განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119003063834
საქმე #1/518-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
01.08.2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ან---------–--ლი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მე------------ა
მამის სახელი: ნო------
დაბადებული: 1--0--1---
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განთლება:ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლეობა: მქონე
რ/მისამართი: ქ. ბათუმი აე--------------------–--–-----
ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატი - გო---–----ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სსკ-ის 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილი.
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N1-----------
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 29 მაისს ქ. ბათუმში, აე----------------------–--–ი #4--ში მდებარე მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში მე------------ამ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - ნუ-----------ას, კერძოდ, მიმართავდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რის შემდეგაც ძლიერად დაარტყა ხელი ზურგში, რა დროსაც, დარტყმის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი ;
ასევე თანაცხოვრების ბოლო პერიოდში დედას ნუ-----------ას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ აგინებდა და ლანძღავდა მას უწმაწური სიტყვებით; მათ შორის ანალოგიური ქმედებები განახორციელა მე------------ამ დედის - ნუ-----------ას მიმართ ასევე 2019 წლის 29 მაისს, იმავე მისამართზე, მდებარე სახლში; აღნიშნულმა ქმედებებმა გამოიწვია ნუ-----------ას ტანჯვა;
1.2. 2019 წლის 19 მაისს , ქ. ბათუმში, აე----------------------–--–ი #4--ში მდებარე მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში მე------------ამ, თავის დედას - ნუ-----------ას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მე------------ა ქმედების შედეგად, ნუ-----------ას მიადგა მორალური ზიანი;
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. დაზარალებულმა ნუ-----------ამ საქმის განხილვისას განაცხადა, რომ მისი შვილი მე------------ა ხშირად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, ის სხვა მისამართზე ცხოვრობს ქირით ცოლშვილთან ერთად; თუმცა მის საცხოვრებელ სახლშიც აქვს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ქონების ნაწილი საკუთრებად, ჯერ ეს წილი რეალურად გაყოფილი არ არის; აქვს გარკვეული შემოსავალი გაქირავებული აქვს ფართი და ეზოში არის ავტომანქანის სამრეცხაო; მე------------ას აძლევს შემოსავლის ნაწილს, რადგან აქვს საბანკო კრედიტები, თუმცა ის არ კმაყოფილდება და თხოვს უფრო მეტს და ხშირად ამასთან დაკავშირებით აქვს უთანხმოება; შემოსავლის ნაწილს აძლევს და რადგან დიდი ნაწილი შეაქვს სესხის დაფარვის მიზნით ბანკში; იმ დღესაც 2019 წლის მაისის ბოლო რიცხვი იყო, რომ მივიდა სახლში ეკამათებოდა ეზოში სამრეცხაოში მომუშავე ბიჭს და ამაზე ჩაერია, გაბრაზდა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუბრუნდა და მას ხელი ჩაარტყა ზურგის არეში ძლიერად, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი, დაეცა ძირს და როგორც შეძლო, წამოდგა და გაიქცა, თორემ კიდე ცემდა ალბათ, იქ მყოფმა ადამიანებმა შეაკავეს; ის რამდენჯერმე იმყოფებოდა საპატიმრო დაწესებულებაში და იქაც როგორც შეეძლო უგზავნიდა თანხას და არჩენდა, გამოვიდა და ისევ არ მოეშვა ცუდ ქცევას; სისტემატიურად აყენებს შეურაცხყოფას, ემუქრება, საძინებლის კარი მუდმივად ჩაკეტილი აქვს, ეშინია არ მოკლას; სახლში მშვიდად ვერ ცხოვრობს, ფიქრობს, რომ მოვა და რაიმე დაუშავებს; აქვს შიში;
რაც შეეხება მუქარის ფაქტს, იმ დღეს 2019 წლის 19 მაისს ნაცნობ ქალს გაყვა თურქეთში და საღამოს დაბრუნდა, მე------------ა საიდანღაც მოვიდა და სახლში ეზოში შეხვედრისას დაუწყო აგრესიული საუბარი და სიტყვებით; „არ ჩაძაღლდი ამდენს რომ დაეთრევიო, მაგრამ ამაში მე დაგეხმარები.... , და ჩემი ხელით მოგკლავო, და სასჯელს კიდე მოვიხდიო...“ ;
აცხადებს, რომ მე------------ა მასზე არერთხელ ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და არ აძლევდა სახლში მშვიდად ცხოვრების საშუალებას; მოითხოვს მის დასჯას და მის მიმართ მკაცრი სასჯელის გამოყენებას, რომ ცოტა ხნით მაინც იყოს მშვიდად;
2.2. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდებულმა აღიარა სრულად ჩადენილი ქმედება და უდავოდ ცნო ბრალდების მხარის ყველა სხვა სადავო მტკიცებულება;
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ მე------------ას სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები დაცვის მხარემ მხარეებმა სხდომაზე უდავოდ ცნო, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე;
2.3. მხარეთა შეთანხმებული უდავო მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
2.3.1. გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა 2019 წლის 29 მაისს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილებაში ნუ-----------ას მიერ განხორციელებული შეტყობინება მასზედ, რომ შვილმა მე------------ამ მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა; (შეტყობინება იხ ს.ფ.2);
2.3.2. დაზარალებულმა ნუ-----------ამ სასამართლოს დაუდასტურა შეტყობინებით დაფიქსირებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი და ასევე 2019 წლის 19 მაისის მის მიმართ მე------------ას მხრიდან განხორციელებული მუქარის შესახებ; დაზიანებასთან დაკავშირებით მან განმარტა, რომ განიცადა ფიზიკური ტკივილი, თუმცა გარეგნულად მას რაიმე არ ეტყობოდა; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 01.08.2019წ) ;
2.3.3. ბრალდებულმა მე------------ამ აღიარა ჩადენილი და არცერთი ფაქტობრივი გარემოება არ გახადა სადავოდ;
2.3.4. სამედიცინო ექსპერტიზის №0--------, 23.0--2019წ დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემებით, 2019 წლის 30 მაისს ნუ-----------ას სხეულზე დაზიანების რაიმე ობიექტური კვალი არ აღენიშნებოდა; (იხ დასკვნა)
2.3.5. ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0--------, 15.0--2019წ დასკვნის თანახმად, საქმის მასალებიდან გამომდინარე მე------------ას ქმედებებიდან ნუ-----------ა განიცდიდა სისტემატიურ შეურაცხყოფას, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, შანტაჟს, დამცირებას, რომელმაც გამოიწვევდა მის ტანჯვას. (იხ დასკვნა)
2.3.6. 2019 წლის 29 მაისს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეშვიდე განყოფილების გამომძიებლის მიერ გამოცემულია შემაკავებელი ორდერი - #0-----, მე------------ას მიმართ; (ს.ფ.87-89);
2.3.7. მოწმის სახით გამოკითხვისას ნი----------–-ძე და გი---------ძე ადასტურებენ, რომ 2019 წლის 29 მაისს ის თავად არ შესწრებია, მაგრამ გაიგო, რომ მე------------ასა და ნუ-----------ას შორის მოხდა კონფლიქტი და ნუ-----------ას განუცხადებია ამის თაობაზე პოლიციის განყოფილებაში; (იხ ს.ფ.10-12; 108-110);
2.3.8. მოწმის სახით გამოკითხვისას ეთ--------ძე აჩვენებს, რომ ცხოვრობს ქირით ნუ-----------ას საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე ამავე სახლში ცხოვრობს ნუ-----------ა და მისი შვილი - მე------------ა; 2019 წლის 29 მაისს საღამოს საათებში შემოესმა ეზოდან ხმაური, კონფლიქტი მოხდა ნუ-----------ასა და მის შვილს - მე------------ას შორის, თუმცა გარეთ არ გასულა ; ნუ-----------ამ მოუყვა მომხდარის თაობაზე (იხ ს.ფ.20-23);
2.3.9. მე------------ა დაკავებულია 2019 წლის 01 ივნისს 20:17 საათზე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე; (იხ ს.ფ.123-128);
2.4. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.5. სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და გამოკვლეული მტკიცებულებით (დაზარალებულის ჩვენება), აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1. - 2.3. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სასამართლოს დასკვნა მე------------ას მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ მე------------ას აღიარებისა და დაზარალებული ნუ-----------ას ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების - ეთ--------ძის ნი----------–-ძის, გი---------ძის გამოკითხვისას მიღებულ ინფორმაციას, სასამართლო სამედიცინო და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს;
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია მე------------ას მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ მე------------ამ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ასევე, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3.2. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაულისგან (სსკ-ის 1261 მუხლი) სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, გ) შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ის 1261-ე მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
საქმის განხილვისას დაზარალებულის ჩვენებით და ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილია, რომ დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მე------------ას მხრიდან განხორციელებული სისტემატიური შეურაცხყოფით, დამცირებით და ფსიქოლოგიური ზემოქმედებით გამოწვეულია ნუ-----------ას ტანჯვა;
3.4. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მუქარისთვის (სსკ-ის 151 მუხლი), რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მუქარა მიმართული იყოს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისაკენ. ქმედების მუქარად დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტია, რომ მუქარის ადრესატს გაუჩნდეს საფუძვლიანი შიში, რომ მუქარა რეალურად განხორციელდება.
დაზარალებულის განმარტებით მას 2019 წლის 19 მაისს მე------------ას მხრიდან დამუქრებამ გაუჩინა შიში, რომ მუქარას შეასრულებდა, ის საძინებლის კარს კეტავდა და იყო მუდმივად დაძაბული, რომ არ დაეშავებინა მისთვის რაიმე;
3.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე-141-ე, 143-ე, 144-ე-1443, 149-ე-1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე-2551, 3811 და 381 2 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრები არიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
დაბადების სააქტო ჩანაწერით დადგენილია, რომ მე------------ა და ნუ-----------ა არიან დედა-შვილი; (იხ სფ.221)
3.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.7. საქმეზე არსებული ურთიერთშეთანხმებული და უტყუარი მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს, რომ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - მე------------ამ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მირ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, და ასევე, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. მე------------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მან აღიარა ჩადენილი დანაშაული, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს;
5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ;
5.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას და ასევე საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლით დადგენილი დანაწესით - დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
5.4. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.
5.5. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ მე------------ას რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციათა ფარგლებში.
5.6. სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები: ის არაერთხელაა მსჯავრდებული განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, მათ შორის სასჯელის მოხდილი აქვს თავისუფლების აღკვეთის სახით ;
ასევე, საქმეში არსებული სააღსრულებო ბიუროს მომართვის თანახმად დადგენილია, რომ მე------------ას 2007 წლის 26 დეკემბრის განაჩენის საფუძველზე დაკისრებული აქვს ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით; ჯარიმის თანხა გადახდილი არ არის და მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება
ასევე აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის განაჩენის საფუძველზე სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით;
ჯარიმის თანხა გადახდილი არ არის და მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება (ს.ფ.154);
5.7. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ მე------------ას ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები;
5.8. მოცემულ შემთხვევაში მე------------ას მიმართ სასჯელის განსაზღვრისას ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოების გათვალისწინებით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მე------------ას მიმართ თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას და იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის ზოგადი და სპეციალური პრევენციული მიზნების მიღწევა, დამნაშავე პირთა რესოციალიზაცია, მათ მიერ დანაშაულის უარყოფითი შედეგების გააზრება, თანასწორობასა და შემწყნარებლობაზე დაფუძნებული ღირებულებების გათავისება და მსხვერპლთათვის სამართლიანობის განცდის უზრუნველყოფა შესაძლებელი იქნება მე------------ას მიმართ სასჯელად მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის გამოყენების პირობებში, რაც იქნება შემაკავებელი ხასიათის და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას; თუმცა შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით სასამართლო თვლის რომ შესაძლებელია მის მიმართ დანიშნული სასჯელის ნაწილი გადავადდეს პირობით;
5.9. სასამართლო დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრისას ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომლის თანახმადაც დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მე------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი ) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელის ნაწილი 9 (ცხრა) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 9 (ცხრა) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;
საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელის ნაწილი 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მე------------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი ) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელის ნაწილი 9 (ცხრა) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 9 (ცხრა) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;
მსჯავრდებულ მე------------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2019 წლის 01 ივნისიდან.
განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) , ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე