკრტჩიანი ნინოწმინდის რაიონის სოფ.ფოკაში გადაადგილდებოდა და მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა მის სახელზე შენახვის უფლებით რეგისტრირებულ TISAS-KANUNI 16 მოდელის, T 0620-06 B 07744 9x19 კალიბრის ცეცხლსასროლ იარაღს, რაც იმავე დღეს 14:50 საათზე ქალაქ ნინოწმინდისაკენ მიმავალ საავტომობილო გზაზე მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. გალუსტ მკრტჩიანს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელისა გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
ამასთან დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ, დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში.
გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია. სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული.
სასჯელი უნდა იყოს, როგორც დანაშაულის, ასევე დამნაშავის პიროვნების შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო საქმიანობის ერთ - ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს, მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ბრალდებულის პიროვნებას, ნაწილობრივ აღიარებას, მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის შემდგომ განხორციელებულ მოქმედებებს და კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ წარდგენილ ბრალდებებში, მათი საზოგადოებრივად საშიში ხასიათის გათვალისწინებით, ბრალდებულის მიმართ, სასჯელის სახედ გამოყენებული უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთა, მოცემულ შემთხვევაში, კერძო და ზოგადი პრევენციის მიზნის მიღწევის საშუალებაცაა და გამართლებულია ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის.
6. ნივთიერი მტკიცებულება:
1 ერთი ცალი „სამსუნგი“-ს ფირმის მობილური ტელეფონი ; გალუსტ მკრტჩიანისგან ამოღებული ორი ცალი სიგარეტის კოლოფი და ორი ცალი გასაღები, გალუსტ მკრტჩიანის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ხაჟაკ ტოროსიანის ტანსაცმელი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს მისკანონიერ მფლობელს ან და უფლებამონაცვლეს.
პისტოლეტი ; ა/მანქანის სავარძლიდან ამოღებული ერთი ცალი ტყვიის გულა, ერთი ცალი მასრა გადაეგზავნოს შსს კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით.
ხაჟაკ ტოროსიანის სისხლის ნიმუში, ა/მანქანა „ფორდ ტრანზიტი“-დან ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქა; ხაჟაკ ტოროსიანის გვამის ფრჩხილების ნიმუშები; გალუსტ მკრტჩიანის ფრჩხილების ანაწმენდის ნიმუშები; ქვის კენჭების მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით; გალუსტ მკრტჩიანისგან აღებული სისხლის ნიმუში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგნილი წესით
სსიპ 112-დან მიღებული აუდიოფაილები ერთ ცალ DVD დისკზე; გ. მკრტჩიანის ტელეფონში არსებული ინფორმაცია ერთი ცალი DVD დისკზე, ბილაინიდან გამოთხოვილი დეტალური ინფორმაცია ერთ ცალ CD დისკზე, გალუსტ მკრტჩიანისგან აღებული ხმის ნიმუში ერთ ცალ CD დისკზე შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გალუსტ მკრტჩიანი პ/ნ 32001007490 ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
2. გალუსტ მკრტჩიანი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.
3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, გალუსტ მკრტჩიანს დანაშაულთა ერთობლიობით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
გალუსტ მკრტჩიანს დანიშნული სასჯელის 8 წლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავებიდან 2018 წლის 03 დეკემბრიდან.
გალუსტ მკრტჩიანის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
ნივთიერი მტკიცებულება:
1 ერთი ცალი „სამსუნგი“-ს ფირმის მობილური ტელეფონი ; გალუსტ მკრტჩიანისგან ამოღებული ორი ცალი სიგარეტის კოლოფი და ორი ცალი გასაღები, გალუსტ მკრტჩიანის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ხაჟაკ ტოროსიანის ტანსაცმელი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს მისკანონიერ მფლობელს ან და უფლებამონაცვლეს.
პისტოლეტი ; ა/მანქანის სავარძლიდან ამოღებული ერთი ცალი ტყვიის გულა, ერთი ცალი მასრა გადაეგზავნოს შსს კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით.
ხაჟაკ ტოროსიანის სისხლის ნიმუში, ა/მანქანა „ფორდ ტრანზიტი“-დან ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქა; ხაჟაკ ტოროსიანის გვამის ფრჩხილების ნიმუშები; გალუსტ მკრტჩიანის ფრჩხილების ანაწმენდის ნიმუშები; ქვის კენჭების მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით; გალუსტ მკრტჩიანისგან აღებული სისხლის ნიმუში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგნილი წესით
სსიპ 112-დან მიღებული აუდიოფაილები ერთ ცალ DVD დისკზე; გ. მკრტჩიანის ტელეფონში არსებული ინფორმაცია ერთი ცალი DVD დისკზე, ბილაინიდან გამოთხოვილი დეტალური ინფორმაცია ერთ ცალ CD დისკზე, გალუსტ მკრტჩიანისგან აღებული ხმის ნიმუში ერთ ცალ CD დისკზე შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით.
მოსამართლე გია ბერაია