განაჩენი

სისხლის სამართლის 28.06.2019
საქმის ნომერი
330100117002168979
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1/4715-17

№0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

28 ივნისი 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე ლილი მსხილაძე

სხდომის მდივანი ფატიმა გოგიშვილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე :

 

პროკურორი - გ---–----- ო------–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებულები:

 

1. მ------ ს-----ე - დაბადებული 1--- წლის 2--------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–----------–---–-----------------------

 

2. ი-–-- ს-----ე - დაბადებული 1--- წლის 2------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–----------–---–-----------------------

 

ადვოკატი - ვ------- თ--–-----ე

 

კვალიფიკაცია:

 

1. მ------ ს-----ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

მასვე, ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობას, ჩადენილი ჯგუფურად, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

მასვე, ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (შვიდი ეპიზოდი);

 

2. ი-–-- ს-----ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობას, ჩადენილი ჯგუფურად, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

მასვე, ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ხუთი ეპიზოდი).

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. მ------ და ი-–-- ს-----ეების მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. 2014 წლის აპრილის თვეში თ---–- კ----------–ს სურდა სარგებლის მიღების მიზნით გაესესხებინა მისი კუთვნილი ფულადი თანხა 20 000 ამერიკული დოლარის ოდენობით და შუამავლების მეშვეობით დაუკავშირდა თანხის სესხების მსურველ მ------ ს-----ეს.

2014 წლის 29 აპრილს თ---–- კ----------–ი იმყოფებოდა ქ.თბილისი, ნ----–---–---------------------ში, მ------ ს-----ის საცხოვრებელ ბინაში, სადაც მ------ ს-----ეს შეუთანხმდა თანხის სესხებაზე, ხოლო მ------ ს-----ე თავის მხრივ შეუთანხმდა, რომ სესხის უზრუნველყოფის მიზნით ჩადებდა მისსავე კუთვნილ უძრავ ქონებას მდებარე: ქ.თბილისი, ნ----–---–---------------------ს სრულად - საცხოვრებელ ფართს, საკადასტრო კოდით 0---------------------- და ასევე, სახლის იმ ნაწილსაც, რომელიც მ------ ს-----ის განმარტებით, არ იყო ს-------------------------------–-----------ში აღრიცხული, ვინაიდან იყო სახლის დამხმარე ფართი, თუმცა იყო სახლის შემადგენ--–- ნაწილი, რომელიც მოიცავდა სამზარეულოს, დერეფანს, მცირე ზომის ოთახს და ლოჯს. 2014 წლის 29 აპრილს თ---–- კ----------–სა და მ------ ს-----ეს შორის დაიდო სანოტარო წესით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, თ---–- კ----------–მა მ------ ს-----ეს ასესხა 20 000 ამერიკული დოლარი, ხოლო სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა, ქ.თბილისი, ნ----–---–-----------ში მდებარე მ------ ს-----ის უძრავი ქონება, 44 კვ.მ, საკადასტრო კოდით: 0----------------------. სახლში მდებარე დამხმარე ფართის სესხის უზრუნველყოფის გარანტად ხელშეკრულებაში მითითებული იქნა, რომ იპოთეკის საგანთან სხვა ქონების გაერთიანების ან მიშენების შემდეგ გაერთიანებულ ქონებაზე გავრცელდებოდა მთლიანი იპოთეკა.

ხელშეკრულების თანახმად, თ---–- კ----------–მა მ------ ს-----ეს გადასცა 20 000 ამერიკული დოლარი, რაც შეადგენდა 35 330 ლარს, რაც მ------ ს-----ემ თაღლითურად მიისაკუთრა და თ---–- კ----------–ს მიაყენა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

 

1.2. 2014 წლის 29 აპრილს თ---–- კ----------–სა და ი-–-- ს-----ის მეუღლეს - მ------ ს-----ეს შორის ერთი წლის ვადით დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მ------ ს-----ე თაღლითურად დაეუფლა თ---–- კ----------–ის კუთვნილ 20000 ამერიკულ დოლარს, რაც შეადგენდა 35330 ლარს. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მ------ ს-----ის უძრავი ქონება, მდებარე ქ.თბილისი, ნ----–---–-----------------------ში, საკადასტრო კოდით: 0---------------------- აუქციონზე შეიძინა თ---–- კ----------–მა. 2015 წლის 20 მაისს მ------ და ი-–-- ს-----ეები გამოსახლებული იქნენ თ---–- კ----------–ის კუთვნილი უძრავი ქონებიდან, თუმცა მიუხედავად ამისა, მ------ ს-----ე ი-–-- ს-----ესთან ერთად მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ შევიდა, დღემდე ცხოვრობს და სარგებლობს ქ.თბილისი, ნ----–---–-------------------ით სრულად, მათ შორის თ---–- კ----------–ის სახელზე რიცხული 44.00 კვ.მ ფართით, რითაც დაარღვია თ---–- კ----------–ის ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობა.

 

1.3. 2015 წლის 20 აპრილს, ქ.თბილისში, ნ----–---–-------------ში მცხოვრებმა მ------ ს-----ემ მეუღლესთან ი-–-- ს-----ესთან ერთად განიზრახა ამავე მისამართზე არსებული 8,24 კვ.მ ფართის საკუთრებაში რეგისტრაციისათვის საჭირო ოფიციალური დოკუმენტის - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ყალბი ოქმის დამზადება ს-------------------------------–-----------ში გამოყენების მიზნით, რისთვისაც მ------ ბ-------სთან ერთად და მასთან შეთანხმებით, დაამზადეს 2015 წლის 20 აპრილით დათარიღებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ნ----–---–-------“ N10 კრების ოქმი, რომელშიც ასახული იყო ყალბი მონაცემები, თითქოს 2015 წლის 20 აპრილს, მ------ ბ-------ს თავმჯდომარეობით და ამხანაგობა ,,ნ----–---–-------“ წევრთა 100%-ის მონაწილეობით ჩატარდა კრება, რა დროსაც კრების მონაწილეებმა დაადასტურეს ამხანაგობის წევრ ი-–-- ს-----ის მიერ 8,24 კვ.მ. ფართის საკუთრებაში არსებობის ფაქტი და თანხმობა განაცხადეს ფართის ი-–-- ს-----ისთვის დარეგისტრირებაზე. მ------ ბ-------ს მიერ ხელმოწერილი და სანოტარო წესით დამოწმებული ზემოაღნიშნული ყალბი კრების ოქმი ი-–-- ს-----ემ 2015 წლის 21 აპრილს წარადგინა ს-------------------------------–------------ს თ---–------------------–--------------ში, რომლის საფუძველზეც დაირეგისტრირა ქ.თბილისში, ნ----–---–-------------ში მდებარე 8,24 კვ.მ. ფართი.

 

1.4. 2015 წლის აგვისტოს თვეში, მ------ ს-----ემ და ი-–-- ს-----ემ ი-–-- ს-----ისათვის ქ.თბილისში, ნ----–---–-------------ში მდებარე 6,53 კვ.მ ფართის საკუთრებაში დასარეგისტრირებლად განიზრახეს აღნიშნულისათვის საჭირო ოფიციალური დოკუმენტის - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ყალბი ოქმის დამზადება, რის შემდეგაც ლ---------------ის დახმარებით დაამზადეს 2015 წლის 4 აგვისტოთი დათარიღებული ამხანაგობა ,,ნ----–---–-------“ N8 კრების ოქმის ორ ეგზემპლარი, რომლებშიც ასახული იყო ყალბი მონაცემები, თითქოს 2015 წლის 4 აგვისტოს, ლ---------------ის თავმჯდომარეობითა და ამხანაგობის წევრთა 100 %-იანი მონაწილეობით ჩატარდა ამხანაგობა ,,ნ----–---–-------“ კრება და კრების მონაწილეებმა ამხანაგობის წევრ ი-–-- ს-----ეს ინდივიდუალურ საკუთრებაში გადასცეს ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული დამხმარე სათავსი 6,53 კვ.მ. ფართი და თანხმობა განაცხადეს ფართის ი-–-- ს-----ისთვის დარეგისტრირებაზე. აღნიშნული ყალბი კრების ოქმის ორივე ეგზემპლარი, რაც დამოწმებული იყო ლ---------------ის ხელმოწერით და სანოტარო წესით, 2015 წლის 7 და 17 სექტემბერს ი-–-- ს-----ემ წარადგინა ს-------------------------------–------------ს თ---–------------------–--------------ში.

 

1.5. 2015 წლის აგვისტოს თვეში, მ------ ს-----ემ და ი-–-- ს-----ემ ქ.თბილისში, ნ----–---–-------------ში მდებარე 6,53 კვ.მ ფართის ი-–-- ს-----ისათვის საკუთრებაში დასარეგისტრირებლად განიზრახეს აღნიშნულისათვის საჭირო ოფიციალური დოკუმენტის - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ყალბი ოქმის დამზადება, რის შემდეგაც მ--- ჯ-----–---–ის დახმარებით დაამზადეს 2015 წლის 12 აგვისტოთი დათარიღებული ამხანაგობა ,,ნ----–---–-------“ უნომრო კრების ოქმი, რომელშიც ასახული იყო ყალბი მონაცემები, თითქოს 2015 წლის 12 აგვისტოს, მ--- ჯ-----–---–ის თავმჯდომარეობით ჩატარდა ამხანაგობა ,,ნ----–---–-------“ კრება ამხანაგობის წევრთა 2/3-ზე მეტის მონაწილეობით და კრების მონაწილეებმა დაადასტურეს ამხანაგობის წევრ ი-–-- ს-----ის მიერ 6,53 კვ.მ. ფართის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტი და თანხმობა განაცხადეს ფართის ი-–-- ს-----ისთვის დარეგისტრირებაზე. 2015 წლის 13 აგვისტოს, მ--- ჯ-----–---–ის ხელმოწერილი და სანოტარო წესით დამოწმებული ზემოაღნიშნული ყალბი კრების ოქმი ი-–-- ს-----ემ წარადგინა ს-------------------------------–------------ს თ---–------------------–--------------ში.

 

1.6. 2015 წლის აგვისტოს თვეში, მ------ ს-----ემ და ი-–-- ს-----ემ ი-–-- ს-----ისათვის ქ.თბილისში, ნ----–---–-------------ში მდებარე 6,53 კვ.მ ფართის საკუთრებაში დასარეგისტრირებლად განიზრახეს აღნიშნულისათვის საჭირო ოფიციალური დოკუმენტის - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ყალბი ოქმის დამზადება, რის შემდეგაც მ--- ჯ-----–---–ის დახმარებით დაამზადეს 2015 წლის 20 აგვისტოთი დათარიღებული ამხანაგობა ,,ნ----–---–-------“ N7 კრების ოქმი, რომელშიც ასახული იყო ყალბი მონაცემები, თითქოს 2015 წლის 20 აგვისტოს, მ--- ჯ-----–---–ის თავმჯდომარეობით ჩატარდა ამხანაგობა ,,ნ----–---–-------“ კრება ამხანაგობის წევრთა 2/3-ის მონაწილეობით და კრების მონაწილეებმა დაადასტურეს ამხანაგობის წევრ ი-–-- ს-----ის მიერ 6,53 კვ.მ. ფართის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტი და თანხმობა განაცხადეს ფართის ი-–-- ს-----ისთვის დარეგისტრირებაზე. 2015 წლის 21 აგვისტოს მ--- ჯ-----–---–ის მიერ ხელმოწერილი და სანოტარო წესით დამოწმებული ზემოაღნიშნული ყალბი კრების ოქმი ი-–-- ს-----ემ წარადგინა ს-------------------------------–------------ს თ---–------------------–--------------ში.

 

1.7. 2015 წლის აგვისტოს თვეში, მ------ ს-----ემ და ი-–-- ს-----ემ ი-–-- ს-----ისათვის ქ.თბილისში, ნ----–---–-------------ში მდებარე 6,53 კვ.მ ფართის საკუთრებაში დასარეგისტრირებლად განიზრახეს აღნიშნულისათვის საჭირო ოფიციალური დოკუმენტის - ყალბი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის დამზადება, რის შემდეგაც ლ---------------ის დახმარებით დაამზადეს 2015 წლის 26 აგვისტოთი დათარიღებული ამხანაგობა ,,ნ----–---–-------“ N8 კრების ოქმი, სადაც ასახული იყო ყალბი მონაცემები, თითქოს 2015 წლის 26 აგვისტოს, ლ---------------ის თავმჯდომარეობითა და ამხანაგობის წევრთა 2/3-ის მონაწილეობით ჩატარდა ამხანაგობა ,,ნ----–---–-------“ კრება, რომლითაც დაადასტურეს, რომ ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე ი-–-- ს-----ე ფლობდა 6,53 კვ.მ. ფართის სათავსოს, წარმოადგენდა მის ინდივიდუალურ საკუთრებას და კრების მონაწილეებმა თანხმობა განაცხადეს ფართის ი-–-- ს-----ისთვის დარეგისტრირებაზე. ლ---------------ის მიერ ხელმოწერილი და სანოტარო წესით დამოწმებული ზემოაღნიშნული ყალბი კრების ოქმი 2017 წლის 27 აგვისტოს ი-–-- ს-----ემ წარადგინა ს-------------------------------–------------ს თ---–------------------–--------------ში.

 

1.8. 2015 წლის 30 სექტემბერს მ------ ს-----ემ ა-–---------- დ----–--ს და ა--------------სთვის ქ.თბილისში, ნ----–---–-------------ში მდებარე 44,88 კვ.მ ფართის-ნახევარსარდაფის საკუთრებაში დასარეგისტრირებლად, ს-------------------------------–-----------ში გამოყენების მიზნით განიზრახა აღნიშნულისათვის საჭირო ოფიციალური დოკუმენტის - ყალბი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის დამზადება, რის შემდეგაც დაამზადა 2015 წლის 30 სექტემბრით დათარიღებული ამხანაგობა ,,ნ----–---–-------“ N12 კრების ოქმი, სადაც ასახული იყო ყალბი მონაცემები, თითქოს 2015 წლის 30 სექტემბერს მ------ ს-----ის თავმჯდომარეობითა და ამხანაგობის წევრთა 2/3-ის მონაწილეობით ჩატარდა ამხანაგობა ,,ნ----–---–-------“ კრება, რომლითაც ამხანაგობის წევრებმა თანხმობა განაცხადეს ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული ნახევარსარდაფის ა-–---------- დ----–--ს და ა--------------სთვის დარეგისტრირებაზე. მ------ ს-----ის მიერ ხელმოწერილი და სანოტარო წესით დამოწმებული ზემოაღნიშნული ყალბი კრების ოქმი 2017 წლის 1 ოქტომბერს წარდგენილი იქნა ს-------------------------------–------------ს თ---–------------------–--------------ში.

 

1.9. 2015 წლის 17 ნოემბერს მ------ ს-----ემ ა-–---------- დ----–--ს და ა--------------სთვის ქ.თბილისში, ნ----–---–-------------ში მდებარე უნებართვოდ მიშენებული 41.13 კვ.მ ფართის - საკუთრებაში დასარეგისტრირებლად, თ---–---------------------------------–ი გამოყენების მიზნით განიზრახა აღნიშნულისათვის საჭირო ოფიციალური დოკუმენტის - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ყალბი ოქმის დამზადება, რის შემდეგაც დაამზადა 2015 წლის 17 ნოემბრით დათარიღებული ამხანაგობა ,,ნ----–---–-------“ N-- კრების ოქმი, სადაც ასახული იყო ყალბი მონაცემები, თითქოს 2015 წლის 17 ნოემბერს მ------ ს-----ის თავმჯდომარეობითა და ლ---------------ის მდივნობით, ამხანაგობის წევრთა 100% მონაწილეობით ჩატარდა ამხანაგობა ,,ნ----–---–-------“ კრება, რომლითაც ამხანაგობის წევრებმა თანხმობა განაცხადეს უნებართვოდ მიშენებული ფართის ა-–---------- დ----–--ს და ა--------------სთვის ლეგალიზებაზე. ზემოაღნიშნული ყალბი კრების ოქმი მ------ ს-----ემ გამოიყენა და წარადგინა თ---–---------------------------------–ი, რის საფუძველზეც თბილისის ა---------------------------ის ბრძანებით მოხდა ქ.თბილისში, ნ----–---–-------------ში მდებარე უნებართვოდ მომატებული სარდაფის ლეგალიზება.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. სასამართლომ დადგენილად არ სცნო მ------ ს-----ის ბრალდება მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით.

 

2.2. სასამართლომ დადგენილად სცნო მ------ ს-----ის ბრალდება მასში, რომ მან ჩაიდინა ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობას, ჩადენილი ჯგუფურად; ასევე, სასამართლომ დადგენილად სცნო ბრალად წარდგენილი შვიდ ეპიზოდში მ------ ს-----ის ბრალდება მასში, რომ მან ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება.

 

2.3. სასამართლომ დადგენილად სცნო ი-–-- ს-----ის ბრალდება მასში, რომ მან ჩაიდინა ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობას, ჩადენილი ჯგუფურად; ასევე, სასამართლომ დადგენილად სცნო ბრალად წარდგენილი ხუთ ეპიზოდში ი-–-- ს-----ის ბრალდება მასში, რომ მან ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით

სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით

 

3.1. დაზარალებულმა თ---–- კ----------–მა აჩვენა, რომ ვინაიდან არ ჰქონდა საკუთარი ბინა, 2014 წლის აპრილის თვეში გადაწყვიტა გაესესხებინა თანხა 20 000 ამერიკული დოლარი, იმ პირობით, რომ ბინის მესაკუთრე იცხოვრებდა მასში, ხოლო თავად იქირავებდა ბინას, რომლის ქირას გადაიხდიდა გასესხებული ფულიდან მიღებული სარგებლით. ის თავდაპირველად დაუკავშირდა მაკლერ ე---------- თ-------–---–ს, მან დააკავშირა მ------ ს-----ეს, რომელსაც სურდა ქ. თბილისში, ნ----–---–-----------------------ში მდებარე ბინის იპოთეკით დატვირთვა. თ---–- კ----------–ი, მამამისი ნ-------- კ----------–ი, ე---------- თ-------–---–ი და კიდევ სხვა მაკლერი მივიდნენ მ------ ს-----ის ბინაში, სადაც მ------ ს-----ემ დაათვალიერებინა ბინა, რომელსაც ჰქონდა შემდეგი განლაგება: ბინას ჰქონდა შესასვლელი, რომლის ხელმარცხნივ მდებარეობდა საპირფარეშო, შესასვლელის შემდეგ იყო ჰოლი, ხოლო ჰოლის ბოლოში იყო პატარა ოთახი, ჰოლში ხელმარჯვნივ მდებარეობდა მისაღები ოთახი, საიდანაც შესასვლელი იყო საძინებელ ოთახში და ე.წ. ,,ლოჯში’’, საიდანაც გადიოდი სამზარეულოში. თ---–- კ----------–ის განმარტებით, ნ-------- კ----------–მა შეამოწმა ს------------------ის ამონაწერი და კითხვაზე თუ რატომ იყო ამონაწერში დაფიქსირებული ბინის ფართი 44 კვ.მ. მ------ ს-----ემ განაცხადა, რომ უსახსრობის გამო ვერ დაირეგისტრირა დანარჩენი ფართი. თ---–- კ----------–ს და ნ-------- კ----------–ს მოეწონათ ბინა და დათანხმდნენ მ------ ს-----ესთან დაედოთ ხელშეკრულება. ისინი მივიდნენ ლ----–--ის ქუჩაზე მდებარე ნოტარიუსთან, სადაც გააფორმეს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. თ---–- კ----------–ის განცხადებით, ხელშეკრულების დადების დროს ნოტარიუსთან ყურადღება გამახვილდა ბინის საერთო ფართზეც და დარეგისტრირებულ ფართზეც, აღნიშნული გარემოებები აღიწერა ხელშეკრულებაში. მან მ------ ს-----ეს გადაუხადა 20 000 აშშ დოლარი, რომლიდანაც მ------ ს-----ის მიერ გასტუმრებული იქნა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ს------------–ი“, რომლსაც ჰქონდა ეს ბინა იპოთეკით დატვირთული. თ---–- კ----------–ის განცხადებით, მ------ ს-----ემ სარგებელი გადაუხადა სამჯერ, შემდეგ კი თავს არიდებდა სარგებლის გადახდას. მ------ ს-----ე ატყუებდა, თითქოს ელოდებოდა თანხას, რომელიც მისთვის უნდა მიეცათ. საბოლოოდ, მ------ ს-----ემ არც სარგებელი და არც სესხის ძირი თანხა არ გადაუხადა. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ თ---–- კ----------–მა აიღო სააღსრულებო ფურცელი და მიმართა კერძო აღმასრულებელს, რათა დაეწყო იძულებით აღსრულება და აუქციონზე ბინა თავად შეიძინა.

 

3.2. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს დაზარალებულ თ---–- კ----------–ის მამამ - მოწმე ნ-------- კ----------–მა, მან დაადასტურა, რომ მ------ ს-----ემ აჩვენა ს------------------ის ამონაწერი, სადაც მითითებული იყო ბინის ფართად 44 კვ.მ. მის კითხვაზე თუ რატომ არ იყო ბინის რეალური ფართი აღწერილი ამონაწერში, მ------ ს-----ემ განაცხადა, რომ ვერ მოახერხა დანარჩენი ფართების რეგისტრაციაში გატარება და აღნიშნულ საკითხს მალევე მიხედავდა. ნ-------- კ----------–ის განმარტებით, მას ანალოგიური საუბარი ჰქონდა ნოტარიუსთანაც, სადაც განუმარტეს, რომ სანერვიულო არაფერი იყო, რადგან იპოთეკა ეხებოდა მთლიან ფართს. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, თ---–- კ----------–მა მ------ ს-----ის ბინას ,,ს------------–ის“ იპოთეკა მოხსნა, გადაიხადა 13 000 აშშ დოლარი, ხოლო დანარჩენი თანხა მ------ ს-----ეს გადასცა. თავად მ------ ს-----ემ შეთანხმებისამებრ გააგრძელა ცხოვრება თავის ბინაში, ხოლო ყოველ თვე სარგებელი უნდა გადაეხადა თ---–- კ----------–ისთვის. ნ-------- კ----------–ის განმარტებით, მ------ ს-----ემ არ შეასრულა პირობები, არ იხდიდა სარგებელს და იძლეოდა ტყუილ დაპირებებს, რის გამოც თ---–- კ----------–ი იძულებული გახდა მიემართა კერძო აღმასრულებლისთვის.

 

3.3. მოწმე ე---------- თ-------–---–მა განაცხადა, რომ არის უძრავი ქონების მაკლერი. მას დაუკავშირდა სხვა მაკლერი, რომელმაც უთხრა, რომ მ------ ს-----ეს ესაჭიროებოდა თანხა, რის სანაცვლოდაც იპოთეკით დატვირთავდა ბინას. ე---------- თ-------–---–მა გაზეთის მეშვეობით რეკლამა გაუკეთა ბინას - მდებარე ქ. თბილისი, ნ----–---–-------------ში, რამდენიმე ხანში დაუკავშირდა თ---–- კ----------–ი, რომელსაც სურდა თანხის გასესხება. ე---------- თ-------–---–მა მას შესთავაზა მ------ ს-----ის ბინა. ე---------- თ-------–---–მა თ---–- კ----------–თან და მამამისთან ერთან დაათვალიერა მ------ ს-----ის ბინა, მდებარე - ქ. თბილისი, ნ----–---–-------------ის, ბ--------ში. ბინას ჰქონდა რკინის კარი, შესასვლელის შემდეგ იყო დიდი ჰოლი, სადაც ხელმარცხნივ იყო საპირფარეშო, ჰოლის ბოლოს მდებარეობდა პატარა ოთახი, ჰოლიდან კარი შედიოდა მისაღებ ოთახში, საიდანაც გადიოდა საძინებელში, ე.წ. ,,ლოჯში’’ და სამზარეულოში. ე---------- თ-------–---–ის განცხადებით, ბინა იყო დიდი ფართის, მაგრამ ს------------------ის ამონაწერით დგინდებოდა, რომ ნ----–---–-------------ის, ბ--------ს ფართი იყო 44 კვ.მ. მ------ ს-----ე აცხადებდა, რომ 44 კვ.მ იყო ძირითადი ფართი, ხოლო დანარჩენი დამხმარე ფართი, რომელიც უსახსრობის გამო ვერ დაარეგისტრირა. შემდეგ ნოტარიუსთან დაიდო ხელშეკრულება, სადაც იპოთეკით დაიტვირთა მთლიანი ბინა, როგორც ს------------------ში აღრიცხული 44 კვ.მ. ფართი, ასევე არარეგისტრირებული დამხმარე ფართი. ხელშეკრულების დადების შემდეგ მაკლერებს აუნაზღაურდათ საფასური გაწეული სამუშაოსთვის.

 

3.4. ანალოგიური შინაარსის ჩვენებები მისცეს სასამართლოს მოწმეებმა ე-–--- ვ----–---მა, თ------------მ და ნ---- რ-----–-–---–მა, რომლებიც როგორც შუამავლები ე---------- თ-------–---–თან ერთად მონაწილეობდნენ მ------ ს-----ის კუთვნილი ბინის იპოთეკით დატვირთვაში.

 

3.5. მოწმე თ-------–-–---–მა დაადასტურა, რომ 2012 წლის სექტემბრის თვეში მან და მ------ მ-------–---–მა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გააფორმეს მ------ ს-----ესთან. ხელშეკრულების თანახმად, იპოთეკით დაიტვირთა მ------ ს-----ის სახლი მდებარე ქ. თბილისი, ნ----–---–----------------------, სანაცვლოდ მ------ ს-----ემ მიიღო სესხი 10 000 აშშ დოლარის ოდენობით. თ-------–-–---–ის განმარტებით, მას დადგენილ ვადაში მ------ ს-----ემ დაუბრუნა თანხა, რის შემდეგაც მათ შორის ურთიერთობა ამოიწურა. ს------------------ის ამონაწერით დგინდებოდა რომ მ------ ს-----ის ბინა იყო 44 კვ.მ ფართის, მაგრამ ნოტარიუსთან დადებული ხელშეკრულებით იპოთეკა ვრცელდებოდა ბინაში მდებარე ყველა ფართზე.

 

3.6. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე მ------ მ-------–---–მა.

 

3.7. მოწმე ც-–---- ლ----ემ დაადასტურა, რომ 2012 წელს 10 000 აშშ დოლარი გაასესხა მ------ ს-----ეზე, რომლის შედეგადაც მ------ ს-----ის ბინა მდებარე ქ. თბილისში, ნ----–---–-------------ში დაიტვირთა იპოთეკით. მან დაადასტურა, რომ ს------------------ის ამონაწერით ბინის ფართი იყო 44 კვ.მ, მაგრამ რეალურად ბინის ფართი იყო უფრო დიდი. ც-–---- ლ----ემ განაცხადა, რომ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ მ------ ს-----ემ თანხა დაუბრუნა და ბინას იპოთეკა მოეხსნა.

 

3.8. მოწმე ნ--- კ-–----–---–მა დაადასტურა, რომ 2013 წელს მ------ ს-----ესთან გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 13 000 აშშ დოლარზე. მან იპოთეკით დატვირთა მ------ ს-----ის კუთვნილი ქ. თბილისში, ნ----–---–-----------------------ში მდებარე სარდაფი, რომლის ფართი იყო 44 კვ.მ. სანაცვლოდ მ------ ს-----ეს გადასცა სესხის სახით 13 000 აშშ დოლარი. ნ--- კ-–----–---–მა გირაოთი აღებული ფართი გააქირავა, სარგებელს ნაწილს თავად იღებდა ნაწილს კი ს-----ეების ოჯახი. გარკვეული პერიოდის შემდეგ მ------ ს-----ესა და ნ--- კ-–----–---–ს შორის წარმოიშვა უთანხმოება, მ------ ს-----ემ საბოლოოდ მაინც დაუბრუნა ნ--- კ-–----–---–ს კუთვნილი 13 000 აშშ დოლარი.

 

3.9. მოწმე დ----- კ--–------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ,,ს------------–ში“. 2013 წელს მ------ ს-----ემ ,,ს------------–თან“ დადო იპოთეკის ხელშეკრულება. სანამ ,,ს------------–ი“ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას გააფორმებს კლიენტთან, მანამ აფასებს უძრავ ქონებას. მან ნახა და შეაფასა მ------ ს-----ის უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ნ----–---–-----------------------ში. დ----- კ--–------ემ დაადასტურა, რომ ს------------------ის ამონაწერით ბინა რეგისტრირებული იყო 44 კვ.მ, რეალურად კი ბინის ფართი იყო უფრო დიდი. მის მიერ დათვალიერებული და შეფასებული იქნა მთლიანი ბინა.

 

3.10. მოწმე დ----- მ--–--ემ განაცხადა, რომ იგი იყო მ------ ს-----ის წარმომადგენ--–- სამოქალაქო საქმეში, რომელიც მიმდინარეობდა თ---–- კ----------–სა და მ------ ს-----ეს შორის. თ---–- კ----------–ის მიმართ მ------ ს-----ეს თაღლითობა არ ჩაუდენია. მათ შორის წარმოშობილი დავა განეკუთვნება სამოქალაქო საქმეთა კატეგორიას. მან განმარტა, რომ კრედიტორმა თ---–- კ----------–მა ზიანი არ განიცადა, ის დღესდღეობით არის ნ----–---–-----------------------ის 44 კვ.მ მესაკუთრე. მან დაადასტურა, რომ აღნიშნულ 44 კვ.მ-ში არ შედიოდა სამზარეულო და სველი წერტილი. 44 კვ.მ.-ში შედიოდა მისაღები ოთახი და ერთი ოთახი. დ----- მ--–--ემ განმარტა, რომ მ------ ს-----ესა და თ---–- კ----------–ს შორის დადებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში არ იყო მითითებული დამატებითი ფართების თაობაზე. ხელშეკრულებაში აღნიშნული იყო იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულების პერიოდში თუ განიცდის შენობა-ნაგებობა რაიმე ცვლილებას, ან მიემატება გარკვეული ფართი, მასზე ვრცელდება აღნიშნული იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულება, მაგრამ, ვინაიდან კრედიტორმა თ---–- კ----------–მა ქონება იძულებით აღსრულებაზე გაიტანა და შემდეგ აუქციონის გზით შეიძინა აღნიშნული ქონება, ამიტომ გაუქმდა იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულება.

 

3.11. ბრალდებულმა მ------ ს-----ემ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ მასსა და თ---–- კ----------–ს შორის დავა განეკუთვნება სამოქალაქო საქმეთა კატეგორიას. თ---–- კ----------–თან სამართლებრივ ურთიერთობამდე დაახლოებით ექვს იპოთეკართან ჰქონდა დადებული ხელშეკრულება, რომლებთანაც არავითარი პრობლემა არ ჰქონდა. თ---–- კ----------–მა თავიდანვე იცოდა, რომ იპოთეკით იტვირთებოდა 44 კვ.მ. ბინის ფართი, სანაცვლოდ კი გაასესხა 20 000 აშშ დოლარი; თ---–- კ----------–მა დაათვალიერა ბინა, ნახა ლოჯი, მისაღები ოთახი, სველი წერტილი, სამზარეულო. მათ შორის არ ყოფილა საუბარი თუ რომელი ფართი იყო 44 კვ.მ. ასევე არ ყოფილა საუბარი ამ 44 კვ.მ.-ში შედიოდა თუ არა სველი წერტილი. მ------ ს-----ემ განმარტა, რომ ის აპირებდა თანხის გადახდას თ---–- კ----------–ზე, მაგრამ თ---–- კ----------–მა არ აცალა, მან აიღო სააღსრულებო ფურცელი და მიმართა აღსრულებას.

 

3.12. 2009 წლის 24 ივლისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, ნ--–- დ-------–---–მა (იპოთეკარმა) იპოთეკით დატვირთა მ------ ს-----ის კუთვნილი 44 კვ. მ ფართი, მდებარე ქ. თბილისი ნ----–---–---------.

 

3.13. 2009 წლის 24 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, ა---- უ----–--ემ (იპოთეკარმა) იპოთეკით დატვირთა მ------ ს-----ის კუთვნილი 44 კვ. მ ფართი მდებარე ქ. თბილისი ნ-----–---–---------.

 

3.14. 2011 წლის 30 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, ვ-–- ხ------მა (იპოთეკარმა) 11 500 აშშ დოლარის სესხის სანაცვლოდ იპოთეკით დატვირთა მ------ ს-----ის კუთვნილი 44 კვ. მ ფართი მდებარე ქ. თბილისი ნ----–---–---------.

 

3.15. 2011 წლის 6 ივლისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, მ--- მ-------ემ (იპოთეკარმა)სესხის სანაცვლოდ იპოთეკით დატვირთა მ------ ს-----ის კუთვნილი 44 კვ. მ ფართი მდებარე ქ. თბილისი ნ----–---–---------.

 

3.16. 2012 წლის 7 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, ც-–---- ლ----ემ (იპოთეკარმა) 10 000 აშშ დოლარის სესხის სანაცვლოდ იპოთეკით დატვირთა მ------ ს-----ის კუთვნილი 44 კვ. მ ფართი მდებარე ქ. თბილისი ნ----–---–---------.

 

3.17. 2013 წლის 11 აპრილის ს-------------------------------–------------ს #---------- გადაწყვეტილებით, მ------ ს-----ის საკუთრებაში არსებულ უნომრო ბინას (ს/კ 0----------------------) მიენიჭა #-- და მისამართი ჩამოყალიბდა ე------ ნ----–---–---------, ბ------.

 

3.18. 2013 წლის 5 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, მ/ს ,,ს------------–მა’’ სესხის სანაცვლოდ იპოთეკით დატვირთა მ------ ს-----ის კუთვნილი 44 კვ. მ ფართი მდებარე ქ. თბილისი ნ----–---–---------, ბ------. აღნიშნული სესხით მ------ ს-----ემ გადაფარა ც-–---- ლ----ის სესხი. აღნიშნულ ხელშეკრულებაში მიეთითა, რომ იპოთეკა ვრცელდება იმ შემთხვევაშიც თუ იპოთეკის საგანს დაემატება, მიეშენება, დაეშენება შენობა.

 

3.19. 2013 წლის 20 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, ნ--- კ-–----–---–მა (იპოთეკარმა) 13 000 აშშ დოლარის სესხის სანაცვლოდ იპოთეკით დატვირთა მ------ ს-----ის კუთვნილი 44 კვ. მ ფართი, მდებარე ქ. თბილისი ნ----–---–---------, ბ------.

 

3.20. 2013 წლის 26 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, მ/ს ,,ს------------–მა (იპოთეკარმა) 10 000 აშშ დოლარის სესხის სანაცვლოდ იპოთეკით დატვირთა მ------ ს-----ის კუთვნილი 44 კვ. მ ფართი მდებარე ქ. თბილისი ნ----–---–---------, ბ------.

 

3.21. 2014 წლის 29 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, თ---–- კ----------–მა (იპოთეკარმა) 20 000 აშშ დოლარის სესხის სანაცვლოდ იპოთეკით დატვირთა მ------ ს-----ის კუთვნილი 44 კვ. მ ფართი მდებარე ქ. თბილისი ნ----–---–---------, ბ------.

 

3.22. ნოტარიუსის მიერ დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, 2014 წლის 29 აპრილს თ---–- კ----------–მა (იპოთეკარმა), მოქალაქე მ------ ს-----ეს (მესაკუთრე) ასესხა 20 000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე ორი პროცენტის დარიცხვით და გადახდით. იპოთეკარმა მესაკუთრეს სესხის თანხა სრულად გადასცა ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებამდე, ხოლო მესაკუთრემ თანხა მიიღო სრულად. მხარეთა განცხადებით გადახდილი იყო ერთი თვის სარგებელი. სესხი უნდა დაუბრუნდეს იპოთეკარს ერთი წლის ვადაში 2015 წლის 29 აპრილს. სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტების დაბრუნება უზრუნველყოფილი იყო იპოთეკით. იპოთეკით დაიტვირთა მესაკუთრის უძრავი ქონება (იპოთეკის საგანი). იპოთეკის საგანს წარმოადგენდა მ------ ს-----ის საკუთრება, ფართი, სართული 1, ბ-------, 44.00 კვ.მ, მდებარე: ქ. თბილისი, ქუჩა ნ----–---–-----, რომლის მახასიათებლები იყო: ზონა თბილისი 01, სექტორი 0 ჩ----------------- კვარტალი N--, ნაკვეთი N-------, კოდი - 0-----; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 1976.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი 6- შენობა-ნაგებობები: N1-დან N11-ის ჩათვლით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით დადგენილი იპოთეკა ვრცელდება იპოთეკის საგნის სხვა ნივთთან გაერთიანების შედეგად მიღებულ ახალ ნივთზე, იპოთეკის საგანთან არსებით შემადგენელ ნაწილად შეერთებულ ნივთზე, იპოთეკის საგნისათვის დამატებულ (მიშენებულ, დაშენებულ, აზომვების შედეგად მიერთებულ) ნივთზე. მესაკუთრემ დაადასტურა, რომ იპოთეკის საგანი უფლებრივად უნაკლოა. იგი არ არის სადავო ან ყადაღადადებული. იპოთეკის საგანი დატვირთული იყო იპოთეკით, რომელიც დასტურდებოდა დოკუმენტებით. იპოთეკარი იყო სს ,,მ-----------------------------–----------------–ი“, მესაკუთრე მ------ ს-----ე. მესაკუთრემ აიღო ვალდებულება მიღებული თანხით გადაიხადოს სს ,,მიკროსაფინანასო ორგანიზაცია ს------------–ის“ სესხი და იპოთეკისგან გაათავისუფლოს ზემოაღნიშნული უძრავი ქონება. აღნიშნული ფაქტი ცნობილი იყო იპოთეკარისთვის. ხელშეკრულებას ხელს აწერენ იპოთეკარი თ---–- კ----------–ი და მესაკუთრე მ------ ს-----ე.

 

2.23. აღსრულების ეროვნული ბიუროს თ---–----------------–-------------ს განკარგულების თანახმად, მ------ ს-----ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების - მდებარე ქ. თბილისი, ქუჩა ნ----–---–------- სართული 1, ბ-------, ფართი 44.00 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0---------------------- - მესაკუთრე 2014 წლის 29 დეკემბერს გამართულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა თ---–- კ----------–ი. თ---–- კ----------–მა უძრავი ქონება შეიძინა 31 500 ლარად. თ---–- კ----------–მა თანხა გადაიხადა სრულად.

 

2.24. ს------------------იდან ამონაწერის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს თ---–----------------–-------------ს N----------------- განკარგულების საფუძველზე, დამოწმების თარიღი 12/01 2015, თ---–- კ----------–ი გახდა მესაკუთრე უძრავი ქონების - მდებარე ქ. თბილისი, ქუჩა ნ----–---–------- სართული 1, ბ-------, ფართი 44.00 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0----------------------.

 

3.25. ბრალდებულ მ------ ს-----ის ადვოკატმა ვრცლად მიმოიხილა წარდგენილი ბრალდების არსი და მოითხოვა წარდგენილ ბრალდებაში მ------ ს-----ის უდანაშაულოდ ცნობა იმ საფუძვლით, რომ საქმე განეკუთვნება სამოქალაქო ურთიერთობის სფეროს, თ---–- კ----------–მა ფაქტიურად სახლის ნაწილი 44 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე გადმოიფორმა ყოფილი იპოთეკარებისაგან და ე.წ. ,,დაზარალებული’’ ჩაენაცვლა ყოფილ გამსესხებლებს, რომელთა დავალიანება აღნიშნული გზით გაისტუმრა მ------ ს-----ემ; ბინის მთლიანი ფართი, რომლითაც სარგებლობდა ცოლ-ქმარი ს-----ეები შეადგენდა 144 კვ. მ-ს, თ---–- კ----------–ი აუქციონის გზით გახდა მხოლოდ 44 კვ. მ ფართის მესაკუთრე, მაგრამ მას გაუჩნდა სურვილი დაუფლებოდა მთლიან ფართს, რაც გახდა შემდგომი დავის საფუძველი, რომელიც წარიმართა ადმინისტრაციული და სამოქალაქო წესით; მას შემდეგ, რაც თ---–- კ----------–ს ამოეწურა დავის ყველა შესაძლებლობა, მიმართა პროკურატურას, რომელიც თ---–- კ----------–ს მიიჩნევს დაზარალებულად იმ დროს, როდესაც მას აუქციონზე შეძენილი აქვს მ------ ს-----ის სახელზე არსებული უძრავი ქონება და ამ ქონების მესაკუთრე გახდა. მ------ ს-----ე თავად არის თ---–- კ----------–ის ქმედებით დაზარალებული, მან დაკარგა საკუთრება, ამასთან ბინის ფართი სამჯერ მეტია ვიდრე 44 კვ.მეტრი და მისი ღირებულება ბევრად აღემატება 20 000 აშშ დოლარს.

 

3.26. გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლით, რომლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული. განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

3.27. სასამართლომ შეაფასა რა მ------ ს-----ის ბრალდების საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმისადმი მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო მათი ერთობლიობა - ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დაადასტურა მ------ ს-----ის ბრალდება მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, კერძოდ:

3.27.1. დაზარალებულ თ---–- კ----------–ის, ბრალდებულ მ------ ს-----ის, მოწმეების ნ-------- კ----------–ის, ე---------- თ-------–---–ის ჩვენებებით, ნოტარიუსის მიერ დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2014 წლის 29 აპრილს თ---–- კ----------–მა მ------ ს-----ეს ასესხა 20 000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე ორი პროცენტის დარიცხვით და გადახდით. თ---–- კ----------–მა მ------ ს-----ეს თანხა გადასცა და მ------ ს-----ემ თანხა მიიღო სრულად, სანოტარო წესით დამოწმებამდე. სესხის თანხა მ------ ს-----ეს უნდა დაებრუნებინა ერთი წლის ვადაში - 2015 წლის 29 აპრილს.

3.27.2. დაზარალებულ თ---–- კ----------–ის, მოწმეების ნ-------- კ----------–ის, ე---------- თ-------–---–ის ჩვენებებით, თ---–- კ----------–სა და მ------ ს-----ეს შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თ---–- კ----------–ის სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტების დაბრუნება უზრუნველყოფილი იყო მ------ ს-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, მდებარე: ქ. თბილისი, ქუჩა ნ----–---–-----, სართული 1, ბ-------, 44.00 კვ.მ., საკადასტრო კოდი 0----------------------. ამავე ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით დადგენილი იპოთეკა ვრცელდებოდა იპოთეკის საგნის სხვა ნივთთან გაერთიანების შედეგად მიღებულ ახალ ნივთზე, იპოთეკის საგანთან არსებით შემადგენელ ნაწილად შეერთებულ ნივთზე, იპოთეკის საგნისათვის დამატებულ (მიშენებულ, დაშენებულ, აზომვების შედეგად მიერთებულ) ნივთზე.

3.27.3. დაზარალებულ თ---–- კ----------–ის, ბრალდებულ მ------ ს-----ის, მოწმეების ნ-------- კ----------–ის, ე---------- თ-------–---–ის ჩვენებებით, ნოტარიუსის მიერ დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თ---–- კ----------–თან ხელშეკრულების დადებამდე მ------ ს-----ის საკუთრებაში არსებული ბინა - მდებარე ქ. თბილისი, ნ----–---–------------, სართული 1, ბ-------, 44.00 კვ.მ. დატვირთული იყო სს ,,მ-----------------------------–----------------–ის“ მიერ. ამავე ხელშეკრულებით მ------ ს-----ემ აიღო ვალდებულება თ---–- კ----------–ისგან ნასესხები თანხით გადაეხადა სს ,,მიკროსაფინანასო ორგანიზაცია ს------------–ის“ სესხი და იპოთეკისგან გაათავისუფლებინა ზემოაღნიშნული უძრავი ქონება.

3.27.4. 2009 წლის 24 ივლისის, 2009 წლის 24 დეკემბრის, 2011 წლის 30 სექტემბრის, 2011 წლის 6 ივლისის, 2012 წლის 7 სექტემბრის, 2013 წლის 5 მაისის, 2013 წლის 20 ოქტომბრის, 2014 წლის 29 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით, მოწმეების ნ--- კ-–----–---–ის, დ----- კ--–------ის, ც-–---- ლ----ის და სხვათა ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2009 წლიდან მ------ ს-----ე იღებდა სესხს და სესხის სანაცვლოდ იპოთეკით ტვირთავდა მის საკუთრებაში არსებულ ბინას, მდებარე ქ. თბილისი, ქუჩა ნ----–---–------. ყოველი ახალი სესხით ხდებოდა წინა სესხის გადაფარვა. ამ მიზანს ემსახურებოდა მ------ ს-----ის მიერ თ---–- კ----------–ისგან სესხის აღება, რა თანხითაც გადაფარულ იქნა ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ს------------–ის’’ სესხი.

3.27.5. დაზარალებულ თ---–- კ----------–ის, მოწმე ნ-------- კ----------–ის, ე---------- თ-------–---–ის ჩვენებებით დასტურდება, რომ მ------ ს-----ემ თ---–- კ----------–ს იპოთეკის სახით შესთავაზა არა მხოლოდ ს------------------ში რეგისტრირებული 44.00 კვ.მ. ფართი, არამედ მთლიანი ფართი. ასევე მოწმეები - მ------ ს-----ის ყოფილი იპოთეკარები - თ-------–-–---–ი, მ------ მ-------–---–ი, ც-–---- ლ----ე, დ----- კ--–------ე, ნ--- კ-–----–---–ი ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ს------------------ის ამონაწერით მ------ ს-----ის ბინა იყო 44 კვ.მ ფართის, მაგრამ ნოტარიუსთან დადებული ხელშეკრულებებით იპოთეკა ვრცელდებოდა ბინაში მდებარე ყველა ფართზე.

3.27.6. დაზარალებულ თ---–- კ----------–ის, მოწმე ნ-------- კ----------–ის, ბრალდებულ მ------ ს-----ის ჩვენებებით დასტურდება, რომ თ---–- კ----------–ს მ------ ს-----ემ სარგებელი გადაუხადა მხოლოდ სამჯერ და არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

3.27.7. დაზარალებულ თ---–- კ----------–ის, მოწმე ნ-------- კ----------–ის, ბრალდებულ მ------ ს-----ის ჩვენებებით, აღსრულების ეროვნული ბიუროს თ---–----------------–-------------ს განკარგულებით, ს------------------ის ამონაწერით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2014 წლის 29 დეკემბერს გამართულ იძულებით საჯარო აუქციონზე მ------ ს-----ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების - მდებარე ქ. თბილისი, ქუჩა ნ----–---–------- სართული 1, ბ-------, ფართი 44.00 კვ.მ. საკადასტრო კოდი 0----------------------, მესაკუთრე გახდა თ---–- კ----------–ი. თ---–- კ----------–მა უძრავი ქონება შეიძინა 31 500 ლარად და ს------------------ში იგი გახდა ბინის მესაკუთრე.

3.27.8. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სასამართლო აძლევს რა შეფასებას დადასტურებულად არ მიიჩნევს მ------ ს-----ის ბრალდებას მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით.

3.27.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ თაღლითობის, როგორც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშანს წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონების დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით. მართლწინააღმდეგობა გულისხმობს, რომ პირი არ არის მესაკუთრე ან მისი კანონიერი მფლობელი და მის მიერ ქონების დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება ხდება უკანონოდ. თაღლითობის სუბიექტური შემადგენლობა პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება, რა დროსაც დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ იგი თაღლითობით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მის მესაკუთრეს და სურს ამ შედეგის დადგომა, ამასთან, ქმედების განხორციელების დროს დამნაშავეს უნდა ამოძრავებდეს ანგარების მოტივი და მიზანი.

3.27.11. კონკრეტულ საქმეში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დანაშაულის ჩადენის დროზე. საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენის დროა ის დრო, როდესაც მოქმედებდა ამსრულებელი ან თანამონაწილე ანდა უნდა ემოქმედა მას. შედეგის დადგომის დროს მნიშვნელობა არა აქვს. მოცემულ საქმეში, მ------ ს-----ეს ბრალი ედება მასში, რომ 2014 წლის 29 აპრილს მ------ ს-----ემ თ---–- კ----------–ს იპოთეკის საგნად შესთავაზა, აჩვენა და სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დადო ე------ ნ----–---–-----------------------ის მთლიან ფართზე, რა დროსაც განზრახული ჰქონდა მოტყუებით დაუფლებოდა თ---–- კ----------–ის კუთვნილ თანხას. მ------ ს-----ის ბრალი იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულების დადებისას (2014 წლის 29 აპრილს) ჰქონდა განზრახული დანაშაულებრივად დაუფლებოდა თ---–- კ----------–ის კუთვნილ თანხას საქმის მასალებით არ დასტურდება.

3.27.12. სასამართლო მ------ ს-----ის ქმედების შეფასებისას ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მ------ ს-----ე 2009 წლიდან ახდენდა მის საკუთრებაში არსებული ბინის იპოთეკით დატვირთვას და ყოველთვის ისტუმრებდა იპოთეკარებს, რა მიზნითაც იღებდა ახალ სესხს. აღნიშნულს ემსახურებოდა თ---–- კ----------–ისგან სესხის აღებაც, რა თანხითაც მ------ ს-----ემ გადაფარა ,,მ-----------------------------–----------------–ის’’ სესხი. ამდენად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოების ანალიზის შედეგად საეჭვო ხდება ის ფაქტი, რომ მ------ ს-----ეს კონკრეტული სესხის აღებისას განზრახული ჰქონდა მოეტყუებინა თ---–- კ----------–ი, რათა დანაშაულებრივად დაუფლებოდა თ---–- კ----------–ის კუთვნილ 20 000 აშშ დოლარს.

3.27.13. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სამართლებრივად თაღლითობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს და დამთავრებულია სხვისი ნივთის დაუფლების ან ქონებრივი უფლების მიღების მომენტიდან. მ------ ს-----ის ქმედებაში არ ვლინდება ის ფაქტი, რაც ბრალდების დადგენილებაშია ფორმულირებული - ,,ხელშეკრულების თანახმად, თ---–- კ----------–მა მ------ ს-----ეს გადასცა 20 000 ამერიკული დოლარი, რაც შეადგენდა 35 330 ლარს, რაც მ------ ს-----ემ თაღლითურად მიისაკუთრა და თ---–- კ----------–ს მიაყენა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.’’ კონკრეტულ შემთხვევაში, თ---–- კ----------–ი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო (მ------ ს-----ისთვის გადაცემული 20 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ) გახდა მ------ ს-----ის უძრავი ქონების მესაკუთრე, რაც ადასტურებს, რომ მ------ ს-----ეს ქონებრივი ზიანი არ მიუყენებია თ---–- კ----------–ისთვის. ზიანის დადგენა კი წარმოადგენს საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულის აუცილებელ შემადგენელ ელემენტს.

3.27.14. საკასაციო პალატის 2018 წლის 7 მარტის #511აპ-17 გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ: უნდა გაიმიჯნოს სამოქალაქო და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფუძვლები. სახელმწიფოს რეპრესიული უფლების წარმოშობა სისხლის სამართალს უკავშირდება და დაუშვებელია მისი რეგულირების საგანი ის ურთიერთობები იყოს, რომელთა წარმოშობაც პირთა თავისუფალი ნების გამოვლენას, ანუ კერძო ავტონომიას ეფუძნება. კერძო ავტონომია, ანუ ხელშეკრულების დადებისა და მისი შინაარსის განსაზღვრის თავისუფლება ის ფუნდამენტური პრინციპია, რომელსაც სახელშეკრულებო სამართალი და ზოგადად, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა ეფუძნება (სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილი და 319 მუხლი). ამავე გადაწყვეტილების თანახმად, თაღლითობის დროს ამსრულებელი მოტყუების გზით ეუფლება სხვის ქონებას, რის შემდეგაც მსხვერპლი კარგავს უშუალოდ მის აქტივში არსებულ ქონებას და ამით მცირდება მისი ქონებრივი მასა.

3.27.15. კონკრეტულ საქმეში სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების დროს არ იკვეთება ის ფაქტი, რომ მ------ ს-----ეს ხელშეკრულების დადების დროს ამოძრავებდა განზრახვა თაღლითური გზით დაუფლებოდა თ---–- კ----------–ის კუთვნილ 20 000 აშშ დოლარს. სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა ემყარება იმ ფაქტს, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას სესხის თანხის სანაცვლოდ მ------ ს-----ემ გარანტად ჩადო მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომელიც ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის გამო გადავიდა თ---–- კ----------–ის საკუთრებაში, რითაც სამართლებრივად მ------ ს-----ემ დაკარგა უშუალოდ მის აქტივში არსებული ქონება, რომლის რეალური ღირებულება სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრულ თანხას ბევრად აღემატებოდა.

3.27.16. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისა და მისი შინაარსის განსაზღვრის თავისუფლება მხარეებს აძლევს შესაძლებლობას თავად განსაზღვრონ ის რისკები, რაც ხელშეკრულების შეუსრულებლობას შეიძლება მოჰყვეს. კონკრეტულ საქმეში, ის გარემოება, რომ მ------ ს-----ემ თ---–- კ----------–ს აჩვენა მთელი ფართი, მაგრამ შემდგომში სადაო გახადა მთლიანი ფართის იპოთეკის საგნად მიჩნევა, არ შეიძლება შეფასდეს დანაშაულებრივ ქმედებად. სასამართლოს მიაჩნია, რომ ისეთ ფართზე ხელშეკრულების დადებისას, რომელიც ს------------------ში არ იყო აღრიცხული, თ---–- კ----------–ი და მ------ ს-----ე თავისთავზე იღებდნენ იმ რისკს, რაც ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შეიძლება დამდგარიყო და რის წინაშეც რეალურად მხარეები დადგნენ. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრისას დაშვებული შეცდომები არ შეიძლება გახდეს სისხლის სამართლებრივი რეპრესიის საფუძველი და აღნიშნული სამოქალაქო სამართლის რეგულაციის საგანს წარმოადგენს.

3.27.17. ის ფაქტი, რომ თ---–- კ----------–მა მ------ ს-----ის მიერ ხელოვნურად შექმნილი პრობლემების გამო ვერ შეძლო მის საკუთრებაში აღრიცხული უძრავი ქონების რეალურად ფლობა და განკარგვა, არ შეიძლება მიჩნეულ იქნას მ------ ს-----ის თაღლითობის ჩადენაში ბრალდების საფუძვლად, ვინაიდან ამ ქმედებისთვის მ------ ს-----ეს წარედგინა ბრალი ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლაში, რომელიც არღვევს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობას.

 

3.27.18. ამდენად, მ------ ს-----ის ბრალდება მასში, რომ თ---–- კ----------–ის კუთვნილი 20 000 აშშ დოლარის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დადო მასთან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და ამ გზით დაეუფლა მის კუთვნილ თანხას, საქმის მასალებით არ დასტურდება.

 

3.28. ზ/აღნიშნულის გათვალიწინებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მ------ ს-----ემ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რაც წარმოადგენს წარდგენილ ბრალდებაში მ------ ს-----ის გამართლების საფუძველს.

 

ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა,რომელიც არღვევს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობას

 

3.29. დაზარალებულმა თ---–- კ----------–მა განაცხადა, რომ მასსა და მ------ ს-----ის შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მ------ ს-----ის უძრავი ქონება, მდებარე ქ.თბილისი, ნ----–---–-----------------------ში, აუქციონზე შეიძინა თ---–- კ----------–მა. მის სახელზე დარეგისტრირდა 44 კვ.მ. ფართი. 2015 წლის იანვრის თვეში დაიწყო იძულებითი აღსრულება მ------ და ი-–-- ს-----ეების გამოსახლების თაობაზე, საბოლოოდ მაისის თვეში გამოსახლებულნი იქნენ მ------ და ი-–-- ს-----ეები. თ---–- კ----------–მა მოგვიანებით შეიტყო, რომ ნ----–---–-----------------------ში არსებული სველი წერტილი, სააბაზანო საპირფარეშოთი, რეგისტრირებული იყო ი-–-- ს-----ის სახელზე, აღნიშნულ ფართს მინიჭებული ჰქონდა სხვა საკადასტრო კოდი. აღსრულების თანამშრომლებმა ბინის ერთი გასაღები გადასცეს მ------ და ი-–-- ს-----ეებს, ერთი თ---–- კ----------–ს. თ---–- კ----------–ის განმარტებით, მეორე დღიდან ის კუთვნილ ფართში გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ შედიოდა, ვინაიდან მ------ და ი-–-- ს-----ეებს დაკეტილი ჰქონდათ ბინის კარი. ისინი ცდილობდნენ თ---–- კ----------–ისთვის შეეშალათ ხელი, რათა თ---–- კ----------–ს ვერ ესარგებლა კუთვნილი ფართით. მ------ და ი-–-- ს-----ეებმა სარდაფიდან იატაკი ამოჭრეს ე.წ. ლოჯში, ამოაშენეს ბლოკით კედელი. ხოლო ჰოლის ბოლოში განთავსებულ პატარა ოთახით და სველი წერტილით სადარბაზოდან შემოვლით ისარგებლებდნენ. გარკვეული პერიოდის შემდეგ თ---–- კ----------–მა მის კუთვნილ ფართში მიიტანა კუთვნილი პირადი ნივთები. თ---–- კ----------–ის განმარტებით, ერთ დღესაც როდესაც მივიდა ბინასთან მ------ და ი-–-- ს-----ეებმა ის არ შეუშვეს სახლში. თ---–- კ----------–ი იძულებული გახდა მიემართა სასამართლოსთვის. თ---–- კ----------–ს სხვადასხვა საშუალებებით უშლიდნენ ხელს, რათა ესარგებლა მისი უფლებით, შესულიყო მის კუთვნილ ფართში. თ---–- კ----------–ის განმარტებით, მას უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ მ------ და ი-–-- ს-----ეები. ი-–-- ს-----ე როდესაც გაიგებდა, რომ თ---–- კ----------–ი იყო მისული, კარს კეტავდა და არ აძლევდა საშუალებას შესულიყო ბინაში. თ---–- კ----------–მა პოლიციის თანამშრომლების დახმარებით შეძლო კუთვნილ ფართში შესვლა, მაგრამ მას გადაყრილი დახვდა პირადი ნივთები, ასევე დაზიანებული იყო მისი საწოლი.

 

3.30. მოწმე ნ-------- კ----------–მა დაადასტურა, რომ თ---–- კ----------–ს მ------ და ი-–-- ს-----ეებმა არ მისცეს შესაძლებლობა ესარგებლა კუთვნილი ფართით და მათ მიმართ მუდმივად გამოხატავდნენ აგრესიას.

 

3.31. მოწმე კ------------- ჩ-------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ა--------–---------–-–--ს სამმართველოში. თ---–- კ----------–ის განცხადების საფუძველზე იძულებითი აღსრულების წარმოება იყო დაწყებული ა--------–---------–-–--ს სამმართველოს თბილისის განყოფილებაში. ნებაყოფლობით უძრავი ქონების გამოთავისუფლებაზე უარი განაცხადეს მ------ და ი-–-- ს-----ეებმა. შემდეგ ა--------–---------–-–--ს თანამშრომლებთან ერთად მივიდნენ მისამართზე. მ------ და ი-–-- ს-----ეებმა თანამშრომლები შეუშვეს სახლში. კ------------- ჩ-------ემ განმარტა, რომ ს------------------ის დოკუმენტის შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ უძრავ ქონებაში მოქცეული იყო ი-–-- ს-----ის საკუთრებაში არსებული 8 კვ.მ. ფართი, რომელიც მოიცავდა საპირფარეშოს. მან და სხვა თანამშრომლებმა, როგორც თ---–- კ----------–ს ასევე მ------ და ი-–-- ს-----ეებს განუმარტეს, რომ უნდა ესარგებლათ ორივე მხარეს საერთო ჰოლით და არ შეეშალათ ხელი ერთმანეთისთვის. კ------------- ჩ-------ემ განმარტა, რომ უძრავი ქონების გენერალურ გეგმაში ნახა თუ რომელ მხარეს რა ოდენობის და რომელი ფართი ეკუთვნოდა. შემდეგ შედგა შესაბამისი ოქმი გამოსახლების თაობაზე, რომელსაც ხელი მოაწერეს მხარეებმა.

 

3.32. მოწმე ა--------------მ განაცხადა, რომ არის მ------ ს-----ის დისშვილი. მის დედას ი----- კ-------ეს და მ------ ს-----ეს ეკუთვნოდათ გარკვეული ფართი ქ. თბილისში, ნ----–---–-----------------------ში. მ------ ს-----ემ ი----- კ-------ეს დაუთმო წილი და გადასცა ნ----–---–-------------ში მდებარე სარდაფი. ვინაიდან ი----- კ-------ე საზღვარგარეთ წავიდა საცხოვრებლად, მან ა--------------ს გადაუფორმა ფართი. ა--------------მ ი----- კ-------ის ვალის სანაცვლოდ ა-–---------- დ----–--ს, რომელიც არის მ------ ს-----ის ახლობელი, ჩუქების ხელშეკრულების სანაცვლოდ გადასცა სარდაფი. ა--------------მ განმარტა, რომ ის არასდროს არ ყოფილა ჩართული ბინის ფართების გადაფორმების მოლაპარაკებებში და ფორმალურად აწერდა ხელს დოკუმენტებს.

 

3.33. მოწმე ა-–---------- დ----–--მ დაადასტურა, რომ 2015 წელს მ------ ს-----ის დის შვილისგან - ა--------------სგან გაიფორმა ქ. თბილისში, ნ----–---–-----------------------ში მდებარე ე.წ. ლოჯი და მის ქვევით განთავსებული ფართი, შემდეგ მან აღნიშნული ე.წ. ლოჯი და მის ქვემოთ არსებული ფართი 10 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ მიყიდა ი-–-- ს-----ეს. ხოლო მ------ ს-----ისგან შეიძინა ქ. თბილისში, ნ----–---–-----------------------ში მდებარე ერთი პატარა ოთახი.

 

3.34. მოწმე პ----- ჭ------მ დაადასტურა, რომ 2016 წლის 15 იანვარს მ------ ს-----ისგან შეიძინა ქ. თბილისში, ნ----–---–-------------ში მდებარე სარდაფი, რომლის ფართი იყო 41 კვ.მ. მან მ------ ს-----ეს გადასცა 15 000 აშშ დოლარი. როგორც ახსოვს, სარდაფი გაფორმებული იყო ან ა-–---------- დ----–--ს ან ა--------------ს სახელზე. მან აღწერა სარდაფის განლაგება, სადაც განთავსებული იყო ორი ოთახი, საპირფარეშო და ამოშენებული კიბე. მან დაადასტურა, რომ ზედასართულზე იყო საცხოვრებელი ფართი, ხოლო ზედა სართულზე ასასვლელი კიბე იყო ამოშენებული და არავინ არ იყენებდა.

 

3.35. ბრალდებულმა მ------ ს-----ემ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ ვინაიდან მის მეუღლეს ი-–-- ს-----ეს ეკუთვნოდა ნ----–---–-----------------------ში 8 კვ.მ. ფართი, რომელსაც აქვს სხვა საკადასტრო კოდი, უძრავი ქონებიდან მისი და მისი მეუღლის ი-–-- ს-----ის გამოსახლება არ მომხდარა. მ------ ს-----ის განმარტებით, არც მას და არც მის მეუღლეს არ დაურღვევიათ კანონი და ისინი კანონიერად იმყოფებოდნენ ნ----–---–-----------------------ში, რომლის რეალური ფართი 100 კვ.მ მეტია, ხოლო თ---–- კ----------–ის მხოლოდ 44 კვ.მ ფართის მესაკუთრე იყო.

 

3.36. ბრალდებულმა ი-–-- ს-----ემ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ არ იცოდა მ------ ს-----ეს ბინა ჰქონდა იპოთეკით დატვირთული. ამის შესახებ გაიგო, როცა კ----------–მა უთხრა, რომ იყო დაზარალებული, რადგან მ------ ს-----ეს ჰქონდა მისი ვალი და არ ისტუმრებდა. ნ----–---–-----------------------ში მის საკუთრებაში იყო 8 კვ.მ ფართი, რომელიც იყო სველი წერტილები. ამიტომ იგი ვერ გამოასახლეს ბინიდან და მისცეს ერთი გასაღები, ხოლო ერთი გასაღები გადასცეს თ---–- კ----------–ს. მას არასდროს არ შეუზღუდია თ---–- კ----------–ისთვის ბინაში შესვლა ან ცხოვრება, ასევე არცერთი კარის საკეტი არ შეუცვლია. ვინაიდან თ---–- კ----------–ს ბინის საერთო ფართიდან ეკუთვნოდა 44 კვ.მ. მხოლოდ აღნიშნული 44 კვ.მ ფართის გამოყენების საშუალებას აძლევდა ის და მ------ ს-----ე. 44 კვ.მ ფართში იგულისხმება ორი საძინებელი და მისაღები ოთახი, სადაც საწოლი აქვს განთავსებული თ---–- კ----------–ს და ცხოვრობდა. როდესაც თ---–- კ----------–მა ი-–-- ს-----ეს მიუგზავნა ძმა, აღნიშნულის შემდეგ ი-–-- ს-----ემ ჩაკეტა კარი და აღარ უშვებდა თ---–- კ----------–ს.

 

3.37. აღსრულების ეროვნული ბიუროს თ---–----------------–-------------ს განკარგულების თანახმად, მ------ ს-----ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების მდებარე ქ. თბილისი, ქუჩა ნ----–---–------- სართული 1, ბ-------, ფართი 44.00 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0---------------------- მესაკუთრე 2014 წლის 29 დეკემბერს გამართულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა თ---–- კ----------–ი. თ---–- კ----------–მა უძრავი ქონება შეიძინა 31 500 ლარად. თ---–- კ----------–მა თანხა გადაიხადა სრულად.

 

3.38. სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ ოქმის თანახმად, 2015 წლის 20 მაისს იძულებითი გამოსახლება სისრულეში იქნა მოყვანილი. უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ე------–---–------------, სართული 1, ბ-------, საკადასტრო კოდით: 0----------------------. სრულიად გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარდა კრედიტორს თ---–- კ----------–ს.

 

3.39. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, 2014 წლის 25 დეკემბერს მ------ ს-----ემ (გამყიდველი) ი-–-- ს-----ეს (მყიდველი) მიჰყიდა ქ. თბილისი, ნ----–---–-------------ში მდებარე 8 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო N 0---------------------- ფართი. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 5 000 აშშ დოლარი. ხელშეკრულებას ხელს აწერენ მ------ ს-----ე და ი-–-- ს-----ე.

 

3.40. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, 2015 წლის 4 ივნისს მ------ ს-----ემ (გამყიდველი) ა--------------ს (მყიდველი) მიჰყიდა ქ. თბილისი ნ----–---–---------------------- ფართი 44,88 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო ს.კ. N--------------------- ნასყიდობის საგნის ღირებულებად განისაზღვრა 5 000 ლარი.

 

3.41. უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების თანახმად, 2015 წლის 11 აგვისტოს ა--------------მ (მჩუქებელი) ა-–---------- დ----–--ს (დასაჩუქრებული) აჩუქა ქ. თბილისი, ნ----–---–------------, 1,4 წილი (ერთ მეოთხედი წილი) 44,88 კვ.მ სარდაფიდან საკადასტრო კოდი N 0-----------------------. აღნიშნული საგნის (საჩუქრის) ღირებულებაა 1000 ლარი.

 

3.42. უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, 2016 წლის 12 იანვარს ა-–---------- დ----–--მ (გამყიდველი) ი-–-- ს-----ეს (მყიდველი) მიჰყიდა ქ. თბილისი ნ----–---–------------, ფართობი 25, 78 კვ.მ. დამხმარე სათავსო ს/კ 0-----------------------. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 10 000 აშშ დოლარით.

 

3.43. უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, 2016 წლის 25 იანვარს ა-–---------- დ----–--მ და ა--------------მ (გამყიდველები) პ----- ჭ------ს(მყიდველი) მიჰყიდა ქ. თბილისი ნ----–---–------------, N--- 41.80 კვ. მ. ნახევარსარდაფი. ს/კ 0-----------------------. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 6 000 ლარით.

 

3.44. 2015 წლის 17 სექტემბრის ბანათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ნ----–---–-----’’-ის კრების ოქმის N8 და ს------------------ის ამონაწერის თანახმად, ი-–-- ს-----ე გახდა მესაკუთრე ქ. თბილისი, ნ----–---–------------, ფართობი 6,53 კვ.მ. სათავსის, პირველ სართულზე, ა/კ 0----------------------.

 

3.45. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების და ს------------------ის ამონაწერის თანახმად, 2015 წლის 22 სექტემბერს ი-–-- ს-----ემ (გამყიდველი) ა-–---------- დ----–--ს (მყიდველი) მიჰყიდა ქ. თბილისი ნ----–---–------------, ფართობი 6,53 კვ.მ. სათავსი პირველ სართულზე, ა/კ 0----------------------. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 3 000 აშშ დოლარით.

 

3.46.2017 წლის 18 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. თბილისში, ნ----–---–-------------ის, ბ--------ში და მის ქვემოთ არსებულ ნახევარ სარდაფში. შემთხვევის ადგილი დათვალიერებული იქნა მოწმეების თ---–- კ----------–ის, ა-–---- ა-–----–---–-ს, ი-–-- ს-----ის და მ------ ს-----ის, გამომძიებლების გ------- ქ-------ს და ლ-–- ო-------ს, ექსპერტ კრიმინალისტების მონაწილეობით. დათვალიერებისას მ------ და ი-–-- ს-----ეებმა კატეგორიულად განაცხადეს უარი, რომ მათ სახლში, თუნდაც როგორც დათვალიერებაში მონაწილე პირად, შევიდეს თ---–- კ----------–ი. დათვალიერებისას გადაღებულ იქნა ფოტოსურათები, რომელიც მოთავსებული ერთ ცალ დისკზე ერთვის საქმეს ნივთმტკიცების სახით.

3.46.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს მოწმეებმა მ------ ა----–--ემ და ლ-–- ო------ემ (გამომძიებლები).

 

3. 47. 2017 წლის 18 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, დაზარალებულ თ---–- კ----------–ის ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით მისი მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი თბილისში, ნ----–---–-------------ის, ბ--------ში, მასში მონაწილეობდნენ მ------ და ი-–-- ს-----ეებიც, რომლებმაც უარი განაცხადეს როგორც საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობაზე, ისე თ---–- კ----------–ის ბინაში შეშვებაზე. ასევე არ შეუშვეს ბინაში გამომძიებლები, რა დროსაც პროპორციული ძალის გამოყენებით, კერძოდ, ი-–-- ს-----ის გვერდზე გადაწევით და მ------ ს-----ის ხელის გაკავებით, რადგან იგი დასარტყმელად გაიწია თ---–- კ----------–ისკენ, ისინი შევიდნენ ბინაში. აღნიშნულის შემდეგ სიტუაცია დასტაბილურდა, თუმცა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ადგილი ჰქონდა მ------ ს-----ის მხრიდან თ---–- კ----------–ის სიტყვიერ შეურაცხყოფას. თ---–- კ----------–მა მიუთითა ნივთებზე, რომელიც მან მიიტანა ბინაში და რომლებიც იქნა დაზიანებული, ასევე მან მიიტანა სხვა ნივთები, რომელიც საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბინაში არ დახვდა. აღნიშნულ ოქმს მ------ და ი-–-- ს-----ეებმა ხელი არ მოაწერეს.

3.47.1. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებლებმა მ------ ა----–--ემ, ლ-–- ო------ემ, ექსპერტმა ი----- თ---–--–---–მა.

 

3.48. ი-–-- და მ------ ს-----ეების მიერ თ---–- კ----------–ის საცხოვრებელ სახლში არ შეშვების ოქმის თანახმად, ძ---–-------–-----------------–----------------ს განყოფილების გამომძიებელმა მ------ ა----–--ემ შეადგინა ოქმი 2017 წლის 26 აგვისტოს იმის თაობაზე, რომ თ---–- კ----------–ი ი-–-- ს-----ემ არ შეუშვა თბილისში, ნ----–---–-------------ის, ბ--------ში, ი-–-- ს-----ემ განაცხადა, რომ მას ვერც კანონი და ვერც ვერავინ შეაშვებინებდა სახლში თ---–- კ----------–ს.

3.48.1. ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებლებმა მ------ ა----–--ემ.

 

3.49. ადვოკატის პოზიციით მ------ და ი-–-- ს-----ეები უდანაშაულოდ უნდა იქნენ ცნობილი წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან, ფართი, რომლითაც სარგებლობდნენ ი-–-- და მ------ ს-----ეები ეკუთვნოდა ი-–-- ს-----ეს, გამოსახლებისას აღმასრულებელმა მას გადასცა ერთი გასაღები, რათა ესარგებლა სახლში შესასვლელად საერთო სარგებლობის დერეფნით. რეალურად ფართი არც მაშინ და არც დღეს არ გაყოფილა, ამასთანავე, ი-–-- და მ------ ს-----ეების ნივთები დატოვეს ამ ფართში, რაც მოწმობს, რომ რეალურად მ------ და ი-–-- ს-----ეები ბინიდან არ გამოუსახლებიათ.

 

3.50. სასამართლომ შეაფასა რა მ------ ს-----ის და ი-–-- ს-----ის ბრალდების საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმისადმი მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო მათი ერთობლიობა - ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურა მ------ ს-----ის და ი-–-- ს-----ის ბრალდება მასში, რომ ჩაიდინეს ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობას. კერძოდ:

3.50.1. დაზარალებულ თ---–- კ----------–ის, მოწმე ნ-------- კ----------–ის, ბრალდებულების მ------ და ი-–-- ს-----ეების ჩვენებით, აღსრულების ეროვნული ბიუროს თ---–----------------–-------------ს განკარგულებით, ს------------------ის ამონაწერით დასტურდება, რომ ქ.თბილისი, ნ----–---–-----------------------ში, საკადასტრო კოდით: 0---------------------- აუქციონზე შეიძინა თ---–- კ----------–მა. მის სახელზე დარეგისტრირდა 44 კვ.მ. ფართი. 2015 წლის იანვრის თვეში დაიწყო იძულებითი აღსრულება მ------ და ი-–-- ს-----ეების გამოსახლების თაობაზე.

3.50.2. დაზარალებულ თ---–- კ----------–ის, მოწმე კ------------- ჩ-------ის ჩვენებით, სააღსრულებო მოქმედების განხორციელების ოქმით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2015 წლის 20 მაისს იძულებითი გამოსახლება სისრულეში იქნა მოყვანილი. უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ე------–---–------------, სართული 1, ბ-------, საკადასტრო კოდით: 0----------------------. სრულიად გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარდა კრედიტორს თ---–- კ----------–ს

3.50.3. დაზარალებულ თ---–- კ----------–ის, მოწმეების ნ-------- კ----------–ის, კ------------- ჩ-------ის, ბრალდებულების მ------ და ი-–-- ს-----ეების ჩვენებებით, 2017 წლის 18 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოსურათების დათვალიერებით ოქმით, 2017 წლის 18 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ნ----–---–-----------------------იდან იძულებით გამოსახლების შემდეგ, მ------ და ი-–-- ს-----ეები დაეუფლნენ თ---–- კ----------–ისთვის გამოყოფილ ფართს, კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ თ---–- კ----------–ის ბინაში შესვლის და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროსაც კი არ უშვებდნენ მას ბინაში, მ------ და ი-–-- ს-----ე დღესაც ფლობენ და ცხოვრობენ მთლიან ფართში, მათ შორის, თ---–- კ----------–ის საკუთრებაში არსებულ 44 კვ.მ. ფართში, რითაც არ აძლევენ თ---–- კ----------–ს საშუალებას ისარგებლოს კუთვნილი ფართით.

3.50.4. მოწმეების ა--------------ს, ა-–---------- დ----–--ს, პ----- ჭ------ს, ი-–-- ბ-----–---–ის ჩვენებებით, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებებით და სხვა მტკიცებულებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც ბინა აღირიცხა თ---–- კ----------–ის სახელზე და მას არ მისცეს საკუთარი ფართით სარგებლობის უფლება, მ------ და ი-–-- ს-----ეებმა დაიწყეს აქტიური ქმედებები ნ----–---–---------, ბ-------ში მდებარე აღურიცხავი ფართის ფორმალურად გასხვისების, ამ მიზნით გააყალბეს ამხანაგობის კრების ოქმები, ასევე, 2014 წლის 25 დეკემბერს მ------ ს-----ემ ი-–-- ს-----ეს მიჰყიდა ქ. თბილისი, ნ----–---–-------------ში მდებარე 8 კვ.მ ფართი; 2015 წლის 4 ივნისს მ------ ს-----ემ ა--------------ს მიჰყიდა ქ. თბილისი ნ----–---–---------------------- 44,88 კვ.მ. ფართი; 2015 წლის 11 აგვისტოს ა--------------მ ა-–---------- დ----–--ს აჩუქა ქ. თბილისი, ნ----–---–------------, 1/4 წილი 44,88 კვ.მ სარდაფიდან; 2016 წლის 12 იანვარს ა-–---------- დ----–--მ ი-–-- ს-----ეს მიჰყიდა ქ. თბილისი ნ----–---–------------, ფართობი 25, 78 კვ.მ. დამხმარე სათავსო; 2016 წლის 25 იანვარს ა-–---------- დ----–--მ და ა--------------მ პ----- ჭ------ს მიჰყიდა ქ. თბილისი ნ----–---–------------, N--- 41.80 კვ. მ ნახევარსარდაფი; 2015 წლის 21 სექტემბერს ი-–-- ს-----ე გახდა მესაკუთრე ქ. თბილისი, ნ----–---–------------, ფართობი 6,53 კვ.მ. სათავსის; 2015 წლის 22 სექტემბერს ი-–-- ს-----ემ ა-–---------- დ----–--ს მიჰყიდა ქ. თბილისი ნ----–---–------------, 6,53 კვ.მ. ფართი. აღნიშნული ქმედებების განხორციელებისას მ------ და ი-–-- ს-----ეები მოქმედებდნენ წინასწარი შეთანხმებით და მიზნად ისახავდნენ არ მიეცათ საშუალება თ---–- კ----------–ისთვის ესარგებლა კუთვნილი ფართით.

3.50.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის თანახმად, არავის აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ან სხვა მფლობელობაში მფლობელი პირის ნების საწინაღმდეგოდ. უკანონო შესვლად მიიჩნევა სხვა პირის ბინასა თუ მფლობელობაში სამართლებრივი საფუძველების გარეშე ყოფნა, შესვლა უკანონოა იმ შემთხვევაში, თუ იგი ჩადენილია კანონმდებლობის დარღვევით. აღნიშნული დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობა პირდაპირ განზრახვაში ვლინდება, დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და სურს უკანონოდ შევიდეს ბინაში.

3.50.6. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სასამართლო აძლევს რა შეფასებას, არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მ------ ს-----ის და ი-–-- ს-----ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად მიიჩნევს მ------ და ი-–-- ს-----ეების ბრალდებას მასში, რომ 2015 წლის 20 მაისს მ------ და ი-–-- ს-----ეები გამოსახლებული იქნენ თ---–- კ----------–ის კუთვნილი უძრავი ქონებიდან, თუმცა მიუხედავად ამისა, მ------ ს-----ე და ი-–-- ს-----ე მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ შევიდნენ, დღემდე ცხოვრობენ და სარგებლობენ ქ.თბილისი, ნ----–---–-------------------ით სრულად, მათ შორის თ---–- კ----------–ის სახელზე რიცხული 44.00 კვ.მ ფართით, რითაც დაარღვიეს თ---–- კ----------–ის ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობა.

 

3.51. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არის საკმარისი და უტყუარად ადასტურებენ მ------ ს-----ის ბრალდებას მასში, რომ მ------ ს-----ემ ჩაიდინა ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობას; ასევე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს ი-–-- ს-----ის ბრალდებას მასში, რომ ი-–-- ს-----ემ ჩაიდინა ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობას.

 

ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა,რომელიც არღვევს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობას,ჩადენილი ჯგუფურად

 

3.52. საქმის მასალებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ------ და ი-–-- ს-----ეები თ---–- კ----------–ის ნების საწინაღმდეგოდ შევიდნენ მის კუთვნილ ფართში, რითაც დაარღვიეს ბინის მფლობელის ხელშეუხებლობა. ბინაში შესვლამდე და შემდეგშიც ისინი მოქმედებდნენ შეთანხმებულად და, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, არა მარტო აგრესიულობით გამოირჩეოდნენ თ---–- კ----------–ის მიმართ, არამედ შემდეგში ცდილობდნენ დოკუმენტების გაყალბებით და ნ----–---–----------ში მდებარე ბინის ფართის ფორმალური გასხვისებით ხელი შეეშალათ თ---–- კ----------–ისთვის ესარგებლა კუთვნილი ფართით. აღსანიშნავია, რომ ი-–-- და მ------ ს-----ეების თ---–- კ----------–ისადმი ამგვარი დამოკიდებულება გრძელდება დღესაც.

 

3.53. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.

 

3.54. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს მ------ და ი-–-- ს-----ეების ბრალდებას მასში, რომ მ------ და ი-–-- ს-----ეებმა ჩაიდინეს ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობას, ჩადენილი ჯგუფურად.

 

ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება

გამოყენების მიზნით და გამოყენება

 

3.55. დაზარალებულმა თ---–- კ----------–მა განაცხადა, რომ როდესაც სასამართლოში სამოქალაქო საქმის განხილვა მიმდინარეობდა გაირკვა, რომ მ------ ს-----ე იყო ამხანაგობის თავმჯდომარე და მის მიერ გაყალბებული კრების ოქმების საფუძველზე, მ------ ს-----ეს გასხვისებული ჰქონდა ნ----–---–-----------------------ში არსებული ფართები, გარდა 44 კვ.მ-სა. მ------ ს-----ემ კრების ოქმები გააყალბა მეზობლების მოტყუებით, რომლებსაც მოტყუებით მოაწერინა ხელი კრების ოქმებზე. მ------ ს-----ემ გაყალბებული კრების ოქმებით დაირეგისტრირა ე.წ. ,,ლოჯი’’, სამზარეულო, ჰოლში მდებარე პატარა ოთახი, სველი წერტილი. მ------ ს-----ემ აღნიშნული ფართებიდან მის მეუღლე ი-–-- ს-----ეზე გაასხვისა სველი წერტილი, ხოლო პატარა ოთახი ა-–---------- დ----–--ზე. თ---–- კ----------–ის განმარტებით, 2015 წლიდან ის იყო ბინათმესაკუთრე და ამხანაგობის წევრი, მისთვის მ------ ს-----ეს არ შეუტყობინებია არცერთი კრების თაობაზე.

 

3.56. მოწმე ლ---------------ემ განაცხადა, რომ არის მ------ და ი-–-- ს-----ეების მეზობელი. 2015 წლის აგვისტოს თვეში მასთან მივიდა მ------ ს-----ე და თხოვა გაყოლოდა ნოტარიუსთან, რათა მიშენებული ფართი დაეკანონებინა, მისგან მ------ ს-----ე ითხოვდა კრების ოქმზე ხელის მოწერას და დასტურს. ლ---------------ემ თანხმობა განუცხადა მ------ ს-----ეს და ხელი მოაწერა კრების ოქმს. მისი განმარტებით, მ------ ს-----ემ მას სხვადასხვა დროს სამჯერ მოაწერინა ხელი კრების ოქმებზე. საბოლოოდ, მ------ ს-----ემ დაირეგისტრირა ე.წ. ლოჯი, სამზარეულო და საპირფარეშო. მასთან მ------ ს-----ეს ამხანაგობის კრების ოქმები შევსებული მიჰქონდა, რომელიც ეხებოდა ფართების დაკანონებას. ლ---------------ე ამხანაგობის მიერ გამართულ კრებებს არ დასწრებია, მისთვის როგორც ამხანაგობის თავმჯდომარეს მ------ ს-----ეს არაფერი განუმარტავს.

 

3.57. მოწმე თ------- შ--------–---–მა განაცხადა, რომ ცხოვრობს ყ---–----------ზე, ხოლო 2008 წლიდან ნ----–---–-------------ში არის ბინათმესაკუთრე. მას აღნიშნული ბინა ერგო ბებიის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით. დაახლოებით 4-5 წელია ამხანაგობის კრებებში მონაწილეობა არ მიუღია, ასევე არავის არ შეუტყობინებია მისთვის ამხანაგობის კრების ჩატარების თაობაზე, მისთვის ამხანაგობის კრების ოქმი არავის არ მიუტანია ხელმოსაწერად.

 

3.58. მოწმე მ--- ჯ-----–---–მა განაცხადა, რომ არის მ------ ს-----ის და ი-–-- ს-----ის მეზობელი ნ----–---–-------------ში. მ------ ს-----ემ სთხოვა, რომ ყოფილიყო ამხანაგობის თავმჯდომარე, მ------ ს-----ეს სურდა ბ--------ში არსებული დაურეგისტრირებელი ჰოლის დარეგისტრირება. მ--- ჯ-----–---–ი დათანხმდა ამხანაგობის თავმჯდომარეობაზე, ის და მ------ ს-----ე მივიდნენ ნოტარიუსთან გარკვეული დოკუმენტებით, შემდეგ კი ს------------------ში. მ--- ჯ-----–---–მა აღნიშნა, რომ გაეცნო ამხანაგობის კრების ოქმს, რომელიც შეეხებოდა ჰოლის დაკანონებას. მ--- ჯ-----–---–მა მ------ ს-----ისგან იცოდა, რომ ყველა მეზობელი იყო თანახმა ჰოლის დაკანონებაზე. მათ არ მოუწვევიათ ამხანაგობის კრება, როგორც ამხანაგობის თავმჯდომარეს მას არ მოუწვევია ბინათესაკუთრეები. კრების ოქმში აღნიშნული ჩანაწერი, რომ კრებას ესწრება ამხანგობის წევრების 2/3-ი, ეს გულისხმობს, რომ ამხანაგობის წევრები მისი სადარბაზოს ბინათესაკუთრეები წინააღმდეგი არ იყვნენ. მ--- ჯ-----–---–ის განმარტებით, მას როგორც ამხანაგობის წევრს ამხანაგობის კრებაში მონაწილეობა არ მიუღია. მასთან ყოველთვის ფართის დაკანონების თაობაზე მოსალაპრაკებლად მ------ ს-----ე მიდიოდა ი-–-- ს-----ესთან ერთად.

 

3.59. მოწმე მ------ ბ-------მ განაცხადა, რომ ის არის მ------ ს-----ის და ი-–-- ს-----ის მეზობელი ნ----–---–-------------ში. მასთან თავდაპირველად მივიდა ი-–-- ს-----ე, რომელმაც თხოვა დახმარებოდა დაურეგისტრირებელი ფართის დაკანონებაში. ის დაეხმარა ი-–-- ს-----ეს და კრების ოქმზე მოუწერა ხელი. შემდეგ მასთან მივიდა მ------ ს-----ე, რომელმაც განუცხადა, რომ სურდა დაურეგისტრირებელი ფართების დაკანონება, მაგრამ ს------------------ი მას თხოვდა ცალც-ცალკე დაეკანონებინა ფართები, რისთვისაც საჭირო იყო რამდენიმე ამხანაგობის კრების ჩატარება და კრების ოქმების შედგენა, მ------ ს-----ე მისგან მოითხოვდა ამხანაგობის კრების თავმჯდომარე ყოფილიყო და შეედგინა შესაბამისი კრების ოქმი. მ------ ბ-------მ მ------ ს-----ეს განუცხადა, რომ მას არ ჰქონდა საშუალება და დრო მისულიყო ყველა მეზობელთან მოეგვარებინა აღნიშნული საკითხი და მ------ ს-----ეს შესთავაზა თავად მოეხდინა ამხანაგობის კრების ოქმზე მეზობლების ხელმოწერა და შემდეგ თავად მ------ ბ-------ც მოუწერდა ხელს. მ------ ბ-------ს მ------ ს-----ემ წარუდგინა ნახაზი, რომელიც შემდეგ მ------ ბ-------მ და მ------ ს-----ემ ნოტარიუსთან დაამოწმეს, სადაც მ------ ბ-------მ ხელი მოაწერა. შემდეგ მ------ ს-----ემ წარუდგინა ამხანაგობის კრების ოქმი, რომელზეც ბევრი ხელმოწერები იყო გაკეთებული. ოქმის მიხედვით, მ------ ბ------- იყო თავმჯდომარე. მან მ------ ს-----ის მიერ წარდგენილ კრების ოქმზე ხელი მოაწერა, მის ნამდვილობაში ეჭვი არ შეუტანია, ვინაიდან მ------ ს-----ეს ენდობოდა. მ------ ბ-------მ დაადასტურა, რომ მას პირადად ამხანაგობის კრება არ მოუწვევია და არ ჩაუტარებია.

 

3.60. მოწმე ი-–-- ბ-----–---–მა დაადასტურა, რომ აწარმოებს სახლების აზომვით ნახაზებს დამკვეთის ინიციატივით. მის მიერ ჩატარებული იქნა აზომვითი სამუშაოები ქ. თბილისში ნ----–---–-----------------------ში. მან აზომვითი სამუშაოები ჩაატარა მთლიან ბინაში. სარდაფი იყო ლეგალიზებული.

 

3.61. მოწმე ლ---- შ-----–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს თბილისის მ----–----–-------------------------------------ში სპეციალისტად. კრების ოქმებით მას შემდეგ დაინტერესდა, როდესაც ა---------------------------ში მისული იყო გამომძიებელი. მან მონაცემთა ბაზა გადაამოწმა და დოკუმენტები შეისწავლა. ა---------------------------ს მისი ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით მომართა სამმა ფიზიკურმა პირმა - მ------ ს-----ემ, ა-–---------- დ----–--მ და ა--------------მ. ისინი ითხოვდნენ დაუკანონებელი ქონების ლეგალიზებას. მათ მიერ სამსახურში შეტანილ დოკუმენტებს აღენიშნებოდა ხარვეზები, რის გამოც მიღებული იქნა შუალედური გადაწყვეტილება და დაევალათ მოქალაქეებს დამატებითი დოკუმენტების წარდგენა. ხარვეზი მდგომარეობდა მასში, რომ კრების ოქმში არ ჩანდა თუ რამდენი ამხანაგობის წევრი ესწრებოდა კრებას. მ------ ს-----ემ, ა-–---------- დ----–--მ და ა--------------მ შეასწორეს დოკუმენტები და წარადგინეს ა---------------------------ში. წარდგენილი იქნა ბინათმესაკუთრეთა ნ----–---–------------ ამხანაგობის წევრთა კრების ოქმი, რომელიც დათარიღებული იქნა 2015 წლის 16 ოქტომბრით და მასში მითითებული არ იყო ამხანაგობის რამდენი წევრი ესწრებოდა კრებას, ოქმში აღნიშნული იყო, რომ დასმულ საკითხს მხარი დაუჭირა ამხანაგობის წევრთა 100 %-მა. ოქმი დამოწმებული იყო ნოტარიულად. ხარვეზის დადგენის შემდეგ მ------ ს-----ემ, ა-–---------- დ----–--მ და ა--------------მ კვლავ წარადგინეს კრების ოქმი, რომელიც დათარიღებული იყო 2015 წლის 17 ნოემბრით, სადაც აღნიშნული იყო, რომ კრებას ესწრება 100% ამხანაგობის წევრები, ასევე აღნიშნული იყო რომ საკითხს ამხანაგობის წევრთა 100% დაუჭირა მხარი. აღნიშნული ოქმი გახდა საფუძველი ქონების ლეგალიზების. ლ---- შ-----–-–---–მა განმარტა, რომ ა---------------------------ს არ ევალება კრების ოქმების ნამდვილობის შემოწმება. მისი განცხადებით, წარდგენილი დოკუმენტების სისწორისათვის და დამკვეთის მიერ წარდგენილი დოკუმენტის სისწორისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება დამკვეთს და დოკუმენტის შემსრულებელ პირს, რომელიც ხელის მოწერით ადასტურებს შედგენილი დოკუმენტის სისწორეს.

 

3.62. მოწმე ხ------- წ--–-----მა განაცხადა, რომ 2015 წელს მუშაობდა მ-----ს ა---------------------------ში, ლ----–----–--ს განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. მ------ ს-----ეს და ი-–-- ს-----ეს ა---------------------------ში ჰქონდათ შეტანილი განცხადება, რომლის თანახმადაც ისინი ითხოვდნენ ლეგალიზებას სარდაფის მიშენებული ნაწილის და ამ მიშენებულ ნაწილზე დაშენებული ნაწილის. ა---------------------------მა დაადგინა ტექნიკური ხარვეზი კრების ოქმთან დაკავშირებით, რაც გამოსწორებულ იქნა მ------ ს-----ის მიერ, შესაბამისად სამსახურმა მოახდინა ფართის რეგისტრაცია.

 

3.63. მოწმე ც---- დ--------–--ემ განმარტა, რომ 2015 წლის 25 სექტემბერს შეასრულა სანოტარო მოქმედება, ნოტარიულად დაამოწმა კრების ოქმი, რომელიც წარადგინა მ------ ს-----ემ. მან შეამოწმა დოკუმენტის წარმდგენის ხელმოწერა პირადობის დამადასტურებელი მოწმობით.

 

3.64. მოწმე მ--–---- დ--------ს გამოქვეყნებული ჩვენებით დგინდება, რომ ცხოვრობს ქ. თბილისში, ნ----–---–-------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთ ბინაში. ის არის აღნიშნული საცხოვრებელი ბინის მესაკუთრე და შესაბამისად არის აღნიშნულ საცხოვრებელი სახლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ,,ნ----–---–-----“-ის ამხანაგობის წევრი. მ--–---- დ--------ს ჩვენებით, ის კარგად იცნობს მის კარის მეზობლებს ი-–-- და მ------ ს-----ეებს. მას არასდროს არ მიუღია მონაწილეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრებაში, რომელშიც განიხილებოდა ი-–-- ს-----ის ან მ------ ს-----ის საკითხი. შესაბამისად, მას არ აქვს ბინათესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმზე ხელი მოწერილი. მ--–---- დ--------ს განმარტებით, ის არ იცნობს ა--------------ს და ა-–---------- დ----–--ს. მ--–---- დ--------ს არ მიუღია ისეთ ამხანაგობის კრებაში მონაწილეობა სადაც განიხილებოდა ა--------------ს და ა-–---------- დ----–--ს საკითხი, შესაბამისად მას ამხანაგობის კრების ოქმზე ხელი არ აქვს მოწერილი. მ--–---- დ-------- იცნობს მის მეზობელს ლ---------------ეს. მ--–---- დ--------ს არასდროს არ მიუღია ამხანაგობის კრებაში მონაწილეობა, სადაც კრების თავმჯდომარე იყო ლ---------------ე.

 

3.65. ბრალდებულმა მ------ ს-----ემ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და განაცხადა, რომ მას არ გაუყალბებია კრების ოქმები და ის შეადგინა კანონის მოთხოვნათა დაცვით; როდესაც ს------------------მა კრების ოქმზე დაუდგინა ხარვეზი, მან კანონის ფარგლებში აღმოფხვრა ხარვეზი და ისე წარადგინა. მას აქვს ყველა მეზობლის ხელმოწერა, რომლებმაც ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი კრების ოქმებზე, არ იცოდა რომ საჭირო იყო აღნიშნული ხელმოწერების წარდგენა სასამართლოში დ ამიტომ არ ერთვის საქმეს. მ------ ს-----ემ აღნიშნა, რომ არ ახსოვს თუ რამდენი კრება ჩატარდა; დაადასტურა, რომ კრება ოფიციალურად არ ჩატარებულა, ასევე აჩვენა, რომ მ--–---- დ--------ს არცერთ კრებაში მონაწილეობა არ მიუღია.

 

3.66. ბრალდებულმა ი-–-- ს-----ემ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და განაცხადა, რომ მას უშუალოდ არცერთი ამხანაგობის კრება არ ჩაუტარებია. მან ვერ გაიხსნება რამდენი ამხანაგობის კრება იქნა ჩატარებული. ი-–-- ს-----ემ განმარტა, რომ ამხანაგობის კრებები ტარდებოდა ეზოში, ხოლო ვინ იღებდა მონაწილეობას, რომელი ამხანაგობის წევრი არ იცის, ვინაიდან ის მხოლოდ სამ ოჯახს იცნობს მეზობლებიდან. კრებაზე ხდებოდა იმ ფაქტის დადასტურება რასაც რეალურად ჰქონდა ადგილი და არანაირ სიყალბე არ ჩაუდენია.

 

3.67. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ნ----–---–----“ კრების ოქმის N10-ს თანახმად, კრება ჩატარდა 2015 წლის 20 აპრილს ქ.თბილისში, მისამართი ნ----–---–------------. კრებას ესწრება ამხანაგობის წევრთა 100%. ამხანაგობის თავმჯდომარეს წარმოადგენს მ------ ს-----ე, კრების თავმჯდომარე მ------ ბ-------. დღის წესრიგი: ამხანაგობის წევრის ი-–-- ს-----ის მიერ 8.24 კვ.მ ფართის მდებარე ნ----–---–------------ ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტის დადასტურება. ამხანაგობა ადასტურებს, რომ წარმოდგენილ აზომვით ნახაზზე 8.24 კვ.მ ფართი წარმოადგენს ამხანაგობის წევრის ი-–-- ს-----ის ინდივიდუალურ საკუთრების საგანს და ამხანაგობის წევრებს არ აქვთ არანაირი პრეტენზია, რათა აღნიშნულ უძრავ ნივთზე ი-–-- ს-----ეს საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოხდეს თანდართული აზომვითი ნახაზის შესაბამისად. კრების ოქმზე კალმით მინაწერია, რომ 8.24. კვ.მ მოიცავს ს------------------ში რეგისტრირებულ ფართს 8 კვ.მ. (ს.კ. 0----------------------) არის დარეგისტრირებული. ამხანაგობის ყველა წევრი ადასტურებს აღნიშნულს და თანახმაა ეს ფართი დაურეგისტრირდეს ამხანაგობის წევრს ი-–-- ს-----ეს. საკითხს მხარი დაუჭირა ამხანაგობის წევრთა 100%. კრების ოქმს ხელს აწერს მ------ ბ-------.

 

3.68. ს-------------------------------–------------ს თ---–------------------–--------------ის განცხადების თანახმად, 2015 წლის 21 აპრილს ი-–-- ს-----ემ მიმართა ს-------------------------------–------------ს თ---–------------------–--------------ს და მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოეხდინათ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაცია, მდებარე: ქ. თბილისი, ქუჩა ნ----–---–-----, (ზონა თბილისი, სექტორი: ჩ-----------ი. განცხადებას თან ახლდა: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ბ.მ.ა. კრების ოქმი, შიდა აზომვითი ნახაზი, მონიშნული სართულებრივი გეგმა.

 

3.69. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ნ----–---–----“ კრების ოქმის N8-ის თანახმად, კრება ჩატარდა 2015 წლის 04 აგვისტოს ქ. თბილისში, მისამართი ნ----–---–------------. კრებას ესწრება ამხანაგობის წევრთა 100%. კრების თავმჯდომარეა ლ---------------ე. დღის წესრიგი 6.53. კვ.მ. დამხმარე სათავსის მდებარე ქ. თბილისი, ნ----–---–-------------ში ი-–-- ს-----ისთვის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემა. ამხანაგობამ განიხილა საკითხი ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული, დამხმარე სათავსის 6.53 კვ.მ. ქ. თბილისი, ნ----–---–------------ში ი-–-- ს-----ისთვის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემის შესახებ. ამხანაგობამ დაადგინა, რომ შპს ,,ვ---------“-ის აზომვით ნახაზზე ასახული 6.53 კვ.მ ფართობის დამხმარე სათავსო გადაეცეს ინდივიდუალურ საკუთრებაში ი-–-- ს-----ეს და მან ს------------------ში დაირეგისტრიროს საკუთრების უფლება თანდართული აზომვითი ნახაზის შესაბამისად. ი-–-- ს-----ეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. კრების ოქმში აღნიშნულია შენიშვნა: ,,ბ.მ.ა წევრის ი-–-- ს-----ის მიერ, 12.08.2015 წ. შპს ,,ვ----------“ წლის შესრულებული ნახაზში ასახულია ფართი 6.53 კვ.მ, არის ამხანაგობის საერთო საკუთრება, ამ დამხმარე სათავსოთი ი-–-- ს-----ე სარგებლობს ათეული წლების განმავლობაში. მის მიერ წარმოდგენილი ფართი არ შედის საერთო საკუთრების ან ინდივიდუალური საკუთრების პრივატიზაციის ნუსხაში. ამხანაგობა ,,ნ----–---–-----“-ის საერთო კრებაზე ერთხმად გადაწყვიტეს, ამხანაგობის წევრს ი-–-- ს-----ეს ბ.მ.ა ,,ნ----–---–-----“ წევრები ერთხმად დათანხმდნენ ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული დამხმარე სათავსი 6.53 კვ.მ. საკუთრებაში გადასცენ ი-–-- ს-----ეს და დაირეგისტრიროს საკუთრებაში ს------------------ში“. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ხმათა 100%-ის მიერ. კრების ოქმს ხელს აწერს კრების თავმჯდომარე ლ---------------ე.

 

3.70. საქმეში არის იგივე შინაარსის, მაგრამ სხვანაირი მელნითაა შესრულებული ოქმი, რომლის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ნ----–---–----“ კრების ოქმის N8-ის თანახმად, კრება ჩატარდა 2015 წლის 04 აგვისტოს ქ. თბილისში, მისამართი ნ----–---–------------. კრებას ესწრება ამხანაგობის წევრთა 100%. კრების თავმჯდომარეა ლ---------------ე. დღის წესრიგი 6.53. დამხმარე სათავსის მდებარე ქ. თბილისი, ნ----–---–-------------ში ი-–-- ს-----ისთვის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემა...ამხანაგობა ,,ნ----–---–-----“-ის საერთო კრებაზე ერთხმად გადაწყვიტეს, ამხანაგობის წევრს ი-–-- ს-----ეს ბ.მ.ა ,,ნ----–---–-----“ წევრები ერთხმად დათანხმდნენ ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული დამხმარე სათავსი 6.53 კვ.მ საკუთრებაში გადასცენ ი-–-- ს-----ეს და დაირეგისტრიროს საკუთრებაში ს------------------ში“. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ხმათა 100%-ის მიერ. კრების ოქმს ხელს აწერს კრების თავმჯდომარე ლ---------------ე.

 

3.71. ს------------------იდან მიღებული ი-–-- ს-----ის მიერ მიმართული განცხადების (საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბინაზე/ერთეულზე) თანახმად, 2015 წლის 07 სექტემბერს ი-–-- ს-----ის მიერ წარდგენილი იქნა 2015 წლის 04 აგვისტოს 100% კრების ოქმი, ასევე 2015 წლის 17 სექტემბერს ი-–-- ს-----ის მიერ წარდგენილი იქნა 2015 წლის 04 აგვისტოს კრების ოქმი.

 

3.72. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ნ----–---–----“ კრების ოქმის თანახმად, კრება ჩატარდა 2015 წლის 12 აგვისტოს ქ.თბილისში, მისამართი ნ----–---–------------. კრებას ესწრება ამხანაგობის წევრთა 2/3-ზე მეტი. კრების თავმჯდომარეა მ--- ჯ-----–---–ი. დღის წესრიგი: 6.53 კვ.მ ფართის სამეურნეო სათავსოს მდებარე თბილისში, ე------–---–-------------ში. ამხანაგობის წევრის ი-–-- ს-----ის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტის დადასტურება. ამხანაგობა ადასტურებს, რომ ამხანაგობის წევრი ი-–-- ს-----ე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის ამოქმედების დროისთვის ფლობდა წარმოდგენილ შპს ,,ვ---------“ მიერ 12.08.2015 წ. აზომვით ნახაზზე ასახულ 6.53. კვ.მ. ფართის სათავსოს. აღნიშნული სათავსი წარმოადგენს მის ინდივიდუალურ საკუთრებას. სათავსზე ან მის ნაწილზე ს------------------ში სხვა პირის უფლება რეგისტრირებული არ არის და ამხანაგობის სხვა წევრს ამ სათავსოზე რაიმე პრეტენზია არ გააჩნიათ. ამხანაგობა თანახმაა, რომ ი-–-- ს-----ემ ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე ს------------------ში დაირეგისტრიროს საკუთრების უფლება თანდართული აზომვითი ნახაზის შესაბამისად. ამხანაგობის კრების მიერ გადაწვეტილება მიღებულია ამხანაგობის წევრთა 2/3-ით. ი-–-- ს-----ეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. კრების ოქმს ხელს აწერს კრების თავმჯდომარე მ--- ჯ-----–---–ი.

 

3.73. ს-------------------------------–------------ს თ---–------------------–--------------ის განცხადების მიღების ბარათის თანახმად, 2015 წლის 13 აგვისტოს ი-–-- ს-----ემ განცხადებით მიმართა ს------------------ის თ---–------------------–--------------ს, რომლითაც მოთხოვნილია საკუთრების უფლების რეგისტრაცია ბინაზე/ერთეულზე. უძრავი ნივთის მისამართი: თბილისი ე------–---–------------(ზონა თბილისი, სექტორი).

 

3.74. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ნ----–---–----“ კრების ოქმის N7-ის თანახმად, კრება ჩატარდა 2015 წლის 20 აგვისტოს ქ.თბილისში, მისამართი ნ----–---–------------. კრებას ესწრება ამხანაგობის წევრთა 2/3. კრების თავმჯდომარეა მ--- ჯ-----–---–ი. დღის წესრიგი: 6.53 კვ.მ ფართის სამეურნეო სათავსის, მდებარე თბილისში, ე------–---–-------------ში, ამხანაგობის წევრის ი-–-- ს-----ის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტის დადასტურება. ამხანაგობა ადასტურებს, რომ ამხანაგობის წევრი ი-–-- ს-----ე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის ამოქმედების დროისთვის ფლობდა წარმოდგენილ შპს ,,----------“ მიერ აზომვით ნახაზზე ასახულ 6.53. კვ.მ. ფართის დამხმარე სათავსს. სათავსზე ან მის ნაწილზე ს------------------ში სხვა პირის უფლება რეგისტრირებული არ არის და ამხანაგობის სხვა წევრებს ამ სათავსზე რაიმე პრეტენზია არ გააჩნიათ, ამხანაგობა თანახმაა, რომ ი-–-- ს-----ემ ზემოაღნიშნული უძრავ ნივთზე ს------------------ში დაირეგისტრიროს საკუთრების უფლება თანდართული აზომვითი ნახაზის შესაბამისად. ნახაზზე წარდგენილი უძრავი ნივთი შედის ტ----------ს არქივში არსებული პრივატიზაციის ხელშეკრულების მითითებულ ფართში.

 

3.75. ს------------------იდან მიღებული ი-–-- ს-----ის მიერ მიმართული განცხადების (საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბინაზე/ერთეულზე) თანახმად, 2015 წლის 21 აგვისტოს ი-–-- ს-----ის მიერ წარდგენილი იქნა კორექტირებული კრების ოქმი N7, აზომვითი ნახაზი.

 

3.76. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ნ----–---–----“ კრების ოქმი N8-ის თანახმად, კრება ჩატარდა 2015 წლის 26 აგვისტოს ქ.თბილისში, მისამართი ნ----–---–------------. კრებას ესწრება ამხანაგობის წევრთა 2/3. კრების თავმჯდომარეა ლ---------------ე. დღის წესრიგი: დამხმარე სათავსის 6.53. კვ.მ. ფართის - მდებარე ქ. თბილისი, ნ----–---–-------------ში ამხანაგობის წევრის ი-–-- ს-----ის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტის დადასტურება. ამხანაგობა ადასტურებს, რომ ამხანაგობის წევრი ი-–-- ს-----ე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის ამოქმედების დროისთვის ფლობდა წარმოდგენილ შპს ,,ვ---------“ მიერ აზომვით ნახაზზე ასახულ 6.53. კვ.მ. ფართის სათავსს. აღნიშნული სათავსი წარმოადგენს მის ინდივიდუალურ საკუთრებას. აღნიშნულ სათავსზე ან მის წილზე ს------------------ში სხვა პირის უფლება რეგისტრირებული არ არის და ამხანაგობის სხვა წევრებს ამ სათავსზე რაიმე პრეტენზია არ გააჩნიათ, ამხანაგობა თანახმაა, რომ ი-–-- ს-----ემ ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე ს------------------ში დაირეგისტრიროს საკუთრების უფლება თანდართული აზომვითი ნახაზის შესაბამისად. კრების ოქმში აღნიშნულია შენიშვნა: ,,2015 წლის 21 აგვისტოს წარმოდგენილი მქონდა ბ.მ. ამხანაგობა ,,ნ----–---–------ის“ კრების ოქმი N7-ი. წარმოდგენილი კრების ოქმში დაშვებული იყო უზუსტობა, რადგან ჩემს მიერ წარმოდგენილი ფართი სარეგისტრაციოდ, არ შედის საპრივატიზაციო ფართებში, გთხოვთ გაითვალისწინოთ აღნიშნული გარემოება და გთხოვთ ისარგებლოთ ახლად წარმოდგენილი კრების ოქმით“. ამხანაგობის კრების მიერ გადაწყვეტილება მიღებულია ამხანაგობის წევრთა 2/3-ით. ი-–-- ს-----ეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. კრების ოქმს ხელს აწერს კრების თავმჯდომარე ლ---------------ე.

 

3.77. ს------------------იდან მიღებული ი-–-- ს-----ის მიერ მიმართული განცხადების (საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბინაზე/ერთეულზე) თანახმად, 2015 წლის 27 აგვისტოს ი-–-- ს-----ის მიერ წარდგენილი იქნა კორექტირებული კრების ოქმი.

 

3.78. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ნ----–---–----“ კრების ოქმის N12-ის თანახმად, კრება ჩატარდა 2015 წლის 30 სექტემბერს ქ. თბილისში, მისამართი ნ----–---–------------. კრებას ესწრება ამხანაგობის წევრთა 2.3 %. კრების თავმჯდომარეა მ------ ს-----ე. დღის წესრიგი ნახევარ სარდაფის 44.88 კვ.მ ფართის, ს/კ 0----------------------- მდებარე ქ. თბილისი, ნ----–---–-------- N-- ა--------------სთვის და ა-–---------- დ----–--სთვის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემა. ამხანაგობამ განიხილა საკითხი ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული ნახევარ სარდაფის 44.88 კვ.მ, მდებარე ქ. თბილისი, ნ----–---–-------------ში, საკადასტრო კოდი 0----------------------- ა--------------ს და ა-–---------- დ----–--სთვის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემის შესახებ. ამხანაგობამ დაადგინა, რომ შპს ,,ვ---------“-ის მიერ შესრულებული აზომვით ნახაზზე ასახული 44.88 კვ.მ ფართობის ნახევარი სარდაფი გადაეცეს ინდივიდუალურ საკუთრებაში ა--------------ს და ა-–---------- დ----–--ს და მან ს------------------ში დაირეგისტრიროს საკუთრების უფლება თანდართული აზომვითი ნახაზის შესაბამისად. ი-–-- ს-----ეს, ა--------------ს და ა-–---------- დ----–--ს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. კრების ოქმს თან ერთვის შპს ,,ვ---------“-ს მიერ 10.09.2015 წელს შესრულებული აზომვითი ნახაზი. კრების ოქმში გაკეთებულია შენიშვნა: ,,2015 წლის 18 სექტემბერს ს------------------ის თ---–------------------–--------------ს ამხანაგობა ,,ნ----–---–------ის“ წევრებმა, ა-–---------- დ----–--მ და ა--------------მ მოითხოვეს მათ საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონებაში საკადასტრო კოდის N0-----------------------, მდებარე ქ. თბილისში, ნ----–---–-------------–---------ში ნახევარ სარდაფი 44,88 კვ.მ. მათ სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე უფლებების ცვლილებების რეგისტრაცია. 23.09.2015 სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა. ამხანაგობა ,,ნ----–---–------ის“ კრების მონაწილეები ვადასტურებთ, რომ უძრავი ქონება რომლის ს/კ N0----------------------- და მათ მიერ კრებაზე წარმოდგენილი შპს ,,ვ---------“-ის მიერ შესრულებული ნახაზი ნახევარ სარდაფზე 44,88 კვ.მ. და ამათ სახელზე რიცხული უძრავი ქონება ს------------------------ 44,88 კვ.მ ს------------------ში, ერთი და იგივე უძრავი ქონებაა. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ უძრავი ქონებას ს/კ N0----------------------- საკუთრებაში გადავცეთ ა--------------ს და ა-–---------- დ----–--ს, მათ სრული უფლება აქვთ ს------------------ში მოახდინონ ცვლილება“. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად, ხმათა 2.3 % მიერ. კრების ოქმს ხელს აწერს კრების თავმჯდომარე მ------ ს-----ე.

 

3.79. თ---–---------------------დან მიღებული ამხანაგობა ,,ნ----–---–----“ კრების ოქმი N8-ის თანახმად, კრება ჩატარდა 2015 წლის 17 ნოემბერს ქ. თბილისში, მისამართი ნ----–---–------------. კრებას ესწრება ამხანაგობის წევრთა 100%, 31 წევრი. კრების თავმჯდომარედ არჩეული იქნა მ------ ს-----ე, კრების მდივნად არჩეულ იქნა ლ---------------ე. დღის წესრიგი: ამხანაგობის წევრის ა-–---------- დ----–--ს და ა--------------ს უნებართვოდ მომატებული ფართის ლეგალიზების თაობაზე, რომელიც შეადგენს 41,13 კვ.მ. მოისმინეს: კრების თავმჯდომარის ინფორმაცია ამხანაგობის წევრის ა-–---------- დ----–--ს და ა--------------ს მიერ უნებართვოდ მიშენებული 41.13 კვ.მ ფართის ლეგალიზების შესახებ. მან აღნიშნა, რომ ამხანაგობის წევრის მიერ აღნიშნული ფართი მომატებული იქნა 2007 წლის იანვრამდე და ამხანაგობა თანახმაა მან მოახდინოს ამ ფართის ლეგალიზება. ამხანაგობის წევრებმა განაცხადეს, რომ თანახმა არიან ა-–---------- დ----–--ს და ა--------------ს ლეგალიზებაზე. კრებამ ხმათა 100-%-ი დაადგინა, რომ მოქალაქე ა-–---------- დ----–--მ და ა--------------მ მოახდინონ უნებართვოდ მიშენებული 41.13 კვ.მ ფართის ლეგალიზება, კრების ოქმს ხელს აწერენ კრების თავმჯდომარე მ------ ს-----ე და კრების მდივანი ლ---------------ე.

 

3.80. თ---–---------------------ს N------- ბრძანების თანახმად, დაკმაყოფილდა მოქალაქეების მ------ ს-----ის, ა-–---------- დ----–--ს და ა--------------ს განცხადება; ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, ნ----–---–------------ უნებართვოდ მომატებული სარდაფი. მიშენების საერთო ფართი: 41.13 კვ.მ.

 

3.81. ადვოკატის პოზიციით, მ------ და ი-–-- ს-----ეები უდანაშაულოდ უნდა იქნენ ცნობილი აღნიშნულ ეპიზოდში, რადგან ამხანაგობის კრების ოქმებში გადმოცემული იყო ამხანაგობის წევრთა თანხმობები ი-–-- ს-----ის სახელზე არსებული ფართების დაკანონების თაობაზე და ეს არ იყო სიყალბე; ასევე, თუ ოქმები გაყალბებული იყო, ისინი უნდა გაეყალბებინა მათ ხელმომწერ პირებს; არ არსებობდა ამხანაგობის კრებაზე თ---–- კ----------–ის მოწვევის საჭიროება, რადგან ბინათმესაკუთრეთა შესახებ ამხანაგობის კანონის შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ ამხანაგობის ერთ წევრს პრეტენზია აქვს ამხანაგობის სხვა მესაკუთრეთა მიმართ, მას კანონით არა აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ამხანაგობის კრებაში. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ თუ ცოლ-ქმარმა ს-----ეებმა ნამდვილად ჩაიდინეს ეს დანაშაულები, ის არის დენადი ხასიათის, ერთი მიზნისკენ მიმართული და თუ არა ბრალის დამძიმება, სხვა საფუძველი არ არსებობდა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ნაწილში დამოუკიდებელი ბრალდებების წარდგენის.

 

3.82. სასამართლომ შეაფასა რა მ------ ს-----ის და ი-–-- ს-----ის ბრალდების საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმისადმი მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო მათი ერთობლიობა - ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ არ არსებობს საფუძველი დაცვის პოზიციის გაზიარების და მ------ ს-----ის და ი-–-- ს-----ის წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მ------ ს-----ის და ი-–-- ს-----ის ბრალდებას მასში, რომ მათ ჩაიდინეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, კერძოდ:

3.82.1. დაზარალებულ თ---–- კ----------–ის, მოწმეების ლ---------------ის, თ------- შ--------–---–ის, მ--- ჯ-----–---–ის, მ------ ბ-------ს ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მ------ ს-----ე იყო რა ამხანაგობის თავმჯდომარე, მისი ინციატივით ყალბდებოდა ამხანაგობა ,,ნ----–---–----’’-ის კრების ოქმები, რომლებიც დგებოდა ისე, რომ რეალურად არ ხდებოდა კრებების მოწვევა, კრების შესახებ არ იყვნენ ინფორმირებული ამხანაგობის წევრები, კრებას არ ყავდა თავმჯდომარე და ოქმში მითითებული თავმჯდომარეები მ------ ს-----ის მითითებით აწერდნენ კრების ოქმს ხელს. ამხანაგობის წევრი თ---–- კ----------–ი არც ერთი კრების შესახებ არ იყო ინფორმირებული. ამ ფორმით შედგენილი კრების ოქმების ს------------------ში წარდგენის გზით მ------ და ი-–-- ს-----ეებმა დაირეგისტრირეს ქ. თბილისში ნ----–---–---------, ბ-------ის აღურიცხავი ფართი.

3.82.2. მოწმე ც---- დ--------–--ის, ლ---- შ-----–-–---–ის, ხ------- წ--–-----ის ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ზ/აღნიშნული ფორმით შედგენილ კრების ოქმებს მ------ და ი-–-- ს-----ეები წარადგენდნენ ნოტარიუსთან, ამოწმებდნენ, შემდეგ კი წარადგენდნენ ა---------------------------ში და ს------------------ში და მათზე დაყრდნობით ახდენდნენ ქონების ლეგალიზებას.

3.82.3. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ნ----–---–----“ კრების ოქმის N10-ს და ს-------------------------------–------------ს თ---–------------------–--------------ის განცხადებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2015 წლის 20 აპრილით დათარიღებული მ------ ბ-------ს მიერ ხელმოწერილი და სანოტარო წესით დამოწმებული ყალბი კრების ოქმი, რომელიც დამზადდა მ------ ს-----ის ინიციატივით, ი-–-- ს-----ემ 2015 წლის 21 აპრილს წარადგინა ს-------------------------------–------------ს თ---–------------------–--------------ში, რომლის საფუძველზეც დაირეგისტრირა ქ.თბილისში, ნ----–---–-------------ში მდებარე 8,24 კვ.მ. ფართი.

3.82.4. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ნ----–---–----“ კრების ოქმის N8-ის და ს-------------------------------–------------ს თ---–------------------–--------------ის განცხადებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2015 წლის 4 აგვისტოთი დათარიღებული ლ---------------ის მიერ ხელმოწერილი და ნოტარიალურად დამოწმებული ამხანაგობა ,,ნ----–---–-------“ N8 კრების ოქმის ორი ეგზემპლარი, რომელიც დამზადდა მ------ და ი-–-- ს-----ეების ინიციატივით, 2015 წლის 7 და 17 სექტემბერს ი-–-- ს-----ემ წარადგინა ს-------------------------------–------------ს თ---–------------------–--------------ში.

3.82.5. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ნ----–---–----“ კრების ოქმით და ს-------------------------------–------------ს თ---–------------------–--------------ის განცხადებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2015 წლის 12 აგვისტოთი დათარიღებული ამხანაგობა ,,ნ----–---–-------“ უნომრო კრების ოქმი, რომელიც ეხებოდა ი-–-- ს-----ის მიერ 6,53 კვ.მ. ფართის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტს და დამზადდა მ------ და ი-–-- ს-----ეების ინიციატივით, მ--- ჯ-----–---–ის ხელმოწერილი და სანოტარო წესით დამოწმებული, 2015 წლის 13 აგვისტოს ი-–-- ს-----ემ წარადგინა ს-------------------------------–------------ს თ---–------------------–--------------ში.

3.82.6. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ნ----–---–----“ კრების ოქმის N7-ის და ს-------------------------------–------------ს თ---–------------------–--------------ის განცხადებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2015 წლის 20 აგვისტოთი დათარიღებული ამხანაგობა ,,ნ----–---–-------“ N7 კრების ოქმი, რომლითაც დადასტურდა ამხანაგობის წევრ ი-–-- ს-----ის მიერ 6,53 კვ.მ. ფართის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტი, რომელიც დამზადდა მ------ და ი-–-- ს-----ეების ინიციატივით, მ--- ჯ-----–---–ის მიერ ხელმოწერილი და სანოტარო წესით დამოწმებული, 2015 წლის 21 აგვისტოს ი-–-- ს-----ემ წარადგინა ს-------------------------------–------------ს თ---–------------------–--------------ში.

3.82.7. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ნ----–---–----“ კრების ოქმი N8-ის და ს-------------------------------–------------ს თ---–------------------–--------------ის განცხადებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2015 წლის 26 აგვისტოთი დათარიღებული ამხანაგობა ,,ნ----–---–-------“ N8 კრების ოქმი, რომლითაც დადასტურდა, რომ ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე ი-–---------ე ფლობდა 6,53 კვ.მ. ფართის სათავსს, რომელიც დამზადდა მ------ და ი-–-- ს-----ეების ინიციატივით, ლ---------------ის მიერ ხელმოწერილი და სანოტარო წესით დამოწმებული, 2017 წლის 27 აგვისტოს ი-–-- ს-----ემ წარადგინა ს-------------------------------–------------ს თ---–------------------–--------------ში.

3.82.8. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ნ----–---–----“ კრების ოქმის N12-ის და ს-------------------------------–------------ს თ---–------------------–--------------ის განცხადებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2015 წლის 30 სექტემბერს მ------ ს-----ის თავმჯდომარეობით ხელმოწერილი კრების ოქმი, რომელიც ეხებოდ ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული ნახევარსარდაფის ა-–---------- დ----–--ს და ა--------------სთვის დარეგისტრირებას, სანოტარო წესით დამოწმებული 2017 წლის 1 ოქტომბერს მ------ ს-----ის მიერ წარდგენილი იქნა ს-------------------------------–------------ს თ---–------------------–--------------ში.

3.82.9. თ---–---------------------დან მიღებული ამხანაგობა ,,ნ----–---–----“ კრების ოქმი N8-ის და ს-------------------------------–------------ს თ---–------------------–--------------ის განცხადებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2015 წლის 17 ნოემბრით დათარიღებული ამხანაგობა ,,ნ----–---–-------“ N-- კრების ოქმით ამხანაგობის წევრებმა თანხმობა განაცხადეს უნებართვოდ მიშენებული ფართის ა-–---------- დ----–--ს და ა--------------სთვის ლეგალიზებაზე. ზემოაღნიშნული ყალბი კრების ოქმი მ------ ს-----ემ გამოიყენა და წარადგინა თ---–---------------------------------–ი, რის საფუძველზეც თბილისის ა---------------------------ის ბრძანებით მოხდა ქ.თბილისში, ნ----–---–-------------ში მდებარე უნებართვოდ მომატებული სარდაფის ლეგალიზება.

3.82.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ყალბი დოკუმენტის დამზადება ან გამოყენება, რომელიც მიეკუთვნება მმართველობის წესის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა კატეგორიას და უზრუნველყოფს დოკუმენტის შედგენისა და გამოყენების დადგენილ წესს, რითაც იცავს მმართველობის წესს. დოკუმენტი წერილობითი აქტია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს ამა თუ იმ ფაქტს, რომელსაც იურდიული მნიშვნელობა აქვს რაიმე უფლების მისანიჭებლად ან მოვალეობისაგან გასათავისუფლებლად. სუბიექტი დანაშაულს ჩადის მხოლოდ პირდაპირი განზრახვით, მოტივსა და სხვა სუბიექტურ ელემენტებს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს.

3.82.11. კონკრეტულ საქმეში აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ’’ კანონი არეგულირებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ფორმებსა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საკუთრების ფორმებს (მუხლი 1-ლი); ამავე კანონის მე-19 მუხლის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრობა წარმოიშობა მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების შეძენისთანავე; კრების მოწვევის შესახებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრებს უნდა ეცნობოს წერილობით (მუხლი 27-ე); ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა 2/3. როგორც კანონის დანაწესი მოწმობს, თ---–- კ----------–ი იყო ამხანაგობა ,,ნ----–---–----’’-ის წევრი და მას ჰქონდა უფლება მიეღო ინფორმაცია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საქმიანობის, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მდგომარეობისა შესახებ; ამხანაგობის კრება არის ერთადერთი ორგანო, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ხმათა 2/3-ით და თუ ეს კრება არ იქნა მოწვეული, არც ერთი წევრი არ იყო ამის შესახებ ინფორმირებული, აღნიშნული მოწმობს, რომ კრების ოქმში ასახული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და მისი შინაარსი გაყალბებულია, შემდეგ უკვე აღნიშნულ დოკუმენტის ს------------------ში წარდგენა და გამოყენება ცალსახად მიუთითებს, რომ ამ დოკუმენტის შემდგენი და გამომყენებელი პირების მიერ დარღვეულია დოკუმენტის შედგენისა და გამოყენების დადგენილი წესი;

3.82.12. სასამართლო არ იზიარებს ადვოკატის პოზიციას იმის თაობაზე, რომ თ---–- კ----------–ს არ ჰქონდა უფლება მონაწილეობა მიეღო ამხანაგობის კრებაში, რადგან იმ შემთხვევაში თუ ამხანაგობის ერთ წევრს პრეტენზია აქვს ამხანაგობის სხვა მესაკუთრეთა მიმართ, მას კანონით არა აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ამხანაგობის კრებაში. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ 28-ე მუხლის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრს უფლება არ აქვს მონაწილეობა მიიღოს კენჭისყრაში, თუ: ა) არის ინტერესთა კონფლიქტი; ბ) საკითხი ეხება მის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილ სასარჩელო განცხადებას. აღნიშნული დანაწესი მოწმობს, რომ თ---–- კ----------–ი კენჭისყრაში ვერ მიიღებდა მონაწილეობას, მაგრამ იგი წერილობით უნდა ყოფილიყო ინფორმირებული კრებების შესახებ და შეეძლო მასში მონაწილეობის მიღება. კონკრეტულ შემთხვევაში საყურადღებოა ის ფაქტი, რომ საერთოდ არ ტარდებოდა კრებები და შეგნებულად თ---–- კ----------–ისგან ფარულად ხდებოდა მისი საწინააღმდეგო კრების ოქმების დამზადება და გამოყენება.

3.82.13. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის შედეგად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მ------ ს-----ემ 2015 წლის 20 აპრილს, 2015 წლის 4 აგვისტოს, 2015 წლის 12 აგვისტოს, 2015 წლის 20 აგვისტოს, 2015 წლის 26 აგვისტოს, 2015 წლის 30 სექტემბერს, 2015 წლის 17 ნოემბერს დაამზადა გამოყენების მიზნით და გამოიყენა ამხანაგობის კრების ოქმები; ამასთანავე, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის შედეგად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ი-–-- ს-----ემ 2015 წლის 21 აპრილს, 2015 წლის 7 და 17 სექტემბერს, 2015 წლის 13 აგვისტოს, 2015 წლის 21 აგვისტოს, 2015 წლის 27 აგვისტოს გამოიყენა მისი და მ------ ს-----ის ინიციტივით დამზადებული ამხანაგობის გაყალბებული კრების ოქმები.

 

3.83. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არის საკმარისი და უტყუარად ადასტურებენ მ------ ს-----ის ბრალდებას მასში, რომ მან ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება (შვიდი ეპიზოდი); ასევე, სასამართლო ასკვნის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არის საკმარისი და უტყუარად ადასტურებენ ი-–-- ს-----ის ბრალდებას, რომ მან ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება (ხუთი ეპიზოდი);

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

4.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ------ ს-----ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელობის ხელშეუხლეობას, ჩადენილი ჯგუფურად, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით. მანვე ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (შვიდი ეპიზოდი).

 

4.3. აღნიშნულ ეპიზოდებთან დაკავშირებით წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მ------ ს-----ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4.4. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით სასამართლო ასკვნის, რომ დანაშაულებრივი ქმედების არ არსებობის გამო სასამართლო დადგენილად არ მიიჩნია მ------ ს-----ის ბრალეულობა მასში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, რაც სსკ-ის 275-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს საფუძველს მ------ ს-----ის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების.

 

4.5. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ი-–-- ს-----ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობას, ჩადენილი ჯგუფურად, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით; მანვე ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ხუთი ეპიზოდი).

 

4.6. წარდგენილ ბრალდებებთან დაკავშირებით წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ი-–--- ს-----ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. მ------ ს-----ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5.2. ი-–-- ს-----ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს, როგორც ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ასევე, დამნაშავის პიროვნებას. გამამტყუნებელი განაჩენის სამართლიანობის არსიდან გამომდინარე, სასჯელს უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი და აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს სასჯელის როგორც ზოგადი, ასევე, კერძო პრევენციის მისაღწევად.

 

6.2. სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კანონისმიერ მოთხოვნას და ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას, ინდივიდუალურ მახასიათებელს.

 

6.3. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დადასტურებულად მიიჩნევს მ------ ს-----ის ბრალეულობას ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულების ჩადენაში, ამასთანავე, იგი არის--- წლის, წარსულში არ არის ნასამართლევი, მაგრამ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მ------ ს-----ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის მოტივზე, სახეზე და ხერხზე, სიმრავლეზე, ასევე ბრალდებულის ქმედებაზე დანაშაულის ჩადენის შემდეგ. სასამართლოს მიაჩნია, რომ მ------ ს-----ის ქმედება მომეტებული სოციალური მავნეობით ხასიათდება და მაღალი ხარისხით ეწინააღმდეგება კულტურისა და ზნეობის ნორმებს, რადგან სამოქალაქო ურთიერთობიდან წარმოშობილი დავა, მას შემდეგ, რაც ვერ შეძლო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, გადაზარდა დანაშაულებრივ ქმედებებში, რომლის განხილვის პროცესში არ გააჩნდა არანაირი მონანიება ჩადენილი ქმედების გამო, არ ჰქონია არანაირი მცდელობა დაზარალებულისთვის ან კუთვნილი თანხის, ან კუთვნილი არასადაო ფართის (44 კვ.მ) გადაცემის თაობაზე, პირიქით, გამოირჩეოდა დაზარალებულის მიმართ აგრესიით. სასჯელის მიზნების გათვალისწინებით, კერძოდ, სასჯელის ზოგადი და კერძო პრევენციიდან გამომდინარე, ზ/აღნიშნული გარემოებები წარმოადგენს მ------ ს-----ის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდების საფუძველს. მ------ ს-----ეს სასჯელის ოდენობა უნდა განესაზღვროს სანქციით გათვალიწინებული მინიმალური ზღვარის ოდენობით.

 

6.4. ი-–-- ს-----ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ იგი არის--- წლის, წარსულში არ არის ნასამართლევი, ბრალი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულების ჩადენაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ სანქციით გათვალიწინებული ალტერნატიული სასჯელებიდან ი-–-- ს-----ის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნას ნაკლებად მკაცრი სასჯელი - ჯარიმა.

 

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალიწინებული სანქცია (2015 წლის რედაქციით) სასჯელის სახით ითვალისწინებს, ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ნიშნავს იმას, რომ მსჯავრდებულს ეკრძალება ეკავოს დანიშვნითი თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ანდა ეწეოდეს პროფესიულ ან სხვაგვარ საქმიანობას. იმის გათვალიწინებით, რომ მ------ და ი-–-- ს-----ეებს ბრალი ედებათ სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქ/ პუნქტით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ, ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლაში, რომელიც არღვევს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობას, ჩადენილი ჯგუფურად, ორივე ბრალდებული არის პენსიონერი და არ ეწევა არანაირ საქმიანობას, სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი ჩამოართვას მათ რაიმე სახის საქმიანობის უფლება. სასამართლოს მიაჩნია, რომ თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა ან უამისოდ (2018 წლის რედაქციით) არის სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქ/ პუნქტის თანამდევი სასჯელი, რომლის დისპოზიციაა - ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობას, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის ან იარაღის გამოყენებით.

 

6.4. სასჯელის ზოგადი პრევენციის და დამნაშავის რესოციალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულმა მ------ და ი-–-- ს-----ეებმა გააცნობიერონ ჩადენილი ქმედება და გამოიტანონ სათანადო დასკვნები, მოახდინონ საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრებად დაუბრუნდნენ საზოგადოებას.

 

7. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად:

7.1. საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებული ფოტოსურათები ერთ დისკზე, დალუქული ერთ პაკეტად, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს; დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები ერთ დისკზე, დალუქული ერთ პაკეტად, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ------ ს-----ე უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.

 

2. მ------ ს-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

3. მ------ ს-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

4. მ------ ს-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2015 წლის 21 აპრილის ეპიზოდი).

 

5. მ------ ს-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

6. მ------ ს-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2015 წლის 7-17 სექტემბერის ეპიზოდი).

 

7. მ------ ს-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა2 000 (ორი ათასი) ლარს ოდენობით.

 

8. მ------ ს-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2015 წლის 13 აგვისტოს ეპიზოდი).

 

9. მ------ ს-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

10. მ------ ს-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2015 წლის 21 აგვისტოს ეპიზოდი).

 

11. მ------ ს-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

12. მ------ ს-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2015 წლის 27 აგვისტოს ეპიზოდი).

 

13. მ------ ს-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

14. მ------ ს-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2015 წლის 1 ოქტომბრის ეპიზოდი).

 

15. მ------ ს-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

16. მ------ ს-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2015 წლის 17 ნოემბრის ეპიზოდი).

 

17. მ------ ს-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

18.საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანქთოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, მ------ ს-----ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

19. მ------ ს-----ე დაკავებულ იქნა სასამართლო სხდომის დარბაზში და დაკავების ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მომენტიდან - 2019 წლის 28 ივნისის 12:27 საათიდან.

 

20. მ------ ს-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს, კანონით დადგენილი წესით და ვადებში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

21. ი-–-- ს-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

22. ი-–-- ს-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

23. ი-–-- ს-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის(2015 წლის 21 აპრილის ეპიზოდი).

 

24. ი-–-- ს-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

25. ი-–-- ს-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის( 2015 წლის 7-17 სექტემბერის ეპიზოდი).

 

26. ი-–-- ს-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

27. ი-–-- ს-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის(2015 წლის 13 აგვისტოს ეპიზოდი).

 

28. ი-–-- ს-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

29. ი-–-- ს-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2015 წლის 21 აგვისტოს ეპიზოდი).

 

30. ი-–-- ს-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

31. ი-–-- ს-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2015 წლის 27 აგვისტოს ეპიზოდი).

 

32. ი-–-- ს-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

33.საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანქთოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, ი-–-- ს-----ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

34. ი-–-- ს-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს, კანონით დადგენილი წესით და ვადებში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

35. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით დადებული ყადაღა:

ი-–-- ს-----ის (პ.ნ: 0----------) უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით: 0---------------------- და 0-----------------------;

ა-–---------- დ----–--ს (პ.ნ 0-----------) უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით 0----------------------;

პ----- ჭ------ს (პ.ნ 0----------)უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით 0-----------------------;

 

36. ნივთმტკიცება:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად:

36.1. საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებული ფოტოსურათები ერთ დისკზე, დალუქული ერთ პაკეტად, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს; დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები ერთ დისკზე, დალუქული ერთ პაკეტად, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

37. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

38. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე /ლილი მსხილაძე/