გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.08.2019
საქმის ნომერი
120310019003044331
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
05.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3044331-3/102-19წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 ივლისი, 2019 წელი ქ. ა---––--ე

შესავ--–ი ნაწილი

ა---––--ის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ლუიზა თოდუა

სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე

მოსარჩელე _ ი-–- გ------–-–---–ი, ა-- ქუ---–---–ი

წარმომადგენელი - კ------- გ------–-–---–ი

მოპასუხე - ა---––--ის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - შ--- ზ--------ე

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავ--–დებულება

აღწერილობითი ნაწილი :

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

- ბათილად იქნეს ცნობილი ა---––--ის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 27 მაისის Nმმს-2-- ბრძანება;

- ბათილად იქნეს ცნობილი ა---––--ის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 27 მაისის Nმმს-2-- ბრძანება;

- ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი ა---––--ის მუნიციპალიტეტის მერიის მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს 2019 წლის 24 მაისის სხდომის ოქმი ი-–- გ------–-–---–ის და ა-- ქუ---–---–ის ნაწილში;

- დაევ--–ოს ა---––--ის მუნიციპალიტეტის მერიას არსებული დოკუმენტაციის და მტკიცებულებების საფუძველზე გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ი-–- გ------–-–---–ისთვის და ა-- ქუ---–---–ისთვის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებთა სტასტუსის მინიჭების თაობაზე.

 

მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

მოსარჩელე ი-–- გ------–-–---–ს ქ. ვ--–-ში, კ-----–---–ის ქ.N13-ში, 30 წელია გააჩნია საკუთარი სახლი. დაახლოებით 15 წლის წინ ი-–- გ------–-–---–მა დაკარგა მხედველობა, რის შედეგადაც პერიოდულად ახერხებს ზემოთ მითითებულ მისამართზე ცხოვრებას მეუღლესთან ა-- ქუ---–---–თან ერთად. 2017 წლის ბოლოდან კი მოსარჩელეები ცხოვრობენ ვ--–-ში.

 

მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს მერიას ვ--–ის ადმინისტრაციულ ერთეულს მაღალმთიან რეგიონში მცხოვრების სტატუსის მიღების მიზნით და წარადგინეს კანონით გათვალისწინებული ყველა საჭირო დოკუმენტაცია: ორი მეზობლის განცხადება, სახლის სურათი, ელექტროენერგიის და წყლის ხარჯის გადახდის ამონაწერი. ამის მიუხედავად მოსარჩელეებს უარი ეთქვათ განცხადების დაკმაყოფილებაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. ა---––--ის მუნიციპალიტეტის მერიამ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელეების ქ. ვ--–-ში ცხოვრების ფაქტი არ დასტურდებოდა საქმეზე თანდართული არც ერთი დოკუმენტით. ა---––--ის მუნიციპალიტეტის მერიის მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭომ შეისწავლა და განიხილა არა მარტო მოსარჩელეების მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, არამედ დამატებით მოძიებული დოკუმენტაციაც, რომელთა მიხედვით 2017 წლის ბოლოდან 2019 წლამდე მოსარჩელეები ყველა დოკუმენტაციაში უთითებენ, რომ მათი საცხოვრებელი ადგილია ქ. ა---––--ე, რ---------–ის ქუჩა. ასევე ქ. ვ--–ის წარმომადგენელმა არ დაადასტურა უკანასკნელი 12 უწყვეტი კალენდარული თვიდან ჯამში 9 თვით ან მეტი პერიოდით ქ. ვ--–-ში მოსარჩელეების ცხოვრების ფაქტი.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ი-–- გ------–-–---–ის საკუთრებაში რეგისტრირებულია უძრავი ქონება: სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფართობით 706.00 კვ.მ., მასზედ მდებარე შენობა-ნაგებობებით, მისამართი ქ. ვ--–-, კ-----–---–ის ქ. N13, საკადასტრო კოდი 6-----------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ.24-25);

 

3.2. 1992 წლის 31 იანვრიდან ი-–- გ------–-–---–ი რეგისტრირებულია მისამართზე ქ. ვ--–-, კ-----–---–ის ქ. N13, ხოლო ა-- ქუ---–---–ი ამავე მისამართზე რეგისტრირებულია 2016 წლის 05 სექტემბრიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;

- ა---––--ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათები (იხ. ს.ფ.121-124);

- ცესკო მონაცემები (იხ.ს.ფ.125-128).

 

3.3. 2004 წლის 25 აგვისტოდან ი-–- გ------–-–---–ს მინიჭებული აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი უვადოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსე ბიუროს შემოწმების აქტის ამონაწერი და ცნობა N1----- (იხ. ს.ფ.16).

 

3.4. 2019 წლის 15 აპრილს მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს ა---––--ის მუნიციპალიტეტის მერიას მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა სტატუსის მინიჭების თაობაზე, განცხადებას თან დაურთეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები, მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებული ორი მოწმის განცხადება, ფოტომასალა, კომუნალური ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ი-–- გ------–-–---–ის და ა-- ქუ---–---–ის განცხადებები თანდართული მასალით (იხ. ს.ფ.72-82).

 

3.5. 2019 წლის 24 მაისს ა---––--ის მუნიციპალიტეტის მერიის მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭომ სხდომაზე განიხილა ი-–- გ------–-–---–ის და ა-- ქუ---–---–ის განცხადებები მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე და მიიღო უარყოფითი რეკომენდაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 24.05.2019წ. N8--------- ოქმი (იხ. ს.ფ.83-85).

 

3.6. ა---––--ის მუნიციპალიტეტის მერის 27.05.2019წ. Nმმს-2-- და Nმმს-2-- ბრძანებებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებაზე 2019 წლის 24 მაისის სხდომაზე მიღებული რეკომენდაციის გათვ--–ისწინებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ა---––--ის მუნიციპალიტეტის მერის 27.05.2019წ. Nმმს-2-- და Nმმს-2-- ბრძანებები (იხ. ს.ფ.86-87).

 

3.7. ი-–- გ------–-–---–ის სახელზე არსებული ელექტროენერგიის მოხმარების მრიცხველის ჩვენების (აბონენტის ბარათის) მიხედვით ქ. ვ--–-ში, კ-----–---–ის ქ. 13-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში 2017 წლის 29 დეკემბრიდან 2019 წლის 30 მარტამდე უწყვეტად დახარჯულია (მოხმარებულია) ელექტროენერგია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- აბონენტის ბარათი (იხ. ს.ფ.17-18).

 

3.8. ქ.ვ--–-ში, 9-------–-- ქ.N1-ში მცხოვრები ბ-------–----------ის და ქ.ვ--–-ში, კ-----–---–ის ქ.N16-ში მცხოვრები ნ-----–- გ------–-–---–ის 2019 წლის 04 აპრილის განცხადებების თა--ხმად ა-- ქუ---–---–ი და ი-–- გ------–-–---–ი უკა--სკნელი წლის განმავლობაში ცხრა თვეზე მეტი პერიოდი ცხოვრობენ მისამართზე ქ.ვ--–-, კ-----–---–ის ქ.N13.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადებები (იხ. ს.ფ.74; 79).

 

3.9. 2017-2019 წლებში ი-–- გ------–-–---–ის და ა-- ქუ---–---–ის მიერ ა---––--ის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილ განცხადებებსა და სხვა დოკუმენტებში მოსარჩელეთა მისამართად მითითებულია ქ.ა---––--ე, რ---------–ის ქ.N107.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადებები და თანდართული დოკუმენტები (იხ. ს.ფ.88-109).

 

4.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას, სათა--დოდ არ გამოუკვლევია მოსარჩელეების ი-–- გ------–-–---–ის და ა-- ქუ---–---–ის ქ. ვ--–-ში, კ-----–---–ის ქ. N13-ში ცხოვრების ფაქტი, კერძოდ: უკა--სკნელი წლის განმავლობაში რა პერიოდულობით და ჯამში რამდენი თვე ცხოვრობდნენ მითითებულ მისამართზე. ადმინისტრაციული ორგანო აქტის გამოცემისას მოსარჩელეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა (მოწმეთა განცხადებების, ფოტოსურათების, კომუნალური გადასახადების გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების) უარსაყოფად დაეყრდნო ვ--–ის ტერიტორიულ ერთეულში ა---––--ის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ე-–----- ბ-----–-–---–ისაგან ტელეფონით ზეპირად მიღებულ განმარტებას, რაც არ იყო გამყარებული რაიმე კონკრეტული მტკიცებულებით (სათა--დო წესით შედგენილი აქტით, გასაუბრების ოქმით ან სხვა), ატარებდა ფორმალურ ხასიათს და რეალურად არ ემსახურებოდა საქმის გარემოებების სათა--დოდ გამოკვლევის მიზანს. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ე-–----- ბ-----–-–---–მა დაადასტურა, რომ მოსარჩელეები ამჟამად მართალია პერიოდულად ცხოვრობენ ვ--–-ში, მაგრამ არ უდასტურდებათ ბოლო წლის განმავლობაში 9 თვის მანძილზე ცხოვრების ფაქტი, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული მტკიცებულება საქმეში მოპოვებული და წარდგენილი არ ყოფილა და მან კომისიას აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია ტელეფონის საშუალებით მიაწოდა.

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეებს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად ცხოვრების დასადასტურებლად მერიაში წარდგენილი ჰქონდათ მოწმეთა განცხადებები, ფოტოსურათები, კომუნალური გადასახადების გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მხოლოდ ის გარემოება, რომ 2017-2019 წლებში ი-–- გ------–-–---–ის და ა-- ქუ---–---–ის მიერ ა---––--ის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილ განცხადებებსა და სხვა დოკუმენტებში მოსარჩელეთა მისამართად მითითებულია ქ.ა---––--ე, რ---------–ის ქ.N107, დამატებითი გამოკვლევის გარეშე, ვერ მიიჩნევა მოსარჩელეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა გაზიარებაზე უარის თქმის საფუძვლად. მითუმეტეს იმის გათვ--–ისწინებით, რომ ი-–- გ------–-–---–ი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვ--–ისწინებით (მხედველობა აქვს დაკარგული) საჭირობს მესამე პირის მუდმივ დახმარებას. მოსარჩელეთა წარმომადგენლის განმარტებით აღნიშნულ განცხადებებში მითითებული მისამართი - ქ.ა---––--ე, რ---------–ის ქ.N107, წარმოადგენს მის საცხოვრებელ მისამართს, სადაც პერიოდულად მისი მშობლებიც - მოსარჩელეები ი-–- გ------–-–---–ი და ა-- ქუ---–---–ი იმყოფებიან, ამასთან მას უწევს ხანდაზმულ მშობლებზე ზრუნვა და განცხადებებში ა---––--ის მისამართის მითითება ემსახურებოდა კორესპონდენციის მიღებისა და კომუნიკაციის გაადვილების მიზანს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის გა--წილების პრინციპიდან გამომდინარე, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობის და საფუძვლიანობის ამსახველი გარემოებების მითითება და ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა, რაც სადავო ადმინისტრაციულ აქტებთან მიმართებაში ვერ იქნა წარმოდგენილი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ა---––--ის მუნიციპალიტეტის მერიის მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს 2019 წლის 24 მაისის სხდომაზე ი-–- გ------–-–---–ის და ა-- ქუ---–---–ის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება, ასევე ა---––--ის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 27 მაისის Nმმს-2-- და Nმმს-2-- ბრძანებები ი-–- გ------–-–---–ისთვის და ა-- ქუ---–---–ისთვის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ და დაევ--–ოს ა---––--ის მუნიციპალიტეტის მერიას საქმისათვის არსებითი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ი-–- გ------–-–---–ის და ა-- ქუ---–---–ის მიმართ.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი,საქართველოს კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ,საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის N591 დადგენილება „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. ,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის ,,გ“ პუნქტის თა--ხმად, გ) მაღალმთიანი დასახლება არის საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვ--–ისწინებული დასახლება, რომელიც შეტანილია საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში;

 

ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი სარგებლობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი სოციალური შეღავათებით.

 

,,მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N671 დადგენილების 18.8. მუხლის თა--ხმად, ა---––--ის მუნიციპალიტეტი, ქ.ვ--–- წარმოადგენს მაღალმთიან დასახლებას (შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში).

 

,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თა--ხმად, ფიზიკური პირისთვის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერების, აღდგენის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი.

 

ამავე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის, მათ შორის, ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში ფაქტობრივად ცხოვრების დადგენის წესი, აგრეთვე აღნიშნულ პროცედურებთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც დამატებით რეგულირებას საჭიროებს, განისაზღვრება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

 

,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მეხუთე პუნქტის თა--ხმად, ფიზიკურ პირს მაღალმთიან დასახლებაში მუხმივად მცხოვრები პირის სტატუსი ენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) არის საქართველოს მოქალაქე; ბ) რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში; გ) ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით, ფაქტობრივად ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში.

 

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის N591 დადგენილებით „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ პირველი მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის (შემდგომში – სტატუსი) მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სტატუსის მინიჭების მიზნით, განცხადების წარდგენასთან, განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებს, სტატუსის შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის პირობებსა და წესს.

 

ამავე დადგენილების მე-3 მუხლის თა--ხმად, ფიზიკურ პირს სტატუსი ენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) არის საქართველოს მოქალაქე; ბ) რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში; გ) ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით, ფაქტობრივად ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში.

 

ამავე დადგენილების მე-5 მუხლი განსაზღვრავს სტატუსის მინიჭების შესახებ წარსადგენ დოკუმენტაციათა ჩამონათვ--–ს. მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ წარდგენილ განცხადებას უნდა ერთვოდეს - ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) მაღალმთიან დასახლებაში კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტები; გ) ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) სხვა პირის მიერ განცხადების წარდგენის შემთხვევაში – უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში განსაზღვრული დოკუმენტების სახით შესაძლოა წარდგენილ იქნეს: ა) დოკუმენტები ან მასალები, მათ შორის ფოტოსურათები, რომლებიც ადასტურებენ ფიზიკური პირის მიერ მაღალმთიან დასახლებაში შინასამეურნეო საქმიანობის განხორციელების ფაქტს, რაც გულისხმობს საცხოვრებელი ადგილის გამოყენებას, მის მოვლა-პატრონობას და მაღალმთიან დასახლებაში არსებული უძრავი ქონების ფლობას; ე) იმავე მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებული არა--კლებ ორი მოწმის განცხადება; ვ) მაღალმთიან დასახლებაში გადასახდელების ან/და მომსახურების საფასურის/ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები; ზ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში ფაქტობრივად ცხოვრებას. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თა--ხმად, კი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ განცხადებას სავ--–დებულოა, დაერთოს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული არა--კლებ ორი დოკუმენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ი-–- გ------–-–---–მა და ა-- ქუ---–---–მა განცხადებით მიმართეს ა---––--ის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვეს ,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მათთვის მიენიჭებინათ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი. აღნიშნულ განცხადებას ერთვოდა განმცხადებლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები, მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებული ორი მოწმის ჩვენება, ფოტომასალა, კომუნალური ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები, იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ ისინი კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 9 თვე ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრობდნენ მაღალმთიან დასახლებაში - ქ. ვ--–-ში.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თა--ხმად, ადმინისტრაციული ორგანო ვ--–დებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს წინასწარი გამოკვლევის გარეშე უარი გა--ცხადოს მის უფლებამოსილებაში შემავ--– საკითხზე განცხადების ან შუამდგომლობის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ ეს განცხადება ან შუამდგომლობა დაუშვებელი ან დაუსაბუთებელია. დაინტერესებული მხარე ვ--–დებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით ითა--მშრომლოს ადმინისტრაციულ ორგანოსთან ადმინისტრაციული წარმოებისას.

 

მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ქ. ვ--–ის ადმინისტრაციულ ერთეულში ა---––--ის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლისაგან ტელეფონით მიიღო ინფორმაცია, რომლის თა--ხმადაც არ დასტურდებოდა ი-–- გ------–-–---–ის და ა-- ქუ---–---–ის წლის განმავლობაში უწყვეტად 9 თვის ან მეტი ვადით ცხოვრების ფაქტი ქ. ვ--–-ში. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულის თაობაზე რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება არ შემდგარა, მეტიც ქ. ვ--–ის ადმინისტრაციულ ერთეულში ა---––--ის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სხდომაზეც კი არ ყოფილა მოწვეული.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულმა ორგანომ წარმოების ფარგლებში ქ. ვ--–ის ადმინისტრაციულ ერთეულში ა---––--ის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლისაგან მიიღო განმცხადებელთა მიერ წარდგენილ წერილობით მტკიცებულებათა საპირისპირო ინფორმაცია, იგი ვ--–დებული იყო ჩაეტარებინა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, გამოეკითხა მოწმეები წერილობით, უზრუნველეყო ი-–- გ------–-–---–ის და ა-- ქუ---–---–ის მონაწილეობა ადმინისტრაციულ პროცესში, რათა მათ დამატებითი დოკუმენტების წარდგენის საშუალება მისცემოდათ, და მხოლოდ მას შემდეგ მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ ქ. ვ--–-ში, კ-----–---–ის ქ. N13-ში ი-–- გ------–-–---–ის ოჯახს გააჩნია საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი. უდავოა, რომ ი-–- გ------–-–---–ი 1992 წლიდან, ხოლო ა-- ქუ---–---–ი 2016 წლიდან რეგისტრირებულები არიან მოცემულ მისამართზე. მოპასუხე სადაოდ ხდის ამ მისამართზე წლის განმავლობაში მოსარჩელების 9 თვით უწყვეტად ცხოვრების ფაქტს, თუმცა ვერ უთითებს მოსარჩელეთა მიერ წარდგენილ გარემოებათა გამომრიცხავ მტკიცებულებებზე. გადაწყვეტილების 4.2.1 პუნქტში მითითებულ გარემოებათა გამო ასეთ მტკიცებულებებად ვერ მიიჩნევა ე-–----- ბ-----–-–---–ის განმარტება, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოებისას მოძიებული მოსარჩელეთა მიერ მერიაში სხვადასხვა დროს წარდგენილი განცხადებები და დოკუმენტები.

 

შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება დააფუძნა ისეთ გარემოებებზე, რაც მის მიერ სათა--დოს გამოკვლეული და შესწავლილი არ ყოფილა, ხოლო სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შემთხვევაში შესაძლოა ადმინისტრაციულ ორგანოს მიეღო სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავ--–დებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ გა--ხორციელოს რაიმე მოქმედება.

 

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვ--–დებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

7.6. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვ--–ისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვ--–ისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თა--ხმად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავ--–ოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

ა---––--ის მუნიციპალიტეტის მერია, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე, 98-ე მუხლების შესაბამისად ვ--–დებულია შესაბამისი ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება, სათა--დოდ შეისწავლოს და გამოიკვლიოს საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, მისცეს დაინტერესებულ მხარეს საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებზე და მხოლოდ მათი შესწავლის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი შესაბამისი დასაბუთებით.

 

სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავ--–დებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაა--ლიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ა---––--ის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 27 მაისის Nმმს-2-- ბრძანება, ა---––--ის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 27 მაისის Nმმს-2-- ბრძანება; ასევე ნაწილობრივ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ა---––--ის მუნიციპალიტეტის მერიის მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს 2019 წლის 24 მაისის სხდომის ოქმი ი-–- გ------–-–---–ის და ა-- ქუ---–---–ის ნაწილში და უნდა დაევ--–ოს ა---––--ის მუნიციპალიტეტის მერიას საქმისათვის არსებითი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თა--ხმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები.

 

ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თა--ხმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვ--–ისწინებულ საქმეებზე.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ი-–- გ------–-–---–ს სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ აქვს, რადგან იგი გათავისუფლებულია მისი გადახდისაგან.

 

მოსარჩელე ა-- ქუ---–---–ის სასარგებლოდ კი კ------- გ------–-–---–ის მიერ 21.06.2019წ. გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. რადგან სარჩელი ეხება სოციალური შეღავათების მისაღებად მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებ პირის სტატუსის მინიჭებას, ა-- ქუ---–---–იც უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თა--ხმად. ამდენად, ა-- ქუ---–---–ს უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი ხასელმწიფო ბაჟი.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-10, მე-12, მე-13, 24-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ი-–- გ------–-–---–ის და ა-- ქუ---–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ა---––--ის მუნიციპალიტეტის მერიის მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს 2019 წლის 24 მაისის სხდომაზე ი-–- გ------–-–---–ის და ა-- ქუ---–---–ის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება, ასევე ა---––--ის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 27 მაისის Nმმს-2-- და Nმმს-2-- ბრძანებები ი-–- გ------–-–---–ისთვის და ა-- ქუ---–---–ისთვის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ;

 

1.2. დაევ--–ოს ა---––--ის მუნიციპალიტეტის მერიას საქმისათვის არსებითი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ი-–- გ------–-–---–ის და ა-- ქუ---–---–ის მიმართ.

 

2. ა-- ქუ---–---–ს (პ/ნ4----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის სასარგებლოდ კ------- გ------–-–---–ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით ზედმეტად გადახდილი თანხა 100 ლარის ოდენობით (საგადახდო დავ--–-ბა N1; გადახდის თარიღი 21.06.2019წ.).

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) ა---––--ის რაიონული სასამართლოს (ქ.ა---––--ე, მებაღიშვილის ქ.№62) მეშვეობით.

 

მოსამართლე ლუიზა თოდუა