განაჩენი

სისხლის სამართლის 24.07.2019
საქმის ნომერი
330100119002848235
თარიღი
24.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/601-19

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 ივლისი 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - ლილი მსხილაძე

სხდომის მდივანი - ფატიმა გოგიშვილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე :

 

პროკურორი - ქ------- ყ-------

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული:

გ---- ა------ე - დაბადებული 1--- წლის 0-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N------------ საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, რ--------------–---–------------.

 

ადვოკატი - ნ------- ც--–--ე

 

კვალიფიკაცია:

გ---- ა------ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სს ,,ფ-----------ს“ ეპიზოდი);

 

მასვე, ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (შპს ,,ო-----------ს“ ეპიზოდი);

მასვე, ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით;

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ 2018 წლის 28 დეკემბერს, დაახლოებით 08:00 საათზე, ქ. თბილისში, მ------------------------ში მდებარე სს ,,ფ-----------ს“ კუთვნილ მაღაზია ,,-----ში“ გ---- ა------ე, ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თავს დაესხა მაღაზიის მოლარე-კონსულტანტ ი-----–- ბ-–-----ეს, ყელზე მიადო დანა და სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, სალაროს უჯრიდან გასტაცა ფულადი თანხა 104 (ას ოთხი) ლარის ოდენობით, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გ---- ა------ის ქმედებით ი-----–- ბ-–-----ეს მიადგა მორალური და ფიზიკური სახის ზიანი, ხოლო სს ,,ფ----------ს“ მიადგა ქონებრივი სახის ზიანი 104 (ას ოთხი) ლარის ოდენობით.

 

1.2. სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ 2018 წლის 28 დეკემბერს, დაახლოებით 08:05 საათზე, ქ. თბილისში, მ------------------------ში მდებარე შპს ,,ო-----------ს“ კუთვნილ მაღაზიაში, გ---- ა------ე, დანის გამოყენებით, სალაროდან ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, თავს დაესხა მაღაზიის მოლარე-კონსულტანტ ო-–-- წ----–-----ს. გ---- ა------ის ქმედებით ო-–-- წ----–-----ს მიადგა მორალური სახის ზიანი.

 

1.3. სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ 2018 წლის 28 დეკემბერს, დაახლოებით 08:07 საათზე, ქ. თბილისში, მ------------------------ში მდებარე სს ,,ნ-----------------ს“ კუთვნილი მაღაზიის დახლიდან ფარულად დაეუფლა 311 (სამას თერთმეტი) ლარად ღირებულ 4 (ოთხი) ბოთლ ალკოჰოლურ სასმელს და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. გ---- ა------ის ქმედებით სს ,,ნ----------------ს“ მიადგა 311 (სამას თერთმეტი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით (სს ,,ფ-----------ს“ ეპიზოდი);

 

2.1. დაზარალებულმა ი-----–- ბ-–-----ემ განაცხადა, რომ მუშაობს ქ. თბილისში, მ------------------------ში მდებარე სს ,,ფ-----------ს“ კუთვნილ მაღაზია ,,-----ში“ მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე. 2018 წლის 28 დეკემბერს დილის საათებში იმყოფებოდა მაღაზიაში და ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. როდესაც ი-----–- ბ-–-----ე იმყოფებოდა სალაროსთან, მაღაზიაში შევიდა გ---- ა------ე, რომელსაც კაპიშონი ეფარა თავზე და ეცვა მაღალყელიანი ჯემპრი. გ---- ა------ემ თავდაპირველად იკითხა თუ სად იყო ალკოჰოლური სასმელების სექცია, რაც მიუთითა. გ---- ა------ემ აარჩია ალკოჰოლური სასმელი, მივიდა სალაროსთან და ი-----–- ბ-–-----ეს ალკოჰოლური სასმელის შესაძენად გადასცა ორი ცალი 100 ლარიანი კუპიურა. ი-----–- ბ-–-----ემ თანხის ჩასადებად გააღო სალაროს უჯრა, რა დროსაც გ---- ა------ე თავს დაესხა და ყელზე მიადო დანა, ი-----–- ბ-–-----ემ ხელით მოიგერია გ---- ა------ე და მათ შორის წარიმართა ფიზიკური დაპირისპირება, მაგრამ გ---- ა------ემ მოახერხა სალაროს უჯრიდან ამოეღო ფულადი თანხა, რის შემდეგ გაიქცა მაღაზიის ტერიტორიიდან. ი-----–- ბ-–-----ემ გ---- ა------ის თავდასხმის შედეგად მიიღო დაზიანებები ყელის არეში და ხელებზე. გ---- ა------ემ სალაროდან გაიტაცა ერთი ცალი 100 ლარიანი კუპიურა, 50 ლარიანი კუპიურები და 20 ლარიანი კუპიურები. მან მოახერხა თავდასხმის მომენტში დაენახა გ---- ა------ის სახე. ხმაურის დროს მისი თანამშრომელი თ------- ჩ-------- გამოვიდა ოთახიდან და დაინახა თუ როგორ ტოვებდა გ---- ა------ე მაღაზიის ტერიტორიას. ისინი დაუკავშირდნენ მ--------------ს სამსახურს, შემდეგ პოლიციას. პოლიციის თანამშრომლები მალევე მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, ასევე მაღაზიაში მივიდა დისტრიბუციის თანამშრომელი ბ------ ჭ---–---–ი, ი-----–- ბ-–-----ემ მათ მოუყვა მომხდარი ფაქტის შესახებ. შემდეგ კი ბ------ ჭ---–---–ი წავიდა აფთიაქში ი-----–- ბ-–-----ესთვის პირველადი დახმარების საჭირო წამლების შესაძენად, რა დროსაც მან ,,ნ-------ს“ მაღაზიასთან შეამჩნია გ---- ა------ე, როდესაც ბ------ ჭ---–---–ი დაბრუნდა მაღაზიაში, მან პოლიციის თანამშრომლებს უთხრა, რომ თავდამსხმელი შეამჩნია ,,ნ-------ს“ მაღაზიასთან, რომელსაც თან ჰქონდა შავტარიანი დანა. ბ------ ჭ---–---–ის განცხადებაზე პოლიციის თანამშრომლები გავიდნენ მაღაზიიდან და დაედევნენ თავდამსხმელს. ი-----–- ბ-–-----ემაც დატოვა მაღაზიის ტერიტორია, რა დროსაც მან ,,ნ-------ს“ მაღაზიის წინ დაინახა ძირს დაგდებული სწორედ ის დანა, რომელიც ჰქონდა გ---- ა------ეს მაღაზია ,,-----ში“ თავდასხმის დროს. ი-----–- ბ-–-----ემ დაადასტურა, რომ მიიღო საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა.

 

2.2. მოწმე თ------- ჩ----------მ განაცხადა, რომ მუშაობს ქ. თბილისში, მ------------------------ში მდებარე სს ,,ფ-----------ს“ კუთვნილ მაღაზია ,,-----ში“ მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე. 2018 წლის 28 დეკემბერს დილის საათებში იმყოფებოდა მაღაზიაში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. იმყოფებოდა მოსასვენებელ ოთახში, რა დროსაც გაიგონა ხმაური, გავიდა ოთახიდან და დაინახა, რომ უცნობი პიროვნება გადიოდა მაღაზიიდან. მისი განმარტებით, უცნობ პიროვნებას ეცვა მუქი ფერის შარვალი და ზედა, ასევე თავზე წამოფარებული ჰქონდა კაპიშონი. შემდეგ თ------- ჩ----------მ ი-----–- ბ-–-----ისგან შეიტყო, რომ თავს დაესხნენ და სალაროს უჯრიდან თავდამსხმელი დაუფლა ფულად თანხას, ასევე თავდასხმის მომენტში ი-----–- ბ-–-----ეს ყელის არეში თავდამსხმელმა მიაყენა ჭრილობა. თ------- ჩ--------ს განცხადებით, ის და ი-----–- ბ-–-----ე დაუკავშირდნენ როგორც მ--------------ს სამსახურს ასევე პოლიციის თანამშრომლებს. რამდენიმე წუთში მაღაზიაში მივიდა დისტრიბუტორი ბ------ ჭ---–---–ი, რომელსაც ი-----–- ბ-–-----ემ განუცხადა მომხდარის შესახებ. ი-----–- ბ-–-----ის ჭრილობის დასამუშავებლად ბ------ ჭ---–---–ი წავიდა აფთიაქში, საიდანაც დაბრუნების შემდეგ პოლიციის თანამშრომლებს განუცხადა, რომ მაღაზია ,,ნ-------სთან“ დაინახა თავდამსხმელი, რომელმაც დანა ჯიბეში ჩაიდო. პოლიციის თანამშრომლები წავიდნენ თავდამსხმელის დასაკავებლად, რა დროსაც თავად ისიც გავიდა მაღაზიიდან და დაინახა, რომ მაღაზია ,,ნ-------ს“ წინ ეგდო შავტარიანი დანა. მისი განმარტებით, თავდასხმის შედეგად სალაროს აკლდა 104 ლარის ოდენობის თანხა.

 

2.3. მოწმე ბ------ ჭ---–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს დისტრიბუტორად. 2018 წლის 28 დეკემბერს დაახლოებით 08:00 საათზე ქ. თბილისში, მ------------------------ში მდებარე სს ,,ფ-----------ს“ კუთვნილ მაღაზია ,,-----ში“ მივიდა, სადაც დახვდა ინვენტარი ძირს დაყრილი და ი-----–- ბ-–-----ეს ყელის არეში ჰქონდა ჭრილობა. ი-----–- ბ-–-----ისგან შეიტყო, რომ უცნობი მამაკაცი თავს დაესხა და დანით მიაყენა ჭრილობა. იგი გავიდა აფთიაქში ჭრილობის დასამუშავებელი საშუალებების შესაძენად. აფთიაქთან მისვლისას გვერდით ჩაუარა პიროვნებამ, რომლის ჩაცმულობაც და აღნაგობაც ემთხვეოდა ი-----–- ბ-–-----ის მიერ აღწერილ თავდამსხმელს. ბ------ ჭ---–---–მა დაინახა ამ პიროვნებამ როგორ ამოიღო დანა და ჩაიდო ქურთუკის ჯიბეში. ბ------ ჭ---–---–ი დაბრუნდა მაღაზია ,,-----ში“ და იქ მყოფ პოლიციის თანამშრომელებს განუცხადა იმ პიროვნების თაობაზე. ბ------ ჭ---–---–მა აღნიშნა, რომ როდესაც პოლიციის თანამშრომლები დაედევნენ თავდასხმელს, მას დაუვარდა დანა, რომელიც მაღაზია ,,ნ-------ს“ წინ ეგდო.

 

2.4. მოწმე ბ--- რ------მ განაცხადა, რომ 2018 წლის 28 დეკემბერს ის და მისი მეწყვილე ც------ შ-----–--ე ასრულებდნენ სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც 1---სგან მიიღეს შეტყობინება დ----------------------------ში მაღაზია ,,-----ში“ მომხდარი დანაშაულის თაობაზე. შემთხვევის ადგილზე მისვლისას დახვდათ ი-----–- ბ-–-----ე, რომელსაც თავდამსხმელმა ყელის არეში მიაყენა ჭრილობა. მაღაზიაში ასევე იმყოფებოდა დისტრიბუტორი ბ------ ჭ---–---–ი, რომელმაც აფთიაქიდან მიიტანა ი-----–- ბ-–-----ისთვის პირველადი დახმარებისათვის საჭირო წამლები. მას და მის მეწყვილეს ბ------ ჭ---–---–მა განუცხადა, რომ დაინახა ის პიროვნება, რომელიც ი-----–- ბ-–-----ეს თავს დაესხა, ის პიროვნება იმყოფებოდა მაღაზია ,,ნ-------სთან“. ბ--- რ------ და ც------ შ-----–--ე გავიდნენ მაღაზიიდან და მყისიერად დაედევნენ გ---- ა------ეს. ბ--- რ-----ის განმარტებით, ც------ შ-----–--ე დაედევნა სხვა მხრიდან გ---- ა------ეს, ხოლო თავად ბ--- რ------ კორპუსის მეორე მხრიდან დაედევნა და მოუწოდა გ---- ა------ეს დამორჩილებოდა და შეჩერებულიყო, მიუხედავად ამისა გ---- ა------ე გაიქცა. ბ--- რ------მ რადიო სადგურის მეშვეობით გადასცა თუ რა მიმართულებით მოძრაობდა გ---- ა------ე, რომელიც კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების მიერ იქნა დაკავებული.

 

2.5. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ც------ შ-----–--ემ.

 

2.6. ბრალდებულმა გ---- ა------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ და განაცხადა, რომ მას აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები, აქვს უძილობა და ნერვიული აშლილობა, რის გამოც ექიმის დანიშნულებით იღებდა დამამშვიდებელ საშუალებებს. ამ ფაქტამდე რამდენიმე ხნით ადრე მაღაზია ,,-----ში“ მოლარემ ხურდის დაბრუნების დროს დააკლო თანხა, რის გამოც განერვიულდა და აპირებდა ამის გარკვევას მოლარესთან. დამამშვიდებელმა წამალმა მასზე არ იმოქმედა და გადაწყვიტა მაღაზია ,,-----ში“ შეეძინა ალკოჰოლური სასმელი, როდესაც მაღაზიაში იმყოფებოდა დახლიდან აიღო ალკოჰოლური სასმელი და მივიდა სალაროსთან, სადაც მოლარეს გადაუხადა თანხა, რა დროსაც მან მიამსგავსა იქ მყოფი მოლარე იმ მოლარეს ვინც ხურდა ფული დააკლო. გ---- ა------ის განმარტებით, ის გაღიზიანდა, საყვედური უნდა ეთქვა მოლარესთვის, ჯიბიდან ამოიღო დაკეცილი დანა და მიუშვირა მოლარეს და უთხრა თუ რატომ მოატყუა ხურდის დაბრუნების დროს. მისი განმარტებით, მოლარემ როდესაც დანა დაინახა შეეშინდა და დაიწყო ხელების ქნევა, საგნების სროლა. გ---- ა------ემ აღნიშნა, რომ მას სურდა მისი თანხის დაბრუნება უკან, რის გამოც ხელი ჩაყო სალაროს უჯრაში და აიღო თანხა, მას სურდა მისი კუთვნილი ორი ცალი 100 ლარიანი კუპიურა აეღო, მაგრამ როგორც შემდეგ გაარკვია ერთი ცალი 100 ლარიანი კუპიურა და სხვა წვრილი კუპიურები აიღო. თანხის აღების შემდეგ მან დატოვა მაღაზიის ტერიტორია.

 

2.7. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.თბილისში, დ-------------------------------, მ------------------------ მიმდებარედ, ასევე იმავე ნომერში მდებარეობს მაღაზია ,,-----ი“. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებული იქნა: ანაწმენდები, ერთი ცალი მოშავო ფერის დანა, ორი ბოთლი ალკოჰოლური სასმელი ,,JAMESON” და ,,JIM BEAM”. ერთი ცალი 100 ლარიანი კუპიურა, ანაწენდი, მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი, ხელის კვლები, ერთი ცალი დანა მოწითალო ფერის, ოთხი ცალი ალკოჰოლური სასმელი.

2.7.1 შემთხვევის ადგილის დათვალიერების სისწორე დაადასტურეს შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე პირებმა ექსპერტ-კრიმინალისტებმა გ------- ვ------------მ, თ----- ლ-–----ემ და ი-----–- კ-----–--ემ.

 

2.8. ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 28 დეკემბერს 08:10 საათზე ქ. თბილისში, დ-------------- მ------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა გ---- ა------ე, რომლის პირადი ჩხრეკისას ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ქაღალდის ფულის კუპიურები დაჭმუჭნულ მდგომარეობაში, კერძოდ: 7 ცალი 10 ლარიანი კუპიურა, ერთი ცალი 10 ლარიანი კუპიურა (შუაზე გახეულ მდგომარეობაში), ერთი ცალი 20 ლარიანი კუპიურა (შუაზე გადახეულ მდგომარეობაში), ერთი ცალი 50 ლარიანი კუპიურა, ხურდა ფული 2 ცალი 20 თეთრიანი და 2 ცალი 10 თეთრიანი მონეტა, შავი ფერის ,,ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი, გამჭირვალე ფერის ე.წ. ქეისი. ჯინსის შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა შავი ფერის ტყავის საფულე, მასში მოთავსებული 2 ცალი 10 ლარიანი კუპიურით, ხურდა ფულით 4 ცალი 20 თეთრიანი, 2 ცალი 10 თეთრიანი და 2 ცალი 5 თეთრიანი მონეტით, 9 ცალი სხვადასხვა დასახელების საბანკო და სააფთიაქო პლასტიკური ბარათები, მედიკამენტების ფირფიტა მასზე არსებული აბებით.

 

2.9. პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ბ------ ჭ---–---–მა წარდგენილი სამი პიროვნებიდან ამოიცნო მარცხნიდან მარჯვნივ მესამე და მარჯვნიდან მარცხნივ პირველი მდგომი მამაკაცი (გ---- ა------ე) და განმარტა, რომ აღნიშნული პიროვნება არის ზუსტად ის პიროვნება, რომელიც ნახა 2018 წლის 28 დეკემბერს ქ. თბილისში, დ------------–----------------ში, მ------------------ის მიმდებარედ. მან გ---- ა------ე ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: საშუალო აღნაგობით, საშუალო სიმაღლით, მოგრძო ფორმის სახით, ყავისფერი თვალებით, კეხიანი ცხვირით, ასაკით.

 

2.10. პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ი-----–- ბ-–-----ემ წარდგენილი სამი პიროვნებიდან ამოიცნო მარცხნიდან მარჯვნივ მეორე და მარჯვნიდან მარცხნივ მეორე მდგომი მამაკაცი (გ---- ა------ე) და განმარტა, რომ აღნიშნული პიროვნება არის ზუსტად ის პიროვნება, რომელმაც 2018 წლის 28 დეკემბერს დააყაჩაღა იგი ქ. თბილისში, დ------------–----------------ში, მ------------------ში მდებარე მაღაზია ,,-----ში“. გ---- ა------ე ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: საშუალო სიმაღლით, საშუალო აღნაგობით, მოგრძო ფორმის სახით, ახალამოსული წვერით, წინ გამოწეული ტუჩებით, ყავისფერი თვალებით, კეხიანი ცხვირით, ჩავარდნილი ლოყებით, რკალისებრი წარბებით.

 

2.11. ამოღების ოქმის თანახმად, გ---- ა------ისგან ამოღებული იქნა მისი ტანთცმული მოშაო ფერის ქურთუკი, მოშავო ფერის ელვაშესაკრავით, უკანა მხარეს ელვაშესაკრავით მიმაგრებული კაპიშონით, საყელოზე იარლიყით, მუქი ფერის ჯინსის შარვალი, ასევე ამოღებული იქნა მოშავო ფერის ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი, მოშავო ფერის ნაქსოვი ნაჭრის ქუდი.

 

2.12. ამოღების ოქმის თანახმად, თ----- კ-----–--სგან ამოღებული იქნა სამი ცალი 50 (ორმოცდაათი) ლარიანი კუპიურა დაჭმუჭნულ მდგომარეობაში.

 

2.13. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, გახსნილი და დათვალიერებული იქნა სს ,,ფ-----------“-დან ამოღებული კომპიუტერული დისკი მასზე არსებული ჩანაწერები. ვიდეო ჩანაწერები დათვალიერდა ი-----–- ბ-–-----ის მონაწილეობით. გახსნილი იქნა ვიდეო ფაილი, სადაც მარცხენა კუთხეში აღნიშნულია თარიღი 12/28/2018, დრო 07:40:00, მონიტორზე გამოჩნდა სავაჭრო დარბაზი, ი-----–- ბ-–-----ის განმარტებით, აღნიშნული არის ქ. თბილისი, მ-------------------------ში მდებარე მაღაზია ,,-----ის’’ სავაჭრო დარბაზი, ი-----–- ბ-–-----ე ზის მოლარის მაგიდასთან, ხოლო მარცხენა მხარეს აქვს სალარო ყუთი. 07:45:02 საათზე მაღაზიის კარი იღება და მაღაზიაში შედის პიროვნება, რომელსაც აცვია მოშავო ფერის კაპიშონიანი ქურთუკი, მუქი ფერის შარვალი და მოშაო ფერის ფეხსაცმელი, იგი იწყებს მოძრაობას სავაჭრო დარბაზში, ი-----–- ბ-–-----ის განმარტებით, აღნიშნული სწორედ ის პიროვნებაა, რომელმაც 2018 წლის 28 დეკემბერს დააყაჩაღა დანის გამოყენებით, რა დროსაც მიაყენა დანით დაზიანება ყელის არეში, იგი ამოიცნო პოლიციის განყოფილებაში. მოშაო ფერის ქურთუკიანი მამაკაცი სალაროსთან ალაგებს რაღაცეებს, ი-----–- ბ-–-----ის განმარტებით, ორ ცალ ალკოჰოლური სასმელის ბოთლს და 07:45:42 საათზე ჩერდება სალაროს მაგიდის წინ, 07:46:23 საათზე ი-----–- ბ-–-----ე ტრიალდება სალაროს ყუთისკენ, რა დროსაც 07:46:33 საათზე ი-----–- ბ-–-----ეს ხელში უჭირავს რაღაც, ი-----–- ბ-–-----ის განმარტებით, ფულადი თანხა, რომელიც მიაწოდა ყაჩაღმა ალკოჰოლური სასმელის შესაძენად, 07:46:33 საათზე მოშაო ფერის ქურთუკიანი მამაკაცი ხელს კიდებს ი-----–- ბ-–-----ეს, რა დროსაც ი-----–- ბ-–-----ე იწევა უკან და იწყებს ხელების მოქნევას, რა დროსაც ი-----–- იხევს უკან ხელს კრავს მაგიდაზე არსებულ თაროს, თარო წაიქცა, საიდანაც იყრება პროდუქცია, შემდეგ იღებს მეორე თაროს და ესვრის მოშაო ფერის ქურთუკიან მამაკაცს, რის შემდეგაც 07:46:42 წამზე მოშაო ფერის ქურთუკიანი მამაკაცი გარბის მაღაზიის გასასვლელი კარისკენ და 07:46:46 გარბის მაღაზიიდან. ი-----–- ბ-–-----ის განმარტებით, როდესაც სალარო ყუთი გააღო მოშაო ფერის ქურთუკიან მამაკაცმა კისრის არეში მოხვია ხელი და ყელზე დაადო დანა, რა დროსაც ხელი კრა, მაგრამ ამ დროს შავქურთუკიანმა მამაკაცმა რამოდენიმეჯერ მოუქნია დანა, მიუხედავად წინააღმდეგობისა სალარო ყუთიდან მაინც აიღო ფული და გაიქცა. 07:46:48 საათზე კადრში ჩნდება გოგო, რომელიც ი-----–- ბ-–-----ის განმარტებით, არის თ------- ჩ----------. 07:57:02 საათზე მაღაზიაში შედის დისტრიბუტორი ბ------ ჭ---–---–ი.

 

2.14. ოდოროლოგიური ექსპერტიზის N-------- დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, დ------------–-----------------ში, მ------------------------ში მდებარე მაღაზია ,,-----ში“ და ქ. თბილისში, დ------------–-----------------ში, კ--------------ში მდებარე მაღაზია ,,ო-----------“-ში განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილებიდან, კერძოდ მაღაზია ,,-----ში“ სალაროს დახლის წინ მეტლახის იატაკის ზედაპირიდან, მაღაზია ,,ო----------ში“ ტკბილეულობის დახლის წინ მეტლახის იატაკის ზედაპირიდან და ამავე მაღაზიაში ალკოჰოლური სასმელების დახლის წინ მეტლახის იატაკის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ გ---- ა------ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის.

2.14.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ------- ტ-------ემ.

 

2.15. მოწმე შ---- ხ-------–---–მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

 

2.16. სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, როგორც შპს ,,ვ--------ს“ ცნობით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ #4-------დან ირკვევა, ი-----–- ბ-–-----ე აღნიშნულ კლინიკაში მოთავსდა 28.12.18 წ. 09:11 საათზე. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერში აღწერილია ღია ჭრილობები ხელი მარჯვენა პირველი თითს, მარცხენა პირველი თითს და კისრის არეში. 04.10.2019 წ. მოწ. ი-----–- ბ-–-----ეს პირადი გასინჯვისას აღენიშნებოდა დაზიანებები კისრის მიდამოში მარჯვნივ ნაკაწრის, მარჯვენა მტევნის მე-5 თითს და მარცხენა მტევნის პირველი თითის დისტალური ფალანგის მიდამოში სწორკიდეებიანი ჭრილობების სახით. ნაკაწრი განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად. ორი სწორკიდეებიანი ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჭრელი კიდის მქონე საგნის მოქმედებით. დაზიანებები როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს. ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

2.17. გ---- ა------ის ბრალდებას ასევე ადასტურებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები. კერძოდ: სასამართლოში დასაკითხ პირთა სიიდან მოწმეები ვ-–-------- კ-----–-–---–ი, თ-----–----–---–ი, გ------- ს---–--ე, ბ--- ც--–---–-–---–ი, ლ---- ხ------–---–ი, დ-------- ჭ-----–---–ი, ვ-–- დ------–---–ი, მ----– მ-----–-–---–ი, მ-----– ბ----------–---–ი, მ-------- ჩ------ე, გ------- უ-------–--ე, ნ--------------ე, საქმეზე დართული საგნები და ნივთები: ანაწმენდები 2 ნიმუშად მაღაზია ,,-----იდან“, ანაწმენდები 3 ნიმუშად მაღაზია ,,-----იდან“, მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი მაღაზია ,,ს-----დან“, 2 ცალი დაქტილოფირი ხელის კვლებით მაღაზია ,,-----იდან“, გ---- ა------ის ნერწყვის ნიმუში და ი-----–- ბ-–-----ის ნერწყვის ნიმუში, გ---- ა------ის სუნის ნიმუში, კომპიუტერული დისკი ვიდეო ჩანაწერებით, 2 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი ,,ჯეიმისონი“ და ,,ჯიმ ბიმი“, 1 ცალი 100 ლარიანი კუპიურა, 1 ცალი 100 ლარიანი კუპიურა, გ---- ა------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა, 150 ლარი ფულადი თანხა თ----- კ-----–--სგან ამოღებული, მოშაო ფერის ქურთუკი და მუქი ფერის შარვალი, სპორტული ფეხსაცმელი და ქუდი, შავი ფერის დანა, 1 ცალი დანა მოწითალო ფერის; მითითებული მტკიცებულებები სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ სადავოდ არ გახადა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

2.18. ადვოკატის პოზიციით, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება გ---- ა------ის ბრალდება მაღაზია სს ,,ფ-----------ს“ კუთვნილ მაღაზია ,,-----ში“ ყაჩაღობის ჩადენის ფაქტზე. ადვოკატის განმარტებით, გ---- ა------ეს ჰქონდა საკუთარი თანხა და არ ჰქონდა განზრახვა სხვისი საკუთრების დაუფლების მიზნით განეხორციელებინა ყაჩაღური თავდასხმა მაღაზიის მოლარეზე, მას ჰქონდა მხოლოდ პირადი ინტერესი გაერკვია თუ რატომ დააკლო მოლარემ თანხა, რაც ი-----–- ბ-–-----ემ აღიქვა არასწორად. ვინაიდან, ბრალდების მხარემ მხოლოდ ვარაუდის საფუძველზე წარადგინა ბრალდება და ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, ადვოკატმა მოითხოვა წარდგენილ ბრალდებაში გ---- ა------ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.

 

2.19. სასამართლომ მისცა რა შეფასება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს მიაჩნია, რომ არ არსებობს საფუძველი დაცვის მხარის პოზიციის გაზიარების და გ---- ა------ის წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ჩატარებულია ობიექტურად და კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით; მოწმეთა ჩვენებები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან, ასევე წერილობით და ნივთიერ მტკიცებულებებთან; საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც მტკიცებულებების სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. კერძოდ:

2.19.1. დაზარალებულ ი-----–- ბ-–-----ის, მოწმეების თ------- ჩ----------ს, ბ------ ჭ---–---–ის ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 28 დეკემბერს ი-----–- ბ-–-----ე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას ქ. თბილისში, მ------------------------ში მდებარე სს ,,ფ-----------ს“ კუთვნილ მაღაზია ,,-----ში“, სადაც მუშაობდა მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

2.19.2. დაზარალებულ ი-----–- ბ-–-----ის ჩვენებით, ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მაღაზია ,,-----ში“ დაახლოებით 08:00 საათზე შემოვიდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც ალკოჰოლური სასმელის შეძენის მიზნით მოლარე ი-----–- ბ-–-----ეს გადასცა ორი ცალი 100 ლარიან კუპიურა, მაგრამ როდესაც ი-----–- ბ-–-----ემ თანხის ჩასადებად გააღო სალაროს უჯრა, ეს მამაკაცი თავს დაესხა ი-----–- ბ-–-----ეს და ყელზე მიადო დანა, ი-----–- ბ-–-----ემ თავდამსხმელს გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა, რა დროსაც ი-----–- ბ-–-----ემ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება. მიუხედავად დაპირისპირებისა თავდამსხმელმა მოახერხა სალაროს უჯრიდან თანხის დაუფლება.

2.19.3. დაზარალებულ ი-----–- ბ-–-----ის, მოწმეების ბ------ ჭ---–---–ის, ბ--- რ-----ის, ც------ შ-----–--ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ი-----–- ბ-–-----ისა და ბ------ ჭ---–---–ის მიერ გ---- ა------ის ამოცნობის ოქმებით, გ---- ა------ისგან ამოღებული ტანსაცმლის ამოღების ოქმით, სს ,,ფ-----------დან“ ამოღებული კომპიუტერული დისკის ვიდეო ჩანაწერების დათვალიერებით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის N-------- დასკვნით სასამართლო დადგენილად მიჩნევს, რომ ი-----–- ბ-–-----ეს ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თავს დაესხა, ყელზე დანა მიადო და სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, სალაროს უჯრიდან ფულადი თანხა გასტაცა გ---- ა------ემ;

2.19.4. დაზარალებულ ი-----–- ბ-–-----ის, მოწმეების თ------- ჩ----------ს, ბ------ ჭ---–---–ის ჩვენებებით, ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმით, სამედიცინო ექპსერტიზის N--------- დასკვნით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ი-----–- ბ-–-----ემ გ---- ა------ის თავდასხმის შედეგად მიიღო სხეულის დაზიანება, დაზიანებები როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. გ---- ა------ის ქმედებით ი-----–- ბ-–-----ეს მიადგა მორალური და ფიზიკური სახის ზიანი, ხოლო სს ,,ფ----------ს“ მიადგა ქონებრივი სახის ზიანი 104 (ას ოთხი) ლარის ოდენობით.

2.19.5. სასამართლო სარწმუნოდ არ მიიჩნევს გ---- ა------ის ჩვენებას, რომ მას არ სურდა ი-----–- ბ-–-----ის მიმართ განეხორციელებინა ყაჩაღობა და დანის დემონსტრირება მოახდინა წინა დღეებში ხურდის დაკლების გამო პასუხის მოთხოვნის მიზნით. გ---- ა------ის აღნიშნული ჩვენება არის არაარგუმენტირებული, არადამაჯერებელი, არ შეესაბამება საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და მიმართულია მხოლოდ მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თვის არიდებისკენ. გ---- ა------ის ჩვენების შეფასებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ თავად გ---- ა------ე არ უარყოფს მაღაზია ,,-----ში’’ ყოფნის და ი-----–- ბ-–-----ის მიმართ დანის გამოყენების და დაჭრის ფაქტს. ამასთანავე, სასამართლო აძლევს შეფასებას იმ ფაქტს, რომ გ---- ა------ემ თავდასხმამდე ი-----–- ბ-–-----ეს მიაწოდა თანხა ორი 100 ლარიანი კუპიურა, რაც მიზნად ისახავდა არა სასმელის ღირებულების გადახდას, არამედ სალაროს გაღებას, რის შემდეგაც შეეძლო გ---- ა------ეს თანხის დაუფლება, რაც განახორციელა კიდეც, როდესაც სალაროს გაღებისთანავე დანა მიადო ყელზე ი-----–- ბ-–-----ეს, ხელი ჩაყო სალაროს უჯრაში და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა იქ არსებულ თანხას.

2.19.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ყაჩაღობა, რომელიც სოციალურად მაღალი საშიშროებით ხასიათდება. იგი არა მარტო ქონების ხელყოფაში გამოიხატება, არამედ თვით ამ ხელყოფის ხასიათში - თავდასხმასა და ისეთი ძალადობის ან ძალადობის მუქარაში გამოიხატება, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. თავდასხმის ცნებაში იგულისხმება დაზარალებულისათვის დამნაშავის უეცარი, აგრესიული მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია ძალადობასთან ან ძალადობის მუქარასთან. ჯანმრთელობის ან სიცოცხლის ზიანის მიყენების მუქარა გამოიხატება ფსიქიკურ ძალადობაში, რაც ქმედების ყაჩაღობად დაკვალიფიცირების საფუძველია, რა დროსაც მნიშვნელოვანია დაზარალებულის მიერ მის მიმართ გამოთქმული მუქარის ხასიათის შეგნება. ის გარემოება, რომ გ---- ა------ე შეიარაღებული იყო დანით, რომლითაც თავს დაესხა მაღაზია ,,-----ის“ მოლარეს ი-----–- ბ-–-----ეს და მიაყენა ყელის არეში ჭრილობა, დანაშაულის ჩადენის მთელი ეს ვითარება მოწმობს, რომ დაზარალებულის წარმოდგენაში მისთვის შეიქმნა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის რეალური საფრთხე, რა დროსაც მუქარის განსაზღვრული ხასიათის დადგენა სასამართლოსთვის არც არის მნიშვნელოვანი, რადგან მუქარის განუსაზღვრელი ხასიათიც კი ამგვარ მოცემულობაში ყაჩაღობის შემადგენლობას ქმნის.

2.19.7. გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არის აშკარა, დამაჯერებელი, ურთიერთშეთავსებადი და საკმარისი გ---- ა------ის ბრალდების დასადასტურებლად მასში, რომ 2018 წლის 28 დეკემბერს, დაახლოებით 08:00 საათზე, ქ. თბილისში, მ------------------------ში მდებარე სს ,,ფ-----------ს“ კუთვნილ მაღაზია ,,-----ში“ გ---- ა------ე, ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თავს დაესხა მაღაზიის მოლარე-კონსულტანტ ი-----–- ბ-–-----ეს, ყელზე მიადო დანა და სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, სალაროს უჯრიდან გასტაცა ფულადი თანხა 104 (ას ოთხი) ლარის ოდენობით, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გ---- ა------ის ქმედებით ი-----–- ბ-–-----ეს მიადგა მორალური და ფიზიკური სახის ზიანი, ხოლო სს ,,ფ----------ს“ მიადგა ქონებრივი სახის ზიანი 104 (ას ოთხი) ლარის ოდენობით.

 

2.20. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არის საკმარისი და უტყუარად ადასტურებენ გ---- ა------ის ბრალდებას, რომ ბრალად წარდგენილ სს ,,ფ-----------ს“ ეპიზოდთან დაკავშირებით გ---- ა------ემ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით.

 

ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით (შპს ,,ო-----------ს“ ეპიზოდი);

 

2.21. დაზარალებულმა ო-–-- წ----–-----მ განაცხადა, რომ მუშაობს ქ. თბილისში, მ------------------------ში მდებარე შპს ,,ო-----------ს“ მაღაზიაში მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე. 2018 წლის 28 დეკემბერს დილის საათებში იმყოფებოდა მაღაზიაში და ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. მაღაზიაში შევიდა მისთვის უცნობი მამაკაცი გ---- ა------ე, მას კაშნე ჰქონდა სახეზე აფარებული, მხოლოდ თვალები უჩანდა, თავზე ქუდი და კაპიშონი ეფარა. ვინაიდან ო-–-- წ----–-----მ საეჭვოდ ჩათვალა გ---- ა------ის ქცევა, მასთან მივიდა და დახმარება შესთავაზა, რაზეც უარი განაცხადა. შემდეგ გ---- ა------ე მივიდა სალაროსთან, სადაც ცდილობდა სხვა მომხმარებლისთვის დაეთმო გზა, ვინაიდან მომხმარებელმა უარი განაცხადა, გ---- ა------ემ ო-–-- წ----–-----ს გადასცა შესაძენად გამზადებული პროდუქცია და თანხა, სამი ცალი 50 ლარიანი კუპიურა, რა დროსაც ო-–-- წ----–-----მ გახსნა სალაროს უჯრა, სადაც მოათავსა თანხა და ხურდა 20 ლარიანი კუპიურა ამოიღო, რომელიც უნდა გადაეცა გ---- ა------ისათვის. ამ დროს ო-–-- წ----–-----ს გ---- ა------ემ დაანახა დანა, რაზეც ო-–-- წ----–-----ს შეეშინდა და სალაროს უჯრა დაკეტა, გ---- ა------ე ცდილობდა სალაროს უჯრას ხელით მიწვდენოდა, მაგრამ ვერ მოასწრო. ო-–-- წ----–-----მ დაცვის სამსახურის ,,ა-–----ს“ ღილაკს დააჭირა თითი, რაც დაინახა გ---- ა------ემ, პროდუქტებს დაავლო ხელი და დატოვა მაღაზიის ტერიტორია. ო-–-- წ----–-----ს განმარტებით, ის კარგად ხედავდა გ---- ა------ის სახეს და კარგად დააკვირდა, ვინაიდან მასთან ერთ მეტრში იმყოფებოდა.

 

2.22.მოწმე თ----- კ-----–--ს ჩვენების თანახმად, რომელიც მხარეთა მიერ უდაოდ იქნა ცნობილი, იგი მუშაობს ქ. თბილისში, დ-------------------------------, მ-------------------------ში მდებარე მაღაზია ,,ო-----------ს“ მენეჯერის პოზიციაზე, მან მოლარე ო-–-- წ----–-----სგან შეიტყო, რომ უცნობი მამაკაცი დანის მუქარით აპირებდა მის დაყაჩაღებას. ო-–-- წ----–-----მ მას გადასცა 3 ცალი დაკუჭული 50 ლარიანი, რომელიც ალკოჰოლური სასმელის შეძენის მიზნით ამ პიროვნებამ მისცა ო-–-- წ----–-----ს. თ----- კ-----–--მ აღნიშნული თანხა გადასცა პოლიციას.

 

2.23. ბრალდებულმა გ---- ა------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ და განაცხადა, რომ 2018 წლის 28 დეკემბერს მაღაზია ,,ო---------ში“ არ ყოფილა, მან ვიდეო ჩანაწერის ნახვისას მისი თავი ვერ ამოიცნო.

 

2.24. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.თბილისში, დ-------------------------------, მ-------------------------ში მაღაზია ,,ო----------ში“. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებული იქნა: ტკბილეულობის დახლის წინ მეტლახის იატაკის ზედაპირიდან და ამავე მაღაზიაში ალკოჰოლური სასმელების დახლის წინ მეტლახის იატაკის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები.

2.24.1 შემთხვევის ადგილის დათვალიერების სისწორე დაადასტურეს შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე პირებმა ექსპერტ-კრიმინალისტებმა გ------- ვ------------მ, თ----- ლ-–----ემ და ი-----–- კ-----–--ემ.

 

2.25. ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 28 დეკემბერს 08:10 საათზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა გ---- ა------ე. მისი დააკვება მოხდა ქ. თბილისში, დ-------------- მ------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. გ---- ა------ის პირადი ჩხრეკისას მისი ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ქაღალდის ფულის კუპიურები დაჭმუჭნულ მდგომარეობაში, კერძოდ 7 ცალი 10 ლარიანი კუპიურა, ერთი ცალი 10 ლარიანი კუპიურა (შუაზე გახეულ მდგომარეობაში), ერთი ცალი 20 ლარიანი კუპიურა (შუაზე გადახეულ მდგომარეობაში), ერთი ცალი 50 ლარიანი კუპიურა, ხურდა ფული 2 ცალი 20 თეთრიანი და 2 ცალი 10 თეთრიანი მონეტა, შავი ფერის ,,ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი გამჭირვალე ფერის ე.წ. ქეისი. ჯინსის შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა შავი ფერის ტყავის საფულე მასში მოთავსებული 2 ცალი 10 ლარიანი კუპიურით, ხურდა ფულით 4 ცალი 20 თეთრიანი, 2 ცალი 10 თეთრიანი და 2 ცალი 5 თეთრიანი მონეტით, 9 ცალი სხვადასხვა დასახელების საბანკო და სააფთიაქო პლასტიკური ბარათები, მედიკამენტების ფირფიტა მასზე არსებული აბებით.

 

2.26. პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ო-–-- წ----–-----მ წარდგენილი სამი პიროვნებიდან ამოიცნო მარცხნიდან მარჯვნივ მეორე და მარჯვნიდან მარცხნივ მეორე პირი (გ---- ა------ე) და განმარტა, რომ აღნიშნული პიროვნება არის ზუსტად ის პიროვნება, რომელმაც 2018 წლის 28 დეკემბერს დააყაჩაღა იგი ქ. თბილისში, დ------------ში მ-----------------------ში მდებარე მაღაზია ,,ო---------ში“. მან გ---- ა------ე ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: სიმაღლით, აღნაგობით, მოგრძო, ფორმის პირისახით, ახალმოსულის წვერით, წინ გამოწეული ტუჩებით, ყავისფერი თვალებით, კეხოვანი ცხვირით, რკალისებრი წარბებით.

 

2.27. ამოღების ოქმის თანახმად, გ---- ა------ისგან ამოღებული იქნა მისი ტანთცმული მოშაო ფერის ქურთუკი, მოშავო ფერის ელვაშესაკრავით, უკანა მხარეს ელვაშესაკრავით მიმაგრებული კაპიშონით, საყელოზე იარლიყით, მუქი ფერის ჯინსის შარვალი, ასევე ამოღებული იქნა მოშაო ფერის ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი, მოშაო ფერის ნაქსოვი ნაჭრის ქუდი.

 

2.28. ოდოროლოგიური ექსპერტიზის N-------- დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, დ------------–-----------------ში, მ------------------------ში მდებარე მაღაზია ,,ო-----------ში“ ტკბილეულობის დახლის წინ მეტლახის იატაკის ზედაპირიდან და ამავე მაღაზიაში ალკოჰოლური სასმელების დახლის წინ მეტლახის იატაკის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ბრალდებულ გ---- ა------ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის.

2.28.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ------- ტ-------ემ.

 

2.29. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, ო-–-- წ----–-----ს მონაწილეობით გახსნილი და დათვალიერებული იქნა ქ.თბილისში, მ-------------------------ში მდებარე შპს ,,ო-----------ს“ მაღაზიის ვიდეო ჩანაწერები. გახსნილი იქნა ვიდეო ფაილი ,,o-----------”, სადაც ზედა მარცხენა კუთხეში აღნიშნულია თარიღი 2018 წლის 08:02:18 , მონიტორზე გამოჩნდა მომწვანო ფერის უნი ფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდა გოგო, რომელშიც ო-–-- წ----–-----მ ამოიცნო საკუთარი თავი. მოლარის მაგიდის გარედან დგას პიროვნება, რომელსაც აცვია მუქი ფერის შარვალი და მოშაო ფერის ფეხსაცმელი, აღნიშნული პიროვნებაზე ო-–-- წ----–-----მ განმარტა, რომ არის ის პიროვნება, რომელმაც სცადა მისი დაყაჩაღება 2018 წლის 28 დეკემბერს და შემდგომ ამოიცნო პოლიციის განყოფილებაში საგამოძიებო მოქმედების ამოცნობისას. 08:02:21 საათზე ო-–-- წ----–----- აღებს მონიტორის ქვეშ ყუთს, რომელზეც ო-–-- წ----–-----მ განმარტა, რომ არის სალაროს ყუთი, სადაც ინახავს, ნავაჭრ ფულს, ამ დროს მოლარის მაგიდასთან მდგომი პიროვნება მიდის ახლოს მაგიდასთან და იხრება სალარო ყუთისკენ, 08:02:24 საათზე მარჯვენა ხელით ჯიბიდან იღებს, რაღაც მოშაო ფერის ნივთს, რომელზეც ო-–-- წ----–-----მ განმარტა, რომ იყო შავი ტარიანი დანა, ხოლო მარცხენა ხელი მიაქვს ღია სალაროს ყუთისკენ, რა დროსაც ო-–-- წ----–----- კეტავს სალაროს ყუთს და იწევა უკან, ამ დროს მუქი ფერის შარვლიანი მამაკაცი მარჯვენა ხელში არსებულ დანას იდებს ჯიბეში, 08:02:31 საათზე ო-–-- წ----–----- იხრება მოლარის მაგიდისკენ და ხელს წევს წინ, ო-–-- წ----–-----ს განმარტებით ამ დროს დააჭირა განგაშის ღილაკს ხელი; პიროვნება რომელიც დგას სალაროს მაგიდის გარეთა მხრიდან იღებს საფულეს მოლარის მაგიდიდან, რის შემდეგაც მთავრდება ვიდეო ჩანაწერი. ო-–-- წ----–-----ს განმარტებით, აღნიშნული ვიდეო ჩანაწერი არის 2018 წლის 28 დეკემბერს გადაღებული და ასახავს იმ ფაქტს, როდესაც სცადა მისთვის უცნობმა ახალგაზრდა მამაკაცმა მისი დაყაჩაღება, რის შემდეგაც აღნიშნული პიროვნება იმავე დღეს ამოიცნო პოლიციის განყოფილებაში საგამოძიებო მოქმედება ამოცნობისას.

 

2.30. მოწმე შ---- ხ-------–---–მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

 

2.31. გ---- ა------ის ბრალდებას ასევე ადასტურებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები. კერძოდ: სასამართლოში დასაკითხ პირთა სიიდან, მოწმეები: ვ-–-------- კ-----–-–---–ი, გ------- ს---–--ე, გ------ ი-----–-–---–ი, ბ--- ც--–---–-–---–ი, ლ---- ხ------–---–ი, დ-------- ჭ-----–---–ი, ე------ ჭ---–---–ი, თ----- კ-----–--, მ-----– ბ----------–---–ი, კ---- ყ---–----, მ-------- ჩ------ე, გ------- უ-------–--ე, ნ--------------ე, მ------ ს------–---–-, რ------– ლ--------–---–ი, ნ---- ა------ე, ვ------- თ---–---–ი, გ---- თ----ე და გ---–----- ტ------–---–ი; საქმეზე დართული საგნები და ნივთები: სუნის კვალი ნიმუში 2 ქილად მაღაზია ,,ო-----------“, გ---- ა------ის ნერწყვის ნიმუში, გ---- ა------ის სუნის ნიმუში, კომპიუტერული დისკი ვიდეო ჩანაწერებით, 2 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი ,,ჯეიმისონი“ და ,,ჯიმ ბიმი“, 1 ცალი 100 ლარიანი კუპიურა, 1 ცალი 100 ლარიანი კუპიურა, გ---- ა------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა, 150 ლარი ფულადი თანხა, თ----- კ-----–--სგან ამოღებული, მოშაო ფერის ქურთუკი და მუქი ფერის შარვალი, სპორტული ფეხსაცმელი და ქუდი, შავი ფერის დანა, 1 ცალი დანა მოწითალო ფერის; მითითებული მტკიცებულებები სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ სადავოდ არ გახადა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

2.32. ადვოკატის პოზიციით გ---- ა------ეს არ ჩაუდენია ბრალად შერაცხული ქმედება მაღაზია ,,ო-----------ს’’ ეპიზოდთან დაკავშირებით, რადგან გ---- ა------ე დანაშაულის ჩადენის დროს საერთოდ არ იმყოფებოდა მაღაზია ,,ო---------ში’’. ამასთანავე, ბრალდების მხარის მიერ დადგენილი გარემოებები არ შეიძლება შეფასდეს, როგორც დანაშაული, ვინაიდან მაღაზიის მოლარეზე არანაირ თავდასხმას არ ჰქონია ადგილი. ადვოკატმა მოითხოვა წარდგენილ ბრალდებაში გ---- ა------ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.

 

2.33. სასამართლომ მისცა რა შეფასება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს მიაჩნია, რომ არ არსებობს საფუძველი დაცვის მხარის პოზიციის გაზიარების და გ---- ა------ის წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ჩატარებულია ობიექტურად და კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით; საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც მტკიცებულებების სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. კერძოდ:

2.33.1. დაზარალებულმა ო-–-- წ----–-----მ სასამართლო პროცესზე დაკითხვისას დეტალურად აღწერა თუ რა ქმედება განახორციელა გ---- ა------ემ, რაც ო-–-- წ----–-----ს მიერ აღქმულ იქნა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშ მუქარად. კერძოდ, დაზარალებულის განმარტებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ო-–-- წ----–----- მუშაობდა ქ. თბილისში, მ------------------------ში მდებარე შპს ,,ო----------ში“ მოლარე-კონსულტანტად. 2018 წლის 28 დეკემბერს დილის საათებში მაღაზიაში შევიდა მისთვის უცნობი მამაკაცი, აიღო სასმელები და მოლარე ო-–-- წ----–-----ს მიაწოდა სამი ცალი 50 ლარიანი კუპიურა, რა დროსაც ო-–-- წ----–-----მ გახსნა სალაროს უჯრა, სადაც მოათავსა თანხა და ამოიღო 20 ლარიანი კუპიურა ხურდაში დაბრუნების მიზნით, რა დროსაც გ---- ა------ემ დაანახა დანა, რისიც ო-–-- წ----–-----ს შეეშინდა, სალაროს უჯრა დაკეტა და დაცვის სამსახურის ,,ა-–----ს“ ღილაკს დააჭირა თითი, გ---- ა------ე შეეცადა სალაროს უჯრას ხელით მიწვდენოდა, მაგრამ ვერ მოასწრო, პროდუქტებს დაავლო ხელი და დატოვა მაღაზიის ტერიტორია. ო-–-- წ----–-----ს ჩვენებას სასამართლო მიიჩნევს სარწმუნოდ, რადგან სრულ თანხვედრაშია მაღაზია ,,ო-----------დან’’ ამოღებულ ვიდეო ჩანაწერებში ასახულ ინფორმაციასთან.

2.33.2. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ო-–-- წ----–-----ს მიერ გ---- ა------ის ამოცნობის ოქმით, გ---- ა------ისგან მისი ტანსაცმლის ამოღების ოქმით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის N-------- დასკვნით, ქ.თბილისში, მ-------------------------ში მდებარე შპს ,,ო-----------ს“ მაღაზიის ვიდეო ჩანაწერების დათვალიერებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მაღაზია ,,ო----------ში“ მოლარე ო-–-- წ----–-----ზე დანის დემონსტრირებით ყაჩაღური თავდასხმა განახორციელა გ---- ა------ემ, რის შედეგადაც ო-–-- წ----–-----ს მიადგა მორალური სახის ზიანი.

2.33.3. სასამართლო პროცესზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში ანალიზის საფუძველზე სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას გ---- ა------ის უდანაშაულობასთან დაკავშირებით. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება, რომ მაღაზია ,,ო---------ში’’ იმყოფებოდა გ---- ა------ე, იგი მაღაზია ,,-----იდან’’ გამოსვლის შემდეგ შევიდა მაღაზია ,,ო---------ში’’ დანით შეიარაღებული, დანა მოთავსებული ჰქონდა ჯიბეში. გ---- ა------ე შემუშავებული დანაშაულის ჩადენის ხერხის მიხედვით (მაღაზია ,,-----ის’’ ანალოგიურად), თითქოს შეძენილი პროდუქტის თანხის გადახდის მიზნით მივიდა სალაროსთან, დაელოდა იმ დროს, როცა მოლარე ო-–-- წ----–-----მ გამოაღო სალარო და მასში არსებული თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ო-–-- წ----–-----ს დაანახა ჯიბეში ჩადებული დანა ისე, რომ არ შეემჩნია სალაროსთან მის უკან მდგომ მოქალაქეს, ამასთანავე, ეცადა ხელით მიწვდენოდა სალაროს უჯრას. გ---- ა------ის ქმედება ო-–-- წ----–-----ს მიერ აღქმულ იქნა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშ თავდასხმად, რის გამოც დაუყოვნებლივ დააჭირა განგაშის ღილაკს თითი.

2.33.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ ყაჩაღობა ფორმალური დანაშაულია და დამთავრებულად მიიჩნევა თავდასხმის მომენტიდან. თავდასხმა უეცარი, აგრესიული მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია ძალადობასთან ან ძალადობის მუქარასთან. კონკრეტულ შემთხვევაში, ის გარემოება, რომ გ---- ა------ემ დანის დემონსტრირება მოახდინა სალაროს მაგიდასთან მოლარე ო-–-- წ----–-----ს შეშინების და თანხის დაუფლების მიზნით, მის უკან მდგომ მოქალაქისგან მალულად, დანაშაულის ჩადენის მთელი ეს ვითარება მოწმობს, რომ დაზარალებულის წარმოდგენაში მისთვის შეიქმნა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის რეალური საფრთხე, რა დროსაც მუქარის განსაზღვრული ხასიათის დადგენა სასამართლოსთვის არც არის მნიშვნელოვანი, რადგან მუქარის განუსაზღვრელი ხასიათიც კი ამგვარ მოცემულობაში ყაჩაღობის შემადგენლობას ქმნის.

2.33.5. გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არის აშკარა, დამაჯერებელი, ურთიერთშეთავსებადი და საკმარისი გ---- ა------ის ბრალდების დასადასტურებლად მასში, რომ 2018 წლის 28 დეკემბერს, დაახლოებით 08:05 საათზე, ქ. თბილისში, მ------------------------ში მდებარე შპს ,,ო-----------ს“ კუთვნილ მაღაზიაში, გ---- ა------ე, დანის გამოყენებით, სალაროდან ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, თავს დაესხა მაღაზიის მოლარე-კონსულტანტ ო-–-- წ----–-----ს. გ---- ა------ის ქმედებით ო-–-- წ----–-----ს მიადგა მორალური სახის ზიანი.

 

2.34. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არის საკმარისი და უტყუარად ადასტურებენ გ---- ა------ის ბრალდებას მასში, რომ ბრალად წარდგენილ შპს ,,ო-----------ს“ ეპიზოდთან დაკავშირებით გ---- ა------ემ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით.

 

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება

მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით

 

2.35. ბრალდებულმა გ---- ა------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განაცხადა, რომ 2018 წლის 28 დეკემბერს მაღაზია ,,ნ-------ში“ როდესაც იმყოფებოდა, მან ალკოჰოლური სასმელების თაროდან აიღო ოთხი ბოთლი ვისკი და მივიდა სალაროსთან თანხის გადასახდელად. ვინაიდან, მაღაზიის კონსულტანტმა არ გაუწია მომსახურეობა სალაროს მაგიდაზე დადო 320 ლარი და დატოვა მაღაზიის ტერიტორია.

 

2.36. სს ,,ნ-----------------ს’’ მაღაზია ,,ნ-------ს’’ მენეჯერის ნ-----–-- ხ--–-–---–ის ჩვენებით, რომელიც მხარეთა მიერ უდაოდ იქნა ცნობილი დასტურდება, რომ 2018 წლის 28 დეკემბერს მივიდა სამსახურში მდებარე ქ. თბილისში, დ----------------------------------------ის მიმდებარედ, სადაც დახვდა პოლიცია. თანამშრომლებისგან შეიტყო, რომ მისი მაღაზიის გვერდით მდებარე მაღაზია ,,-----ი’’ დააყაჩაღა უცნობმა მამაკაცმა, რომელიც ასევე შევიდა მაღაზია ,,ნ-------ში’’, საიდანაც გამოვიდა ბოთლებით ხელში და მას დაედევნა პოლიცია. ნ-----–-- ხ--–-–---–მა დაათვალიერა მაღაზიის ვიდეოჩანაწერი და ნახა, რომ დაახლოებით 08:03 საათზე მაღაზიაში შევიდა მამაკაცი, რომელსაც აცვია შავი ფერის ქურთუკი, მუქი ფერის შარვალი და შავი ფერის ფეხსაცმელი, მიდის ალკოჰოლური სასმელის სექციაში და იღებს ოთხ ბოთლ სასმელს, კერძოდ 2 ბოთლ ,,ჯეკ დანიელს თაფლით’’, ერთ ბოთლ ,,ჩივას რეგალის’’ და ერთ ბოთლი ალკოჰოლურ სასმელს, შემდეგ გამოდის მაღაზიიდან.

 

2.37. სს ,,ნ-----------------ს’’ მაღაზია ,,ნ-------ს’’ კონსულტანტის ნ---------ის ჩვენებით, რომელიც მხარეთა მიერ უდაოდ იქნა ცნობილი დასტურდება, რომ 2018 წლის 28 დეკემბერს დილით დაახლოებით 08:00 საათზე მისთვის ცნობილი გახდა, რომ ის პირი, რომელმაც დააყაჩაღა მაღაზია ,,-----ი’’ შესულა მაღაზია ,,ნ-------ში’’, საიდანაც გამოვიდა ოთხი ბოთლი ალკოჰოლური სასმელით ხელში, ხოლო პოლიციის დანახვისას იგი გაქცეულა. მან შეამოწმა ალკოჰოლური სასმელების სექცია და ნახა, რომ აკლდა ოთხი ბოთლი ძვირადღირებული სასმელი. ნ---------ემ ნ-----–-- ხ--–-–---–თან ერთად დაათვალიერა მაღაზიის ვიდეოჩანაწერები და ნახა, თუ როგორ აიღო უცნობმა მამაკაცმა ოთხი ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და დატოვა მაღაზია. ამ დროს ნ---------ე იმყოფებოდა მაღაზიის სასაწყობე ოთახში და როდესაც მაღაზიის კარის ბრახუნის ხმა გაიგო, დაინახა აღნიშნული მამაკაცი, როგორ გავიდა მაღაზიიდან ბოთლებით ხელში.

 

2.38. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.თბილისში, დ-------------------------------, მ------------------------ მიმდებარედ, იმავე ნომერში მდებარეობს მაღაზია ,,ნ-------“, შემდეგ დათვალიერებულ იქნა მაღაზია ,,ნ-------ს’’ უკანა მხარეს არსებული ტერიტორია, სადაც ნანახი და ამოღებულ იქნა ერთი ცალი 100 ლარიანი კუპიურა და ოთხი ბოთლი ალკოჰოლური სასმელი: 1 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი ,,CHIVAS REGALS’’, ორი ბოთლი ,,JACK DANIELS’’ სა ერთი ბოთლი მოშავო ფერი სასმელი ,,JACK DANIELS’’.

2.38.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერების სისწორე დაადასტურეს შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე პირებმა ექსპერტ-კრიმინალისტებმა გ------- ვ------------მ, თ----- ლ-–----ემ და ი-----–- კ-----–--ემ.

 

2.39. ამოღების ოქმის თანახმად, გ---- ა------ისგან ამოღებული იქნა მისი ტანთცმული მოშაო ფერის ქურთუკი, მოშავო ფერის ელვაშესაკრავით, უკანა მხარეს ელვაშესაკრავით მიმაგრებული კაპიშონით, საყელოზე იარლიყით, მუქი ფერის ჯინსის შარვალი, ასევე ამოღებული იქნა მოშაო ფერის ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი, მოშაო ფერის ნაქსოვი ნაჭრის ქუდი.

 

2.40. სს ,,ნ-----------------ს“ მ--------------ს სამსახურის მომართვის თანახმად, ქ. თბილისში, დ---------------------------------------ის მიმდებარედ, მ-------------------ში მდებარე სს ,,ნ-----------------ს“ N----ე ფილიალში მომხდარი ქურდობის შედეგად სს ,,ნ----------------ს“ მიადგა 311 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი, კერძოდ, მოპარული იქნა: 1 ბოთლი, 0.7 ლ მოცულობის ვისკი ,,ჩივას რეგალი“, რომლის საფასური შეადგენს 71 ლარსა და 70 თეთრს, 1 ბოთლი 1 ლიტრის მოცულობის ვისკი ,,ჯეკ დენიელსი“, რომლის საფასური შეადგენს 95 ლარსა და 90 თეთრს, 2 ბოთლი 0.7 ლიტრის მოცულობის ,,ჯეკ დენიელსი“ თაფლით, რომლის საცალო ღირებულება შეადგენს 71 ლარსა და 70 თეთრს.

 

2.41. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, ნ-----–-- ხ--–-–---–ის (სს ,,ნ-----------------ს“ მენეჯერი) მონაწილეობით გახსნილი და დათვალიერებული იქნა ქ. თბილისში, მ-------------------------ში მდებარე სს ,,ნ-----------------ს“ მაღაზია ,,ნ-------ს“ ვიდეო ჩანაწერები. გახსნილი იქნა ვიდეო ფაილი ,,n-------”, სადაც ზედა მარცხენა კუთხეში აღნიშნულია თარიღი 12-18-2018 08:06:31 საათი, მონიტორზე გამოჩნდა სავაჭრო დარბაზი, რომელიც ნ-----–-- ხ--–-–---–ის განმარტებით, არის ქ. თბილისში, მ-------------------------ში მდებარე მაღაზია ,,ნ-------ს’’ სავაჭრო დარბაზი, ვიდეო ჩანაწერის ხანგრძლივობა არის 45 წამი, მონიტორზე მარცხენა ზედა კუთხეში მოსჩანს კარი, რომელიც ნ-----–-- ხ--–-–---–ის განმარტებით არის მაღაზიაში შესასვლელი კარი. ვიდეო ჩანაწერის დაწყებისას 08:06:33 საათზე იღება მაღაზიის შესასვლელი კარი და შემოდის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც აცვია მოშავო ფერის ქურთუკი კაპიშონით, მუქი ფერის შარვალი და მოშაო ფერის ფეხსაცმელი, იგი ჩერდება ალკოჰოლური სასმელების სექციის და სალარო მაგიდას შორის და იხედება გარშემო, რის შემდეგაც 08:06:58 საათზე იღებს ოთხ ბოთლს და იჭერს ორივე ხელში, თითოეულში ორ-ორ ცალს, აღნიშნულ მამაკაცზე ნ-----–-- ხ--–-–---–მა განმარტა, რომ სწორედ ის ახალგაზრდა მამაკაცია, რომელმაც 2018 წლის 28 დეკემბერს დილის საათებში ქ.თბილისში, მ-------------------------ში მდებარე მაღაზიიდან მოიპარა ალკოჰოლური სასმელები, მისი განმარტებით კი აღნიშნული მამაკაცის მიერ აღებული ოთხი ბოთლი არის ის ალკოჰოლური სასმელები, რომელიც მისი მაღაზიიდან მოიპარეს 2018 წლის 28 დეკემბერს და მან მიუთითა გამოკითხვისას. მოშაო ფერის ქურთუკიანი მამაკაცი 08:07:05 საათზე ტრიალდება მაღაზიის გასასვლელისაკენ, რა დროსაც ხელში უჭირავს ოთხი ბოთლი და მაგიდასთან არ ჩერდება, ჩანაწერი მთავრდება 08:07:15 საათზე. შემდეგი ვიდეო ფაილის გახსნისას, მონიტორზე მოსჩანს ქუჩა გაჩერებულია ავტომანქანები, ხოლო საფეხმავლო ბილიკზე მიემართება მოშავო ფერის კაპიუშონიანი ქურთუკიანი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც აცვია მოშაო ფერის ფეხსაცმელი და მუქი ფერის შარვალი. აღნიშნული მამაკაცი აღებს მაღაზია ნ-------ს კარს და შედის. 08:07:02 საათზე მაღაზია ნ-------ს კარებთან გარბის მამაკაცი, რომელსაც აცვია მუქი ფერის ქურთუკი და მოლურჯო ფერის შარვალი, ნ-----–-- ხ--–-–---–ის განმარტებით, აღნიშნული მამაკაცი გაემართა მაღაზია ,,-----ისკენ’’, რომელიც არის ,,ნ-------ს’’ გვერდით. 08:07:06 საათზე კი იღება მაღაზიის კარები და მაღაზიიდან გამორბის მოშაო ფერის კაპიშონიანი ქურთუკ ჩაცმული მამაკაცი, რომელსაც ხელში უჭირავს ოთხი ბოთლი, რა დროსაც მას უვარდება რაღაც საგანი, რომელზეც ნ-----–-- ხ--–-–---–მა განმარტა, რომ არის შავტარიანი გასაშლელი დანა. 08:07:13 საათზე მაღაზია ,,-----ის’’ მხრიდან მორბის პოლიციის უნიფორმაში ჩაცმული რამოდენიმე მამაკაცი, ხოლო ლურჯ შარვლიანი მამაკაცი, რომელმაც მანამდე გაიარა მაღაზია ,,-----ის’’ მიმართულებით, მოყვება პოლიციას უკან და ჩერდება, იმ ადგილას სადაც გდია შავტარიანი დანა და ხელს იშვერს დანისკენ. ჩანაწერი მთავრდება 08:07:23 საათზე.

 

2.42. გ---- ა------ის ბრალდებას ასევე ადასტურებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები. კერძოდ: სასამართლოში დასაკითხ პირთა სიიდან მოწმეები: ვ-–-------- კ-----–-–---–ი, ნ-----–-- ხ--–-–---–ი, მ-------- ჩ------ე, გ------- უ-------–--ე, ნ--------------ე, ნ---------ე, მ------ ს------–---–-, საქმეზე დართული საგნები და ნივთები: გ---- ა------ის ნერწყვის ნიმუში, გ---- ა------ის სუნის ნიმუში, კომპიუტერული დისკი ვიდეო ჩანაწერით, 1 ცალი 100 ლარიანი კუპიურა, 4 ცალი ალკოჰოლური სასმელი - 3 ბოთლი ,,ჯეკ დენიელსი“ და 1 ბოთლი ,,ჩივასი“, გ---- ა------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა, 150 ლარი ფულადი თანხა, თ----- კ-----–--სგან ამოღებული მოშაო ფერის ქურთუკი და მუქი ფერის შარვალი, სპორტული ფეხსაცმელი და ქუდი, შავი ფერის დანა, 1 ცალი დანა მოწითალო ფერის; მითითებული მტკიცებულებები სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ სადავოდ არ გახადა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

2.43. ადვოკატის პოზიციით, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება გ---- ა------ის ბრალდება მაღაზია სს ,,ნ-----------------ს“ მაღაზია ,,ნ-------ში’’ ქურდობის ჩადენის ფაქტზე. ადვოკატის განმარტებით, გ---- ა------ეს ჰქონდა თანხა, რაც მაღაზიიდან გამოსვლისას დადო სალაროსთან. ადვოკატმა მოითხოვა წარდგენილ ბრალდებაში გ---- ა------ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.

 

2.44. სასამართლომ მისცა რა შეფასება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს მიაჩნია, რომ არ არსებობს საფუძველი დაცვის მხარის პოზიციის გაზიარების და გ---- ა------ის წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ჩატარებულია ობიექტურად და კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით; საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც მტკიცებულებების სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. კერძოდ:

2.44.1. ქ. თბილისში, მ-------------------------ში მდებარე სს ,,ნ-----------------ს“ მაღაზია ,,ნ-------ს“ ვიდეო ჩანაწერებით და მაღაზიის მენეჯერ ნ-----–-- ხ--–-–---–ის ჩვენებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 12-18-2018, 08:06:33 საათზე მაღაზია ,,ნ-------ს’’ სავაჭრო დარბაზში შევიდა ახალგაზრდა მამაკაცი, აიღო ოთხი ბოთლ ალკოჰოლური სასმელი და დატოვა მაღაზია.

2.44.2. მაღაზია ,,ნ-------ს’’ მიმდებარე ტერიტორიის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით სასამართლო დადგენილად მიჩნევს, რომ დათვალიერების შედეგად ნანახი და ამოღებულ იქნა მაღაზია ,,ნ-------ს’’ კუთვნილი ოთხი ბოთლი ალკოჰოლური სასმელი, რომელსაც მაღაზიაში ფარულად დაეუფლა უცნობი მამაკაცი.

2.44.3. გ---- ა------ისგან ამოღებული ტანსაცმლის დათვალიერების ოქმით, ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მაღაზია ნ-------ში ქურდობა ჩაიდინა იმ პირმა, რომელმაც ყაჩაღობა ჩაიდინა მაღაზიებში ,,-----ი’’ და ,,ო-----------’’, რომლიც მაღაზია ,,ნ-------დან’’ გამოსვლის შემდეგ პოლიციელების მიერ იქნა დაკავებული, იგი აღმოჩნდა გ---- ა------ე.

2.44.4. სასამართლო სარწმუნოდ არ მიიჩნევს და არ იზიარებს ბრალდებულის პოზიციას, რომ თითქოს მას მაღაზიაში კონსულტანტი არ მოემსახურა, რის შემდეგაც სალაროს მაგიდასთან პროდუქციის ღირებულებაზე მეტი თანხა (320 ლარი) დატოვა. ბრალდებულის მიერ მოყვანილი გარემოებები არ დასტურდება საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მაღაზია ,,ნ-------ს’’ ვიდეოჩანაწერში ნათლად არის აღბეჭდილი თუ როგორ იღებს გ---- ა------ე ალკოჰოლური სასმელების დახლიდან ოთხ ბოთლ ალკოჰოლურ სასმელს და ტოვებს მაღაზიის ტერიტორიას ისე, რომ არც მიდის სალაროსთან.

2.45.5. სს ,,ნ-----------------ს“ მ--------------ს სამსახურის ინფორმაციით სასამართლო დადგენილად მიჩნევს, რომ ქ. თბილისში, დ----------------------------------------ის მიმდებარედ, მ-------------------ში მდებარე სს ,,ნ-----------------ს“ N----ე ფილიალში მომხდარი ქურდობის შედეგად სს ,,ნ----------------ს“ მიადგა 311 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი.

2.44.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ქურდობა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ დამნაშავემ სხვისი ქონება მართლსაწინააღმდეგოდ ფარულად მიითვისოს და ამით მატერიალური ზიანი მიაყენოს ქონების მესაკუთრეს. ქურდობის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანი მისი ფარული ხასიათია, რომელიც ქმედების სხვა პირთაგან შეუმჩნევლად ჩადენას გულისხმობს. ქურდობა დამთავრებულად ითვლება მას შემდეგ, რაც პირი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლება სხვის ნივთს და მისი განკარგვის რეალური შესაძლებლობა ეძლევა.

2.44.7. სასამართლომ შეაფასა რა გ---- ა------ის ბრალდების საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმისადმი მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო მათი ერთობლიობა - ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ გ---- ა------ე 2018 წლის 28 დეკემბერს, დაახლოებით 08:07 საათზე, ქ. თბილისში, მ------------------------ში მდებარე სს ,,ნ-----------------ს“ კუთვნილი მაღაზიის დახლიდან ფარულად დაეუფლა 311 (სამას თერთმეტი) ლარად ღირებულ 4 (ოთხი) ბოთლ ალკოჰოლურ სასმელს და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. გ---- ა------ის ქმედებით სს ,,ნ----------------ს“ მიადგა 311 (სამას თერთმეტი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2.45. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ სს ,,ნ-----------------ს“ მაღაზია ,,ნ-------ს’’ ეპიზოდში ბრალდებულმა გ---- ა------ემ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია

 

2.46. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარს ზემოთ.

 

2.47. სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ გ---- ა------ის მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად დაზარალებულ სს ,,ნ-----------------სთვის“ მიყენებული ქონებრივი ზიანი აღემატება 150 ლარს და იგი შეადგენს 311 ლარს

 

2.48. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ---- ა------ემ ჩაიდინა ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 ნაწილის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ---- ა------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა - ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სს ,,ფ-----------ს“ მაღაზია ,,-----ის’’ ეპიზოდი); მანვე ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (შპს ,,ო-----------ს“ ეპიზოდი); ასევე, მანვე ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

 

3.3. სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქ/პ თანახმად, საქმეში (გარდა სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეებისა) არსებული მტკიცებულებები მხარეთა შეთანხმებით გამოკვლევის გარეშე მიჩნეულ იქნა უდაო მტკიცებულებებად.

 

3.4. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ---- ა------ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და ის მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. გ---- ა------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს, როგორც ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ასევე, დამნაშავის პიროვნებას. გამამტყუნებელი განაჩენის სამართლიანობის არსიდან გამომდინარე, სასჯელს უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი და აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს სასჯელის როგორც ზოგადი, ასევე, კერძო პრევენციის მისაღწევად.

 

5.2. სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კანონისმიერ მოთხოვნას და ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას, ინდივიდუალურ მახასიათებელს: გ---- ა------ეს ბრალი ედება სოციალურად მომეტებული საფრთხის მქონე მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, იგი დაოჯახებულია და ყავს ახალშობილი შვილი.

 

5.3. სასჯელის აუცილებლობისა და კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, გ---- ა------ეს უნდა დაენიშნოს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

5.4. სასჯელის ზოგადი პრევენციის და დამნაშავის რესოციალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულმა გ---- ა------ემ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებები და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.

 

6. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად:

 

6.1. ანაწმენდები 2 ნიმუშად მაღაზია ,,-----იდან“, ანაწმენდები 3 ნიმუშად მაღაზია ,,-----იდან“, მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი მაღაზია ,,ს-----დან“, 2 ცალი დაქტილოფირი ხელისკვლებით მაღაზია ,,-----იდან“, სუნის კვალი ნიმუში 2 ქილად მაღაზია ,,ო-----------“, გ---- ა------ის ნერწყვის ნიმუში და ი-----–- ბ-–-----ის ნერწყვის ნიმუში, გ---- ა------ის სუნის ნიმუში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

 

6.2. 3 ცალი კომპიუტერული დისკი ვიდეო ჩანაწერებით, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

6.3. 2 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი ,,ჯეიმ სონი“ და ,,ჯიმ ბიმი“ მაღაზია ,,-----იდან’’, 1 ცალი 100 ლარიანი კუპიურა მაღაზია ,,-----იდან’’, 1 ცალი 100 ლარიანი კუპიურა მაღაზია ,,ნ-------ს’’ მიმდებარე ტერიტორიიდან, 4 ცალი ალკოჰოლური სასმელი - 3 ბოთლი ,,ჯეკ დენიელსი“ და 1 ბოთლი ,,ჩივასი“, გ---- ა------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა, 150 ლარი ფულადი თანხა თ----- კ-----–--სგან ამოღებული, მოშაო ფერის ქურთუკი და მუქი ფერის შარვალი, სპორტული ფეხსაცმელი და ქუდი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან ნდობით აღჭურვილ პირს.

 

6.4. შავი ფერის დანა, 1 ცალი დანა მოწითალო ფერის - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. გ---- ა------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სს ,,ფ-----------ს“ მაღაზია ,,-----ის’’ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

2. გ---- ა------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

3. გ---- ა------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (შპს ,,ო-----------ს“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

4. გ---- ა------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

5. გ---- ა------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

6. გ---- ა------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 (სამი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე და აღნიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი. საბოლოოდ, გ---- ა------ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

8. გ---- ა------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა - გაუქმდეს.

 

9. გ---- ა------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 28 დეკემბრიდან.

 

10. ნივთმტკიცება:

10.1. ანაწმენდები 2 ნიმუშად მაღაზია ,,-----იდან“, ანაწმენდები 3 ნიმუშად მაღაზია ,,-----იდან“, მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი მაღაზია ,,ს-----დან“, 2 ცალი დაქტილოფირი ხელისკვლებით მაღაზია ,,ს-----დან“, სუნის კვალი ნიმუში 2 ქილად მაღაზია ,,ო-----------“, გ---- ა------ის ნერწყვის ნიმუში და ი-----–- ბ-–-----ის ნერწყვის ნიმუში, გ---- ა------ის სუნის ნიმუში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

10.2. 3 ცალი კომპიუტერული დისკი ვიდეო ჩანაწერებით, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

10.3. 2 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი ,,ჯეიმ სონი“ და ,,ჯიმ ბიმი“ მაღაზია ,,-----იდან’’, 1 ცალი 100 ლარიანი კუპიურა მაღაზია ,,-----იდან’’, 1 ცალი 100 ლარიანი კუპიურა მაღაზია ,,ნ-------ს’’ მიმდებარე ტერიტორიიდან, 4 ცალი ალკოჰოლური სასმელი - 3 ბოთლი ,,ჯეკ დენიელსი“ და 1 ბოთლი ,,ჩივასი“, გ---- ა------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა, 150 ლარი ფულადი თანხა თ----- კ-----–--სგან ამოღებული, მოშაო ფერის ქურთუკი და მუქი ფერის შარვალი, სპორტული ფეხსაცმელი და ქუდი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან ნდობით აღჭურვილ პირს.

10.4. შავი ფერის დანა, 1 ცალი დანა მოწითალო ფერის - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

 

11. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

12. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე /ლილი მსხილაძე/