განაჩენი

სისხლის სამართლის 07.08.2019
საქმის ნომერი
010100119003099327
დავის ტიპი
126 1
თარიღი
07.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119003099327

საქმე N 1-607/19წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

31 ივლისი, 2019 წელი ქ . ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - ან---------–---–ი

 

1. ბრალდებული: თა----------ძე

მამის სახელი: და-----

დაბადებული: 2--0--1--- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

განათლება: ს-–----–--

ნასამართლობა: არ მქონე

მისამართი: ქ. ბათუმი, კა-----------------.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N171060619013

 

1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 2019 წლის 06 ივნისს, დაახლოებით 15:40 საათზე, ქ. ბათუმში, ი.ჭა-------სა და დ. თა-----------–ის ქუჩების კვეთაში მდებარე ღვთისმშობის სახელობის ეკლესიის მიმდებარედ არსებულ სკვერში, თა----------ძემ ჯუ-----------–-ვას მიმართ განახორციელა სხვაგვარი ძალადობა, კერძოდ, ძლიერად მოუჭირა ორივე ხელი ყელის არეში, რის შემდგომაც ჯერ რამდენჯერმე ჩაარტყა მუშტი თავის არეში, ხოლო შემდგომ ძლიერად ჩაარტყა ფეხიო, ასევე თავის არეში.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

ძალადობა, ესე იგი ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

 

2.1 თა----------ძემ აღიარა ჩადენილი ქმედება, რომ 2019 წლის 06 ივნისს ქ. ბათუმში, ი. ჭა-------სა და დ. თა-----------–ის ქუჩების კვეთაზე მდებარე ღვთისმსობლის სახელობის ეკლესიის მიმდებარედ არსებულ სკვერში, ჯუ-----------–-ვას ხელის ყელის არეში მოჭერით, მუშტის თავის არეში ჩარტყმით და ფეხის თავის არეში ჩარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

2.2 ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების გამომძიებლების მიერ 2019 წლის 06 ივნისის, N0----- შემაკავებელი ორდერით დადგენილია, რომ 2019 წლის 06 ივნისს ქ. ბათუმში, ი.ჭა-------სა და დ. თა-----------–ის ქუჩების კვეთაზე მდებარე ღვთისმშობის სახელობის ეკლესიის მიმდებარედ არსებულ სკვერში თა----------ძემ ფიზიკური შეურაცხოფა მიაყენა ჯუ-----------–-ვას.

 

2.3 2019 წლის 06 ინისის სხეულის ვიზუალური დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ მოწმე ჯუ-----------–-ვას სხეულის დათვალიერების დროს რამდენიმე ადგილას შეინიშნება დაზიანების კვლები. კერძოდ: ხელის მარჯვენა მხარეს ბეჭსა და იდაყვს შორის ჩალურჯება. ყელზე, მარცხენა მხარეს რამდენიმე ადგილას სიწითლე ზოლური სახით, მარცხენა ხელზე მტევნის ზედა ნაწილში ასევე აღენიშნება სიწილეები.

 

2.4. სამედიცინო ექსპერტიზის №0--------; 15.07.2019 დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების (07.06.2019) მონაცემებით ჯუ-----------–-ვას აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები, რომელიც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის /საგნების/ ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთების ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ დროს. მომწვანო ფეის სისხლნაჟღენთების ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება შესამოწმებლის მიერ მითითებულ დროს (იხ ს.ფ21-24)

 

2.5. 2019 წლის 10 ივნისის ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ თა----------ძე დაკავებულა 2019 წლის 10 ივნისს 21:25 საათზე, ქ. ბათუმში, ალ. პუ–----------------ში განთავსებულ ჯუ-----------–-ვას საცხოვრებელ ბინაში. (იხ. ს.ფ 58-62)

 

2.6. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

2.7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

2.8. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით (შეტყობინება, მოწმეების: ზა----------–--------------------–---------------------–----------------------ის და ჯუ-----------–-ვას გამოკითხვის ოქმები, ჯუ-----------–-ვას სხეულის გარეგნული დათვალიერების ოქმი, 2019 წლის 06 ივნისის შემაკავებელი ორდერი N0----- და ორდერის ოქმი, ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.) სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა თა----------ძემ ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა თა----------ძემ - მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჯუ-----------–-ვას მიმართ ძალადობით, რამაც დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას.

 

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

თა----------ძე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას;

 

გარდა პიროვნული მახასიათებლებისა სასამართლო, სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას ყურადღებას აქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

 

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ თა----------ძის მიერ ჩადენილი ქმედება დადგენილი გარემოებების მხედველობაში მიღებით ამჟამად არ არის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის, ან შინა პატიმრობის გამოყენების საფუძველი; ბრალდებულის რესოციალიზაცია სავსებით შესაძლებელია ასევე სასჯელის სახედ ჯარიმის გამოყენების პირობებშიც;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ამდენად, ბრალდებულს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;

 

თა----------ძის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმის სახით, ჯარიმის კონკრეტული თანხის რაოდენობის განსაზღვრით - სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის, ან სხვა საკითხები

 

მოცემულ საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებას წარმოადგენს: ჯუ-----------–-ვას სხეულის დათვალიერების დროს, სხეულზე არსებული დაზიანებების ფოტოცხრილი ჩაწერილი 1( ერთი) ლაზერულ დისკზე, დალუქულ მდგომარეობაში, 1 (ერთ) პაკეტად ერთვის სისხლის სამართლის საქმეს.

 

ნივთიერი მტკიცებულებების განკარგვა უნდა მოხდეს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული თა----------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2200 (ორი ათას ორასი) ოდენობით.

 

საქართველოს ს.ს.კ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად თა----------ძის პატიმრობაში ყოფნის პერიოდის, - 2019 წლის 10 ივნისიდან 2019 წლის 13 ივნისის ჩათვლით - გათვალისწინებით ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შემცირდეს 200 (ორასი) ლარით და საბოლოოდ თა----------ძეს სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მსჯავრდებულ თა----------ძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს - ავ--------–------ძეს (პ/ნ 6----------) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,საქართველოს ბანკის’’ შესაბამის ანგარიშზე შეტანილი თანხა 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით (შემოსავლის ორდერი N1/1----, დასტურის №ა-------).

 

ნივთიერი მტკიცებულება - ჯუ-----------–-ვას სხეულის დათვალიერების დროს, სხეულზე არსებული დაზიანებების ფოტოცხრილი ჩაწერილი 1 (ერთი) ლაზერულ დისკზე, დალუქულ მდგომარეობაში, 1 (ერთ) პაკეტად დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) , ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე