გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/3237-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
09 აგვისტო, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მადი ჩანტლაძე
სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი
მოსარჩელე - გო----------–---–ი
წარმომადგენელი - გი---------ა
მოპასუხე - შო----–--–--ე
წარმომადგენელი - თე--------------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხის შო----–--–--ისათვის მოსარჩელის გო----------–---–ის სასარგებლოდ 5 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება;
1.2. მოპასუხის შო----–--–--ისათვის მოსარჩელის გო----------–---–ის სასარგებლოდ 6480 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.
სარჩელში განმარტებულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით საქმეზე №2/12031-15 დაკმაყოფილდა მოსარჩელეების შო----–--–--ისა და მა------------ის სარჩელი ნაწილობრივ და ბათილად იქნა ცნობილი შო----–--–--ის წარმომადგენელს, მა------------ესა და გო----------–---–ს შორის 2009 წლის 5 ივნისს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რის შედეგადაც შო----–--–--ეს საკუთრებაში უნდა დაბრუნებოდა უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე: თბილისი, დი---------ის მიმდებარედ, ნაკვეთი №9/12, 640 კვ.მ, საკადასტრო კოდით 01.18.05.009.0--.
აღნიშნული გადაწყვეტილება გო----------–---–მა გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 04 ივლისის განჩინებით (საქმეზე №2ბ/4797-16) გო----------–---–ს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. გო----------–---–მათბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 08 იანვრის განჩინებით (საქმეზე №ას-1144-1064-2017) გო----------–---–ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
ზემოხსენებული სასამართლო გადაწყვეტილებებით უდავოდ არის დადგენილი, რომ ნასყიდობის საგანი, უძრავი ნივთი მდებარე მისამართზე: თბილისი, დი---------ის მიმდებარედ, ნაკვეთი №9/12, 640 კვ.მ, საკადასტრო კოდით 01.18.05.009.0--, გაიყიდა 5000 აშშ დოლარად. სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე დადგენილია, რომ შო----–--–--ემ (რომელსაც მინდობილობით წარმოადგენდა მა------------ე), უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების სანაცვლოდ მიიღო კონკრეტული ფულადი ანაზღაურება მოსარჩელისაგან, უსაფუძვლოდ მიღებული კი ექვემდებარება დაბრუნებას კრედიტორისათვის, კრედიტორს კი განსახილველ შემთხვევაში წარმოადგენს მოსარჩელე მხარე. მოპასუხეთა განცხადებით თანხა მათ მიიღეს სესხად, რომელიც უნდა დაებრუნებინათ ერთი თვის ვადაში, ხოლო ნასყიდობის საგანი უნდა გამოყენებულიყო იპოთეკის საგნად.
შო----–--–--ე სადავო გარიგების დადებისას წარმოადგენდა უძრავი ნივთის მესაკუთრეს, ხოლო მა------------ე წარმოადგენდა შო----–--–--ის ნდობით აღჭურვილ პირს. გოჩა მაჭარშვილი დებდა გარიგებას არა მა------------ესთან, არამედ შო----–--–--ესთან, რადგან მისი მიზანი ქონების ნასყიდობა იყო. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ნასყიდობის ფასის 5 000 აშშ დოლარის გადახდა.
2009 წლის 05 ივნისიდან (ბათილად ცნობილი გარიგების დადების დრო) 2017 წლის დეკემბრამდე პერიოდში, საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით წლიური საპროცენტო სარგებლის საშუალო მონაცემის მიხედვით, მოპასუხემ მოსარჩელის ხარჯზე დაზოგა ის საპროცენტო სარგებელი 6480 აშშ დოლარი, რაც როგორც მინიმუმ უნდა გადაეხადა კომერციული ბანკებისთვის კრედიტის აღების შემთხვევაში.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა. შესაგებელში მითითებულია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება გაუქმდა და თანხის გადახდა შო----–--–--ის სასარგებლოდ დაეკისრა ირინა ჩაგანავას.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2009 წლის 05 ივნისს შო----–--–--ის (გამყიდველი) წარმომადგენელს, მა------------ესა და გო----------–---–ს (მყიდველი) შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა 640,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე, თბილისში, დი---------ის მიმდებარედ (ნაკვეთი№9/21).
ხელშეკრულების მე-2 პუნქტის თანახმად, ნასყიდობის ფასად მიეთითა 5000 აშშ დოლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 20-26).
ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 27-29).
3.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით (საქმეზე №2/12031-15) დაკმაყოფილდა მოსარჩელეების შო----–--–--ისა და მა------------ის სარჩელი ნაწილობრივ და ბათილად იქნა ცნობილი შო----–--–--ის წარმომადგენელს, მა------------ესა და გო----------–---–ს შორის 2009 წლის 5 ივნისს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (რეესტრში რეგისტრაციის ნომერი 0--------) და შო----–--–--ეს საკუთრებაში უნდა დაბრუნებოდა უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე: თბილისი, დი---------ის მიმდებარედ, ნაკვეთი №9/12, 640 კვ.მ, საკადასტრო კოდით 01.18.05.009.0--; ირინა ჩაგანავას კი მა------------ის სასარგებლოდ დაეკისრა 5000 აშშ დოლარის გადახდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 04 ივლისის განჩინებით (საქმეზე №2ბ/4797-16) გო----------–---–ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 08 იანვრის განჩინებით (საქმეზე №ას-1144-1064-2017) გო----------–---–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 04 ივლისის განჩინებიის გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება (ს.ფ. 30-39).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 04 ივლისის განჩინება (ს.ფ. 40-53).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 08 იანვრის განჩინება (ს.ფ. 54).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებითა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 04 ივლისის განჩინებით დადგენილია, რომ მა------------ეს, როგორც შო----–--–--ის წარმომადგენელსა და გო----------–---–ს შორის, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას, მის არსებით პირობებზე შეთანხმება არ მომხადარა;
სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმება მოხდა, თუმცა, არა ხელშეკრულების მხარეებს შორის, არამედ, გო----------–---–სა და ირინა ჩაგანავას შორის, რომელიც არ წარმოადგენდა ხელშეკრულების მხარეს და შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების, მათ შორის არსებითი პირობების განსაზღვრის უფლებამოსილ პირს;
2009 წლის ივნისში გო----------–---–ს დაურეკა ირინა ჩაგანავამ და სთხოვა სესხი 5000 აშშ დოლარის ოდენობით, იმ პირობით, რომ გადაუფორმებდა მიწის ნაკვეთს; 2009 წლის 5 ივნისს გო----------–---–მა 5000 აშშ დოლარი გადასცა მა------------ეს; ირინა ჩაგანავა შეუთანხმდა მა------------ეს გო----------–---–ისაგან მიღებული 5000 აშშ დოლარი მიეცა მისთვის; გო----------–---–მა 5000 აშშ დოლარი სესხის სახით გადასცა ირინა ჩაგანავას (რომელსაც გააჩნდა გო----------–---–ის ვალი 30000 აშშ დოლარის ოდენობით);
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არ იყო ნების თანხვედრა, იმისათვის, რომ 2009 წლის 5 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება მიჩნეულიყო სესხისა და იპოთეკის ნასყიდობის ხელშეკრულებად, რომლის შესაბამისად გოჭა მაჭარაშვილმა 5000 აშშ დოლარი ასესხა შო----–--–--ეს ან მა------------ეს და აღნიშნული უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება.
აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილებითა და განჩინებით არ არის დადგენილი ფაქტი იმის შესახებ, რომ მა------------ემ, როგორც შო----–--–--ის წარმომადგენელმა, გო----------–---–ისაგან მიიღო თანხა 5000 აშშ დოლარი, ასევე არ არის დადგენილი ფაქტი იმის შესახებ, რომ თავად შო----–--–--ემ მიიღო გო----------–---–ისაგან თანხა 5000 აშშ დოლარის ოდენობით.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ გო----------–---–ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლით.
6. სამართლებრივი შეფასება
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს მოპასუხის შო----–--–--ისათვის 5 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრებას და სასრჩელო მოთხოვნას ამყარებს შო----–--–--ის (გამყიდველი) წარმომადგენელს, მა------------ესა და გო----------–---–ს (მყიდველი) შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობასა და ნასყიდობის საგანის (640,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე, თბილისში, დი---------ის მიმდებარედ (ნაკვეთი№9/21)) შო----–--–--ისათვის დაბრუნების გარემოებაზე; ასევე მოსარჩელე მიუთითებს გარემოებაზე, შო----–--–--ემ (რომელსაც მინდობილობით წარმოადგენდა მა------------ე), უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების სანაცვლოდ მიიღო კონკრეტული ფულადი ანაზღაურება გო----------–---–ისაგან.
სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს იმ საკითხის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი ([მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა). მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შემოაწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) საქმე №ას-1215-2018, 29 მარტი, 2019 წელი).
სსკ-ის 317-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამავე კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით კი, დადგენილია ქცევის იმგვარი წესი, რომლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. ნორმის მიზნიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა იმის თაობაზე, რომ კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას თუ, რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას (იხ, სუსგ, საქმეზე №ას-184-171-2015, 20, მაისი, 2016 წელი).
მოცემულ საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2009 წლის 05 ივნისს შო----–--–--ის (გამყიდველი) წარმომადგენელს, მა------------ესა და გო----------–---–ს (მყიდველი) შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა 640,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე, თბილისში, დი---------ის მიმდებარედ (ნაკვეთი№9/21); ხელშეკრულების მე-2 პუნქტის თანახმად, ნასყიდობის ფასად მიეთითა 5000 აშშ დოლარი; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით (საქმეზე №2/12031-15) დაკმაყოფილდა მოსარჩელეების შო----–--–--ისა და მა------------ის სარჩელი ნაწილობრივ და ბათილად იქნა ცნობილი შო----–--–--ის წარმომადგენელს, მა------------ესა და გო----------–---–ს შორის 2009 წლის 5 ივნისს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (რეესტრში რეგისტრაციის ნომერი 0--------) და შო----–--–--ეს საკუთრებაში უნდა დაბრუნებოდა უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე: თბილისი, დი---------ის მიმდებარედ, ნაკვეთი №9/12, 640 კვ.მ, საკადასტრო კოდით 01.18.05.009.0--; ირინა ჩაგანავას კი მა------------ის სასარგებლოდ დაეკისრა 5000 აშშ დოლარის გადახდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებითა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 04 ივლისის განჩინებით დადგენილია, რომ მა------------ეს, როგორც შო----–--–--ის წარმომადგენელსა და გო----------–---–ს შორის, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას, მის არსებით პირობებზე შეთანხმება არ მომხადარა; ასევე დადგენილია, რომ გო----------–---–მა 5000 აშშ დოლარი სესხის სახით გადასცა ირინა ჩაგანავას: მა------------ემ მიიღო გო----------–---–ისაგან 5000 აშშ დოლარი, რაც გადასცა ირინა ჩაგანავას. ამასთან დადგენილია, რომ ირინა ჩაგანავას დაეკისრა მა------------ისათვის 5000 აშშ დოლარის გადახდა.
გარიგების (ხელშეკრულების) ბათილობისას დგება უკვე განხორციელებული შესრულების უკუქცევის საკითხი ანუ, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა-რესტიტუცია. აღნიშნული გულისხმობს, რომ გარიგებას ეცლება ის იურიდიული ზემოქმედება, რაც მან მოახდინა. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით, სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. ასევე, აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე (საქმე №ას-184-171-2015 20 მაისი, 2016 წელი).
აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილებითა და განჩინებით არ არის დადგენილი ფაქტი იმის შესახებ, რომ მა------------ემ, როგორც შო----–--–--ის წარმომადგენელმა, გო----------–---–ისაგან მიიღო თანხა 5000 აშშ დოლარი, ასევე არ არის დადგენილი ფაქტი იმის შესახებ, რომ თავად შო----–--–--ემ მიიღო გო----------–---–ისაგან თანხა 5000 აშშ დოლარის ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის დასაკმაყოფილებლად აუცილებელი გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა გადაცემული უნდა ყოფილიყო შო----–--–--ისათვის, სხვაგვარად, ქონება უნდა აღმოჩენილიყო ვითომ-კრედიტორის ქონებრივ სფეროში, სადაც არსებობის საფუძველი არ გააჩნდა, სახეზე არ გვაქვს.
შესაბამისად, არ არსებობს უსაფუძვლო გამდიდრების დამცავი ფუნქციით აღჭურვილი ნორმების გამოყენების აუცილებელი წინაპირობები (არ არსებობს ყველა ელემენტი).
სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც არ დაკმაყოფილდა პირველი სასარჩელო მოთხოვნა და ამასთან, დადგენილია, რომ მხარეთა, გო----------–---–სა და შო----–--–--ეს შორის არ ყოფილა ნების თანხვედრა, იმისათვის, რომ 2009 წლის 5 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება მიჩნეულიყო სესხისა და იპოთეკის ნასყიდობის ხელშეკრულებად (რომლის შესაბამისად მიიჩნეოდა, რომ გოჭა მაჭარაშვილმა 5000 აშშ დოლარი ასესხა შო----–--–--ეს და აღნიშნული უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება), სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია იმსჯელოს მეორე სასარჩელო მოთხოვნის (5000 აშშ დოლარის გო----------–---–ის მიერ საკრედიტო დაწესებულებაში განთავსების შედეგად საპროცენტო სარგებლის დარიცხვით მისაღები შემოსავალის) საფუძვლიანობაზე.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. გო----------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
4. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე მადი ჩანტლაძე