გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080310019003018729
საქმე N3/268-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 აგვისტო, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლელა მილდენბერგერი
სხდომის მდივანი - ანა გაბრიჭიძე
მოსარჩელე - მ------- ხ--–-–---–ი
წარმომადგენელი - გ----------------–--–ი
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი
წარმომადგენელი - ნ----------------ე
მესამე პირი (ასკ-ის მე-16.2 მუხლი) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი - ჯ----–-----------–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 13 ივლისის №04/40539 გადაწყვეტილება.
1.3. დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს აღუდგინოს მ------- ხ--–-–---–ს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 25 მაისის წელთა ნამსახურების მიხედვით სახელმწიფო კომპენსაცია, 30 წლის შრომის საერთო სტაჟის გათვალისწინებით, 2018 წლის 01 ივნისიდან 2019 წლის 01 იანვრამდე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 25 მაისის წელთა ნამსახურების მიხედვით სახელმწიფო კომპენსაცია, 30 წლის შრომის საერთო სტაჟისა და კანონით დადგენილი ოდენობის გათვალისწინებით 2019 წლის 01 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
1.4. დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს მ------- ხ--–-–---–ის აუნაზღაუროს უფლებამოსილების გადამეტებით კუთვნილი კომპენსაციიდან უსაფუძვლოდ დაკავებული 880 ლარი.
2. მხარეთა პოზიციები:
2.1. მოსარჩელის პოზიცია:
მოსარჩელის განმარტებით, მ------- ხ--–-–---–ი 1993 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის 19 იანვრამდე მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და ზღვრული ასაკის შესრულების გამო დაითხოვეს სამხედრო სამსახურიდან. მისი კალენდარულ წელთა ნამსახურება შეადგენდა 19 წელს, 9 თვეს და 14 დღეს. კომპენსაციის დასანიშნად კი საჭირო იყო შეიარაღებულ ძალებში 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელთა ნამსახურობის სტაჟი.
,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო სპეციალური დაცვის სპეციალური სამხედროდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991 წლიდან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკი გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია. აღნიშნულ მოთხოვნას ყოველმხრივ აკმაყოფილებდა მ------- ხ--–-–---–ი.
2017 წლის 20 აპრილს მოსარჩელემ განცხადებით მიმათა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, წარუდგინა სამხედრო ბილეთის, შრომის წიგნაკის, დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლები და ითხოვა შუამდგომლობა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან, როგორც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში შესულს 1991 წლიდან 1995 წლამდე, ზემოაღნიშნული მუხლზე მითითებით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ’’ და საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/5 ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების დანიშვნისა და გაცემის წესის’’ მე-2 დანართის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე 2017 წლის 25 მაისს დაამტკიცა მ------- ხ--–-–---–ის სახელმწიფო კომპენსაციისათვის წელთა ნამსახურობის ანგარიში: სამხედრო სავალდებულო სამსახური - 02 წელი, 00 თვე და 06 დღე; სამხედრო სამსახურის საქართველოს თავდაცვის სამინისტროში - 00 წელი, 05 თვე და 26 დღე; სამხედრო სამსახური საქართველოს თავდაცვის სამინისტროში - 17 წელი, 03 თვე და 12 დღე; სულ ნამსახურობა 19 წელი, 09 თვე და 11 დღე. წელთა ნამსახურობის მე-2 ფურცელზე 1996 წელს 16 ოქტომბრის N430 საქართველოს კანონის მე-11 მუხლის ,,ა’’ პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად მითითებულია შრომის საერთო სტაჟი - საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაწვევამდე 10 წელი, 08 თვე და 13 დღე. ამავე ფურცელზე შეჯამებულია შეიარაღებულ ძალებში 19 წელი, 09 თვე და 14 დღე და საქართველოს შეირაღებულ ძალებში გაწვევამდე 10 წელი, 08 თვე და 13 დღე, რომელმაც შეადგინა 30 წელი, 05 თვე და 27 დღე, აღნიშნულის საფუძველზე მ------- ხ--–-–---–ს კანონიერად დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია.
2018 წლის 29 მაისს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გვერდის ავლით მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც მ------- ხ--–-–---–ს წელთა ნამსახურობის ანგარიშში 30 წელი თვითნებურად შეუმცირა 20 წელით, რის გამოც 80 ლარით შეუმცირდა მ------- ხ--–-–---–ს სახელმწიფო კომპენსაცია და ამასთან, დააკისრა ზედმეტად მიღებული 880 ლარის უკან დაბრუნება, 304 ლარის კომპენსაციიდან ყოველთვიურად 60,80 ლარის დაკავებით.
აღნიშნულს მოსარჩელე არ ეთანხმება და ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას.
2.2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ამავე სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, დაეთანხმა შესაგებელში დაფიქსირებულ გარემოებებს და მიიჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
2.3. მესამე პირის პოზიცია:
მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და დაეთანხმა შესაგებელში დაფიქსირებულ გარემოებებს.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. დადგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის j-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2017 წლის 29 მაისის მიმართვით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ქ. ქუთაისის სოციალური მომსახურების ცენტრს გაგეგზავნა შეტყობინება და მ------- ხ--–-–---–ის საბუთები მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით. მიმართვას ახლდა წელთა ნამსახურობის ანგარიში და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 20 იანვრის N65 ბრძანების ასლი.
j-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 25 მაისის სამხედრო მოსამსახურის დათხოვის (ამორიცხვის) შესახებ მონაცემების თანახმად, მ------- ხ--–-–---–ი დათხოვნილია ზღვრული ასაკის მიღწევის გამო, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 20 იანვრის N65 ბრძანებით. შრომის სტაჟი 2012 წლის 19 იანვრისთვის შეადგენს კალენდარულ 30 წელი, 05 თვე, 27 დღე, სულ - 30 წელი, 05 თვე, 27 დღე.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მე-2 ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის ფინანსისტის მიერ გაცემული სახელმწიფო კომპენსაციისათვის წელთა ნამსახურობის ანგარიშის თანახმად დადგენილია, რომ მ------- ხ--–-–---–ის სახელმწიფო კომპენსაციისათვის წელთა ნამსახურობის ანგარიში შეადგენს: სამხედრო სავალდებულო სამსახური 20.10.1980-26.10.1982 წლები - 02 წელი, 00 თვე და 06 დღე; სამხედრო სამსახურის საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 16.02.1993-12.08.1993 წელი - 00 წელი, 05 თვე და 26 დღე; სამხედრო სამსახური საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 07.10.1994-12.01.2012 წლები - 17 წელი, 03 თვე და 12 დღე; სულ ნამსახურობა - 19 წელი, 09 თვე და 11 დღე. შრომის სტაჟი - 10 წელი, 08 თვე და 13 დღე. სულ საერთო შრომის სტაჟი - 30 წელი, 05 თვე და 27 დღე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის j-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2017 წლის 29 მაისის მიმართვა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 13);
- j-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 25 მაისის სამხედრო მოსამსახურის დათხოვის (ამორიცხვის) შესახებ მონაცემები (იხ. ტომი 1, ს.ფ. 17);
- საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მე-2 ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის ფინანსისტის მიერ გაცემული სახელმწიფო კომპენსაციისათვის წელთა ნამსახურობის ანგარიში (იხ. ტომი 1, ს.ფ. 14-17);
- შრომის წიგნაკი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 18-23);
3.2. დადგენილია, რომ მ------- ხ--–-–---–ს 2017 წლის 1 ივლისიდან დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია.
დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით, მ------- ხ--–-–---–ს კომპენსაციიდან დაუკავდა სახელმწიფოს სასარგებლოდ დანიშნული კომპენსაცია - 304 ლარი, დასაკავებელი თანხა: 01/06/2018-დან, სულ დაკავებული თანხა - 880 ლარი; თვეში დასაკავებელი თანხა - 60,80 ლარი; ჩასარიცხი კომპენსაცია - 01/06/2018 დან, თვეში გაიცემა - 243,20 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები, შესაგებელი, 2018 წლის 13 ივლისის N04/40539 გადაწყვეტილება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 65-76, ს.ფ. 78-81);
- 29.05.2018 წლის გადაწყვეტილება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 217);
3.3. დადგენილია, რომ მ------- ხ--–-–---–მა 2018 წლის 4 ივნისს მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს განცხადებით და მიუთითა, რომ არ ეთანხმება სახელმწიფო კომპენსაციის დაკავებას/შემცირებას.
აღნიშნულ განცხადებაზე მ. ხ--–-–---–ს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 12 ივნისის N04-06/6544 წერილით ეცნობა, რომ მისი ძალოვან სტრუქტურაში ნამსახურების სტაჟი შეადგენს 19 წელს, 4 თვესა და 14 დღეს, შესაბამისად სახელმწიფო კომპენსაცია მას უნდა დანიშვნოდა 20 წლის სტაჟით და არა 30 წლის სტაჟით. ამდენად შეცდომით მითითებულმა სტაჟმა გამოიწვია მხარისთვის ზედმეტად 80 ლარის გაცემა (ნაცვლად 384 ლარისა მ. ხ--–-–---–ის სახელმწიფო კომპენსაცია შეადგენს 304 ლარს). შესაბამისად მ. ხ--–-–---–ის ზედმეტად მიღებული კომპენსაცია შეადგენს 880 ლარს, რის გამოც სახელმწიფო კომპენსაციის დაკავება მოხდება დანიშნული თანხის 20%-ით დავალიანების დაფარვამდე.
აღნიშნული წერილი მ------- ხ--–-–---–მა გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, რომლის 2018 წლის 13 ივლისის N04/40539 გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივრის ავტორს უარი ეთქვა უთხრა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 24);
- N04-06/6544 წერილი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 25);
- საჩივარი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 34-37);
- N04/40539 გადაწყვეტილება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 39-42);
3.4. 2018 წლის 26 ივლისის მიმართვით/განცხადებით ირკვევა, რომ მ------- ხ--–-–---–მა მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ითხოვა დაევალებინა სააგენტოსთვის სადავო საკითხის გადასაწყვეტად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება და თავდაცვის სამინისტროსთან ერთად 1996 წლის 16 ოქტომბრის N430-1ს საქართველოს კანონის მე-11 მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად ერთობლივად მ. ხ--–-–---–ის საერთო შრომითი სტაჟის და კომპენსაციის ოდენობის გარკვევა. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით ირკვევა, რომ სამინისტრომ აღნიშნული განცხადება/საჩივარი გადააგზავნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 13 აგვისტოს N04/44779 გამოცემული წერილით ირკვევა, რომ მურამან ხ--–-–---–ს და მის წარმომადგენელს გ----------------–--–ს განემარტათ, რომ 2018 წლის 26 ივლისის N7232 განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მ------- ხ--–-–---–ის სახელმწიფო კომპენსაციით უზურუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხს, სააგენტოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. შესაბამისად, განცხადებაში დასმული საკითხის ხელმეორედ განხილვას სამართლებრივი საფუძვლები სააგენტოს არ გააჩნდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 26 ივლისის მიმართვა/განცხადება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 153-155);
- 2018 წლის 13 აგვისტოს N04/44779 წერილი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 156);
3.5. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2018 წლის 21 ნოემბრის NMOD 8 18 01182733 და 2019 წლის 12 იანვრის NMOD 1 19 00023921 წერილებით ირკვევა, რომ მ------- ხ--–-–---–ის შრომის სტაჟის საერთო რაოდენობაა - 30 წელი, 05 თვე და 27 დღე, მ------- ხ--–-–---–ის შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურება შეადგენს - 19 წელს, 9 თვეს და 14 დღეს. აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მათ მიერ წარდგინების და წელთა ნამსახურების ნუსხის ხელახლა შედგენის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- NMOD 8 18 01182733 წერილი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 134);
- NMOD 1 19 00023921 წერილი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 185);
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს მ------- ხ--–-–---–ის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი; „ სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი, ,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N 46/ნ ბრძანება.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტზე მითითებით სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 13 ივლისის №04/40539 გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამრიგად, სასამართლომ უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან მ------- ხ--–-–---–ის მოთხოვნა - დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს აღუდგინოს მ------- ხ--–-–---–ს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 25 მაისის წელთა ნამსახურების მიხედვით სახელმწიფო კომპენსაცია, 30 წლის შრომის საერთო სტაჟის გათვალისწინებით, 2018 წლის 01 ივნისიდან 2019 წლის 01 იანვრამდე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 25 მაისის წელთა ნამსახურების მიხედვით სახელმწიფო კომპენსაცია, 30 წლის შრომის საერთო სტაჟისა და კანონით დადგენილი ოდენობის გათვალისწინებით 2019 წლის 01 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ასევე დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს მ------- ხ--–-–---–ის აუნაზღაუროს უფლებამოსილების გადამეტებით კუთვნილი კომპენსაციიდან უსაფუძვლოდ დაკავებული 880 ლარი.
6.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის თანახმად, საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო. ახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. ხოლო, მე-5.1 მუხლის თანახმად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო.
სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, მათ შორის ნამსახურობის წელთა მიხედვით. ამასთან, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.
სასამართლო მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.
ამრიგად, მოცემულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მ------- ხ--–-–---–ი მიეკუთვნება იმ პირთა წრეს ვინც ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის თანახმად ექვემდებარება სახელმწიფო კომპენსაციის შესაბამისი წესით და ოდენობით უზრუნველყოფას.
6.3. სასამართლო მიუთითებს (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი რედაქციით) „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
მითითებული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებია: ა) კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა; ბ) 65 წლის ასაკის მიღწევა; გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა; დ) მარჩენალის გარდაცვალება. ე) ოჯახის წევრის გარდაცვალება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ: სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, საგამოძიებო დეპარტამენტიდან და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით განსაზღვრულია იმ პირთა წრე, რომელიც ექვემდებარება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას, ესენია: ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში; სპეციალური წოდების მქონე პირები, რომლებიც მსახურობდნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში; ოფიცრები, მათ შორის, სამხედრო პროკურატურის, ყოფილი სახედრო ტრიბუნალის, სამხედრო სასამართლოს ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ ყოფილ სსრ კავშირის და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში, შინაგან, სასაზღვრო, სარკინიგზო, სამთავრობო კავშირგაბმულობის, სამოქალაქო თავდაცვის, სამხედრო-სამშენებლო ჯარებში, სახელმწიფო უშიშროების, საგარეო დაზვერვის, სამხედრო იუსტიციის ორგანოებში, სხვა კანონიერ სამხედრო ფორმირებებში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში და მათი ოჯახის წევრები, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით; რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით); პარტიზანები, მოხალისეები, პარტიზანული და მოხალისეთა რაზმების მეთაურები, რომელთა თანამდებობები შეესაბამებოდა ოფიცერთა თანამდებობებს; მეორე მსოფლიო ომში და სხვა შეიარაღებულ კონფლიქტებში დაღუპულ (უგზო-უკვლოდ დაკარგულ) ან იქ მიღებული ჭრილობის, დასახიჩრების, კონტუზიისა და სხვა დაავადების შედეგად გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრები; გარდაცვლილ სამხედრო პენსიონერთა ოჯახის წევრები; სხვა სახელმწიფოთა შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების მუშაკები და მათი ოჯახის წევრები საქართველოსა და ამ სახელმწიფოთა შორის დადებული ხელშეკრულების (შეთანხმების) საფუძველზე.
დადგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის j-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2017 წლის 29 მაისის წარდგინების საფუძველზე, მ------- ხ--–-–---–ს 2017 წლის 1 ივლისიდან დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია, რომელიც თვეში შედგენდა - 384 ლარს.
დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა 2018 წლის მაისის თვეში გამოავლინა უზუსტობა, კერძოდ მიიჩნია, რომ მ------- ხ--–-–---–ის წელთა ნამსახურობის ნუსხაში დაშვებულია მექანიკური შეცდომა, მ------- ხ--–-–---–ს მითითებული აქვს 30 წლიანი ნამსახურობის სტაჟი, ნაცვლად კალენდარული წელთა ნამსახურობის 19 წლის, 9 თვისა და 14 დღის ოდენობით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მითითებული მექანიკური შეცდომის გამოსწორების მიზნით მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მ------- ხ--–-–---–ს სახელმწიფო კომპენსაცია უნდა დანიშვნოდა 20 წლის წელთა ნამსახურობის სტაჟის მიხედვით და არა და არა 30 წლის ნამსახურობის სტაჟით.
შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით, მ------- ხ--–-–---–ს მიმართ დადგინდა, რომ მისი სახელმწიფო კომპენსაცია უნდა შეადგენდეს 304 ლარს (ნაცვლად 384 ლარის), განისაზღვრა დასაკავებელი თანხა 880 ლარის ოდენობით 01/06/2018 წლიდან, დასაკავებელი თანხა თვეში შედგენს - 60,80 ლარს; შესაბამისად, ჩასარიცხი კომპენსაცია - 01/06/2018 წლიდან, თვეში გასაცემად განისაზღვრა- 243,20 ლარი.
6.4. სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლზე, რომელიც ადგენს ????????, ??????? ??????? ????????????, ??????????? ?????????? ???????????? ????????????, ??????????? ????????? ????????????, ?????????? ?????? ?????????? ????????????, ??????????? ????????????????? ?? ????????? ??????????? ?????????? ????????????, ??????????? ??????????????? ?? ?????????? ???????????? ????????????, ??????????? ???????-????????? ?????? ???????????????? ???????? ?????????? ???????????? ?????????? ??????????????? ? ????????? ??????????? ??????? ???????????? ????????? ?????, ??????????? ???????? ??????????? ??????????? ?????????? ?????? ???????????????? ??????????????? ????? ???????????? ????????????? წესს. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც აქვთ ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის 20-ზე ნაკლები კალენდარული წელი, ამ მუხლის მიზნებისათვის ზემოაღნიშნულ ორგანოებში ნამსახურობის წლებად განესაზღვროთ 20 წელი.
„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლი, თავის მხრივ, ადგენს სამხედრო მოსამსახურისათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების განმსაზღვრელ პირობებს. მითითებული მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი;
(სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) ,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N 46/ნ ბრძანების N2 დანართის (სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესი) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომპენსაციის დანიშვნის შემდეგ ერთ-ერთ პირობას წარმოდგენს: საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991 დან 1995 წლამდე და დათხოვნილნი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და მეტი კალენდარული წელი.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას მ------- ხ--–-–---–ის წელთა ნამსახურობის ნუსხაში დაშვებულია მექანიკური შეცდომის არსებობაზე და მიუთითებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ დოკუმენტებზე, სადაც წელთა ნამსახურების გრაფაში მითითებულია 19 წელი, 09 თვე და 14 დღე, ასევე, ცალკე გრაფაშია მითითებული შრომის სტაჟი: 10 წელი, 08 თვე და 13 დღე, რაც საერთო ჯამში, 2012 წლის 19 იანვრისათვის, შრომის საერთო სტაჟის შეჯამებით შეადგენს - 30 წელს, 05 თვეს და 27 დღეს.
რაც შეეხება მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის წარმომადგენლის განმარტებას, რომ სახელმწიფო კომპენსაცია პირს ენიშნება მხოლოდ ნამსახურები წლების ანგარიშის მიხედვით, სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს აღნიშნულ მოსაზრებას და კვლავ მიუთითებს ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტზე და ,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N 46/ნ ბრძანების N2 დანართის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტზე. მითითებული ნორმატიული აქტების დანაწესებით ცალსახადაა განსაზღვრული იმ შემთხვევათა ჩამონათვალი, რომელთა არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია სახელმწიფო კომპენსაციის გაცემა (სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესი), კერძოდ - ... საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი;
მითითებული ნორმების განმარტების შედეგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ ნორმატიული აქტები სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას ერთდროულად რამოდენიმე პირობის არსებობას უკავშირდება, კერძოდ: 1) პირი სამხედრო სამსახურში ჩარიცხული უნდა იყოს 1991-1995 წლებში, 2) დათხოვნილი უნდა იქნეს ზღვრული ასაკის მიღწევის გამო, 3) უნდა ჰქონდეს შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და 4) შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს, რომ მოსარჩელე მ------- ხ--–-–---–ი: 1) 1993 წელს გაწვეული იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში და მიღებული იქნა სამხედრო სამსახურში 2) 2012 წლამდე მუშაობდა სამხედრო ძალების შემადგენლობაში და დათხოვნილი იქნა ზღვრული ასაკის მიღწევის გამო, 3) აქვს შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელზე მეტი (19 წელი, 09, თვე და 14 დღე, რაც კომპენსაციის დანიშვნის მიზნებისათვის ნამსახურობის წლებად განისაზღვრა 20 წლის ოდენობით) და 4) აქვს შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი (მოცემულ შემთხვევაში 30 წელი, 05 თვე და 27 დღე). შესაბამისად, მითითებული ნორმების თანახმად, მ------- ხ--–-–---–ის მონაცემები სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისათვის სრულად აკმაყოფილებს მითითებულ მოთხოვნებს.
რაც შეეხება მოპასუხის მიერ ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლზე მითითებას, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლი ადგენს პენსიის დანიშვნისათვის წელთა ნამსახურობის დაანგარიშების წესს, ანუ განსაზღვრავს თუ რომელ კონკრეტული ორგანოებში, სამსახურში მსახური შეიძლება ჩაითვალოს ,,წელთა ნამსახურობაში“.
სასამართლოს მოსაზრებით ,,წელთა ნამსახურობა“ და მისი ოდენობა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს, თუმცა ამასთან ერთად, ასევე განმსაზღვრელ კომპონენტებს წარმოადგენს ზემოთ მითითებული ნორმატიული აქტებში ჩამოთვლილი პირობები და მათ შორის, შრომის საერთო სტაჟი და მისი ოდენობა, სხვაგვარი განმარტება წინააღმდეგობაში მოვიდოდა მითითებული საკანონმდებლო ნორმებში მოცემულ შინაარსთან და მიზანთან, რადგან კანონმდებელმა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და დაანგარიშების ერთ-ერთ პირობად სწორადაც რომ შრომის საერთო სტაჟი მიუთითა.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გამო, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი აკმაყოფილებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტისა და ,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N 46/ნ ბრძანების N2 დანართის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს.
სასამართლო მიუთითებს, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამდენად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს სათანადოდ არ გამოიკვლია გარემოებები, მ------- ხ--–-–---–ის დაუსაბუთებლად უთხრა უარი მისი უფლების რეალიზებაზე.
6.5. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და შესაბამისი სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მ------- ხ--–-–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. ამდენად, იმისთვის, რომ სასამართლომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედება უკანონოდ მიიჩნიოს, უნდა დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედების (უმოქმედობის) კანონშეუსაბამობა. საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უსაფუძვლოდ ეთქვა მ------- ხ--–-–---–ს უარი ქმედების განხორციელების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-9, მე-12, 22-ე, 24-ე, 32-ე, 331-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ------- ხ--–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება.
3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 13 ივლისის №04/40539 გადაწყვეტილება.
4. დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს აღუდგინოს მ------- ხ--–-–---–ს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 25 მაისის წელთა ნამსახურების მიხედვით სახელმწიფო კომპენსაცია, 30 წლის საერთო სტაჟის გათვალისწინებით, 2018 წლის 01 ივნისიდან 2019 წლის 01 იანვრამდე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 25 მაისის წელთა ნამსახურების მიხედვით სახელმწიფო კომპენსაცია, 30 წლის საერთო სტაჟისა და კანონით დადგენილი ოდენობის გათვალისწინებით 2019 წლის 01 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
5. დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს მ------- ხ--–-–---–ის აუნაზღაუროს უფლებამოსილების გადამეტებით კუთვნილი კომპენსაციიდან უსაფუძვლოდ დაკავებული 880 ლარი.
6. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32/ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11/.
მოსამართლე ლელა მილდენბერგერი