გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.03.2019
საქმის ნომერი
010210013297255
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
29.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210013297255

საქმე №2-1513/13

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29 მარტი, 2019 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე

სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე

მოსარჩელე ნ------- ჩ----ე

წარმომადგენელი ჯ------- ქ--------–-–---–ი

მოსარჩელე გ----–- ჯ----–ი

წარმომადგენელი ჯ------- ქ--------–-–---–ი

მოპასუხე ჯ--–--- ბ-----ე

წარმომადგენელი ბ------ ბ-----ე, მ--–---- ა----–--ე

დავის საგანი ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაეკისროს მოპასუხე ჯ--–--- ბ-----ეს ნ------- ჩ----ის და გ----–- ჯ----–ის სასარგებლოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურება 215 270 აშშ დოლარის ოდენობით. (იხ. განცხადება სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შესახებ).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე სარჩელს არ ცნობს და მოითხოვს, რომ უარი ეთქვას მოსარჩელეებს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ნ------- ჩ----ის და გ----–- ჯ----–ის თანასაკუთრებაში ირიცხება ქ. ბათუმში, ლ--------------ს ქN104/106-ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ამონაწერი.

 

3.1.2. გ----–- ჯ----–ის და ნ------- ჩ----ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, კერძოდ ქ. ბათუმი, ლ--------------ს ქN108-ში განთავსებულია მოპასუხე ჯ--–--- ბ-----ის საკუთრებაში რიცხული საცხოვრებელი სახლი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა -განმარტება.

- საჯარო რეესტრის ამონაწერები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმი, ლ--------------ს ქN108-ში მდებარე ჯ--–--- ბ-----ის საკუთრებაში რიცხული საცხოვრებელი სახლი წარმოდგენდა ორსართულიან ნაგებობას, რომელზედაც ჯ--–--- ბ-----ეს სურდა მესამე სართულის და მანსარდის დაშენება. აღნიშნულის გამო 2007 წელს მისი დაკვეთით ჩატარდა ადგილის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა.

 

2007 წლის 13 სექტემბერს შპს „აჭ------–---------ის“ ინჟინერ-გეოლოგის ს. მ--–-------ის მიერ შედგენილი იქნა საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა ქ. ბათუმი, ლ--------------ს ქN108-ში მდებარე ჯ--–--- ბ-----ის საკუთრებაში რიცხულ საცხოვრებელ სახლზე დამატებით მესამე სართულისა და მანსარდის დაშენებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ დასკვნაში მითითებული იქნა, რომ ადგილის საინჟინრო-გეოლოგიური პირობები არახელსაყრელი იყო პროექტით გათვალისწინებული რეკონსტრტუქციის თვალსაზრისით, რაც დაკავშირებული იყო საძირკველთა საფუძველში ძალზე დაბალი მზიდუნარიანობის ძლიერ დატორფიანებული თიხნარის არათანაბარი სიმძლავრის შრის განლაგებით. დასკვნის თანახმად რეკონსტრუქციის შემდეგ შესაძლოა საფუძველში განვითარებულიყო მნიშვნელოვანი სიდიდის დამატებითი ჯდენები, რითაც საფრთხე შეექმნებოდა აგრეთვე უშუალოდ მომიჯნავე საცხოვრებელ სახლებსაც. შესაძლოა მომხდარიყო მათი „ჩათრევა“ და მაშინ მომიჯნავე საცხოვრებელ სახლების კედლებზე შეიძლება თავი ეჩინა ბზარებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა -განმარტება.

- საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა. 13.09.2007წ.

- ს. მ--–-------ის განმარტება. (იხ. სხდომის ოქმი)

 

3.2.2. მიუხედავად ზ/აღნიშნული საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნისა, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2009 წელს ჯ--–--- ბ-----ის მიერ მაინც დაიწყო მის საკუთრებაში რიცხული საცხოვრებელი სახლის, მდებარე ქ. ბათუმი, ლ--------------ს ქN108-ში სარეკონსტრუქციო სამუშაოები. აღნიშნული სარეკონსტრუქციო სამუშაოები ითვალისწინებდა საცხოვრებელ სახლზე მანსარდის ტიპის სართულის დაშენებას და შენობის უკანა ფასადის მხრიდან ორსართულიანი ნაწილის მიშენებას.

 

სასამართლო იზიარებს მოსარჩელეების მტკიცებას იმის თაობაზე, რომ სწორედ ჯ--–--- ბ-----ის მიერ სარეკონტრუქციო სამუშაოების დაწყების შემდეგ იჩინა თავი ბზარებმა მათ საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლის კედლებზე, მდებარე ქ. ბათუმი, ლ--------------ს ქN104-106-ში.

 

როგორც საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით, ადგილზე ვიზუალური დათვალიერებით, წარმოდგენილი ფოტოსურათებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით დასტურდება, 2009-2012 წლების განმავლობაში ლ--------------ს ქN104-106-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის პირველ და მეორე სართულის მზიდ კედლებზე გაჩენილია 1-4 მმ გახსნილობის ჰორიზონტალური და დახრილი ბზარები, ადგილობრივად გრძივი და განივი კედლების შეუღლების კუთხეებში გაჩენილია ვერტიკალური ბზარები, გ----–- ჯ----–ის ბინაში გარე კედელი მოცილებულია ზეძირკველს და მათ შორის გაჩენილია ჰორიზონტალური ნაპრალი, ორივე სართულზე გადახურვები გადახრილია ლ--------------ს ქN108-ში მდებარე ნაკვეთისაკენ, შიდა ეზოში ბეტონის იატაკზე მეზობელ ნაკვეთზე აშენებული სახლის პარალელურად გახსნილია ნაპრალი, სველ წერტილებში დაბზარულია კერამიკული ფილები.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 05 სექტემბრის N030736-2012/03/2 დასკვნაში მითითებულია, რომ ქ. ბათუმში, „ლ--------------ს ქN108-ში მდებარე შენობის პროექტის, როგორც საინჟინრო-გეოლოგიური, ასევე კონსტრუქციული ნაწილი არ არის შესრულებული სამშენებლო ნორმების მოთხოვნების შესაბამისად. ქ. ბათუმში, ლ--------------ს ქN104-106-ში მდებარე შენობის, ქუჩის მხრიდან მარჯვნივ მდებარე გრძივი კედელის მხარეს არსებული დეფორმაციების და განვითარებული ბზარების ძირითად მიზეზად შეიძლება ვივარაუდოთ არასრულყოფილი საინჟინრო-გეოლოგიური გამოკვლევა, პროექტის კონსტრუქციულ ნაწილში ქვაბულის გამაგრების არ არსებობა, რომელიც თავის მხრივ დაფუძნებული უნდა ყოფილიყო რეალური საწყისი მონაცემებით შესრულებულ ნაგებობების ურთიერთგავლენის ამოცანის გაანგარიშებით მიღებულ შედეგებზე, ასევე არსებული შენობის უშუალოდ მომიჯნავედ, ლ--------------ს ქN108-ში მდებარე შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოების დროს ქვაბულის ამოღებამდე მეზობლად მდებარე შენობის უსაფრთხოებისათვის გამაგრებითი სამუშაოების არ ან არასრულყოფილი ჩატარება“.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 7 ნოემბრის N041056-2012/03/2 დასკვნაში კი მითითებულია, რომ ქ. ბათუმში, ლ--------------ს ქN104-106-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე განვითარებული ჯდენითი დეფორმაციები გამოწვეულია მიმდებარე მიწის ნაკვეთზე ლ--------------ს ქN108-ში მდებარე საცხოვრბელი სახლზე 2009-2011 წლებში განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოებით, რომელიც ჩატარდა საპროექტო დოკუმენტაციიდან გადახვევით და რომელიც არ ითვალისწინებდა 3-3,5 მ სიღრმის ქვაბულის ამოჭრას. ამავე დასკვნაში მითითებულია, რომ დასკვნის შედგენის დროისათვის ქ. ბათუმი, ლ--------------ს ქN104-106-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარება 2012 წლის აგვისტოს თვის მდგომარეობასთან შედარებთ გაუარესებულია, მაგრამ მზიდ კედლებში წარმოქმნილი ბზარები იმ ეტაპისათვის საფრთხის შემცველი არ არის.

 

კომპანია - „დ.ი----------------ს“ 2013 წლის 25 მაისის კონსტრუქციული კვლევის თანახმად ქ. ბათუმში, ლ--------------ს ქN104-106-ში მდებარე ნ------- ჩ----ის და გ----–- ჯ----–ის საკუთრებაში რიცხული საცხოვრებელი სახლის კედლებზე, ჭერში და იატაკზე ყოფილი ბზარები განაგრძობენ ინტენსიურ ზრდას და ისინი უკვე წარმოადგენენ ძალიან საშიშ ბზარებს. აღნიშნულ კვლევაში მითითებულია, რომ ლ--------------ს ქN108-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიშენება-დაშენების პროცესში პროექტიდან გადახვევის და მშენებლობის ტექნიოლოგიის დარღვევის გამო გ----–- ჯ----–ის და ნ------- ჩ----ის საცხოვრებელი სახლი საგრძნობლად გადახრილია N108 საცხოვრებელი სახლის მიმართულებით. ამასთან აღნიშნული დასკვნის თანახმად ლ--------------ს ქN104-106-ში მდებარე სახლი აღდგენას არ ექვემდებარება და საცხოვრებლად უვარგისია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ლ--------------ს ქN104-106-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და იგი გამოწვეულია მოპასუხე ჯ--–--- ბ-----ის მიერ 2009-2011 წლებში წარმოებული სამშენებლო - სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა -განმარტება.

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 7 ნოემბრის N041056-2012/03/2 დასკვნა.

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 05 სექტემბრის N030736-2012/03/2 დასკვნა.

- ადგილზე დათვალიერების ოქმი.

- კომპანია „დ. ი----------------ს“ კონსტრუქციული კვლევა.

- ექსპერტების და სპეციალისტების ჩვენებები.

 

3.2.3. დადგენილია, რომ 2014 წელს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ კვლავ ჩატარდა დამატებითი საინჟინრო ექსპერტიზა. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 14 ნოემბრის N006238814 დასკვნაში მითითებულია, რომ ლ--------------ს ქN104-106-ში მდებარე დაზიანებული შენობა აღდგენას ექვემდებარება. დეფორმირებული კონსტრუქციების გამოსწორების საკითხები კი გათვალისწინებული უნდა იქნეს გამაგრება-გაძლიერების კონსტრუქციულ პროექტში. ამავე დასკვნის თანახმად აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების დროს დამატებითი კონსტრუქციების მოწყობის შემთხვევაში საცხოვრებელი სახლის სასარგებლო ფართი შესაძლებელია უმნიშვნელოდ შემცირდეს, რაც სავარაუდოდ შეამცირებს სახლის ღირებულებას. ამასთან აღდგენითი სამუშაოების ღირებულების ოდენობა შესაძლებელია დადგინდეს მხოლოდ გამაგრება-გაძლიერების კონსტრუქციული პროექტით შედგენილი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით. კონსტრუქციული პროექტი კი უნდა დამუშავდეს შენობის დეტალური გამოკვლევის შედეგების საფუძველზე, რაც დაკავშირებულია მნიშვნელოვან ხარჯებთან. რაც შეეხება ლ--------------ს ქN104-106-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის იდენტური სახლის აშენების ღირებულებას, ექსპერტი მიუთითებს, რომ იგი სრულფასოვნად შესაძლოა დადგინდეს მხოლოდ შესაბამისი პროექტის მიხედვით დამუშავებული ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს არსებული შენობის დემონტაჟის ხარჯებიც.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა -განმარტება.

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 14 ნოემბრის N006238814 დასკვნა.

 

3.2.4. საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო სრულად იზიარებს მოსარჩელეების მტკიცებას, რომ ქ. ბათუმში, ლ--------------ს ქN104-106-ში მდებარე მათ საკუთრებაში რიცხული საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა ამჟამად არადამაკმაყოფილებელია. საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოწვეულია მოსარჩელეების სახლის მომიჯნავედ მდებარე მოპასუხე ჯ--–--- ბ-----ის საკუთრებაში რიცხულ საცხოვრებელ სახლზე 2009-2011 წლებში წარმოებული სამშენებლო სამუშაოებით. ასევე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეების საკუთრებაში რიცხული საცხოვრებელი სახლის მოპასუხის ბრალით გამოწვეულ დაზიანებამდე არსებულ მდგომარეობაში მოსაყვანად საჭიროა ან დაზიანებულ საცხოვრებელ სახლს ჩაუტარდეს გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები, ან მოხდეს უკვე დაზიანებული სახლის დემონტაჟი და იდენტური საცხოვრებელი სახლის აშენება. აღნიშნულისათვის კი საჭიროა დადგინდეს ღირებულება, თუ რა თანხები იქნება საჭირო დაზიანებული შენობის ან აღდგენა- გამაგრებითი სამუშაოების წარმოებისთვის და ან მისი დემონტაჟის და ახალის აშენებისათვის.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 14 ნოემბრის N006238814 დასკვნის თანახმად ლ--------------ს ქN104-106-ში მდებარე დაზიანებული სახლის იდენტური (ძველის შესაბამისი) საცხოვრებელი სახლის აშენების ღირებულება სრუფასოვნად შეიძლება დადგინდეს მხოლოდ შესაბამისი პროექტის მიხედვით დამუშავებული ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე. იმავე ადგილას იდენტური საცხოვრებელი სახლის აშენების შემთხვევაში ღირებულების განსაზღვრის დროს ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს არსებული შენობის დემონტაჟი. ასევე ამავე დასკვნის თანახმად აღდგენა-გაძლიერების სამუშაოების ღირებულების ოდენობაც უნდა დადგინდეს მხოლოდ კონსტრუქციული პროექტით დადგენილი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით. კონკრეტული პროექტი უნდა დამუშავდეს შენობის დეტალური გამოკვლევის შედეგების საფუძველზე, რაც დაკავშირებულია მნიშვნელოვან ხარჯებთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა -განმარტება.

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 14 ნოემბრის N006238814 დასკვნა.

- ექსპერტების და სპეციალისტების ჩვენება.

 

3.2.5. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ზ/აღნიშნული ექსპერტიზის დაკვნებიდან გამომდინარე, მოპასუხე ჯ--–--- ბ-----ის დაკვეთის საფუძველზე, შპს ”აჭ------–---------ის” სპეციალისტების მიერ მომზადდა სამშენებლო დოკუმენტაციის პროექტი ქ. ბათუმში, ლ--------------ს ქN104-106-ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის აღდგენაზე, გამოკვლეული იქნა ზ/აღნიშნული საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგრადობა, შედგენილი იქნა შესაბამისი დასკვნა და აღნიშნული დასკვნის და პროექტის მიხედვით შედგენილი იქნა ხარჯთაღრიცხვა. როგორც შედგენილი ხარჯთაღრიცხვებით და ინჟინერ-ხარჯთაღმრიცხველის თ----- ტ------–ის მიერ ხარჯთაღრიცხვებზე გაკეთებული განმარტებითი ბარათებით დგინდება, ხარჯთაღრიცხვა შედგა როგორც ქ. ბათუმი, ლ--------------ს ქN104-106-ში მდებარე დაზიანებული საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გამაგრებით სამუშაოებზე, ასევე შედგენილი იქნა ხარჯთაღრიცხვა ქ. ბათუმში, ლ--------------ს ქN104-106-ში მდებარე დაზიანებული საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის და იმავე ადგილად ახალი იდენტური (დაზიანებამდე არსებული) საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე.

 

წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვების თანხმად ქ. ბათუმში, ლ--------------ს ქN104-106-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის აღდგენითი სამუშაოების მთლიანი ღირებულება დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 99643,78 ლარს, ხოლო ქ. ბათუმში, ლ--------------ს ქN104-106-ში მდებარე დაზიანებული საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის და იდენტური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მთლიანი ღირებულება შეადგენს 140 561,38 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა -განმარტება.

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 14 ნოემბრის N006238814 დასკვნა.

- ექსპერტების და სპეციალისტების ჩვენება.

- შპს ”აჭ------–---------ის” სამშენებლო დოკუმენტის პროექტი ქ. ბათუმში, ლ--------------ს ქN104-106-ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის აღდგენაზე.

- გამოკვლევა ქ. ბათუმში, ლ--------------ს ქN106-ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის ტექნიკურ მდგრადობაზე.

- თ. ტ------–ის განმარტებითი ბარათები.

- შპს „აჭ------–---------ის“ ხარჯთაღრიცხვა ქ. ბათუმში, ლ--------------ს ქN104-106-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის აღდგენით სამუშაოებზე.

- შპს „აჭ------–---------ის“ ხარჯთაღრიცხვა ქ. ბათუმში, ლ--------------ს ქN104-106-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე.

 

3.2.6. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 01 მაისის N002808918 დასკვნის თანახმად ვინაიდან ქ. ბათუმში, ლ--------------ს ქN104-106-ში მდებარე დაზიანებული საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება შეზღუდული სამშენებლო პირობებიდან გამომდინარე დაკავშირებულია მნიშვნელოვან სირთულეებთან და ასთანავე მათი განხორციელებასათვის აუცილებელია პირველ სართულზე მასტაბური სადემონტაჟო და შემდგომ სამშენებლო სამუშაოების შესრულება, ამიტომ შენობის გამაგრება-გაძლიერება მიჩნეული იქნა გაუმართლებლად. აღნიშნული დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწვეულმა ექსპერტებმა და სპეციალისტებმაც. აღნიშნული დასტურდება ქ. ბათუმში, ლ--------------ს ქN104-106-ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის გამაგრება-გაძლიერების პროექტის შედგენასთან დაკავშირებით ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ტექნიკური ანგარიშის შესწავლითაც.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა -განმარტება.

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 01 მაისის N002808918 დასკვნა.

- სპეციალისტების და ექსპერტების ჩვენებები.

- ქ. ბათუმში, ლ--------------ს ქN104-106-ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის გამაგრება-გაძლიერების პროექტის შედგენასთან დაკავშირებით ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ტექნიკური ანგარიში.

 

3.2.7. მოსარჩელეებმა წარმოადგინეს კომპანია „დ.ი----------------ს“ სპეციალისტების დ. ზ---------ის, რ. კ----ის, ვ. ვ---–----ის მიერ შედგენილი 2018 წლის 19 მაისის წერილი, სადაც მითითებულია, რომ მათ მიერ 2018 წლის 19 მაისს დათვალიერებული იქნა ქ. ბათუმი, ლ--------------ს ქN104-106-ში მდებარე მოსარჩელეების საცხოვრებელი სახლი და დაასკვნეს, რომ აღნიშნული საცხოვრებელი სახლი აღდგენას არ ექვემდებარება. მათ მიზანშეწონილად მიიჩნიეს სახლის დემონტაჟი და მის ადგილას ანალოგიური ფართის, კერძოდ 418 კვმ ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. აღნიშნული წერილის თანახმად სულ ლ--------------ს ქ N104-106-ში მდებარე დაზიანებული საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი და მის ნაცვლად ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა საპროექტო სამუშაოებთან ერთად შეადგენს 215 270 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს, თუმცა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ზ/აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმომწერმა პირებმა განმარტებს, რომ აღნიშნული თანხა მათ მიერ გამოანგარიშებული იქნა ზოგადად ბაზარზე არსებული ფასებიდან და კონკრეტულად მათ მიერ არ ყოფილა ეს ციფრი დაანგარიშებული ქ. ბათუმში, ლ--------------ს ქN104-106-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სამშებელო პროექტის შესაბამისად შედგენილი და გათვლილი. შესაბამისად არ ყოფილა მათ მიერ გაკეთებული ხარჯთაღრიცხვა საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე. ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეების მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი სადაო ნაგებობის კონსტრუქციული პროექტის შესაბამისად დამუშავებული ხარჯთაღრიცხვა.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის დანაწესზე და განმარტავს, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა ის, რომ მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზეც, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთი პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. შესაბამისად, გადაწყვეტილება იქნება იმ შინაარსისა, რა შინაარსის გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას შექმნის მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

 

გარდა იმისა, რომ მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, რომელი ფაქტობრივი გარემოება, რომელი მტკიცებულებით დაადასტურონ, საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლმა მხარეები დაავალდებულა თვითონ წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების დადგენაში სასამართლო ხელმძღვანელობს მტკიცებულებებით. მხარეები ერთანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. სასამართლოს შინაგან რწმენას უქმნის მყარი მტკიცებულებები. მართალია ზეპირი განმარტებაც მტკიცებულებაა, მაგრამ ზეპირი განმარტებით გაცხადებული ფაქტები დადგენილად ითვლება მხოლოდ მაშინ, თუ ის სადაო არაა. გარემოებათა სადაოობისას მხოლოდ ზეპირი განმარტება არაა საკმარისი. ასეთი მტკიცებულების სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელეების მტკიცებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხის მიერ მათზე მიყენებული ზიანი შეადგენს 215 270 აშშ დოლარს, ვინაიდან ქ. ბათუმში, ლ--------------ს ქN104-106-ში მდებარე დაზიანებული საცხოვრებელი სახლის დემონტაჟს და აღნიშნულის ადგილას იმავე ფართის ახალი საცხოვრებელი სახლის აშენებას (დაზიანებამდე არსებული მდგომარეობით) სჭირდება სწორედ 215 270 აშშ დოლარი.

 

როგორც საქმეში წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე ინჟინერ-ხარჯთაღმრიცხველის თ----- ტ------–ის მიერ შედგელი ხარჯთაღრიცხვით დგიდება მოსარჩელეების საკუთრებაში რიცხული დაზიანებული საცხოვრებელი სახლის დემონტაჟისა და მისი პირვადელი სახით აშენების მთლიანი ღირებულება შეადგენს 140 561,38 ლარს, შესაბამისად ის ზიანიც, რომელიც მიადგა მოსარჩელეებს მოპასუხის ქმედებით შეადგენს 140 561,38 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 14 ნოემბრის N006238814 დასკვნა.

- შპს ”აჭ------–---------ის” სამშენებლო დოკუმენტის პროექტი ქ. ბათუმში, ლ--------------ს ქN104-106-ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის აღდგენაზე.

- გამოკვლევა ქ. ბათუმში, ლ--------------ს ქN106-ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის ტექნიკურ მდგრადობაზე.

- თ. ტ------–ის განმარტებითი ბარათები.

- შპს „აჭ------–---------ის“ ხარჯთაღრიცხვა ქ. ბათუმში, ლ--------------ს ქN104-106-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე.

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 01 მაისის N002808918 დასკვნა.

- სპეციალისტების და ექსპერტების ჩვენებები.

- ქ. ბათუმში, ლ--------------ს ქN104-106-ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის გამაგრება-გაძლიერების პროექტის შედგენასთან დაკავშირებით ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ტექნიკური ანგარიში.

- „დ.ი----------------ს“ სპეციალისტების დ.ზ---------ის, რ. კ----ის, ვ. ვ---–----ის მიერ შედგენილი 2018 წლის 17 მაისის წერილი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ნ------- ჩ----ის და გ----–- ჯ----–ის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოპასუხე ჯ--–--- ბ-----ეს უნდა დაეკისროს მოსარჩელეების სასარგებლოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურება 140 561,38 ლარის ოდენობით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 992-ე, 408-ე, 409-ე, 412-ე მუხლებით. ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 105-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო იზიარებს მოსარჩელეების მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაყენების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992 მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამდენად აღნიშნული მუხლით იმპერატიულადაა განსაზღვრული თუ როდის შეიძლება დაეკისროს დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება მხარეს. კერძოდ აღნიშნული მუხლის თანახმად, პირს ზიანის ანაზღაურება ეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, ანუ თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს მიუძღვის.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო (შემდგომში – სსსკ) 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ.:საქართველოს უზენაესი სასამართლოს 18.10.2017წ. განჩინებაში მოცემული მსჯელობა საქმეზე №ას-1127-10472017დასაქმეზე №ას-189-189-2018);

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, სწორედ ჯ--–--- ბ-----ის მიერ ქ. ბათუმში, ლ--------------ს ქN108-ში მდებარე მის საკუთრებაში რიცხულ საცხოვრებელ სახლზე განხორციელებულმა სარეკონსტრუქციო სამუშაოებმა გამოიწვია მოსარჩელეების ნ------- ჩ----ის და გ----–- ჯ----–ის საკუთრებაში რიცხული საცხოვრებელი სახლის დაზიანება, ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ ჯ--–--- ბ-----ის მიერ მოსარჩელეებზე მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 140 561,38 ლარს, რადგან სწორედ მოცემული თანხებია საჭირო ნ------- ჩ----ის და გ----–- ჯ----–ის საკუთრებაში რიცხული საცხოვრებელი სახლის იმ კონდიციამდე მისაყვანად, რომელიც არსებობდა ჯ--–--- ბ-----ის მიერ მშენებლობის დაწყებამდე და გ----–- ჯ----–ის და ნ------- ჩ----ის საცხოვრებელი სახლის დაზიანებამდე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი ადგენს, რომ იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409 მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი ხარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. ამასთან სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლით იმპერატიულად არის განსაზღვრული, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ არსებობს ყველა ზ/აღნიშნული გარემოება მოპასუხე ჯ--–--- ბ-----ეზე მოსარჩელეების სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით 140 561,38 ლარის დაკისრების თაობაზე.

 

6.2. გარდა ზ/აღნიშნულისა სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად დადგენილია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები.

 

მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის განაწილებასთან დაკავშირებით სასამართლო უთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია; ამავე კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე კი დადგენილია, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლოს თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეულის ვარგისიანობისა და სამართლებრვი წონადობის თაობაზე;

 

სსსკ-ის 172-ე მუხლის შესაბამისად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვალს განჩინებაში მოცემულიმსჯელობასაქმეზე №ას-72-72-2018);

 

6.3. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კუთხით სასამართლომ საკმარისად გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, ასევე ერთიანობაში შეაფასა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები და ის ხარჯთაღრიცხვები, რომლითაც დასტურდება მიყენებული ზიანის ოდენობა. სასამართლომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაადგინა ის გარემოება, რომ ზიანი გამოწვეული იქნა უშუალოდ ჯ--–--- ბ-----ის მიერ მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული დამატებითი მშენებლობებით. შესაბამისად სახეზეა დელიქტური ვალდებულების წარმოშობის ყველა კომპონენტი, რაც მოპასუხეზე ზიანის დაკისრების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ სრულად ვერ შეძლო მისი მტკიცების ტვირთის რეალიზება, რაც გულისხმობს იმას, რომ მოსარჩელე მხარის მიერ დადასტურებული იქნა მოპასუხის ბრალი ზიანის დადგომაში, თუმცა მის მიერ ვერ დადასტურდა სარჩელში მითითებული ოდენობით ზიანის არსებობა.

 

აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიკვლია რა სასამართლო სხდომაზე ისინი სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, მიიჩნევს, რომ არსებობს მოსარჩელეების სასარჩელო მოთხოვნების ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

მოცემული შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ გაწეული იქნა შემდეგი სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯები: სარჩელის წარმოებაში მისაღებად გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 3000 ლარი.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის, სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით მოპასუხე ჯ--–--- ბ-----ეს უნდა დაეკისროს მოსარჩელეების სასარგებლოდ მოსარჩელეების მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 3000 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ნ------- ჩ----ის და გ----–- ჯ----–ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. ჯ--–--- ბ-----ეს დაეკისროს მოსარჩელეების ნ------- ჩ----ის და გ----–- ჯ----–ის სასარგებლოდ 140 561,38 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხე ჯ--–--- ბ-----ეს დაეკისროს მოსარჩელეების ნ------- ჩ----ის და გ----–- ჯ----–ის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 3000 ლარის ოდენობით.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე