გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 12.08.2019
საქმის ნომერი
120310119003028786
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა დავები
თარიღი
12.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 193028786-3/096-19წ

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12.08.2019 ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე გია ბერაია

სხდომის მდივანი თამარ ტეფნაძე

მოსარჩელე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი -ჯ----–-----------–-

მოპასუხე - ი------–------–---–-( მონაწილეობის გარეშე)

დავის საგანი - თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ი------–------–---–- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისროს 3 000 (სამი ათასი) ლარის ანაზღაურება.

 

მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და “სამხედრო მოსამსახურე“ ი------–------–---–- შორის 2017 წლის 28 ივლისს დაიდო კონტრაქტი ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ, სამხედრო სამსახურის გავლის თაობაზე და გენერალური შტაბის უფროსის 04.08.2017 წლის №---- ბრძანებით ი------–------–---–- გაწვეული იქნა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. სამხედრო სამსახურის ვადა წინამდებარე კონტრაქტის 3.2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრა 4 წლით, რომლის ვადის ათვლა იწყებოდა კონტრაქტის გაფორმებიდან ე.ი. 2017 წლის 28 ივლისიდან და სრულდებოდა 2021 წლის 28 ივლისს.

 

კონტრაქტის 7.3 პუნქტით განისაზღვრა ,,სამხედრო მოსამსახურის" ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი, კერძოდ, თუ ,,სამხედრო მოსამსახურე" ამ კონტრაქტის მოქმედების განმავლობაში ვადამდე იქნებოდა დათხოვნილი საკონტრაქტოსამსახურიდან პირველი ორი წლის გავლის პერიოდში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას ის უპირობოდ გახდებოდა ვალდებული კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან 10 დღის ვადაში), ჯარიმის სახით აუნაზღაურებინა ,,სამინისტროსათვის" 3000 (სამი ათასი) ლარი.

 

ი------–------–---–-ა 11.02.2019 წლის პირადი პატაკის საფუძველზე მოითხოვა კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა, რაც დაკმაყოფილდა და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 28.02.2019 წლის №--- ბრძანების თანახმად, ი------–------–---–- გათავისუფლდა თანამდებობიდან ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის (პირადი პატაკით) და ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა მართვის ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 4 სექტემბრის №--- ბრძანების პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

ი------–------–---–- კონტრაქტის გაფორმებიდან ამავე კონტრაქტის დარღვევამდე (ვადამდე შეწყვეტამდე) ნამსახურები აქვს ორ წელზე ნაკლები, შესაბამისად სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ მას ეკისრება ფინანსური პასუხისმგებლობა კონტრაქტის 7.3. პუნქტის მიხედვით 3000 ლარის ოდენობით, რაც მას ამ დრომდე არ აუნაზღაურებია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე ი------–------–---–- არც შესაგებელი არ შემოუტანია და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ,,სამხედრო მოსამსახურე“ ი------–------–---–- შორის 2017 წლის 28 ივლისს დაიდო კონტრაქტი ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ, სამხედრო სამსახურის გავლის თაობაზე და გენერალური შტაბის უფროსის 04.08.2017 წლის №---- ბრძანებით ი------–------–---–- გაწვეული იქნა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. სამხედრო სამსახურის ვადა წინამდებარე კონტრაქტის 3.2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრა 4 წლით, რომლის ვადის ათვლა იწყებოდა კონტრაქტის გაფორმებიდან ე.ი. 2017 წლის 28 ივლისიდან და სრულდებოდა 2021 წლის 28 ივლისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ი------–------–---–- შორის 2017 წლის 28 ივლისს დადებული კონტრაქტი; , (იხ.მტ. ს.ფ.14-21).

ბ. გენერალური შტაბის უფროსის 04.08.2017 წლის N5--- ბრძანება; (იხ.მტ. ს.ფ.22).

 

3.2. კონტრაქტის 7.3 პუნქტით განისაზღვრა ,,სამხედრო მოსამსახურის" ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი, კერძოდ, თუ ,,სამხედრო მოსამსახურე" ამ კონტრაქტის მოქმედების განმავლობაში ვადამდე იქნებოდა დათხოვნილი საკონტრაქტოსამსახურიდან პირველი ორი წლის გავლის პერიოდში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას ის უპირობოდ გახდებოდა ვალდებული კონტრაქტისშეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან 10 დღის ვადაში), ჯარიმის სახით აუნაზღაურებინა ,,სამინისტროსათვის" 3000 (სამი ათასი) ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ი------–------–---–- შორის 2017 წლის 28 ივლისს დადებული კონტრაქტი(იხ.მტ. ს.ფ.14-21).

 

3.3. ი------–------–---–-ა 11.02.2019 წლის პიარდი პატაკის საფუძველზე მოითხოვა კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა, რაც დაკმაყოფილდა და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 28.02.2019 წლის №--- ბრძანების თანახმად, ი------–------–---–- გათავისუფლდა თანამდებობიდან ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის (პირადი პატაკით) და ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა მართვის ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 4 სექტემბრის №--- ბრძანების პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ა. 11.02.2019 წლის პირადი პატაკი; (დანართი N3), (იხ.მტ. ს.ფ.23).

ბ. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 28.02.2019 წლის N9-- ბრძანება; (დანართი№4); (იხ.მტ. ს.ფ.24).

 

3.4. ი------–------–---–- კონტრაქტის გაფორმებიდან ამავე კონტრაქტის დარღვევამდე (ვადამდე შეწყვეტამდე) ნამსახურები აქვს ორ წელზე ნაკლები, შესაბამისად სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ მას ეკისრება ფინანსური პასუხისმგებლობა კონტრაქტის 7.3. პუნქტის მიხედვით 3000 ლარის ოდენობით, რაც მას ამ დრომდე არ აუნაზღაურებია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ა. თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითი ბატალიონის 05.03.2019 წლის N------ ცნობა, (იხ.მტ. ს.ფ.25-26).

ბ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ი------–------–---–- შორის 2017 წლის 28 ივლისს დადებული კონტრაქტი; (იხ.მტ. ს.ფ.14-21).

გ. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 28.02.2019 წლის N9-- ბრძანება; ; (იხ.მტ. ს.ფ.24).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.

 

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 05 აპრილის N119 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების“ თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროგრამიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად ჯარების მომზადების დონის განსაზღვრა, სამხედრო კადრების მომზადება.

 

,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას, ხოლო ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე, რაც სახელმწიფოს მხრიდან მის მატერიალურ, სოციალურ და სამედიცინო უზრუნველყოფას გულისხმობს.

 

ამდენად, სამხედრო კადრების მომზადება, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიული, დისციპლინური, მაღალკვალიფიციური სამხედრო პერსონალით, წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო უფლებამოსილებას და მისი უშუალო, პირდაპირი ფუნქციაა, ანუ ამ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას და სწორედ ამ მიზნით არის დადებული ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელე ითხოვს სადავო თანხების ანაზღაურებას, რის გამოც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში ერთის მხრივ თავდაცვის სამინისტროს და მეორეს მხრივ მოპასუხე ი------–------–---–- შორის გაფორმდა ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ, რომლითაც განისაზღვრა ორივე მათგანის როგორც უფლებები, ისე ვალდებულებები.

 

ხოლო ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და “სამხედრო მოსამსახურე“ ი------–------–---–- შორის 2017 წლის 28 ივლისს დაიდო კონტრაქტი ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხერო სამსახურის გავლის შესახებ, სამხედრო სამსახურის გავლის თაობაზე და გენერალური შტაბის უფროსის 04.08.2017 წლის №---- ბრძანებით ი------–------–---–- გაწვეული იქნა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. სამხედრო სამსახურის ვადა წინამდებარე კონტრაქტის 3.2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრა 4 წლით, რომლის ვადის ათვლა იწყებოდა კონტრაქტის გაფორმებიდან ე.ი. 2017 წლის 28 ივლისიდან და სრულდებოდა 2021 წლის 28 ივლისს.

 

კონტრაქტის 7.3 პუნქტით განისაზღვრა ,,სამხედრო მოსამსახურის" ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი, კერძოდ, თუ ,,სამხედრო მოსამსახურე" ამ კონტრაქტის მოქმედების განმავლობაში ვადამდე იქნებოდა დათხოვნილი საკონტრაქტოსამსახურიდან პირველი ორი წლის გავლის პერიოდში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას ის უპირობოდ გახდებოდა ვალდებული კონტრაქტისშეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან 10 დღის ვადაში), ჯარიმის სახით აუნაზღაურებინა ,,სამინისტროსათვის" 3000 (სამი ათასი) ლარი.

 

ი------–------–---–-ა 11.02.2019 წლის პიარდი პატაკის საფუძველზე მოითხოვა კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა, რაც დაკმაყოფილდა და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 28.02.2019 წლის №--- ბრძანების თანახმად, ი------–------–---–- გათავისუფლდა თანამდებობიდან ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის (პირადი პატაკით) და ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა მართვის ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 4 სექტემბრის №--- ბრძანების პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

ი------–------–---–- კონტრაქტის გაფორმებიდან ამავე კონტრაქტის დარღვევამდე (ვადამდე შეწყვეტამდე) ნამსახურები აქვს ორ წელზე ნაკლები, შესაბამისად სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ მას ეკისრება ფინანსური პასუხისმგებლობა კონტრაქტის 7.3. პუნქტის მიხედვით 3000 ლარის ოდენობით, რაც მას ამ დრომდე არ აუნაზღაურებია.

 

7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელი დაკმაყოფილდა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უცვლელი.

 

8. საპროცესო ხარჯები:

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად მოპასუხე მხარეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-2, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ი------–------–---–-( პ/ნ 4----------- დაეკისროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ ჯარიმის თანხის 3000 (სამი ათასი) ლარის გადახდა.

 

3. ი------–------–---–- ( პ/ნ 4----------- დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

4. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.

 

5. გადაწყვეტილება გადაეგზავნოს მხარეებს.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის ქ.№7ა), ახალციხის რაიონული სასამართლოს (ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№62) მეშვეობით.

 

მოსამართლე გია ბერაია