გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 31.07.2019
საქმის ნომერი
050310019003037727
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
31.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 050310019003037727

N 3/88-19წ

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31.07.---- ქ. ოზურგეთი

შესავალი ნაწილი

ო------------ რაიონული სასამართლო

მოსამართლე მარინა კიკნაძე

სხდომის მდივანი თამილა მახარაძე-ბოლქვაძე

მოსარჩელე: მა-------–-----–---–------–---–-ლი

წარმომადგენელი-მა--------------–ი

მოპასუხე: სსიპ თე------------------------–---------------------------–----–-------- სოფელ გ----------ს საჯარო სკოლა

წარმომადგენელი: ზი--------------–--ლი, ნა---–----ძე

მოპასუხე: სა---–-–--------------------------------------------------------------------–----------------------------

წარმომადგენელი: ნი-----------–---–-

დავის საგანი: ზოგადი საგანმანათლებო პროგრამის დასრულების ფაქტის აღიარება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხე ო------------ მუნიციპალიტეტის სოფელ გ----------ს საჯარო სკოლამ აღიაროს მა-------–-----–---–------–---–-ილის მიერ 1---------–-–--–- მ--------- რაიონის სოფელ გ----------ს საშუალო სკოლაში სწავლების დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტის აღიარება.

1.2. დაევალოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ო------------ სამოქალაქო რეესტრის სამსახურს გასცეს ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის დუბლიკატი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. სსიპ ო------------ მუნიციპალიტეტის სოფელ გ----------ს საჯარო სკოლის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მათ ვერ მოიძიეს მოსარჩელის მიერ საჯარო სკოლაში სწავლების დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მაგრამ არის ხელწერა ატესტატის გაცემასთან დაკავშიერებით. მოპასუხე ცნობს სარჩელს.

 

2.2. სსიპ სა---–-–--------------------------------------------------------------------–----------------------------ს წარმომადგენელმა განმარტა, რომ სასამართლოს მიერ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში გასცემდნენ შესაბამის დოკუმენტს.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. მა-------–-----–---–------–---–-ილმა 1976 წელს დაამთავრა გ----------ს საშუალო სკოლის სრული კურსი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საშუალო სკოლის ატესტატის ასლი (ს.ფ. 17)

 

3.2. საშუალო განათლების ატესტატების ჩასაწერი წიგნის მიხედვით დადგენილია, რომ წიტ--–---–-------------------ს ასულის სახელზე, 1976 წელს გაიცა ატესტატი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ატესტატების გაცემის წიგნი (ს.ფ. 42-44)

 

3.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2----–-–---------------------გ გადაწყვეტილებით, მოსარჩელე მა-------–-----–---–-------–---–--ლის წარმომადგენელს მა--------------–ს უარი ეთქვა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ არ იძებნებოდა განმცხადებლის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დაწყებისა და დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ს---------–-–--------------------------------------------------–-–-------------------------------–-------–---------------

 

მოწმე და-------------------ს განმარტებით 1976 წელს დაამთავრა სოფ. გ----------ს საშუალო სკოლა და მასთან ერთად პირველი კლასიდან სწავლობდა მოსარჩელე-მა-------–-----–---–--

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

მოწმე და-------------------ს ჩვენება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

მოწმე მა------------------ას განმარტებით 1976 წელს დაამთავრა სოფ. გ----------ს საშუალო სკოლა და მა-------–-----–---–--ან ერთად დაამთავრა საშუალო სკოლა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

მოწმე მა------------------ას ჩვენება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანება ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის დამატებით წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა - სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება; ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არ არსებობაში). გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის, მოსარჩელემ თავად უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომლის დადგომის კანონიერი ინტერესიც გააჩნია.

 

ამრიგად, სასამართლოს მიერ აღიარებით სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი უნდა მდგომარეობდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის დადგენაში.

 

საქმის მასალებითა და მხარეთა განმარტებებით, უდავოდ დადგენილია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა - სწავლების შედეგად მა-------–-----–--ლმა მიიღო სრული ზოგადი განათლება, რის საფუძველზეც გაიცა შესაბამისი დოკუმენტები.

 

საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლი ადგენს, რომ ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. სახელმწიფო უზრუნველყოფს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.

 

ამდენად, მოსარჩელის კონსტიტუციური უფლების რეალიზებას ემუქრება გარკვეული საშიშროება, რომლის თავიდან აცილებაც უნდა მოხდეს მხოლოდ სასამართლოს მიერ, სადავო სამართალურთიერთობის არსებობის დადგენით. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი, მუშაობის გაგრძელებისათვის წარადგინოს სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი ატესტატი წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს, ამასთან, სამართლებრივი ურთიერთობის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, ილახება მისი საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლით გარანტირებული უფლება.

 

განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოსარჩელის მიერ სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტის აღიარება. ამასთან, მოსარჩელის მიერ აღიარებითი სარჩელის აღძვრის კანონიერი ინტერესია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის მიღება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის პირობებში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადგენა ხდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოსარჩელის თანაკლასელების, და-------------------ს და მა------------------ას ჩვენებებით და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მა-------–-----–---–------–---–-ილი სწავლობდა მათთან ერთად მ--------- რაიონის სოფელ გ----------ს საშუალო სკოლაში პირველი კლასიდან და დაასრულა აღნიშნული სკოლა. საშუალო განათლების ატესტატების ჩასაწერი წიგნის მიხედვით დადგენილია, რომ მა-------–-----–--ლის სახელზე, 19---–-–--------–--- გაიცა ატესტატი.

 

6.2. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის შესაბამისად სკოლამდელ აღზრდას სახელმწიფო უზრუნველყოფს კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა.

 

საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საბაზო განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს სკოლის გამოსაშვები გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სახელმწიფოს მიერ შესაბამისი დოკუმენტით ამის დადასტურებას. სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშს და სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი”. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება: ა) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი; ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული ზოგადი განათლების ატესტატი; გ) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიღწევის დონეს და წარმატებით ჩააბარებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საბაზო განათლების მიღების სავალდებულო პრინციპზე და აღნიშნული განათლების მიღების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლებაზე და განმარტავს, რომ საქმეზე დადგენილია მოსარჩელის მიერ, სოფელ გ----------ს საშულო სკოლაში 1---------–-–--–- პროგრამის დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი სამართლებრივი ურთიერთობის აღიარების თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს. ამასთან, აღნიშნულ უფლებას მოსარჩელეს ანიჭებს ზემოაღნიშნული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ დადასტურებულია მა-------–-----–---–------–---–-ილის მიერ 1---------–-–--–- ო------------ რაიონის სოფელ გ----------ს საჯარო სკოლაში სწავლების დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი, რაც აღნიშნულ ნაწილში წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებით დამტკიცებული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის 7.6 მუხლით, სააგენტოს უფლებამოსილი პირი, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ახდენს მოსწავლის შესახებ არსებული ინფორმაციის გადამოწმებას. თუ დაინტერესებული პირის მიერ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია შეესაბამება მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებულ ინფორმაციას, ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილ პირს საინფორმაციო სისტემის მიერ მიწოდებულ ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმაზე, მართვის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გადააქვს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაცია და გასცემს ზოგადი განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატს

 

მოსარჩელის მოთხოვნა სსიპ სა---–-–--------------------------------------------------------------------–----------------------------სათვის ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის დუბლიკატის გაცემის დავალების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გასცეს, სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარის ოდენობით. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხე მხარემ მოსამზადებელ ეტაპზე სცნო სარჩელი, მოსარჩელე მა-------–-----–---–------–---–-ილს უკან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი ბაჟის თანხა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მა-------–-----–---–------–---–-ილის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. აღიარებულ იქნას მოსარჩელე მა-------–-----–---–------–---–-ილის მიერ 1---------–-–--–- მ--------- რაიონის სოფელ გ----------ს საშუალო სკოლის (დღევანდელი სსიპ თ--------------- სახელობის ო------------ მუნიციპალიტეტის სოფელ გ----------ს საჯარო სკოლა) დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი.

 

2. მოსარჩელე მა-------–-----–---–------–---–-ილს უკან დაუბრუნდეს მა--------------–ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი 100 (ასი) ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: მიმღები ბანკი - სახელმწიფო ხაზინა; სახაზინო კოდი 3--------- ანგარიშის ნომერი - 2--------- ბაჟის გადახდის თარიღი 06.06.---- წელი, საგადასახადო დავალება 3-----------

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა № 32) ო------------ რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ოზურგეთი, ი. სიორიძის ქუჩა № 14) მხარეთათვის, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან, 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე მარინა კიკნაძე