განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160100117002037419
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავა-–- ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
#1/173-17 23 ივლისი 2019 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N024031016002)
მოსამართლე - თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი - დიანა ქოჩორაშვილი, თამთა როყვა,ნათია მიქელაძე, ვერიკო ნ----–---–ი
ბრალდების მხარე:
პროკურორი: გიორგი ძიძიგური
დაცვის მხარე:
ადვოკატი: გოჩა კვარაცხელია, ნუგზარ გულბანი
ბრალდებული: ა----- ი------ი
მამის სახელი: ო----
დაბადებული: 1-----–-–--------------
პირადი ნომერი: 3----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგო----ეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: საგარეჯოს რაიონი, სოფელი იორმუღანლო
თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი, ნაილი იბრაგიმოვა
კვა-–-ფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი(ორი ეპიზოდი), სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით – სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ ა----- ი------ს ბრალად ედება, რომ ჩაიდინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, ჩადენილი დიდი ოდენობით:
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის 28 ნოემბერს მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანიდან, ა---------– ნ-----ის პირუტყვის სადგომიდან, ვ-------- ა-–-----–---–მა თავისი კუთვნილი 293 სული ცხვარი და 2 თხა, რომლის ღირებულება შეადგენდა 44 250 ლარს, სამწყემსავად გაატანა ა----- ი------ს გარდაბნის ტერიტორიაზე მდებარე ზამთრის საძოვებზე. ა----- ი------მა აღნიშნული ცხვრებიდან პირადი მიზნებისთვის მოიხმარა 38 550 ლარად ღირებული 257 სული ცხვარი.
1.2. ა----- ი------ს ასევე ბრალად ედება, რომ ჩაიდინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, ჩადენილი დიდი ოდენობით:
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 23 მაისს დმანისის რაიონში, პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა----- ი------მა ამავე რაიონის სოფელ ზემო ოროზმანში მცხოვრები ი-- ი----ის, ი--ხან ფ-–---ის, ვ----- გ----–---------ის, ს------- ა-–-ევას, ქ----– ფ-–---ის, მ------- ი----ის, ს--–-- ბ---------ის, რ---- ი---------ის, ჯავრეილ ბ---------ი-- და მ----- პ-–---ი--გან, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, დმანისის რაიონის საზაფხულო საძოვრებზე ზაფხულის განმავლობაში სამწყემსავად და შესანახად ჩაიბარა 32 240 ლარად ღირებული 242 სული ცხვარი. ა----- ი------მა აღნიშნული ცხვრებიდან 197 სული ცხვარი 2016 წლის 23-24 მაისის ღამეს გარდაბნის რაიონის სოფელ თელეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, რესტორან ,,მოდი ნახსეთან’’, ვა-–-ს დაფარვის მიზნით, გადასცა ვ-------- ა-–-----–---–ს, ხოლო დანარჩენი პირადად მოიხმარა.
1.3. ასევე ა----- ი------ს ბრალად ედება, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მი--კუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის ივლისში ა----- ი------მა ქ----– ფ-–---ს, მ------- ი----სა და მ----- პ-–---ს მოტყუებით წინასწარ გამოართვათ 50-50 ლარი, ს--–-- ბ---------ს - 20 ლარი, ხოლო ვ----- გ----–---------ს- 50 ამერიკული დოლარი, როგორც მათი ცხვრის მწყემსვი-- და შენახვის საფასურის ნაწილი, მაშინ როცა ცხვარი აღარ ჰყავდა.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. ა----- ი------ი გამართლდეს და უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ( ვ-------- ა-–-----–---–ის ეპიზოდი).
2.2. ა----- ი------მა ჩაიდინა თაღლითობა ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მი--კუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 23 მაისს დმანისის რაიონში, პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა----- ი------მა ამავე რაიონის სოფელ ზემო ოროზმანში მცხოვრები ი-- ი----ის, ი--ხან ფ-–---ის, ვ----- გ----–---------ის, ს------- ა-–-ევას, ქ----– ფ-–---ის, მ------- ი----ის, ს--–-- ბ---------ის, რ---- ი---------ის, ჯავრეილ ბ---------ი-- და მ----- პ-–---ი--გან, მოტყუებით გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ვითომდა დმანისის რაიონის საზაფხულო საძოვრებზე ზაფხულის განმავლობაში სამწყემსავად და შესანახად ჩაიბარა 32 240 ლარად ღირებული 242 სული ცხვარი. ა----- ი------მა აღნიშნული ცხვრებიდან 197 სული ცხვარი 2016 წლის 23-24 მაისის ღამეს გარდაბნის რაიონის სოფელ თელეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, რესტორან ,,მოდი ნახსეთან’’, ვა-–-ს დაფარვის მიზნით, გადასცა ვ-------- ა-–-----–---–ს, ხოლო დანარჩენი პირადად მოიხმარა.
2.3. ა----- ი------მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მი--კუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის ივლისში ა----- ი------მა ქ----– ფ-–---ს, მ------- ი----სა და მ----- პ-–---ს მოტყუებით წინასწარ გამოართვათ 50-50 ლარი, ს--–-- ბ---------ს - 20 ლარი, ხოლო ვ----- გ----–---------ს- 50 ამერიკული დოლარი, როგორც მათი ცხვრის მწყემსვი-- და შენახვის საფასურის ნაწილი, მაშინ როცა ცხვარი აღარ ჰყავდა.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3.1. სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, ჩადენილი დიდი ოდენობით.(ვ-------- ა-–-----–---–ის ეპიზოდი)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებული ვ-------- ა-–-----–---–ი, მან განმარტა რომ 2015 წელში იმყოფებოდა მუხრანში რა დროსაც დაურეკა ა----- ი------მა და შესთავაზა, რომ მოუვლიდა მის ცხვარს. ცხვრების წასაყვანად მასთან მივიდა ოთხი ადამიანი და მთლიანობაში წაიყვანა 235 ცხვარი. ა----- ი------მა ცხვარი დააბინავა რუსთავთან ახლოს. შეთანხმების თანახმად ცხვარი უნდა დაბრუნებოდა ვ-------- ა-–-----–---–ს გაზაფხულზე, თუმცა ა----- ი------მა ეს პირობა არ შეასრულა და არც ცხვრის სანახავად უშვებდა მას. ასევე ვ-------- ა-–-----–---–მა განმარტა რომ 2016 წლის 16 მაისის შემდეგ ვეღარ დაუკავშირდა ა----- ი------ს. ვ-------- ა-–-----–---–მა უჩვენა, რომ მუხრანში ყავს ნაცნობი, რომელსაც სთხოვა წასულიყო რუსთავში და ენახა მისი ცხვარი. ლ-–-მ(ა---------– ნ-----ი) მას დაურეკა და უთხრა, რომ რუსთავში მისი ცხვარი აღარ იყო დაბინავებული. ამის შემდეგ ვ-------- ა-–-----–---–ი შვილთან ერთად ჩავიდა რუსთავში და დარწმუნდა რომ მისი ცხვარი ნამდვილად აღარ იყო. ა----- ი------ი კი მის ზარებს არ პასუხობდა. ვ-------- ა-–-----–---–მა განაცხადა, რომ აღნიშნულის შემდეგ შეატყობინა პოლიციას, საიდანაც ა----- ი------ს დაუკავშირდა რუსთავის პოლიციის უფროსი. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ ა----- ი------მა თელეთთან ვ-------- ა-–-----–---–ს მიუყვანა ცხვარი და განმარტა რომ აკლდა მხოლოდ სამოცი. ვ-------- ა-–-----–---–ის განმარტებით ა----- ი------მა მას განუცხადა რომ აღნიშნული ცხვრები იყიდა. 2016 წელს შემოდგომაზე ვ-------- ა-–-----–---–თან გამოცხადდა დმანისის პოლიცია. უთხრეს, რომ უნდა დაეთვა-–-ერებინათ მისი ცხვრები. დმანისიდან მოსულებმა ნახეს, დაათვა-–-ერეს, ამოარჩიეს და გამორეკეს საკუთარი ამოცნობილი ცხვარი. დაზარალებულმა ვ-------- ა-–-----–---–მა განმარტა, რომ თავდაპირველად ა----- ი------მა ცხვარი წაიყვანა ლ-–- ნ-----ის(ა---------– ნ-----ის) სახლიდან, 293 ცხვარი და 2 თხა. მთლიანად ა----- ი------ი--თვის უნდა გადაეხადა 5000 ლარი, კერძოდ 3000 ლარი მისცა ადგილზე, ხოლო 2000 ლარის ღირებულების ცხვარი უნდა გაეყიდა. ვ-------- ა-–-----–---–მა ასევე დაადასტურა რომ მასსა და ა-----ს შორის შედგა ტელეფონზე მოლაპარაკება და ამ მოლაპარაკებას სხვა არავინ დასწრებია. ასევე განმარტა რომ ა----- ი------მა ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ მას გადაუხადა 7000 ლარი და რეის მდგო----ეობით მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.
სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა ვ-------- ა-–-----–---–ის შვილი ვ------- ა-–-----–---–ი, მან დადასტურა რომ 2015 წლის ნოემბერში მამამისმა ა----- ი------ს ზამთარში მოსავლელად გაატანა ცხვარი. ცხვარი წაიყვანეს მუხრანიდან ლ-–- ნ-----ის საცხოვრებელი სახლიდან. ზუსტად არ ახსოვს რამდენი ცხვარი გაატანეს მოსავლელად, მათ მოვლის საფასურის 3000 ლარი გადაუხადეს, ხოლო დანარჩენის ცხვარი უნდა გაეყიდა. რამდენიმე ხნის მერე მათთვის ცნობილი გახდა რომ ცხვარი აღარ იყო ადგილზე. ისინი წავიდნენ რუსთავში და ნახეს რომ რამდენიმე ცხვარი იყო დარჩენილი ბინაზე, ასევე იქ დახვდათ ბინის მეპატრონე, რომელმაც განუმარტა რომ მათი ცხვარი იმავე მანქანით წაიყვანეს და ბინაზე არც დაუცლიათ. ამის შემდეგ მან დაადასტურა რომ მამასთან ერთად წავიდა პოლიციაში. მოწმის განმარტებით ა----- ი------მა 197 ცხვარი მიუყვანა, დანარჩენის სანაცვლოდ კი სთხოვდა რომ მიიყვანდა ძროხებს. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მათ ცხვარი წაიყვანეს ყაზბეგში, სადაც რამდენიმე ხანში ჩააკითხა პოლიციამ და უთხრა რომ აღნიშნული ცხვარი იყო მოპარული. ვ------- ა-–-----–---–იმა დაადასტურა, რომ მის ოჯახსაც საკუთრებაში ყავს 300 ცხვარი.
მოწმის სახით დაკითხვი--ს ა---------–(ლ-–-) ნ-----მა განმარტა, რომ ა----- ი------ი მასთან სახლში, სოფელ მუხრანში იყო სამ პიროვნებასთან ერთად, ასევე მასთან იყო ვ-------- ა-–-----–---–ი. ა----- ი------მა მისი სახლიდან წაიყვანა 293 ცხვარი და 2 თხა. 2016 წელს მას დაუკავშირდა ვ-------- ა-–-----–---–ი და უთხრა რომ ა----- ი------ს გათიშული ქონდა ტელეფონი, ამიტომ მისულიყო ბინაზე და გადაემოწმებინა. მისვლი--ს ა---------– ნ-----ს მეზობელმა განუმარტა, რომ ის ცხვარი გაყიდული იყო, აღნიშნული შეატყობინა ვ-------- ა-–-----–---–ს. გარკვეული დროის შემდეგ მას დაუკავშირდა ვ-------- ა-–-----–---–ი და განმარტა რომ ა-----ს ცხვარი უნდა მოეყვანა დაახლოებით მიიყვანა 190-მდე ცხვარი და დაპირდა რომ დანარჩენსაც მიიყვანდა. ვ-------- ა-–-----–---–მა ცხვარი ყაზბეგში წაიყვანა, სადაც როგორც მოწმისთვის ცნობილია ჩავიდა დმანისის პოლიცია და მოსახლეობა, დიდი სამარშუტო მიკროავტობუსით, აარჩიეს ა----- ი------ის მიერ მიყვანილი ცხვრები. ა---------– ნ-----მა განმარტა, რომ ა----- ი------მა ცხვარი წაიყვანა რუსთავში ზამთარში მოსავლელად, ცხვრების მოვლის სანაცვლოდ გადაუხადა 3000 ლარი და ცხვარი. ა---------– ნ-----მა განმარტა, რომ მასთან სახლში იყვნენ 2015 წლის ნოემბრის ბოლოს. ა----- ი------ის შვილმა კი ყაზბეგში ჩაიყვანა 100 სული ცხვარი და თან მას სამი მეგობარი ახლდა. ა---------– ნ-----მა განაცხადა რომ ვ-------- ა-–-----–---–თან მეგობრობს.
სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის შუამდგომლობით დაიკითხა მოწმე გ--------------ი, მან განმარტა რომ არის ტრაქტორისტი და ა----- ი------ს იცნობს დიდი ხანია. გ--------------ის განმარტებით ერთხელ მას დაურეკა ა----- ი------მა და უთხრა რომ იყო მარნეულის ბაზარში და სთხოვა წაყვანა. გ--------------მა განმარტა რომ ა----- ი------ი იმყოფებოდა ვინმე ვ--------თან ერთად, რომელთან ერთადაც ცხვარს ყიდდა. მოწმის განმარტებით იმ ღამეს დარჩა ა----- ი------თან სახლში, ვ--------იც მათთან ერთად იყო. გ--------------მა დაადასტურა რომ ა----- ი------მა მეხორცეს გაატანა 4 ცა-–- ცხვარი, 4 ცხვრის ფული კი მისცა ვ--------ს. გ--------------მა ასევე დადასტურა, რომ ამის შემდეგ მან ვ--------ი წაიყვანა რუსთავში და გააცილა სამარშუტო ტაქსით. გ--------------ის განმარტებით მას ერთხელ დაუკავშირდა ა----- ი------ი და უთხრა რომ იყო აზერბაიჯანში და თუ ვ--------ი დაურეკავდა ეთქვა რომ 15-ში ნახავდა და მისცემდა.
სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა ს--------–---ი, მან განმარტა რომ 2015 წლის ნოემბერში ა----- ი------მა ცხვარი მიიყვანა რუსთავში, ვინმე გოიჯას ბინაზე. მას განუმარტეს, რომ ცხვარი იქ უნდა შეენახათ. ს--------–---მა დაადასტურა რომ ა----- ი------ი ცხვარს ყიდდა თუ კლიენტი მივიდოდა. ასევე ს--------–---მა განმარტა რომ მასთან ცხვრის საკითხავად არავინ მისულა და ერთხელ მასთან მივიდა ვ--------ი, რომელმაც ცხვარი წაიყვანა ბაზარში გასაყიდად.
სასამართლოში ასევე მოწმის სახით დაიკითხა გ---–----- ა-–--------ა, მან განმარტა რომ ცხოვრობს რუსთავში და მასთან ახლოს ცხოვრობდა ა–----–---ი ანუ ს-----ა. რამდენიმე ხნის წინ მასთან მივიდნენ და კითხეს აღნიშნული პიროვნების შესახებ. მან განუმარტა რომ იცნობდა ს-----ას, რომელიც მარნეულის ბაზარში ცხვარს ყიდულობდა და ყიდდა. მოწმემ დაადასტურა რომ ა-–- ა–----–---ის(ს----- ა–----–---ის) სახლში ბევრი ცხავრი არ უნახავს, შეიძლება იყო თუმცა მას არ უნახავს. მოწმემ განმარტა რომ ა-–- ა–----–---ი დაახლოებით 2 წლის წინ გარდაიცვალა.
სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა გ----–--- ა–----–---ი, მან განმარტა რომ იყო ა-–- ა–----–---ის შვილი და ცხოვრობდა უკრაინაში. გადმოცემით იცის, რომ ა----- ი------ს ჰქონდა მამამისის ვა-–-.
სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა ე-–----- ა--------ი, რომელმაც განმარტა რომ იცნობს ა----- ი------ს. ა----- ი------ს ბინაზე ყავდა ცხვარი და ძროხები. მოწმის განმარტებით ორ-სამჯერ არის ნამყოფი ა----- ი------თან ბინაზე, ერთ-ერთი შეხვედრის დროს კი შეესწრო სატელეფონო საუბარს, სადაც ა----- ი------ს სთხოვდნენ წაყვანილი ცხვრების ფულს. ელიხმან ა--------მა ასევე დაადასტურა, რომ ა----- ი------თან ერთად იყო ს----- ა–----–---იც და ს-----იც ვაჭრობდა ცხვრებით.
ბ-------- ვ--–---მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვი--ს დაადასტურა, რომ იცნობდა ა----- ი------ს და ასევე ს----- ა–----–---საც. განმარტა, რომ მათთან მივიდა ცხვრის საყიდლად რომელიც ეძვირა და აღარ იყიდა.
სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა ა----- ი------ი, მან განმარტა რომ ვ-------- ა-–-----–---–თან ერთად 1 წლის განმავლობაში ცხვარს ინახავდა მთაში. ვ-------- ა-–-----–---–ი გაიცნო 2012-2013 წლებში, თავად ცხვრით ხან ვაჭრობდა ხან ინახავდა, ვ--------ი--გან მოყავდა ცხვარი და ყიდდა . ბრალდებული ა----- ი------ი განმარტავს რომ მას დაუკავშირდა ვ-------- ა-–-----–---–ი და უთხრა რომ 30 მოხუცი ცხვარი ჰყავდა გასაყიდი, მივიდა წამოიყვანა და აღნიშნულ ცხვრებს ს-----თან ერთად ყიდიდა ფონიჭა-–-დან. ამის შემდეგ დაურეკა და უთხრა რომ 27 ცხვარი ჰყავდა გასაყიდი ბატკნებიანად. კიდევ ერთხელ დაუკავშირდა, უთხრა რომ დღესასწაულზე ცხვარი ჰყავდა გასაყიდი და მისთვის მიეცა აღნიშნული ცხვარი. ცხვარი იყო დაახლოებით 200-ზე მეტი. 2015 წლის ნოემბერში წამოიყვანა ცხვარი, გადაიხადა დაახლოებით 4000 ლარი, ხოლო დანარჩენში უნდა გადაეხადა მოგვიანებით. ერთ ცხვარში იხდიდა 140 ლარს. მთლიანობაში მას ვ-------- ა-–-----–---–ი--თვის გადასახდელი ჰქონდა 30 000 ლარი. ა----- ი------მა განმარტა რომ ცხვარი მიიყვანა ფონიჭალაში ს-----ის ეზოში, აღნიშნული ცხვარი წამოიყვანა მარნეულის ბაზარში და გაყიდა, საიდანაც 5000 ლარი კვლავ გადაუხადა ვ-------- ა-–-----–---–ს. რის შემდეგაც გადასახდელი დარჩა 25 000 ლარი. ა----- ი------მა განაცხადა რომ, ცხვარს ყიდდა ნაწილ-ნაწილ და თანხას აძლევდა ვ-------- ა-–-ბეგაშილს. ა----- ი------მა განმარტა, რომ ცხვრებზე ვაჭრობდა მეგობარ ს-----თან ერთად. ს-----მა ვ-------- ა-–-----–---–ის 100 ცხვარი გაყიდა ვინმე აზერბაიჯანელზე რომელმაც მათ თანხა არ გადაუხადა და შესაბამი--დ 100 ცხვრის საფასური მათ ვერ გადაუხადეს ვ-------- ა-–-----–---–ს. ა----- ი------მა ასევე განმარტა, რომ ს-----ი გარდაიცვალა და ვ-------- ა-–-----–---–თან ანგარიშსწორება მხოლოდ თავად უხდებოდა.
სახელმწიფო ბრალდება ა----- ი------ს ამ ეპიზოდში ედავება, რომ ჩაიდინა სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში იმყოფებოდა, ჩადენილი დიდი ოდენობით: შესაბამი--დ, ბრალდების მხარეს უნდა წარმოედგინა და სასამართლოს მტკიცებულებათა გამოკვლევით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დაედასტურებინა რომ ა----- ი------ს ვ-------- ა-–-----–---–მა ცხვარი გაატანა შესანახად და მან აღნიშნული ცხვარი გაყიდა ვ-------- ა-–-----–---–თან შეთანხმების გარეშე, მიღებული თანხა კი მითვი--. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების: ვ-------- ა-–-----–---–ის, ვ------- ა-–-----–---–ის, ა---------– ნ-----ის ჩვენებებით დასტურდება რომ ა----- ი------მა ვ-------- ა-–-----–---–ი--გან წამოიყვანა 293 ცხვარი და 2 თხა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება არც ა----- ი------ს გაუხდია სადავო. სასამართლომ კვლავ მოწმეთა ჩვენებებით უნდა დაადგინოს თუ რა შეთანხმება არსებობდა ა----- ი------სა და ვ-------- ა-–-----–---–ს შორის. სასამართლოს მიერ დასადგენია ა----- ი------მა ვ-------- ა-–-----–---–ის ცხვარი წაიყვანა სამწყემსად და შესანახად თუ გასაყიდად. ვ-------- ა-–-----–---–მა განმარტა, რომ შეთანხმება მასა და ა----- ი------ს შორის ცხვრების მოვლის თაობაზე შედგა ტელეფონით და ამ შეთანხმებას სხვა მოწმეები არ დასწრებიან. ვ------- ა-–-----–---–მა და ა---------– ნ-----მა შეთანხმების ზუსტი დეტალები არ იცოდნენ, თუმცა განმარტეს რომ ვ-------- ა-–-----–---–მა ა----- ი------ს ნება დართო გაეყიდა ცხვრების ნაწილი. ა----- ი------მა განმარტა, რომ მან ვ-------- ა-–-ბეგაშილი--გან ცხვრები წამოიყვანა გაყიდვის მიზნით. ასევე მოწმის სახით დაკითხვი--ს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმემ დაადასტურა, რომ ა----- ი------ი მარნეულში ნახა ვინმე ვ--------თან ერთად, სადაც იგი ყიდდა ცხვარს. ასევე მოწმეების დაკითხვით დადასტურებულია, რომ ვ-------- ა-–-----–---–ს თავად ყავს ცხვარი, უვლის მათ და ა---------– ნ-----ი კი არის მისი მწყემსი, რომელსაც ცხვარი დაბინავებული ჰყავდა სოფელ მუხრანში. შესაბამი--დ სასამართლო წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების და ანა-–-ზის საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადგენს ა----- ი------ის მიერ ვ-------- ა-–-----–---–ის ცხვრების მითვისების ფაქტს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ-------- ა-–-----–---–სა და ა----- ი------ს შორის არსებობდა სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა და ა----- ი------ის მიერ ვერ ხდებოდა მისთვის თანხების დროულად დაბრუნება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ა----- სიახოვი ბრალდების ამ ეპიზოდში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვი--ს სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევი-- და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დაწესებულია მტკიცებულების შეფასების წესი, რომლის თანახმადაც მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილით ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობი--თვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვა-–-სწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობი-- და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებები-- და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არა ერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain, § 77; Lavents v. Latvia, § 125 Melich and Beck v. the Czech Republic, § 49).
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის სსსკ 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსი-- და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ ა----- ი------ის ბრალდების ამ ეპიზოდში დამნაშავედ ცნობი--თვის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანი--თვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
3.2. თაღლითობა ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მი--კუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით.
ბრალდების ამ ეპიზოდში სასამართლო სხდომაზე დაკითხული იქნენ დაზარალებულები: მ------- ი----ი, ი-- ი----ი, ი--ხან ფ-–---ი, ვ----- გ----–---------ი, ს------- ა-–-ევა, ქ----– ფ-–---ი, ს--–-- ბ---------ი, რ---- ი---------ი, ჯ------–ი ბ---------ი და მ----- პ-–---ი.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვი--ს მ------- ი----მა განმარტა, რომ ა----- ი------ს მაისის თვეში 22 ცხვარი გაატანა. მასთან ერთად ა----- ი------ს კიდევ 9 დმანისელმა გაატანა ცხვარი. მთლიანობაში დმანისში პანტიანის ტბასთან ა----- ი------მა დმანისის მოსახლეობიდან წაიყვანა 240- 260 ცხვარი. მ------- ი----მა დაადასტურა რომ მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ ა----- ი------ს ცხვარი წაუყვანია ყაზბეგში. დაზარალებულმა მ------- ი----მა განმარტა, რომ ცხვრის წაყვანიდან 20 დღის შემდეგ მასთან მივიდა ა----- ი------ი და გამოართვა 50 ლარი, რომელიც ა----- ი------ის განმარტებით მას სჭირდებოდა მთაში ადგილი--თვის. ერთი ცხვარი თვეში გამოდიოდა 2 ლარი და 50 თეთრი. მ------- ი----მა განმარტა რომ ა----- ი------მა დაპირებულ დროს მას ცხვარი არ მოუყვანა რის გამოც თანასოფლელებთან ერთად წავიდნენ ყაზბეგში ამოიცნო საკუთარი ცხვრები და წამოიყვანა. მ------- ი----მა დააზუსტა, რომ ყაზბეგში თავად ვერ შეძლო წასვლა და წასული იყო მისი შვილი ფარუხ ი----ი. დაზარალებულის განმარტებით მას დაბრუნებული ყავს 21 ცხვარი. ასევე განმარტა, რომ ცხვრების ნაწილი მან დაიბრუნა ოროზმანში სკოლის წინ პოლიციის მოყვანილი ცხვრებიდან.
სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა დაზარალებული მ------- ი----ის შვილი ფარუხ ი----ი, რომელმაც დაადასტურა რომ პანტიანის ტბასთან ა----- ი------ს დმანისის ათმა მოსახლემ გაატანა ცხვარი, ასევე ცხვრის წაყვანიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ა----- ი------ს გადაუხადეს ცხვრების მოვლის საფასური 50 ლარი, ასევე განმარტა რომ იგი იმყოფებოდა ყაზბეგში ცხვრების წამოსაყვანად. ცხვრები ამოიცნო ყურზე არსებული ნიშნით, კერძოდ ცხვარს ყური ჰქონდა გაჭრილი მარჯვენა მხრიდან მარცხენა მხარეს. ფარუხ ი----მა დაადასტურა რომ 4 ცხვარი დაიბრუნა პოლიციის მოყვანილი ცხვრებიდან ოროზმანში სკოლის წინ. ფარუხ ი----ის განმარტებით მათ ა----- ი------ისგან იცოდნენ რომ ცხვარი ყავდა მთაში სამწყემსად, მოგვიანებით კიი მათთვის ცნობილი გახდა რომ ა----- ი------მა ცხვარი გამოიყენა პირადი მიზნები--თვის.
სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა დაზარალებული ი-- ი----ი, რომელმაც განმარტა რომ 2016 წლის 23 მაისის ა----- ი------ს გაატანა 9 ცხვარი რომელიც უნდა დაებრუნებინა მისთვის 1 სექტემბერს. ი-- ი----მა დაადასტურა რომ დმანისში პანტიანის ტბიდან მის გარდა კიდევ 9 მოსახლემ გაატანა ა----- ი------ს ცხვარი, მთლიანობაში 242 ცხვარი. ი-- ი----მა განმარტა, რომ ცხვრის დაბრუნებას და ა----- ი------ს დაელოდნენ დაახლოებით 24 სექტემბრამდე, შემდეგ კი სხვა დაზარალებულებთან ერთად გამოცხადდა პოლიციაში. დაზარალებულმა განმარტა, რომ ცხვრების ნაწილი მან ამოიცნო ყაზბეგში ნაწილი კი პოლიციის მიერ ოროზმანში მოყვანილი ცხვრებიდან იქნა ამოცნობილი. ი-- ი----მა განმარტა, რომ როდესაც პოლიციამ მოიყვანა დმანისში ცხვარი, პირადად მას ა----- ი------ი კამაზში არ დაუნახავს, თუმცა ამბობდნენ რომ იქ იყო. მოწმემ ასევე დაადასტურა რომ ა----- ი------ი--თვის წინა წელსაც ჰქონდა ცხვარი გატანებული და მან წინა წელს ცხვარი დააბრუნა დროულად.
სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა ვ----- გ----–---------ი, მან განმარტა რომ 2016 წლის 23 მაისს დმანისის მცხოვრებ 9 სხვა მოქალაქესთან ერთად ა----- ი------ს პანტიანის ტბასთან გაატანა 18 სული ცხვარი, მთლიანობაში ა----- ი------ის იქ შეკრებილმა მოსახლეობამ გაატანა 242 სული ცხვარი. ვ----- გ----–---------ის განმარტებით ა----- ი------მა აღნიშნული ცხვრები არ დააბრუნა დათქმულ დროს, რის გამოც აღნიშნულის თაობაზე აცნობეს პოლიციას და პოლიციის ძა-–-სხმევით ცხვრების ნაწილი წამოიყვანეს ყაზბეგში ვინმე ვ--------ი--გან, ნაწილი კი დმანისში ოროზმანში სკოლასთან პოლიციის მიერ მოყვანილი ცხვრებისგან ამოარჩიეს. დაზარალებულის განმარტებით მან დაიბრუნა 18 მისი კუთვნილი ცხვარი. ვ----- გ----–---------მა განმარტა რომ ცხვრების წაყვანის შემდეგ ა----- ი------ს გადაუხადა 50 დოლარი ცხვრის მოვლი--თვის, რადგან მას ა----- ი------მა განუცხადა რომ საძოვარზე ფული ჰქონდა გადასახდელი. დაზარალებულის განმარტებით, აღნიშნული თანხა მან ა----- ი------ს გადაუხადა ცხვრის წაყვანიდან 10 დღეში. დაზარალებულის განმარტებით მათ ა----- ი------ი--თვის თანხა უნდა გადაეხადათ, ცხვრის დაბრუნების შემდეგ თუმცა იფიქრა რომ რადგან მისი გადასახდელი იყო და თანხაც იმ დროს ჰქონდა მისცემდა წინასწარ. ვ----- გ----–---------მა ასევე დაადასტურა რომ მისი თანდასწრებით ივაზ ი------ს 50 ლარი გადაუხადა მ------- ი----მაც. ვ----- გ----–---------მა განმარტა რომ ა----- ი------ი--გან არაფერს ითხოვდა ცხვრებიც დაბრუნებული ჰყავდა და ცხვრის მოვლის საფასურიც გადახდილი ჰქონდა.
დაზარალებულმა რ---- ი---------მა განმარტა რომ 23 მაისს სხვა დაზარალებულებთან ერთად 36 ცხვარი გაატანა ა----- ი------ს, რომელიც უნდა დაებრუნებინა სექტემბრის თვეში. სექტემბრის პირველ რიცხვში ა----- ი------მა ცხვარი არ მოუყვანა, ტელეფონზე დაუკავშირდნენ მას ა----- ი------ი კი ჰპირდებოდა რომ მალე მიუყვანდა ცხვარს. რ---- ი---------მა დაადასტურა რომ მან სხვა დაზარალებულებთან ერთად 26 სექტემბერს პოლიციაში შეიტანა განცხადება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. რ---- ი---------მა განმარტა რომ მან ცხვრების ნაწილი დაიბრუნა ყაზბეგიდან, ოროზმანში მოყვანილი ცხვრებიდან, ამოარჩია. ასევე განმარტა რომ ყაზბეგში მის ნაცვლად მისი შვილი ბაირამ ი---------ი იყო წასული. რ---- ი---------ის განმარტებით მან დაიბრუნა 29 ცხვარი, 7 ცხვარი არ ყავს დაბრუნებული და ბრალდებული--გან ითხოვს ან ცხვარს ან თანხას.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვი--ს ბაირამ ი---------მა დაადასტურა, რომ მამის რ---- ი---------ის ნაცვლად წავიდა ყაზბეგში, დაახლოებით იქნებოდა ოქტომბრის თვე და ყაზბეგში იმყოფებოდა სხვა დაზარალებულებთან ერთად ასევე დაადასტურა რომ ყაზბეგიდან წამოიყვანა მისი კუთვნილი 15 ცხვარი.
დაზარალებულმა ს------- ა-–-ევამ განმარტა, რომ 2016 წლის 23 მაისს დმანისის რაიონის პანტიანის ტბასთან აიავაზ ი------ს მოსავლელად გაატანა 9 ცხვარი. დაზარალებულის განმარტებით სექტემბრის 1 რიცხვი--თვის უნდა დაებრუნებინა, თუმცა დანაპირები ა----- ი------მა არ შეასრულა რის გამოც სხვა დაზარალებულებთან ერთად დაწერა განცხადება, მანვე დაადასტურა რომ დაიბრუნა 7 ცხვარი ა----- ი------ს დასაბრუნებელი ყავს 2 ცხვარი, დაზარალებულისვე განმარტებით მან ცხვარი დაიბრუნა პოლიციის დახმარებით.
დაზარალებულმა ს--–-- ბ---------მა განმარტა, რომ ა----- ი------ს 23 მაისს სხვა დაზარალებულებთან ერთად გაატანა ცხვარი, რომელიც 1 სექტემბრი--თვის უნდა დაებრუნებინა, ა----- ი------მა კი ცხვარი არ მიუყვანა. აღნიშნულის შემდეგ, ს--–-- ბ---------ი დაუკავშირდა პოლიციას სხვა დაზარალებულებთან ერთად. ს--–-- ბ---------მა განმარტა, რომ ათნი იყვნენ, როდესაც პოლიციამ ისინი დაიბარა და მათ ცხვარი ოროზმანში სკოლასთან შეარჩიეს. ს--–-- ბ---------მა აღნიშნა, რომ სკოლასთან მან 10 ცხვარი შეარჩია, მთლიანობაში კი მისი უნდა ყოფილიყო 46 სული ცხვარი. პოლიციის დახმარებით მათ ცხვრების ნაწილი წამოიყვანეს ყაზბეგში, ვინმე ვ--------ი--გან, დაზარალებულის განმარტებით, მან დაიბრუნა 9 ცხვარი ხოლო 27 ცხვარი არ ჰყავს დაბრუნებული. მთლიანობაში ა----- ი------ის იქ შეკრებილმა მოსახლეობამ გაატანა 242 სული ცხვარი. ს--–-- ბ---------ის თქმით იგი ერთ სულ ცხვარზე იხდიდა 2 ლარსა და 50 თეთრს და მან ცხვრების წაყვანის შემდეგ გადაუხადა 20 ლარი, ხოლო მასთან ერთად 4-5 ადამიანმაც მისცა თანხა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა მ----- პ-–---ი. მან განმარტა, რომ 2016 წლის 23 მაისს ცხვარი გაატანა ა----- ი------ს, შეთანხმების თანახმად ა----- ი------ს ცხვარი პირველ სექტემბერს უნდა დაებრუნებინა. მ----- პ-–---მა განმარტა რომ სექტემბერში ა----- ი------მა ცხვარი არ დააბრუნა, შეეხმიანნენ მას რამდენჯერმე, პირდებოდა რომ ცხვარს დააბრუნებდა თუმცა უშედეგოდ. მ----- პ-–---მა განმარტა რომ ა----- ი------ს გაატანა 43 ცხვარი რომელთაგანაც დაიბრუნა 29 ცხვარი. მ----- პ-–---მა დადასტურა რომ მასთან ერთან 9 ადამიანმა გაატანა ა----- ი------ს ცხვარი, მთლიანობაში რამდენი ცხვარი წაიყვანა ა----- ი------მა არ იცის რადგან პირველმა მან ჩააბარა ცხვარი და წავიდა. მ----- პ-–---მა ასევე განმარტა რომ ცხვრის წამოსაყვანად იმყოფებოდა ყაზბეგშიც ვინმე ვ--------თან. ცხვრების ნაწილი დაიბრუნა სტადიონზე პოლიციის მიერ მოყვანილი ცხვრებიდან. მ----- პ-–---მა ასევე განმარტა რომ ა----- ი------ს მოგვიანებით გადაუხადა ცხვრის მოვლის საფასური 50 ლარი. აღნიშნული თანხა ა----- ი------ს გადასცა მისმა შვილმა, ასევე მისთვის ცნობილია რომ ვ----- გ----–---------მა გადასცა 50 დოლარი ცხვრების მოვლი--თვის, ცხვრის მოვლი--თვის ასევე გარკევული თანხა გადასცა ს--–-- ბ---------მა. მ----- პ-–---ის განმარტებით დასაბრუნებელი დარჩა ა----- ი------ისგან 14 ცხვარი, კერძოდ: 4 ცხვარი და 10 ბატკანი.
სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა დაზარალებული ჯ------–ი ბ---------ი, მან განმარტა რომ 1026 წლის 23 მაისის ცხვარი მთაში მოსავლელად გაატანა ა----- ი------ს. შეთანხმების თანახმად ა----- ი------ს ცხვარი უნდა დაებრუნებინა სექტემბერში. დაზარალებულის განმარტებით ა----- ი------მა პირობა არ შეასრულა, რის გამოც მიმართეს პოლიციას. ჯ------–ი ბ---------მა დაადასტურა რომ სხვა დაზარალებულებთან ერთად იმყოფებოდა ყაზბეგში, საიდანაც წამოიყვანეს ცხვრები. ჯ------–ი ბ---------მა განმარტა რომ ყაზბეგიდან წამოიყვანა 13 ცხვარი, ა----- ი------ს კი მისთვის დასაბრუნებელი ყავს 4 ცხვარი. ჯ------–ი ბ---------მა, ასევე დაადასტურა, რომ ცხვრების ნაწილი დმანისში მოიყვანა პოლიციამ.
სასამართლოში ასევე დაიკითხა დაზარალებული ქ----– ფ-–---ი, მან დაადასტურა რომ დმანისში პანტიანის ტბიდან ა----- ი------ს სამწყემსად გაატანა 27 ცხვარი, რომელიც სექტემბერში უნდა დაებრუნებინა. პირობის დარღვევის გამო ქ----– ფ-–---მა და ასევე სხვა დაზარალებულებმა მიმართეს პოლიციას. დაზარალებულმა ასევე განმარტა რომ ცხვრების ნაწილი ყაზბეგიდან წამოიყვანეს დაზარალებულებმა, ნაწილი კი პოლიციამ მოიყვანა დმანისში. დაზარალებულის განმარტებით ყაზბეგიდან მან 10 ცხვარი წამოიყვანა, რომელიც ამოიცნო მარჯვენა ყურზე დადებული ნიშნით. დაზარალებულის განმარტებით ა----- ი------ს მისთვის 3 ცხვარია აქვს დასაბრუნებელი. ქ----– ფ-–---მა დაკითხვი--ს ასევე განმარტა რომ ივლისის თვეში ა----- ი------ს გადასცა ცხვრის მოვლის საფასური 50 ლარის ოდენობით.
ბრალდების მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი და დაკითხული იქნა დაზარალებული ი--ხან ფ-–---ი. მან განმარტა რომ 2016 წლის 23 მაისს 22 ცხვარი სამწყემსად გაატანა ა----- ი------ს, რომელიც უნდა დაებრუნებინა 1 სექტემბერს. ა----- ი------მა ცხვრების მოყვანა დააგვიანა, არ პასუხობდა სატელეფონო ზარებს, ამიტომ ი--ხან ფ-–---მა სხვა დაზარალებულებთან ერთად მიმართა პოლიციას. ი--ხან ფ-–---მა განმარტა რომ ცხვრები წამოიყვანა დმანისში პოლიციის მიერ მოყვანილი ცხვრიდან. ასევე განმარტა რომ ცხვრები ამოიცნო მარჯვენა ყურზე დადებული ნიშნით.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვი--ს რ----–-- ა---------------მა განმარტა რომ მუშაობდა თარჯიმანთა ბიუროში და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მონაწილეობდა დაკითხვაში როგორც თარჯიმანი.
სასამართლო სხდომაზე გამომძიებელმა ზ------ მ--------–---–მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.
სასამართლოში ასევე დაიკითხა რ----- რ----------ი, რომელმაც განმარტა, რომ 2016 წლის ოქტომბერში მას დაუკავშირდნენ პოლიციიდან და ჩააბარეს 21 ცხვარი. აღნიშნული ცხვრებიდან ნაწილი დაიხოცა და დაკითხვის მომენტი--თვის მას მიბარებული ცხვრებიდან დარჩენილი ჰყავდა 8 ცა-–- ცხვარი.
სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა რ---–-- ა---------------ი რომელმაც განმარტა რომ აღნიშნულ საქმეში მონაწილეობდა როგორც თარჯიმანი და დაადასტურა იმ საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.
2016 წლის 7 ოქტომბრის ჩხრეკის ოქმის თანახმად ირკვევა რომ ჩხრეკა ჩატარდა ა----- ი------ის მფლობელობაში არსებულ ფერმაში, გამომძიებელ ზ------ მ--------–---–ის მიერ. ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა 10 სული ცხვარი, 7 დიდი და 3 მოზარდი ცხვარი.
2016 წლის 6 ოქტომბრის ამოღების ოქმის თანახმად, ამოღება ჩატარდა ქალაქ თბილისში, ლილოს დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, ა----- ი------თან და ფევრალ ამინაგაროვთან. ფევრალ ემინაგაროვის მფლობელობაში არსებული ავტომანქანა კამაზიდან, რომლის სახელმწიფო ნომერია HAH 602, ამოღებულ იქნა 114 სული ცხვარი.
2016 წლის 7 ოქტომბრის ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, ამოცნობა ჩატარდა დმანისის რაიონის სოფელ ზემო ოროზმანში სტადიონთან. ამოცნობი--ს მ----- პ-–---ის მიერ ამოცნობილ იქნა მისი კუთვნილი 7 სული ცხვარი.
2016 წლის 7 ოქტომბრის ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, ამოცნობა ჩატარდა დმანისის რაიონის სოფელ ზემო ოროზმანში სტადიონთან. ამოცნობი--ს ჯ------–ი ბ---------ის მიერ ამოცნობილ იქნა მისი კუთვნილი 4 სული ცხვარი.
2016 წლის 7 ოქტომბრის ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, ამოცნობა ჩატარდა დმანისის რაიონის სოფელ ზემო ოროზმანში სტადიონთან. ამოცნობი--ს ქ----– ფ-–---ის მიერ ამოცნობილ იქნა მისი კუთვნილი 14 სული ცხვარი.
2016 წლის 7 ოქტომბრის ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, ამოცნობა ჩატარდა დმანისის რაიონის სოფელ ზემო ოროზმანში სტადიონთან. ამოცნობი--ს ვ----- გ----–---------ის მიერ ამოცნობილ იქნა მისი კუთვნილი 13 სული ცხვარი.
2016 წლის 7 ოქტომბრის ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, ამოცნობა ჩატარდა დმანისის რაიონის სოფელ ზემო ოროზმანში სტადიონთან. ამოცნობი--ს ი--ხან ფ-–---ის მიერ ამოცნობილ იქნა მისი კუთვნილი 11 სული ცხვარი.
2016 წლის 7 ოქტომბრის ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, ამოცნობა ჩატარდა დმანისის რაიონის სოფელ ზემო ოროზმანში სტადიონთან. ამოცნობი--ს ს--–-- ბ---------ის მიერ ამოცნობილ იქნა მისი კუთვნილი 10 სული ცხვარი.
2016 წლის 7 ოქტომბრის ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, ამოცნობა ჩატარდა დმანისის რაიონის სოფელ ზემო ოროზმანში სტადიონთან. ამოცნობი--ს რ---- ი---------ის მიერ ამოცნობილ იქნა მისი კუთვნილი 14 სული ცხვარი.
2016 წლის 7 ოქტომბრის ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, ამოცნობა ჩატარდა დმანისის რაიონის სოფელ ზემო ოროზმანში სტადიონთან. ამოცნობი--ს ი-- ი----ის მიერ ამოცნობილ იქნა მისი კუთვნილი 2 სული ცხვარი.
2016 წლის 7 ოქტომბრის ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, ამოცნობა ჩატარდა დმანისის რაიონის სოფელ ზემო ოროზმანში სტადიონთან. ამოცნობი--ს ფარუხ ი----ის მიერ ამოცნობილ იქნა მისი კუთვნილი 4 სული ცხვარი.
2016 წლის 7 ოქტომბრის ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, ამოცნობა ჩატარდა დმანისის რაიონის სოფელ ზემო ოროზმანში სტადიონთან. ამოცნობი--ს ს------- ა-–-ევას მიერ ამოცნობილ იქნა მისი კუთვნილი 4 სული ცხვარი.
სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა გ------ ნ----–---–ი, მან განმარტა რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებდა გამომძიებელი არჩილ ჩაჩიბაია, თავად კი ჩაერთო მოგვიანებით. დაზარალებულებთან ჩაატარა ამოცნობები და გამოცნობილი ცხვრები ჩააბარა დაზარალებულებს, ხოლო ის ცხვარი რომელიც ვერ ამოიცნეს ჩაბარდა რ----- რ----------ს. გ------ ნ----–---–მა დადასტურა რომ მას რამოდენიმეჯერ მიმართა რამაზ რ----------მა და განუცხადა რომ რამდენიმე ცხვარი გარდაიცვალა, რის თაობაზეც მის მიერ შედგენილ იქნა შესაბამისი ოქმები.
2016 წლის 11 ოქტომბრის დათვა-–-ერების ოქმის თანახმად, ირკვევა რომ დათვა-–-ერება ჩატარდა ყაზბეგში ვ-------- ა-–-----–---–ის ცხვრის სადგომში. დათვა-–-ერება ჩაატარა გამომძიებელმა გ------ ნ----–---–მა, მესაკუთრის თანხმობით. დათვა-–-ერებაში მონაწილეობდნენ მ----- პ-–---ი, ი--ხან ფ-–---ი, ვ----- გ----–---------ი, ს------- ა-–-ევა, ქ----– ფ-–---ი, ფარუხ ი----ი, ი-- ი----ი, სა-–-მ ბ---------ი, ჯ------–ი ბ---------ი, ბაირამ ი---------ი. მონაწილეთა მიერ ფერმაში ამოცნობილ იქნა მათი კუთვნილი ცხვარი მთლიანობაში 93 სული.
2016 წლის 11 ოქტომბრის ამოღების ოქმის თანახმად, ამოღება ჩატარდა ყაზბეგში, ვ-------- ა-–-----–---–ის ცხვრის სადგომში, ამოღებულ იქნა დათვა-–-ერების დროს დაზარალებულთა მიერ ამოცნობილი 93 სული ცხვარი.
სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილია 2016 წლის 23 მაისს ვ-------- ა-–-----–---–ის მიერ რუსთავის საქალაქო სამმართველოში დაწერილი განცხადება, საიდანაც ირკვევა რომ იგი ვერ უკავშირდება ა----- ი------ს რომელსაც გაატანა ცხვარი. ასევე საქმის მასალებში წარმოდგენილია 2016 წლის 24 მაისი ოქმი სატელეფონო გასაუბრების შესახებ, საიდანაც ირკვევა რომ რუსთავის საქალაქო სამმართველოს გამომძიებელი დავით ბეგაშვილი დაუკავშირდა ვ-------- ა-–-----–---–ს, რომელმაც განუმარტა რომ ა----- ი------მა სრულად მიუყვანა თავის ცხვრები და არავის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.
ბრალდების ამ ეპიზოდში ა----- ი------მა განმარტა, რომ მას დმანისის მოსახლეობის ცხვარი შესანახად ჰყავდა წაყვანილი ყაზბეგში.
ბრალდება ა----- ი------ს ედავება რომ ჩაიდინა მითვისება ე.ი სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფება. გამოკვლეული მტკიცებულებების თანახმად ირკვევა რომ ა----- ი------ს დაზარალებულის ცხვრები 2016 წლის 23 მაი--მდე მართლზომიერ მფლობელობაში არ ჰყავდა. შესაბამი--დ, რაც ა----- ი------ის მართლზომიერ მფლობელობაში არ იმყოფებოდა მას ვერ მიითვისებდა. სასამართლო მიიჩნევს რომ ა----- ი------მა განიზრახა ვ-------- ა-–-----–---–ი--თვის ვა-–-ს დაბრუნების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდა დაზარალებულების ცხვარს. შესაბამი--დ ა----- ი------მა ჩაიდინა თაღლითობა ე.ი მართლსაწინააღმდეგო მი--კუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით ჩადენილი დიდი ოდენობით. სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვა-–-სწინებული დანაშაული მიეკუთვნება საჯარო ბრალდების საქმეთა კატეგორიას და ამ გათვა-–-სწინებული ქმედების დანაშაულად მიჩნევის ან არ მიჩნევის საკითხის გადაწყვეტი--ს მნიშვნელობა არა აქვს ქმედების ჩამდენი პირის და არც დაზარალებულთა პოზიციას ქმედების ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების შესახებ. ამ ქმედების განხორციელები--ს საჭიროა შეფასდეს ბრალდებულის განზრახვა თუ რა მიზნით გამოართვა მან ცხვრები დაზარალებულებს. ათივე დაზარალებული განმარტავს, რომ მათ 2016 წლის 23 მაისს ცხვრები 3 თვის ვადით მოსავლელად გატანეს ა----- ი------ს. ვ-------- ა-–-----–---–ის ჩვენებით კი ირკვევა რომ 2016 წლის 23-24 მაისის ღამეს ა----- ი------მა ცხვრები ვა-–-ს დაბრუნების სანაცვლოდ გადასცა ვ-------- ა-–-----–---–ს. შესაბამი--დ ა----- ი------ის განზრახვას წარმოადგენდა ვ-------- ა-–-----–---–ი--თვის ვა-–-ს დაბრუნება და არა დაზარალებულები--გან წამოყვანილი ცხვრების მოვლა. აღნიშნულ ცხვრებს კი დაზარალებულები--გან მხოლოდ მოტყუების სანაცვლოდ მიიღებდა.
რაც შეეხება დიდ ოდენობას აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს რომ საქართველოს სისხლის სამართის კოდექსში 25-ე თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის ღირებულება 10 000 ლარს ზემოთ. დადგენილია რომ ა----- ი------ი ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით ( ვ-------- ა-–-----–---–ის ვა-–-ს დაბრუნების მიზნით) მოტყუებით დაეუფლა 10 დაზარალებულის 242 ცხვარს, რომლის საერთო ღირებულება აჭარბებს 10 000 ლარს. შესაბამი--დ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ა----- ი------ი ბრალდების ამ ნაწილში ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავეს 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.
3.3. თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მი--კუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ა----- ი------ს ასევე ბრალად ედება რომ მან ჩაიდინა თაღლითობა ე.ი მართლსაწინააღმდეგო მი--კუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. კერძოდ 2016 წლის ივლისის თვეში ა----- ი------მა ქ----– ფ-–---ს ,მ------- ი----ს, მ----- პ-–---ს, ს--–-- ბ---------ს და ვ----- გ----–---------ს გამოართვა გარკვეული თანხები ცხვრის მწყემსვი-- და შენახვი--თვის. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ დაზარალებულები. კერძოდ:
დაზარალებულმა ვ----- გ----–---------მა, დაადასტურა რომ 2016 წლის 23 მაისს, დმანისის მცხოვრებ 9 სხვა მოქალაქესთან ერთად , ა----- ი------ს გაატანა ცხვარი. ა----- ი------ს აღნიშნული ცხვრები სექტემბერში უნდა დაებრუნებინა. ვ----- გ----–---------მა ასევე განმარტა რომ ცხვრების წაყვანიდან 10 დღეში ა----- ი------ს გადაუხადა 50 დოლარი ცხვრის მოვლი--თვის, რადგან მას ა----- ი------მა განუცხადა რომ საძოვარზე ფული ჰქონდა გადასახდელი. დაზარალებულის განმარტებით თანხა ცხვრის დაბრუნების შემდგომ უნდა გადაეხადა თუმცა ვინაიდან ჰქონდა და მაინც მისი გადასახდელი იყო გადაწყვიტა წინასწარ გადაეცა. ვ----- გ----–---------მა განაცხადა რომ მისი თანდასწრებით ივაზ ი------ს 50 ლარი გადაუხადა მ------- ი----მაც.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვი--ს დაზარალებულმა ქ----– ფ-–---მა განმარტა, რომ ა----- ი------ს, ცხვარი 3 თვით გაატანა, ა----- ი------ს შეთანხმების თანახმად ცხვარი 1 სექტემბერს უნდა დაებრუნებინა. ქ----– ფ-–---მა ასევე განმარტა რომ ერთი ცხვრის მოვლა თვეში გამოდიოდა 2 ლარი და 50 თეთრი, ამიტომ მან ა----- ი------ს ივლისის თვეში გადასცა, 50 ლარი აღნიშნული თანხა იყო ცხვრის მოვლის საფასურის ნაწილი.
დაზარალებულმა მ----- პ-–---მა, დაკითხვი--ს განმარტა, რომ 2016 წლის 23 მაისს ცხვარი გაატანა ა----- ი------ს, მას კი აღნიშნული ცხვრები 1 სექტემბერს უნდა დაებრუნებინა. მ----- პ-–---ის განმარტებით, ცხვრების წაყვანის შემდეგ მისმა შვილმა ა----- ი------ს გადაუხადა 50 ლარი, ცხვრების მოვლი--თვის. მ----- პ-–---მა დაადასტურა რომ როგორც მისთვის ცნობილია ცხვრის მოვლი--თვის ა----- ი------ს ვ----- გ----–---------მა გადასცა 50 დოლარი. ასევე აღნიშნული საქმიანობი--თვის გარკვეული ოდენობის თანხა გადასცა ს--–-- ბ---------მაც.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვი--ს მ------- ი----მა განმარტა რომ ა----- ი------ს გაატანა ცხვარი რომელიც სექტემბერის თვეში უნდა დაებრუნებინა. მ------- ი----მა დაადასტურა რომ იგი ერთ სულ ცხვარზე იხდიდა 2 ლარსა და 50 თეთრს ამიტომ ა----- ი------ის მიერ ცხვრების დაბრუნების შემდგომ, შემოდგომაზე მ------- ი----ს უნდა გადაეხადა ცხვრის მოვლის საფასური. მ------- ი----ის განმარტებით, ცხვრის წაყვანიდან 20 დღის შემდეგ მას ა----- ი------მა გამოართვა 50 ლარი და განმარტა რომ აღნიშნული თანხა მთაში ადგილი--თვის ჭირდებოდა.
დაზარალებულმა ს--–-- ბ---------მა განაცხადა რომ ა----- ი------ს 2016 წლის 23 მაისს სხვა დაზარალებულებთან ერთად გაატანა ცხვარი, ა----- ი------ს შეთანხმების თანახმად ცხვარი 1 სექტემბერს უნდა დაებრუნებინა. ს--–-- ბ---------მა დაადასტურა რომ ერთი ცხვრის მოვლა თვეში გამოდიოდა 2 ლარი და 50 თეთრი და მან ცხვრების წაყვანის შემდეგ გადაუხადა თანხა 20 ლარის ოდენობით. ს--–-- ბ---------ის განმარტებით მასთან ერთად 4-5-მა ადამიანმაც მისცა თანხა ა----- ი------ს.
სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა ვ-------- ა-–-----–---–ი რომელმაც განმარტა, რომ 2016 წლის 23-24 მაისის ღამეს რესტორან „მოდი ნახესთან “ ა----- ი------მა მას მიუყვანა 242 ცხვარი. ასევე დადგენილია რომ დაზარალებულებმა ქ----– ფ-–---მა, მ------- ი----მა, მ----- პ-–---მა, ს--–-- ბ---------მა და ვ----- გ----–---------მა ცხვრების ნაწილი წამოიყვანეს, ვ-------- ა-–-----–---–ის სახლიდან, ყაზბეგიდან. შესაბამი--დ ირკვევა, რომ როდესაც ა----- ი------მა დაზარალებულებს გამოართვა თანხები ცხვრის მოვლი--თვის მას აღნიშნული ცხვარი უკვე გადაცემული ჰყავდა ვ-------- ა-–-----–---–ი--თვის ვა-–-ს სანაცვლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180 მუხლი დასჯად ქმედებას მიიჩნევს მართლსაწინააღმდეგო მი--კუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლებას მოტყუებით. თაღლითობის დროს ქონების გადაცემა დამნაშავი--თვის ხდება ნებაყოფლობით, თვით მესაკუთრის მიერ. ობიექტურ მხრივ თაღლითობის თავისებურება მისი ჩადენის ხერხში მდგო----ეობს. ქონების დაუფლება ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალებაა მოტყუება. თაღლითობის, როგორც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშანი - მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით, კონტრაგენტის დეზინფორმაციას, ამ ფაქტების დამალვას რომლის შეტყობინება სავალდებულო იყო დაზარალებული--თვის და რომლის გარეშეც დაზარალებული ამ ქმედებას არ განახორცილებდა. კონკრეტულ შემთხვევაში ა----- ი------მა დაზარალებულებს დაუმალა ის ფაქტი რომ ცხვრები გადაცემული ჰყავდა ვ-------- ა-–-----–---–ი--თვის და მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულების თანხებს.
საქართველოს სისხლის სამართის კოდექსში 25-ე თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარს ზევით, ა----- ი------ის მიერ დაზარალებულები--გან მოტყუებით დაუფლებული თანხის ოდენობა აღემატება 150 ლარს, შესაბამი--დ ა----- ი------ის ქმედებამ ამ შემთხვევაში გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.
სასამართლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს რომ ა----- ი------მა ჩაიდინა თაღლითობა, რამაც მნიშნელოვანი ზიანი გამოიწვია და ბრალდების ამ ნაწილში იგი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავეთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ ბ “ ქვეპუნქტით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ა----- ი------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებლი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელი-- და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნი--ს ითვა-–-სწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაული-- და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამი--დ, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
5.3. დადგენილია, რომ ა----- ი------ი არ არის ნასამართლევი, შესაბამი--დ არ არსებობს მის მიმართ საფუძველი სასჯელის დამძიმები--. ასევე ა----- ი------ი არ არის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის სახით ითვა-–-სწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე. სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს გაითვა-–-სწინა, ა----- ი------ის წარსული, დანაშაულის ჩადენის მოტივი, დაზარალებულთა პოზიცია და მიიჩნევს რომ სასჯელის მიზნის მი--ღწევად, როგორიც არის სამართლიანობის აღდგენა, ახა-–- დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოცია-–-ზაცია - ა----- ი------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთა არ არის აუცილებელი და აღნიშნული მიზნები მიიღწევა მის მიმართ სასჯელის სახიტ ჯარიმის დანიშვნის შემთხვევაშიც. შესაბამი--დ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით მას სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ჯარიმა 37 100 ლარის ოდენობით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ითვა-–-სწინებს ასევე ჯარიმას და თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე და ამ ნაწილშიც ბრალდებულს სასჯელის სახედ უნდა დაენიშნოს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. საბოლოო სასჯელი კი ა----- ი--ზსოვს, როგორც ნასამართლეობის არმქონეს დაენიშნება შთანთქმის პრინციპის გათვა-–-სწინებით. ასევე ა----- ი------ის მიმართ საბოლოო სასჯელის განსაზღვრი--ს მხედველობაში იქნება მიღებული მის მიერ წინასწარ პატიმრობაში გატარებული პერიოდი (ა----- ი------ი დაკავებულია 2017 წლის 16 აგვისტოს და გათავისუფლდა 2018 წლის 6 თებერვალს საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლის გამო) და აღნიშნულის გათვა-–-სწინებით შეუმცირდება საბოლოო სასჯელი.
6. ნივთმტკიცების საკითხი:
6.1. საქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლის თანახმად სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანი--ს ასევე ვალდებულია გადაწყვიტოს ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი. ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად სხვა ნივთს, რომელსაც ღირებულება არ აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი და ორგანო არ აღმოჩნდა - ნადგურდება. ამავე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად დაზარალებულს, გამართლებულს ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებული-- და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ დაზარალებულ ჯავრეილ ბ---------ს, ვ----- გ----–---------ს, ს--–-- ბ---------ს, ქ----– ფ-–---ს, ი-- ი----ს, ს------- ა-–-ევას, რ---- ი---------ს, ი--ხან ფ-–---ს, მ------- ი----ს, მ----- პ-–---ს ჩაბარებული ჰყავთ, მათ მიერ ამოცნობილი ცხვრები, რომლებიც უნდა დარჩეს მათ საკუთრებაში. ხოლო რ----- რ----------ი--თვის ჩაბარებული ცოცხლად დარჩენილი ცხვრები უნდა დაუბრუნდეს ა----- ი------ს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-270-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა----- ი------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (ვ-------- ა-–-----–---–ის ეპიზოდი).
ა----- ი------ის ქმედება დაკვა-–-ფიცირებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გადაკვა-–-ფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 37100(ოცდაჩვიდმეტი ათას ასი) ლარის ოდენობით.
ა----- ი------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვა-–-სწინებული დანაშაულის ჩადენი--თვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000(ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად დანაშაულთა ერთობლიობის დროს უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს და საბოლოოდ ა----- ი------ს სასჯელის ზომად განესაზღვროს ჯარიმა 37100(ოცდაჩვიდმეტი ათას ასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად პატიმრობაში გატარებული დღეების გათვა-–-სწინებით ( 2017 წლის 16 აგვისტოდან 2018 წლის 6 თებერვლის ჩათვლით) შეუმცირდეს საბოლოო სასჯელი და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 20 000(ოცი ათასი) ლარის ოდენობით.
გაუქმდეს ბრალდებულ ა----- ი------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო 20.000 ათასი ლარის ოდენობით და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტანს.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
მხედველობაში იქნეს მიღებული რომ დაზარალებულ ჯავრეილ ბ---------ს, ვ----- გ----–---------ს, ს--–-- ბ---------ს, ქ----– ფ-–---ს, ი-- ი----ს, ს------- ა-–-ევას, რ---- ი---------ს, ი--ხან ფ-–---ს, მ------- ი----ს, მ----- პ-–---ს ჩაბარებული ჰყავთ, მათ მიერ ამოცნობილი ცხვრები, რომლებიც უნდა დარჩეს მათ საკუთრებაში.
რ----- რ----------ი--თვის ჩაბარებული ცოცხლად დარჩენილი ცხვრები დაუბრუნდეს ა----- ი------ს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე