გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2---------------წ
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 აგვისტო, 2019 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ა---––---- რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე
სხდომის მდივანი - ბელა მერაბიშვილი
მოსარჩელეები - ნ-------------–------, ლ--–---------–------
წარმომადგენელი - ი-----–------------, მ------------–---–-
მოპასუხე - გ------------–------
მოპასუხე - ნ-------–------
წარმომადგენელი - ნ-----------------
მესამე პირირ - სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებლო ბიურო
დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ყადაღისაგან გათავისუფლდეს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2019 წლის 27 მარტის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული მოძრავი ნივთები: 1) შავ-თეთრი ტელევიზორი „ჰ--------- ფირმის - 1ც; 2) „---–--- ფირმის მაცივარი ქვედა საყინულით - 1ც; 3) გაზქურა ერთი ელექტრონული ქურით, ქვედა საცხობით - 1ც; 4) რვა ნაჭერი სამზარეულოს კედელი - 1ც; 5) სარეცხის მანქანა 6 კილოგრამიანი - 1ც; 6) ხის დივანი - 1ც; 7) ხის კარადა - 1ც; 8) ტელევიზორი „-----------ს ფირმის; 9) ტელევიზორის დასადგამი - 1ც;
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
გ------------–------, გააჩნია მისი ყოფილი მეუღლის ნ-------–------- მიმართ დავალიანება, რადგან მან ვერ შეძლო მასზე დაკისრებული ალიმენტის სრულად გადახდა, რის გამოც სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებლო ბიუროს აღმასრულებელის გ----------------–---–-- მიერ 2019 წლის 27 მარტს მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტით აღწერილი იქნა და დაყადაღებული იქნა მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთები.
აღწერილი და დაყადაღებული ნივთები წარმოადგენენ მოსარჩელეების ოჯახის პირად საკუთრებას და მათ არანაირი კავშირი არააქვთ გ------------–-----თან, რის გამოც ყადაღის აქტში მითითებული ნივთები უნდა განთავისუფლდეს ყადაღისგან, ვინაიდან ნივთის მესაკუთრეებმა შეუზღუდავად შეძლონ მათი კანონიერი უფლების განხორციელება.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხე ნ-------–------მ (სააღსრულებო წარმოების ფარგლებში - კრედიტორი) სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელში მითითებული ფაქტები სიცრუეა. წარმოდგენილი სარჩელი მიზნად ისახავს სააღსრულებო წარმოების გაჭიანურებას და გ------------–------ს პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას. გარდა ამისა ლ--–---------–------ დაახლოებით 12 წელია გათხოვილია ს----–- და ყავს ოჯახი, შესაბამისად იმაზე აპელირება, რომ რაიმე შეიძინა ლ--–---------–------ა და წარმოადგენს მის საკუთრებას არ აქვს მხარეს წარმოდგენილი მტკიცებულება. გარდა ზემოაღნიშნულისა გ------------–------ ირიცხებოდა აღნიშნული ოჯახის კომლის წევრად, შეაბამისად მასაც ისევე როგორც კომლის სხვა წევრებს ეკუთვნოდა მათზე გამოყოფილი საკუუთრება როგორც სახლის ასევე მიწების სახით.
2.2. მოპასუხე გ------------–-----მა (სააღსრულებო წარმოების ფარგლებში - მოვალე) წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიურო სააღსრულებო წარმოებას ახორციელებს ა---––---- რაიონული სასამართლოს მიერ N-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი (ს.ფ. 14-17);
3.1.2. სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მოვალე არის მოპასუხე გ------------–------, ხოლო კრედიტორი ნ-------–------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი (ს.ფ. 14-17);
3.1.3. 2019 წლის 27 მარტს დაყადაღდა მოძრავი ნივთები:
1) ტელევიზორი „ჰ--------- ფირმის - 1ც;
2) „---–--- ფირმის მაცივარი ქვედა საყინულით - 1ც;
3) გაზქურა ერთი ელექტრონული ქურით, ქვედა საცხობით - 1ც;
4) რვა ნაჭერი სამზარეულოს კედელი - 1ც;
5) სარეცხის მანქანა 6 კილოგრამიანი - 1ც;
6) ხის დივანი - 1ც;
7) ხის კარადა - 1ც;
8) ტელევიზორი სამსუნგი“-ს ფირმის;
9) ტელევიზორის დასადგამი - 1ც;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი (ს.ფ. 14-17);
3.1.5. არსებული მდგომარეობით სადავო ნივთები არ არის რეალიზებული და სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ არ არის დანიშნული აუქციონი დაყადაღებულ მოძრავ ნივთებზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი (ს.ფ. 14-17);
3.1.6. მოპასუხე გ------------–------ არის მოსარჩელე ნ-------------–------- შვილი და მოსარჩელე ლ--–---------–------ს ძმა.
სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. ა---––---- რაიონული სასამართლოს სხდომის ოქმი);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს, სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 27 მარტის ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული მოძრავი ნივთები არის მოსარჩელეების საკუთრება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);
3.2.2. მოწმე თ-------------–------- მიცემული ჩვენებებით დაადასტურა, რომ სადავო ნივთების ნაწილი შეძენილია ნ-------------–------- მიერ, კერძოდ ნ-------------–------ მუშაობდა ა---––---- მუნიციპალიტეტში, ისინი ერთად იყვნენ, როდესაც ნ-------------–------- ფოსტის შეობაში მდებარე მაღაზიაში შეიძინა სამზარეულო, ტელევიზორის დასადგმელი მაგიდა, მაცივარი, კუთხის კარადა, ხოლო რაც შეეხება პლაზმურ ტელევიზორს იგი ნ-------------–------- შეიძინა ქ. ახალციხეში მე-5 სკოლის წინ მდებარე მაღაზიაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოწმეთა ჩვენება (იხ. სხდომის ოქმი).
3.2.5. სასამართლოს მიერ ვერ იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ სადავო მოძრავი ნივთები, გარდა ტელევიზორის „ჰ--------- ფირმის და 6 კილოგრამიანი სარეცხის მანქანა ნ-------------–------- და ლ--–---------–------ს საკუთრებაა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი შეიცავს ზოგად დებულებას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების თაობაზე. ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ სარჩელებზე მტკიცების ტვირთის განაწილების წესი განსაზღვრულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით, რომლის მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ).
ამდენად, მითითებული ნორმის თანახმად, ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ სარჩელზე მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს.
კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს არ წარმუდგენია არანაირი მტკიცებულება მოძრავი ნივთების „---–--- ფირმის მაცივარი ქვედა საყინულით, გაზქურის ერთი ელექტრონული ქურით, ქვედა საცხობით, რვა ნაჭერი სამზარეულოს კედელის, ხის დივანის, ხის კარადის, „---------“-ს ფირმის ტელევიზორის და ტელევიზორის დასადგამის ნ-------------–------- და ლ--–---------–------სადმი კუთვნილების დასადასტურებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმის მასალებით, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სარჩელის არის საფუძვლიანი და იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 32-ე, 40-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე, 158-ე მუხლი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით). ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება, დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას.
მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოვალე გ------------–------ა, რის გამოც ყადაღა უნდა დადებოდა მხოლოდ მის კუთვნილ ნივთებს.
6.2. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.
ხსენებული ნორმის ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისთვის, რომ კანონმდებლის ნება, რაც დეკლარირებულია ზემოაღნიშნული მუხლით, გულისხმობს იმ პირთა უფლებების დაცვას, რომელთა საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება გარკვეული წინაპირობების თანხვედრის შედეგად (მაგ. მესაკუთრესთან ერთად მოვალის დროებითი ცხოვრება და აშ.), საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე მიიჩნევა მოვალის ქონებად. ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე, საკუთრების უფლებით აღჭურვილი მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს მისი კუთვნილი ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება. შესაბამისად, იმისათვის რომ სასამართლომ დააკმაყოფილოს სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ, უნდა დადგინდეს, რომ მოსარჩელე არ წამოადგენს მოვალეს და ამასთან, აღმასრულებლის მიერ ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში შეტანილი ქონება არის მისი საკუთრება.
საქმეზე დადგენილია, რომ სადავო ნივთებიდან ტელევიზორი „ჰ--------- ფირმის - სარეცხის მანქანა 6 კილოგრამიანი შეძენილია მოსარჩელე ნ-------------–------- მიერ და წარმოადგენს მის პირად საკუთრებას, რასაც ადასტურებს ასევე საგარანტიო ფურცლები.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ნ-------------–------- განმარტებას, რომ დაყადაღების აქტში მითითებული მოძრავი ნივთები გ------------–------ს საკუთრება, რადგან შესაბამისი მტკიცებულება მოპასუხის მიერ სასამართლოში ვერ იქნა წარმოდგენილი.
ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სადავო მოძრავი ნივთები (გარდა „ჰ--------- ფირმის ტელევიზორისა და 6 კილოგრამიანი სარეცხის მანქანისა) არ წარმოადგენს სააღსრულებო წარმოებაში მოვალე გ------------–------ს საკუთრებას და არის ნ-------------–------- საკუთრება, რომლებიც მოვალეს არ წარმოადგენენ.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელეთა მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელის მიერ ნ-------------–------- საცხოვრებელ სახლში დაყადაღებული მოძრავი ნივთები „---–--- ფირმის მაცივარი ქვედა საყინულით, გაზქურა ერთი ელექტრონული ქურით, ქვედა საცხობით, რვა ნაჭერი სამზარეულოს კედელი, ხის დივანი, ხის კარადა, ტელევიზორი სამსუნგი“-ს ფირმის და ტელევიზორის დასადგამი წარმოადგენს მოსარჩელეების ინდივიდუალურ საკუთრებას, რადგან შესაბამისი მტკიცებულება სასამართლოში ვერ იქნა წარმოდგენილი.
6.3. გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლს, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ასეთი ვარაუდი, ბუნებრივია, იმ შემთხვევებს ასახავს, როცა სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება. როცა ცნობილია, რომ მფლობელი დამქირავებელია, ცხადია ვარაუდისათვის ადგილი აღარ რჩება, თუმცა ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელობის უკან მდგარი უფლებები. ასეთ ვითარებაში სამართლებრივი წესრიგი სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთაგან ითხოვს დაეყრდნონ მფლობელის კეთილსინდისიერებას და ის მიჩნეული უნდა იქნას ნივთის მესაკუთრედ. ბრუნვის მონაწილეთა ასეთი ურთიერთდამოკიდებულება ხელს უწყობს ამ ბრუნვის როგორც სიმყარეს, ისე სიმარტივეს. საკმარისია ხელი იქნას აღებული ასეთ ვარაუდზე მთელი სამოქალაქო ბრუნვა თავდაყირა დადგება და შეიქმნება ქაოსური მდგომარეობა.
განსახილველ შემთხვევაში აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე ვარაუდი შესაძლებელია გავრცელდეს როგორც მოსარჩელეებზე, ისე მათთან მცხოვრებ მოვალე გ------------–------ს მიმართ. შესაბამისად, ისინი შესაძლებელია ცალ-ცალკე განიხილებოდნენ სადავო ნივთების მესაკუთრეებად. ამ ვითარებაში მხოლოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე ვარაუდზე დაყრდნობა უსარგებლოა და მესაკუთრის დასადგენად საჭიროა ყურადღება გამახვილდეს ისეთ გარემოებებზე, რომელიც გარდა მფლობელობისა სხვაგვარად ადასტურებს მოძრავი ნივთის მიმართ საკუთრების უფლების არსებობას. აქ გამოგვადგება ნივთების ნასყიდობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ქვითრები ან/და ხელშეკრულებები) ან/და მოწმეთა ჩვენებები. უნდა ითქვას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (მოსარჩელის ახსნა-განმარტება, მოწმეების ჩვენება და მოვალის ახსნა-განმარტება, წერილობითი მტკიცებულებები) სასამართლოს უქმნის რწმენას, რომ სადავო ნივთებიდან „ჰ--------- ფირმის ტელევიზორი და სარეცხის მანქანა არ ეკუთვნის მოვალე გ------------–------ და ყველა მათგანი არის მოსარჩელეების ინდივიდუალური საკუთრების საგანი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები.
სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
ამავე კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” თანახმად, ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
სარჩელის აღძვრისას მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. ასევე მის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებასთან დაკავშირებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არსებობს მოპასუხე გ------------–------ს (მოვალის) მხრიდან მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეული ხარჯის ანაზღაურების საფუძველი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სასამართლოს 2019 წლის 07 მაისის #2---------------წ განჩინებით ლ--–---------–------ს და ნორა გოგოლაურის წარმომადგენლის ირაკლი ბარძიმაძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდ ნაწილობრივ და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს, სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2019 წლის 27 მარტის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული მოძრავი ნივთების რეალიზაცია;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს ა---––---- რაიონული სასამართლოს 2019 წლის 07 მაისის #2---------------წ განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2019 წლის 27 მარტის ქონების დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული მოძრავი ნივთების „---–--- ფირმის მაცივარი ქვედა საყინულით, გაზქურა ერთი ელექტრონული ქურით, ქვედა საცხობით, რვა ნაჭერი სამზარეულოს კედელის, ხის დივანის, ხის კარადის, ტელევიზორი „---------“-ს ფირმის; ტელევიზორის დასადგამი ღია აუქციონზე რეალიზაციის შეჩერების ნაწილში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1.ნ-------------–------- და ლ--–---------–------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
ყადაღა მოეხსნას სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 27 მარტის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებულ მოძრავ ნივთებს, კერძოდ: „ჰ--------- ფირმის ტელევიზორს და სარეცხის მანქანას (6 კილოგრამიანი);
2. გაუქმდეს ა---––---- რაიონული სასამართლოს 2019 წლის 07 მაისის #2---------------წ განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 27 მარტის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული მოძრავი ნივთების „---–--- ფირმის მაცივარი ქვედა საყინულით, გაზქურა ერთი ელექტრონული ქურით, ქვედა საცხობით, რვა ნაჭერი სამზარეულოს კედელის, ხის დივანის, ხის კარადის, ტელევიზორი სამსუნგი“-ს ფირმის; ტელევიზორის დასადგამი ღია აუქციონზე რეალიზაციის შეჩერების ნაწილში.
3. მოპასუხე გ------------–------ (პ/ნ 4----------) მოსარჩელეების ნ-------------–------- და ლ--–---------–------ს სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის 150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ა---––---- რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ა---––---- რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გიორგი ლონდარიძე