გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.08.2019
საქმის ნომერი
130310019003055527
კატეგორია
დავის ტიპი
ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები
თარიღი
16.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-54-2019

(130310019003055527)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16 აგვისტო, 2019 წელი ქ. ხაშური

შესავალი ნაწილი

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მევლუდ ხათაშვილი

სხდომის მდივანი - ქეთევან ბარბაქაძე

მოსარჩელე - კ------- გ--–-–---–ი

მოპასუხე - სსიპ ქალაქ ხაშურის N8 საჯარო სკოლა

წარმომადგენელი - მ----- ხ------ე, ა-- ს-------ე

დავის საგანი: სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დადგენა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოსარჩელემ მოითხოვა დადგენილი იქნეს, რომ კ------- გ--–-–---–მა 1991 წელს დაამთავრა ა/კ რკინიგზის სადგურ ხაშურის N5 საშუალო სკოლა და მიიღო სრული ზოგადი განათლება.

 

მოსარჩელე უთითებს, რომ 1991 წელს დაამთავრა ა/კ რკინიგზის სადგურ ხაშურის N5 საშუალო სკოლა, ამჟამად ქალაქ ხაშურის N8 საჯარო სკოლა და მასზე გაიცა სრული ზოგადი განათლების ატესტატი N001856, რომელიც სურამში მომხდარი წყალდიდობის დროს დაკარგა. ატესტატის დუბლიკატის გაცემის მოთხოვნით მიმართა ქალაქ ხაშურის N8 საჯარო სკოლას, თუმცა სკოლისგან მიიღო უარი. მიმართა, ასევე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხაშურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს ატესტატის დუბლიკატის გაცემის მოთხოვნით, თუმცა 2019 წლის 28 მაისის N60/112/გ გადაწყვეტილებით ეთქვა უარი. მოსარჩელე უთითებს, რომ ქალაქ ხაშურის N 8 საჯარო სკოლაში ინახება ატესტატის გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალი, რომელშიც აღნიშნულია, რომ კ------- გ--–-–---–ზე გაიცა, როგორც საბაზო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი N0048856, ასევე 1990-1991 წლებში სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი N001856.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ქალაქ ხაშურის N8 საჯარო სკოლამ შესაგებელში სარჩელი ცნო და მიუთითა, რომ სკოლაში დაცულია ატესტატების გაცემის ჟურნალი, რომლითაც დასტურდება რომ კ------- გ--–-–---–ზე გაიცა N 001856 ატესტატი, აგრეთვე, 1990-1991 წლების სასწავლო ჟურნალი, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელე ნამდვილად სწავლობდა მე-11 კლასში. მოპასუხემ მიუთითა, რომ 1991 წელს სკოლას ერქვა ამიერკავკასიის (ა/კ) სადგურ ხაშურის ა. რაზმაძის სახელობის N5 საშუალო სკოლა, 2001 წელს სკოლის ნუმერაციასა და სახელში განხორციელდა ცვლილებები და დღეის მდგომარეობით სკოლის დასახელებაა სსიპ ქალაქ ხაშურის N8 საჯარო სკოლა.

 

3. მე-3 პირის პოზიცია

 

საქმეში მესამე პირი არ ჩართულა

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. 2001 წლის 29 აგვისტოს ქალაქ ხაშურის გამგეობის N460 დადგენილების საფუძველზე, ამიერკავკასიის (ა/კ) სადგურ ხაშურის ა.მ რაზმაძის სახელობის N5 საშუალო სკოლას ეწოდა ქალაქ ხაშურის N8 საშუალო სკოლა (ს.ფ. 20).

 

4.2. კ------- გ--–-–---–ი სწავლობდა ა/კ რკინიგზის სადგურ ხაშურის N5 საშუალო სკოლაში და 1988-1989 წელს გაიცა საბაზო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი N004856, ხოლო 1990-1991 წელს გაიცა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - N001856 ატესტატი (ი.ხ. სსიპ ქალაქ ხაშურის N8 საჯარო სკოლის წერილი, ს.ფ. 24).

 

4.3. მოსარჩელემ მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხაშურის სამოქალაქო რეეესტრის სამსახურს ატესტატის დუბლიკატის გაცემის მოთხოვნით. სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა 2019 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით კ------- გ--–-–---–ს სრული ზოგადი განათლების ატესტატის გაცემაზე უთხრა უარი (იხ. გადაწყვეტილება N 60/112/გ, ს.ფ. 22-23).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო თვლის, რომ კ------- გ--–-–---–ის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 08 ივნისის №113/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების გაცემის წესით“.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

7.2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის N113/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის“ მე-5 მუხლის მიხედვით, ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დუბლიკატის გამცემი ორგანოა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახური. იმავე წესის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების უფლების მქონე პირების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მოსწავლის მონაცემების არ-არსებობის შემთხვევაში ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მისაღებად პირს შეუძლია წარადგინოს ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი: ა) შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების ან საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს იმ პირის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაური, ნომერ ი და გამოცემის თარიღი, რომელზეც უნდა გაიცეს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დუბლიკატი; ბ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი ან სასამართლოს გადაწყვეტილება საბაზო ან სრული ზოგადი განათლების აღიარების შესახებ; გ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის ფაქტი.

 

7.3. როგორც სასამართლოს მიერ იქნა დადგენილი კ------- გ--–-–---–მა დაამთავრა ა/კ რკინიგზის სადგურ ხაშურის N5 საშუალო სკოლა, ამჟამად ქალაქ ხაშურის N8 საჯარო სკოლა და მასზე გაიცა სრული ზოგადი განათლების ატესტატი N001856. ამასთან, მის მიერ მიღებული განათლების დამადასტურებელი ადმინისტრაციული აქტი ვერ იქნა მოძიებული, რის გამოც იგი ითხოვს სამართლებრივი ურთიერთობის დადგენას სასამართლოს მიერ. ამდენად, მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და აღიარებულ იქნეს კ------- გ--–-–---–ის მიერ ქალაქ ხაშურის N8 საჯარო სკოლის დამთავრების ფაქტი.

 

8. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გადახდისაგან.

 

მოპასუხე სსიპ ქალაქ ხაშურის N8 საჯარო სკოლამ სარჩელი ცნო, როგორც სასამართლოს მთავარ სხდომამდე (შესაგებელში), ასევე სასამართლო სხდომაზეც. ამიტომ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 25-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 247-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით, სასამართლომ

 

გადაწყვიტა

 

1. კ------- გ--–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. დადგენილად იქნეს ცნობილი კ------- გ--–-–---–ის (პ/ნ 5----------) მიერ 1990-1991 სასწავლო წელს ა/კ რკინიგზის სადგურ ხაშურის ა. რაზმაძის სახელობის N5 საშუალო სკოლაში სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი;

 

3. კ------- გ--–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი. თანხა შეტანილია 2019 წლის 28 ივნისს სს „საქართველოს ბანკის“ მეშვეობით შემდეგ ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300463150;

 

4. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს მისი ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. №7ა) ხაშურის რაიონული სასამართლოს (ქ. ხაშური, კოსტავას 15) მეშვეობით.

 

მოსამართლე: მევლუდ ხათაშვილი