განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/1506-19
(№0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე
სხდომის მდივანი ანა ზაბახიძე
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - დ------–----–---–ი
დაცვის მხარე:
ადვოკატი - გ---–-------–-–---–ი
ბრალდებული: გ------ კ-----–---ი, დაბადებული 1----–-–--------------ერს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 6----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ო-----------------–--–-----ა და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, კ-----------------.
კვალიფიკაცია: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.177 მუხლის 1-ლი ნაწილი - ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილი- ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა.
გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონოდ შეღწევით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2----–-–------------ს, ქ. თბილისში, ც-----------------ში მდებარე სავაჭრო ცენტრ „პ---–ში“ განთავსებულ N-- ტკბილეულობის მაღაზიაში გ------ კ-----–---ი ფარულად დაეუფლა ე-–---- ქ---------ის კუთვნილ თანხას - 115 ლარის ოდენობით და ცდილობდა აღნიშნული ტერიტორიიდან მიმალვას, რა დროსაც იგი შეჩერებულ იქნა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ.
1.2 2----–-–------------ს, ქ. თბილისში, ც-----------------ში მდებარე სავაჭრო ცენტრ „პ---–ში“ განთავსებულ N-- ტკბილეულობის მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე გ------ კ-----–---ი უკანონოდ ინახავდა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მის მიერვე უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალებას ჰეროინის, წონით - 0.000313 გრამს.
1.3 2----–-–-----------ს, დაახლოებით 1----------ზე, გ------ კ-----–---ი ქ. თბილისში, ც---------------------------ში მდებარე სს „გ----“-ს კუთვნილ „ჯ-------“-ს აფთიაქის სალარო უჯრიდან, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუუფლა ფულად თანხას 100 (ასი) ლარის ოდენობით. გ------ კ-----–---ის აღნიშნული ქმედებით სს „ გ----ს“ მიადგა 100 (ასი) ლარის ქონებრივი ზიანი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. წინასასამართლო სხდომაზე, დაცვის მხარის მიერ ბრალდების მხარის სხვა ყველა მტკიცებულება უდავოდ იქნა მიჩნეული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული. გარდა ბრალდებულის მიერ განცხადებული შენიშვნისა, რომლის თანახმად ის არ ეთანხმება ბრალდების ფორმულირების იმ ნაწილს სადაც მას საცავში შეღწევით ქურდობაში ედება ბრალი.
2.2. გ------ კ-----–---ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია შემდეგი მტკიცებულებებით, მოწმეების: ბ------------–---------------–---–-------------------–----–----------------------------–---–-------------–-----–---–----------–---------------ს და ბრალდებულ გ------ კ-----–---ის გამოკითხვის ოქმებით, ჩხრეკისა და დაკავების ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით, ქიმიური ექსპერტიზის N---------------- დასკვნით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით, სს „გ----დან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები კომპიუტერულ დისკზე და საქმეში არსებულ სხვა მასალათა ერთობლიობით.
3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრულყოფილი დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით. კერძოდ, სასამართლოში როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს მიეცათ თანაბარი შესაძლებლობა საკუთარი პოზიციების დასასაბუთებლად.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია გ------ კ-----–---ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. ამდენად გ------ კ-----–---ის ქმედება კვალიფიცირდება ქურდობის მცდელობით ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც მნიშვნელოვანი ზიანი არ მოყოლია. ეს ქმედება დაკვალიფიცირებულია სსსკ-ის 19.177 მუხლის 1-ლი ნაწილით.
4.3 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა. სასამართლო მიუთითებს ნარკოტიკული დანაშაულის საშიშროებაზე და განმარტავს, რომ ამ დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე სხვა რაიმე ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვნის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისთვის ადგილსამყოფელის მიჩენა. ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. საქმეში მოპოვებული მტკიცებულებებით, დგინდება, რომ გ------ კ-----–---მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება. ეს ქმედება დაკვალიფიცირებულია სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
4.4 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ქურდობა ხელყოფს საკუთრების უფლებას. მისი ობიექტური მხარე აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება. იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებაა. მისი სუბიექტური მხარე კი პირდაპირი განზრახვით ხასიათდება, რადგან დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ნივთს და ამით მესაკუთრეს აყენებს ქონებრივ ზიანს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის დამამძიმებელ გარემოებად ითვლება ქურდობა, ჩადენილი სადგომში ან სხვა საცავში უკანონოდ შეღწევით.
4.5. რაც შეეხება ბრალდებულის პოზიციას, იმის თაობაზე, რომ ის საცავში უკანონო შეღწევის გზით არ დაუფლებია ,,ჯ-------“-ს აფთიაქის ფულად თანხას, სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამამძიმებელია პასუხისმგებლობა ქურდობისათვის, თუ იგი ჩადენილია სადგომში ან საცავში უკანონო შეღწევით. სადგომში უკანონო შეღწევაში იგულისხმება შენობა-ნაგებობანი, რომლებიც ადამიანთა და ფასეულობათა განსათავსებლად არის გამიზნული (ფაბრიკა-ქარხანა, მუზეუმი, მაღაზია, თეატრი, სასწავლო დაწესებულებები და სხვა). საცავში იგულისხმება მატერიალური ფასეულობების მუდმივი ან დროებითი შენახვისთვის განკუთვნილი ტერიტორიის ნაწილი, რომელიც შემოღობილია ან უზრუნველყოფილია მისი სხვაგვარი დაცვა, მაგალითად სეიფი, რკინის კარადა, კონტეინერი და ასე შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან გ------ კ-----–---ი შპს ,,გ----ს“ კუთვნილი ,,ჯ-------“-ს აფთიაქის სალარო უჯრიდან დაეუფლა ფულად თანხას, მისი ქმედება შეესაბამება საცავში უკანონოდ შეღწევისათვის განკუთვნილ სტანდარტს.
4.6. საქმეში წარმოდგენილი სხვა ყველა უდავო მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულის ქმედება პირდაპირ თანხვედრაშია მოცემული დანაშაულის სტრუქტურულ აღწერილობასთან.
4.7. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის, ქურდობის მცდელობისა და ქურდობის ჩადენისათვის სავალდებულო ყველა ნიშანი. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, გ------ კ-----–---ის მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დადგენილა.
4.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
4.9. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ გ------ კ-----–---მა ჩაიდინა: 1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით; 2. ქურდობის მცდელობა - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.177 მუხლის 1-ლი ნაწილი; 3. ქურდობა - სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რის გამოც, იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ ამ კვალიფიკაციით.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1 გ------ კ-----–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
6.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს
6.3. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ გ------ კ-----–---ს რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის მას უნდა დაენიშნოს ადეკვატური სასჯელი, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთა მინიმალურ ზღვართან ახლოს.
6.4 ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ გ------ კ-----–---ს ნასამართლობა არ აქვს გაქარწყლებული და წინა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 30 სექტემბრის განაჩენით განსაზღვრული ჯარიმა, 3 500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით არ არის აღსრულებული დღეის მდგომარეობით, სასამართლო ახლად დანიშნულ სასჯელს სრულად დაუმატებს წინა განაჩენით განსაზღვრული სასჯელის, კერძოდ ჯარიმის სრულ ოდენობას.
7. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:
7.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულება - გ------ კ-----–---ის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, განადგურდეს; გ------ კ-----–---ის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ხოლო დისკები, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 270-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ------ კ-----–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
გ------ კ-----–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
გ------ კ-----–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ------ კ-----–---ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ახლად დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატოს წინა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 30 სექტემბრის განაჩენით განსაზღვრული ჯარიმა 3 500 ლარის ოდენობით და საბოლოოდ გ------ კ-----–---ს, განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით და ჯარიმა 3 500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის, მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გ------ კ-----–---ს 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება.
გ------ კ-----–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2----–-–------------იდან.
განაჩენის აღსრულებაზე მსჯავრდებულის მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულებები:
· გ------ კ-----–---ის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, რაც ინახება ქ. თბილისის დ-----------------------------------–-------------------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
· გ------ კ-----–---ის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა 115 ლარის ოდენობით, რაც ინახება ქ. თბილისის დ-----------------------------------–-------------------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
· დისკები, რომლებიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე