გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.08.2019
საქმის ნომერი
421210018002408430
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
07.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 421210018002408430

N2/84-18

დამატებითი გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

07.08.2019 წელი ქ. გურჯაანი

ყვარლის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე

მოსარჩელე _ ს.ს ,,ფი--------------------ლო"

წარმომადგენელი - - მა-- მე------–--ლი, რა----- ზუ-----–--ლი.

მოპასუხე - მა---- ბე–---–--ლი.

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სასამართლო ხარჯებთან დაკავშირებით დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი და

გამოარკვია:

2018 წლის 20 აპრილს ყვარლის მაგისტრატ სასამართლოს სარჩელით მომართა მოსარჩელე სს,,ფი--------------------ლო’’-ს წარმომადგენელმა რა----- ზუ-----–--ლმა მოპასუხე მა---- ბე–---–--ლის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 2 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად. მოპასუხე მა---- ბე–---–--ლს მოსარჩელე სს ,,ფი--------------------ლო"-ს (ს/კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისრა 4 469.78 (ოთხიათას ოთხას სამოცდაცხრა ლარი და 78 თეთრი) ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 2.560.49 (ორი ათას ხუთას სამოცი ლარი და 49 თეთრი) ლარი, სარგებელი - 864.64 ( რვაას სამოცდაოთხი ლარი და 64 თეთრი) ლარი და პირგასამტეხლო - 1 044.65 ( ათას ორმოცდაოთხი ლარი და 65 თეთრი) ლარი. მოპასუხე მა---- ბე–---–--ლს( პ/ნ 4----------- მოსარჩელე სს ,,ფი--------------------ლო"-ს (ს/კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.

2019 წლის 6 აგვისტოს ყვარლის მაგისტრატ სასამართლოს განცხადებით მომართა მოსარჩელის წარმომადგენელმა გიორგი მჭედლიშვილმა და ითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების მიღება ზედმეტად გადახდილი ბაჟის დაბრუნებისა და მოპასუხისათვის კანონით გათვალისწინებული ბაჯის ოდენობის დაკისრების ნაწილში.

სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლო ხარჯების საკითხის გადასაწყვეტად გამოტანილ უნდა იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება , შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2. ნაწილით, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.

ამავე მუხლის 31 ნაწილით, ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37 მუხლის 1. ნაწილის შესაბამისად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38 მუხლის 1. ნაწილის ა) ქვეპუნქტით, ახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, სარჩელზე, აგრეთვე განცხადებაზე ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ;

ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 134,09 ლარი (საგადახდო დავალება N69850059, თარიღი/20180413). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბაჟი უნდა გადახდილიყო 134,09 ლარის ნახევარი, ანუ 67,04 ლარი.

ამასთან, მოპასუხე მა---- ბე–---–--ლისათვის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებულია სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი, ხოლო მისთვის დაკისრებული უნდა ყოფილიყო 67,04 ლარი, ვინაიდან დაკისრებულია 50 ლარი, დამატებით უნდა დაეკისროს 17,04 ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინრე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა, კერძოდ, გადასაწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი, რომელიც სასამართლოს არ გადაუწყვეტია, ამიტომ მოსარჩელე სს,,ფინკა ბანკი’’-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 67,04 ლარი, ხოლო მოპასუხე მა---- ბე–---–--ლს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 17,04 ლარის გადახდა.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 261-ე 284–285–ე, 369–ე მუხლებით და

დაადგინა:

1. მოსარჩელე სს’’ფინკა ბანკი’’-ს (ს/კ 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 67,04 (სამოცდაშვიდი ლარი და 04 თეთრი) (საგადახდო დავალება N69850059, თარიღი/20180413, გადამხდელის ბანკი-სს ფი--------------------ლო, ბანკის კოდი-FGEOGE22)

2. მოპასუხე მა---- ბე–---–--ლს( პ/ნ 4----------- მოსარჩელე სს ,,ფი--------------------ლო"-ს (ს/კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 17,04 ლარის ანაზღაურება.

 

3. დამატებითი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.

 

4. დამატებითი გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ყვარლის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

 

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე