გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
160210019002819187
საქმე №2/53-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14.08.2019 წ. ქ. ბოლნისი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე პაატა ფხალაძე
სხდომის მდივანი თამთა ჩულუხიძე, ლედი ყულიაშვილი
მოსარჩელე – შპს ,,სა---------–-----------------------------------------ა”
წარმომადგენელი – ბე---------–---–ი
მოპასუხე – შპს ,,გა-----------------ი“
წარმომადგენელი - გი-------------–-–---–ი, ნა----–---–--–--ი
დავის საგანი – თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
შპს ,,გა-----------------ისათვის“ შპს ”სა---------–-----------------------------------------ის“ სასარგებლოდ 12 225.81 ლარის დაკისრება.
მოსარჩელემ განმარტა, რომ 2016 წლის 17 ოქტომბერს შპს ”სა---------–-----------------------------------------ას“ და შპს ,,ბო-----–--“-ს შორის გაფორმდა მაგისტრალური გაზსადენის განშტოების და გაზის გამანაწილებელი სადგურის მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს: ”სა---------–-----------------------------------------ის“ მიერ შპს ,,ბო-----–--“-ს ბალანსზე რიცხული გაზის გამანაწილებელი სადგურის და ”სა---------–-----------------------------------------ის“ მფლობელობაში მყოფი მაგისტრალური გაზსადენიდან შპს ,,ბო-----–--“-ს გაზის გამანაწილებელ სადგურამდე არსებული განშტოების მომსახურება.
ხელშეკრულების 6.1 მუხლის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში შედის 2016 წლის 18 ოქტომბრიდან და მოქმედებს 2017 წლის 1 იანვრამდე.
ხელშეკრულების მე-3 პუნქტის თანახმად, დამკვეთი ვალდებულია აუნაზღაუროს შემსრულებელს მომსახურების ხარჯები - თვეში 500 ლარის ოდენობით დღგ-ის ჩათლით.
2017 წლის 15 დეკემბერს შპს ,,სა---------–-----------------------------------------ას“ და შპს ,,გა-----------------ს“ შორის გაფორმდა მაგისტრალური გაზსადენის განშტოების და გაზის გამანაწილებელი სადგურის მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს: ”სა---------–-----------------------------------------ის“ მიერ შპს ,,გა-----------------“-ის ბალანსზე რიცხული გაზის გამანაწილებელი სადგურის და ”სა---------–-----------------------------------------ის“ მფლობელობაში მყოფი მაგისტრალური გაზსადენიდან შპს ,,გა-----------------“-ის გაზის გამანაწილებელ სადგურამდე არსებული განშტოების მომსახურება.
ხელშეკრულების 6.1 მუხლის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში შედის 2018 წლის 1 იანვრიდან და მოქმედებს 2018 წლის 1 ივლისამდე.
ხელშეკრულების მე-3 პუნქტის თანახმად, დამკვეთი ვალდებულია აუნაზღაუროს შემსრულებელს მომსახურების ხარჯები - თვეში 500 ლარის ოდენობით დღგ-ის ჩათლით.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები სრულდება კეთილსინდისიერად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და ვადების შესაბამისად, შპს ,,გა-----------------ი“-ს მიერ კომპანიისათვის გადახდილ იქნა მომსახურების ღირებულების მხოლოდ ნაწილი. კერძოდ, 2016 წლის 17 ოქტომბრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათლით შპს ,,გა-----------------ზე“ მომსახურების საფასურის სახით დარიცხულია 13225.81 ლარი, საიდანაც გადახდილია 1000 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა - 12225.81 ლარი კვლავ გადაუხდელია.
მხარეთა შორის გაფორმებული 2016 წლის 17 ოქტომბრის N 1/126 და 2017 წლის 15 დეკემბრის N 1/13 ხელშეკრულებები მათი პირობების შეუსრულებლობისათვის ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს, კერძოდ ხელშეკრულებების მე-4 მუხლის 4.3 პუნქტის თანახმად, ,,დამკვეთის“ მიერ მომსახურების საფასურის ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, ,,შემსრულებელი“ უფლებამოსილია დააკისროს მას პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.07% - ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეებს (შპს ”სა---------–-----------------------------------------ას“ და შპს ,,ბო-----–--“-ს, რომლის უფლებამონაცვლეა შპს ,,გა-----------------ი“) შორის 2016 წლის 17 ოქტომბერს გაფორმდა მაგისტრალური გაზსადენის განშტოების და გაზის გამანაწილებელი სადგურის მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების 6.1 მუხლის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში შედის 2016 წლის 18 ოქტომბრიდან და მოქმედებს 2017 წლის 1 იანვრამდე. მათ მიერ აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადახდილია ღირებულება 1000 ლარის ოდენობით. ასევე მხარეებს შორის 2017 წლის 15 დეკემბერს გაფორმდა ანალოგიური ხელშეკრულება. რომელიც მოქმედებდა 2018 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 ივლისამდე. მოპასუხემ 2018 წლის 18 ივლისს წერილით მიმართა მოსარჩელე ორგანიზაციას და გამოთქვა სურვილი გაზის შეწყვეტის თაობაზე. გამომდინარე აქედან ხელშეკრულება შეწყდა და მოპასუხე არ არის ვალდებული გადაუხადოს მოსარჩელეს მოთხოვნილი თანხა. ამასთანავე მოთხოვნილი პირგასამტეხლოც დაანგარიშებულია არასწორად.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 17 ოქტომბერს შპს ”სა---------–-----------------------------------------ას“ და შპს ,,ბო-----–--“-ს შორის გაფორმდა მაგისტრალური გაზსადენის განშტოების და გაზის გამანაწილებელი სადგურის მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს: ”სა---------–-----------------------------------------ის“ მიერ შპს ,,ბო-----–--“-ს ბალანსზე რიცხული გაზის გამანაწილებელი სადგურის და ”სა---------–-----------------------------------------ის“ მფლობელობაში მყოფი მაგისტრალური გაზსადენიდან შპს ,,ბო-----–--“-ს გაზის გამანაწილებელ სადგურამდე არსებული განშტოების მომსახურება.
ხელშეკრულების 6.1 მუხლის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში შედის 2016 წლის 18 ოქტომბრიდან და მოქმედებს 2017 წლის 1 იანვრამდე.
ხელშეკრულების მე-3 პუნქტის თანახმად, დამკვეთი ვალდებულია აუნაზღაუროს შემსრულებელს მომსახურების ხარჯები - თვეში 500 ლარის ოდენობით დღგ-ის ჩათლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
-ხელშეკრულება N 1/126 (ს.ფ. 16-17);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი)
3.1.2. 2017 წლის 15 დეკემბერს შპს ,,სა---------–-----------------------------------------ას“ და შპს ,,გა-----------------ს“ შორის გაფორმდა მაგისტრალური გაზსადენის განშტოების და გაზის გამანაწილებელი სადგურის მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს: ”სა---------–-----------------------------------------ის“ მიერ შპს ,,გა-----------------“-ის ბალანსზე რიცხული გაზის გამანაწილებელი სადგურის და ”სა---------–-----------------------------------------ის“ მფლობელობაში მყოფი მაგისტრალური გაზსადენიდან შპს ,,გა-----------------“-ის გაზის გამანაწილებელ სადგურამდე არსებული განშტოების მომსახურება.
ხელშეკრულების 6.1 მუხლის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში შედის2018 წლის 1 იანვრიდან და მოქმედებს 2018 წლის 1 ივლისამდე.თუ ხელშეკრულების მხარეები ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე 1(ერთი) კვირით ადრე არ გამოთქვამენ სურვილს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, იგი ავტომატურად გაგრძელდება 2019 წლის 1 იანვრამდე.
ხელშეკრულების მე-3 პუნქტის თანახმად, დამკვეთი ვალდებულია აუნაზღაუროს შემსრულებელს მომსახურების ხარჯები - თვეში 500 ლარის ოდენობით დღგ-ის ჩათლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
-ხელშეკრულება N 1/13 (ს.ფ.18-19);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი)
3.1.3. შპს ,,გა-----------------ი“ არის შპს ,,ბო-----–--“-ს უფლებამონაცვლე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ( ს.ფ.24-25);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი)
3.1.4. შპს ,,გა-----------------ი“-ს მიერ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით გადახდილია ჯამში 1000 ლარი. მოპასუხე მხარის მიერ არ მომხრადა დარჩენილი 13 დღის გადასახადის გადახდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- საგადასახადო დავალება (ს.ფ. 21);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეთა შორის 2017 წლის 15 დეკემბერს გაფორმებული N 1/13 ხელშეკრულების მოქმედება გაგრძელდა 2019 წლის 1 იანვრამდე. მხარეებს შორის 2017 წელს სახელშეკრულებო ურთიერთობა არ არსებობდა.
მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება N 1/13 -ის 6.1 პუნქტის თანახმად, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ძალაში შედის 2018 წლის 1 იანვრიდან და მოქმედებს 2018 წლის 1 ივლისამდე. თუ ხელშეკრულების მხარეები ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე 1 კვირით ადრე არ გამოთქვამენ სურვილს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, იგი ავტომატურად გაგრძელდება 2019 წლის 1 იანვრამდე.
მოპასუხემ მტკიცებულების სახით წარმოადგინა 2018 წლის 18 ივლისს შპს ,,სა---------–-----------------------------------------ისათვის“ გაგზავნილი წერილი. მოპასუხის განმარტებით აღნიშნული წერილით მან მიმართა მოსარჩელე მხარეს ხელშეკრულების შეწყვეტის მიზნით. წერილში აღნიშნულია, რომ შპს ,,გა-----------------ი“ ვეღარ უმკლავდება ფინანსური პრობლემებით გამოწვეულ რთულ სიტუაციებს, რის გამოც იძულებულია შპს ,,სა---------–-----------------------------------------ის“ წინაშე მკაფიოდ წამოჭრას საკითხი გაზის შეწყვეტის თაობაზე.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული N 1/13 ხელშეკრულების მოქმედება შეწყდა 2018 წლის 1 ივლისს. წარმოდგენილი ხელშეკრულების 6.3 პუნქტის მიხედვით, მხარეები უფლებამოსილი არიან ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე შეწყვიტონ ხელშეკრულება, ხელშეკრულების შეწყვეტის ინიციატორი მხარე ვალდებულია წერილობით აცნობოს აღნიშნულის შესახებ კონტრაჰენტს 3 (სამი) სამუშაო დღით ადრე და მიუთითოს ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი.
ამასთანავე სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მხარეებს შორის 2017 წელს სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის საფუძველზე, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ ნორმის თანახმად, მხარეებს შორის მტკიცების ტვირთი თანაბრად ნაწილდება, მოსარჩელეს ევალება სარჩელში მითითებული გარემოებების დასაბუთება, მოთხოვნის არსებობის ფაქტის დადასტურება, ხოლო მოპასუხე ვალდებულია ამტკიცოს სარჩელის საწინააღმდეგო ფაქტები, ისეთი გარემოებების არსებობა, რაც გამორიცხავს მისთვის ვალდებულების დაკისრებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
მხარეებს სასამართლოში საწინააღმდეგო ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, მე-400 მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
წინამდებარე საქმეში სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია მხარეთა შორის 2016 წლის 17 ოქტომბერს და 2017 წლის 15 დეკემბერს დადებული მაგისტრალური გაზსადენის განშტოების და გაზის გამანაწილებელი სადგურის მომსახურების შესახებ ხელშეკრულებები.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2016 წლის 17 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 18 ოქტომბრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე პერიოდით, ანუ ხელშეკრულება მოქმედებდა 2 თვის და 13 დღის ვადით. ხოლო 2017 წლის 15 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 ივლისამდე პერიოდი, ამასთან დადგენილია, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა ავტომატურად გაგრძელდა 2019 წლის 1 იანვრამდე, ვინაიდან ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე 1 კვირით ადრე მხარეს არ გამოუთქვამს სურვილი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, ამასთანავე არც შემდგომში შეთანხმებულან მხარეები ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.
დადგენილია, რომ შპს ,,გა-----------------ი“-ს მიერ შპს ,,სა---------–-----------------------------------------ისათვის“ მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე ჯამში გადახდილი აქვს 1000 ლარი. დადგენილია, რომ მხარეთა შეთანხმებით მომსახურების ღირებულება განისაზღვრა თვეში 500 ლარის ოდენობით. 2016 წლის 17 ოქტომბრის ხელშეკრულება მოქმედებდა 2 თვის და 13 დღის ვადით. ხოლო 2017 წლის ხელშეკრულება ძალაში შევიდა 2018 წლის 1 იანვრიდან და მოქმედებდა 2019 წლის 1 იანვრამდე.
სასამართლო მიუთითებს, სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება ,,pacta sunt servanda’’-ს (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამდენად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად - მხარეთა მიერ შეთანხმებული ან კანონით დადგენილი პირობების დაცვით. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ სრულად არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულება.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი ადგენს, რომ თითოეულმა მხარემ თვითონვე უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის დაცვით წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ამდენად, დადგენილია, რომ 2016 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხემ გადაიხადა 1000 ლარი, რაც წარმოადგენს ორი თვის გადასახდელ თანხას, არ გადაუხდია 13 დღის მომსახურების საფასური, რაც შეადგენს 216.66 ლარს, შესაბამისად აღნიშნული თანხის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს; 2017 წლის ხელშეკრულებიდან (მოქმედებდა 2018 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 იანვრამდე) გამომდინარე მოპასუხეს მოსარჩელისათვის მომსახურების ღირებულება არ გადაუხდია, ხელშეკრულება მოქმედებდა 12 თვის განმავლობაში, ამდენად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ N 1/13 ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს 6000 ლარის გადახდა.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.
სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
აღნიშნულიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების დარღვევა, რაც განსახილველ შემთხვევაში უდავოა. ხოლო ის გარემოება რა სიმძიმისაა ვალდებულების დარღვევა შეიძლება გახდეს არა პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმის, არამედ მისი ოდენობის შემცირების საფუძველი. ამასთანავე, პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმის საფუძველი არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელეს მოპასუხისთვის არ გაუგზავნია წერილობითი შეტყობინება პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე. მხარეებმა ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს დაკისრება დაუკავშირეს მხოლოდ ვალდებულების დარღვევის ფაქტს და მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი კი უდავოდ დასტურდება საქმის მასალებით.
როგორც აღინიშნა, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი ხელშეკრულებებიდან ირკვევა, რომ ხელშეკრულებების 4.3 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ,,დამკვეთის“ მიერ მომსახურების საფასურის ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, ,,შემსრულებელი“ უფლებამოსილია დააკისროს მას პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.07% - ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
დადგენილია, რომ მოპასუხეს არ გადაუხდია 2016 წლის 17 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელი თანხა 216.66 ლარის ოდენობით, ამ ნაწილში ვადაგადაცილებული დღეების, გადასახდელი თანხის, ასევე მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლოს განაკვეთის გათვალისწინებით, მოპასუხეს ვალდებულების შეუსრულებლობისათვის უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 105 ლარის გადახდა. დადგენილია, რომ 2017 წლის 15 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს არ აქვს გადახდილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. ამასთანავე დადგენილია, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2018 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 იანვრამდე. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება შესრულებული არ არის. გადასახდელი თანხა შეადგენს 6000 ლარს. მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ვადაგადაცილებული დღეების, გადასახდელი თანხის, ასევე მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლოს განაკვეთის გათვალისწინებით, მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 745.50 ლარის გადახდა. ჯამში მოპასუხის მიერ გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 850.50 ლარით.
7. პროცესის ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ , „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3 %-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამ ავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამ ნორმის თანახმად, შპს ,,გა-----------------ს“ უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბაჟის 212.01 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
აღნიშნულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 2591-ე 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს ,,სა---------–-----------------------------------------ის“ სარჩელი შპს ,,გა-----------------ი“-ს მიმართ დავალიანების დაკისრების მოთხოვნით ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. შპს ,,გა-----------------ს“ შპს ,,სა---------–-----------------------------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 7067.16 ლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების თანხაა 6216.66 ლარი, პირგასამტეხლო - 850.50 ლარი;
3. შპს ,,გა-----------------ს“ შპს ,,სა---------–-----------------------------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 212.01 ლარის ანაზღაურება;
4. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დანარჩენი ნაწილი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე პაატა ფხალაძე