განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/5256-18
(#0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
05 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე
სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გი------ მი---–-ძე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მა----- ბი-----ს ძე სუ------ძე (დაბადებული - 1--- წლის 0-----–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #6----------, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული მისამართზე: ქო----–---ში, ხ---–--ს ქუჩა #--ში, ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ.თბილისში, ქა--------ის ქუჩა #--, ბინა #---ში), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ქვეშ მყოფი.
ადვოკატი - რე---- ჩ-----
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-3 ნაწილი.
დისპოზიცია: განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაცია, კერძოდ: განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაცია.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2018 წლის 0--------------ს, დაახლოებით 22:00 საათზე, მა----- სუ------ძემ, გა-------ის რაიონის სოფელ მა---------ის ტერიტორიაზე, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ჩართულ პირებზე, 345 172 დოლარის გადახდის პირობით, გაასაღა 1 073 750 ლარის საბაზრო ღირებულების 859 ყუთი (429 500 კოლოფი) „president slims super lights“-ის მარკის უაქციზო სიგარეტი.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. 2018 წლის 0--------------ს, დაახლოებით 22:00 საათზე, მა----- სუ------ძე შეეცადა, გა-------ის რაიონის სოფელ მა---------ის ტერიტორიაზე, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ჩართულ პირებზე, 345 172 დოლარის გადახდის პირობით, გაესაღებინა 1 073 750 ლარის საბაზრო ღირებულების 859 ყუთი (429 500 კოლოფი) „president slims super lights“-ის მარკის უაქციზო სიგარეტი.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მოწმეების საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რ--–---------------, დასაშვებობის, უტყუარობისა და მა----- სუ------ძის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია მა----- სუ------ძის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, თუმცა, სასამართლო არ ეთანხმება მა----- სუ------ძის ქმედების კვალიფიკაციას ბრალდების დადგენილებაში მითითებული სახით, კერძოდ, მის მიერ დამთავრებული დანაშაულის ჩადენას, რის გამოც მა----- სუ------ძის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,200-ე მუხლის მე-3 ნაწილზე.
4. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
4.1. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ბე--- ღვ----–---–მა განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უ--------------------------------–ის თანამდებობაზე. 2018 წლის 4-------------ს დაუკავშირდა ნაცნობი - ჯ----– სუ---- ოღ-–- და სთხოვა შეხვედრა. იგი ჯ----– სუ---- ოღ-–-ს შეხვდა მეორე დილას - 2018 წლის 5-------------ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ ორი პიროვნება - მა----- სუ------ძე და ლ-–- ვე---- გეგმავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით, დაახლოებით 800 ყუთი „PR------T SLIM“-ის მარკის უაქციზო სიგარეტის საქართველოში რეალიზაციას, ხოლო ერთი ბლოკის ღირებულება იყო 21 ლარი. აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ, მან პატაკით მიმართა ხელმძღვანელობას, რასთან დაკავშირებითაც გამოკითხულ იქნა მოწმის სახით. მოგვიანებით, ინფორმაციის დამუშავების პროცესში ასევე, მიიღო ინფორმაცია მა----- სუ------ძის და ლ-–- ვე----ს საკუთრებასა და სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონების ნომრების შესახებ, რომელთა საშუალებითაც ახორციელებდნენ საუბრებს აქციზური მარკის გარეშე სიგარეტის რეალიზაციასთან დაკავშირებით. მან აღნიშნულის შესახებ ასევე, პატაკით მიმართა ხელმძღვანელობას, რასთან დაკავშირებითაც გამოკითხულ იქნა მოწმის სახით.
4.2. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ჯ----– სუ---- ოღ-–-მ განმარტა, რომ მუშაობდა თარჯიმნად, რა დროსაც გაიცნო აზერბაიჯანელი პიროვნებები, რომლებიც დაინტერესებულები იყვნენ სიგარეტის შესყიდვით, ვინაიდან მყიდველი უკვე ჰყავდა, გადაწყვიტა სიგარეტის გამყიდველის მოძიება და შუამავლობით შემოსავლის მიღება. აღნიშნულთან დაკავშირებით გაიცნო ვინმე ზუ--------–- „მა-----“, რომელმაც 2018 წლის სე--------ის თვეში გააცნო როგორც მა----- სუ------ძე. 2018 წლის ოქ--------ის დასაწყისში დაურეკა მა----- სუ------ძემ და ხელსაყრელ ფასად შესთავაზა სიგარეტი, რის შემდეგაც 2018 წლის 3 ან 4-------------ს, სასტუმრო „რ--------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იგი შეხვდა მა----- სუ------ძეს და ლ-–- ვე----ს, რა დროსაც მა----- სუ------ძემ - ერთი ბლოკში 21 ლარის გადახდის სანაცვლოდ, შესთავაზა 800 ყუთი „PR------T SLIM“-ის მარკის უაქციზო, განუბაჟებელი სიგარეტი. ვინაიდან საუბარი იყო უაქციზო სიგარეტზე, მან მიმართა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მომუშავე ნაცნობს - ბე--- ღვ----–---–ს, რომელსაც მიწოდა ინფორმაცია, რომ მა----- სუ------ძე და ლ-–- ვე---- სთავაზობდნენ 800 ყუთ „PR------T SLIM“-ის მარკის უაქციზო სიგარეტს, ერთ ბლოკში 21 ლარის გადახდის პირობით და ნებაყოფლობით დათანხმდა ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას. კერძოდ: 2018 წლის 8-------------ს, საღამოს საათებში, მა----- სუ------ძის ინიციატივით, რათა დარწმუნებულიყო ნამდვილად ჰქონდა, თუ არა სიგარეტის შესაძენად საჭირო თანხა, სასტუმრო „რ--------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებაში ჩართული ი-----------------------–--ის - გი------ ტა------ის და გი------ ლხ----ის თანდასწრებით, შეხვდა მა----- სუ------ძეს და აჩვენა ოპერატიული მიზნებისათვის გამოყოფილი თანხა. ამის შემდეგ, მა----- სუ------ძემ უთხრა, რომ იმ დღით ვერ ახერხებდა ტ--------–იდან საქონლის გამოტანას და დაიბარა მეორე დილას ბ-- ტ--------–ის ახლოს, გა--------ის რაიონის სოფელ მა---------ში მდებარე ე.წ. „ტ---------ის“ ტერიტორიაზე. 2018 წლის 9 ოქ---------ს, დაახლოებით 09:00-10:00 საათზე, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებაში ჩართულ ი-----------------------–--თან - გი------ ტა------ესთან და გი------ ლხ----ესთან ერთად მივიდა ე.წ. „ტ---------ის“ ტერიტორიაზე, სადაც მა----- სუ------ძის მითითებით უნდა მომხდარიყო უაქციზო სიგარეტით დატვირთული სატვირთო ავტომობილის შესვლა და მათ მიერ ორგანიზებულ სატვირთო ავტომობილში გადატვირთვა. მა----- სუ------ძეს ძირითადად სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა მასთან, იგი უკავშირდებოდა და ეუბნებოდა, რომ საბაჟო დოკუმენტაციას აწესრიგებდა და საქონელს აგვიანდებოდა. ასევე, რამდენჯერმე უშუალოდაც იყო მისული ე.წ. „ტ---------ის“ ტერიტორიაზე, მათ შორის, ერთ-ერთი მისვლის დროს იგი ჩაჯდა მათ სამსახურებრივ ავტომანქანაში, რა დროსაც საუბარი იყო, თუ როგორ უნდა მომხდარიყო თანხის გადახდა, საქონლის მიტანა და გადმოტვირთვა. საბოლოოდ, შეთანხმდნენ, რომ თანხის გადახდა და საქონლის გადატვირთვა ერთდროულად უნდა მომხდარიყო და დაახლოებით 22:00 საათზე ე.წ. „ტ---------ის“ ავტოსადგომზე შევიდა საქონლით დატვირთული, ტენტიანი სატვირთო ავტომობილი. მა----- სუ------ძემ და სატვირთო ავტომობილის მძღოლმა, მისი და ი------------გ-----------– გი------ ლხ----ის თანდასწრებით, მარჯვენა გვერდიდან გახსნეს ტენტი, გადმოიღეს რამდენიმე ყუთი სიგარეტი, რომელთაგან მა----- სუ------ძემ გახსნა ერთი ყუთი, საიდანაც საჩვენებლად ამოიღო ერთი ბლოკი „PR------T SLIM“-ის მარკის უაქციზო სიგარეტი და გადასცა გი------ ლხ----ეს. აღნიშნულის შემდეგ, მა----- სუ------ძისთვის თანხის გადახდის მიზნით, ეს უკანასკნელი, ი------------გ-----------–- გი------ ლხ----ე და თავად ჩასხდნენ საგამოძიებო სამსახურის ავტომანქანაში, სადაც იმყოფებოდა ი------------გ-----------–--გი------ ტა------ე. ავტომანქანაში მან მა----- სუ------ძესთან დააზუსტა ყუთების რაოდენობა და საერთო ღირებულება - საუბარი იყო 859 ყუთზე, ყუთში მოთავსებული იყო 50 ბლოკი, ხოლო გადასახდელი იყო დაახლოებით 345.000 აშშ დოლარი, რის შემდეგაც გი------ ტა------ემ მა----- სუ------ძეს გადასცა ოპერატიული მიზნებისათვის გამოყოფილი კუპიურების ერთი შეკვრა - 10.000 აშშ დოლარი, რაც მა----- სუ------ძემ გადათვალა და გადათვლის დასრულებისთანავე მოხდა გი------ ტა------ის მიერ მისი დაკავება.
4.3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინაღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსმა ი-----------------------–--მა გი------ ტა------ემ და გი------ ლხ----ემ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტეს, რომ 2018 წლის 8-------------ს, პროკურორისა და უშუალო ხელმძღვანელის ზეპირსიტყვიერი დავალების საფუძველზე განსახილველ საქმესთან დაკავშირებით ჩაერთნენ ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებაში - განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის საკონტროლო შესყიდვაში. 2018 წლის 8-------------ს, საკონტროლო შესყიდვის განხორციელების მიზნით, მათი სამსახურის მიერ გამოყოფილ იქნა თანხა, რომლის კონვერტირება 100 000 აშშ დოლარად მოხდა გი------ ტა------ის და გ-----------– ლ-–- გა-----–---–ის მიერ, რაც წერილობით გადაეცა გი------ ტა------ეს. იმავე დღეს, მა----- სუ------ძის ინიციატივით, დაიგეგმა შეხვედრა, კერძოდ, ოპერატიულ ღონისძიებაში ჩართული პირები - გი------ ტა------ე, გი------ ლხ----ე და ჯ----– სუ---- ოღ-–-, სასტუმრო „რ--------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საგამოძიებო სამსახურის კუთვნილი ავტომანქანით, შეხვდნენ მა----- სუ------ძეს, რომელსაც გი------ ტა------ე და გი------ ლხ----ე ჯ----– სუ---- ოღ-–-მ გააცნო როგორც რუსი ინვესტორები. აღნიშნული შეხვედრის დროს, მათი თანდასწრებით, ჯ----– სუ---- ოღ-–- და მა----- სუ------ძე შეთანხმდნენ, რომ ჯ----– სუ---- ოღ-–-ს უნდა შეეძინა დაახლოებით 800 ყუთი „PR------T SLIM“-ის მარკის სიგარეტი და ერთ ბლოკში უნდა გადაეხადა 21 ლარი. საუბრისას მა----- სუ------ძე დაინტერესდა ნამდვილად ჰქონდა თუ არა თანხა ჯ----– სუ---- ოღ-–-ს, რის გამოც ამ უკანასკნელმა მას აჩვენა ოპერატიული მიზნებისათვის გამოყოფილი თანხა. ამასთან, მა----- სუ------ძე ჯ----– სუ---- ოღ-–-ს უთხრა, რომ იმ დღეს ვერ მოხერხდებოდა საქონლის გადაცემა და შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული შესყიდვა განხორციელებულიყო მეორე დღეს. 2018 წლის 9 ოქ---------ს, დაახლოებით 11:00 საათზე, მა----- სუ------ძის მითითებით, გი------ ტა------ე და გი------ ლხ----ე ჯ----– სუ---- ოღ-–-სთან ერთად, მივიდნენ გა-------ის რაიონის სოფელ მა---------ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ე.წ. „ტ---------ის“ ტერიტორიაზე, სადაც მა----- სუ------ძე მივიდა პა----- ჯი------ას კუთვნილი შავი ფერის „-–--------“ ფირმის ავტომანქანით, პა----- ჯი------ასთან და დაუდგენელ მესამე პირთან ერთად. ჯ----– სუ---- ოღ-–- გადავიდა მათთან და მოხდა მათ შორის გასაუბრება, ხოლო გი------ ტა------ე და გი------ ლხ----ე იმყოფებოდნენ სამსახურებრივ ავტომანქანაში. ოპერატიული მიზნებიდან გამომდინარე, ჯ----– სუ---- ოღ-–- პერიოდულად მიდიოდა მათთან და მისი და მა----- სუ------ძის საუბრის შესახებ ინფორმაციას აწვდიდა მათ, კერძოდ, თავდაპირველად, მა----- სუ------ძის მხრიდან იყო მოთხოვნა, რომ თანხის ნამდვილობის გადამოწმება მომხდარიყო საბანკო დაწესებულებაში, კერძოდ, ორივე მხარის თითო წარმომადგენელი წასულიყო საბანკო დაწესებულებაში და მას შემდეგ, რაც დადასტურდებოდა თანხის ნამდვილობა, მოხდებოდა საქონლის გადმოტვირთვა. აღნიშნულზე მათ განაცხადეს კატეგორიული უარი, რადგან იყო თანხის დაკარგვის რისკი. მა----- სუ------ძის მხრიდან ასევე, იყო მოთხოვნა, რომ საქონლის მესაკუთრისთვის გადასახდელი თანხა - 120 000 აშშ დოლარი წინასწარ მიეცათ, რაზეც მა----- სუ------ძეს ეთქვა უარი. საბოლოოდ, მა----- სუ------ძემ თანხის ნამდვილობის გადამოწმება აღარ მოითხოვა და შეთანხმდნენ, რომ თანხის გადაცემა მოხდებოდა მას შემდეგ, რაც საქონელი ადგილზე მივიდოდა. დაახლოებით 22:00 საათზე, ე.წ. „ტ---------ის“ ავტოსადგომზე შევიდა სიგარეტით დატვირთული სატვირთო ავტომობილი, რომელსაც შეჰყვა რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი. გი------ ლხ----ე ჯ----– სუ---- ოღ-–-სთან ერთად გადავიდა სამსახურებრივი ავტომანქანიდან და მა----- სუ------ძეს უთხრა, რომ ეჩვენებინა საქონელი, რათა დარწმუნებულიყო რაში იხდიდა თანხას. მა----- სუ------ძემ სატვირთო ავტომობილის მძღოლთან ერთად გახსნა მარჯვენა გვერდითა ტენტი, გი------ ლხ----ის მოთხოვნით სხვადასხვა ადგილიდან ჩამოიღო რამდენიმე ყუთი სიგარეტი, საიდანაც ერთი ბლოკი გადასცა ნიმუშად. სიგარეტი იყო „PR------T SLIM“-ის მარკის, უაქციზო. ამის შემდეგ, გი------ ლხ----ე, მა----- სუ------ძე და ჯ----– სუ---- ოღ-–- ჩასხდნენ საგამოძიებო სამსახურის ავტომანქანაში, სადაც იჯდა გი------ ტა------ე. ავტომანქანაში ჯ----– სუ---- ოღ-–-მ საბოლოოდ მა----- სუ------ძესთან დააზუსტა რა რაოდენობის სიგარეტი იყო და რა თანხა უნდა გადაეხადა, რაზეც მა----- სუ------ძემ უთხრა, რომ იყო „PR------T SLIM“-ის მარკის 859 ყუთი სიგარეტი, თითოეულ ყუთში იყო 50 ბლოკი და მისი მთლიანი ღირებულება შეადგენდა დაახლოებით 345 000 აშშ დოლარს. აღნიშნულის შემდეგ, გი------ ტა------ემ მა----- სუ------ძეს გადასცა 10 000 აშშ დოლარი, რომლის გადათვლის შემდეგ გი------ ტა------ის მიერ მოხდა მისი დაკავება.
4.4. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ჯ----– გა----ემ განმარტა, რომ არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჯ------ გრ----ის“ დამფუძნებელი, 100% წილის მფლობელი და დირექტორი. აღნიშნული კომპანიის საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს სხვადასხვა საქონლის, მათ შორის თამბაქოს ნაწარმის ექსპორტი და რეექსპორტი. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, აღნიშნულ „PR------T SLIM“-ის მარკის 859 სიგარეტთან დაკავშირებით მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა მას. მოწმის განმარტებით, 2018 წლის 08-------------ს, დაუკავშირდა მა----- სუ------ძე, რომელმაც გამოთქვა მის მიერ ბ-- „ტ--------–ში“ დასაწყობებული სიგარეტის შეძენის სურვილი. იგი შეხვდა მა----- სუ------ძეს, შეთანხმდნენ პირობებზე და 2018 წლის 0--------------ს, კანონმდებლობის სრული დაცვით, მისი კომპანიის სახელით განახორციელა ბ-- „ტ--------–ში“ დასაწყობებული „PR------T SLIM“-ის მარკის 859 სიგარეტის რეექსპორტის რეჟიმში მოქცევა. კერძოდ, მოწმემ დაადასტურა, რეექსპორტის სასაქონლო დეკლარაციის, სადაც იმპორტიორ კომპანიად მითითებულია თუ------–ი კომპანია LKD “A-----” და რომლის რეკვიზიტებიც მიაწოდა მა----- სუ------ძემ, ასევე, შესყიდვის ინვოისის, სატრანსპორტო ზედდებულის, გადასახდელების გადახდის დოკუმენტის, გადაზიდვის ნებართვის და საბაჟო ლუქის - მისი კომპანიის სახელით, მის მიერ საბაჟო ტ--------–ში წარდგენა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ დოკუმენტაციის მოწესრიგების შემდეგ, მისი თანდასწრებით მოხდა მა----- სუ------ძის მიერ ტ--------–ში შეყვ---ლი სატვირთო ავტომობილის დატვირთვა და დალუქვა, რის შემდეგაც დატვირთული ავტომობილი გამოვიდა ტ--------–იდან და ვინაიდან იყო გვიანი, მძღოლს აღნიშნული დატვირთული და დალუქული ავტომობილი უნდა გაეჩერებინა ტ--------–თან ახლოს მდებარე ავტოსადგომზე - ე.წ. „ტ---------ის“ ტერიტორიაზე, ხოლო როგორც კი გათენდებოდა უნდა წასულიყო თუ------ის მიმართულებით. თვითონ მეგობრის - მი----– ვა--–---–ის ავტომანქანით, სხვა მეგობრებთან ერთად უნდა გაჰყოლოდა უკან და მას შემდეგ, რაც ტვირთი დატოვებდა საქართველოს ტერიტორიას და გადავიდოდა თუ------ის ტერიტორიაზე, უნდა მომხდარიყო მისთვის თანხის გადახდა. სწორედ აღნიშნული თანხის ტრანსპორტირების მიზნით სთხოვა მეგობარს - მი----– ვა--–---–ს დახმარება და თუ------ის ტეროტორიაზე გაყოლა. მისი თქმით, აღნიშნულ თუ------– კომპანიასთან უშუალოდ მას შეხება არ ჰქო---, მას ურთიერთობა ჰქონდა მხოლოდ მა----- სუ------ძესთან, როგორც აღნიშნული კომპანიის წარმომადგენელთან. მოწმის განმარტებით, იგი მი----– ვა--–---–ის კუთვნილი ავტომანქანით უკან გაჰყვა ტ--------–იდან „ტ---------ის“ მიმართულებით მიმავალ სატვირთო ავტომობილს, რომელიც დატვირთული იყო რეექსპორტის რეჟიმში მოქცეული მისი კუთვნილი სიგარეტით, ხოლო აღნიშნულ ავტოსადგომზე შესვლისას დაინახა, რომ რეექსპორტის რეჟიმში მოქცეული სიგარეტით დატვირთულ სატვირთო ავტომობილს გვერდიდან უახლოვდებოდა უფრო პატარა ზომის სატვირთო ავტომანქანა და ასევე, დაინახა, რომ მა----- სუ------ძე და კიდევ რამდენიმე ადამიანი იდგნენ მანქანის ტენტთან, რომელიც იყო გახსნილი. აღნიშნულის დანახვისთანავე მან დაიყვირა, თუ რა ხდებოდა, რატომ და ვინ გახსნა ტენტი, რაზეც მა----- სუ------ძემ, რომელიც იქვე მდებარე მსუბუქ ავტომანქანაში ჯდებოდა, სთხოვა, რომ ცოტა ხანს ეცლია მისთვის. აღნიშნულიდან მცირე დროში კი, მოხდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მა----- სუ------ძის დაკავება.
4.5. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ლ---- ჯი------ამ განმარტა, რომ საკუთრებაში ჰყავს ტენტიანი, „--------–----“ მარკის სატვირთო ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით N------, მისაბმელის, სახელმწიფო ნორმით - N--1--, რომლის მეშვეობითაც გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ ახორციელებს ტვირთის გადაზიდვას. 2018 წლის ოქ--------ის დასაწყისში დაუკავშირდა ნაცნობი მა----- სუ------ძე, რომელმაც გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ შესთავაზა გეზი „თბილისის“ მიმდებარე ტერიტორიიდან სიგარეტის თუ------ის მიმართულებით გადატანა, რაზეც მან თანხმობა განაცხადა. 2018 წლის 0--------------ს, ბ-- საბაჟო ტ--------–ის საწყობში მის კუთვნილ სატვირთო ავტომობილში ჩაიტვირთა სიგარეტი, რის შემდეგაც დაილუქა ავტომობილი და ტ--------–იდან გასვლის შემდეგ, მა----- სუ------ძის მითითებით შევიდა სოფელ მა---------ში არსებულ ავტოსადგომზე, რა დროსაც ავტომანქანის მარცხენა მხრიდან შემოესმა ხმაური. იგი ავტომანქანის შემოწმების მიზნით გავიდა მარცხენა მხარეს, რა დროსაც გაიგო ჩოჩქოლი და როდესაც წინა მხარეს წამოვიდა, დაინახა, რომ მარჯვენა გვერდიდან მანქანის ე.წ. ტენტი გახსნილი იყო. მისი განმარტებით, იგი იმ ღამით უნდა წასულიყო თუ------ის მიმართულებით, ხოლო აღნიშნულ ავტოსადგომზე შესვლის მიზანი იყო ავტომანქანისთვის ზეთის შეცვლა. მისი თქმით, ტენტის გახსნა, ლუქის მთლიანობის დარღვევის გარეშე მის ავტომანქანაზე შეუძლებელი იყო.
4.6. ბრალდებულმა მა----- სუ------ძემ საქმის არსებითი განხილვის დროს წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ იგი არის დანაშაულის პროვოკაციის მსხვერპლი. კერძოდ, იგი 2018 წლის 0--------------ს სრულიად კანონიერად ახორციელებდა აღნიშნული სიგარეტის რეექსპორტს, რა დროსაც საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების დაჟინებული მოთხოვნით, ბრალდებული იძულებული გახდა გაეხსნა სატვირთო ავტომობილის ტენტი და ეჩვენებინა მათთვის საქონელი, თუმცა, იგი არ აპირებდა საქართველოში აღნიშნული საქონლის რეალიზაციას, არამედ მისი მიზანი იყო აღნიშნული სიგარეტის საზღვრებ გარეთ გატანა.
4.7. ფულადი ნიშნების დაფიქსირებისა და გადაცემის შესახებ 2018 წლის 8 ოქ--------ის ოქმის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინაღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსი გა---------–-ს ლ-–- გა-----–---–ის მიერ, ამავე სამმართველოს უფროსი ი------------გა---------–-ს გი------ ტა------ის მონაწილეობით განხორციელდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველოდან 2018 წლის 08-------------ს გამოთხოვილი თანხის - 261 900 (ორას სამოცდაერთი ათას ცხრაასი) ლარის კონვერტაცია აშშ დოლარში, რის შედეგადაც მიღებულ იქნა 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარი. აღნიშნული 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარის კუპიურები დაფიქსირდა ასლის გადამღები აპარატის მეშვეობით, რის შემდეგაც აღნიშნული თანხა გ-----------– ლ-–- გა-----–---–ის მიერ გადაეცა უფროს ი------------გ-----------–ს გი------ ტა------ეს.
4.8. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 0--------------ს, 22:03 საათზე, გა--------ის რაიონის სოფელ მა---------ში, თბილისის შემოსასვლელი გზის მ--- კილომეტრი, ე.წ. „ტ---------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინაღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსი ი------------გა---------–-ს გი------ ტა------ის მიერ დაკავებულ იქნა მა----- ბი-----ს ძე სუ------ძე, დაბადებული 1--- წლის 0-----–--ს (პ/ნ 6----------), ხოლო 2018 წლის 0--------------ს, 22:07 საათიდან - 23:05 საათამდე პერიოდში ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკისას, კერძოდ: მა----- სუ------ძის მარჯვენა ხელიდან ამოღებულ იქნა ოპერატიული ფულადი თანხა 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარი - 100 ცალი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა. ხოლო ჯინსის შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა „H-----“-ის ფირმის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული 1 ცალი სიმბარათით #5--------.
4.9. პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 0--------------ს, 22:05 საათიდან 22:20 საათამდე პერიოდში, გა--------ის რაიონის სოფელ მა---------ში, თბილისის შემოსასვლელი გზის მ--- კილომეტრი, ე.წ. „ტ---------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ლ---- ჯ----–ის ძე ჯი------ასთან, დაბადებული 1980 წლის 1---------ს, ჩატარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა შავი ფერის „-------“ ფირმის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული 1 ცალი სიმბარათით.
4.10. სატვირთო ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 0--------------ს, 22:23 საათიდან 2018 წლის 10 ოქ---------ს, 00:30 საათამდე პერიოდში, გა--------ის რაიონის სოფელ მა---------ში, თბილისის შემოსასვლელი გზის მ--- კილომეტრი, ე.წ. „ტ---------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ---- ჯი------ას მონაწილეობით, ჩატარდა მისი მართვის ქვეშ მყოფი „--------–----“ მარკის სატვირთო ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით N------, მისაბმელის, სახელმწიფო ნორმით - N--1-- ჩხრეკა, რა დროსაც მისაბმელიდან, რომელიც დახურულია ე.წ. ტენტით ამოღებულ იქნა „PR------T“-ის მარკის 859 ერთეული ყუთი აქციზურ მარკას დაქვემდებარებული უაქციზო სიგარეტი, რომლის თითო ყუთში მოთავსებულია 50 ბლოკი უაქციზო სიგარეტი, 858 ყუთი არის გაუხსნელ მდგომარეობაში, ხოლო ერთი ყუთი არის გახსნილ მდგომარეობაში და აკლია ერთი ბლოკი. აღნიშნულ ყუთში მოთავსებულია 49 ბლოკი უაქციზო სიგარეტი. აღნიშნულის შემდეგ ჩატარდა „--------–----“ მარკის სატვირთო ავტომანქანის სალონის ჩხრეკა, რა დროსაც მძღოლის გვერდით არსებულ მგზავრის სავარძლიდან ამოღებულ იქნა დოკუმენტაცია, კერძოდ: ქვითართან ერთად ანგარიში #4----, ქვითართან ერთად ანგარიში #4--, დეკლარაცია #С------, ინვოისი #0-------------, სატრანსპორტო ზედდებულები - ე.წ. “C--”, ინვოისი #0-------------. ამასთან, აღნიშნული ჩხრეკის ოქმის შენიშვნის თანახმად, ჩხრეკის დაწყებამდე ავტომანქანის მისაბმელზე დადებული იყო საბაჟო დეპარტამენტის რკინის ლუქი #G-------, რომლის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. ავტომანქანა შეღწევადი იყო მისაბმელსა და სალონს შორის ე.წ. „ტენტიდან“.
4.11. ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 10 ოქ---------ს, 00:35 საათიდან 00:55 საათამდე პერიოდში, გა--------ის რაიონის სოფელ მა---------ში, თბილისის შემოსასვლელი გზის მ--- კილომეტრი, ე.წ. „ტ---------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ---- ჯი------ასგან ამოღებულ იქნა მისი მართვის ქვეშ მყოფი „--------–----“ მარკის სატვირთო ავტომანქანა, მისაბმელით, სახელმწიფო ნომრით N------/ N--1--.
4.12. უაქციზო სიგარეტის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 10 ოქ---------ს, 11:40 საათიდან - 11:50 საათამდე დროის პერიოდში, დათვალიერებულ იქნა გი------ ლხ----ის მიერ 2018 წლის 0--------------ს, გა--------ის რაიონის სოფელ მა---------ში, თბილისის შემოსასვლელი გზის მ--- კილომეტრი, ე.წ. „ტ---------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, „--------–----“ მარკის სატვირთო ავტომანქანიდან სანიმუშოდ აღებული ერთი ბლოკი „PR------T SLIMS“ მარკის სიგარეტი, რომლის ათივე კოლოფი არის უაქციზო და გაუხსნელ მდგომარეობაში.
4.13. სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ე---------–- ბიუროს 2018 წლის 10 ოქ--------ის სასაქონლო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, მოქალაქე მა----- სუ------ძისაგან შეძენილი 859 ყუთი (42950 შეკვრა, 429500 კოლოფი) ფილტრიანი სიგარეტის „PR------T SLIMS SUPER LIGHTS“ საბაზრო ღირებულება 2018 წლის 09 ოქ--------ის მდგომარეობით შეადგენს 1073750 ლარს, რაც 1 კოლოფზე შეადგენს 2.5. ლარს.
4.14. 2018 წლის 8 ოქ--------ის ფარული საგამოძიებო მოქმედება შეხვედრებისა და საუბრების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერით დადგენი-–--, რომ ჯ----– სუ---- ოღ-–-, რომელიც აღჭურვილი იყო ფარული ჩამწერი მოწყობილობით და ქ. თბილისში, სასტუმრო „რ--------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა მა----- სუ------ძეს, რომელსაც პოლიეთილენის პარკით აწვდის ოპერატიულ თანხას, რომელსაც მა----- სუ------ძე ათვალიერებს და უბრუნებს ჯ----– სუ---- ოღ-–-ს. ასევე, მა----- სუ------ძე ეუბნება, რომ თვითონ შეატყობინებს როდის იქნება საქონელი.
4.15. 2018 წლის 9 ოქ--------ის ფარული საგამოძიებო მოქმედება შეხვედრებისა და საუბრების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერით, რომელიც მიმდინარეობდა ქ. თბილისის შემოსავლელი გზის მ--- კილომეტრზე, ეტაპობრივად, 10:20 საათიდან 21:59 საათამდე პერიოდში, დადგენი-–--, რომ ჯ----– სუ---- ოღ-–- დილის საათებში ხვდება მა----- სუ------ძეს, რომელთანაც ათანხმებს ადგილს, სადაც უნდა მოხდეს საქონლის მიტანა, რაზეც მა----- სუ------ძე ამბობს, რომ იმ ადგილას ყველა დაინახავს და რამე „ჩეპე“ არ მოხდეს. მა----- სუ------ძე ასევე უთანხმდება, რომ ცოტა რომ დაბნელდება საქონელს მერე მიიტანენ და თანხმდებიან როგორ უნდა განლაგდნენ სატვირთო ავტომანქანები, რომ გადმოტვირთვის პროცესი ვინმესთვის შესამჩნევი არ იყოს. კერძოდ, თანხმდებიან, რომ სიგარეტით დატვირთული ავტომანქანა რომ შევა ავტოსადგომზე, ავტომანქანა, სადაც უნდა მოხდეს გადმოტვირთვა, გვერდიდან უნდა მიუყენონ. აღნიშნული შეხვედრების დროს საუბარია აგრეთვე თანხის ნამდვილობის შემოწმებაზე საბანკო დაწესებულებაში, კერძოდ, მა----- სუ------ძე ჯ----– სუ---- ოღ-–-ს, გი------ ტა------ეს და გი------ ლხ----ეს სთავაზობს ორივე მხარის წარმომადგენელი გაგზავნონ საბანკო დაწესებულებაში და თანხის ნამდვილობა შეამოწმონ, რაზეც ეს უკანასკნელები უარს ეუბნებიან იმ საფუძვლით, რომ ამხელა თანხით აქეთ-იქით არ უნდათ სიარული და თავის მხრივ, სთავაზობენ ყველა შეკვრიდან თითო კუპიურა ამოიღონ და ისე შეამოწმონ, რაზეც მა----- სუ------ძეს არ ეთანხმებიან პირები, ვისთანაც აღნიშნულ საკითხებს ათანხმებს. შემდეგ მა----- სუ------ძე წინასწარ ითხოვს სხვადასხვა თანხებს, რაზეც ასევე არ თანხმდებიან, იმ მოტივით, რომ მათ ჯერ საქონელი არ უნახავთ. საბოლოოდ, გვიან ღამით ჩნდება სიგარეტით დატვირთული სატვირთო ავტომობილი, საიდანაც მა----- სუ------ძეს გი------ ლხ----ის და ჯ----– სუ---- ოღ-–-ს თანდასწრებით, გვერდიდან გადმოაქვს ორი ყუთი სიგარეტი, რომელთაგან ერთ-ერთიდან იღებს ერთ ბლოკ სიგარეტს და აძლევს გი------ ლხ----ეს. აღნიშნულის შემდეგ, სამივე მათგანი ჯდება ავტომანქანაში, სადაც ზის გი------ ტა------ე. შემდეგ ზუსტდება სიგარეტის ყუთების და ბლოკების რაოდენობა, გადასახდელი თანხა როგორც ლარებში, ასევე, აშშ დოლარში. მა----- სუ------ძე ითხოვს, რომ ჯერ მისცენ 120 000 აშშ დოლარი, რათა ხალხი გაისტუმროს და შემდეგ მოახდინონ ჩამოცლა, რის შემდეგაც გი------ ტა------ე აძლებს კუპიურების ერთ შეკვრას, რომელსაც ითვლის მა----- სუ------ძე.
4.16. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ მა----- სუ------ძის სისხლის სამართლის საქმეზე მოწმეების - თო------ ბი---–--–---–ის, თო------ შო---ს, გვ--–- გო----–--ის, ი-–-- რუ--–---–ის, ირ---–- ჟვ---ას, ელ------ და----ას და ნა----–-- ხა----–---ის ჩვენებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ასევე, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ნივთიერი მტკიცებულებად ცნობილი - 859 ყუთი „PR------T SLIMS“ მარკის უაქციზო სიგარეტი, ამოღებული სატვირთო ავტომანქანა და მობილური ტელეფონები, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
4.17. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რ--–---------------, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
4.18. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენი-–--, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
4.19. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
4.20. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
4.21. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ე---------–- სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
4.22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ, ასევე, საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რ--–---------------, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
5. სამართლებრივი შეფასება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ბრალდებულ მა----- სუ------ძის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში მცდელობის კვალიფიკაციით.
5.2. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
5.3. მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
5.4. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.
5.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია და გადაზიდვა. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია ქვეყნის საფინანსო ინტერესები. დანაშაულის საგანია მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონელი - ალკოჰოლიანი სასმელები, ლუდი და თამბაქოს ნაწარმი. დანაშულის ობიექტური მხარე გამოიხატება აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებაში, შენახვაში, რეალიზაციასა და გადაზიდვაში. სუბიექტური მხრივ, კი დანაშაული პირდაპირ განზრახვას გულისხმობს.
5.6. აქციზი წარმოადგენს გადასახადის გადახდის ნიშანს, რომლის არგამოყენება უმოქმედობით გადასახადისათვის თავის არიდებაა.
5.7.,,საქართველოში ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და თამბაქოს ნაწარმის წარმოებაზე, იმპორტსა და რეალიზაციაზე აქციზური მარკების შემოღების შესახებ‘‘ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 მაისის ბრძანებულებით, 1999 წლის 1 მარტიდან აიკრძალა ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია აქციზური მარკების გარეშე.
5.8. რაც შეეხება მაკვალიფიცირებელ ნიშანს, განსაკუთრებით დიდ ოდენობას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის თანახმად, განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის ღირებულება ათი ათასი ლარის ზევით.
5.9. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მა----- სუ------ძის დანაშაულებრივი ქმედება - განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის მცდელობა, კერძოდ:
5.9.1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თამბაქოს ნაწარმი ექვემდებარება აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას. ამავე მუხლში მოცემულია ის ობიექტები, რომლებიც თავისუფლდებიან აქციზის გადასახადისაგან, რომელთა ჩამონათვალშიც არ ხვდება ის საქონელი, რაც ამოღებულ იქნა „--------–----“ მარკის სატვირთო ავტომანქანისა და მისი მისაბმელის ჩხრეკისას.
5.9.2. იმ ფაქტს, რომ საქონელი, რომელიც ამოღებულ იქნა სატვირთო ავტომობილის ჩხრეკისას იყო უაქციზო, აღნიშნული გარემოება დაცვის მხარის მიერ სადავოდ არ არის მიჩნეული და ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 859 ყუთ სიგარეტს არ გააჩნია მარკირება, დასტურდება, სატვირთო ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით, რომლის თანახმად, „--------–----“ მარკის სატვირთო ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით N------., მისაბმელიდან, სახელმწიფო ნორმით - N--1--, ამოღებულ იქნა „PR------T“-ის მარკის 859 ერთეული ყუთი აქციზურ მარკას დაქვემდებარებული უაქციზო სიგარეტი. დათვალიერების ოქმით, რომლის თანახმად, დათვალიერებულ იქნა გი------ ლხ----ის მიერ 2018 წლის 0--------------ს, ე.წ. „ტ---------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, „--------–----“ მარკის სატვირთო ავტომანქანიდან სანიმუშოდ აღებული ერთი ბლოკი „PR------T SLIMS“ მარკის სიგარეტი, რომლის ათივე კოლოფი არის უაქციზო.
5.10. რაც შეეხება მა----- სუ------ძის მხრიდან აღნიშნული საქონლის რეალიზაციის მცდელობას, რასაც ბრალდებული უარყოფს და აღნიშნავს, რომ ადგილი ჰქონდა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დანაშაულის პროვოკაციას, აღნიშნულს სასამართლო არ იზიარებს, რამდენადაც მა----- სუ------ძის მხრიდან უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის მცდელობის ფაქტი დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული არაერთი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმე ბე--- ღვ----–---–ის ჩვენების საფუძველზე დადგენი-–--, რომ 2018 წლის 5-------------ს, ნაცნობმა ჯ----– სუ---- ოღ-–-მ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მა----- სუ------ძემ დაბალ ფასად შესთავაზა 800 ყუთი „PR------T SLIM“-ის მარკის უაქციზო სიგარეტი, კერძოდ, ერთი ბლოკი სიგარეტი შესთავაზა - 21 ლარად. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე დაწყებულ იქნა გამოძიება და ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებაში - საკონტროლო შესყიდვაში ჩართულ იქნენ ი-----------------------–--ი გი------ ტა------ე და გი------ ლხ----ე და ჯ----– სუ---- ოღ-–-. მოწმეების - გი------ ტა------ის, გი------ ლხ----ის და ჯ----– სუ---- ოღ-–-ს ჩვენებები სრულ თანხვედრაშია როგორც ერთმანეთთან, ასევე, სხვა მოწმეთა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებებთან. აღნიშნულმა მოწმეებმა თავიანთ ჩვენებებში სრულად ასახეს ბრალდებულთან - მა----- სუ------ძესთან მათი შეხვედრებისა და მთელი მოლაპარაკების პროცესი, ასევე, ზედმიწევნით გადმოსცეს 2018 წლის 9 ოქ---------ს, დილის დაახლოებით 10:00-11:00 საათიდან საღამოს დაახლოებით 22:00-23:00 საათამდე განვითარებული მოვლენები, რაც სრულად შეესაბამება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველ ჩანაწერში დაფიქსირებულ ინფორმაციას, სადაც საუბარია, თუ როგორ უნდა მოხდეს თანხის გადახდა და ასე შემდეგ. მათი ჩვენებებით დასტურდება, რომ დაახლოებით 22:00 საათზე, მა----- სუ------ძის მიერ მითითებულ ადგილას, ე.წ „ტ---------ის“ ავტოსადგომზე შედის სატვირთო ავტომობილი, სადაც გი------ ლხ----ისა და ჯ----– სუ---- ოღ-–-ს თანდასწრებით, მა----- სუ------ძემ გახსნა მარჯვენა გვერდითა ე.წ. ტენტი და გი------ ლხ----ის მოთხოვნით სხვადასხვა ადგილიდან ჩამოიღო რამდენიმე ყუთი სიგარეტი, საიდანაც ერთი ბლოკი გადასცა ნიმუშად. მას შემდეგ, რაც საკონტროლო შესყიდვაში მონაწილე გი------ ლხ----ე და ჯ----– სუ---- ოღ-–- დარწმუნდნენ, რომ სიგარეტი იყო უაქციზო, მა----- სუ------ძესთან ერთად ჩასხდნენ საგამოძიებო სამსახურის აღჭურვილ ავტომანქანაში, სადაც გი------ ტა------ემ მა----- სუ------ძეს გადასცა ოპერატიული მიზნებისათვის გამოყოფილი ფულადი თანხა 10 000 აშშ დოლარი, რომლის გადათვლის შემდეგ, მა----- სუ------ძე დაკავებულ იქნა გი------ ტა------ის მიერ და ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. მა----- სუ------ძის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, ის გარემოება, რომ მა----- სუ------ძის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა სწორედ ის ფულადი თანხის ნაწილი, რაც წინა დღით გამოყოფილ იქნა ოპერატიული მიზნებისათვის და საკონტროლო შესყიდვის განსახორციელებლად გადაეცა გი------ ტა------ეს. მა----- სუ------ძის მიერ ე.წ. ტენტის გახსნის ფაქტი და უაქციზო სიგარეტის ყუთების გადმოღების ფაქტი დადასტურებულია აგრეთვე მოწმეების ჯ----– გა----ისა და ლ---- ჯი------ას ჩვენებებით.
5.11. ამასთან, სასამართლო ბრალდების მხარეს არ ეთანხმება აღნიშნული დანაშაულის კვალიფიკაციას დამთავრებულ დანაშაულად, რამდენადაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც, თუმცა, უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვ---ლი. მოცემულ შემთხვევაში, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ მა----- სუ------ძის მხრიდან უაქციზო სიგარეტის რეალიზაცია აღკვეთილ იქნა საწყის, მცდელობის ეტაპზე, რის გამოც წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,200-ე მუხლის მე-3 ნაწილზე (ამასთან დაკავშირებით იხ.: უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება N287აპ საქმეზე. მცდელობისა და მომზადების ურთიერთგამიჯვნის შესახებ ასევე, იხ. უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2002 წლის 25 ნოემბრის #168-აპ გადაწყვეტილებას).
5.12. რაც შეეხება მაკვალიფიცირებელ ნიშანს - განსაკუთრებით დიდ ოდენობას, სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ე---------–- ბიუროს 2018 წლის 10 ოქ--------ის სასაქონლო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დადგენი-–--, რომ მოქალაქე მა----- სუ------ძისაგან შეძენილი 859 ყუთი (42950 შეკვრა, 429500 კოლოფი) ფილტრიანი სიგარეტის „PR------T SLIMS SUPER LIGHTS“ საბაზრო ღირებულება 2018 წლის 9 ოქ--------ის მდგომარეობით შეადგენს 1 073 750 ლარს, რაც 100-ჯერ აღემატება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილით დადგენილ განსაკუთრებით დიდ ოდენობას, რომლის თანახმად, განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის ღირებულება ათი ათასი ლარის ზევით.
5.13. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დაცვის მხარის არგუმენტს დანაშაულის წაქეზების თაობაზე, რომ, თითქოსდა, მოცემულ შემთხვევაში, ჯ----– სუ---- ოღ-–-ს და საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა დანაშაულის პროვოცირებას. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებაში Ramanauskas v. Lithuania, პარ. 49, განმარტებულია, რომ სასამართლოსთვის ცნობი-–-- ის სირთულეები, რაც დამახასიათებელია პოლიციის საქმიანობასთან, რომელიც უკავშირდება მტკიცებულებების მოძიებასა და შეგროვებას, დანაშაულის აღმოჩენისა და გამოძიების მიზნით. ამ სამუშაოს შესრულების მიზნით კი, ისინი სულ უფრო მეტად საჭიროებენ საიდუმლო აგენტების, ინფორმატორებისა და ფარული პრაქტიკის გამოყენებას ორგანიზებულ დანაშაულთან და კორ----ციასთან ბრძოლაში. მოცემულ შემთხვევაში მა----- სუ------ძე არ იქნა დაყოლიებული, წაქეზებული პოლიციის თანამშრომელების, თუ მათ მიერ „ჩანერგილი საიდუმლო აგენტების“ მიერ, არამედ მას დანაშაულებრივი განზრახვა - მოეხდინა უაქციზო სიგარეტის რეალიზაცია - თავად ჩამოუყალიბდა ფსიქიკაში და შემდგომში, თავადვე შეეცადა ამ განზრახვის სისრულეში მოყვანას, თუმცა, დროულად იქნა აღკვეთი სამართალდამცავის ორგანოების მიერ.
5.14. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულის პოზიციას მისი უდანაშაულობის შესახებ, რამდენად იგი წინააღმდეგობაშია საქმეზე უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია, პირდაპირ მიემართება და რელ----ტუ---- საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის, ხოლო მა----- სუ------ძის პოზიცია არასარწმუნოა და ემსახურება მხოლოდ მისი მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას.
5.15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მა----- სუ------ძემ ჩაიდინა - განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის მცდელობა, კერძოდ: განსაკუთრებით დიდი ოდენობით (1073750 ლარის ღირებულების) აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის მცდელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,200-ე მუხლის მე-3 ნაწილით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
6.1. მა----- სუ------ძეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
7.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
7.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
7.3. განაჩენის 7.1. და 7.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
7.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
7.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქცია სასჯელის სახით უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან რვა წლამდე ვადით.
7.6. სასამართლო განმარტავს, რომ აქციზური მარკებით ნიშანდების გარეშე აქციზური საქონლის რეალიზაციით იკარგება საბიუჯეტო ხარჯები, რომელიც ერთი მხრივ, თავისი არსით საფრთხეს უქმნის საზოგადოებას, მის სოციალურ მდგომარეობას, ხოლო მეორეს მხრივ აზიანებს ქვეყნის ეკონომიკას, შესაბამისად, სასჯელი უნდა იყოს ადეკვატური ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის.
7.7. სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად სახელმწიფოსათვის შესაძლო მატერიალური ზიანის ოდენობას, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას - არ არის ნასამართლევი და იმის გათვალისწინებით, რომ ჩადენილი დანაშაული განეკუთნება განზრახ მძიმე კატეგორიის დანაშაულს, რომლის ჩადენისათვისაც კანონმდებლის მიერ უალტერნატივოდ სასჯელის სახედ გათვალისწინებულია მხოლოდ და მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულს აქვს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ბრალდებულების შემდგომ ნორმალურ ქცევას, ხოლო მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავეთა რესოციალიზაციას.
7.8. სწორედ ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მა----- სუ------ძის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპის შესაბამისად, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,200-ე მუხლის მე-3 ნაწილით ჩადენილი დანაშაულისათვის უნდა დაენიშნოს სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, როგორც პროპორციული და თანაზომიერი სასჯელი ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და მისი პიროვნების შესაბამისად.
7.9. რაც შეეხება „R------“-ის მარკის სატვირთო ავტომობილს, სახელმწიფო ნორმით - N------ და მისაბმელი, სახელმწიფო ნორმით - N--1--, რომელიც განთავსებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ტერიტორიაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, რამდენადაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი ნივთის ჩამორთმევა საჭიროა სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, ანდა ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად. მა----- სუ------ძის შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის დისპოზიციით გათვალისწინებული არცერთი პირობა არ დგინდება. გარდა ამისა, „R------“-ის მარკის სატვირთო ავტომობილი, სახელმწიფო ნორმით - N------ და მისაბმელი, სახელმწიფო ნორმით - N--1--, რომლის ჩამორთმევასაც ითხოვს ბრალდების მხარე, წარმოადგენს არა მა----- სუ------ძის, არამედ ლ---- ჯი------ას საკუთრებას. სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალებით კი არ დგინდება, რომ ლ---- ჯი------ამ იცოდა, თუ რა მიზნით უნდა გამოეყენებინა მა----- სუ------ძეს აღნიშნული სატვირთო ავტომობილი. აღნიშნული გარემოებები მიუთითებს იმაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ხსენებული სატვირთო ავტომანქანის ახალი დანაშაულის ჩასადენად გამოყენების საფრთხე, ასევე, არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლში დასახელებული სხვა რომელიმე გარემოება, რაც შეიძლება გამხდარიყო ავტომობილის ჩამორთმევის საფუძველი.
8. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
8.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
- მა----- სუ------ძის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ოპერატიული ფულადი თანხა - 10.000 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც ინახება ე---------–- ბანკის საცავში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველოს.
- ლ---- ჯი------ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს ლ---- ჯი------ას, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით;
- ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი 9 (ცხრა) ცალი ლაზერული დისკი და მობილური ოპერატორიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, განთავსებული 1 (ერთი) ცალ დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
- რაც შეეხება ამოღებული 859 ყუთი „PR------T SLIM“-ის მარკის უაქციზო სიგარეტის და მა----- სუ------ძის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონის საკითხს, აღნიშნული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის #0----------- საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, რამდენადაც აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, საიდანაც გამოყოფილ იქნა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, კვლავ მიმდინარეობს გამოძიება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით და,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მა----- სუ------ძის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,200-ე მუხლის მე-3 ნაწილზე.
2. მა----- სუ------ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,200-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
3. მსჯავრდებულ მა----- სუ------ძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და მსჯავრდებულ მა----- სუ------ძეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 9 ოქ--------იდან.
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
- „R------“-ის მარკის სატვირთო ავტომობილი, სახელმწიფო ნორმით - N------ და მისაბმელი, სახელმწიფო ნორმით - N--1--, განთავსებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ტერიტორიაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
- მა----- სუ------ძის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ოპერატიული ფულადი თანხა - 10.000 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც ინახება ე---------–- ბანკის საცავში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - დაუბრუნდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველოს;
- ლ---- ჯი------ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს ლ---- ჯი------ას, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით;
- ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი 9 (ცხრა) ცალი ლაზერული დისკი და მობილური ოპერატორიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, განთავსებული 1 (ერთი) ცალ დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
- ამოღებული 859 ყუთი „PR------T SLIM“-ის მარკის უაქციზო სიგარეტის და მა----- სუ------ძის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონის საკითხი, (ინახება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შენობაში), გადაწყდეს სისხლის სამართლის #0----------- საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე