განაჩენი

სისხლის სამართლის 31.07.2019
საქმის ნომერი
330100119002934942
თარიღი
31.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/1515-19

N0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

31 ივლისი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ლილი მსხილაძე

 

სხდომის მდივანი - ფატიმა გოგიშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ------ კ------–---–ი

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული:

ლ---- გ-----–-–---–ი - დაბადებული 1--- წლის 2-------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ჭ----------------–----–-------, თ---–--------------. ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, დ------------------------------------–-----------------------------;

 

ადვოკატი - ი-----------, მ--- ტ--–----ე

 

კვალიფიკაცია:

ლ---- გ-----–-–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (ი/მ ,,ს--–---- მ-------–---–-ს“ ეპიზოდი);

 

მასვე, ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (შპს ,,დ--------- დ----–--------ის“ ეპიზოდი).

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. 2019 წლის 09 თებერვალს, დღის საათებში, ქ. თბილისში, მ--------–--ს ქუჩა N--ში ლ---- გ-----–-–---–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა ი/მ ,,ს--–---- მ-------–---–-ს“ კუთვნილ 250 ცალ 25 000 ლარად ღირებულ ლითონის კონსტრუქციის სამშენებლო დგარს.

1.2. 2019 წლის 2 მარტს, დღის საათებში, ქ. თბილისში, დ--------------------–--–-------------ში ლ---- გ-----–-–---–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა შპს ,,დ--------- დ----–--------ის“ კუთვნილ 370 კვ.მ მეტრის მოცულობის ხარაჩოებს, აღნიშნული ქმედებით შპს ,,დ--------- დ----–--------ს“ 13 000 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიადგა.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ 2019 წლის 09 თებერვალს, დღის საათებში, ქ. თბილისში, მ--------–--ს ქუჩა N--ში ლ---- გ-----–-–---–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა ი/მ ,,ს--–---- მ-------–---–-ს“ კუთვნილ 250 ცალ 25 000 ლარად ღირებულ ლითონის კონსტრუქციის სამშენებლო დგარს.

 

2.2. მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო სასამართლომ დადგენილად არ სცნო ლ---- გ-----–-–---–ის ბრალდება მასში, რომ შპს ,,დ--------- დ----–--------ის“ ეპიზოდში ლ---- გ-----–-–---–მა ჩაიდინა თაღლითობა დიდი ოდენობით. კერძოდ, სასამართლომ დადგენილად არ სცნო ის ფაქტი, რომ ლ---- გ-----–-–---–ის მიერ თაღლითურად დაუფლებული ხარაჩოების ღირებულება შეადგენდა 13 000 ლარს.

 

2.3. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ლ---- გ-----–-–---–მა შპს ,,დ--------- დ----–--------ის“ ეპიზოდში ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით

(ი/მ ,,ს--–---- მ-------–---–-ს“ ეპიზოდი)

 

3.1. დაზარალებულმა ს--–---- მ-------–---–მა განაცხადა, რომ მისმა წარმომადგენელმა ნ----- შ--------–---–მა ლ---- გ-----–-–---–ს ხელშეკრულების საფუძველზე მიაქირავა 250 ცალი სამშენებლო დგარი. ხელშეკრულების თანახმად, სამშენებლო დგარების დაკარგვის შემთხვევაში ლ---- გ-----–-–---–ს უნდა აენაზღაურებინა 25 000 ლარი. ს--–---- მ-------–---–მა განაცხადა, რომ ლ---- გ-----–-–---–მა არ დააბრუნა სამშენებლო დგარები, რითაც მან განიცადა 25 000 ლარის ოდენობის ზიანი. სამშენებლო დგარები მამამისმა ა-----– მ-------–---–მა შეიძინა 2012 წელს, ხოლო 2015 წელს სამშენებლო დგარები მის სახელზე გადააფორმა. მან ასევე აღნიშნა, რომ 2012 წელს ა-----– მ-------–---–მა პატარა ზომის სამშენებლო დგარში გადაიხადა 34 აშშ დოლარი, ხოლო დიდი ზომის სამშენებლო დგარში 45 აშშ დოლარი. ს--–---- მ-------–---–-ს განმარტებით, სამშენებლო დგარები იყო მუშა მდგომარეობაში.

 

3.2. ი/მ ,,ს--–---- მ-------–---–-ს” წარმომადგენელმა მოწმე ნ----- შ--------–---–მა დაადასტურა, რომ 2019 წლის 9 თებერვალს ლ---- გ-----–-–---–მა მეგობართან ერთად დაათვალიერა სამშენებლო დგარები, რის შემდეგაც დატვირთა სატვირთო ა/მანქანა და წაიღო 250 ცალი სამშენებლო დგარი. ნ----- შ--------–---–ს ლ---- გ-----–-–---–მა განუცხადა, რომ თანხას რამდენიმე დღეში გადაურიცხავდა საბანკო ანგარიშზე, მაგრამ ლ---- გ-----–-–---–ს არც თანხა ჩაურიცხავს საბანკო ანგარიშზე და არც სამშენებლო დგარები დააბრუნა. ნ----- შ--------–---–მა მოიძია მძღოლი ბ--- ა-–------–---–ი, რომლის ა/მანქანითაც განხორციელდა სამშენებლო დგარების გადატანა. ის და ბ--- ა-–------–---–ი მისული იყვნენ მ-------ს დასახლებაში, სადაც ბ--- ა-–------–---–ის განმარტებით, ლ---- გ-----–-–---–ის მითითებით მიიტანა სამშენებლო დგარები და ჩამოტვირთა, მაგრამ იმ ადგილას საერთოდ არ წარმოებდა სამშენებლო სამუშაოები. ნ----- შ--------–---–ის განმარტებით, ხელშეკრულების თანახმად, ერთი ცალი სამშენებლო დგარის დაკარგვის შემთხვევაში, ლ---- გ-----–-–---–ს უნდა აენაზღაურებინა 100 ლარი, შესაბამისად 250 ცალ სამშენებლო დგარზე ლ---- გ-----–-–---–მა უნდა აანაზღაუროს 25 000 ლარი. სამშენებლო დგარები თავდაპირველად შეიძინეს 28 500 ლარად.

 

3.3. ბრალდებულმა ლ---- გ-----–-–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ სცნო დამნაშავედ. ბრალდებულმა დაადასტურა ნ----- შ--------–---–თან ხელშეკრულების საფუძველზე სამშენებლო დგარების ქირავნობის და შემდგომ მისი გაყიდვის ფაქტი, მაგრამ უარყო ის ფაქტი, რომ ნ----- შ--------–---–ისგან წაღებული სამშენებლო დგარების ღირებულება შეადგენდა 25 000 ლარს. ბრალდებულის განმარტებით, მათი ღირებულება შეადგენდა დაახლოებით 7 500 ლარს.

 

3.3. ამოღების ოქმის თანახმად, 2019 წლის 31 მარტს ქ. თბილისი მ--------–--ს ქ. #--ში მდებარე ი/მ ,,ს--–---- მ-------–---–-ს’’ ოფისში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება ამოღება და ნ----- შ--------–---–ისგან ამოღებულ იქნა 2019 წლის 9 თებერვლის ქირავნობის ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი.

3.3.1. ამოღების ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ჯ---- ბ-------–--მ.

 

3.4. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების თანახმად, 2011 წლის 23 დეკემბერს ი/მ ,,ა-----– მ-------–---–მა“ (მყიდველი) შპს ,,წ--–----------------------–-------სგან“ (გამყიდველი) შეიძინა კედლის საბჯენი (მეტალის) – 500 ცალი - 53 ლარი. ხელშეკრულების თანხა შეადგენდა 26 500 ლარს.

 

3.5. ქირავნობის ხელშეკრულების თანახმად, 2019 წლის 9 თებერვალს ი/მ ,,ს--–---- მ-------–---–სა“ (გამქირავებელი) და ლ---- გ-----–-–---–ს (დამქირავებელი) შორის დაიდო ხელშეკრულება იმის თაობაზე, რომ გამქირავებელმა გადასცა, ხოლო დამქირავებელმა მიიღო სარგებლობაში 250 (ორასორმოცდაათი) ცალი სამშენებლო დგარი, ზომით 5.5 მეტრიანი 200 (ორასი) ცალი და ზომით 4.5 მეტრიანი 50 (ორმოცდაათი) ცალი. დამქირავებელს ქირავნობის საგნით სარგებლობისთვის გამქირავებლისთვის უნდა გადაეხადა ქირა, 1 თვის განმავლობაში ქირის ოდენობა შეადგენდა 1000 (ათასი) ლარს. ქირავნობის საგნის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში დამქირავებელი აანაზღაურებდა თითოეული დაზიანებული ან დაკარგული საგნის ღირებულებას 100 (ასი) ლარის ოდენობით. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს დამქირავებელმა ლ---- გ-----–-–---–მა და გამქირავებელმა ს--–---- მ-------–---–მა.

 

3.6. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ი/მ ,,ს--–---- მ-------–---–სა“ (გამქირავებელი) და ლ---- გ-----–-–---–ს შორის (დამქირავებელი) დადებული ხელშეკრულების თანახმად, გამქირავებელმა გადასცა, ხოლო დამქირავებელმა ჩაიბარა დროებით სარგებლობაში 250 (ორასორმოცდაათი) ცალი სამშენებლო დგარი, ზომით 5.5 მეტრიანი 200 (ორასი) ცალი და 50 (ორმოცდაათი) ცალი ზომით 4.5 მეტრიანი და ადასტურებს, რომ საქონელი არის კარგ მდგომარეობაში და შეესაბამება დამქირავებლის ინტერესებს, ყველა მოთხოვნასა და პირობებს.

 

3.7. ლ---- გ-----–-–---–ის ადვოკატის პოზიციით, ლ---- გ-----–-–---–ი ნაწილობრივ ცნობს თავს დამნაშავედ ი/მ ,,ს--–---- მ-------–---–-ს“ ეპიზოდში. დაცვის მხარე სადაოდ მიიჩნევს თაღლითობას, ჩადენილს დიდი ოდენობით. ადვოკატის განმარტებით, წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება მიყენებული ზიანის ოდენობა. ადვოკატმა მოითხოვა ბრალად წარდგენილ თაღლითობაში, ჩადენილი დიდი ოდენობით, ბრალდებულ ლ---- გ-----–-–---–ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.

 

3.8. სასამართლომ შეაფასა რა ლ---- გ-----–-–---–ის ბრალდების საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ლ---- გ-----–-–---–ის ბრალდებას მასში, რომ ლ---- გ-----–-–---–მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, კერძოდ:

3.8.1. დაზარალებულ ს--–---- მ-------–---–-ს, მოწმე ნ----- შ--------–---–ის ჩვენებებით, ბრალდებულ ლ---- გ-----–-–---–ის აღიარებითი ჩვენებით, ამოღების ოქმით, ქირავნობის ხელშეკრულებით და მიღება-ჩაბარების აქტით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2019 წლის 9 თებერვალს ი/მ ,,ს--–---- მ-------–---–სა“ და ლ---- გ-----–-–---–ს შორის დაიდო 250 (ორასორმოცდაათი) ცალი სამშენებლო დგარის ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ი/მ ,,ს--–---- მ-------–---–მა’’ ლ---- გ-----–-–---–ს გადასცა და ამ უკანასკნელმა დროებით სარგებლობაში ჩაიბარა 250 (ორასორმოცდაათი) ცალი სამშენებლო დგარი. ჩაბარებისას საქონელი იყო კარგ მდგომარეობაში და შეესაბამებოდა დამქირავებლის ინტერესებს, ყველა მოთხოვნასა და პირობებს, მაგრამ ლ---- გ-----–-–---–ს არც ქირავნობის თანხა ჩაურიცხავს საბანკო ანგარიშზე და არც სამშენებლო დგარები დაუბრუნებია. შემოწმებულ იქნა ის ადგილი, სადაც ჩამოიტვირთა სამშენებლო დგარები და მაგრამ იმ ადგილას საერთოდ არ წარმოებდა სამშენებლო სამუშაოები.

3.8.2. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სასამართლო აძლევს რა შეფასებას დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ლ---- გ-----–-–---–მა 2019 წლის 09 თებერვალს ი/მ ,,ს--–---- მ-------–---–თან’’ დადებული ქირავნობის ხელშეკრულება გამოიყენა იმ მიზნით, რომ მოტყუებით, ანგარების მოტივით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა ი/მ ,,ს--–---- მ-------–---–-ს“ კუთვნილ 250 ცალ ლითონის კონსტრუქციის სამშენებლო დგარს, რაც მოიყვანა სისრულეში, როდესაც მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე დაეუფლა შპს ,,ს--–---- მ-------–---–-ს’’ კუთვნილ ნივთს, რომელიც გაასხვისა და მატერიალური ზიანი მიაყენა ი/მ ,,ს--–---- მ-------–---–ს’’.

3.8.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ თაღლითობის, როგორც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშანს წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონების დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით. მართლწინააღმდეგობა გულისხმობს, რომ პირი არ არის მესაკუთრე ან მისი კანონიერი მფლობელი და მის მიერ ქონების დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება ხდება უკანონოდ. აღნიშნული დანაშაული წარმოადგენს შედეგიან დელიქტს და დამთავრებულია სხვისი ნივთის დაუფლების ან ქონებრივი უფლების მიღების მომენტიდან. თაღლითობის სუბიექტური შემადგენლობა კი პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება, რა დროსაც დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ იგი თაღლითობით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მის მესაკუთრეს და სურს ამ შედეგის დადგომა, ამასთან, ქმედების განხორციელების დროს დამნაშავეს უნდა ამოძრავებდეს ანგარების მოტივი და მიზანი.

3.8.4. სასამართლომ შეაფასა რა ლ---- გ-----–-–---–ის ბრალდების საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმისადმი მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო მათი ერთობლიობა - ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, დადგენილად მიიჩნია ლ---- გ-----–-–---–ის ბრალდება მასში, რომ 2019 წლის 09 თებერვალს, დღის საათებში, ქ. თბილისში, მ--------–--ს ქუჩა N--ში ლ---- გ-----–-–---–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა ი/მ ,,ს--–---- მ-------–---–-ს“ კუთვნილ 250 ცალ 25 000 ლარად ღირებულ ლითონის კონსტრუქციის სამშენებლო დგარს.

 

3.9. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს ლ---- გ-----–-–---–ის ბრალდებას მასში, რომ ლ---- გ-----–-–---–მა ი/მ ,,ს--–---- მ-------–---–-ს“ ეპიზოდში ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით.

 

თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით

 

3.10. დაზარალებულ ს--–---- მ-------–---–-ს ჩვენებით დასტურდება, რომ როდესაც ლ---- გ-----–-–---–ს მიაქირავა 250 ცალი ლითონის კონსტრუქციის სამშენებლო დგარი, შესაბამისი ხელშეკრულების დადებისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ თითო ცალი დგარის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ლ---- გ-----–-–---–ი აანაზღაურებდა 100 ლარის ოდენობით ზიანს. ლ---- გ-----–-–---–ის ქმედების შედეგად შპს ,,ს--–---- მ-------–---–მა’’ განიცადა 25 000 ლარის ოდენობის ზიანი.

 

3.11. ანალოგიურ ფაქტს ადასტურებს მოწმე ნ----- შ--------–---–ი.

 

3.12. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების თანახმად, 2011 წლის 23 დეკემბერს ი/მ ,,ა-----– მ-------–---–მა“ (მყიდველი) შპს ,,წ--–----------------------–-------სგან“ (გამყიდველი) შეიძინა კედლის საბჯენი (მეტალის) – 500 ცალი - თითოეული 53 ლარად. ხელშეკრულების თანხა შეადგენდა 26 500 ლარს.

 

3.13. ქირავნობის ხელშეკრულების თანახმად, ქირავნობის საგნის - 250 (ორასორმოცდაათი) ცალი სამშენებლო დგარის - დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში დამქირავებელი აანაზღაურებდა თითოეული დაზიანებული ან დაკარგული საგნის ღირებულებას 100 (ასი) ლარის ოდენობით. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს დამქირავებელმა ლ---- გ-----–-–---–მა და გამქირავებელმა ს--–---- მ-------–---–მა.

 

3.14. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ი/მ ,,ს--–---- მ-------–---–სა“ (გამქირავებელი) და ლ---- გ-----–-–---–ს (დამქირავებელი) შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, გამქირავებელმა გადასცა, ხოლო დამქირავებელმა ჩაიბარა დროებით სარგებლობაში 250 (ორასორმოცდაათი) ცალი სამშენებლო დგარი. საქონელი არის კარგ მდგომარეობაში და შეესაბამება დამქირავებლის ინტერესებს, ყველა მოთხოვნასა და პირობებს.

 

3.15. წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აძლევს რა შეფასებას არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებაში ლ---- გ-----–-–---–ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე. ის ფაქტი, რომ ლ---- გ-----–-–---–მა მიღება-ჩაბარების აქტში აღნიშნა, რომ საქონელი იყო კარგ მდგომარეობაში და შეესაბამებოდა დამქირავებლის ინტერესებს, ყველა მოთხოვნასა და პირობებს; ქირავნობის ხელშეკრულების დადებისას გამოხატა ნება, რომ სამშენებლო დგარების დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში აანაზღაურებდა თითოეული დაზიანებული ან დაკარგული საგნის ღირებულებას 100 (ასი) ლარის ოდენობით, (250 ცალ ლითონის კონსტრუქციის სამშენებლო დგარის დაკარგვის შემთხვევაში ღირებულება შეადგენდა 25 000 ლარს); იმის გათვალიწინებით, რომ საქმეზე ვერ ჩატარდებოდა სასაქონლო ექსპერტიზა ნივთის არ არსებობის გამო, სასამართლო სარწმუნოდ მიიჩნევს დაზარალებულის ჩვენებას, რომ ლ---- გ-----–-–---–ის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ი/მ ,,ს--–---- მ-------–---–მა’’ განიცადა 25 000 ლარის ოდენობის ზიანი.

 

3.16. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით. შპს ,,ს--–---- მ-------–---–-ს’’ ეპიზოდში სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ს--–---- მ-------–---–-სთვის მიყენებული ქონებრივი ზიანი აღემატება 10 000 ლარს.

 

3.17. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ შპს ,,ს--–---- მ-------–---–-ს’’ ეპიზოდში ბრალდებულმა ლ---- გ-----–-–---–მა ჩაიდინა თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით.

 

თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით

(შპს ,,დ--------- დ----–--------ის“ ეპიზოდი)

 

3.18. დაზარალებულმა გ---–- ღ-–-----მა განაცხადა, რომ არის შპს ,,დ--------- დ----–--------ის“ დირექტორი და წარმომადგენელი. მისი განმარტებით, კომპანია აქირავებს სამშენებლო ხარაჩოებს და ერთ-ერთი დამქირავებელი იყო ლ---- გ-----–-–---–ი, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება, რის შემდეგაც ლ---- გ-----–-–---–მა ა/მანქანით წაიღო 370 კვ.მ. სამშენებლო ხარაჩოები და უკან არ დააბრუნა, ასევე არ აანაზღაურა არც ქირის საფასური და არც ზიანი. გ---–- ღ-–-----ის განცხადებით, სამშენებლო ხარაჩოები იყო მუშა მდგომარეობაში. კომპანიამ სამშენებლო ხარაჩოები შეიძინა 2011 წელს, რომელშიც გადაიხადა 15 900 ლარი, კომპანიას მიადგა 13 000 ლარის ზიანი.

 

3.19. მოწმე თ----- ნ--------ემ განაცხადა, რომ გ---–- ღ-–-----ი არის მისი რძალი და თავად აქტიურად არის ჩართული კომპანიის საქმიანობაში. შპს ,,დ--------- დ----–--------ისგან“ ლ---- გ-----–-–---–მა იქირავა 370 კვ.მ სამშენებლო ხარაჩო. მას დაუკავშირდა ლ---- გ-----–-–---–ი, რომელმაც განუცხადა, რომ სურდა სამშენებლო ხარაჩოების ქირაობა დაახლოებით თვენახევრით, ლ---- გ-----–-–---–ს სამშენებლო ხარაჩოები უნდა წაეღო კ----ს მუნიციპალიტეტში. ლ---- გ-----–-–---–მა დაათვალიერა ხარაჩოები და გადაწყვიტა მისი ქირავნობა, მათ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რის შემდეგაც ლ---- გ-----–-–---–მა დატვირთა ა/მანქანაზე 370 კვ.მ სამშენებლო ხარაჩო და წაიღო. იმავე დღეს თ----- ნ--------ეს დაუკავშირდა მისი ახლობელი თ---------- მ-------–-–---–ი, რომელმაც განუცხადა, რომ ყიდულობდა სამშენებლო ხარაჩოებს ერთ კვ.მ. 8 ლარად, რომლებსაც სარემონტო სამუშაოების შემდეგ, სურვილის შემთხვევაში, მიყიდდა თ----- ნ--------ეს. მას ასევე თ---------- მ-------–-–---–მა გაუგზავნა სამშენებლო ხარაჩოს ფოტოსურათები, რომლებშიც თ----- ნ--------ემ სპეციალური ნიშნით ამოიცნო თავისი ხარაჩოები. თ----- ნ--------ე თ------ ჯ-------ესთან და თ---------- მ-------–-–---–თან ერთად მივიდა სამშენებლო ხარაჩოების სანახავად ა----–-–ი, სადაც განთავსებული იყო კომპანია ,,დ--------- დ----–--------ის“ სამშენებლო ხარაჩოები. თ----- ნ--------ემ ნახა, რომ ლ---- გ-----–-–---–ი ყიდდა მის გაქირავებულ ხარაჩოებს. მასთან საუბარში ლ---- გ-----–-–---–მა აღნიშნა, რომ სასწრაფოდ ესაჭიროებოდა ფული, რის გამოც ყიდდა სამშენებლო ხარაჩოებს.

 

3.20. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე თ------ ჯ-------ემ.

 

3.21. მოწმე ი-----–- გ----------–---–მა განმარტა, რომ ლ---- გ-----–-–---–მა შესთავაზა გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ დახმარებოდა სამშენებლო ხარაჩოების დატვირთვაში. ის და ლ---- გ-----–-–---–ი იმყოფებოდნენ ო--------–-ში, სადაც ლ---- გ-----–-–---–ი შეუთანხმდა გამქირავებლებს სამშენებლო ხარაჩოების თაობაზე. მან მიიღო მონაწილეობა სამშენებლო ხარაჩოების ა/მანქანაში დატვირთვაში. შემდეგ სამშენებლო ხარაჩოები მიიტანეს ა----–-–ი ერთ-ერთ ეზოში, სადაც განათავსეს. ლ---- გ-----–-–---–მა მას უთხრა, რომ სურდა ნაქირავები სამშენებლო ხარაჩოების რეალიზაცია და თხოვა მასში დახმარებოდა. ი-----–- გ----------–---–მა ლ---- გ-----–-–---–ს უარი განუცხადა, შემდეგ კი მივიდა პოლიციის განყოფილებაში, სადაც განაცხადა მომხდარი ფაქტის თაობაზე.

 

3.22. მოწმე თ----–- ბ------–---–მა დაადასტურა, რომ მის კუთვნილ ეზოში ლ---- გ-----–-–---–მა დაუკითხავად მიიტანა სამშენებლო ხარაჩოები. მან ასევე დაადასტურა, რომ მის ეზოში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ამოიღეს სამშენებლო ხარაჩოები.

 

3.23. მოწმეებმა (გამომძიებლები) დ------- ლ-–---მ, გ------- ს---–--ემ, ნ-----–---- ბ-–----ემ და ჯ---- ბ-------–--მ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

 

3.24. ამოღების ოქმის თანახმად, 2019 წლის 2 მარტს საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა ქ. თბილისში, ბ-------------------------------------------ში, თ----–- ბ------–---–ის კუთვნილი კერძო ტერიტორიიდან ამოღებული იქნა სამშენებლო ხარაჩოები, კერძოდ: 75 ცალი რკინის ფეხი, 148 ცალი დიდი გამკრავი რკინა, 73 ცალი რკინის მოკლე გამკრავი, 5 ცალი რკინის დასადები ე.წ. ,,პადონი’’, 5 ცალი გრძელი ფიცარი და 7 ცალი კოჭი ხის მოყავისფრო ფერის. ხარაჩოები იყო დაშლილ მდგომარეობაში, მისი გაბარიტების გამო ვერ მოხერხდა დალუქვა. ამოღებული ხარაჩოების დატვირთული იქნა ა/მანქანაზე და გადატანილი იქნა ქ. თბილისი, ო--------–-, დ---------------–-------------ში, ხელწერილით გამოძიების დასრულებამდე შესანახად გადაეცა თ----- ნ--------ეს.

3.24.1. ამოღების ოქმის სისწორე დაადასტურეს მოწმეებმა თ----–- ბ------–---–მა, თ----- ნ--------ემ, თ------ ჯ-------ემ, ლ---- გ-----–-–---–მა, გამომძიებლებმა გ------- ს---–--ემ და ნ-----–---- ბ-–-----მ.

 

3.25. ბრალდებულმა ლ---- გ-----–-–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ სცნო დამნაშავედ. მან დაადასტურა თ----- ნ--------ისგან სამშენებლო დგარების ქირაობის და შემდეგ გაყიდვის მცდელობის ფაქტი. ბრალდებული არ დაეთანხმა იმ ფაქტს, რომ სამშენებლო დგარების ღირებულება შეადგენდა 13 000 ლარს.

 

3.26. ლ---- გ-----–-–---–ის ბრალდებას ასევე ადასტურებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები. კერძოდ: მოწმეების თ---------- მ-------–-–---–ის და ბ--- ა-–------–---–ის ჩვენებები, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, რომელიც შეეხება სამშენებლო დგარების ამოღების ფოტოილუსტრაციის დათვალიერებას; მითითებული მტკიცებულებები სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ სადავოდ არ გახადა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

3.27. ლ---- გ-----–-–---–ის ადვოკატის პოზიციით, ლ---- გ-----–-–---–ი ნაწილობრივ ცნობს თავს დამნაშავედ შპს ,,დ--------- დ----–--------ის“ ეპიზოდში. დაცვის მხარე სადაოდ მიიჩნევს თაღლითობას, ჩადენილს დიდი ოდენობით. ადვოკატის განმარტებით, წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება მიყენებული ზიანის ოდენობა. ადვოკატმა მოითხოვა შპს ,,დ--------- დ----–--------ის“ ეპიზოდში ბრალად წარდგენილ თაღლითობაში, ჩადენილი დიდი ოდენობით, ბრალდებულ ლ---- გ-----–-–---–ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.

 

3.28. სასამართლომ შეაფასა რა ლ---- გ-----–-–---–ის ბრალდების საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ლ---- გ-----–-–---–ის ბრალდებას მასში, რომ ლ---- გ-----–-–---–მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, კერძოდ:

3.28.1. შპს ,,დ--------- დ----–--------ის“ დირექტორის და წარმომადგენელის დაზარალებულ გ---–- ღ-–-----ის, მოწმეების თ----- ნ--------ის, თ------ ჯ-------ის, ი-----–- გ----------–---–ის, თ----–- ბ------–---–ის ჩვენებებით, ბრალდებულ ლ---- გ-----–-–---–ის აღიარებითი ჩვენებით, თ----–- ბ------–---–ის კუთვნილი კერძო ტერიტორიიდან სამშენებლო ხარაჩოების ამოღების ოქმით, სასამართლო დადგენილად მიჩნევს, რომ 2019 წლის 2 მარტს, ლ---- გ-----–-–---–მა შპს ,,დ--------- დ----–--------სგან’’ იქირავა 370 კვ.მ. სამშენებლო ხარაჩო, რომელიც მიიტანა და დააწყო ა----–-–ი, დ--------------------–--–-------------ში მდებარე თ----–- ბ------–---–ის კუთვნილ ეზოში, საიდანაც ხარაჩოები იქნა ამოღებული.

3.28.2. მოწმეების თ----- ნ--------ის, თ------ ჯ-------ის, თ---------- მ-------–-–---–ის ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ლ---- გ-----–-–---–მა განიზრახა მის მიერ დაქირავებული შპს ,,დ--------- დ----–--------ის’’ კუთვნილი სამშენებლო ხარაჩოების გაყიდვა და ამ მიზნით, მისთვის მოულოდნელად, შეხვდა იმ პირს, რომელმაც მას მიაქირავა აღნიშნული ხარაჩოები, რის შემდგომაც მას არ მიეცა შესაძლებლობა დანაშაულებრივად დაუფლებული ხარაჩოების გასხვისების.

3.28.3. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სასამართლო აძლევს რა შეფასებას დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ლ---- გ-----–-–---–მა შემდგომში გასხვისების განზრახვით, 2019 წლის 2 მარტს შპს ,,დ--------- დ----–--------სგან’’ მოტყუებით, ანგარების მოტივით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იქირავა 370 კვ.მ. სამშენებლო ხარაჩო.

3.28.4. სასამართლომ შეაფასა რა ლ---- გ-----–-–---–ის ბრალდების საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმისადმი მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო მათი ერთობლიობა - ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, დადგენილად მიიჩნია ლ---- გ-----–-–---–ის ბრალდება მასში, რომ 2019 წლის 2 მარტს, დღის საათებში, ქ. თბილისში, დ--------------------–--–-------------ში ლ---- გ-----–-–---–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა შპს ,,დ--------- დ----–--------ის“ კუთვნილ 370 კვ.მ მეტრის მოცულობის ხარაჩოებს.

 

3.29. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს ლ---- გ-----–-–---–ის ბრალდებას მასში, რომ შპს ,,დ--------- დ----–--------ის“ ეპიზოდში ლ---- გ-----–-–---–მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით.

 

თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით

 

3.30. დაზარალებულის წარმომადგენელმა გ---–- ღ-–-----მა განაცხადა, რომ შპს ,,დ--------- დ----–--------მა“ 2011 წელს შეიძინა სამშენებლო ხარაჩოები, რომელშიც გადაიხადა 15 900 ლარი. აღნიშნული პერიოდიდან კომპანია სამშენებლო დგარებს აქირავებდა სხვადასხვა ორგანიზაციებზე თუ პირებზე. გ---–- ღ-–-----ის განცხადებით, კომპანიას ლ---- გ-----–-–---–ის ქმედებით მიადგა 13 000 ლარის მატერიალური ზიანი.

 

3.31. ანალოგიური ჩვენება მისაც სასამართლოს მოწმე თ----- ნ--------ემ.

 

3.32. სასამართლო პროცესზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში ანალიზის საფუძველზე სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების პოზიციას იმის თაობაზე, რომ ლ---- გ-----–-–---–მა ჩაიდინა თაღლითობა დიდი ოდენობით და იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას უტყუარ მტკიცებულებათა არ არსებობის გამო დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებაში ლ---- გ-----–-–---–ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ. კერძოდ:

3.32.1. მტკიცებულებათა არ არსებობის გამო სასამართლო არ მიიჩნევს სარწმუნოდ დაზარალებულის წარმომადგენლის გ---–- ღ-–-----ის ჩვენებას 370 კვ.მ სამშენებლო ხარაჩოს ღირებულების 13 000 ლარად განსაზღვრის თაობაზე. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნულ ეპიზოდში ბრალდების მხარემ შეძლო ამოეღო დანაშაულებრივად დაუფლებული ნივთი, მაგრამ მასზე არ ჩატარებულა სასაქონლო ექსპერტიზა, რაც გამოძიების ჩატარების არასრულყოფილებაზე მიუთითებს; საგულისხმოა ის ფაქტი, რომ დაზარალებულის ჩვენებით, ხარაჩოები შეძენილია 2011 წელს და მას შემდეგ კომპანია სამშენებლო დგარებს აქირავებდა სხვადასხვა ორგანიზაციებზე თუ პირებზე, რაც მოწმობს, რომ შეძენის შემდეგ ხარაჩოების გამოყენება ხდებოდა ხშირად, აღნიშნულით საეჭვო ხდება ხარაჩოების მდგომარეობა ლ---- გ-----–-–---–ის მიერ მისი დაქირავებისას და ღირებულება, რამდენად შეესაბამებოდა დაზარალებულის მიერ განსაზღვრულს. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამგვარ საეჭვო მოცემულობაში მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება არ არის საკმარისი ნივთის ღირებულების განსასაზღვრად.

3.31.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის პრინციპიდან გამომდინარე, ბრალდების მხარეს აქვს ვალდებულება დაამტკიცოს ბრალდება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. სსსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ქმედების დიდი ოდენობით კვალიფიკაციისთვის დანაშაულის სავალდებულო შემადგენელი ელემენტია უტყუარად დადგინდეს, რომ მიყენებული ზიანი არის 10 000 ლარს ზემოთ. ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ დაზარალებულის წარმომადგენლის გ---–- ღ-–-----ის ჩვენება არ არის საკმარისი წარდგენილ ბრალდებაში პირის დამნაშავედ ცნობისთვის, რადგან სახეზე არ არის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. შესაბამისად მხოლოდ ერთი მტკიცებულება არ იძლევა განაჩენის გამოსატანად საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. კონკრეტულ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ამგვარ ფაქტს სასამართლო მხოლოდ სავარაუდოდ მიიჩნევს. სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დადოს ვარაუდი.

 

3.32. ზ/აღნიშნულის გათვალიწინებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ შპს ,,დ--------- დ----–--------ის“ ეპიზოდში ლ---- გ-----–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რაც წარმოადგენს ლ---- გ-----–-–---–ის წარდგენილ ბრალდებაში გამართლების საფუძველს.

 

3.33. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარს ზევით. იმის გათვალიწინებით, რომ ლ---- გ-----–-–---–ს ერთი ხარაჩო უნდა გაეყიდა 8 ლარად და 370 ხარაჩოს გაყიდვის შემთხვევაში ის მიიღებდა თანხას 2960 ლარს, სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ---- გ-----–-–---–ის მიერ თაღლითურად დაუფლებული შპს ,,დ--------- დ----–--------ის“ 370 კვ.მ სამშენებლო ხარაჩოს ღირებულება აღემატება 150 ლარს, რაც წამოადგენს დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის მნიშვნელოვან ზიანად ქმედების კვალიფიკაციის საფუძველს.

 

3.34. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ლ---- გ-----–-–---–მა ჩაიდინა თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 ნაწილის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ ბრალდების ნაწილი უსაფუძვლოდ არის მიჩნეული ან დანაშაულის კვალიფიკაცია არასწორია, სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს ბრალდება ბრალდებულის სასარგებლოდ. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ბრალდებულმა ლ---- გ-----–-–---–მა შპს ,,დ--------- დ----–--------ის“ ეპიზოდში ჩაიდინა თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, აღნიშნულის გათვალიწინებით, ლ---- გ-----–-–---–ის ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით ,,ბ“ ქვეპუნქტით უნდა შეიცვალოს ბრალდებულის სასარგებლოდ და იგი უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

4.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ლ---- გ-----–-–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (ი/მ ,,ს--–---- მ-------–---–-ს ეპიზოდი); მანვე ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (შპს ,,დ--------- დ----–--------ის“ ეპიზოდი).

 

4.4. სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქ/პ თანახმად, საქმეში (გარდა სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეებისა) არსებული მტკიცებულებები მხარეთა შეთანხმებით გამოკვლევის გარეშე მიჩნეულ იქნა უდაო მტკიცებულებებად.

 

4.5. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ლ---- გ-----–-–---–ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. ლ---- გ-----–-–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.

5.2. ლ---- გ-----–-–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არის ის, რომ მან დანაშაულები ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს, როგორც ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ასევე, დამნაშავის პიროვნებას. გამამტყუნებელი განაჩენის სამართლიანობის არსიდან გამომდინარე, სასჯელს უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი და აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს სასჯელის როგორც ზოგადი, ასევე, კერძო პრევენციის მისაღწევად.

 

6.2. სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კანონისმიერ მოთხოვნას და ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას, ინდივიდუალურ მახასიათებელს: ლ---- გ-----–-–---–ს ბრალი ედება სოციალურად მომეტებული საფრთხის მქონე მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, წარსულში ნასამართლევია, ბრალად შერაცხული ქმედება ჩაიდინა პირობით გამოსაცდელ ვადაში.

 

6.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2---------ს განაჩენით ლ---- გ-----–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქ/პ და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 (რვა) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 03 (სამი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, ჩაეთვალა პირობით, იმავე ხუთი წლის გამოსაცდელი ვადით. აღნიშნული გარემოება წარმოადგენს საფუძველს ლ---- გ-----–-–---–ს სასჯელი შეეფარდოს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლით დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის განსაზღვრის წესით.

 

6.4. სასჯელის აუცილებლობისა და კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, ლ---- გ-----–-–---–ს უნდა დაენიშნოს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

6.5. სასჯელის ზოგადი პრევენციის და დამნაშავის რესოციალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულმა ლ---- გ-----–-–---–მა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.

 

7. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად:

 

7.1. სამშენებლო დგარები, რომელიც ინახება თ----- ნ--------ესთან - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეებს.

 

7.2. სამშენებლო დგარების ამოღების ფოტოილუსტრაცია 01 დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს - შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

7.3. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებული - აირის პისტოლეტი ბალონით, სამი ცალი მობილური ტელეფონი და პირადი ნივთები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ---- გ-----–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ი/მ ,,ს--–---- მ-------–---–-ს“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

2. ლ---- გ-----–-–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 (შვიდი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

3. ლ---- გ-----–-–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე (შპს ,,დ--------- დ----–--------ის“ ეპიზოდი).

 

4. ლ---- გ-----–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (შპს ,,დ--------- დ----–--------ის“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

5. ლ---- გ-----–-–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ლ---- გ-----–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

7. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ლ---- გ-----–-–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2---------ს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

8. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2---------ს განაჩენით დანიშნული - მოუხდელი სასჯელი 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ---- გ-----–-–---–ს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

9. ლ---- გ-----–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა - გაუქმდეს.

 

10. ლ---- გ-----–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 03 მარტიდან.

 

11. ნივთმტკიცება:

11.1. სამშენებლო დგარები, რომელიც ინახება თ----- ნ--------ესთან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს.

11.2. სამშენებლო დგარების ამოღების ფოტოილუსტრაცია 01 დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

11.3. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებული - აირის პისტოლეტი ბალონით, სამი ცალი მობილური ტელეფონი და პირადი ნივთები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

12. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

13. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე /ლილი მსხილაძე/