გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2946663-3/063-19წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
01.08.2019 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - გია ბერაია
სხდომის მდივანი - თამარ ტეფნაძე
მოსარჩელე - ჯ---–-------------–---–-
წარმომადგენელი - მ------------–---–-
მოპასუხე - ა-----ის მუნიციპალიტეტის მერია
- ა-----ის მუნიიპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისია
წარმომადგენელი-ს-–--------------
მესამე პირი-ლ-------------–---–-
დავის საგანი: ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ა-----ის მუნიიპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიის 2019 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება მისი შეფასების ნაწილში და ნაცვლად 21 ქულისა მიენიჭოს გამსვლელი ქულა.
მოსარჩელე მხარე თავის მოთხოვნას ამყარებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2019 წლის 20 თებერვალს დარეგისტრირდა ა-----ის მუნიციპალიტეტის მერიის- იურიდიული სამსახურის ადმინისტრაციულ-სამარლებრივი აქტების მომზადების განყოფილების უფროსის ვაკანტურ პოზიციაზე და კონკურსის პირველი ეტაპი წარმატებით გაიარა. 2019 წლის 12 მარტს გაიმართა 11 ტური, რაზედაც მიწვეული იყო დადგენილი წესით. ა-----ის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019 წლის 13 მარტს აცნობა, რომ ვერ გადალახა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად მესამე ეტაპზე დადგენილი 70%-ანი ზღვარი და გამოეთიშა კონკურსს.
2019 წლის 14 მარტს მიმართა ა-----ის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა მისი შეფასების ამსახველი ყველა დოკუმენტაცია და ოქმი. 2019 წლის 22 მარტის წერილითა და 26 მარტის განცხადებით დამატებით გამოითხოვა 21 ქულის შეფასების საფუძველი (თითოეული წევრის) და ვიდეო ჩანაწერი, რადგან ოქმებით ვერ დადასტურდებოდა კომისიის წევრების ინდივიდუალური შეფასებები. ასევე მოითხოვა ეცნობებინათ ქონდათ თუ არა საპრეტენზიო კომისია. 2019 წლის 27 მატრს კომისიამ უპასუხა №3 წერილით და მიუთითა კომისიის წევრების ინდივიდუალური შეფასებები, თუმცა არ გადაუგზავნა მტკიცებულებები ამ ინდივიდუალური შეფასებების. ასევე უარი მითხრეს ვიდეო ჩანაწერის გადმოგზავნაზე თითქოს არ ხდებოდა (მხოლოდ კანდიდატის თანხმობით იყო შესაძლებელი) ჩაწერა, თუმცა მე მაქვს დაზუსტებული ვარაუდი, რომ ასეთი ჩაწერა მიმდინარეობდა. უფრო მეტიც, მოსარჩელისათვის არავის უკითხავს თანახმა იყო თუ არა ასეთი ჩანაწერის.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე ა-----ის მუნიციპალიტეტის მერია და ა-----ის მუნიიპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიამ სარჩელი არ ცნო.
3. მესამე პირი.
3.1. ახალციხის რაიონული სასამართლოს განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაერთო ლ------------–---–-, რომელმაც სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო.
4.ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. ა-----ის მუნიიპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიის მიერ 2019 წლის ა-----ის მუნინიციპალიტეტის მერიაში არსებულ 9 ვაკანტურ თანამდებობაზე, მათ შორის იურიდიული სამსახურის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადების განყოფილების უფროსის ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადდა ღია კონკურსი. კომისიას ესწრებოდა 4 წევრი.
კონკურსი სამ ეტაპად: პირველი ეტაპი -კომისიის მიერ კონკურსში მონაწილე კანდიდათა აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა.
მეორე ეტაპი - შეფასება ზეპირი დავალების მიცემით.
მესამე ეტაპი - გასაუბრება.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
ა-----ის მუნიიპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიის 2019 წლის 5 თებერვლის სხდომის ოქმი N- (სფ.110-111).
4.2. ა-----ის მუნიიპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიის სხდომის 219 წლის 28 თებერვლის სხდომის ოქმით N- დადგენილია, რომ მეორადი სტრუქტურული ხელმძღვანელის - იურიდიული სამსახურის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადების განყოფილების ვაკანტურ თანამდებობაზე მონაწილეობდა ოთხი კანდიდატი და დოკუმენტაციის გადარჩევის შემდეგ კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდა ორი კონკურსანტი, მათ შორის ჯ---–-------------–---–-. კომისიის სხდომას ესწრებოდა ხუთი წევრი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ა-----ის მუნიიპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიის 2019 წლის 28 თებერვლის სხდომის ოქმი N- (სფ.113-123).
4.3. ა-----ის მუნიიპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიის სხდომის 2019 წლის 7 მარტის სხდომის ოქმით N- დადგენილია, რომ კონკურსის მეორე და მესამე ეტაპი : ზეპირი დავალება და გასაუბრება დაინიშნა 2019 წლის 12 მარტს წარმოდგენილი დანართი ერთის მიხედვით.
კომიის წევრებმა მოიწონეს და გადაწყვიტეს, რომ კონკურსანტები შეფასდნენ ხუთბალიანი სისტემით და დაამტკიცეს ,,კონკურსანტის შეფასების ფურცელი" წარდგენილი დანართის შესაბამისად და შესასრულებელი დავალების ფურცელი. ამასთან კომისიის თავჯდომარის მოადგილემ კომისიის წევრებს შესთავაზა წინადადება ზეპირი დავალების ფორმატში ყველა კონკუსანტისთვის დამატებით დაესვათ ერტი და იგივე კითხვები, რათა ყველა ყველა მონაწილისათვის შექმნილიყო თანაბარი კონკურეტუნარიანი გარემო. სხდომას ესწრებოდა კომისიის ოთხი წევრი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ა-----ის მუნიიპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიის 2019 წლის 07 მარტის სხდომის ოქმი N- (სფ.124-132).
4.4. აა-----ის მუნიიპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიის სხდომის 2019 წლის 12 მარტის სხდომის ოქმით N- დადგენილია, რომ კონკურსიის მეორე ეტაპი დიწყო 12 მარტს და იურიდიული სამსახურის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადების განყოფილების ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადდა ერთი კონკურსანტი ჯ---–-------------–---–-, რომელმაც მიიღო შეფასება 27 ქულა. სხდომას ესწრებოდა კომისიის ხუთი წევრი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ა-----ის მუნიიპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიის 2019 წლის 07 მარტის სხდომის ოქმი N- (სფ.133-135).
- შეფასების ფურცელი(იხ.სფ.149-151).
4.5. ა-----ის მუნიიპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიის სხდომის 2019 წლის 12 მარტის სხდომის ოქმით N- დადგენილია, რომ კონკურსიის მესამე ეტაპზე იურიდიული სამსახურის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადების განყოფილების ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსანტმა ჯ---–-------------–---–- მიიღო შეფასება 21 ქულა. სხდომას ესწრებოდა კომისიის ხუთი წევრი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ა-----ის მუნიიპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიის 2019 წლის 07 მარტის სხდომის ოქმი N- (სფ.136-137).
- შეფასების ფურცელი(იხ.სფ.149-151).
4.6. ა-----ის მუნიიპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიის 2019 წლის 12 მარტის სხდომის ოქმით N- დადგენილია, რომ კომისიამ გადაწყვიტა, რომ ა-----ის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენილი იქნეს ის კანდიდატები, რომელმაც ზეპირი დავალებისა და გასაუბრების შედეგად დააგროვა მაქსიმალურ ქულათა რაოდენობა, ხოლო იმ საკონკურსო თანამდებობებზე, რომელზეც ვერცერთმა კონკურსანტმა ვერ დააგროვა საკონკურსო კომისიის მიერ დადგენილი ქულათა მინიმალური 70%+1-იანი ზღვარი, კონკურის გამოცხადდა ჩაშლილად, მათ შორის იურიდიული სამსახურის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადების განყოფილების ვაკანტურ თანამდებობაზე. სხდომას ესწრებოდა კომისიის ხუთი წევრი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ა-----ის მუნიიპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიის 2019 წლის 07 მარტის სხდომის ოქმი N- (სფ.138-139).
- შეფასების ფურცელი(იხ.სფ.149-151).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების სამართლებრივი შეფასების, მხარეთა ახსნა- განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი". საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის N-04 დადგენილების ,,საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ".
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს კონსტიტუციის 31.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ" 118-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოხელეს უფლება აქვს, სამსახურებრივ საკითხზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, აგრეთვე ქმედება გაასაჩივროს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
ამავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ,,ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.’’
მოსარჩელის მოთხოვნები: ბათილად იქნეს ცნობილი ა-----ის მუნიიპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიის 2019 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება მისი შეფასების ნაწილში და ნაცვლად 21 ქულისა მიენიჭოს გამსვლელი ქულა, გამომდინარეობს ადმინისტრაციულ კანონმდებლობიდან, შესაბამისად სახეზეა ადმინისტრაციული დავა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" მეორე მუხლის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობა არის თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, მათ მიერ არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები.
ამავე კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად მერია არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას. მერიას ხელმძღვანელობს მერი. მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან. მერიის სტრუქტურული ერთეული შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერის დავალებების შესრულებას. მერიის სტრუქტურულ ერთეულს შეიძლება ჰქონდეს ქვედანაყოფები, რომლებიც განისაზღვრება მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და საშტატო ნუსხით.
ამავე კოდექსის მუხლი 60-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ" 3-ე მუხლის ,,გ" ქვეპუნქტის თანახმად საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქმიანობა
ამავე მუხლის ,,დ" ქვეპუნქტის თანახმად საჯარო მოსამსახურე არის პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი;
ამავე კანონის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პირი მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე ინიშნება კონკურსის საფუძველზე, გარდა ამ კანონის 47-ე და 52-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე კანონის მუხლი 35-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საჯარო დაწესებულება მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ სამუშაო აღწერილობას და უნდა განსაზღვრავდეს კანდიდატის მიერ ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საჭირო მოთხოვნებსა და კვალიფიკაციას, რაც გულისხმობს კანდიდატის როგორც პიროვნული უნარ-ჩვევების, ისე პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტაციის ჩამონათვალის არსებობას.
ამავე მუხლის მესამე ნაწილის კანდიდატს კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადის წარსადგენად ეძლევა კონკურსის გამოცხადების დღიდან არანაკლებ 10 კალენდარული დღის ვადა.
ამავე კანონის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კონკურსის (ღია კონკურსი ან დახურული კონკურსი) ჩატარების უზრუნველსაყოფად საჯარო დაწესებულებაში იქმნება შესაბამისი საკონკურსო კომისია.
ამავე კანონის 39-ე მუხლის თანახმად კონკურსის ეტაპებია: ა). კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა; ბ). კანდიდატის შეფასება; გ). კონკურსის შედეგების გამოცხადება.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის N-04 დადგენილების ,,საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ" პირველი მუხლის თანახმად
საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესი (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ღია, დახურული და გამარტივებული საჯარო კონკურსის (შემდგომში − კონკურსი) ჩატარების წესსა და პირობებს, კონკურსის ეტაპებს, საკონკურსო კომისიების (შემდგომში − კომისია) საქმიანობის დეტალურ წესსა და უფლებამოსილებებს.
ამავე დადგენილების მეორე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კონკურსი არის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საუკეთესო კანდიდატის შერჩევა საჯარო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობისთვის გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის გზით.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის ნაწილის თანახმად კონკურსის სახეებია: ღია და დახურული კონკურსი, გამარტივებული საჯარო კონკურსი.
ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად საუკეთესო კანდიდატი პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე შეირჩევა მხოლოდ ღია ან დახურული კონკურსის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ამავე დადგენილების მეხუთე მუხლის თანახმად პირველი ნაწილის თანახმად ღია და დახურული კონკურსი ცხადდება პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
ამავე დადგენილების 6-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საჯარო დაწესებულება ღია და დახურულ კონკურსს პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე აცხადებს ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით.
ამავე დადგენილების 14-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ღია და დახურული კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად საჯარო დაწესებულებაში იქმნება შესაბამისი კომისია. კომისია იქმნება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ვაკანტურ პოზიციებზე კანდიდატთა შერჩევის მიზნით.
ამავე დადგენილების 18-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა.
ამავე დადგენილების 19-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ღია და დახურული კონკურსის ეტაპებია: ა) კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა; ბ) კანდიდატის შეფასება; გ) კონკურსის შედეგების გამოცხადება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ღია და დახურული კონკურსის პროგრამას, პირობებს, კანდიდატის შეფასების ფორმებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს კომისია.
დადგენილია, რომ ა-----ის მუნიიპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიის მიერ 2019 წლის ა-----ის მუნინიციპალიტეტის მერიაში არსებულ 9 ვაკანტურ თანამდებობაზე, მათ შორის იურიდიული სამსახურის ადმინისტრაციულ-სამარლებრივი აქტების მომზადების განყოფილების უფროსი-ს ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადდა ღია კონკურსი. კომისიას ესწრებოდა 4 წევრი.
კონკურსი სამ ეტაპად: პირველი ეტაპი -კომისიის მიერ კონკურსში მონაწილე კანდიდათა აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა. მეორე ეტაპი - შეფასება ზეპირი დავალების მიცემით. მესამე ეტაპი - გასაუბრება.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის N-04 დადგენილების ,,საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ" 20-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ღია და დახურული კონკურსის პირველი ეტაპი წარმოადგენს კანდიდატის განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას, რაც გულისხმობს გამოცხადებული ვაკანსიისათვის დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებთან კანდიდატის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობის შემოწმებას.
დადგენილია, რომ ა-----ის მუნიიპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიის სხდომის 219 წლის 28 თებერვლის სხდომის ოქმით N- დადგენილია, რომ მეორადი სტრუქტურული ხელმძღვანელის - იურიდიული სამსახურის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადების განყოფილების ვაკანტურ თანამდებობაზე მონაწილეობდა ოთხი კანდიდატი და დოკუმენტაციის გადარჩევის შემდეგ კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდა ორი კონკურსანტი, მათ შორის ჯ---–-------------–---–-. კომისიის სხდომას ესწრებოდა ხუთი წევრი.
,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საკონკურსო კომისია აფასებს კანდიდატის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კანდიდატის შეფასება უნდა იყოს ობიექტური, მიუკერძოებელი, თანამიმდევრულად და თანაბრად გამოყენებული ყველა კანდიდატისადმი შერჩევისა და სამსახურში მიღების პროცესის ყველა ეტაპზე. კანდიდატის შეფასება უნდა ემყარებოდეს კანდიდატის სამუშაო გამოცდილების, მის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის და მისი პროფესიული ცოდნის ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ სამუშაო აღწერილობასთან, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებთან და კვალიფიკაციასთან შესაბამისობის დადგენას.
ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კანდიდატის შეფასება ხდება: ა). წერითი ან/და ზეპირი დავალების მიცემით; ბ). გასაუბრებით; გ). საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეფასების სხვა ფორმების გამოყენებით.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის N-04 დადგენილების ,,საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ" 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ღია და დახურული კონკურსის მეორე ეტაპი გულისხმობს კანდიდატის შეფასებას სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კანდიდატის შეფასება უნდა ემყარებოდეს კანდიდატის სამუშაო გამოცდილებისა და მისი პროფესიული ცოდნის პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ სამუშაო აღწერილობასთან, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებთან და კვალიფიკაციასთან შესაბამისობის დადგენას.
ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კანდიდატის შეფასება ხდება: ა). წერითი ან/და ზეპირი დავალების მიცემით; ბ). გასაუბრებით; გ). საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეფასების სხვა ფორმების გამოყენებით, რაც გულისხმობს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის სამუშაო აღწერილობის სპეციფიკიდან გამომდინარე აუცილებელი მოთხოვნების გადამოწმებას.
ამავე დადგენილების 21-ე მუხლის მერვე ნაწილის თანახმად კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში, გასაუბრებაზე შეიძლება განხორციელდეს გასაუბრების აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
-ა-----ის მუნიიპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიის სხდომის 2019 წლის 7 მარტის სხდომის ოქმით N- დადგენილია, რომ კონკურსის მეორე და მესამე ეტაპი: ზეპირი დავალება და გასაუბრება დაინიშნა 2019 წლის 12 მარტს წარმოდგენილი დანართი ერთის მიხედვით.
კომიის წევრებმა მოიწონეს და გადაწყვიტეს, რომ კონკურსანტები შეფასდნენ ხუთბალიანი სისტემით და დაამტკიცეს ,,კონკურსანტის შეფასების ფურცელი" წარდგენილი დანართის შესაბამისად და შესასრულებელი დავალების ფურცელი. ამასთან კომისიის თავჯდომარის მოადგილემ კომისიის წევრებს შესთავაზა წინადადება ზეპირი დავალების ფორმატში ყველა კონკუსანტისთვის დამატებით დაესვათ ერტი და იგივე კითხვები, რათა ყველა ყველა მონაწილისათვის შექმნილიყო თანაბარი კონკურეტუნარიანი გარემო. სხდომას ესწრებოდა კომისიის ოთხი წევრი.
-აა-----ის მუნიიპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიის სხდომის 2019 წლის 12 მარტის სხდომის ოქმით N- დადგენილია, რომ კონკურსიის მეორე ეტაპი დაიწყო 12 მარტს და იურიდიული სამსახურის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადების განყოფილების ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადდა ერთი კონკურსანტი ჯ---–-------------–---–-, რომელმაც მიიღო შეფასება 27 ქულა. სხდომას ესწრებოდა კომისიის ხუთი წევრი.
- ა-----ის მუნიიპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიის სხდომის 2019 წლის 12 მარტის სხდომის ოქმით N- დადგენილია, რომ კონკურსიის მესამე ეტაპზე იურიდიული სამსახურის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადების განყოფილების ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსანტმა ჯ---–-------------–---–- მიიღო შეფასება 21 ქულა. სხდომას ესწრებოდა კომისიის ხუთი წევრი.
,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კომისია პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს საუკეთესო კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე.
ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კონკურსი ჩაშლილად ითვლება, თუ მასში მონაწილეობისათვის წარდგენილი არ იქნა არცერთი განაცხადი ან თუ საკონკურსო კომისიამ დასაბუთებული უარი განაცხადა მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წარდგენაზე.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის N-04 დადგენილების ,,საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ" 22-ე მუხლის პირველი ნაწილის კომისია პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს საუკეთესო კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე.
ამავე დადგენილების 23-ე მუხლის ,,ბ" პუნქტის თანახმად კომისიამ დასაბუთებული უარი განაცხადა პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წარდგენაზე.
-ა-----ის მუნიიპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიის 2019 წლის 12 მარტის სხდომის ოქმით N- დადგენილია, რომ კომისიამ გადაწყვიტა, რომ ა-----ის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენილი იქნეს ის კანდიდატები, რომელმაც ზეპირი დავალებისა და გასაუბრების შედეგად დააგროვა მაქსიმალურ ქულათა რაოდენობა, ხოლო იმ საკონკურსო თანამდებობებზე, რომელზეც ვერცერთმა კონკურსანტმა ვერ დააგროვა საკონკურსო კომისიის მიერ დადგენილი ქულათა მინიმალური 70%+1-იანი ზღვარი, კონკურის გამოცხადდა ჩაშლილად, მათ შორის იურიდიული სამსახურის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადების განყოფილების ვაკანტურ თანამდებობაზე. სხდომას ესწრებოდა კომისიის ხუთი წევრი.
საქართველოს კონსტიტუციის 14-ე მუხლის თანახმად ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.
საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მეორე მუხლის თანახმად ამ დეკლარაციით გამოცხადებული ყველა უფლება და ყველა თავისუფლება მინიჭებული უნდა ჰქონდეს ყოველ ადამიანს განურჩევლად რაიმე განსხვავებისა, სახელდობრ, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა წმენის, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი თუ სხვა მდგომარეობისა.
ამავე დეკლარაციის 7-ე მუხლის თანახმად ყოველი ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და განურჩევლად რაიმე განსხვავებისა, ყველას აქვს უფლება თანაბრად იყოს დაცული კანონის მიერ.
ამავე დეკლარაციის 21-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში.
ამავე დეკლარაციის 23-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად
ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარი შრომის თანაბრად ანაზღაურებისა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–5 მუხლის პირველ ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი – უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
სასამართლო ყოველივე აღნიშნული საფუძველზე მიუთითებს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების დეფინიციის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის I ნაწილის ’’ლ’’ ქვეპუნქტი მიხედვით ეს არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6 მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი. კერძოდ თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია, ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში და მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას შებოჭილია კანონიერების პრინციპით, კონკრეტულად, კანონისმიერი დათქმის პრინციპით, რომელიც, თავის მხრივ, კონსტიტუციაში განმტკიცებულია დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და პირის ძირითადი უფლებების დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე. ამასთან, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობიდან გამომდინარე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 7.2. მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონიერებაზე მსჯელობისას უნდა გამოიკვლიოს რამდენად დასაბუთებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის შერჩეული გადაწყვეტა, რაც თავის მხრივ, უნდა ეფუძნებოდეს საქმეზე ფაქტების ობიექტურ გამოკვლევა-დადგენა-შეფასებას. სასამართლო ამოწმებს არა მხოლოდ შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ, მის კანონიერება- დასაბუთებულობას, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები, ოპტიმალური იყო არსებული შესაძლებლობებიდან. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას უზრუნველყო მიღებული გადაწყვეტილების სისწორე და კანონშესაბამისობა, ადმინისტრაციულმა ორგანო კანონმდებლობით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება გამოიყენა კანონის შესაბამისად.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ აქტის ბათილობას იწვევს კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არ არსებობის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო მიერ განსახილველ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის მომზადება–გამოცემისას დაირღვა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო. სადავო ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სათანადო შეფასების შედეგად გამოიცა აქტი.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ჯ---–-------------–---–-ს სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, გასაჩივრებული სადაო აქტი მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და შესაბამისად არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არ არსებობის შემთხვევაში შესაძლებელი იყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სხვა გადაწყვეტილების მიღება. გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც ჯ---–-------------–---–-ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რადგან მოსარჩელე ჯ---–-------------–---–- უარი უნდა ეთქვას ბათილად ცნობაზე ა-----ის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიის 2019 წლის 12 მარტის გადაწყვეტილების მისი შეფასების ნაწილში, ამიტომ დავალდებულება ადმინისტრაციული ორგანოს ,,ნაცვლად 21 ქულისა გამსვლელი ქულის მინიჭებაზე" წარმოადგენს მის თანმდევ შედეგს, ამიტომ სარჩელი ამ ნაწილშიც არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები”.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ,,სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები”.
ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, ,,იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლბული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრვ, მაშინ მოსარჩელს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა’’.
სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელე მხარის მიერ გადახილი არ იყო სახელმწიფო ბაჟი და არც სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების საფუძველი არსებობს, შესაბამისად მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე, 32-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ჯ---–-------------–---–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს:
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), ახალციხის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქ. №62) მეშვეობით.
მოსამართლე: გია ბერაია