გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.08.2019
საქმის ნომერი
150210019003062048
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
06.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

150210019003062048

№2/143-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

06 აგვისტო, 2019 წელი ქ. ახალქალაქი

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე - ანაიტ ოგანესიან

სხდომის მდივანი - ეთერ მაღრაძე

 

მოსარჩელე - სს ,--–---------------

წარმომადგენელი - ლალი გვაზავა

 

მოპასუხე - ა----------------

წარმომადგენელი - ვასილ ბალახაძე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეს ა----------------ის სს ,,ლ---------------- სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 2---.5---–----- (ძირითადი თანხა) გადახდა.

 

სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელემ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე დაამყარა:

 

1. 2018 წლის 20 თებერვალს, სს „ლიბერთი ბანკმა“, მომხმარებელ ა----------------ზე გასცა საბანკო კრედიტი 2---- ლ----- ოდენობით, სამომხმარებლო დანიშნულებით გამოყენების მიზნით, სესხი გაიცა უვადოდ, შესაბამისად, შესრულების ვადის დადგომა, დამოკიდებული იყო კრედიტორის მოთხოვნაზე. მსესხებლის საბანკო ამონაწერში ჩანს, რომ სესხის გაცემისთანავე, თანხა დაისვა მის ანგარიშზე და კრედიტის გაცემის საკომისიოს ჩაფარვის შემდეგ დარჩენილი თანხა, მსესხებლის მიერ იქნა გამოტანილი. ამავე ამონაწერით დასტურდება, რომ მსესხებელი პერიოდულად ახორციელებდა გადახდებს, ბანკისგან მიღებული კრედიტის თანხის დაბრუნების მიზნით, რითაც ამავდროულად ადასტურებდა, როგორც თანხის მიღების, ასევე მისი დაბრუნების ვალდებულების არსებობის ფაქტს. დღეის მდგომარეობით ამ სესხზე დარჩენილი დავალიანების თანხაა 2----.55 ლარი (ძირი თანხა).

 

მსესხებელმა სს „ლ---------------- მიერ გაცემული თანხის დაბრუნების ვალდებულება არ შეასრულა და იმყოფება ვადაგადაცილებაში 2----–-–------------–------

 

2019 წლის 10 ივნისის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება შეადგენს 2---.55 ლარს (ძირითადი თანხა).

 

ბანკის მხრიდან, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად, მიწოდებულ იქნა ინფორმაცია არსებული დავალიანების ოდენობისა და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების შესახებ;

 

2. მოპასუხის პოზიცია.

 

წარმოდგენილ წერილობით შესაგებელში სარჩელი ნაწილობრივ ცნო თუმცა სასამართლოს სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით მოპასუხის წარმომადგენელმა ვასილ ბალახაძემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს იგი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 2018 წლის 20 თებერვალს, სს „ლიბერთი ბანკმა“, მომხმარებელ ა----------------ზე გასცა საბანკო კრედიტი 2---- ლ----- ოდენობით, სამომხმარებლო დანიშნულებით გამოყენების მიზნით, სესხი გაიცა უვადოდ, შესაბამისად, შესრულების ვადის დადგომა, დამოკიდებული იყო კრედიტორის მოთხოვნაზე. მსესხებლის საბანკო ამონაწერში ჩანს, რომ სესხის გაცემისთანავე, თანხა დაისვა მის ანგარიშზე და კრედიტის გაცემის საკომისიოს ჩაფარვის შემდეგ დარჩენილი თანხა, მსესხებლის მიერ იქნა გამოტანილი. ამავე ამონაწერით დასტურდება, რომ მსესხებელი პერიოდულად ახორციელებდა გადახდებს, ბანკისგან მიღებული კრედიტის თანხის დაბრუნების მიზნით, რითაც ამავდროულად ადასტურებდა, როგორც თანხის მიღების, ასევე მისი დაბრუნების ვალდებულების არსებობის ფაქტს. დღეის მდგომარეობით ამ სესხზე დარჩენილი დავალიანების თანხაა 2----.55 ლარი (ძირი თანხა).

 

მსესხებელმა სს „ლ---------------- მიერ გაცემული თანხის დაბრუნების ვალდებულება არ შეასრულა და იმყოფება ვადაგადაცილებაში 2----–-–------------–------

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ.21-22);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.2. მოპასუხის მხრიდან დაირღვა ხელშეკრულების პირობები და 2018 წლის 23 აპრილიდან მას გადახდა აღარ უწარმოებია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ანგარიშის ამონაწერი ;

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.3. დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვის თაობაზე მოპასუხე ა----------------ი სს ,,ლ---------------- მხრიდან გაფრთხილდა არაერთგზის;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა დავალიანების შეასხებ;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.4. ბანკის მხრიდან, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად, მიწოდებულ იქნა ინფორმაცია არსებული დავალიანების ოდენობისა და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების შესახებ;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გაფრთხილების წერილები;

- ამონაწერი ანგარიშიდან;

- გაფრთხილების წერილი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხე ა----------------ის დავალიანება სს „ლ---------------- მიმართ 2019 წლის 10 ივნისის მდგომარეობით შეადგენს 2---.55 ლარს, (ძირითადი თანხა).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა დავალიანების შესახებ;

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება; (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

- გაფრთხილების წერილი;

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე და აღნიშნავს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო, ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოხმობილი ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ დაამტკიცა, რომ ვალის დაფარვის მიზნით გირავნობით დატვირთული ავტომანქანის რეალიზაციის შედეგად ბანკის წინაშე მისი დავალიანება სრულად დაიფარა და შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირსიტყვიერი მითითებით; მხარის მხოლოდ ზეპირი მითითება კი ვერ ჩაითვლება მის მიერ მითითებული სადავო ფაქტის დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად, მაშინ როდესაც სხვა სახის მტკიცებულება, რომელიც მოსარჩელის პოზიციას დაადასტურებდა და გაამყარებდა საქმეში არ მოიპოვება.

 

დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიიჩნია, რომ სს ,,ლიბერთი ბანკის'' სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე-317-ე, 361-ე, 327-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ სს „ლიბერთი ბანკსა“ და ა----------------ს შორის 2018 წლის 20 თებერვალს საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა ვალდებულებითი ურთიერთობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სესხის დაბრუნების ვალდებულება ხელშეკრულებებით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად, მსესხებლის მიერ დაირღვა. შესაბამისად, მოპასუხის გაფრთხილებისა და დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის გამო ბანკი უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა საკრედიტო ურთიერთობა და მოეთხოვა დავალიანების დაფარვა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. საბანკო კრედიტისათვის მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრის შესაძლებლობის პარალელურად, აღნიშნული მუხლის მე-5 ნაწილი ადგენს კრედიტის გამცემის ვალდებულებას მისაღები ფორმით შეატყობინოს მსესხებელს საპროცენტო განაკვეთის შესახებ.

 

ამდენად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის მიმართ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების თანხის ძირითადი თანხის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სს ,,ლ---------------- მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 50 ლ----- ოდენობით, ხოლო სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. შესაბამისად მოპასუხე ა----------------ს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გაღებული ხარჯის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-249ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,ლ---------------- სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. მოპასუხეს ა----------------ს სს ,,ლ---------------- სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 2----.5---–----- გადახდა.

 

3. სს----–--------------- დაუბრუნდეს მის მიერ სახელმიფო ბაჟის სახით გადახდილი 50(ორმოცდა ათი) ლარი

 

4. მოპასუხე ა----------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 50 ლ----- გადახდა.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ახალქალაქი, მ.მაშტოცის ქუცა#110) მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ანაიტ ოგანესიან