განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 210100119002887680
saqme #1/50-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 ივლისი, 2019 წელი ქ . სიღნაღი
სიღნაღის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილმა,ნათია რიკაძის მდივნობით,პროკურორ _ გ---- ჯ-------–---–--,ბრალდებულ _ რ---- მ-------,ადვოკატ - ა-----– ტ----–---–--,თარჯიმან - ნ--–- ს------–---–--
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №040090119001
ბრალდებული: რ---- მ------
დაბადებული: 2-.1--1--- წელი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
პირადი ნომერი: 2----------
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
განათლება: ა---------–----–----–----------–---- მქონე
ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე (პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი)
რეგისტრირებული: წ--–--------------- ქუჩა #2-
ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–-- რაიონი, სოფელი კ-------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
რ---- მ------- ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
რ---- მ------, რომელიც ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 8 იანვრის განაჩენით გასამართლებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის - ქურდობის ჩადენისათვის, 2017 წლის ნოემბრისა და დეკემბრის პერიოდში, ს----------- რაიონის, სოფელ ი------------–--- ტერიტორიაზე, თაღლითური გზით, მოტყუებით დაეუფლა ბ--------- მ---------- კუთვნილ 1445 (ათას ოთხას ორმოცდახუთი) ლარს, რითაც ამ უკანასკნელს მიაყენა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
ე.ი. რ---- მ------- ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180- მუხლის მუხლის პირველი ნაწილით.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა რ---- მ------- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
2.2. წინასასამართლო სხდომაზე მხარეების მიერ საქმეში წარმოდგენილი მასალები, დამტკიცებულ იქნა როგორც სადავო მტკიცებულებებად, რის გამოც, საქმის არსებითი განხილვისას სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო მტკიცებულებათა გამოკვლევა. თუმცა, საქმის არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა - რ---- მ------- მთლიანად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. ამავე სხდომაზე დაცვის მხარის მიერ დაფიქსირებულ იქნა პოზიცია წინასასამართლო სხდომაზე ეტაპზე სადავოდ გამხდარ ბრალდების მხარის მტკიცებულებებთან დაკავშირებით, კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და გამოსაკვლეველ მტკიცებულებებზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც მხარეები სადავოდ აღარ ხდიდნენ. შესაბამისად, დაცვის მხარეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გამოსაკვლევ მტკიცებულებათაგან არც ერთი და არც ბრალდების მხარის მიერ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დასაშვებად იქნა ცნობილი, საქმის არსებით განხილვაზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა - რ---- მ------- მთლიანად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
სახელმწიფო ბრალმდებელმა, რ---- მ------- მიმართ ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო, დაცვის მხარემ ითხოვა ბრალდებულის მიმართ ლმობიერი სასჯელის გამოყენება.
2.3. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება:
-მოწმე ვ-–-------- შ--–--–---–-- ჩვენებით დასტურდება, რომ მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონულ სამმართველოში უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის პოზიციაზე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2019 წლის 9 იანვარს, მოწმის სახით გამოკითხა ბ--------- მ---------, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია რ---- მ------- მიერ ჩადენილი თაღლითობის თაობაზე. კერძოდ, ბ--------- მ---------- განაცხადა, რომ რ---- მ------- მოტყუებით გამოართვა ფულადი თანხა. ბ--------- მ--------- გამოკითხა დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში. ვინაიდან, ბ--------- მ---------- განაცხადა, რომ იცის ქართული წერა-კითხვა, აღნიშნულიდან გამომდინარე, მისი გამოკითხვა განხორციელდა თარჯიმნის მონაწილეობის გარეშე. ბ--------- მ---------- გაეცნო გამოკითხის ოქმს და ხელმოწერით დაადასტურა მისის სისწორე.
- დაზარალებულ ბ--------- მ---------- ჩვენებით დასტურდება, რომ ცხოვრობს ს----------- რაიონის სოფელ კ----–---–-- ეწევა მესაქონლეობას. 2017 წელს დედოფლისწყაროში, ეგრედ წოდებული "ნ-------–---"-ს ტერიტორიაზე გ--- ხ-------–---–------ იქირავა მესაქონლეობის ფერმა. სადაც ყავდა 84 სული მსხვილფეხა საქონელი და 1453 სული ცხვარი. აღნიშნულ ფერმაში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად. ჰყავდა სამი მწყემსი - ნ------- ვ--–----, მისი შვილი -რ---- ვ--–---- და ს----- ქ----------. 2017 წლის 23 ნოემბერს დაურეკა მ--------–-- რაიონის სოფელ კ------–- მცხოვრებმა რ---- მ-------, რომელმაც უთხრა, შენი ტელეფონი მომცა ს----------- რაიონის სოფელ კ----–---–- მცხოვრებმა მ-------- და მწყემსი ხომ არ გჭირდებაო. რ---- მ------ უთხრა, რომ ცხვრებისთვის სჭირდებოდა მწყემსი. სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ რ---- მ-------ათვის ხელფასი უნდა გადაეხადა 600 ლარის ოდენობით. რ---- მ------- უთხრა, რომ ვინაიდან, მისმა მეუღლემ იმშობიარა და მშობიარობის ხარჯების დასაფარად ფული სჭირდებოდა, ორი თვის ხელფასი წინასწარ მიეცა, სახლში გავგზავნი ფულს და შენთან წამოვალ მწყემსადო. რ---- მ------ დათანხმდა აღნიშნულ შეთავაზებაზე. 2017 წლის 26 ნოემბერს ავტომანქანით მივიდა ს----------- რაიონის, სოფელ ი------------–--–-, ბენზინგასამართ სადგურ „-----------“, სადაც დახვდა რ---- მ------ მისთვის უცნობ პიროვნებასთან ერთად, რომელსაც ბიძას ეძახდა. თავად მას ახლდა მწყემსი-ნ------- ვ--–---- ოჯახთან ერთად. სწორედ აღნიშნულ დროსა და ვითარებაში, 1200 ლარი გადააწოდა ნ------- ვ--–----, ხოლო, ამ უკანასკნელმა მანქანიდან გადაუსვლელად გადასცა რ---- მ------. რ---- მ------- 20 თუ 30 ლარი დაიტოვა სიგარეტისთვის, ხოლო დარჩენილი თანხა მისცა მის თანხმლებ პირს. რ---- მ------ დაჯდა მანქანის საბარგულზე და წავიდნენ დედოფლისწყაროში. რ---- მ------ არ ჰქონდა ბარგი, რაც გაუკვირდა და კითხა აღნიშნულის შესახებ რ---- მ------, რაზედაც უპასუხა, რომ ბარგს სახლიდან მოვიტან ფერმაშიო. მეორე დღეს მწყემსებს გადააბარა საქონელი და უთხრა, რომ სოფელში მიდიოდა და მიეხედათ საქონლისთვის. ამის შემდეგ, წავიდა ს----------- რაიონის სოფელ კ----–---–- საქმეებზე. ორ-სამ დღეში ტელეფონზე დაუკავშირდა ჯერ რ---- მ------ და უთხრა, დედაჩემს ბარგი აქვს გამზადებული და წამიყვანე, ფერმაში ჩამოვიტანოო. ამის შემდეგ, დაურეკა რ---- მ------- დედამ და უთხრა, რომ რ----- ბარგი გამზადებული ქონდა და ჩაეყვანა რ---- ბარგის წასაღებად. 2017 წლის 1 დეკემბერს, დილის საათებში, საკუთარი „ფორდი“-ს მარკის ავტომანქანით რ---- მ--------- ერთად წავიდა მ--------–-- რაიონის, სოფელ კ------–- ბარგის წამოსაღებად. გზად რ---- მ------- სთხოვა, ტუფლი დამეხა, იქნებ მიყიდო და მუშაობაში გამიქვითოო. ტანსაცმლის მაღაზიაში რ---- მ------ უყიდა 45 ლარის ღირებულების ფეხსაცმელი და გააგრძელეს გზა. როდესაც მივიდნენ სოფელ კ------–- რ---- მ------- სახლთან, რ---- გადავიდა მანქანიდან, გააღო ჭიშკარი და უთხრა, მანქანა მოაბრუნე და ეზოში გააჩერე, სახლში შევალ და ბარგს გამოვიტანო. მოაბრუნა მანქანა, გააჩერა და ეზოში ჩამოვიდა, ეზოში დახვდა რ---- მ------- დედა, რომელმაც უთხრა, „რ----- ტყუილად ნუ ელოდები, გაიქცაო, მოგატყუა, ფული აიღო და წავიდა, ტყუილად აღარ დაელოდოო“. მაშინვე დაურეკა რ---- მ------, ზარი გადიოდა, თუმცა, არ პასუხობდა. დაახლოებით ათჯერ დარეკა, მაგრამ, რ---- მ------- არცერთხელ არ უპასუხა. მაშინვე მივიდა სოფელ კ-------ს პოლიციაში და მოახსენა მომხდარი ფაქტის თაობაზე. პოლიციის თანამშრომლებმაც სცადეს რ---- მ--------- დაკავშირება, მაგრამ არც მათ უპასუხა. ისევ პოლიციის შენობაში იმყოფებოდა, როცა რ---- მ------- დაურეკა და უთხრა, რომ დაენებებინა პოლიციისათვის თავი და აუნაზღაურებდა 1200 ლარსაც და სალიარკის ფულს 200 ლარს, რომელიც ჩაასხა სოფელ კ------–- წამოსასვლელად. ფულს ეხლავე მოგიტანო უთხრა. თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, რ---- მ------- ამის შემდეგ აღარ უნახავს და ვერც ტელეფონზე უკავშირდებოდა. ვინაიდან, ეუბნებოდნენ, რომ რ---- მ------ თურქეთში იყო წასული, ამიტომ პოლიციას მიმართა 2019 წელს განცხადებით. რ---- მ------- სულ მიაყენა 1445 ლარის ზიანი.
2.4. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს რა, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ გარდა ბრალდებულის აღიარებისა, სასამართლოს მიერ გაანალიზებული და შეფასებულ იქნა დაზარალებულ ბ--------- მ---------- ჩვენება, უშუალოდ ბრალდებულის მიერ დაფიქსირებული პოზიცია წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით. ასევე, მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დასაშვებად და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებანი, მიჩნეულ იქნა, რომ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება რ---- მ------- მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით. გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი, კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება რ---- მ------- ბრალეულობა, კერძოდ: უშუალოდ სასამართლო განხილვის ეტაპზე დაზარალებულ ბ--------- მ---------- და მოწმე ვ-–-------- შ--–--–---–-- მიერ მიცემული ჩვენებები. ასევე, შეტყობინება №41401 დანაშაულის ჩადენის შესახებ, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი - ფორმა №1, მოწმეების - ს----- მ----------, რ---- ვ--–-----, ნ------ ვ--–-----, ტ-------–- შ-----------, გ----–----- მ----------, მ--–------ უ----------, ე-–--- მ---------- და გ------- ლ--–--–---–-- გამოკითხვის ოქმები; ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 8 იანვრის განაჩენი რ---- მ------- მიმართ; რ---- მ------- დაკავების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად, ერთობლიობაში ასაბუთებენ ბრალდებულ რ---- მ------- მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
2.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
2.6. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
2.7. სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
2.8. ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, ბრალდებულმა რ---- მ------- მის მიერ განხორციელებული ქმედებით - სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - ჩაიდინა - თაღლითობა, დანაშაული რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” და იმავე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარე გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა რ---- მ------- ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. ამდენად, სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა არის დამაჯერებელი, თანხვედრი და აშკარად უთითებს რ---- მ------- მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც, მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
3.1. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულ რ---- მ------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ რ---- მ------ ახალაქალაქის რაიონული სასამართლოს მიერ 2015 წლის 8 იანვრის განაჩენით გასამართლებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და დღეის მდგომარეობით იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ. ხოლო, რაც შეეხება,მის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
4.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
4.2. აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულთა მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და მათ შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს მათთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. რ---- მ------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და იმავე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 4 (ოთხი) წლის ვადით, ხოლო, დანიშნული სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა - 2 (ორი) წლის ვადით, ჩაეთვალოს პირობით, ხოლო იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 2 (ორი) წელი.
2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს რ---- მ------- მიმართ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 8 იანვრის განაჩენითა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ---- მ------ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 4 (ოთხი) წლის ვადით, ხოლო, დანიშნული სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა - 2 (ორი) წლის ვადით, ჩაეთვალოს პირობით, ხოლო იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 2 (ორი) წელი.
4. გაუქმდეს რ---- მ------- მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
5. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რ---- მ------ სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 4 თებერვლიდან.
6. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების დროს მსჯავრდებულ რ---- მ------- ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
7. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მსჯავრდებულმა რ---- მ------ დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე პრობაციის ბიუროს.
8. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მისამართი – ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მისამართი – ქ. სიღნაღი, ც. დადიანის ქუჩა №15) მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი ბუხრაშვილი